სიახლე

მიტროპოლიტი ეგნატეს კურთხევა. სიეტლი.


მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში (...).
                                  
ვაშინგტონის შტატის უმსხვილეს ქალაქ სიეტლში (აშშ- ჩრდილო-დასავლეთი).
ჩრდილოეთ ამერიკის მართლმადიდებელმა ეკლესიამ (Holy Orthodox Metropolis of Boston) 30/13 ნოემბერს  აკურთხა მიტროპოლიტი ეგნატე.  AXIOS! AXIOS! AXIOS!
ინფორმაციისთვის

(მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში (...) ეკუმენისტური მწვალებლობის გამო გმოეყო ოფიც. საპატრიარქოს 1997 წლიდან და არის ზემოხსენებულ სინოდთან ევქარისტიულ (საეკლესიო კავშირში).

მიტროპოლიტი ეგნატეს კურთხევა. სიეტლი.




მიტროპოლიტი ეგნატეს კურთხევა. სიეტლი.


მიტროპოლიტი ეგნატეს კურთხევა. სიეტლი.


მოჰყავთ საკურთხებლად

წმიდა ათანასე ალექსანდრიელი - ეპისტოლე არიანელთა წინააღმდეგ.



1. ყოველივე, რასაც ქმნიდა და რასაც გვასწავლიდა უფალი და მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე, როგორც ლუკამ თქვა, შექმნა მან თავადმა, ხსნად ჩვენდა მოვლენილმა; რამეთუ, როგორც იოანე იტყოდა, “არა რაითა დასაჯოს სოფელი, არამედ რაითა აცხოვნოს სოფელი მის მიერ” (იოანე 3,17). მისი წყალობა ყველაფერთან ერთად იმითაც გვაცვიფრებს, რომ იგი არც ჩვენს მოპაექრეთა შესახებ დადუმებულა. არამედ პირიქით, ნათლად გვიწინასწარმეტყველა, რათა ამის ახდენის ჟამს ჩვენი გონება მისი სწავლებით ყოფილიყო შემოზღუდული, სადაც ნათქვამია: “რამეთუ აღდგენ ქრისტესმტყუვარნი და ცრუწინასწარმეტყველნი, და ჰყოფდნენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშნებსა ვიდრე ცთუნებადმდე, უკუეთუმცა შეუძლეს რჩეულთა მათცა. აჰა ესენი წინასწარ გარქუ თქუენ” (მათე 24, 24-25). თუმცა კი მრავალნია და ადამიანზე აღმატებულნი მისგან ბოძებული სწავლანი და ნიჭნი, როგორიცაა: ზეციური მოქალაქეობის სახე, უფლება ეშმაკთა ზედა, შვილება, და ბოლოს, სრულიად განსაკუთრებული და დიდებული ნიჭი – მოძღვრება მამისა და სიტყვის შესახებ და აგრეთვე მადლი სულიწმინდისა. მაგრამ მაინც, “შეყოფილ არს მომგონებლობაი კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა” (დაბ. 8,21), თანაც “წინამოსაჯულსა ჩუენსა ეშმაკსა” შურს, რომ ესოდენი მადლი მოგვნიჭებია და “მიმოვალს და ეძიებს”, წარგვტაცოს თესლი სიტყვისა (I პეტრე 5,8). ამიტომაც უფალმა ეს მოძღვრება წინასწარმეტყველებით დანერგა ჩვენში, ვითარცა განძი თვისი, და თქვა: “იხილეთ, ნუუკუე სცთეთ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ მე ვარ; და ჟამი მოწევნულ არს, არამედ ნუ მიხუალთ შედგომად მათა” (მათე 24, 4-5; ლუკა 21,8). რაღაც უდიდესი მადლი მიგვიღია სიტყვისაგან – არა ცდუნებად ხილულითა, არამედ სულიწმინდის მადლით ცნობად დაფარულისაც. რაკი ყოვლადსაძაგელ არს ცოდვის მომგონი, და საშინელი დემონია ეშმაკი, მისი ოდნავი გამოჩენაც და, ყველა მას დევნის, ვითარცა გველს, ვითარცა ვეშაპს, ვითარცა ლომს, რომ ეძიებს, ვინ მოიტაცოს და ჩანთქას.

ხვალ 18/31 იანვარს ეკლესია იხსენიებს მის ისტორიაში ერთერთ დიდ მამებს, მამამთავრებს. თუ არა ათანასე დიდი მთავარეპისკოპოსი ალექსანდრიისა ( 296- 373) არიოზელები და ნახევრად არიოზელები შეეცდებოდნენ მაცხოვრის შესახებ სწავლება მიწასთან გაესწორებინათ. თუ არა კირილე ალქსანდრიელი, რომელიც მოგვიანებით მოღვაწეობდა (378-444) ალბათ ნესტორიანელობა ღვთისმშობლის სახელის ხსენებასაც კი აკვიგრძალავდა და კიდევ სხვა დიდ ბოროტებას მოიმოქმედებდა. აი, ამ ეკლესიის ებგურების უძველესი ხატები და ფრესკები.

წმ. ათანასე დიდი და წმ. მღვდელმთავარი კირილე





წმ. ათანასე და წმ. კირილე





წმ. ათანასე დიდი

თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა ეპიფანე კჳპრელ ეპისკოპოსისა. თხრობაჲ და უწყებაჲ ყოველთა მათ წიგნთა რომელნი შეკრიბნა მეფემან. პტოლემეოსის ზე თარგმანებაჲ მათი.ნაწილი III..

Епифаний Кипрский. О седмидесяти толковниках и о тех, которые ложно истолковали Священное Писание


ესე მეგჳპტელთაგან, და უწოდენ იგინი ორტუბ რომელი 
   ითარგმანების "კეთილის შესაკრებელ", და ებრაელნი ვლენან 
   მით-ვე საწყაულითა მეგჳპტელთაგან მოღებითა, ვითარცა 
   ესაიასა წერილ არს: "რომელმან დასთესოს არდოჲ ექუსი. 
   მოიმკოს სამი გრივი", ესე იგი არს მრავალთაგან თესლითა 
   მცირედი ნუ რაჲმე. გარნა ბერძულითა ენითა ექუსი საწყაული 
   მოიმკოს და საწყაული იგი არს ექუსი ქსესტი რომელ არს 
   მეათორმეტე ნაწილი არტაბისაჲ. 


      ვითარცა კუალად იტყჳს ესაიაჲ "ჴნვიდენ ათნი უღელნი 
   ჴართანი, შეიკრბედ ლაგვანი ერთი ღჳნისა", რაჲმეთუ ვენაჴნი 
პალესტინისნი ჴარითა იჴნვებიედ, და მისთჳს იტყჳს ეგდენისაგან 
   ქუეყანისა სადა ათნი უღელნი ჴართანი ჴნვიდენ უნაყოფოებისა 
   გამოჩინებასა ჰყოფს. 

      "გრივი სამი სამინდოდ" იტყჳს სამი საწყაულო, რომელ 
   ანგელოზთა მათთჳს უბრძანა აბრაჰამ სარას შესაყარვად. 
   საწყაული იგი სამი მოდი არს ერთი რომელ არს საწყაული юююю

თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა ეპიფანე კჳპრელ ეპისკოპოსისა. თხრობაჲ და უწყებაჲ ყოველთა მათ წიგნთა რომელნი შეკრიბნა მეფემან. პტოლემეოსის ზე თარგმანებაჲ მათი.ნაწილი II..

Епифаний Кипрский. О двенадцати камнях, бывших на одеждах Аарона


      აწ რაჲთა გამოგიცხადო შენ სხუათა-ცა მათ თარგმანთა თუ 
   ვითარ და რომელთა ჟამთა და რომლისათჳს მიზეზისა გამოთარგმნეს 
   აკჳლას და სჳმახოს და თევდოტიოს და მეხუთე 
   და მეექუსე თარგმანებაჲ. ვითარცა წარჴდეს ჟამნი პტოლემიანთა 
   მათ მეფობისანი რომელი ეგჳპტეს და ალექსანდრიას 
   ათთა მათ მეფეთანი და კლეოპატრაჲსნი რომელნი 
   მეფობდეს წელთა ორას ორმეოცდაათცხრამეტთა, და შემდგომად 
   ჰურიათა დაიპყრეს პირველად ანტონინოს, <მერმე> 
   ოკტაბიოს აგჳსტოს. ამისსა ორმეოცდამეორესა წელიწადსა 

ქრისტე იშვა წმიდისა ქალწულისა მარიამისგან. რომლისა 
   შემდგომად ტიბერიოს. ამისსა მეათრვამეტესა წელსა ქრისტე 
   ჯუარს-ეცუა რომლისა შემდგომად გაიოს, კლ<ა>ვდიოს და 
   ნერონ და გალბას და ათონ და ბიტელეოს და უესპასიანოს 
   და ტიტოს. და მისთა ჟამთა იქმნა მოოჴრებაჲ იჱრუსალემისა 
   მეერგასესა წელსა შემდგომად ჯუარ-ცემისა უფლისა. რომლისა 
   შემდგომად დომენტიანოს და ნევრას, ტრაგიანოს და 
   ადრიანოს. მეათორმეტესა წელსა ადრიანოსისსა აკჳლას 
   თარგმანი გამოსჩნდა არიან აგჳსტეს კეისრისათაგან ვიდრე 
   ადრიანოსისამდე წელნი რ^პ და თუჱნი. და თარგმანთა 
   სამეოცდაათორმეტთა ვიდრე აკჳლას თარგმანისამდე წელნი 
   ჳ^ლ. 

11იანვარს და 22 აპრილს ეკლესია განსაკუთრებულ კაცს იხსენებს. ღირსი მამა ვიტალი (609-620).

ღირსი ვიტალი (609-620) ღირსი სერიდის მონასტერში მოღვაწეობდა. სადაც თავის დროზე მოღვაწეობდნენ ამბა დოროთე, ბარსანუფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი. ამ მონასტერში ღისრმა ვიტალიმ  შეიძინა სულიერი გამოცდილება. მოგვიანებით, 60 წლის ასაკში ალექსანდრიის პატრიარქ იოანე მოწყალის დროს გადავიდა ალექსანდრიაში.
ბერმა უჩვეულო ღვაწლი იტვირთა: თავის ლოცვანის მოსახსენებელში ჩაიწერა ალექსანდრიის ყველა მეძავის სახელი და  ლოცულობდა მათთვის. ღირსი მამა დილიდან საღამომდე  მუშაობდა და გასამრჯელოდ კი 12 სპილენძის მონეტას ღებულობდა, თავისთვის პურის ნაჭერს ყიდულობდა, მორჩენილ ფულს კი ხან ერთ მეძავს აძლევდა და ხანაც მეორეს და სთხოვდა, ცოდვით არ დაცემულიყო იმ ღამეს. თანაც იმ ღამეს  მეძავთან იკეტებოდა ერთად და სანამ ქალს ეძინა, მთელი ღამე ლოცულობდა. დილით კი  მიდიოდა. ასეთ მოღვაწეობაში იყო ყოველ ღამე. რიგ-რიგობით ყველა მეძავთან მიდიოდა, თან ყველას ევედრებოდა, შეენახათ წმიდანის მათთან ყოფნის საიდუმლო. ალექსანდრიის მცხოვრებლებმა არ იცოდნენ ბერის საქციელის ნამდვილი მიზეზი და შეურაცხყოფდნენ მას.
ღირსმა ვიტალიმ მრავალი დაცემული ქალი გადაარჩინა: ნაწილი მონასტერში წავიდა, ნაწილი გათხოვდა, ნაწილმა პატიოსანი შრომა დაიწყო, მაგრამ გამოსწორების მიზეზის დასახელებას ვერავინ ბედავდა - ისინი შეკრულნი იყვნენ წმიდა ვიტალისთვის მიცემული ფიცითერთმა ქალმა მაინც გატეხა ფიცი და დაიწყო ბერის გამართლება, მაშინ როდესაც მას ალექსანდრიელები შეურაცხყოფდნენ. გამოესარჩლა ღირს მამას. ეს, პირობის გამტეხი ქალი მაშინათვე ეშმაკეულ იქნა. იხილეს რა ეს ალექსანდრიელებმა უფრო მეტად დარწმუნდნენ თავიაან სიმართლეში და მეტად ლანძრავდნენ ღირს ვიტალის.
წმ. იოანე მოწყალე ალექსანდრიელი
რამდენიმე ალექსანდრიელმა ღირსი ვიტალი წმიდა პატრიარქ იოანე მოწყალესთან დაასმინა, მაგრამ მან არ დაუჯერა ცილისმწამებლებს და უთხრა: „ნუ განიკითხავთ ნურავის, განსაკუთრებით კი ბერებს. არ გახსოვთ რა მოხდა ნიკეის კრებაზე? ზოგიერთმა მღვდელმა და ეპისკოპოსმა წერილობით დააბეზღა ერთმანეთი კონსტანტინე დიდთან. მან დაუკითხავად დაწვა წერილები და თქვა: „საკუთარი თვალებით რომ მეხილა ცოდვით დაცემული მღვდელმთავარი ან მღვდელი, ჩემი სამოსელით დავფარავდი, რომ სხვას არ დაენახა მისი ცოდვა“. ასე შეარცხვინა ბრძენმა მღვდელმთავარმა ავისმთქმელები.
წმიდანი განაგრძობდა თავის მძიმე მოღვაწეობას: ხალხის თვალში ცოდვილი და მემრუშე, მრუშებს სინანულისკენ მოუწოდებდა

საუბარი ნათლისღების შემდგომი კვირის საკვირაო სახარებაზე. Святитель Иоанн Златоуст. Беседы на Евангелие от Матфея. 4 глава 12-24.

«Услышав же Иисус, что Иоанн отдан под стражу, удалился в Галилею». (Мф.4:12)
Изъяснение 4:12—24. Для чего Христос удаляется в Галилею. — Что такое Галилея. — Почему Христос начинает проповедь после Иоанна. — Призвание Петра и Андрея. — Пример послушания Христу, показанный ими. — Почему Христос в начале проповеди творил чудеса. — Христос и ныне исцеляет болезни душевные — источник болезней телесных. — Чтобы просить отпущения грехов, нужно чувствовать свои грехи. — Нераскаянность больше всего прогневляет Бога. — По смерти нельзя грешнику получить прощение.

   1. Для чего Он опять удаляется? Для того чтобы научить нас не идти самим навстречу искушениям, но отступать и уклоняться от них. Не тот виновен, кто не бросается в опасности, но тот, кто в опасностях не имеет мужества. Итак, чтобы научить этому и укротить ненависть иудеев, Христос удаляется в Капернаум, исполняя пророчество, и, вместе, поспешая, подобно рыбарю, уловить учителей вселенной, которые, занимаясь своим искусством, проживали в этом городе. Заметь здесь, как Христос всякий раз, намереваясь удалиться к язычникам, побуждения для этого берет от иудеев. Так и в настоящем случае иудеи, умыслив зло против Предтечи и посадив его в темницу, самого Иисуса прогоняют в языческую Галилею.

წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე). სიტყვა კვირიაკესა შემდგომად ნათლის-ღებისა.

მიერითგან იყო იესო ქადაგებად და სიტყვად: შეინანეთ,
რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა (მთ. .იზ.)
უფალმან ჩვენმან იესო ქრისტემან მიიღო რა ნათლისღება იორდანესა შინა იოანნესაგან, მაშინვე აღვიდა უდაბნოდ, ვითარცა თქმულ არს სახარებასა შინა: აღმოიყვანა იგი სულისაგან გამოცდად. ორმეოცის დღის მარხვა, ლოცვა და მერმეთ გამოცდა ეშმაკისაგან იყო უკანასკნელი მისი მომზადება დიდისა მის მსახურებისათვის, რომლისათვისცა იგი მოავლინა ზეცით მამამან მისმან ქვეყნად. ფრიად აღმაშენებელ და მასწავლებელ არს ჩვენთვის, ძმანო ქრისტიანენო, მოთხრობა სახარებისა ამ საგანზედ. უკეთუ სულმან ბოროტმან გაბედა და მიეახლა გამოცდად უწმიდესისა ქრისტეს არსებისა რავდენ უმეტესად გამოსცდის იგი კაცსა ცოდვილსა! უკეთუ მან იფიქრა, რომელ შეუძლია ჰპოვოს  ცუდი რაიმე ქრისტე იესოსა შინა და აცთუნოს იგი, რავდენ უმეტეს შეუძლია ესრედ იფიქროს მან და კიდეც დარწმუნდეს, რომელ ჩვენ ცოდვილ არსებაში იგი იპოვნის მრავალთა ცუდთა ვნებათა და მიდრეკილებათა, რომელთა საშუალებით ხშირად ჩაგვაგდებს ჩვენ იგი ცოდვასა შინა. გარნა აჰა მაცხოვარი. თვისითა საკუთარითა მაგალითითა წინათვე გვაჩვენებს ჩვენ, რა სახით და რა საშუალებით აცდუნებს სულიერი მტერი კაცსა; მაშასადამე განვიხილოთ მოკლედ მოთხრობა სახარებისა ამ საგანზედ.

მეორჱ თქუმული წმიდისა ტიმ[ო]თე ხუცისა იერუსალემელისაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსთჳს შემდგომად შობისა მეორმეოცისა დღისათჳს, ვითარ-იგი მოიყვანეს ტაძრად მამა-დედამან, და ქალწულ[მან] და იოსებ, რაჟამს-იგი აკურთხევდა მას წმიდაჲ სჳმეონ წინაწარმეტყუელი


   

მხოლოჲ
კაცთა შორის სრული კაცი სიმართლისაჲ, რომელი მრავალგან

    იპოვების, რომელთა-იგი მარადის განანათლებს. რომელნი-იგი ვლენან გზასა
    ჭეშმარიტსა, ვითარცა იტყჳს წერილი: ნათელი მართალთა ზედა მარადის (1).
    რომელი ნათელი?* -- არა თუ ესე, რომელ ღამე აღვინთით საჴმარად, გინა თუ
    მზჱ ესე შექმნული, რომლითა გუაქუს საწუთროსა ამას ჟამსა. "ნათელი
    მართალთა ზედა მარადის!" რომელი ნათელი? -- უპირატჱს ცათა დადგრომილი,
    რომელი საყდართა თანა მარადის დგას; იგი, რომელი მართალმან აბრაჰამ
     იცნნის თჳსნი და შეიწყნარნის, გარნა რომელთა თანა ნათელი არა არს,
    ეგევითარნი-იგი -- ბნელსა წარავლინნის.....

თთუესა* იანვარსა ი~ზ-სა საჴსენებელი წმიდისა ანტონისი, საკითხავნი მამათანი, ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ ამბა პავლჱსი, დიდისა ბერისაჲ

 
მრავალგზის ყოფილ არს შორის პირველთა მათ მონაზონთა, რომელნი 
    იყვნეს სოფელსა შინა ეგუიპტეს, ვითარმედ ვინ-მე დააშენნა პირველად 
    უდაბნოსა შინა, ხოლო რომელთა ..... ს, ვითარმედ დასაბამი 
    ყოფისაჲ უდაბნოსა შინა იყო ნეტა[რი]სა ელი[აჲს]გან და იოვანეჲსგან. არამედ 
    განჩინებულ არს, რამეთუ ელია წარმატებულ იყო ზომსა მონაზონთასა 
    უფროჲს, ხოლო იოვანე შობისა წინავე წინაწარმეტყუელებდა, ხოლო რომელნიმე 
    ........... მუნე ....... 
    მის სამართალისათ[უის] ......   უე ....... 
    გულს-მო[დგინ]ედ ეძიებდეს, გულისხმა-ყოს, რამეთუ არა პირველად ანტონი 
     მისრულ არს უდაბნოდ განჩინებულად, არამედ ნეტარი პავლე ბერი; რამეთუ 
    შევემთხუიენით მოწაფეთა ნეტარისა ანტონისთა, რომელთაცა დაჰფლეს 
    იგი [და გუ]აუწყეს ჩუენ პავლე ვინმე თებელი, რომელმან პირველად იწყო 
    ყოფად მას* უდაბნოსა. ჩუნ უფროჲს ამით გურწმენა,* რამეთუ რომელთამე 
    პირველად ანტონი თქუიან, ხოლო გულს-მო[დგინედ მცი]რედ მითხრობდა 
    წმიდისა მისთუის განყენებულისა პავლესსა, ვითარ-იგი იწყო, ანუ 
    ვითარ-იგი აღესრულა ............ იწყო (?) ჟამსა 
    ოდენ ....... სა და ევრისასა (?) ....... 
    აღასრულა ....... ოლისაჲ ჰრომს შინა სახელისათუის* ......... 
    ჩუენისა .......  ხოლო ნეტარი პავლე დისა თუისისა* თ[ანა იყო] 
    და და[ჲ იგი მისი იყ]ო ქმრის ც[ოლი; რამეთუ მამა-დედანი მის]ნი* აღსრ[ულე]ბულ 
    იყვნეს და დაეტევა [სიმდიდ]რეჲ* მათა დიდძალი. და პავლე 
    იყო ათექუსმეტის* წლის და ისწავებდა წიგნთა ბერძლ და მეგუიპტელებრ. 
    და მშჳდ იყო იგი სულითა და სახნიერ და ფრიად უყუარდა მას ღმერთი. ხოლო 
    დევნაჲ [იგი ვითარ] განძლიერდა, მარ[ტოდ იქც]ეოდა იგი ადგილსა ერთსა და 
    ეკრძალებოდა თავსა თუისსა* გულს-მოდგინედ. ხოლო ანგაჰრებაჲ აიძულებდა 
    გულსა კაცთასა ძუირის საქმედ. რამეთუ ქმარი იგი დისა მისისაჲ 
    დაფარვისა წილ ეძიებდა, ვითარმცა მისცა იგი და ცრემლთა ცოლისა მისისათა 
    არად შეჰრაცხდა და შიშსა ღმრთისა, ყოვლისა მპყრობელისასა, არად 
    შეჰრაცხდა. და არა გან[ეყენა] უშჯულოებასა ........ რა შრომად, 
    რაჲთამცა მოკლა იგი ღმრთის მსახურებისათუის. 


       ხოლო რაჟამს იხილა გო[ნიე]რმან ჭაბუკმან ზაკვაჲ იგი მისი, 
    აღივლტოდა იგი მთასა მას მაღალსა. ვითარ-იგი განსაცდელსა მას ხედვიდა, 
    გარდაცვალა [თ~]ს[ითა] გონებითა ღუაწლი დევნისაჲ მის. რაჟამს მცირედ 
    წარვიდა, პოა მან კლდეჲ [მთასა მა]ს შინა. და იყო მუნ ჴ[უ]რელი, დაყოფილი 
    ქვითა, გარდააგორვა იგი და შთახედნა მას გულის-თქუმითა დიდითა. მიხედა და 
    იხილა წმიდად იატაკი იგი მისი და შეიყუარა ადგილი ფრიად და ადიდებდა 
    ღმერთსა, რომელმან მოჰმადლა მას საყოფელი იგი. 


       ხოლო დაყო უდაბნოსა მას შინა ყოველი ცხორებაჲ მისი, და იყო საზრდელი 
    და სას[უმელი მი]სი დანაკის-კუ[დისაჲ], რომელნი იყვნეს მთასა მას 
    შინა. ნუუკუე თქუას ვინმე: ვერ შემძლებელ არს ყოფად! მოწამე არს უფალი 
    და წმიდანი ანგელოზნი მისნი, რამეთუ ვიხილენ მე მუნ მყოფნი მრავალთა 
    ადგილთა აღსრულებულნი Ms. page: 15r   [და] არა [ეში]ნოდ[ა] მათ ეშმაკისა. რამეთუ 
    ვიწყო ნ[ეტა]რისა პავლეჲსი და გითხრა. და დაყო წმიდამან პავლე ქუეყანასა 
    ზედა ას და ცამეტი წელი ქრისტეს მოყუარემან და ცხონდებოდა იგი ცხორებასა 
    ზეცისასა. ხოლო მამაჲ ანტონი იყოფოდა სხუასა ადგილსა და იყო 
    იგი ოთხმეოცდაათ წლის. 



       და გუითხრობდა ჩუენგანსა: და ვზრახევდ გულსა შინა ჩემსა, არა-მე 
    ვინ მარტოდ მყოფი დაეშენა უწინარეჲსსა მას უდაბნოსა? და ღამესა მას, 
    რომელსა განიზრახვიდა, გამოეცხადა მას ღმრთისაგან, ვითარმედ არს ვინმე 
    უწინარეჲს უმჯობეჲსი შენსა, რამეთუ ღირს შენდა შემთხუევად მისა 
    სიხარულით. და რაჟამს განთენა, ნეტარმან ბერმან ანტონი მოიღო კუერთხი 
    დანაკის-კუდისაჲ და დაეყრდნა მას ზედა და იწყო სლვად გონებითა თუისითა, 
    რამეთუ არა იცოდა გზაჲ. და ვითარ შუა სამხარი* ოდენ იყო, დასცხა მზეჲ და 
    შესწვიდა* ქუეყანასა. და არა გარდააქცია ნეტარმან ბერმან, არამედ თქუა: 
    მრწამს მე, რამეთუ არასადა დამაგდოს მე უფალმან, არამედ მიჩუენოს მონაჲ 
    იგი თუისი,* რომელი აღმითქუა მე. 


       და ვიდრე იგი ამას განიზრახვიდა, იხილა კაცი ორ-ჰასაკი, ცხენ-კაცი. 
    მოუწოდა მას წმიდამან ანტონი და ჰრქუა: შენ გეტყუი, კაცი იგი ღმრთისაჲ 
    რომელსა ადგილსა არს აქა? მიუგო მან ბარბაროსითა ენითა გამოუჩინებელად 
    და ჰრქუა მას: არა ვიცი, და პირსა მისსა* ზარი განჰვიდოდა. ხოლო წმიდაჲ 
    იგი ბერი ვიდოდა და გამოიკულევდა და ეძიებდა გზასა. ხოლო დაკჳრვებასა 
    მას ანტონისსა* ივლტოდა მჴეცი იგი პირისაგან მისისა, ვითარცა ველსა ფართოსა. 
    ხოლო გარდა-ეგრე-იქცია თავი თუისი* ეშმაკმან ორგულებით. და 
    დაუკუირდა ანტონის ხატი იგი და ჰასაკი, ვითარ იგი გამოჩნდა მჴეცად. 


       და ვითარცა წარვიდა მცირედ, იხილა ვინმე მსგავსად 
ჰასაკისა თუისისა მ[ო]გუ კაც, მდგომარეჲ ქუეყანასა 
    ზედა; და ესხნეს რქანი თავსა მისსა* და შუბლსა. და იხილა რაჲ იგი 

თთუესა* იანვარსა კ~ჱ ჴსენებაჲ წმიდათა მამათაჲ ყოველთა მეუდაბნოეთაჲ, საკითხავი, წმიდისა* ეფრემის თქუმული* მამათათჳს შესუენებულთა









   გული ჩემი მელმის, საყუარელნო, და თქუენცა ჩემ თანა გელმოდენ, 
ძმანო, მონანო კურთხეულნო. მოვედით და ისმინეთ: გოდებს სული ჩემი, და   ელმის თირკუმელთა ჩემთა. სადა არიან ცრემლნი, ანუ სადა არს ტირილი, 
რაჲთამცა დავიბანენ ჴორცნი ჩემნი ცრემლითა და სულ-თქუმითა? ვინმცა 
განმიყვანა მე და მყო ადგილსა უდაბნოსა, სადა არა არნ ყოვლადვე ჴმაჲ 
   ძეთა კაცთაჲ, სადა არს მშჳდობაჲ და ყუდროებაჲ დიდი, სადა-იგი არა არს 
    ჟღავილი, დამაბრკოლებელი ცრემლთაჲ,* არცაღა კუალად სიმრავლჱ, 
    დამაბრკოლებელი ტირილისაჲ, რაჲთამცა აღვიმაღლე ჴმაჲ და ვტიროდემცა 
    ღმრთისა მიმართ მწარითა ცრემლითა და ვთქუმცა სულ-თქუმით: მილხინე მე, 
    უფალო, და მელხინოს, რამეთუ დიდად ელმის გულსა ჩემსა და სულ-თქუმანი 
    ჩემნი არა მიტევებენ წუთ, რაჲთამცა განვისუენე. 


       ვხედავ, უფალო, რამეთუ წმიდათა შენთა, ვითარცა ოქროთა რჩეულთა, 
    წარიყვანებ ამიერ* სოფლით განსუენებად და ცხორებად,* ვითარცა მუშაკმან 
    ბრძენმან და გონიერებით რაჟამს იხილნის ნაყოფნი, კეთილად მომწიფებულნი, 
    მოსთულნის იგინი ადრე, რაჲთა არავისგან ევნოს საქმისაგან მტერისა 
    ნაყოფსა მას, ეგრეცა შენ, მაცხოვარო, შეჰკრებ რჩეულთა შენთა და 
    მაშურალთა, რომელნი-იგი წმიდად ცხონდეს ამაოსა ამას სოფელსა. ხოლო ჩუენ, 
    უდებნი და მედგარნი, თჳსითა ნებითა დავადგერით ესრჱთ სიფიცხლესა შინა 
    დიდსა და ნაყოფი ჩუენი მარადის ურგებ არს და და[ლპოლვილ] და დადგრომილ 
    ოდესვე და არა აქუს* ნებაჲ, რაჲთამცა მომწიფნა საქმითა კეთილითა, 
    რაჲთამცა მოისთ[ულო] წმიდად და დაიდვა საუნჯე[თა] 
    ცხორებისათა. 


       არა ჰქონან ცრემლნი თუალთა ჩუენთა, რაჲთამცა დააცუარა ჰაერ ... 
       ..................