წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა იოვანე ოქროპირისაჲ კოსტანტინეპოლელ მთავარებისკოპოსისაჲ თარგმანებაჲ წმიდისა სახარებისაჲ მათეს თავისაჲ

სიტყუაჲ ესე: "და ვითარცა განუტევა ერი იგი, აღვიდა მთასა
   ლოცვად თჳსაგან. და შე-რაჲ-მწუხრდა, მარტოჲ იყო მუნ. ხოლო ნავი იგი
   განშორებულ იყო ქუეყანით მრავალ უტევან და იგუემებოდა ღელვათაგან,
   რამეთუ იყო ქარი იგი პირით" (14,23-24 მათე).

      რაჲსათჳს აღვალს მთად? რაჲთა გუასწაოს ჩუენ, ვითარმედ კეთილ არს
   უდაბნოს მყოფებაჲ და მარტოებაჲ, ოდეს გუენებოს ვედრებად ღმრთისა.
   ამისთჳს ზედაჲსზედა განვიდოდა უდაბნოდ და მუნ გარდაიჴადის ღამე
   ლოცვათა შინა, რაჲთა ჩუენ ვისწაოთ ჟამისა და ადგილისაცა მყუდროჲსაჲ
   განჩემებად ლოცვისათჳს.

      რამეთუ უდაბნოჲ დედაჲ არს მყუდროებისაჲ, ნავთსაყუდელი არს მფარველი
   ღელვათაგან ამბოხებისათა. ხოლო თავადი რაჲ იყოფოდა მთასა მას ზედა,
   მოწაფენი იღელვებოდეს ზღუასა შინა, ვითარცა პირველ. არამედ მაშინ
   უფალი იყო მათ თანა და არაჲ ევნებოდა მათ, ხოლო აწ მარტოდ იპოვნეს
   და არა აქუნდა სასოებაჲ ცხორებისაჲ. რამეთუ მიუშუა მათ ზედა მისლვად
   ქარისა მის და აღდგომად ღელვათა, რაჲთა ისწაონ თავს-დებაჲ განსაცდელთაჲ
   და რაჲთა მოვიდენ ჴსენებად და უმეტესად სურვილად უფლისა. და ღამე
   ყოველ იგუემებოდეს ღელვათა მათ შინა.

      სახარებაჲ: "და მეოთხესა საჴუმილავსა ღამისასა მოვიდა მათა
   იესუ სლვით ზღვასა მას ზედა. ხოლო მოწაფეთა ვითარცა იხილეს იგი,
   ვიდოდა რაჲ ზღუასა მას ზედა, შეძრწუნდეს და თქუეს, ვითარმედ:
   საუცარ რაჲმე არს, და შიშისაგან ღაღატ-ყვეს. მეყსეულად ეტყოდა მათ
   იესუ და ჰრქუა: კადნიერ იყვენით, მე ვარ, ნუ გეშინინ!" (14,25-27 მათე) .

      თარგმანი: მეოთხესა საჴუმილავსა მოვიდა, რომელ არს მეათე

   ჟამი, რაჲთა ასწაოს არა ძიებად ადრე განრომად განსაცდელთაგან, არამედ
   თავს-დებად მოწევნულთა მათ ზედა ჭირთა ახოვნებით. ხოლო იყვნეს რაჲ
   ღელვასა მას შინა, დაერთო შიშიცა იგი უცნებისაჲ მის, რამეთუ ვერ
   იცოდეს თუ უფალი არს. და თავადი დუმნა, რაჲთა, ვითარცა ვთქუ, განიწუართნენ
   ყოველსავე შინა მოთმინებად. ხოლო ოდეს-იგი ესოდენ აღემატა
   შიში იგი, ვიდრე ღაღატ-ყვეს, მაშინ ჰრქუა მათ უფალმან: "კადნიერ იყვენით,
   მე ვარ, ნუ გეშინინ!"

      ამან ჴმამან მეყსეულად შიში იგი განაქარვა, რამეთუ იცნეს ჴმაჲ მისი და
   კადნიერ იქმნეს.

      ხოლო ყოველსავე ადგილსა მჴურვალემან პეტრე აქაცა აჩუენა მჴურვალებაჲ
   თჳსი.

      სახარებაჲ: "მიუგო პეტრე და ჰრქუა მას: უფალო, უკუეთუ შენ
   ხარ, მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა. ხოლო მან ჰრქუა:
   მოვედ! და გარდამოვიდა პეტრე ნავით და ვიდოდა წყალთა ზედა და
   მოვიდოდა იესუჲსა. და ვითარცა იხილა ქარი იგი ძლიერი, შეეშინა და
   იწყო დანთქმად, ღაღატ-ყო და თქუა: უფალო, მიჴსენ მე! და მეყსეულად
   განყო ჴელი იესუ, უპყრა მას და ჰრქუა: მცირედმორწმუნეო, რაჲსა
   შეორგულდი?" (14,28-31 მათე).

      თარგმანი: იხილეა რაბამი იყო მჴურვალებაჲ პეტრესი, რაბამი იყო
   სარწმუნოებაჲ მისი? ამისთჳსცა მეტისა მისგან მჴურვალებისა მრავალგზის
   ჭირსა მიეცემის; რამეთუ აქაცა ფრიად დიდი საქმე ითხოა, სიყუარულისათჳს
   ხოლო მისისა, არა თუ საჩუენებელად. რამეთუ არა ჰრქუა, თუ:
   მიბრძანე სლვაჲ წყალთა ზედა, არამედ მიბრძანეო მისლვად შენდა წყალთა
   ზედა. რამეთუ არავის ესრეთ უყუარდა უფალი, ვითარ მას. ეგრეთვე შემდგომად
   აღდგომისა ქმნა. არა ადროა სხუათა მოწაფეთა თანა მისლვად,
   არამედ აღდგა და მირბიოდა საფლავად.

      ხოლო აწ არა სიყუარული ოდენ, არამედ სარწმუნოებაჲცა აჩუენა. რამეთუ
   არა ესე ხოლო ჰრწმენა, თუ ძალ-უც მას ზღუასა ზედა სლვად, არამედ
   სხუათაცა ვლინებად ჴელ-ეწიფების. ამისთჳს თქუა: "უფალო, უკუეთუ შენ
   ხარ, მიბრძანე მე მისლვად შენდა წყალთა ამათ ზედა". ხოლო ქრისტემან
   უბრძანა. რამეთუ უკუეთუმცა ეთქუა, თუ: ვერ გაქუს ჯერეთ ესევითარი
   მტკიცე სარწმუნოებაჲ, კუალად აცილამცა სიმჴურვალისაგან. ამისთჳს საქმით
   დაარწმუნა ნაკლულევანებაჲ იგი სარწმუნოებისაჲ.

      რამეთუ გარდავიდა რაჲ პეტრე ნავით და ვიდოდა წყალთა ზედა და
   მივიდოდა იესუჲსა, არა ესრეთ მხიარულ იყო სლვისა მისთჳს წყალთა
   ზედა, ვითარ მისლვისათჳს უფლისა მიმართ. და რომელი-იგი უმეტესსა
   მძლე ექმნა, რომელ არს წყალთა ზედა სლვაჲ, უდარესისაგან შეირყია,
   რომელ არს ქარისა სიმძაფრე.


      რამეთუ იხილა რაჲ ქარი იგი ძლიერი, შეშინდა და იწყო დანთქმად.
   შიშმან მან ყო დანთქმაჲ იგი; ხოლო შიში ქმნა ვერსიმტკიცემან სარწმუ/ნოებისამან.
   რამეთუ ესრეთ არს კაცობრივისა ბუნებისა უძლურებაჲ: მრავალგზის
   უზეშთაესი წარჰმართის და უდარესსა ზედა ემხილის, ვითარ-იგი
   შეემთხჳა ელიას იეზაბელისგან, და მოსეს მეგჳბტელისა მისგან, და დავითს
   ბერსაბესგან. ეგრეთვე ესე ზღუასა მას ზედა აღსლვად და სლვად წყალთა
   ზედა კადნიერ იქმნა, და ქარისაგან შეეშინა და შეირყია, რომელი-იგი
   მახლობელ მებრღა იყო ქრისტესა. რაჲთა სცნა, ვითარმედ არად სარგებელ
   არს მახლობელობაჲ ქრისტესი, უკუეთუ ვინ სარწმუნოებითა არა ახლოს
   იყოს. ესრეთ უკუე გამოჩნდა ნაკლულევანებაჲ სარწმუნოებისაჲ, და ამან
   საქმემან სხუათა მათცა ნუგეშინის-სცა. რამეთუ უკუეთუ ორთა მათთჳს
   ძმათა განრისხნეს თხოისა მისთჳს, რომელ ითხოვეს, არამცა ამისთჳსცა
   მოუხდაა ესევითარი გულისსიტყუაჲ, უკუეთუმცა არა ესრეთ ქმნილ იყო?
   რამეთუ არა იყვნეს ჯერეთ ღირსქმნილ მადლსა მას სულისა წმიდისასა
   სრულებით, ხოლო უკუანაჲსკნელ ყოველსა ადგილსა პეტრეს აწუევდეს
   წინამძღუარ-ყოფად სიტყჳსა.

      ხოლო რაჲსათჳს არა შეჰრისხნა ქარისა სიმძაფრესა, არამედ მას უპყრა
   ჴელითა? ესე ამისთჳს, რამეთუ სარწმუნოებასა მისსა მოელოდა, ხოლო
   რაჟამს იგი მოაკლდა, მაშინ უფალმან თჳსი შეწევნაჲ აჩუენა. ამისთჳსცა
   უჩუენა, ვითარმედ არა სიმძაფრემან მან ქარისამან, არამედ მისმან მცირედმორწმუნეობამან
   ყო შერყევაჲ იგი და მიდრეკაჲ მისი. და ჰრქუა: "მცირედმორწმუნეო,
   რაჲსა შეორგულდი?" რამეთუ უკუეთუმცა სარწმუნოებაჲ შენი
   არა მოუძლურებულ იყო, ადვილადმცა წინააღდგომილ იყავ ქარისა მის.

      ხოლო განყო რაჲ ჴელი და უპყრა მას, დაუტევა მერმეცა ქროლად ქარი
   იგი, რაჲთა გულისჴმა-უყოს, ვითარმედ ოდეს სარწმუნოებაჲ მტკიცე იყოს,
   ქარი და ზღუაჲ ვერარას ავნებენ.

      სახარებაჲ: "და ვითარცა აღვიდეს იგინი ნავსა მას, დასცხრა
   ქარი იგი. ხოლო რომელნი-იგი ნავსა მას შინა იყვნეს, მოუჴდეს და
   თაყუანი-სცეს მას და იტყოდეს: ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ. და
   განვიდეს და მივიდეს ქუეყანასა მას გენესარეთისასა" (14,32-34 მათე).

      თარგმანი: პირველ ამისა იტყოდეს, ვითარმედ: "რაბამ ვინ არს
   ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲცა ერჩიან მას?" ხოლო აწ მოუჴდეს და
   თაყუანი-სცეს მას და იტყოდეს: "ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ შენ".
   ჰხედავა ვითარ აღამაღლებდა გონებათა მათთა გულისჴმისყოფისა კიბეთა?
   რამეთუ მაშინ შეჰრისხნა ზღუასა მას და ქართა, ხოლო აწ სხჳთ სახით
   უჩუენა ძალი თჳსი - სლვითა ზღუასა ზედა და მინიჭებითა პეტრესითა

   მადლისა მის და განრინებითა მისითა დანთქმისაგან. ამისთჳსცა უმეტესად
   სარწმუნოებად მოვიდეს და იტყოდეს: "ჭეშმარიტად ძე ღმრთისაჲ ხარ
   შენ".

      ხოლო სიტყუასა ამას ზედა ნუუკუე შეჰრისხნაა ქრისტემან? ნუ იყოფინ!
   უფროჲსღა დაამტკიცა, უმეტესითა რაჲ ჴელმწიფებითა აღასრულნა კურნებანი,

   ვითარცა ესერა იტყჳს მახარებელი.

No comments:

Post a Comment