ნიკობულოსს[1]
(მასზედ, თუ როგორ უნდა იწერებოდეს წერილი)
წერილის მწერალთაგან (შენ ამასაც მეკითხები) ზოგი სასურველზე უფრო გრძლად წერს, ზოგი - ძალზე შემოკლებულად. მათგან ვერცერთი ზომიერებას[2] ვერ იცავს ისრის მსროლელთა დარად[3], რომელთაგან ერთნი ვერ უწვდენენ მიზანს, მეორენი კი გადააცდენენ მას, ორსავე შემთხვევაში ერთნაირად თანაწარხდებიან სამიზნეს, თუმცა მარცხი ურთიერთსაწინააღმდეგო მიზეზებით წარმოიშობა. წერილის ზომას საჭიროება განსაზღვრავს. არ ეგების გრძელი წერილის წერა, როცა სათქმელი არა გაქვს, და არც შემოკლება ეგების, როცა სათქმელი ბევრია. რაღა გამოდის? საჭიროა განა სიბრძნის გაზომვა სპარსული ვერსით ანდა ბავშვის წყრთით[4] და
ისე არასრულყოფილად წერა, რომ ნაწერი წერილს კი არა, შუადღის ჩრდილებს ან იმგვარ ხაზებს დაემსგავსოს, რომელთა სიგრძე გარეგნულად, წარმოსახვითაა თანაბარი და არა სინამდვილეში და, შეიძლება ითქვას, მსგავსის მსგავსია? ზომიერების დასაცავად აუცილებელია ორსავე შემთხვევაში ვერიდოთ არათანაშეზომილებას. აი, რაც ვიცი სიმოკლის შესახებ. რაც შეეხება სიცხადეს[5], ცნობილია, რომ ხამს შეძლებისდაგვარად თავი ავარიდოთ წიგნების ენას და უფრო დავუახლოვდეთ სასაუბრო მეტყველებას. მოკლედ რომ ვთქვათ, ის წერილია სრულყოფილი და მშვენიერი, რომელიც განუსწავლელისთვისაც და განსწავლულისთვისაც ერთნაირად სასურველი იქნება: პირველისთვის იმით, რომ მიესადაგება უმრავლესობის გაგებას, მეორისთვის კი იმით, რომ უმრავლესობის გაგებაზე ამაღლებულია და თავდაპირველი სახითვე გასაგებია, რადგან უვარგისია წერილი, რომელიც ამოსახსნელი გამოცანასავით საჭიროებს ამოხსნასა და განმარტებას. წერილის მესამე თავისებურება ისაა, რომ სასიამოვნო[6] უნდა იყოს. ამას კი დავიცავთ, თუ დავწერთ არა მშრალად და ტლანქად, არა მოუკაზმველად, არა ხელოვანების გარეშე და მოუწესრიგებლად, არამედ დავწერთ ისე, რომ ნაწერს არ აკლდეს სენტენციები, ანდაზები, აპოფთეგმები, ასევე მახვილგონივრულობა (სიტყვათა თამაში), იგავები, რითაც ყველა შეიგრძნობს სიტყვის სიტკბოებას. თუმცა არ ეგების ამ სამკაულების მოჭარბებული გამოყენებაც. უმაგათოთ წერილი მდარეა, მათი სიჭარბით კი - მეტისმეტად გადაპრანჭული[7]. ისინი ისეთი ზომით უნდა ჩავრთოთ ნაწერში, როგორც მეწამული ფერი ქსოვილში. დასაშვებია ქარაგმული გამონათქვამებიც, მაგრამ არა დიდი რაოდენობით და მასთან უხამსოებისაგან თავისუფალი. ხოლო დაპირისპირება, სიტყვათა შეთანხმება და ნაწილთა თანაშეზომილება სოფისტებისათვის მიგვინდვია. და თუ სადმე მაინც მივმართავთ ამას, ისე უნდა გავაკეთოთ, თითქოს ვთამაშობთ და არა საგანგებოდ მოვიძიებთ მას. და ბოლოს, რაც შეეხება იმავე დახვეწილობას, არწივზე გამიგონია, რომ, როცა ფრინველები სამეფო ძალაუფლებაზე ბჭობდნენ და თავყრილობაზე ნაირგვარად მორთულ-მოკაზმულნი გამოცხადდნენ, არწივს დიდი ღირსება იმით გამოუჩენია, რომ ლამაზად თავის ჩვენება არც უფიქრია. ასევე უნდა მოვიქცეთ წერილებშიც ძირითადად. ვგულისხმობ იმას, რომ წერილს არ უნდა გააჩნდეს ზედმეტი სამკაულები და ბუნებრიობისაკენ უნდა იხრებოდეს უმეტესად. აი, რას გაუწყებ წერილთა შესახებ წერილითვე. შესაძლოა, ჩემს საქმეს არ მოვკიდე ხელი, რადგან არსებითს შევეხე. დანარჩენს თვით შეიტყობ საკუთარი შრომისმოყვარეობით, როგორც შეგნებული კაცი. ამასვე გასწავლიან აგრეთვე ამ აქმეში გამოცდილი სხვა ადამიანებიც.

[1] - PG 37, epist. 54. 372 წ. ნიკობულოი - გრიგოლის სიძე.
- PG 37, epist. 51. 372 წ.
No comments:
Post a Comment