ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს ეგიდით არსებული პროტესტანტულ- მართლმადიდებლური ეკუმენიზმი,რომელშიც
თითქმის
ყველა
ოფიციალური
მართლმადიდებელი
ეკლესიაა
ჩაბმული,
ე.მ.ს.-ს კონსტიტუციის
დოგმატურ
ბაზისს
ეფუძნება.
მასში
ვკითხულობთ:
‘’ეკლესიათა
მსოფლიო
საბჭო
არის
ქრისტიანულ
ეკლესიათა
საერთაშორისო
ერთობა
(თანამეგობრობა),რომლის
წევრებიც
საღმრთო
წერილის
მიხედვით
აღიარებენ
იესო
ქრისტეს,როგორც
ღმერთსა
და
მაცხოვარს
და
სწამთ
სამება
- მამა,ძე და სული წმიდა.
ეს დოგმატური ბაზისი არის ერთგვარი დოგმატური მინიმუმი,რომელიც საშუალებას აძლევს ეკუმენისტ მართლმადიდებლებს, მონოფიზიტებს,ნესტორიანელებს,
ანგლიკანებს,
ლუთერანებს,
ევანგელისტებს,ბაპტისტებს
და
სხვა
მრავალ
კონფესიებს,მათი რიცხვი
330 -ია,
ჰქონდეთ
ორგანიზაციული
და
ლოცვითი
ერთობა ე.მ.ს.-ში, სადაც სხვადასხვა კონფესიებსა და ჯგუფებს, რომელთა სწავლებაც
წინააღმდეგობაშია
ჭეშმარიტ
სარწმუნოებასთან,
თანაბარი
სტატუსი
აქვთ
მინიჭებული
და
დაუშვებელ
სარწმუნოებრივ
კომპრომისზე
ე.წ. ‘’დოგმატურ
მინიმუმზე’’
არიან
გაერთიანებულნი.
ეს
კი,
მოციქულთა,
წმიდა
მამათა,
წმიდა
კრებათა
ღალატის,
მთელი
საღმრთო
გარდამოცემის
უგულებელყოფის
ტოლფასია.
ქრისტიანი შეუძლებელია იყოს ეკუმენისტი ანუ დოგმატური(სარწმუნოებრივი) მინიმალისტი, რადგან
თუკი
ქრისტეს
შესახებ
სწავლებას
რაიმეს
მოვაკლებთ
ანდა
დავამატებთ,
ქრისტეს
მაგივრად
ცრუ-ქრისტეს,ანტიქრისტეს
მივიღებთ,რომელიც
არ
იქნება
მაცხოვარი,მაცხოვნებელი,
განმაღმრთობელი
ჩვენთვის.
ქრისტიანი
ვერც
რაიმე
ერთობაში
ვერ
იქნება
ქრისტეს
შესახებ
სწავლების(მისი თვისებების)
დამარღვევლებთან,
ანუ
იმათთან,
ვინც
მოციქულთაგან,წმიდა
მამათაგან,მსოფლიო
და
ადგილობრივ
წმიდა
კრებათაგან
არიან
ანათემირებულნი,
თავიანთი
არასწორი
შეხედულებების
გამო
- ქრისტეს,
წმიდა
სამების,
საღმრთო
მადლის,
ღვთისმშობლის,
წმიდა
ხატთა
თაყვანისცემის
შესახებ.
უფრო მეტიც, ქრისტიანობა სრულიად გამორიცხავს ეკუმენისტობას ანუ დოგმატურ
მინიმალიზმს.
ყველა
დროის
ყველა
წმინდანი:
მოციქულები,
აპოლოგეტები,
მოწამეები,
აღმსარებლები,
წმიდა
მღვდელმთავრები,
ასკეტი
მამები
- სწორედაც
დოგმატური
მაქსიმალისტები
იყვნენ.
ისინი
არასოდეს
თანხმდებოდნენ
რაიმე სარწმუნოებრივ კომპრომისებზე, დოგმატურ
მინიმუმებზე,
ჭეშმარიტების
ნაწილობრივ
ან
ბუნდოვან
აღიარებაზე,
არამედ
სიცოცხლის
დაუზოგავად
იბრძოდნენ
იმ
უმწიკვლო
რწმენის
მთელი
სისავსით
შენარჩუნებისთვის,რომელიც
თავად
უფალმა
იქადაგა
და
დატოვა
ეკლესიაში.
არასოდეს
დუმდნენ
იმაზე,რაც განასხვავებდა
ეკლესიის
სწავლებას
ერეტიკული
სიახლეებისაგან,
არასოდეს
აკეთებდნენ
აქცენტს
და
ხაზგასმას,მხოლოდ
საერთო
მინიმუმებზე,რაც ესოდენ
დამახასიათებელია
ეკუმენისტური
დიალოგებისთვის. პირიქით, კრებებზე ისინი იბრძოდნენ არა სარწმუნოებრივი მინიმუმის მისაღწევად,
არამედ
იმისთვის,რომ უზუსტესად
განესაზღვრათ
ის,
რაც
განყოფდა
ჭეშმარიტებასა
და
სიცრუეს.
თუ
რა
სიახლე
იწვევდა
განწვალებასა
და
განხეთქილებას
ეკლესიაში.
დოგმატური მინიმუმი, რომელიც საფუძვლად უდევს ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს კონსტიტუციას და რომლის
საფუძველზეც
გაწევრიანდნენ
მასში
ოფიციალური
მარლმადიდებელი
ეკლესიები,
ამ
ეკლესიებს
წმიდა
მსოფლიო
კრებათა
და
მრავალ
ღმერთშემოსილ
მამათა
სწავლების
მგმობართა
რიგში
აყენებს,რადგან
ამ
მინიმალისტური
დოგმატური
ბაზისის
აღიარებით
ისინი
მე-3
მსოფლიო
კრების
(სადაც
დაიგმო
ნესტორიანელობა),
მე4-
მსოფლიო
კრების(სადაც
დაიგმო
მონოფიზიტობა)
, მე-5
მსოფლიო
კრების(სადაც
მიღებულ
ქრისტოლოგიურ
დოგმატს
უარყოფენ კათოლიკები და პროტესტანტები), მე-6 მსოფლიო
კრების(სადაც
დაიგმო
მონოთელიტობა),
მე-7
მსოფლიო
კრების(სადაც
დაიგმო
ხატმბრძოლობა),
კონსტანტინოპოლის
წმიდა
კრების(სადაც
დაგმობილ
იქნა
სწავლება
ქმნილი
ენერგიების
შესახებ)
და
სხვა
მრავალი
კრების
დადგენილებებს
აკნინებენ,
უარყოფენ
და
შესაბამისად
ამ
კრებათა
ანათემების
ქვეშ
ექცევიან. რომელი მონოფიზიტი, მონოთელიტი, ნესტორიანელი, პროტესტანტი უარყოფს
ნომინალურად
სამებას,
ან
იმას,
რომ
ქრისტე
ღმერთია?
მაგრამ,
საკმარისია
ოდნავ
ჩაუღრმავდეთ
მათ
სწავლებებს
ქრისტეს,
ღვთისმშობლის,
ეკლესიის,
წმინდანთა
ავტორიტეტის,ხატთაყვანისცემის
შესახებ,რომ მყის დავინახავთ
სრულიად
განსხვავებულ
და
მართლმადიდებლობის
საწინააღმდეგო
შეხედულებებს.
მოკლედ
მართლმადიდებლები,
ნესტორიანელები,
მონოფიზიტები,მონოთელიტები,
სევერიანელები,
ანგლიკანები,ლუთერანები,
ბაპტისტები
და
ა.შ. სრულიად სხვადასხვა ქრისტეს აღიარებან. ქრისტე კი ერთია და შესაბამისად ერთია მისი ეკლესია,რადგან ერთია
და
განუყოფელი
მისი
სხეული,
რომლისთვისაც
სრულიად
უცხოა
‘’ეკლესიათა’’ეკუმენისტური
ერთობა,რომელიც
დოგმატურ
მინიმალიზმზეა
შეთანხმებული
და
გაერთიანებული.
ქრისტიანობაში დოგმატიკა, ეთიკა(ასკეტიკა)
და
მისტიკა
ისე
მჭიდროდ
და
ორგანულადაა
შეერთებული
და
ურთიერთგადაჯაჭვული,რომ ერთ-ერთი მათგანის
შეხება
მყის დანარჩენი ორი ელემენთის დამახინჯებას და დაზიანებას
იწვევს.
მათ
შორის
ორგანული
კავშირი
ნათლადაა
ნაჩვენები
სახარებაში,
სამოციქულოში,
წმიდა
მამათა
ნაწერებში,
ცხოვრებებში.
ე.მ.ს. არის ადგილი
სამივე
ამ
ელემენტის
აღრევისა
და
დამახინჯებისა.
დოგმატური
მინიმალიზმი
+ ლიტურგიული
ეკლექტიზმი
+ მისტიური
სნობიზმი
+ კანონიკური
ინდეფერენტიზმი
+ ეკლეზიოლოგიური
ნომინალიზმი
+ რიტუალური
პაგანიზმი
+ ზნეობრივი
ფორმალიზმი
+ ფარისევლური
პრაგმატიზმი
+ სქოლასტური
რაციონალიზმი
+ ფსევდოასკეტური
მაზოხიზმი
+ პოლირელიგიური
სინკრეტიზმი
= ეკუმენიზმს
აი,ამიტომ არ შეიძლება, რომ ქრისტიანი იყოს ეკუმენისტი.
მღვდელი გელასი აროშვილი.
No comments:
Post a Comment