და თჳნიერ
იგავისა
არას
ეტყოდა
მათ,
რაჲთა
აღესრულოს
სიტყუაჲ
იგი
წინაჲსწარმეტყუელისაჲ:
აღვაღო
იგავით
პირი
ჩემი
და
ვიტყოდი
იგავთა
დასაბამითგან
სოფლისაჲთ"4
(13,34-35 მათე ).
ხოლო მარკოზ
იტყჳს,
ვითარმედ:
"ესევითარითა
იგავითა
ეტყოდა
მათ
სიტყუასა,
ვითარცა
შემძლებელ
იყვნეს
იგინი
სმენად.
და
თჳნიერ
იგავისა
არას ეტყოდა
მათ".
არა
თუ
ყოვლადვე,
რამეთუ
მრავალგზის
ეტყოდა
თჳნიერ
იგავისა,
არამედ
მის
ჟამისათჳს
თქუა
მახარებელმან,
ვითარმედ
მაშინ
არარას
ეტყოდა
თჳნიერ
იგავისა.
და
რაჲთა
გამოაჩინოს,
ვითარმედ
ამის წესისა
წინაჲთვე
მქადაგებელი.
და
გამოაჩინებს
გონებასა
ქრისტესსა,
ვითარმედ,
არა
თუ
ამისთჳს
ეტყოდა
იგავით,
რაჲთა
ვერ
გულისჴმა-ყვესმცა,
არამედ
რაჲთამცა
მოვიდეს
იგინი
კითხვად
მისა
და
სწავლად
უაღრესისა
გულისჴმისყოფისა.
ამისთჳსცა
შეუნიერცა
იყო
სიტყუაჲ
მისი
და საშინელ.
ვინაჲთგან
უკუე
მათ,
ვითარცა
ზემო
ვთქუთ,
სმენით
ესმოდა
და არა გულისჴმა-ჰყოფდეს,
არცა
კითხვაჲ
ინებეს,
არცა
სწავლაჲ,
ამისთჳს
დაუტევნა
იგინი
და
წარვიდა,
ვითარცა
იტყჳს
მახარებელი:
სახარებაჲ:
"მაშინ
დაუტევა
იესუ
ერი
იგი
და
მოვიდა
სახლსა.
და მოუჴდეს
მოწაფენი
მისნი
და
ჰრქუეს:
მითხარ
ჩუენ
იგავი
იგი
ღუარძლისაჲ
მის და აგარაკისაჲ"
(13,36 ).
თარგმანი:
მრავალგზის
ენების
კითხვის
და
ვერ
იკადრიან.
ვინაჲ
უკუე მოიგეს
აწ
კადნიერებაჲ?
ესმა
ზემო,
ვითარ
ეტყოდა
მათ,
ვითარმედ:
"თქუენდა
მოცემულ
არს
ცნობად
საიდუმლოჲ
სასუფეველისა
ცათაჲსა"2,
და ამისთჳს
შეჰკადრეს
კითხვად.
ხოლო
თჳსაგან
ჰკითხეს,
- არა
თუ
ერსა
მას ეშურებოდეს,
არამედ
სიტყუასა
მეუფისასა
აღასრულებდეს,
რომელ
თქუა,
ვითარმედ:
"მათა
არა
მიცემულ
არს",
რამეთუ
არცა
ინებეს
მიღებად,
არცა სთხოეს.
ხოლო
რაჲსათჳს
დაუტევეს
იგავი
იგი
ცომისაჲ
და
მდოგჳსაჲ,
და ღუარძლისაჲ
იკითხეს?
ვითარცა
უმეტესად
სხუათასა
ცხადთა
და
ადვილთა
გულისჴმის-საყოფელად
თანაწარჰჴდეს,
ხოლო
ესე
იკითხეს,
ვითარცა
შემსგავსებული
პირველთქუმულისა
მის,
რომელი
თქუა
თესლისა
მისთჳს
და
მთესვარისა.
ამისთჳსცა
უფალმან
განუმარტა
მათ.
ხოლო
ვითარცა
მრავალგზის
მითქუამს,
ვითარმედ
იგავთაჲ
არა
ჯერ-არს შემდგომითი-შემდგომად
ყოველთა
სიტყუათა
თარგმანებად,
რამეთუ
ესრეთ
თუ
ვინ
ებრძოდის,
ცთომასა
შთავარდების.
არამედ
ესე
ჯერ-არს გულისჴმის-ყოფაჲ,
თუ რომლისა
პირისათჳს
ითქუა,
და
მისი
შეწყნარებაჲ
გამოუწულილველად.
რამეთუ
იგავთა
შინა
მრავალნი
სიტყუანი
იპოებიან
გამოსახვისათჳს
და უმეტესისა
განცხადებისათჳს
თქუმულნი
და
არა
საქმით
აღსრულებულნი.
ამასვე
საქმესა
აქა
გუასწავებს
უფალი
და
ესრეთ
განჰმარტებს
იგავსა
მას. ამისთჳს
დაუტევა
თქუმად,
თუ
ვინ
იყვნეს
მონანი
იგი,
რომელნი
მოუჴდეს
სახლისა
უფალსა
მას
და
ჰრქუეს
აღმოფხურად
ღუარძლისა,
რაჲთა
გამოაჩინოს,
ვითარმედ
ესე
სახედ
განწესებისა
მის
და
წესიერ-ყოფისა
იგავისა
მის
თქუა.
უკუეთუ
არა,
და
ვითარცა
ვთქუთ,
თუ
ანგელოზთა
გულისჴმა-ვჰყოფთ,
ვითარ
ეგების,
თუმცა
ანგელოზნი
ეტყოდეს
ღმერთსა
ესევითართა
სიტყუათა?
არამედ
რაჲთა
გამოაჩინოს
უფალმან
სულგრძელებაჲ
თჳსი და არა ადრე აღმოფხურაჲ
ცოდვილთაჲ
და
მოლოდებაჲ
სინანულისა
მათისაჲ,
ამისთჳს
ესრეთ
გამოსახა
სიტყუაჲ
იგი.
ხოლო
აწ
გამოუთარგმანებდა
რაჲ
იგავსა
მას,
მონათა
მათთჳს
არაჲ
აჴსენა,
არამედ
პირი იგი ხოლო მიუთხრა,
რომლისათჳს
იგავი
იგი
ეთქუა,
და
გამოუცხადებს,
ვითარმედ
თავადი
არს
მსაჯული
და
უფალი
ყოველთაჲ.
სახარებაჲ:
"ხოლო
თავადმან
მიუგო
და
ჰრქუა
მათ:
რომელი
სთესავს
თესლსა
კეთილსა,
ძე
კაცისაჲ
არს;
ხოლო
აგარაკი
იგი
ესე
სოფელი
არს;
ხოლო
თესლნი
იგი
კეთილნი
ესე
არიან
ძენი
სასუფეველისანი,
და ღუარძლნი
იგი
არიან
ძენი
უკეთურისანი.
ხოლო
მტერი
იგი,
რომელმან
დასთესა
იგი,
ეშმაკი
არს;
და
მკაჲ
იგი
არს
აღსასრული
ამის
სოფლისაჲ;
და
მომკალნი
იგი
არიან
ანგელოზნი.
ვითარცა-იგი შეკრიბიან
ღუარძლი
და
ცეცხლითა
დაწჳან,
ეგრეთ
იყოს
აღსასრული
ამის
სოფლისაჲ.
რამეთუ
მოავლინნეს
ძემან
კაცისამან
ანგელოზნი
თჳსნი
და
შეკრიბნეს
სუფევისაგან
თჳსისა
ყოველნი
საცთურნი
და
მოქმედნი
უშჯულოებისანი
და შესთხინეს
იგინი
საჴუმილსა
მას
ცეცხლისასა.
მუნ
იყოს
ტირილი
და
ღრჭენაჲ
კბილთაჲ.
მაშინ
მართალნი
გამობრწყინდენ,
ვითარცა
მზე
სასუფეველსა
ცათასა.
რომელსა
ასხენ
ყურნი
სმენად,
ისმინენ!"
(13,37-41 მათე).
თარგმანი:
იხილეთ
აწ
კაცთმოყუარებაჲ
მისი
და
კეთილის-ყოფად
განმზადებულებაჲ
და
მტანჯველობისაგან
უცხოებაჲ,
რამეთუ
ოდეს
სთესვიდეს,
თავით
თჳსით
სთესავს,
ხოლო
ოდეს
ტანჯვაჲ
ჯერ-იყოს უშჯულოებისა
მოქმედთაჲ,
ანგელოზთა
მოავლენს.
ხოლო
რომელ-იგი თქუა,
თუ:
"მაშინ
მართალნი
გამობრწყინდენ,
ვითარცა
მზე",
არა
თუ
ამას
მოასწავებს,
თუ ესოდენ
ხოლო
იყოს
ბრწყინვალებაჲ
მათი,
არამედ
ვინაჲთგან
ჩუენ
უბრწყინვალესი
მზისაჲ
სხუაჲ
არარაჲ
გჳხილავს,
ამისთჳს
სახეთა
მოიღებს
ჩუენ მიერ საცნაურთა.
ხოლო
ვითარ
სხუასა
ადგილსა
აწვე
მოწევნასა
მკისასა
მოასწავებს,
ვითარცა-იგი ჰრქუა
მოციქულთა:
"აღიხილენით
თუალნი
თქუენნი
და
იხილეთ
ყანები,
რამეთუ
სპეტაკ
არიან
სამკალად
აწვე"1;
და კუალად
თქუა:
"სამკალი
ფრიად
არს
და
მუშაკნი
მცირედ"2.
ვითარ
უკუე მუნ აწვე მოწევნაჲ
მკისაჲ
და
აქა
მომავალსა
მას
ჟამსა
გამოთქუა
ყოფადი
იგი?
სხჳსა
სახისათჳს
იყო
მუნ
სიტყუაჲ,
ვითარცა-იგი სხუასა
ადგილსა
თქუა,
ვითარმედ:
"სხუაჲ
არს,
რომელმან
სთესა
და
სხუაჲ
არს
მომკალი"3,
და
აქა
თავსა
თჳსსა
მოასწავებს
მთესვარად.
რამეთუ
მუნ
ქადაგებისათჳს
წინაჲსწარმეტყუელთა
და
მოციქულთაჲსა
იტყოდა
და
მათ
უწოდა
მთესვარად
და
ამათ
მომკალად,
ხოლო
აქა
გამოაჩინებს,
ვითარმედ
წინაჲსწარმეტყუელთა
მიერცა
თავადი
სთესვიდა
და
აწ
მოციქულთა
მიერ
იგივე
სთესავს
და
ქადაგებასა
მას
თჳსსა
უწესს
თესლად
და
სამკალად.
რამეთუ
ოდეს
მოქცევასა
მას
და
მორჩილებასა
მსმენელთასა
მოასწავებდეს,
სამართლად
სამკალად
სახელ-სდებს
საქმესა
მას
და
აწვე
ყოფადსა
აჩუენებს.
ვითარმცა
ეტყოდა
მოციქულთა,
ვითარმედ:
რაჲ-იგი წინაჲსწარმეტყუელთა
მიერ ვსთესე,
აწ
თქუენ
მიერ
მოვჰმკი.
რამეთუ
წარგავლინებ
მოქცევად
კაცთა
და
აწ
არს
ჟამი
ამის
საქმისაჲ.
ამისთჳს
თქუა,
ვითარმედ:
"იხილეთ
ყანები,
რამეთუ
სპეტაკ
არს
სამკალად
აწვე".
ხოლო
აქა
კუალად
გამოაჩინებს
ჟამსა
მას,
ოდეს-იგი მსმენელთაგან
ეძიებდეს
ნაყოფსა
მას
მათ
შორის
დათესულისა
ქადაგებისასა
და
ამისთჳს
მკად
მომავალსა
მას
ჟამსა
მეორედ
მოსლვისა
მისისასა
იტყჳს,
ოდეს
მიაგოს
კაცად-კაცადსა
საქმეთა
მათთაებრ.
ხოლო ვითარ
სხუასა
ადგილსა
მოესწავების,
ვითარმედ
პირველად
მართალნი
აღიტაცებიან1,
და
აქა
იტყჳს,
ვითარმედ
პირველად
ცოდვილნი
შეკრებად
არიან?
აღიტაცებიან
პირველად
მართალნი
შემთხუევად
უფლისა,
ხოლო დაჯდეს
რაჲ
ქრისტე
განკითხვად,
მიეცემიან
ცოდვილნი
სატანჯველად
და მერმეღა
წარვლენ
მართალნი
სასუფეველად.
რამეთუ
ვინაჲთგან
სუფევაჲ
მართალთაჲ
ზეცას
განწესებულ
არს,
ხოლო
ქრისტე
აქა
მოვალს
განკითხვად
ყოველთა,
მისცეს
რაჲ
ცოდვილთათჳს
განჩინებაჲ,
ვითარცა
ბრძანოს,
მაშინ,
ვითარცა
მეუფე
დიდებისაჲ,
აღდგეს
და
წარიყვანნეს
მოყუარენი
თჳსნი
ნეტარებასა
მას
ზეცათა
სასუფეველისასა.
ჵ, ჭირი იგი და ორკერძო
სალმობაჲ
უბადრუკთა
ცოდვილთაჲ!
ერთად
დაწუვაჲ
ცეცხლსა
შინა
უშრეტსა
და
მეორედ
გამოვრდომაჲ
დიდებისა
მისგან
სანატრელისა.
ამისთჳს
გულისჴმა-გჳყოფს
უფალი
და
იტყჳს:
"რომელსა
ასხენ
ყურნი
სმენად,
ისმინენ!"
არამედ
ვითარ
ვხედავ,
ძმანო,
ჩუენ
დაგჳყოფიან
ყურნი
სმენად
და
არა
გულისჴმა-ვჰყოფთ
ყოფადსა
მას
ცოდვილთა
წარწყმედასა,
არცა
გუნებავს
მოქცევად
უფლისა,
რაჲთა
გჳლხინოს
ჩუენ.
ამისთჳს
მეშინის,
ნუუკუე
მოიწიოს
ჩუენ
ზედა
დღე
იგი
და
ვიპოვნეთ
მოქმედთა
თანა
უშჯულოებისათა.
მაშინ
ფრიად
ვინანდეთ
და
ვტიროდით,
ხოლო სარგებელი
არა
იყოს.
რამეთუ
სარგებელი
ცრემლთაჲ
და
სინანულისაჲ
აწ არს.
ხოლო პირველსავე
სიტყუასა
მოვიდეთ,
რამეთუ
კუალადცა
იგავით
ეტყჳს
უფალი
მოციქულთა.
და
რაჲსათჳს-მე, ვინაჲთგან
ერი
იგი
განიყარა,
მოწაფეთა
იგავით
ეტყოდა?
ამისთჳს,
რამეთუ
ზემოთქუმულთა
მათგან
ისწავეს
მეცნიერებაჲ.
ესოდენ
გულისჴმა-ჰყოფდეს,
ვიდრეღა
ოდეს
ჰრქუა
უფალმან,
ვითარმედ:
"გულისჴმა-ჰყავთა
ესე
ყოველი?"
თქუეს
მათ:
"ჰე,
უფალო".
იხილეთ
უკუე
რასა
ეტყჳს
მათ.
No comments:
Post a Comment