თქვა მამამან პალადიოს, ვითარმედ: უხმს სულსა, რომელი
საღმრთოდ იღუწიდეს, ანუ რაითა ისწავებდეს სარწმუნოებით, რომელი არა იცოდის, ანუ რაითა
ასწავებდეს განცხადებულად, რომელსა მეცნიერ იყოს. ხოლო უკუეთუ ერთი რომელიმე ამათგანი
არა ენებოს, დრკუ არს იგი და გესლიანი. და რამეთუ დასაბამი განდგომილებისაი არს სიმაძღრე
მოძღვრებისაი და ჩაუტევრობაი სიტყვისაი, რომლისათვის სამარადისოდ შიან სულსა ღმრთისმოყვარესა.
თეოფილე ხუცესმონაზონი. "მამათა სწავლანი და თხრობანი"
No comments:
Post a Comment