სიტყუაჲ ესე: "სხუაჲ იგავი დაუდგა მათ და ჰრქუა: ემსგავსა
სასუფეველი
ღმრთისაჲ
კაცსა,
რომელმან
დასთესა
თესლი
კეთილი
აგარაკსა
თჳსსა.
და
ვითარცა
დაიძინეს
კაცთა,
მოვიდა
მტერი
მისი
და
დასთესა
ღუარძლი
შორის
იფქლსა
მას
და
წარვიდა.
ოდეს
აღმოსცენდა
ჯეჯლი
იგი
და
ნაყოფი
გამოიღო,
მაშინ
გამოჩნდა
ღუარძლი
იგი.
მოვიდეს
მონანი
იგი
და
უთხრეს
სახლისა
უფალსა
მას
და
ჰრქუეს:
უფალო,
ანუ არა თესლი
კეთილი
დასთესეა
აგარაკსა
შენსა?
ვინაჲ
აღმოსცენდა
ღუარძლი?
ხოლო
მან
ჰრქუა:
მტერმან
კაცმან
ყო
იგი.
ხოლო
მონათა
მათ
ჰრქუეს
მას:
გნებავსა,
რაჲთა
მივიდეთ
და
გამოვარჩიოთ
იგი?
ხოლო
მან
ჰრქუა:
ნუუკუჱ
შეკრებასა
ღუარძლისასა
აღმოჰფხურათ
მის
თანა
იფქლიცა.
აცადეთ
იგი
თანააღორძინებად
ურთიერთას,
ვიდრე
ჟამამდე
მკისა"
(13,24-30 მათე ).
თარგმანებაი: - რაჲ განყოფილებაჲ
აქუს
ამას
იგავსა
პირველისა
მისგან?
მას
შინა
მათ
მოასწავებს,
რომელთა
ყოვლადვე
არა
ისმინეს
მისი,
არამედ
შორს
განდგეს
და განმცემელ
თესლისა
მის
იქმნეს.
ხოლო
აქა
კრებულსა
მას
გუაუწყებს
მწვალებელთასა,
რაჲთა
ამასცა
არა
უმეცარ
იყვნენ
მოწაფენი.
რამეთუ
ესეცა
ღონეთაგან
არს
ეშმაკისათა,
რაჲთა
ჭეშმარიტებასა
თანა
შეურთოს
საცთურიცა,
რაჲთა
მსგავსობითა
მით
აცთუნნეს
გონებაცთომილნი.
ამისთჳს
არა იტყჳს
სხუასა
რასმე
თესლსა,
არამედ
ღუარძლსა,
რომელი-იგი მიემსგავსების
იფქლსა
მცირედითა
რაჲთმე
ხილვითა.
"და
ვითარცა
დაიძინეს
კაცთა,
მოვიდა
მტერი
მისი
და
დასთესა
ღუარძლი."
ამით
სიტყჳთა
დიდსა
შიშსა
დასდებს
მღდელთა
ზედა
და
მთავართა,
რომელნი
დადგინებულ
არიან
მცველად
საღმრთოჲსა
მის
სიტყჳსა,
რამეთუ
შეუნდვეს
თესვად
ღუარძლისა;
და
აჩუენებს,
ვითარმედ
შემდგომად
ჭეშმარიტებისა
მოვალს
საცთური.
ამისთჳს
შემდგომად
წინაჲსწარმეტყუელთა
მოვიდეს
ცრუწინაჲსწარმეტყუელნი
და
შემდგომად
მოციქულთა
- ცრუმოციქულნი
და
შემდგომად
ქრისტეს
განკაცებისა
მომავალ
არს
ანტე.
რამეთუ,
უკუეთუ
არა
იხილოს
ეშმაკმან
პირველად
კეთილი,
არა
განეწყვების
ბრძოლად.
ვინაჲთგან
იხილა
ქრისტეს
განკაცებითა
ქმნილნი
ესე
კეთილნი,
შემოიყვანნა
მბრძოლნი:
მეფენი
მეკერპენი,
მოძღუარნი
მწვალებელთანი,
ცრუწინაჲსწარმეტყუელნი
და
ცრუმოციქულნი
და კუალად
ჰმზადებს
მოყვანებად
ანტესსა.
ამისთჳს
აქაცა
იხილა
რაჲ მტერმან,
რამეთუ
გამოიღეს
ნაყოფი,
"რომელმანმე
ასი
და
რომელმანმე
სამეოცი
და
რომელმანმე
ოცდაათი",
სხუაჲ
გზაჲ
მოიპოა
საცთურისა
თჳსისაჲ.
ვინაჲთგან
წარტაცებად
ვერ
უძლო
თესლისა
მის,
ვერცა
შეშთობად,
ვერცა
დაწუვად,
მაშინ
თესლი
თჳსისა
ღუარძლისაჲ
დასთესა
შორის
მის
თესლისა,
რამეთუ
ეძინა
კაცთა
მათ.
ამას
იტყჳს
უფალი,
რაჲთა
მღჳძარე
ვიყვნეთ
ჩუენ
მარადის,
რამეთუ
მტერი
ჩუენი
ყოვლადვე
მოსწრაფე
არს
ვნებად
ჩუენდა.
თქუას
ვინმე,
თუ:
ვითარ
შესაძლებელ
არს
არადაძინებაჲ?
ბუნებითისა
ამის ძილისა
არადაძინებაჲ
შეუძლებელ
არს,
ხოლო
გონებისაჲ
შესაძლებელ
არს მარადის
მღჳძარებაჲ.
ხოლო
თესვაჲ
ესე
ღუარძლისაჲ,
ოდეს
აღესრულა
ყოველივე
საქმე
ყანისაჲ
მის,
მაშინღა
იქმნა,
რამეთუ
ესრეთ
საქმე
მწვალებელთაჲ
- არა
თუ
სარგებელისათჳს
ვისამე,
არამედ
თჳსისა
ამპარტავანებისათჳს
სთესვენ
ღუარძლსა
მას,
რომელი-იგი პირველ
მცირედ
ჩანნ
და მერმე
განჰფინის
გესლი
იგი
თჳსისა
სიბოროტისაჲ,
ვითარცა
თქუა,
ვითარმედ:
"ოდეს
აღმოსცენდა
ჯეჯლი
იგი
და
ნაყოფი
გამოიღო,
მაშინ
გამოჩნდა
ბოროტი
იგი
ღუარძლი".
და
კუალად
გულისსიტყუათაცა
ბოროტთა
ღუარძლ
ეწოდების,
რომელსა
დასთესავს
ეშმაკი
გულთა
შინა
კაცთასა.
ამისთჳს,
რამეთუ
ეძინა
მცველთა
მათ,
რომელ
არიან
სულნი,
რომელთა
უჴმდა
მღჳძარებაჲ
და
კეთილისა
მის
თესლისა
ცვაჲ,
რომელი
დასთესა
უფალმან
სულსა
შინა
კაცად-კაცადისასა
მცნებათა
თჳსთა
მიერ.
რამეთუ,
უკუეთუმცა
არა
მივეცით
თავნი
ჩუენნი
ძილსა
დაჴსნილობისასა
და
უდებ-ვყავთ
კეთილისა
მის
თესლისა
ცვაჲ,
ვერცა
პოა
მთესვარმან
მან
ღუარძლისამან
ჟამი და ადგილი
დათესვად
ჩუენ
შორის
ღუარძლი
იგი
ცეცხლად
მიცემადი.
ხოლო ვინ არიან
მონანი
იგი,
რომელნი
ეტყჳან
უფალსა
ღუარძლისა
მის
აღმოფხურად?
- ძალთა
მათ
ანგელოზთასა
გამოსახავს,
რომელნი
მარადის
წადიერ
არიან
ნებასა
მას
მეუფისასა
აღსრულებად;
არამედ
აყენებს
მათ
უფალი
და
ეტყჳს:
"ნუუკუე
შეკრებასა
ღუარძლისასა
აღმოჰფხურათ
იფქლიცა."
ხოლო მტერად
კაცად
უწესს
ეშმაკსა
ფრიადისა
მის
კაცთა
მიმართ
ბრძოლისა
მისისა,
რამეთუ
ბრძოლაჲ
მისი
ჩუენდა
მომართ
არს.
ხოლო
დაწყებაჲ
ბრძოლისაჲ
არა
ჩუენისა
ხოლო,
არამედ
უფროჲსად
ღმრთისა
მიმართ
მტერობისაგან
იქმნა.
ამისთჳს
საცნაურ
არს
სიყუარული
ღმრთისაჲ
კაცთა
მომართ.
ხოლო
იხილე
მონათა
მათ
მოღუაწებაჲ,
ვითარ
მოსწრაფე
არიან
ღუარძლისა
მის
აღმოფხურად,
რაჲთა
თესლსა
მას
არა
ევნოს;
არამედ
მეუფე
არა
შეუნდობს,
ნუუკუე
აღმოიფხურას
იფქლიცა.
ესე
იგი
არს,
მო-თუ-სწყუედდეთ
მწვალებელთა,
წმიდანიცა
ვინმე
მოსწყდენ,
და
კუალად
მათვე
ღუარძლთაგან
მრავალნი
მოქცევად
არიან
და
იფქლ-ყოფად.
აწ
უკუე
მო-თუ-სწყჳდნეთ
პირველ
მოქცევისა,
სავნებელ
იქმნას,
ნუუკუე
წარიტაცოს
ცოდვილი,
რომელსა
ეგულებოდა
სინანული.
რამეთუ
ესე
პირველითგან
ქმნა
ღმერთმან:
მრავალგზის
მშობელნი
იყვნიან
ბოროტნი
და
ეგულებინ
შვილისა
კეთილისა
შობად,
არა
მოსწყჳდნის
იგინი
ღმერთმან,
რამეთუ
ყოფადსა
მას მეცნიერ
არნ,
დაღაცათუ
ანგელოზნი
უმეცარ
იყვნიან.
არა
შეუნდო
აღმოფხურად
ესავისა,
რაჲთა
არა
დაეყენოს
მისგან
შობადი
იგი
იობ;
არა
აღმოფხურა
მათე
მეზუერეობასა
შინა
რაჲ
იყო,
არცა
პავლე,
სდევნიდა
რაჲ
ეკლესიათა,
რამეთუ
იცოდა,
რაჲ
ყოფად
იყვნეს.
ეგრეთვე
არცა
მწვალებელთა
გჳბრძანებს
მოწყუედად,
რაჲთა
არა
ბრძოლაჲ
აღვადგინოთ
სოფელსა
შინა,
არამედ
სიტყჳთა
მართლმადიდებლობისაჲთა
დაყოფად
პირთა
მათთა
და დაჴსნად
კრებულებისა
მათისა,
ნუუკუე
მოიქცენ
ვიეთნიმე
მათგანნი
და
იფქლ იქმნენ.
ხოლო
უკუეთუ
სულგრძელებისა
მისგან
არაჲ
სარგებელ
ეყოს,
- იტყჳს
უფალი
- არცა
ღუარძლობისა
მისგან
მოიქცენ,
მაშინ
ჟამსა
მას მკისასა
უბრძანო
მომკალთა
მათ:
"შეკრიბეთ
პირველად
ღუარძლი
იგი
და შეკართ
ძნეულად,
რაჲთა
დაიწუას
იგი.
ხოლო
იფქლი
იგი
შეკრიბეთ
საუნჯეთა
ჩემთა".
რაჲსათჳს
შეკრებად
სცემს
პირველად
ღუარძლსა?
რაჲთა
არა იფქლი
იგი
შეშინდეს,
ვითარმცა
მათ
თანაშეერთვოდეს.
ამისთჳს
ბრძანებს
პირველად
განრჩევასა
ღუარძლისასა
და
ცეცხლად
მიცემასა,
ხოლო იფქლისა
მის
საუნჯედ
თჳსად
შეკრებასა.
No comments:
Post a Comment