ღირსი მამები და აღმსარებლები თეოდორე და ნიკოლოზ სტუდიელები |
ღირსი ნიკოლოზ სტუდიელი (793-858) კუნძულ კრეტაზე დაიბადა. მშობლებმა ზნეკეთილი აღზრდა და კარგი განათლება მისცეს მას. ნიკოლოზის ბიძა - თეოფანე სტუდიელთა მონასტრის ბერი იყო. 10 წლის ასაკში ნიკოლოზი უკვე სტუდიელთა საყმაწვილო სკოლაში სწავლობდა და ფაქტიურად სამონასტრო წესით ცხოვრობდა. ნიჭიერმა ყმაწვილმა მალე მიიქცია ყურადღება, როგორც ჩინებულმა და უაღრესად სწრაფმა კალიგრაფმა, ლიტურგიკის, აგიოგრაფიის და დოგმატური ღვთისმეტყველების კარგმა მცოდნემ. სრულწლოვანებას მიღწეული ნიკოლოზი წმ. თეოდორემ ბერად აღკვეცა. ჭაბუკ ბერს ღმერთმა ლოცვისა და ცრემლების განსაკუთრებული მადლი უბოძა. მოგვიანებით ნიკოლოზი მღვდლად აკურთხეს.
მისი ხელსაქმე წიგნების გადაწერა იყო, რადგანაც საოცარი სილამაზით და სისწრაფით აკეთებდა ამას. სწორედ ნიკოლოზი იწერდა წმ. თეოდორეს კარნახით ცნობლ ეპისტოლეებს ხატთაყვანისცემის შესა-ხებ, რომლებიც შემდგომ მთელს იმპერიაში ვრცელდებოდა. 819 წლის პატიმრობისა და სასტიკი გაროზგვების დროს ნიკოლოზს ხელები თოკით შეუკრეს და დიდხანს დაათრევდნენ ასე, რათა კალამი ვეღარ აეღო ხელში, მაგრამ წმ. თეოდორემ შეძლო მისი დაჭრილი და დაწყლულებული ხელების განკურნება: სატუსაღოს მცველებს მან ქონი და თბილი წყალი გამოსთხოვა, განბანდა თავის მოწაფის ჭრილობებს და ზედ ქონს უსვამდა, რასაც მალე ნიკოლოზის განკურნება მოჰყვა. ამის შემდეგ ნიკოლოზი განუყრელად თან ახლდა მოძღვარს ყველგან. 826 წელს არაბებმა კუნძული კრეტა დაიპყრეს, იქიდან ლტოლვილი ნიკოლოზის ძმა ტიტე სტუდიელებს შემოუერთდა და ბერად აღიკვეცა. იმავე წელს გარდაიცვალა წმ. თეოდორე სტუდიელი, ნიკოლოზი მის საფლავთან დაეყუდა და მდუმარების ღვაწლს მიეცა.
829 წლიდან, იმპერატორ
თეოფილეს
დროს,
ნიკოლოზი
რეგულარულად
იცვლის
ადგილ-სამყოფელს,
რათა
ხატმბრძოლობის
ერესს
განერიდოს.
843 წელს
მართლმადიდებლობის
საბოლოო
გამარჯვების
შემდგომ
წმ.
ნიკოლოზი
სტუდიელთა
მონასტერში
ბრუნდება.
წმ.
ნავკრატიოს
სტუდიელის
გარდაცვალების
შემდგომ,
მონასტრის
მამათა
თხოვნით
ნიკოლოზი
იღუმენი
ხდება,
მაგრამ
განმარტოებული
ცხოვრებისადმი
ლტოლვა
იმდენად
ძლიერია
მასში,
რომ
851 წელს
სტუდიელთა
იღუმენად
თავის
თანამმარხველ
და
თანამოღვაწე
სოფრონს
ტოვებს,
თავად
კი
თირმოპოლში
განმარტოვდება,
სადაც
დევნულების
დროს
სკიტი
ჰქონდა
აშენებული.
855 წელს
სოფრონი
გარდაიცვალა,
მონასტრის
ძმობას
ლამის
იძულებით
ჩამოჰყავთ
ნიკოლოზი
სკიტიდან
და
კვლავ
იღუმენად
ადგენენ.
ამასობაში
იმპერატორი
მიქაელ
III სრულწლოვანი
ხდება,
იგი
სასახლიდან
აძევებს
დედამისს,
წმიდა
დედოფალ
თეოდორას
და
ბიძის,
პატრიკიუს
ბარდას
დახმარებით
ერთპიროვნულ
მმართველობას
იწყებს.
კონსტანტინოპოლის
პატრიარქს
წმ.
ეგნატეს*
მალე
იმპერატორის
რისხვა
ატყდება
თავს:
ეგნატემ
უარი
განაცხადა
ძალით
აღეკვეცათ
მონაზვნებად
მეფის
დედა
და
ოთხი
და.
გარდა
ამისა
იმპერატორსა
და
ბარდას,
რომელსაც
კეისარის
ტიტული
მიანიჭეს,
ეგნატე
არ
აწყობდათ
საპატრიარქო
ტახტზე,
რადგანაც
იგი
წინააღმდეგი
იყო
ბარდას
მიერ
გატარებული
რეფორმებისა.
კეისარი
ბარდა
ცდილობდა
იმპერიაში
წარმართული
ფილოსოფია
და
საერო
მეცნიერებები
აეღორძინებინა;
წმ.
ეგნატე,
როგორც
მკაცრი
ასკეტი,
რა
თქმა
უნდა,
არ
სწყალობდა
საერო
განათლებისა
და
მეცნიერებების
ზედმეტ
პოპულარიზაციას;
გარდა
ამისა,
ახალგაზრდა
იმპერატორს
აღიზიანებდა
პატრიარქის
კარჩაკეტილობა
და
სიხისტე,
ეგნატეს
ჯიბრით
მან
თავის
მეგობრებთან
ერთად
დაიწყო
სამასხარაო
ცერემონიალების
მოწყობა,
სადაც
საეკლესიო
მსახურებებისა
და
ლიტანიობების
პაროდირებასა
და
ირონიზირებას
ჰქონდა
ადგილი.
საერო
და
საეკლესიო
ხელისუფლებას
შორის
ურთიერთობა
უკიდურესად
დაიძაბა.
ამას
მოჰყვა
ის,
რომ
ხარების
დღესასწაულზე
წმ.
ეგნატემ
საჯაროდ
განაყენა
კეისარი
ბარდა
ზიარებისაგან
(გავრცელებული
ჭორის
გამო,
თითქოს
ბარდა
გარყვნილ
ცხოვრებას
ეწეოდა,
რასაც
იგი
უარყოფდა).
857 წლის
23 ნოემბერს
პატრიარქი
ეგნატე
იძულებული
გახადეს
ხელი
მოეწერა
კათედრიდან
გადადგომის
დოკუმენტზე.
მის
მაგივრად
კი
ეპოქის
უგანათლებულესი
ადამიანი
წმ.
ფოტი
დიდი
დაადგინეს.
ფოტი
ნიჭსა
და
უდიდეს
განათლებას
მისი
დაუძინებელ
მტრებიც
კი
აღიარებდნენ.
იგი
კეთილშობილი
და
კეთილმორწმუნე
ოჯახიდან
იყო.
მამამისი
წმ.
სერგი
აღმსარებელი
იმპერატორ
თეოფილეს
დროს
ევნო
და
გადასახლებაში
გარდაიცვალა
(ხს.
13/26 მაისს).
თავად
ფოტიც
კეთილმრწმუნეობით
გამოირჩეოდა.
ვიდრე
პატრიარქი
გახდებოდა,
იგი
სამეფო
კარზე
კანცელარიის
პირველი
მდივანი
იყო,
ამიტომაც
მან
კარგად
იცოდა
მმართველობის
ყველა
წვრილმანი.
სახელმწიფოებრივი
აზროვნება,
დიპლომატიური
ნიჭი,
ავტორიტეტი
გავლენიან
წრეებში
- თითქოსდა
უკეთეს
პატრიარქზე
ოცნებაც
კი
შეუძლებელი
იყო,
მაგრამ
წმ.
ეგნატეს
მომხრეები,
რომლებიც
საკმაოდ
მრავლად
იყვნენ,
თავიანთი
პატრიარქის
გადაყენებას
არ
შეეგუენ
და
რომის
პაპს
მისწერეს
ეგნატეს
უკანონო
დამხობის
შესახებ.
ასე
დაიწყო
“ფოტიანელთა”
და
“ეგნატიანელთა”
ტრაგიკული
კონფლიქტი,
რომელიც
რამდენიმე
ათწლეულს
გაგრძელდა.
სტუდიელთა იმდროინდელი იღუმენი წმ. ნიკოლოზ აღმსარებელი წმ. ეგნატეს მხარეს იყო, ამიტომაც სტუდიელებმა არ სცნეს ახალი პატრიარქი, გაწყვიტეს მასთან ევქარისტიული კავშირი და არაკანონიკურად
მიიჩნიეს
მისი
კურთხევა.
ამის
შემდეგ
წმ.
ნიკოლოზი
და
მისი
ძმა
ტიტე
დედაქალაქს
გაეცალნენ,
რათა
მოსალოდნელი
დარტყმა
აეცილებინათ
მონასტრისთვის.
ისინი
ბითვინიის
მხარეში
ერთ
პატარა
სავანეში
დასახლდნენ.
ნიკოლოზის
ადგილ-სამყოფელი
კეისარმა
ბარდამ
მალევე
შეიტყო
და
თავისი
ჩინოვნიკები
მიუგზავნა
მოსალაპარაკებლად,
რათა
ეცნო
ახალი
პატრიარქი
და
დაბრუნებულიყო
მონასტერში.
ამაზე
წმ.
ნიკოლოზმა
უარი
განაცხადა,
ხოლო
იმპერატორი
და
კეისარი
საღმრთო
სჯულის
დარღვევაში
დაადანაშაულა
და
ღვთის
სასჯელი
უწინასწარმეტყველა.
იმპერატორი
ძლიერ
განრისხდა
და
ბრძანა,
რომ
ბიზანტიის
არც
ერთ
მონასტერს
არ
მიეღო
უკვე
მოხუცებული
და
დაუძლურებული
ნიკოლოზი,
პატრიარქმა
კი
სტუდიელებს
ახალი
იღუმენი
აქილა
დაუდგინა.
წმ. ნიკოლოზ სტუდიელი კი იძულებული იყო ერთი ადგილიდან მეორეზე გადასულიყო უკიდურეს უძლურებასა და უპოვარებაში. საბოლოოდ ერთმა
ღვთისნიერმა
კაცმა
მისთვის
მიწის
მცირე
ნაკვეთი
შეიძინა
და
დაეხმარა
სკიტის
აშენებაში.
პატრიარქი
ფოტი
ეცადა
ნიკოლოზის
შემორიგებას
მაგრამ
ამაოდ,
ნიკოლოზი
იძულებული
გახდა
კუნძულ
პრიკონისზე
გაქცეულიყო
იქიდან
კუნძულ
ლესბოსზე
გადავიდა
შემდეგ
კი
ფრაკიის
ხერსონესში;
მას
ყველგან
თან
ახლდა
ბერი
ტიტე.
862 წელს სტუდიელთა
ახალი
იღუმენი
აქილა
ეპისკოპოსად
აკურთხეს,
რის
შემდეგაც
სტუდიელთა
იღუმენები
იყვნენ:
თეოდოსი,
ევგენი,
თეოდორე
სანტავარინი,
საბა.
თითოეული
მათგანი
მცირე
ხნით
იყო
წინამძღვარი.
საბას
იღუმენობის
დროს,
კეისარ
ბარდას
ბრძანებით
წმ.
ნიკოლოზ
სტუდიელი
დააპატიმრეს
და
შინა
პატიმრობაში
ჩაკეტეს
სტუდიელთა
მონასტერში.
ტყვეობა
ორ
წელს
გაგრძელდა.
ნიკოლოზმა
იმპერატორისა
და
კეისრის
სწრაფი
სიკვდილი
იწინასწარმეტყველა.
მართლაც
ერთ
წელიწადში
ცრუ
დასმენის
გამო
იმპერატორმა
ბრძანა
ბარდას
სიკვდილით
დასჯა.
მალევე
შეთქმულთა
მიერ
მოკლული
იქნა
თავად
იმპერატორი.
ახალმა იმპერატორმა ბასილი მაკედონელმა, საეკლესიო კრება
მოიწვია.
კრებამ
კათედრიდან
გადააყენა
წმ.
პატრიარქი
ფოტი
- ისიც
ისევე
უკანონოდ,
როგორც
მისი
წინამორბედი.
კონსტანტინოპოლის
პატრიარქი
ისევ
წმ.
ეგნატე
გახდა.
ამის
შემდეგ
წმ.
ნიკოლოზი
გაათავისუფლეს
და
კვლავ
სტუდიელთა
იღუმენად
დაადგინეს.-
წმ. ნიკოლოზ სტუდიელი ღვთისაგან სასწაულთმოქმედების ნიჭით იყო დაჯილდოებული.
მისი
ლოცვით
მრავალი
უიმედო
სნეული
განიკურნა.
მან
ასევე
განკურნა
სიკვდილის
პირას
მყოფი
დედოფალი
ევდოკია.
ნიკოლოზმა
გააგრძელა
თავისი
მოძღვრის
ჰიმნოგრაფიული
მემკვიდრეობა,
აღსანიშნავია
მის
მიერ
შექმნილი
საგალობლები
დიდი
მარხვის
I შვიდეულისთვის,
კანონი
წმ.
თეოდორე
სტრატილატისა
და
სხვა.
ღირსი
მამა
868 წლის
თებერვალში
გარდაიცვალა,
75 წლის
ასაკში.
"სიტყვა მართლისა
სარწმუნოებისა"
ტ,
VI, თბილისი,
2009 წ.
© გამომცემლობა "ორთოდოქსი"
No comments:
Post a Comment