ცხორებასა,
მოწაფისა
ანტონისა,
მცირედ
ჟამ
მისა
წინა
ქებით
აღსრულებულ
იყო,
რომელი
მრავალთა
ძალთა,
ვითარცა
ანტონი,
იქმოდა და ჰყოფდა კურნებათა, და მრავალთა სასწაულთა, რომლისაჲ
ვერვინ
შეუძლოს
გამოთქუმაჲ. ხოლო მცირედ-რაჲმე მისი
მოვიჴსენოთ
ხილვანი
და
ზოგს-რაჲმე
გაუწყო
თქუენ.
ამან
იხილა
ოდესმე
დიდისა
ანტონისა
მდებარე
ბაჲაჲ
რჩეული.
იქმოდა
რაჲ
სფურიდსა,
მოითხოა
მისგან
ერთი
კრული
ბაჲაჲ.
ჰრქუა
მას
ანტონი:
არა
გული
გითქუმიდეს
მოყუსისა
შენისასა.
და
ვითარ
ესე
სიტყუა
ჰრქუა
მას,
მყის
ვითარცა
ცეცხლისაგან
დაიწუა.
ვითარცა
იხილა
ნეტარმან
ანტონი,
ჰრქუა
მას:
აჰა
ესერა.
განისუენა
სულმან
ჩემმან
შენ
ზედა,
იყო
შენ
ამიერითგან
სათნოებათა
ჩემთა
მკუიდრ.
ამისა
შემდგომად
კუალად
პოვა
იგი
ეშმაკმან
უდაბნოსა
ზედა,
დამაშურალი
ფრიად
ჴორცითა,
და
ჰრქუა
მას:
აჰა
ესერა.....
მიიღე
შენ
მადლი
ანტონისი,
რად
არა
იმსახურებ
პატივსა
და
ითხოვ
საჭმელსა
ღმსთისაგან
და
ძლიერებასა
გზისა
მაშურალობისათჳს?
ხოლო
მაკარი
ჰრქუა
მას
ძალ
ჩემდა
და
გალობა
უფალი
არს,
ხოლო
შენ
არა
გამომცადო
მონაჲ
უფლისაჲ.
და
იქმნა
უცნებით
მის
წინაშე
ეშმაკი
იგი
აქლემ
ტუირთოსან.
დიდსა
მას
უდაბნოსა
შეცთომილი,
და
აქუნდა
ყოველი
განსასუენებელი
და
სამარი.
ვითარცა
იხილა
მაკარი
წინაშე
მისა,
დაწვა
ქუეყანასა
ზედა.
ხოლო
მან
ვითარცა
ცნა,
ვითარ
საუცარ
რაჲმე
არს,
ვითარცა-იგი იყო, და დაადგრა
ლოცვად.
და
მყის
ქუეყანასა
დაინთქა,
ვიდრე
იგი
ოლოცვიდაღა.
მერმე კუალად იმარხვიდა და ილოცვიდა და ითხოვდა
ღმრთისავან
ჩუენებად
მისა
სამოთხე,
რომელ-იგი უდაბნოსა
ეგუიპტისასა
ჲანე
და
ჲამბრე
დაასხეს
მსგავსად
ჭეშმარიტისა
მის
სამოთხისა.
ვითარ
შევიდოდა
იგი
დიდსა
მას
უდაბნოსა,
და
სამი
კუირიაკე
უზმამან
აღასრულა
და
სულ-მოკლე
იქმნა
იგი.
და
დაადგრა
მას
ზედა
ანგელოზი
უფლისაჲ
და
განაძლიერა
იგი
და
დაადგინა
გზასა
მას,
რამეთუ
იყუნეს
ეშმაკნი
შესავალთა
მათ
სამოთხისათა
მცველად
და
არავის
უტევებდეს
მუნ
შინა
შესლვად.
და
იყო
დიდ
ადგილი
იგი
და
ფრიად
ვრცელ
სიგრძით
და
სივრცით.
ხოლო
მან
ილოცა
და
იკადრა
შესლვად
და
პოვნა
მუნ
შინა
ორნი
კაცნი
წმიდანი,
რომელნი
მითვე
სახითა
შევიდეს
მუნ
და
ჟამი
მრავალი
დაეყო.
ვითარ
იხილეს
იგი,
ურთიერთას
მოიკითხეს
და
ურთიერთას
ფრიად
განიხარეს.
და
ვითარ
დაჰბანნეს
ფერჴნი
მისნი,
ნაყოფისა
მისგანი
სამოთხისაჲ
დაუგეს.
ხოლო
მან
ჭამა
და
ჰმადლობდა
ღმერთსა.
და
დაჰკუირდა
ნაყოფთა
მათ
მრავალ-ფერთაჲ
და
იტყოდეს
ურთიერთას:
კეთილ
არს
აქა
ყოველთა
მონაზონთა
ყოფაჲ.
და
იყუნეს
სამ
წყარო
სამოთხესა
მას
შინა
დიდნი,
უფსკრულთაგან
აღმომდინარენი,
რომელთაჳან ირწყვოდა სამოთხე იგი. და დგეს ხენი დიდ-დიდნი
და
ფრიად
ნაყოფიერნი
-- ყოველნივე
ფერად-ფერადნი ხენი.
რომელ
არიან
ცასა
ქუეშე.
და
ვითარ
დაადგრა
იგი
მათ
თანა
შუიდ
დღე,
ევედრებოდა
მათ
მაკარი
წარსლვად
სოფლად
და
მიყვანებად
მუნ
მონაზონთა.
ხოლო
წმიდათა
მათ
კაცთა
ჰრქუეს
მას,
ვითარმედ:
ვერ
შესაძლებელ
არს
შენდა
ესე
ყოფად.
რამეთუ
დიდ
არს
ესე
უდაბნოჲ
და
ვრცელ.
და
მრავალ
არიან
ეშმაკნი
უდაბნოსა
ამას,
რომელთა
აცთუნნენ
მონაზონნი
და
მოსრნენ.
რამეთუ
მრავალთა
სხუათაცა
მრავალგზის
უნდა
აქა
მოსლვის
და
მოისრნეს
ბოროტთაგან
სულთა.
ხოლო
მაკარი
არა
თავს-იდვა დადრგომაჲ
მუნ,
არამედ
ჰრქუა
მათ,
რამეთუ:
მიღირს
მე
მოყვანებაჲ
მათი
აქა,
რაჲთა
ფუფუნებასა
ამას
განისუენონ.
და
წარმოემართა
იგი
სოფლად
და
ნაყოფისა
მისგან
მოიღო
საჩუენებელად
და
ბაჲაჲ
მრავალი
გამოირჩია
და
აღიკიდა,
სასწავლელად
მისგანი
დაასვის
უდაბნოსა
მას,
რაჲთა
არა
სცთეს
ადგილსა
მას,
შე-რაჲ-ვიდოდეს
იგი
მუნ.
ვითარ
დაიძინა
მცირედ
უდაბნოსა
მას
და
განიღუიძა,
პოვა
ყოველი
იგი
ბაჲაჲ,
თავით
კერძო
მისა
შეკრებული
ეშმაკთა
მათგან.
ამისთუის
თქუა
მამამან
მაკარი:
უკუეთუ
ნებაჲ
ღმრთისაჲ
არს,
ვერ
შემძლებელ
ხართ,
ეშმაკნო,
ჩემდა
დაყენებად
შესლვად
სამოთხესა
მას.
და
ვითარ
მოვიდა
იგი
სოფლად,
უჩუენა
ნაყოფი
იგი
ყოველთა
მონაზონთა
და
აიძულებდა
მათ შესლვად სამოთხესა მას. ვითარ
შეკრბეს
ამისთუის
მრავალნი
მონაზონნი,
ჰრქუეს
მას:
ნუუკუე
მოსასრველად
სულთა
ჩუენთათუის
სამოთხე
იგი
იქმნას.
უკუეთუ
აქა
გავასუენოთ,
მოვიღოთ
კეთილი
ჩუენი
ქუეყანასა
მას
და
რომელი
სასყიდელი
ამისა
შემდგომად
მოვიღოთ,
ღმრთისაღა
მივიდეთ.
ანუ
რომლისა
სათნოებისათუის
ამიერითგან
პატივცემულ
ვიქმნეთ.
და
დაარწმუნეს
მაკარის
დაცხრომაჲ
ესევითარისა
ამის
ზრახვისაჲ
შეურაცხ-ყოფად,
რომელი-იგი იხილა
სამოთხე.
უკუანაჲსკნელ
მოიღო
ყურძენი
იგი
სხუამან
ძმამან
და
კუალად
მაკარისვე
მიუძღუანა,
რეცათუ
დიდი
ძღუენი
მას
მიართუა.
ვითარ
იცნა
იგი
მაკარი
და
გამოიკითხა
მათი,
დაჰკუირდა
და
ჰმადლობდა
უფალსა
ესევითარსა
მას
მოთმინებასა
ყოველთასა.
მერმე მაკარი ქუაბსა შინა რაჲ იყოფოდა უდაბნოსა გარე
და
ილოცვიდა,
და
იყო
მუნ,
მახლობელად
მისა,
ჴურელი
აფთრისაჲ.
და ვითარ ილოცვიდა იგი, მოვიდა მისა აფთარი იგი და შეუვრდა
ფერჴთა
მისთა
და
უპყრა
კბილითა
ფესუი
სამოსლისა
მისისაჲ
და
ჴურელად
მისა
მიზიდვიდა
მას.
ხოლო
იგი
შეუდგა
მას
და
თქუა,
ვითარმედ:
რაჲ-მე ეგულების
მჴეცსა
ამას
ყოფად
ჩემდა?
ვითარ
მიიყვანა
იგი
ჴურელადმდე,
შევიდა
შინა
და
გამოართუნა
მას
თუისნი
ლეკუნი,
ბრმანი
შობითგან. ხოლო მან, ვითარცა ილოცა მათთუის,
მხედვარნი
ლეკუნი
იგი
აფთარსა
მას
მისცნა.
ხოლო
მან,
ვითარცა
ძღუენი,
სამადლობელად
კაცსა
მას
ღმრთისასა
მოართუა
ტყავი
ცხოვრისა
დიდისა
ვერძისაჲ,
ფერჴთა
მისთა
ქუეშე
დაუდვა.
ხოლო
მაკარი
ვითარცა
იხილა,
ეცინოდა
მას,
რეცათუ
მეცნიერებაჲ
და
ცნობაჲ
რაჲმე
აქუს,
რამეთუ
მოართუა
და
დაუფინა
მას.
ხოლო
ტყავი
იგი
ვიდრე
აქამომდე
მოწაფეთა
მისთა
აქუს.
მერმე კუალად გუითხრობდეს ჩუენ ამის წმიდისათუის, ვითარმედ
მზაკუარმან
ვინმე
ქალწული
ერთი
ქალი
გრძნებითა
ჴდალად
გარდააქცია.
და
მამა-დედათა
მისთა
მაკარისა
მოიყვანეს.
და
ვითარ
ევედრებოდეს
მას
ფრიად,
რაჲთა
ლოცვა
ყოს
მისთუის
და
დედაკაცადვე
მოაქციოს.
ხოლო
წმიდამან
მამამან
მაკარი
შჳდთა,
მათ
დღეთა
შეაყენა
იგი
თუისაგან.
და
მამა-დედანი
მისნი
ელოდეს
მას.
ხოლო
იგი
წარვიდა
სხუასა
სახლსა
და
ევედრებოდა
ღმერთსა
მისთუის.
მეშუიდესა
დღესა
შევიდა
იგი
მამა-დედათა
მისთა
თანა
ქალისა
მის
და
სცხო
ზეთი
ყოველთა
ასოთა
მისთა
და
მოიდრიკნა
მუჴლნი
და
ევედრებოდა
ღმერთსა
მრავალ
ჟამ
მისთჳს.
და
ვითარ
აღდგეს,
პოვეს
იგი
ქალადვე
მოქცეული
ძალითა
ქრისტესითა,
რამეთუ
განიდევნა
მისგან
ბოროტი
იგი
სული
მაცთური.
No comments:
Post a Comment