დღეს 29/11 იანვარს მისი ხსენების დღეა. წმიდა მოწამე აშოტ კურაპალატი (ბაგრატიონი) ( VIII ს.)

აშოტ I კურაპალატი
ბაგრატიონთა ათასწლოვანი დინასტიის მამამთავარი აშოტ კურაპალატი დალოცა წმიდა გრიგოლ ხანძთელმა:

არა მოაკლდეს მთავრობა შვილთა შენთა და ნათესავთა მათთა, ქუეყანათა ამათ - უკუნისამდე ჟამთა, არამედ იყვნენ იგინი მტკიცედ უფროის კლდეთა მყართა და მთათა საუკუნეთა და დიდებულ იყვნენ უკუნისამდე“.

განადიდა უფალმან მეფობა აშოტ კურაპალატისა: ეუფლა ქართლს და საზღვართა მისთა (ისტორიული საქართველოს მიწა-წყალს). ბერძენთა მეფემან მოუბოძა კურაპალატობა აშოტს.

შემდგომად ამისსა მოვიდა ხალილ არაბიელი, და დაიპყრა სომხითი, ქართლი და ჰერეთი.
არტანუჯის ციხე

და იწყეს ძიება აშოტ კურაპალატისა, და ვერ უძლო წინააღდგომად მათდა აშოტ და ივლტოდა მათგან. და წარემართა იგი, რათა წარვიდეს საბერძნეთად, და თანა ჰყვეს მას დედა და ცოლი და ორნი ძენი მისნი: უხუცესი ადარნასე და შედეგი ბაგრატ. ხოლო უმრწემესი ძე, სახელით გუარამ არტანუჯსა შინა დაებადა. და ერი თვსი მცირედ ჰყვა თანა, მკვდრნი მისნი, დედა-წულითურთ და შვილითურთ მათით. და მოიწივნეს მთასა ჯავახეთისასა, კიდესა დიდისა მის ტბისა ფარავნისასა, დამაშურალნი სლვისაგან, და გარდახდეს და განსუენებად კიდესა მის ტბისასა. ჭამეს რა პური, მცირედ მიერულათ, და მძინარეთა ეწივნეს დიდნი ლაშქარნი სარკინოზთანი. მაშინ შეეწია ღმერთი აშოტ კურატპალატსა და კნინსა ლაშქარსა მისსა მოსცა ძლევა მათ ზედა, და მოსრნეს სიმრავლენი ურიცხუნი. წარმოვიდეს მუნით და მოიწივნეს ხევსა შავშეთისასა.

ხოლო ხევი შავშეთისა უშენებელი იყო მაშინ, გარეშე მცირედთა სოფელთასა. რამეთუ ჟამთაა სპარსთა უფლებისასა აოხრდა, ოდეს-იგი ყრუმან ბაღდადელმან შემუსრნა ყოველნი ციხენი და მოვლო შავშეთიცა და ღადონი. და კუალად შემდგომად მისსა სრვამან სატლობისამან მოაოხრა შავშეთი, კლარჯეთი და მცირედღა დაშთეს კაცნი ადგილ-ადგილ. ხოლო დაშთომილთა მათ მკვიდრთა შავშეთისათა შეიწყნარეს იგი სიხარულითაა და სიყუარულითა, და დაემკვიდრა მუნ. და მისცა ღმერთმან გამარჯვუება და ახელმწიფა იგი შავშეთ-კლარჯეთსა ზედა და რომელნიმე სოფელნი მისნი ქუეყანისანი მოიყიდნა საფასოთი, და ზოგნი ოხერნი აღაშენნა, და განამრავლა სოფლები აშოტ კურატპალატმან ქუეყანათა მათ შინა. და განამტკიცნა ღმერთმან ხელმწიფობა მისი ნებითა ბერძენთა მეფისათა.

ხოლო ამან აშოტ კურატპალატმან მოიპოვა კლარჯეთის ტყეთა შინა კლდე ერთი, რომელი პირველ ვახტანგ გორგასალს ციხედ აღეშენა, სახელით არტანუჯი. აოხრებულ იყო ბაღდადელისა მის ყრუობითგან; იგი განაახლა აშოტ და აღაშენა ეგრეთვე ციხედ და წინა-კერძო მისსა, ქუეშეთ, აღაშენა ქალაქი, და აღაშენა ციხესა მას შინა ეკლესია წმიდათაა მოციქულთა პეტრესი და პავლესი და შექმნა მას შინა საფლავი თვისი, და დაემკვიდრა ციხესა მას შინა ცხოვრებად. და მერმე კუალად ეუფლა ქუეყანათა ვიდრე კარადმდე ბარდავის ქალაქისა. და მრავალგზის მოსცა ღმერთმან აშოტ კურატპალატსა ძლევა და დიდი დიდება ბრძოლათა შინა.

და მოკლეს აშოტ კურაპალატი გარდაბანს, ეკლესიასა შინა, და სისხლი მისი, რომელი მაშინ დაითხია, აწცა იხილვების ვითარცა ახალი.

მეორე ვერსიით წმიდა მოწამე აშოტ კურაპალატი მოკლეს დოლისყანას ეკლესიაში 29 იანვარს 826 წელსმახვილითა საკურთხეველსა ზედა“.

დაკლეს იგი მუნ ვითარცა ცხოვარი აღსავალსა საკურთხევლისასა და სისხლი იგი მისი დათხეული დღესაცა საჩინოდ სახილველ არს“, - წერს სუმბატ დავითის ძე თავის წიგნშიცხოვრება და უწყება ბაგრატიონიანთა“.


დაკრძალეს არტანუჯის წმიდა მოციქულების პეტრე-პავლეს ეკლესიაში.

No comments:

Post a Comment