თუკი ევროპის კონტინენტი რითიმე სახელგანთქმული დარჩება ჩვენი პლანეტის ისტორიაში, ეს, ალბათ, იმის ძალით მოხდება, რომ მან შესძლო გამოეგონებინა უამრავი პრობლემა, და ვერც ერთი მათგანი ვერ გადაჭრა კაცთა მოდგმის სასიკეთოდ! აქ, პირველ ყოვლისა, იგულისხმება ეგრეთ წოდებული სოციალური პრობლემები. მათი გადაწყვეტის მცდელობა - ეს ლამის ყოველი ევროპელის მანია იყო და არის. მაგრამ განა ვინმეს უცდია მათი გადაწყვეტა ცეცხლისა და მახვილის გარეშე, ინკვიზიციისა და კოცონთა გარეშე?! ამ სოციალურ პრობლემათა წინაშე ევროპელ ადამიანს სასოწარკვეთა იპყრობს, რომელიც ხშირად შეშლილობაში გადაიზრდება ხოლმე. რატომ? - იმიტომ, რომ საზოგადოების პრობლემები, თუკი მათ ძირითად შემადგენელ ელემენტებზე დავშლით, სხვა არაფერია, თუ არ პიროვნების პრობლემები, გადამრავლებულნი ყველა იმ ინდივიდუუმის რიცხვზე, საზოგადოებას რომ შეადგენენ. ყოველ ადამიანს, არის რა საზოგადოების წევრიბ თავისი საკუთარი, ინდივიდუალური, ფსიქოლოგიური შინაარსი, და პრობლემატიკა შეაქვს მასში. მაგრამ ყოველი ცალკეული ადამიანისა და მთელი კაცობრიობის პრობლემატიკა, არსებითადქ ერთმანეთის მსგავსია, ჭეშმარიტებისა და სამართლიანობის, სიცოცხლისა და სიკვდილის, სიკეთისა და ბოროტების, მარადიულობისა და უკვდავების, ცათა და ქვეყნის პრობლემები ყოველ ცალკეულ ადამიანსაც აწუხებს და მთელს კაცობრიობასაც,
მაგრამ ისინი, უპირველესად, სწორედ ცალკეული ადამიანის - როგორც ინდივიდუუმის - პრობლემებია, და მხოლოდ ამის შემდეგ და მისით - მთელი კაცობრიობისაც როგორც კოლექტივისაბ აქედან გამომდინარეობს ლოგიკური დასკვნაც, ვინც ადამიანის პრობლემას გადასწყვეტს, ის მთელი საზოგადოების, მთელი კაცობრიობის პრობლემასაც გადასწყვეტს, - ყოველი საზოგადოებისა - დაწყებული სულ მცირერიცხოვანიდან და დამთავრებული ყველაზე მრავალრიცხოვანით, დაწყებული ერთი კონკრეტული ოჯახიდან, და დამთავრებული მთელი კაცობრიობით.
მაგრამ ისინი, უპირველესად, სწორედ ცალკეული ადამიანის - როგორც ინდივიდუუმის - პრობლემებია, და მხოლოდ ამის შემდეგ და მისით - მთელი კაცობრიობისაც როგორც კოლექტივისაბ აქედან გამომდინარეობს ლოგიკური დასკვნაც, ვინც ადამიანის პრობლემას გადასწყვეტს, ის მთელი საზოგადოების, მთელი კაცობრიობის პრობლემასაც გადასწყვეტს, - ყოველი საზოგადოებისა - დაწყებული სულ მცირერიცხოვანიდან და დამთავრებული ყველაზე მრავალრიცხოვანით, დაწყებული ერთი კონკრეტული ოჯახიდან, და დამთავრებული მთელი კაცობრიობით.
როცა ჰუმანისტურად წყვეტდა ადამიანისა და საზოგადოების პრობლემებს, ევროპა ორ უკიდურესობაში ვარდებოდა, ან ადამიანი არ ფასდებოდა სათანადოდ - მას ივიწყებდნენ, იგი მხედველობიდან გამორჩებოდათ ხოლმე, ანდა საზოგადოებას ივიწყებდნენ პიროვნების პრობლემის გადაწყვეტისას; ხოლო სრულყოფილი გადაწყვეტისათვის ამ პრობლემებისა აუცილებელია სამართლიანი მიდგომა ადამიანისადმიც და საზოგადოებისადმიც, ისეთი მიდგომა, რომელიც ყოველთვის დაიცავდა წონასწორობას ადამიანის ღვთაებრივ ფასეულობებსა და საზოგადოების წარუვალ ფასეულობებს შორის. ჩვენ ისეთი საზოგადოება გვესაჭიროება, რომელშიც დაცული იქნება ადამიანის ღვთაებრივი სიდიადე და მნიშვნელობა, მისი ხელმძღვანელობა; ისეთი საზოგადოება, სადაც ის ყოველთვის ჯეროვნად იქნება შეფასებული და სადაც მას არ დაამახინჯებენ, უსახურად არ შექმნიან; საზოგადოება, რომელშიც ადამიანი მანქანად, რობოტად არ გადაიქცევა არც რომელიმე კლასის ხორჯზე და არც ერის ხარჯზე, არც სახელმწიფოსა და არც კულტურის, არც ცივილიზაციისა და არც მეცნიერებისა თუ რელიგიის ხარჯზე. ჩვენ გვესაჭიროება ისეთი საზოგადოება, რომელშიც პიროვნება და საზოგადოება შეავსებენ ერთურთს, მხარს დაუჭერენ ერთმანეთს, გაიზრდებიან, განვითარდებიან და სრულყოფილნიც შეიქნებიან ერთურთით; საზოგადოება, რომელშიც თითოეული მისი წევრი სულიერად არის შეერთებული ყველასთან, და ყველანი ერთობლივ - თითოეულთან; გვესაჭიროება ისეთი საზოგადოება, რომელშიც თითოეული - ყველას ინტერესებით ცხოვრობს, ყველა კი - თითოეულის ინტერესებით. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ გვესაჭიროება ისეთი საზოგადოება, რომელიც ერთ ორგანიზმს წარმოადგენს, ერთ მთლიან სხეულს, და რომელშიც ამ საზოგადოების ყოველი წევრი ორგანული ნაწილია მთელი სხეულისა: ერთი - თვალია, მეორე - ხელი, მესამე - ფერხნი, და არც ერთს არ ძალუძს მეორეს უთხრას - შენ მე არა მჭირდებიო. ხელი რომ მოქმედებდეს, უსათუოდ ესაჭიროება ხელი, რომელიც ასაზრდოვებს მას, და ფეხიც, რომელიც ატარებს; ასევე ფეხსაც, სიარულისათვისბ უსათუოდ ესაჭიროება თვალი, რომელიც წარმართავდა მას, და ხელიც, რომელიც შეეწეოდა. ჩვენ ყველანი ორგანული ნაწილები ვართ საზოგადოების ორგანიზმისა - დიდნი თუ მცირენი, ხილულნი თუ უხილავნი, და იმგვარი ნაწილები, რომელნიც ერთმანეთის დახმარებით ცოცხლობენ: თითოეული ყველას შეეწევა, ყველა ერთად კი - თითოეულს, ისევე, როგორც ეს სხეულში ხდება: თავზე თმები რომ ეზრდება ადამიანს, ამაში მთელი სხეული მონაწილეობს, და თმაც იზრდება იმისთვის, რომ თავი დაიცვას, ანუ თავისი ფუნქცია შეასრულოს. აბა, ჩავუკვირდეთ ადამიანის სხეულს: მასში ჩვენ საუკეთესო მაგალითი გვაქვს მოცემული საზოგადოებისა, თანამოღვაწებისა, სიმბიოზისა (ანუ ურთიერთსასარგებლო თანაცხოვრებისა), მოვასისადმი მსახურებისა, - თითოეული ნაწილი სხეულისა - ყველას ემსახურება, ყველა კი თითოეულს; ჩვენი ხელის პაწაწინა თითს ისეთი რთული ორგანო ემსახურება, როგორიც თვალია, და კიდევ უფრო რთულიც, როგორიც ტვინია; თითიც, თავის მხრივ, თვალსაც ემსახურება და ტვინსაც. რაც უფრო რთული აგებულებისაა სხეულის ესა თუ ის ნაწილი, მით უფრო საპასუხისმგებლო ფუნქციას ასრულებს იგი და ყველას ემსახურება, სხეულის ყველაზე უმნიშვნელო ნაწილებსაც კი. გული ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა სხეულისა მაგრამ - ყველაზე მორჩილი მსახურიც სხეულისა: იგი განუწყვეტლივ ემსახურება ყოველ ცალკეულ უდრესაც და მთელს სხეულსაც.
ნუ გაგიკვირდებათ ეს, რადგან ადამიანის სხეული ამგვარადაა მოწყობილი და შეთანხმიერებული: უფრო დიდი ნაწილი იმისთვის არის მასში სხვებზე აღმატებული და მნიშვნელოვანი, რომ მცირეს ემსახუროს. სიმდაბლე, მორჩილება - უმთავრესი სათნოებაა, ყოველგვარ ურთიერთობას რომ მოაწესრიგებს ადამიანის სხეულში: უფრო დიდი - თავს დაიმდაბლებს უფრო მცირის წინაშე და მორჩილად ემსახურება მას; რაც უფრო დიდია სხეულის რომელიმე ნაწილი, მით უფრო მეტად იმდაბლებს იგი თავს და მით უფრო მეტი მორჩილებით ემსახურება სხვებს. ასევეა ჩვენს იდეალურ საზოგადოებაშიც: უფრო დიდი - მცირეს ემსახურება, მეცნიერი - უსწავლელს, ბრძენკაცი - უბრალო კაცს, მდიდარი - ობოლსა და უქონელს; ყველაზე დიდი ნაწილი სხეულისა სწორედ იმიტომაცაა სხვეზე აღმატებული, რომ იგი ნებაყოფლობითი მსახურია ყველასი. ყოველივე აქ ღმერთკაცობრივი, ბუნებრივი კანონის მიხედვითაა მოწყობილი, კანონისა, რომელიც გვიღაღადებს: “რომელსა უნებს თქვენ შორის დიდ ყოფაი, იყავნ თქვენდა მსახურ. და რომელსა უნებს თქვენ შორის წინა ყოფაი, იყოს იგი თქვენდა მონა” (მათე 20, 26-27). რატომ? - იმიტომ, რომ ეს კანონია თვით ყველაზე სრულყოფილი და დიდი ადამიანისათვისაც - ღმერთკაც იესო ქრისტესათვისაც, რომელიც “არა მოვიდა, რაითამცა იმსახურა, არამედ - მსახურებად და მიცემად სული თვისი სახსრად მრავალთათვის” (მათე 20, 28). და მართლაც, განა არსებობს კაცთა მოდგმისათვის იმაზე უფრო დიდი და მორჩილი მსახური, ვიდრე მშვიდი ღმერთკაცია?! – “ხოლო მე ვარ შორის თქვენსა ვითარცა მსახური” (ლუკა 22,27), - უცხადებს იგი თავის მიმდევრებს: როგორც მსახურიო, რომელიც სიმდაბლით გვემსახურება თქვენ, ადამიანებს, და გვასწავლის ღვთაებრივ ჭეშმარიტებას, სამართლიანობას, სიყვარულს, სიკეთეს, ღვთაებრივ სიძლიერეს, რათა ჩვენც შევძლოთ შეცნობა და დამარცხება ცოდვისა, ბოროტებისა და სიკვდილისა, და რათა ვიყოთ ღვთაებრივად კეთილნი, უკვდავნი და მარადიულნი, და არამხოლოდ ვითარც ხორციელ-ქმნილნი, განკაცებული ღმერთი, არამედ როგორც სიტყვა - ღმერთიც - იგი განუწყვეტლივ ემსახურება ადამიანებს ყოველივეთი - მზით, ჰაერით, ნათელით, მთელი ბუნებით, მთელი სამბაროთი, - ემსახურება მოთმინედ და სიმდაბლით, იმისთვის, რომ მხოლოდ ასწავლოს მათ ეს უზენაესი კოსმიური და უზენაესი ბუნებისმიერი საღმრთო კანონი: დაე, დიდი - მცირეს ემსახურებოდეს სიხარულითა და სიმშვიდით, სიმდაბლითა და მორჩილებით! სწორედ ამიტომაც გამოთქვეს მისმა ღვთაებრივმა ბაგეებმა ეს სიტყვები: “...უდიდესი იგი თქვენ შორის იბავნ მრწემ, და წინამძღვარი იგი - ვითარცა მსახურიყყყ, რამეთუ ყოველმან, რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს, და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს” (ლუკა 22, 26; 18, 14). და მთელი სახარებაც ღმერთკაც იესო ქრისტესი, თავიდან ბოლომდებ სხვა არაფერია, თუ არ სრულყოფილი ილუსტრაცია ამ უზენაესი კოსმიური ღვთაებრივი კანონისა.
და ამ სახარებისეული კანონით ღმერთკაცი იესო ქრისტე იდეალურად და ამავე დროს რეალურადაც გადასწყვეტს პრობლემას ადამიანისა და კაცობრიობისა, პიროვნებისა და საზოგადოებისა. რამეთუ ადამიანიცა და მთელი კაცობრიობაც, პიროვნებაცა და მთელი საზოგადოებაც არამარტო შესდგებიან ერთი და იმავე ფსიქოფიზიკური მასალისაგან, არამედ მთელს მათს არსებასაც ერთი და იგივე მიზანი განმსჭვალავს. და თუკი მათი მიზნები არ ემთხვევა ერთმანეთს, მაშინ მათჩს შორის დიდი უფსკრული ჩნდება, რის გამოც მათ შეურიგებელი წინააღმდეგობანი მოსწყლავენ. მხოლოდ მიზნის ერთიანობა ხდის შესაძლებელად იდეალურ გადაწყვეტას პიროვნებისა და საზოგადოების პრობლემისას. მაგრამ როგორი უნდა იყოს ეს მიზანი? - რა თქმა უნდა, არა დროებითი, არა წარმავალი, არამედ მარადიული, წარუვალიბ უკვდავი მიზანი, რომელიც ცათა შინაც დგას ადამიანის წინაშე და - ქვეყანას ზედაც ეს არის ის უკვდავი, საუკუნო მიზანი, რომელიც ღმერთკაცმა იესო ქრისტემ დაუსახა ღვთისმსგავს არსებას ადამიანისა. და რაში მდგომარეობს ეს უკვდავი ღმერთკაცობრივი მიზანი? - იმაში, რომ ღმერთის ყველა ღვთაებრივი სრულყოფილება ადამიანში და მთელს კაცობრიობაში განხორციელდეს, ყოველ ცალკეულ პიროვნებაში და მთელს საზოგადოებაში გაცხადდეს.
შესაძლებელია თუ - არა ეს? - დიახ, სწორედ, რომ შესაძლებელიაბ რამეთუ, ჯერ - ერთი, ადამიანი ღვთისმსგავსი არსებაა, შექმნილი ღმერთის მიერ ხატად და მსგავსად მისა, და მეორეც - იმიტომ, რომ სიტყვა - ღმერთი ხორციელ-იქმნა, განკაცდა, ადამიანად შეიქნა და როგორც ღმერთკაცმა ცხადად გვიჩვენა, თუ ღვთაებრივად რა იდეალურად სრულყოფილია და კაცობრივათადაც რა რეალურად ბუნებრივია ადამიანი, რომელშიც ღმერთი განხორციელდა ყველა თავისი საღმრთო სრულყოფილებებით. და კიდევ: ღმერთკაცმა ადამიანებს მოუტანა და მოანიჭა საღმთრო სათნოებანი და ძალნი, და ამის შემდეგ ყოველ ადამიანს, თუკი ნამდვილად ექნება ამის სურვილი, შეუძლია მთელის სისრულით განახორციელოს თავის თავში ღმერთი, საღმრთო სრულყოფილებანი. ამ მიზნით განხორციელებისას ადამიანები ღვთაებრივი მადლის მიერ უკვდავ არსებად გადაიქცევიან და შეიქმნიან წევრებად უკვდავი ღმერთკაცობრივი საზოგადოებისა - ღმერთკაცობრიობისა. როგორადაც ადამიანისაგან ვითარდება კაცობრიობა ლოგიკურად და ბუნებრივად, ამგვარადვე ღმერთკაცისაგანაც ლოგიკურად, ბუნებრივად გამომდინარეობს და ვითარდება ღმერთკაცობრიობა. ამ ღმერთკაცობრივ საზოგადოებშაი ადამიანები უკვდავი არსებების მსგავსად ცხოვრობენ სახარებისეული კანონების მიხედვით, რომელნიც ძალშემოსილნი არიან ცათა შინაც და ქვეყანასა ზედაც. ეს - ერთადერთი საზოგადოებაა ჩვენს პლანეტაზე, რომელშიც ნამდვილად ღმერთშემოსილი არსებანი ცხოვრობენ, მათთან ერთად კი - ისინიც, ვინც ჯერ კიდევ ესწრაფვის ამას - ღმერთით შემოსვას: და ეს საზოგადოება სხვა არაფერია, თუ არა სწორედ ღმერთკაცობრივი სხეული უფალ იესო ქრისტესი, - ანუ მისი ეკლესია.
და, აი, ჩვენ უკვე შევედით წმიდათა წმიდაში ღმერთკაცობრივი ფილოსოფიისა საზოგადოების შესახებ. ეს არის ახალი, ღმერთკაცობრივი საზოგადოება, სულ რომ არა ჰგავს იმ საზოგადოებებს, რომლებსაც თეორიულად თუ კონკრეტულად გვთავაზობს ევროპელი ადამიანის ჰუმანისტური სოციოლოგია. ამ ღმერთკაცობრივ საზოგადოებაში ყოველივე ღმერთკაც იესო ქრისტეს ცხოველმყოფელ პიროვნებისაკენ მიემართება, ყველაფერი მასში იყრის თავს, ვინც ყველაზე დიდ ფასეულობას წარმოადგენს ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. ყველა სხვა ფასეულობანი, ინდივიდუალურნიცა და სოციალურნიც, სწორედ მისგან იღებენ სათავეს და მისგან მომდინარეობენ, როგორც სხივები - მზისაგან. თავს ნურავინ მოიტყუებს სხვა აზრით: მართლმადიდებლობა მხოლოდ ღმერთკაცით არის მართლმადიდებლობა, რამეთუ ქრისტიანობაც - მხოლოდ ღმერთკაც იესო ქრისტეთი არის ქრისტიანობა, - ამაშია მისი ერთადერთი მნიშვნელობა, ღირებულება და ძალა. უფალმა იესო ქრისტემ თავისი თავი _ თავისი ღმერთკაცობრივი პიროვნება როგორც ეკლესია დაგვიტოვა ჩვენ, და ამიტომ ეკლესია მხოლოდ ღმერთკაცით და ღმერთკაცში არის ეკლესია. ყოველივე, რაც სახარებაა და რაც მართლმადიდებელი ქრისტიანობაა, ერთს დიად, ყოვლისმომცველ ჭეშმარიტებაში იყრის თავს: ღმერთკაცი არის არსი, მიზანი, აზრი და უზენაესი ფასეულობა ეკლესიისა, ანდა, უფრო ზუსტად თუ ვიტყვით: ეკლესია არის ღმერთკაცი იესო ქრისტე მარადის, ყოველთა საუკუნეთა შინა და მათი გასრულების შემდგომაც - მარადიულობაში. ღმერთკაცი იესო ქრისტეა თავის ეკლესიის სხეულისა, მისი ერთადერთი მეთაური და წინამძღვარი. ეკლესიის სხეული მისით იზრდება მთელს უსასრულობაში ღვთაებრივი ცხოვრებისა: იზრდება ღვთაებრივი ზრდით საზომისაებრ ღმერთკაცობრივი სრული სხეულისა, რამეთუ ყოველივე მის მიერ, მისთვის და მისა მიმართ დაბადა. თავისი ღმერთკაცობრივი ძალით მას ეკლესიის ყველა ნამდვილი წევრი საიდუმლო სახით მიჰყავს განღმრთოებამდე, რადგან სწორედ ამაში მდგომარეობს აზრიცა და მიზანიც ეკლესიის არარსებობისა: ღმერთკაცობრივი რწმენითა და ღვაწლით ყოველივე მიიყვანოს ზომად ქრისტეს სრულყოფილი სხეულისა, ასაკისა, ანუ ყველა და ყველაფერი განაღმრთოს მადლის მიერ.
მე მართლმადიდებელ ქრისტიანულ ეკლესიაზე ვლაპარაკობ, რა არის მისი არსი? - თვით ღმერთკაცი იესო ქრისტე. აქედან გამომდინარე, ყოველივე მართლმადიდებლური - ღმერთკაცობრივი ხასიათისაა: შეგნებაც, გრძნობაც, ნებელობაც, აზროვნებაც, ცხოვრებაც და, მთლიანად, საზოგადოებაც. ღმერთი ყველგან და ყოველთვის პირველ ადგილზეა, ადამიანი კი - მეორეზე; ღმერთს მიჰყავს, იგი წარმმართველია, ადამიანი კი მიმოიყვანება, წარიმართება მის მიერ; ღმერთი იღვწის, ადამიანი კი - თანამოღვაწეობს მასთან. და ეს რაღაც ტრანსცენდენტური, აბსტრაქტული, მოგონილი და წარმოსახული ღმერთი კი არ არისბ არამედ რეალური ღმერთია უშუალო ისტორიული სინამდვილისა, ღმერთი, რომელიც ხორციელ-იქმნა, განკაცდა, ადამიანი შეიქნა ისე, რომ კვლავაც და მარადის ღმერთად დარჩა; ღმერთი, რომელიც ჩვენი, ადამიანური ცხოვრებით ჰგიებდა ამქვეყნად, ყოველივეთი გვემსგავსა ჩვენ, თვინიერ ცოდვილსა და თავისი თავი ყოველივეში სრულიად წმიდად, უცოდველად, კეთილად, მართლად, კეთილმსახურად, ჭეშმარიტად წარმოგვიდგინა. იგი ადამიანი შეიქნა და იმავდროულად ღმერთად დარჩა იმისთვის, რომ როგორც ღმერთს ღვთაებრივი ძალები მოენიჭებინა ადამიანებისათვის, - ის ძალები, რომლებიც უმჭიდროესად, ღმერთკაცობრივი კავშირით შეაერთებენ ადამიანებს ღმერთთან. და ეს მისი ღვთაებრივი ძალები განუწყვეტლივ მოქმედებენ მის ღმერთკაცობრივ სხეულში - ეკლესიაში, აერთებენ რა ადამიანს, ყოველ ნამდვილ და ერთგულ მორწმუნეს, ღმერთთან მადლმოსილი, წმიდა ცხოვრების მეშვეობით. რამეთუ ეკლესია - საკვირველი ღმერთკაცობრივი ორგანიზმია, რომელშიცბ საღმრთო მადლისა და ადამიანის თავისუფალი მოქმედების ურთიერთქმედებით მთელი კაცობრიობა უკვდავებას შეიძენს და ღმერთკაც იესო ქრისტეს მსგავსად ცხოვრობს, - ყველა და ყველაფერი, გარდა ცოდვისა. ეკლესიის ღმერთკაცობრივ ორგანიზმში ყოველი მორწმუნე ადამიანი - ცოცხალი უჯრედია, ეკლესიის განუყოფელ შემადგენელ ნაწილად რომ იქცევა და მისი ცხოველმყოფელი ღმერთკაცობრივი ძალით ცხოვრობს. რამეთუ იყო ეკლესიის წევრი - ნიშნავს თანა-ხორციელ-ექმნა ღმერთკაც იესო ქრისტეს, გახდე მისი განუყოფელი შემადგენელი ნაწილი, ორგანული წევრი მისი ღმერთკაცობრივი სხეულისა, - ერთის სიტყვით: ღმერთკაცის მსგავსი შეიქნა მთლიანად - სრული რეალობით შენი ადამიანური პიროვნებისა და შენი ადამიანური ცხოვრებისა.
ძირითადი პრინციპები მართლმადიდებელი ფილოსოფიისა საზოგადოების შესახებ ესაა: ყოველივეში და ყველაფრით ეკლესია, უპირველესად, არის ღმერთკაცობრივი ორგანიზმი, და მხოლოდ ამის შემდეგ - ღმერთკაცობრივი დაწესებულება, ორგანიზაცია, აქედან ლოგიკურად გამომდინარეობს მისი ღმერთკაცობრივი მოქმედებაც მსოფლიოში: ყოველივე ღმერთკაცობრივი - ადამიანში და კაცობრიობაში განახორციელოს: ქრისტესმიერი სიყვარული, ქრისტესმიერი სიმართლე, სიკეთე, სიბრძნე, სიმდაბლე და, საერთოდ, ყოველი საღმრთო სათნოება. რამეთუ სწორედ მათი მეშვეობით შესახლდება იესო ქრისტე ადამიანში და განხორციელდება მასში. ასეთი ადამიანი ყოველთვის ქრისტეთი ცხოვრობს - ქრისტეთი აზროვნებს, გრძნობს, შრომობს. საიდანა აქვს მას ძალნი ამისთვის? - რა თქმა უნდა, თვით იესო ქრისტესაგან. წმიდა პავლე მოციქულის სიტყვისაებრ, ყოველ ნამდვილ ქრისტიანს შეუძლია თქვას: “ყოველივე ძალ-მიც განმაძლიერებელისა ჩემისა ქრისტეს მიერ”-ო (ფილიპ. 4,13). მართლმადიდებელი რწმენის მქონე ადამიანი, ცხოვრობს რა ეკლესიის ღმერთკაცობრივ ორგანიზმში როგორც მისი განუყოფელი ცოცხალი უჯრედი ყოველთვის: “ყოველთა თანა წმიდათა” ცხოვრობს (ეფეს. 3, 18), რომლებიც საიდუმლო სახით შეეწევიან მას სახარებისეულ მცნებათა აღსრულებაში. ამიტომაც მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი ცხოვლად შეიგრძნობს, რომ მას ერთი, თანაზიარი რწმენა აქვს მოციქულებთან, მოწამეებთან მღვდელმთავრებთან და, საერთოდ, ეკლესიის ყველა წმიდანთან ყველა დროისა; რომ ისინი მარადის ცოცხალნი არიან და ყველას, ერთობლივ, დროულად განმსჭვალავს ერთი და იგივე ღმერთკაცობრივი ძალა, ერთი და იგივე ღმერთკაცობრივი ცხოვრება, ერთი და იგივე ღმერთკაცობრივი ჭეშმარიტება. ეკლესიაში წარსული ყოველთვის აწინდელი დროა, თანადროულობაა, რამეთუ “იესო ქრისტე გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე” (ებრ. 13, 8), - და იგი მარადიულად ცხოვრობს თავის ღმერთკაცობრივ სხეულში - მართლმადიდებელ ეკლესიაში ერთი და იმავე ჭეშმარიტებით, სიწმიდით, ერთი და იმავე სიკეთით, და ყოველივე გარდასულსაც მარად აწმყოდ გადააქცევს. ამიტომაც მართლმადიდებელი რწმენით აღჭურვილი ადამიანი არასდროს არ არის მარტოსული - ის ყოველთვის ერთობაშია ეკლესიის ყველა წევრთან - ჰგიებს “ყოველთა თანა წმიდათა”. და როცა ის რაიმეზე ფიქრობს, ყოველთვის ღვთისმოშიშებითა და ლოცვითი თრთოლვით იქმს ამას, რადგან იცის, რომ ამაშიც მასთან ერთად საიდუმლო სახით მონაწილეობენ ყოველნი წმიდანნი. მართლმადიდებელი მორწმუნეები სწორედ იმით არიან მართლმადიდებელი ქრისტიანები, რომ ყოველთვის შენარჩუნებული აქვთ თავის თავში ღმერთკაცობრივი ერთობის, საზოგადოების გრძნობა, რომელსაც ლოცვითა და სიმდაბლით ასაზრდოვებენ. ისინი არასდროს არ ქადაგებენ საკუთარი თავით და საკუთარ თავს, არასდროს არ იქადიან ადამიანით, არასდროს არ განიძარღვავენ თავს ღვთაებრივისაგან და არ რჩებიან შიშველი ადამიანობის ამარა; არასდროს არ გადააქცევენ ჰუმანიზმს თავიანთ კერპად და არ ეთაყვანებიან მას. ყოველთვის და ყველგან ისინი მხოლოდ ღმერთკაც იესო ქრისტეს აღიარებენ და მას ჰქადაგებენ, და არა - ადამიანს. მართლმადიდებელ ქრისტიანთა უმთავრესი სჯა ესაა: ღმერთკაცობრივი მიზნები მხოლოდ ღმერთკაცობრივი საშუალებით შეიძლება განხორციელდეს; და სახარებისეული მიზნებიც მხოლოდ სახარებისეული გზებით მიიღწევა. ქრისტიანობის ღმერთკაცობრივი სწავლება მხოლოდ ღმერთკაცობრივი გზით შეიძლება დაცულ და შენარჩუნებულ იქნას. უფალი იესო ქრისტე არის ჭეშმარიტება და გზა: არამხოლოდ ჭეშმარიტება არამედ - გზაც, - ის ერთადერთი გზა, რომლითაც ქრისტესმიერ ჭეშმარიტებამდე მისვლაა შესაძლებელი. ღმერთკაცობრივი გზიდან გადახვევით ჩვენ გარდუვლად გადავუხვევთ ღმერთკაცობრივი სწავლებიდანაც, და ამით ღმერთკაც იესო ქრისტესაც უსათუოდ განვეშორებით.
ევროპულ დასავლეთში ქრისტიანობა, დროთა განმავლობაში, თანდათანობით გადაიქცეოდა ჰუმანიზმად. ღმერთკაცი დიდხანს და ჯიუტად იცვლებოდა და გადასხვაფერდებოდა დასავლელი ქრისტიანის შეგნებაში, რაც იმით დასრულდა, რომ იგი ადამიანთან იქნა გაიგივებული და გათანაბრებული - “უცოდველ, უცთომელ” ადამიანთან რომში, და ასევე, და არანაკლებ, “შეუცთომელ” ადამიანთან ლონდონსა თუ ბერლინში. ასე იწყებოდა პაპიზმი, რომელიც ყველაფერს წაართმევს ქრისტეს და თვითონ მიითვისებს, და ასე იწყებოდა პროტესტანტიზმიც, რომელიც არაფერს მნიშვნელოვანს და ღირებულს არ მოითხოვდა ქრისტესაგან, ხშირად კი, საერთოდ, არც არაფერს მოითხოვდა და არ მოითხოვს მისგან. პაპიზმშიც და პროტესტანტიზმშიც ღმერთკაც იესო ქრისტეს ადგილას _ ადამიანია დაყენებული ვითარცა უმაღლესი ფასეულობა და კრიტერიუმი. აქ მოახდინეს ხორციელი, სავალალო შესწორება ღმერთკაცისა, მისი საქმეებისა და სწავლებისა. პაპიზმი, დაჟინებით ისწრაფვოდა იმისკენ, რომ ადამიანით შეეცვალა ღმერთკაცი იესო ქრისტე, - და აი, დოგმატში პაპის _ ადამიანის - უცთომლობის შესახებ ღმერთკაცი საბოლოოდ იქნა შენაცვლებული წარმავალი “უცთომელი” ადამიანით, - ამ დოგმატით პაპი ცხადად და გადაჭრით არის გამოცხადებული არამხოლოდ ადამიანზე აღმატებულ არსებად, არამედ აღმატებულადაც თვით წმიდა მოციქულებზე, მამებზე და მსოფლიო საეკლესიო კრებებზეც კი! ამგვარი განდგომით ღმერთკაცისაგან - მსოფლიო ეკლესიისაგან ვითარცა ღმერთკაცობრივი ორგანიზმისაგან, პაპიზმმა ლუთერსაც კი გადაამეტა - პროტესტანტიზმის დამაფუძნებელს. მართლაც, პირთელი რადიკალური პროტესტი ღმერთკაც იესო ქრისტეს წინააღმდეგ და მისი ღმერთკაცობრივი ორგანიზმის - ეკლესიის წინააღმდეგ სწორედ პაპიზმში უნდა ვეძიოთ, და არა - ლუთერანობაში. სინამდვილეში სწორედ პაპიზმია პირველი, ძველთაძველი სახეოლბა პროტესტანტიზმისა, წარმომშობი ჰუმანიზმისა და ყოველგვარი პროტესტანტიზმისაც. მაშ, თავს ნურავინ მოიტყუებს, რამეთუ სწორედ პაპიზმია ყველაზე რადიკალური პროტესტანტიზმი, რადგანაც ქრისტიანობის საფუძვლად მან, ღმერთკაც იესო ქრისტეს სანაცვლოდ, წარმავალი და ცოდვილი ადამიანი დაადგინა, და სწორედ ეს გამოაცხადა თავის უმთავრეს დოგმატად, და მაშასადამე, უმთავრეს ჭეშმარიტებადაც, უმთავრეს ფასეულობად და საზომადაც ყოველივეში - ცათა შინაც და ქვეყანასა ზედაც. პროტესტანტებმა კი მხოლოდ აიტაცეს ამ დოგმატის არსი და ახლა თვითონაც საშინელი ზომით განავრცეს იგი, წვრილად გადაამუშავეს და უფრო მეტი სიმახინჯით შემოსეს. მართლაც, პროტესტანტიზმი სხვა არაფერია, თუ არ ბოლომდე მიყვანილი და სრულად განხორციელებული პაპიზმი! რამეთუ მასში პაპიზმის ძრითადი პრინციპი თითოეული ადამიანის, ყოველი პროტესტანტის ცხოვრებაშია ხორცშესხმული. რომში მჯდარი “უცთომელი” კაცის მაგალითისაებრ ყოველი პროტესტანტიც ახალი, “უცთომელი” ადამიანია, რადგან პრეტენზია აქვს თავის პიროვნულ უცთომლობაზე სარწმუნოებრივ საკითხებში. შეიძლება ითქვას, რომ პროტესტანტიზმი - ვულგარიზებული პაპიზმია, ოღონდ განძარცვული მისტიურობისაგანბ ავტორიტეტისა და ძალაუფლებისაგან.
ადამიანამდე დაყვანით ქრისტიანობისა, მისი ყველა საუკუნო ღმერთკაცობრივი ჭეშმარიტებითურთ, მოხდა ის, რის შედეგადაც დასავლეთის ქრისტიანობა ჰუმანიზმად გადაიქცა. შეიძლება პარადოქსულადაც მოგვეჩვენოს, მაგრამ ეს ისტორიული ფაქტია, რადგანაც დასავლური ქრისტიანობა, არსებითად, ყველაზე გადაჭრილი ჰუმანიზმია, რაკი ადამიანი მას უცთომელ არსებად გამოუცხადებია, ხოლო ღმერთკაცობრივი რელიგია ჰუმანისტურ მოძღვრებად გადაუქცევია. ეს კი ცხადყოფს, რომ ღმერთკაცი იესო ქრისტე ზეცად გაუნაპირებიათ, ამქვედნიდან განუდევნიათ, ხოლო მის ადგილას ამქვეყნად დაუდგენიათ ვითომცდა “მოსაყდრე” და “ნაცვალი” ქრისტესი - Vicarius Christi - რომის პაპი. აი, რა აბსურდული ლოგიკაა: ყოვლადარსმყოფ ღმერთსა და უფალს ნაცვალს უყენებენ ქვეყნად! მაგრამ ეს უგნურება რეალურად განხორციელდა დასავლეთის “ქრისტიანობაში”. ეკლესია სახელმწფოდ არის გადაქცეული, პაპი - ხელმწიფედ შექმნილა, მეუფენი - კარდინალ-ეპისკოპოსნი - მთავრებად გამოუცხადებიათ, მღვდელ-მსახურნი კლერიკალური პარტიების ბელადები გამხდარან, ხოლო ყველა მორწმუნე, უკლებლივ, პაპის ქვეშევრდომია: სახარებაც აქ ვატიკანისეული კრებულით შეუცვლიათ კანონიკური სამართლისა, სახარებისეული გზა კი - სიყვარულისა და სიმდაბლე-მორჩილების გზა - კაზუისტიკით არის შენაცვლებული, იეზუიტობითა და “წმიდა” ინკვიზიციით, - ანუ სისტემატური უკუგდებითა და განადგურებით ყოველივე იმისა, რაც პაპს არ ემორჩილება; ადგილი აქვს ძალდატანებით გადაყვანასაც ადამიანებისა პაპისტურ “სარწმუნოებაზე”, და ცოდვილთა დაწვასაც კი ვითომცდა სადიდებელად მშვიდი და სახიერი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი!...
უეჭველია, რომ ყველა ამ ფაქტს თავისთავად მივყავართ ერთ მთავარ დასკვნამდე: დასავლეთში არ არსებობს ქრისტეს ეკლესია, არ არსებობს ღმერთკაცი იესო ქრისტე, და ამიტომაც არც ნამდვილი ღმერთკაცობრივი საზოგადოება არსებობს, რომელშიც ადამიანი მარადიული ქრისტესმიერი ძმა უნდა იყოს მეორე ადამიანისათვის! ჰუმანისტური “ქრისტიანობა” სინამდვილეში ყველაზე გადაჭრილი პროტესტი და წინააღმდეგობაა ღმერთკაც იესო ქრისტეს მიმართ და მისი ყველა სახარებისეული ღმერთკაცობრივი მცნებების მიმართ. დიახ, ეს ნამდვილად ასეა! და ამაში საცნაური ხდება ევროპელი ადამიანის ჟინიანი სურვილი იმისა, რომ ყოველივე - ადამიანამდე დაიყვანოს ვითარცა უმთავრეს ფასეულობამდე და ძირითად კრიტერიუმამდე. ყოველივე ამის მიღმა კი ერთი კერპია აღმართული - - “ადამიანური - მეტისმეტად ადამიანური!” ქრისტიანობის დაყვანით ჰუმანიზმამდე იგი, უეჭველად, გამარტივებულია, ვულგარიზებულია, და ამავე დროს - მოსპობილიც! მას შემდეგ, რაც განხორციელებულია ე. წ. “გლაიხსშალტუნგი” - გაიგივება ქრისტიანობისა ჰუმანიზმთან, ახლა ადგილ-ადგილ ევროპაში ზოგიერთნი ღმერთკაც იესო ქრისტესთან დაბრუნებაზეც ფიქრობენ. ცალკეულ ადამიანთა მოწოდებანი პროტესტანტულ სამყაროში - “უკან, ქრისტესაკენ!”-ო, მხოლოდ უძლურების ღაღადისია ჰუმანისტური “ქრისტიანობის” წყვდიად ღამეში, რადგან ამგვარი “ქრისტიანობა” ნიშნავს განდგომას ღმერთკაცობრივი მცნებებისაგან და აწ უკვე მიმდინარე დაღუპვასაც სასოწარკვეთილებისა და უღონოებისაგან. და დღეს საუკუნეთა სიღრმიდან ჩვენამდე აღწევს სიმწრით აღსავსე სიტყვები ღმრთის წინასწარმეტყველის - დამწუხრებული იერემიასი: “ესრეთ იტყვის უფალი: წყეულ იყავნ კაცი, რომელსა სასოება აქვს კაცისა მიმართ! და განიმტკიცოს ხორცი მკლავისა თვისისაი, და უფლისაგან განდგეს გული მისი!” (იერემია 17, 5). ისტორიაც ცხადად გვიდასტურებს იმას, რომ დასავლური დოგმატი ადამიანის უცოდველობისა და უცთომელობის შესახებ მხოლოდ მცდელობაა გამოაცოცხლონ და უკვდავჰყონ მომაკვდავი ჰუმანიზმი. ეს არის უკანასკნელი გარდაქმნა, უკანასკნელი განდიდება ჰუმანიზმისა. XVIII საუკუნის რაციონალისტური (ღვთისმგმობი) განმანათლებლობისა და XIX საუკუნის ბეცი პოზიტივიზმის შემდეგ ევროპულ ჰუმანიზმს მეტი არა დარჩენოდა რა, თუ არ ის, რომ დარღვეულიყო თავის წიაღშივე არსებული წინააღმდეგობებით. მაგრამ მისთვის ამ ტრაგიკულ მომენტში საერო ყუმანიზმის დასახმარებლად გამოჩნდა რელიგიური ჰუმანიზმის დასახმარებლად გამოჩნდა რელიგიური ჰუმანიზმი თავისი დოგმატით ადამიანის უცთომლობის, უცოდველობის შესახებ და გარდაუვალი სიკვდილისაგან იხსნა ევროპული ჰუმანიზმი. მაგრამ ამ, გადარჩენილ და დოგმატიზებულ დასავლურ “ქრისტიანულ” ჰუმანიზმსაც უსათუოდ უნდა შეენარჩუნებინა თავის წიაღში ყველა დამღუპველი მისწრაფება ევროპული ჰუმანიზმისა, რაც, საბოლოო ჯამში, ერთს რასმე მოასწავებდა: ღმერთკაცის განდევნას ამა ქვეყნიდან, მის განაპირებას ზეცად! რამეთუ ჰუმანიზმისათვის უმთავრესია ის, რომ სწორედ ადამიანი, - და არა ღმერთკაცი იესო ქრისტე! - იყოს უმაღლესი ფასეულობა და უზენაესი საწყაო და კრიტერიუმიც ყოველივესთვის ცათა შინაც და ქვეყანასა ზედაც!..
ქრისტიანობა - სწორედ ღმერთკაც იესო ქრისტეთი არის ჭეშმარიტი სარწმუნოება, მართლმადიდებელი ქრისტიანობა, - მისი ღმერთკაცობრივი სწავლებითა და წმიდა საღმრთო საიდუმლოებით. ესაა უმთავრესი ჭეშმარიტება, რომლის გამოც ჩვენთვის არ შეიძლება რაიმე ეჭვი არსებობდეს, ღმერთკაცი იესო ქრისტე უზენაესი ფასეულობა და უზენაესი კრიტერიუმი, საწყაოა ყოველივესთვის, და ამგვარია იგი მხოლოდდამხოლოდ როგორც ღმერთკაცი; და თუკი იგი ვინმესთვის არ არის ღმერთკაცი, მაშინ ასეთი ადამიანიბ სინამდვილეში, უსინდისო მატყუარად აღიარებს მას, რაკი მისთვის უმთავრესია დაკარგული ქრისტეში - მისი ხორციელ-ქმნა, მისი განკაცება ჩვენი ხსნისათვის. მაგრამ სახარებისეული ისტორიული სინამდვილე დამაჯერებლად და ცხადად გვიდასტურებს, რომ უფალი ჩვენი იესო ქრისტე - სრულყოფილი ღმერთკაცია: სრულყოფილი ღმერთი და სრულყოფილი ადამიანი. ამიტომაც შეუძლებელია ადამიანი ჭეშმარიტი ქრისტიანი იყოს, და ამავე დროს არა სწამდეს იესო ქრისტე ვითარცა ღმერთკაცი, ვითარცა ხორციელქმნილი და განკაცებული ღმერთი, და არ აღიარებდეს ეკლესიას მის ღმერთკაცობრივ სხეულად, - იმად, რაშიც იესო ქრისტემ მთელი თავისი საკვირველი პიროვნება დაგვიტოვა. მხსნელი და ცხოველმყოფელი ძალმოსილება ქრისტეს ეკლესიისა მდგომარეობს ღმერთკაც იესო ქრისტეს მარადის ცხოველ და ყოვლადარსმყოფ პიროვნებაში. ნებისმიერი შენაცვლება ღმერთკაცისა რომელიმე ადამიანით, და ნებისმიერი გამორჩევა ქრისტიანობისაგან მხოლოდ იმისა, რაც ადამიანობას გადაქცევს ოდენ ზედაპირულ და უძლურ ჰუმანიზმად, - კაცობრივ დამღუპველ მოძღვრებად.
გამორჩეული მნიშვნელობა ქრისტიანობისა ადამიანთა მოდგმისათვის მდგომარეობს მის ცხოველმყოფელ და მარადიულ ღმერთკაცობაში, რომლის მეშვეობითაც დიდი აზრი, მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის არსებობას ვითარცა ასეთისა, - არაარსი წყვდიადიდან - ყოვლადარსის ნათელამდე აღმაღლდება მისი არსება. მხოლოდ თავისი ღმერთკაცობრივი ძალმოსილებით არის ქრისტიანობა მარილი ამა ქვეყნისა, რომელიც იცავს ადამიანს ცოდვისმიერი და ბოროტებისმიერი განხრწნისაგან. ხოლო სხვადასხვა ჯურის ჰუმანიზმებად გარდასახული ქრისტიანობა ჰკარგავს თავის ძალას, თავის “მარილობას” და განქარდება, ყოვლად უვარგისად იქცევა ძალადაკარგულ მარილსავით, რომელსაც გარე განაგდებენ ფეხით გასაქელად.
ნებისმიერი მცდელობა - ქრისტიანობა დროის სულისკვეთებას მიუსადაგონ, შეუზავლნ იგი წარმავალ იდეებსა თუ განსაზღვრული ისტორიული პერიოდის რეჟიმებს, - ნებისმიერი ასეთი მცდელობა უკარგავს ქრისტიანობას იმ სპეციფიკურ განსაკუთრებულ ღირებულებას, - ანუ ყველაფერ იმას, რაც შექმნის კიდეც მას ერთადერ ჭეშმარიტ ღმერთკაცობრივ სარწმუნოებად მსოფლიოში. მართლმადიდებელ ფილოსოფიაში საზოგადოების შესახებ არსებობს ერთი უაღმატებულესი - წესთა წესი: არ მიუსადაგონ ღმერთკაცი იესო ქრისტე დროის მოთხოვნასა და სულისკვეთებას: პირიქით, სწორედ დროის სულისკვეთება განაპირობონ ღმერთკაცის მარადიული სულისკვეთებით№ სწორედ იესო ქრისტეს სულისკვეთებას მიუსადაგონ იგი. აი, მხოლოდ ამ გზით შესძლებს ეკლესია შეინარჩუნოს ცხოველმყოფელი და შეუცვლელი პიროვნება ღმერთკაც იესო ქრისტესი, და ყოველთვის დარჩეს ღმერთკაცობრივ საზოგადოებად, რომელშიც ადამიანები ღმერთკაცობრივი სახარებისეული სიყვარულისა და სიმართლის, ლოცვისა და მარხვის, სიმშვიდისა და სიმდაბლის, სიკეთისა და სიბრძნის, მოწყალებისა და რწმენის, ღვთისმოყვარებისა და ძმათა მოყვარებისბ საერთოდ, ყველა წმიდა საღმრთო სათნოების მოღვაწებით ცხოვრობენ ღვთაებრივი მადლის შეწევნით.
თანახმად სიცოცხლის ღმერთკაცობრივი ფილოსოფიისა, ადამიანიცა და საზოგადოებაც, ხალხიცა და სახელმწიფოც, ეკლესიად უნდა გარდაიქმნან, ეკლესიაში უნდა გადაიზარდნენ ვითარცა მარადიულ იდეალში, პირველსახეში, მაგრამ თვით ეკლესია არამც და არამც არ უნდა მიესადაგოს მათ, არ უნდა გარდაიქმნას სახელმწიფოდ თუ სხვა კაცობრივ რაიმედ, და მით უმეტეს - არც მონად არ უნდა გაუხდეს არავის და არაფერნს. ხალხსაც ჭეშმარიტი ღირებულებანი იმდენად აქვს შეძენილი, რამდენადაც ის ცხოვრობს კიდეც სახარებისეული სათნოებებით და რამდენადაც ხორცს ასხამს თავის ცხოვრებაშიბ მთელს თავის ისტორიულ განვითარებაში ღმერთკაცობრივ ფასეულობებს. იგივე შეიძლება ვთქვათ სახელმწიფოს შესახებაც. ხალხის მიზანი, მთლიანგობაში, იგივეა, რაც ყოველი ცალკეული ადამიანისა: ანუ ის, რომ თავის არსებაში, თავის თავში განახორციელოს სახარებისეული სიმართლე, სიყვარული, სიწმინდე; შეიქმნას “ერად წმიდად”, “ერად ღმრთისად”, რომლის ისტორიაც, რომლის მთელი ცხოვრებაც იქნება სრული აღსრულება წმიდა საღმრთო მცნებებისა და მოღვაწება წმიდა ღვთაებრივი სათნოებისა (I პეტრე 2, 9-10; 15-16)
მაგრამ ჩვენ შეიძლება ასეთი კითხვაც დაგვისვან: სად არის კონკრეტული ნაყოფები ამგვარი ღმერთკაცობრივი საზოგადოებისა? სად და როდის არსებობდა ასეთი საზოგადოება? რატომ არსებობს მართლმადიდებლობაშიც ისეთი მოვლენა, რომელსაც უწოდებენ “ყველაზე რადიკალურ სეკულარიზმს კაცობრიობის ისტორიაში (იოსებ პიპერი)? განა აღმოსავლური ჰუმანიზმი” არ არსებობს (მაგალითად, ცეზარო-პაპიზმი და სხვ.)? და ეს - სოციალური, უღმერთობით განმსჭვალული ჰუმანიზმის “წარმატებულობა” მართლმადიდებლობის ნიადაგზე ხომ არ არის ცხადი დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ “მართლმადიდებლობა უუნაროა” გადაწყვიტოს მის წინაშე მდგარი ყველაზე მარტივი, ელემენტარული საზოგადოებრივი პრობლემებიც კი? - ამ შეკითხვების პასუხად ასე ვიტყვით: ფაქტია, რომ ქვეყანა ესე ცოდვასა და ბოროტებაში ჰგიებს; ყველაფრის ადამიანამდე დაყვანა, - აი, ის ატმოსფერო, რომელშიც ცხოვრობს და სუნთქავს და რომლისაკენაც მიისწრაფის ცოდვით მოწამლული ადამიანური ბუნება, საერთოდ, ადამიანი, სულ ერთია, სად იმყოფება იგი; ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ზოგჯერ ამ ცოდვიანობის მოზღვავებანი, ასევე ევროპულ ფსევდო-ქრისტიანულ შხამ-სამსალათა ტალღები წალეკავდნენ ხოლმე, და ზოგჯერ ზემოდან გადაუვლიან მართლმადიდებელ ერებსაც. ამასთან, ერთი რამ უეჭველი ჭეშმარიტებაა ჩვენთვის. მართლმადიდებელ ქრისტიანობას, მართლმადიდებელ ეკლესიას არასდროს საღმრთო დოგმატის სიმაღლემდე არ აუყვანია არანიარი ყუმანიზმი - არც ცეზარო-პაპიზმი და არც სხვა რომელიმე. თავისი ჭეშმარიტი, შეურყვნელი ღმერთკაცობრიობითა და სახარებისეული სიწმინდის ძლით, თავისი განუწყვეტელი მოწოდებით სინანულისაკენ ყოველივე იმაში რაც არ არის ღმერთკაცისმიერ რაც არ არის იესო ქრისტესაგან, მართლმადიდებელმა ეკლესიამ, სულიწმიდის საღმრთო მადლის შეწევნით, შეინარჩუნა თავისი სულისა და გულის კეთილკრძალულება, შეურყვნელობა, უბიწოება. და ამიტომაც იგი ყოველთვის იყო და დარჩა კიდეც ძალმოსილ მარილად ქვეყანისა, - ადამიანისა და საზოგადოებისათვის. ხოლო დასავლეთით ქრისტიანობის ტრაგედია იმაში მდგომარეობს, რომ იგი ხან შეასწორებდა ღმერთკაცის სახეს და ხანაც სულაც უარყოფდა მას, რითაც კვლავ და კვლავ ცდილობდა დემონური ჰუმანიზმის შემოღებას, - ესოდენ დამახასიათებელსა ცოდვით დასნებოვნებული ადამიანური ბუნებისათვის; და შემოღებას სად? - თვით გულის-გულში ღმერთკაცობრივი ორგანიზმისა - ეკლესიის წიაღში, რომლის არსებობის აზრიც სწორედ ამგვარი “ჰუმანიზმისაგან” გათავისუფლებაა! ეკლესიის მეშვეობით კი დასავლეთის ქრისტიანობამ ამ “ჰუმანიზმის” შეტანა ყველა სფეროშიც სცადა პიროვნებისა თუ საზოგადოების ცხოვრებისა, და სცადა იმით, რომ იგი უზენაეს დოგმატად გამოაცხადა. ასე, რომ ადამიანური გონების დემონური ამპარტავნება, ამოფარებული ეკლესიის სახელსა და საფარველს, სარწმუნოებრივ დოგმატად შეიქნა დასავლელი ადამიანისათვის (ხოლო სარწმუნოებრივი დოგმატის ჭეშმარიტი აღიარების გარეშე, როგორც ვიცით, არ არსებობს ხსნა!). შესაზარია გაფიქრებაც კი, და მეტადრე ხმამაღლა წარმოთქმაც იმისა, რომ ამით ერთადერთი “სახელოსნო ხსნისა” და განღმრთოებისა ამქვეყნად - ქრისტეს ღმერთკაცობრივი ეკლესია - დასავლეთში თანდათანობით გადაიქცა დემონურ “სახელოსნოდ” ძალადობისა ადამიანურ სინდისზე, - სახელოსნოდ, სადაც ღმერთსაც ამახინჯებენ და ადამიანსაც უკარგავენ მის ნამდვილ სახეს ღმერთკაც იესო ქრისტეს სწავლების დამახინჯებით!..
მართლმადიდებელ ელკეისა არასდროს არ გამოუცხადებია სარწმუნოებრივ დოგმატად არანაირი შხამ-სამსალა, არანაირი ცოდვა, არანაირი ყუმანიზმი, არანაირი ამქვეყნიური საზოგადოებრივი სისტემა, - არც საეკლესიო კრებებზე და არც მსოფლიო ეკლესიის სხეულის მეშვეობით. დასავლეთი კი, ვაი, რომ მხოლოდ და სწორედ ამას იქმდა და იქმს! უახლესი დადასტურება ამისა იყო ვატიკანის მეორე (“მსოფლიო”) კრება (1962-1965 წწ.). მართლმადიდებელ სარწმუნოებაში სინანული აუცილებელი წმიდა სათნოება და საიდუმლოა, და ამიტომაც მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტესი ყოველთვის მოუწოდებს ადამიანებს ცოდვათა მონანიებისაკენ. დასავლეთის ფსევდო-ქრისტიანული ეკლესია კი თავისი გაჰუმანიზმებული “სარწმუნოებით” - არ მოუწოდებს ადამიანებს ცოდვათა მონანიებისაკენ. პირიქითაც კი, ამ “სარწმუნოების” აღმსარებელნი “საღმრთო” ვალდებულებას იღებენ, რომ მტკიცედ იდგებიან თავიანთ წარმწყმედ თაყვანისცემაზედ ადამიანისა - პაპისა, ანუ თავიანთი ფსევდოქრისტიანული ჰუმანიზმის აღიარებაზედ, თავიანთ “უცთომლობაზედ” და თავიანთ მწვალებლობებზედ. და ისინი აბსოლუტურად არიან დარწმუნებულნი, რომ არავითარ შემთხვევაში არ არის აუცილებელი ყოველივე ამის მონანიება, ყველაფერ ამას ცოდვად აღიარება.
ჩვენი თანამედროვებ უღმერთობით აღსავსე სოციალური ჰუმანიზმი - იდეოლოგიურადაც და მეთოდოლოგიურადაც - ფსევდოქრისტიანული ევროპის აღმონაცენი და გამონაგონია, დაგვირგვინებული დღევანდელი ადამიანების სავალალო უღმერთობითა და ცოდვიანობით. ჩვენ გვეკითხებიან: საიდან, როგორ და რატომ გაჩნდა იგი მართლმადიდებლობის წიაღშიცბ მართლმადიდებლობის ნიადაგზეც? - პასუხადეს შეგვიძლია მივუგოთ: ეს - ღმერთი გამოსცდის მართალ მორწმუნეთა მოთმინებას, ეს ღმერთი მოჰკითხავს ადამიანებს მათი მამების ცოდვას, და ეს - ღმერთი განაცხადებს ძლიერებასაც თავისი ეკლესიისა, რომელიც წყალსა და ცეცხლს შორის მიჰყავს! რამეთუ ღვთივგანბრძნობილი მაკარი ეგვიპტელის (დიდის) სიტყვითაც, სწორედ ეს არის ჭეშმარიტი ქრისტიანობის ერთადერთი გზა: “სადაც სულიწმიდაა, იქვე, როგორც ბნელი ჩრდილი, დევნულება და ბრძოლაც იწყება... ჭეშმარიტებისათვის ამქვებნად აუცილებელია დევნული იყო”1. ხოლო ღმერთუკაცობრივი საზოგადოების ნაყოფები არიან მღვდელმთავრები, მოწამენი, აღმსარებელნი, ყოველნი წმიდანი ქრისტეს ეკლესიისა. სწორედ ეს არის მისი მიზანიც, აზრიც და დადასტურებაც მისი უძლეველი, მარადიული ძლიერებისა. დიახ, ისინი არიან ღმერთკაცობრივი საზოგადოების ნაყოფები, და არამრავალრიცხოვანი წიგნები თუ ბიბლიოთეკები, არა - წეს-წყობილებანი თუ ქალაქები, რომლებიც დღეს არიან ხვალ კი აღიხოცებიან პირისაგან მიწისა! სხვადასხვა ჰუმანისტური სისტემები მრავალნაირი წიგნებით აღავსებენ ამა ქვეყანას, მართლმადიდებელი ქრისტიანობა კი წმიდანებითა და მოწამეებით აღავსებს მას: აკი ათასობით, და მილიონობითაც კი, ზღვათა ქვიშაზე უმრავლეს შესძენია ქრისტეს მართლმადიდებელ ეკლესიას წმიდა მოწამეები და ახალმოწამეები, ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის ვნებულწამებულნი! - აი, უმთავრესნი ნაყოფნი ღმერთკაცობრივი საზოგადოებისა. სწორედ ამიტომაც სახელგანთქმული ფრანგი მწერალი ფრანსუა მორიაკი, ეს თანამედროვე კათოლიკეც, კი, მხოლოდ ერთ ნათელ წერტილს ხედავს დღევანდელი მსოფლიოს შავბნელ ჰორიზონტზე, დღითი დღე როლმ სულ უფრო ინთქმება ევროპაში აღმოცენებული ადამიანთთაყვანისცემის წყვდიადში, - იმ ნათელ წერტილს, რომელიც მომავლის იმედსა და რწმენას ანიჭებს ადამიანს: იგი ხედავს წმიდა მოწამეთა და ახალმოწამეთა სისხლით სავსე და ამ სისხლით განბანილ-განწმენდილ მართლმადიდებელ ეკლესიასა და სარწმუნოებას!.. დასავლეთში კი რა არის? - დასავლეთში არ უწყიან არც ქრისტეს ღმერთკაცობრივი ეკლესია, არც ჭეშმარიტი გზა და არც გამოსავალი მძიმე მდგომარეობიდან, რამეთუ ყოველივე სულისწარმწყმედ კერპთაყვანისმცემლობაში დანთქმულა: დამღუპველ ავხორცობაში, ბილწი ვნებებისადმი დამონებაში. და სწორედ აქედან მომდინარეობს მრავალღმერთიანობის აღორძინებაც ევროპაში. ცრუ-ქრისტეებმა - ქრისტემტყუვრებმა, ცრუ-ღმერთებმა წალეკეს მთელი ევროპა, და აქედან მთელი მსოფლიოს ბაზარზე გატანილნი, ყველა ისინი ერთ მიზანს ემსახურებიან: სურთ სული მოკლან ადამიანში - მსი ერთადერთი ფასეულობა, რაც კი ცათა შინა და ქვეყანასა ზედა შეიძლება ჰქონდეს, - მოკლან, და ამით თვით შესაძლებლობაც მოსპონ ერთიანი, ჭეშმარიტი ღმერთკაცობრივი საზოგადოების არსებობისა ამქვეყნად.
როცა ყველაფერ ამაზე ვსაუბრობთ, ჩვენ არ აღვწერთ არც ევროპის ისტორიას ყველა მისი ღირსება - ნაკლოვანებებით და არც ევროპაში არსებული ფსევდო-ეკლესიების ისტორიას გადმოვცემთ. ჩვენ მხოლოდ ის გვსურს, რომ ღრმად ჩავწვდეთ ევროპელი ადამიანის გონებისმიერ ამპარტავნებას, მის დემონურ დანაშაულებრივ სამყაროს, აღსავსეს მღვრიე წყაროებით, რომელთა შხამითაც მოწამვლას იგი მთელს მსოფლიოს უქადის. ეს - ევროპის განკითხვა როდია, არამედ მთელის გულიდან მომდინარე ლოცვითი მოწოდებაა იმად, რომ ევროპელი ადამიანი ხსნის ერთადერთ ჭეშმარიტ გზას დაადგეს სინანულის მეშვეობით.
No comments:
Post a Comment