თქუმული წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა ეპიფანე კჳპრელ ეპისკოპოსისა. თხრობაჲ და უწყებაჲ ყოველთა მათ წიგნთა რომელნი შეკრიბნა მეფემან. პტოლემეოსის ზე თარგმანებაჲ მათი.ნაწილი III..

Епифаний Кипрский. О седмидесяти толковниках и о тех, которые ложно истолковали Священное Писание


ესე მეგჳპტელთაგან, და უწოდენ იგინი ორტუბ რომელი 
   ითარგმანების "კეთილის შესაკრებელ", და ებრაელნი ვლენან 
   მით-ვე საწყაულითა მეგჳპტელთაგან მოღებითა, ვითარცა 
   ესაიასა წერილ არს: "რომელმან დასთესოს არდოჲ ექუსი. 
   მოიმკოს სამი გრივი", ესე იგი არს მრავალთაგან თესლითა 
   მცირედი ნუ რაჲმე. გარნა ბერძულითა ენითა ექუსი საწყაული 
   მოიმკოს და საწყაული იგი არს ექუსი ქსესტი რომელ არს 
   მეათორმეტე ნაწილი არტაბისაჲ. 


      ვითარცა კუალად იტყჳს ესაიაჲ "ჴნვიდენ ათნი უღელნი 
   ჴართანი, შეიკრბედ ლაგვანი ერთი ღჳნისა", რაჲმეთუ ვენაჴნი 
პალესტინისნი ჴარითა იჴნვებიედ, და მისთჳს იტყჳს ეგდენისაგან 
   ქუეყანისა სადა ათნი უღელნი ჴართანი ჴნვიდენ უნაყოფოებისა 
   გამოჩინებასა ჰყოფს. 

      "გრივი სამი სამინდოდ" იტყჳს სამი საწყაულო, რომელ 
   ანგელოზთა მათთჳს უბრძანა აბრაჰამ სარას შესაყარვად. 
   საწყაული იგი სამი მოდი არს ერთი რომელ არს საწყაული юююю
   სიწმიდისა, რაჲმეთუ არა სამთა მათ კაცთა ეგოდენ ჭამად ედვა, 
   არამედ რაჲთა დაკლებაჲ არა ჰყოს სამებისაჲ მის სახელისა, 
   რაჲმეთუ საწყაულსა მას იყო სამებისაჲ. და მოდსა მას აღსარებაჲ 
   ერთ არსებისაჲ, სამებისა და სამებაჲ ზიარებაჲ ერთი, 
   რაჲმეთუ არა არს სამებისა მის სხუაჲ ცვალებაჲ. და რაჲმეთუ 
   თქუა" თუ "ჰქმენ ყუჱრბსა დაფლული", გამოაჩინა თუ არს 
   პური იგი ჭეშმარიტ, არამედ არა ყოველსა სოფელსა 
   გამოცხადებულ, არამედ ღმრთისა იგი სიტყუაჲ ზეცას და შვილსა 
   მას შინა აბრაჰამისსა, ჴელითა მოსლვისა თჳსისაჲთა დაფარულ. 
   რაჲმეთუ დაფარვაჲ პურისა მის ესე სახე არს რაჲმეთუ 
   ნაკუჱრცხალთა მათ ქუჱშე დაზავებითა ნაცრისა მის ზედა დაკრებითა 
   დაფარულ სახელ ედების რაჲმეთუ ნაკუჱრცხალსა მას 
   და ნაცარსა მას დაფარული ძენ, რომელი წამის ყოფით ესე-ცა 
   აღვესრულა. რაჲმეთუ ქალებ ძემან იოფონესმან შემდგომად 
   სიკუდილისა გაზუბანესისა პირველისა მის ცოლისა მიიყვანა 
   მან ევფრათა ცოლად, და ქურივ იყო ევფრათა. და დაეპყრა 
   ქალებს ისუსგან ძისა ნავესა ქაფრათა ქალაქი 
   სამკჳდრებელად მისა, რომელი ითქუმის დიდების მეტყუელებაჲ, 
   და აღაშენა მეორე ქალაქი მახლობელად მისა, და უწოდა 
   მას სახელი ევფრათა, სახელად ცოლისა თჳსისასა, რომელი 
   ითარგმანების ნაყოფის გამომიღებლობაჲ. და შემდგომად შობისა 
   ელამონელისა და ზარაჲსა და სხვათა ვიეთ-მე, შვა ძე და 
   უწოდა სახელი მისი ბეთლემ, და უყუარდა იგი და აღაშენა 
   კუალად ქალაქი მახლობელად პირველთა მათ ქალაქთა. უწოდა 
   სახელი მისი ბეთლემ სახელად ძისა თჳსისა რომელი ითარგმანების 
სახლ პურისა. და იყო სახლი იგი სახელ-დებული, არამედ 
   არა გამოჩინებულ ვიდრემდის მოვიდა ზეცით რომელი იშვა 
   წმიდისა ქალწულისა მარიამისგან ბეთლემს, ესე იგი არს 
   სახლსა პურისასა, რომელი იგი იტყოდა "მე ვარ პური ცხორებისაჲ 
   ზეცით გარდამოსრული" რაჲმეთუ ადგილი იგი მრავალ 
   ჟამითგან სახელ-დებული იყო. ხოლო პური იგი არღა 
   გამოჩინებულ იყო რაჲმეთუ დაფარულ იყო, ვითარცა იგი 
   ვთქუთ. 

      სანელსაცხებელი ვითარცა სახარებასა წერილ არს, ბესინი 
   არს მრგუალი. მანისა აქუნ ვითარცა ნახევარი ლიტრისაჲ. 
   კაფსაკი ზეთისა რომელ არს ქარასხი რომელ იგი ელიას 
   განუმზადა, და არს კაფსაკი იგი ოთხისა ქსესტისაჲ. საწყაული 
   ვითარცა ლაგჳნი იგი მანანაჲსა, რაჲმეთუ დაესხნეს კიდობანსა 
   მას წიგნნი ოთხნი, დაბადებისაჲ, გამოსლვათაჲ, ლევიტელთაჲ. 
   რიცხუთა ხოლო მეორე სჯული შემდგომად ოცდაათრვამეტის 
   წლისა გამოსლვისა ძეთა ისრაჱლთასა ეგჳპტით დაიწერა 
   და დაიბრძანა, გუჱრდით კერძო კიდობნისა მის დადებად 
   რაჲთა არა <შეერთოს> ოთხთა მათ თანა წიგნთა, რაჲთა არა 
   უჩინო იყოს საძიებელი იგი რიცხჳსაებრ აღთუალულისა მის. 
   რაჲმეთუ ოთხნი მდინარენი ედემით, ოთხნი კიდენი სოფლისანი, 
   ოთხნი მოქცევნი წელიწადისანი, ოთხნი საჴმილნი ღამისანი, 
   ოთხნი ჟამნი დღისა ლოცვისანი, ოთხნი ქსესტნი 
   ლაგჳნისანი მის მანაჲნისანი, ოთხნი ცხოველნი ოთხხატე დადგეს. 
   რომელნი აუწყებდეს ქრისტჱს მოსლვასა: ხატი კაცისა 
   ერთისა მის რაჲმეთუ კაცი ისუ ქრისტე ბეთლემს იშვა, 
   ვითარცა მათე მახარებელი გუასწავებს, ხატი ლომისა ერთისა 
   მის ვითარცა მარკოს იორდანით აღმოსრული იგი ლომი მეფედ 
   ქადაგა, ვითარცა იგი სადა-მე წერილ არს ვითარმედ "აღმოჴდა 
   უფალი ვითარცა ლომი იორდანით", ხატი ჴარისა ერთისაჲ 
   მის ვითარცა ლუკაჲ ქადაგებს, არა ხოლო თუ იგი არამედ 
   სხუანი-ცა მახარებელნი [ვითარმედ იგი განწესებულსა ჟამსა 
ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე ვითარცა ჴარი იგი სოფლისა მისთჳს 
   შეიწირა ჯუარსა ზედა. ხატი ორბისა ერთისა მის ვითარცა იოვანე 
   ქადაგებს სიტყუასა მას რომელი ზეცით გარდამოჴდა და 
   ჴორციელ იქმნა და ზეცად მივიდა] ვითარცა ორბი ყოვლად 
   აღდგომისა თანა ღმრთეებითა აღფრინვებულ. და ესე ლაგჳნისა მისთჳს 
   გითხართ რომელსა იგი იდვა მანანა რომელ არს პური 
   ზეცისა. ხოლო ტაკუკი იგი ოქროჲსა აუწყებდა წმიდასა მას 
   ქალწულსა მარიამის წმიდისაგან და რჩეულისა ოქროჲსა წმიდისა 
   დარჩუელებისა მისთჳს ქალწულებისა, და აქუნდა მანანა 
   იგი ზეცით გარდამოსრული, რომელი იგი ზოგს მორწმუნებისათჳს 
   მხილველთათჳს მანანა სახელი დაიმკჳდრა. რაჲმეთუ 
   მანანა ითარგმანების "ვინ არს ესე-ო", რაჲმეთუ იხილეს მანანა 
   იგი ქუეყანასა ძეთა ისრაჱლისთა, და თქუჱს: "რაჲ არს ესე?", 
   და ესე სახელი ეწოდა მას. რაჲმეთუ თქუმად ედვა ქრისტჱსთჳს 
   თუ "ვინ არს ესე-ო ვითარ იტყჳს გმობასა?" და აქუნდა ტაკუკსა 
   მას ოქროჲსასა ოთხ საწყაული მანანა. და მარიამს აქუნდა 
   სიტყუაჲ ოთხთაგან სახარებათა ქადაგებული, რაჲმეთუ იგი 
   თჳთ იყო კიდობანი ძელისა იყო. აქუნდა სიტყუაჲ იგი ორთა მათ 
   ფიცართა ქვისათა გამოთლილთა და ოთხნი იგი წიგნნი მას-ვე, და 
   გუჱრდით კერძო მეხუთე იგი წიგნი რომელ არს მეორისა სჯულისა 
   და მას შინა დაწერილ იყო ღმრთისა იგი სიტყუაჲ, 
   დაღაცათუ ესრეთ პატიოსან იყო, არამედ სხუათაგან აღებული 
   მოაქუნდა. და სიტყუაჲ იგი მას შინა რომელი ჴელითა 
   მკითხველისაჲთა ზრახული ყოფად არს. ხოლო წმიდასა 
   ყოვლად დიდებულსა და მადლითა შემკულსა ქალწულსა მარიამს 
   ცხოველსა მას კიდობანსა აქუნდა აღებული თავსა თჳსსა 
   სიტყუაჲ იგი ცხოველი. სიტყუაჲ იგი აღებული აქუნდა და თჳთ 
   არავისგან აიღებოდა ყოვლად. და აქუნდა და თავსა თჳსსა 
   სხუაჲ კიდობანი და იგი ეგრეთ-ვე ცხოველი რომელსა იგი იყო 
სიტყუაჲ ცხოველი. და იყო კიდობანი დავითს 
   წინაჲსწარმეტყუელსა რაჲ მოაქუნდა მთად სიონად: როკვიდა 
   წინაშე მისსა გალობით და სიხარულით, და არა იყო საკჳრველ 
   რაჲმეთუ წინაჲსწარმეტყუელობისა წამის ყოფა იყო. რაჲმეთუ 
   მათ სახითა წაჰრჴდა (!), ხოლო დაიწერა ჩუენსა გულისჴმის-საყოფელად 
   რომელთა აღსასრული საუკუნესა მოიწია, ვითარცა 
   სამოციქულონი იგი სიტყუანი გუასწავებენ. ხოლო ნაყოფნი 
   იგი უკანაჲსკნელ აღესრულნეს შესლვასა მას ცხოველისა მის 
   კიდობნისასა, ესე იგი არს მარიამ სახლსა ელისაბედისსაჲ. 
   აღიმღერნა ყრმამან მან საშოსა შინა სიხარულით წინაშე ცხოველისა 
   კიდობნისა რომელსა იგი აღეღო, და აქუნდა ცხოველი იგი 
   სიტყუაჲ ქრისტე. არამედ თჳთ იგი ცხოველი სიტყუაჲ იყო 
   ცხოველსა მას კიდობანსა. ესე იგი არს ჴორცთა შინა თჳსთა 
   ცხოველთა, რომლითა ჴორცითა ზომითისა სიკუდილისა 
   ძილი შეიწყნარა სამისა დღისა, რომელი ჴმითა 
   წინაჲსწარმეტყუელისაჲთა დაძინებულად ითქუმოდა 
   ას ოცდამეათერთმეტესა ფსალმუნსა: "აღდეგ უფალო განსასუჱნებელად 
   შენდა და კიდობანი" სიწმიდისა შენისა" რაჲმეთუ 
   ხადოდეს ღმრთეებასა მხოლოდ-შობილისასა ქუჱსკნელთა 
   სულით წმიდითურთ აღდგომად სრულითა კაცებისა ჴორცითა 
   რომელსა ყოფით იტყოდა შენდა კიდობანი სიწმიდისაჲ შენისა, 
   ესე იგი არს წმიდანი ჴორცნი მისნი. და ესე ყოველი ტაკუკისა 
   მის ოქროჲსა რომელსა დგა ოთხი საწყაული მანანა, რომლისათჳს 
   სახე-ცა იგი კიდობნისა მის ვისწავეთ რომელსა იგი ოთხნი 
   წიგნნი სჯულისანი ისხნეს, რომელთა აქუნდა სჯული, აქუნდა 
   მარიამს-ცა ყოვლად დიდებულსა და უხრწნელსა სახედ კიდობნისა 
   მის და ტაკუკისა ოთხთა მათ მახარებელთა პური ზეცისა, 
   და კიდობანი კიდობანსა მას შინა ქონებითა, ესე იგი არს 
   ჴორცთა შინა ქონებითა ჴორცნი იგი წმიდანი. რომელსა შინა იყო 
   სიტყუაჲ იგი ცხოველი რომელი მოვიდა და მოანიჭა კაცთა 
რომელთა ჰრწამს იგი ყოველთა ოთხთა მახარებელთა რომელნი 
   იქადაგნეს სახელითა მისითა. აქამომდე კმაჲ იყავნ ტაკუკისა 
   მისთჳს. 

      საწყაულითათჳს. კოტჳლი ნახევარი ქსესტისა არს და 
   კოტჳლი ეწოდა ორად განყოფისა მისთჳს. 

      კჳათონ საწყაული არს ღჳნისა სასხმელად ჭიქაჲთა. პემენესი 
   ჭიქაჲ [!] არს მარტივი მეექუსე ნაწილი ქსესტისა, <პედეისი 
   მრჩობლი ჭიქაჲ არს>. ანტლეტერეონი ღჳნისა ამოსაღებელად 
   არს ტარი გრძელი ვითარცა ჭაშაში სიღრმისათჳს კეცისა მის 
   ღჳნისა ამოსაღებელად. არს წიგნთა ებრაელთა-ცა ამით სახელითა 
   სახელ-დებულ და არა თარგმანებულ არს. აწ სადა ჰპოო 
   კარვისა საქმესა კატამედეკოთ და მასმაროთ უწყოდე თუ 
   მედეკოთ იგი სასმელად ითქუმის და მასმაროთ ჭაშაკად რომლითა 
   იგი ღჳნოჲ აღმოიღიან. 

      ტჳრილიონ რომელ არს პინაკი მრგუალი და ღრმაჲ. იგი-ვე 
   პაროფსიდად-ცა იწოდების და შთაისხმის ვითარცა ნახევარი 
   ქსესტისა. 

      ქსესტ ყოვლითა ენითა ეწოდების ხოლო ჴევად ჴევადი 
   სხუაჲ სხუაჲ საწყაო არს, გაზელთაებრ და ალექსანდრიელთა 
   და პონტიელთა და იტალიელთა და კასტარიელთა 
   რაჲმეთუ ალექსანდრიელთა ქსესტი ორისაჲ 
   ლიტრისა სასწორი არს, იტალიელთა ოცდაორისა უნკიისა სასწორი 
   არს, და კასტარიელთა ქსესტ-ვე მსგავსად 
   ოცდაორისა უნკიისა სასწორი არს. 

      აპორიმაჲ თებაიდელთაგან ხოლო სახელი ედვა საწყაულად 
   და შთაისხამს ნახევარსა სიტიაჲსასა მსგავსადისა 
მცირესა კერამსა. ხოლო სიტი იგი კეცისა საწყაული არს 
   ოცდაორისა ქსესტისა. და აპორიმაჲ იგი ათისა ქსესტისა. 

      საფითა სახელი ასურებრ არს უწოდების გაზელთა და 
   ასკალოვნელთაგან-ცა, და ითარგმანების საფითა იგი საწყაულად 
   საწნეხელისად. არს ასკალოვნელთა ოცდაორისა ქსესტისა, 
   და გაზელთა (ა)თოთხმეტისა ქსესტისა, და აზოტელთაჲ 
   ათურამეტისა ქსესტისა. 

      ხოლო სიწმიდისა მისებრ საწყაულისა ქოს რომელ არს 
   ქუზა ექუსისა ქსესტისა საწყაული. 

      ვიდრე აქამომამდე საწყაულთათჳს. 

      ტალანტისათჳს ესე სახედ. ტალანტი ესე გარდარეულება 
   სიმძიმისა სასწორთა, და ებრაელთად ტალანტისა ქვა ეწოდების 
   სასწორელად. ტალა<ნ>ტი ას ოცდახუთი ლიტრა არნ. 
   ხოლო რიცხჳით და ჰრკნეულად [!] წულილად აღთუალვად 
   ცხრაათას. ამას მრაცხელნი მონადად უწოდენ მონაჲ და იგი-ვე 
   წულილად აღრიცხული ცხრაათას არს. ასსარონ 
   ბერძულითა ენითაჲ ლეპტონად ეწოდების, რომელ არს მწულილ. 
   ესე იგი არს და იგი რომელი თჳთ მაცხოვარმან თქუა: 
   "ანუ არა ხუთი სირი ორისა დანგისა განისყიდების? და კუალად 
   "არა ორი სირი ერთისა და<ნ>გისა განისყიდების"? გარნა 
   ასსარონად იწოდების ებრაელთაებრ, ესე იგი არს ნაკლული. 
   და ჟამსა მას დენარიონი სამეოც ასსარონ იყო რომელ არს 
   დრაჰაკანი (!). და დრაჰკანი ჟამსა მას ვეცხლად იწოდებოდა 
   რაჲმეთუ ვეცხლისა იყო. ხოლო კანტენარ ჰრომელთა ენითა 
   ეწოდების რომელ არს ასი ლიტრაჲ რაჲმეთუ კენტონ 
   ჰრომელებრ ას ითქმის". 

      ხოლო ლიტრა სამეოცდათორმეტისა დრაკნისა სასწორი 
   არს და ნახევარი ლიტრისა ოცდაათექუსმეტი. 

      უნკია ლიტრი ერთი დრაჰკანი. და (ა)თორმეტი და უნკიაჲ 
   არს ორი სატირი რომლისა ჰრქუა მაცხოვარმან პეტრეს 
   მოციქულსა: "მივედ და შთააგდე სამჭედური ზღვასა, და პირველად 
   რომელ თევზი გამოიღო, განაღე პირი მისი და პოე მუნ 
   სატირი ერთი იგი. მიიღე და მიეც შენთჳს და ჩემთჳს". ესე 
   სატირი ნახევარი უნკიისაჲ არს მცირედ ანუ რაჲმე ნაკლულ 
   ოთხსა დრაამსა რომელ არს დიდრაქმე. ვითარცა იგი ჰრქუეს 
   ფარისეველთა პეტრჱს თუ "არა მოსცეს მოძღუარმან თქუენმან 
   დიდრაქმე"? რაჲმეთუ აგჳსტოს მეფესა ხარკად მისცემდეს 
   მას თავისათჳს. რაჲმეთუ მან განაწესა რაჟამს სოფლისა აღწერაჲ 
   იგი ყო რომელი იწოდების თავისად რაჲმეთუ ჰრომელთა 
   ენითა კაპიტონ ეწოდების, რაჲმეთუ კაპა ჰრომელებრ თავ ითქუმის 
   ვითარცა იგი ჰრქუეს ფარისეველთა მათ: "არა ჰნებავს მოძღუარსა 
   თქუენსა მოცემად დიდრაქმე იგი"? და არს ორი 
   დიდრაქმე. 

      სიკლა ერთი და დრაქმა ნახევარი სიკლისა ხოლო სიკლ 
   ებრაელებრ მტყურო ითარგმნების. სიკლა ითქუმის დაწონად. 
   არიან ორნი დიდრაქმენი ორნი სიკლანი სიწმიდისაებრ სიკლისა 
   მის რომელ არს სატირი ერთი. ხოლო სიკლა მეოთხე ნაწილი 
   უნკიისა არს რომელი არს ნახევარი სტატერისა ესე იგი არს 
   მეორე დრაქმე. ხოლო დრაქმე მერვე ნაწილი არს უნკიისა რომელ 
   არს ნახევარი სიკლისაჲ, ესე იგი არს დრაქმე ერთი. არამედ 
   იწოდების დაწონა-ცა დიდრაქმე, იგი-ვე სიკლაჲ რომლითა ჟამსა 
   სიკლითა ასწონდეს თმათა მათ აბესალომისთა რაჟამს 
   უკუჱცდეს ორას სიკლა სამეუფოჲსა მისებრ, სიკლისა რომელი 
   არს ერგასისი უნკიაჲ, რომელ არს ოთხი ლიტრაჲ და ორი უნკიაჲ, 
   არს დრაკანი სამას, დრაჲმ<ა> ტ^ლვ. 

      სასწორი ობოლოსი ვეცხლისა თხელი მერვე ნაწილი 
   უნკიისაჲ. 

      ქალკოს რომელი ითარგმანების სპილენძ და ქალკოს 
   მეგჳპტელთაგან ეწოდა. ხოლო არს რკინის ტჳფრვილი რომლისათჳს 
   ალექსანრელნი (!) ვეცხლსა ქალკიმას უწოდენ. ხოლო 
   ქალკიმასი იგი მერვე ნაწილი არს უნკიისა ვითარცა დრაქმე 
   ერთი. 

      მნასი იტალიელთა ორმეოცდაოთხისა უნკიისა. მნასი 
   სასწორი არს ოთხსა მას ლიტრასაჲ ნაკლული ოთხი უნკიაჲ, 
   და თებაიდელთად მნასი ორისა ლიტრისაჲ. ებრაელებრ მნას 
   ვეცხლი ითარგმანების. 
      ნომისმა ჰრომელთაგან დაედვა დარაკანსა (!) სახელად 
   რაჲმეთუ ნუმოს სახელით ჰრომელთა მეფე იყო და თჳსა 
   სახელად სახელ-სდვა ნომისმაჲ არგვირიონ. ეგრე-ვე დრაკნისა 
   სახელი არს პირველთა. ხოლო რომელნი-მე მილიარისიონ სახელ-სდებენ 
   რომელ არს დრამაჲ. 

      ფოლის ჰრომელთაებრ რკინით ტჳფრული, რომლისათჳს 
   მოაქამდე ამით სათვალავითა ვლენან ჰრომელნი. 

      ხოლო ტალანტი ვითარცა ვთქუთ ას ოცდახუთი ლიტრაჲ 
   არს, და რიცხჳსაებრ წულილად აღრიცხული ჰ^. პოო ესე წიგნთა 
   მეფეთასა რაჲმეთუ მიზეზითა ელისესთა მოსთხოა ნემანისგან 
   ორი სამოსელი და ტალანტი ერთი ვეცხლისა. და მან ჰრქუა: 
   "ვინაჲთგან ეგრე არს მიიღე ორი ტალანტი ვეცხლისა და ორი 
   სამოსელი ნაცვალად და შთაისხა ორსა გუდასა ორი იგი ტალანტი. 
   ვითარცა ვთქუთ. და დასდვა ორთა ზედა ყრმათა". ხოლო 
   ტალანტი რ^კე ლიტრა არს და რიცხჳსაებრ ჰ^. ხოლო ლიტრა 
   ჰრომელთაგან განზოგებაჲ ითარგმანების და აქუს ლიტრა ი^ბ 
   უნკიაჲ, და გრამარაჲ ს^პჱ. ხოლო გრამარაჲ ერთი კერატი არს, 
   და კერატი არს რქის გურკი სიმძიმით ოთხისა მარცულისა 
   ქრთილისა სასწ[ყაული], და არს ლიტრაჲ ქრთილისა მარცულისა 
ხ^[შიბ] [კ]ერატი ჩ^ღკჱ, უნკიისა ი^ბ. და უნკიასა აქუს გრამარაჲ, 
   ხოლო დრაკანი ექუსი და დრაჰკანი არს გრამარაჲ ოთხი და 
   კერათი კ^დ და ქრთილ ჟ^ვ. [სიმი]სი არს ნახევარი დრაჰკანისა 
   და აქუს გრამარაჲ ორი და კერატი ი^ბ და ქრთილი მ^ჱ. და 
   ტ<რ>იმისი არს სამგანი დრაჰკანისა. აქუს კერატი ჱ^ და ქრთილი 
   ლ^ბ გრამარაჲ სამგანი. აქამომდე დასასრული. 

      გამოჩინება ბეთლემისა. რომელი იგი მონიჭებ[ად იყ]ო 
   ზეცით ნიჭი პური ზეცისა ქრისტე წინაჲსწარ ითქუა რაჲმეთუ 
   ქაფრათა დაუმკჳდრა ძემან ნავესმან ქალებს ძესა იეფონესსა. ხოლო 
   ქალებ შემდგომად სიკუდილისა ცოლისა მისისა 
   გაზუბასისა, შეირთო დედაკაცი ქურივი რომელსა სახელი 
   ერქუა ევფრათა, და დასდვა მას სახელი ევფრათა რომელ 
   გამოითარგმანების ნაყოფიერებაჲ. ხოლო ქაფრათა სადიდებელი 
   სიტყუაჲ. და აღაშენა მეორე ქალაქი იგი სახელად ცოლისა 
   თჳსისა, და დასდვა მას სახელი ევფრათა. და უშვნა ევფრათა 
   ქალებს ზელამაონ და ზარა და სხუანი და შემდგომად 
   მათსა უ[შვ]ა მას ძე და უწოდა სახელი მისი ბეთლემ. და 
   უყუარდა ყრმაჲ იგი უფროჲს ყოველთა შვილთა მისთა. და 
   შემდგომად აღაშჱნა [!] ქალაქსა სახელად ძისა თჳსისა. და 
   დასდ[ვა მას სახელი] ბეთლემ, რომელი ითარგმანების სახლი 
   პურისა რომელსა-ცა ი[შვ]ა მაცხოვარი ჩუენი იესუ [!] ქრისტე. რაჲმეთუ 
   იტყჳს "მე ვარ პური ც[ხორებისაჲ] რომელი თქუენთჳს 
   ზეცით გარდამოჴედ" რაჲმეთუ მისი შუჱნის დიდებაჲ 
   და პატივი. 

      ამას შენდა, პატიოსანო, ჩუენ შევსწირავთ, რომლისა 
   მაღლისათჳს ჰკითხე. მოჴსენებაჲ მისთჳს იყავნ. 

      არიან მრჩობლ წერილთა მათ წარმოღება. პირველად დაბადებულთა 
მათ ღმრთისა მიერ ექუსთა მათ დღეთა ქმნული, და 
   სხუანი რომელნი-მე წმიდათაგან წიგნთა თავ-დგმულნი, 
   შემდგომად ჟამთა აღწერილნი, ადამისითგან პირველშექმნულისაჲთ 
   ვიდრე თევდოსი ღმრთის-მოყუარისა 
   და აბუდანტის ბრწყინვალისა. მერმე კუალად რაოდენი 
   იქმნა სოფელსა შინა პ^ წვალებისა სახელები და განმარტებაჲ 
   მათი შემოკლებულითა და უზეშთაესითა გონებითა თითოვეულისა 
   მათისათჳს. 

      რაოდენი შექმნა ღმერთმან ექუსთა დღეთა სოფლის 
   შესაქმისათა, რომელსა იგი ითხოვდა და მიგიწერთ შენ. 

      და არიან ესე: ა^-სა დღესა ა^, ცანი ზესკნელნი და პირველსა-ვე 
   დღესა, ქუესკნელნი. ბ^, ქუეყანაჲ, გ^, წყალნი, რომლისაგან არს 
   თოვლი, მყინვარი, სეტყუაჲ, თრთჳლი და ცუარი. და დ^, სულნი 
   მსახურნი რომელ არიან ესე ანგელოზთა პირნი, ანგელოზნი 
   მადიდებელნი, ანგელოზნი ქართანი რომელნი ჰბერვენ, ანგელოზნი 
   ღრუბელთანი და ნისლისანი და სეტყჳსანი და თოვლისანი 
   და თრთჳლისანი, ანგელოზნი ჴმისა ქუხილისანი და ევლისანია, 
   ანგელოზნი ცივისანი და ცეცხლისანი, ანგელოზნი ზამთრისანი 
   და თესვისანი, ანგელოზნი არჱსანი და ზაფხულისანი, 
   და ყოველნი სულნი დაბადებულთა მისთანი ცათა შინა და 
   ქუეყანასა ზედა, უფსკრულთანი და ქუეშე ქუეყანისანი. ე^, ჯოჯოხეთი 
   და წარსაწყმედელისანი და ბნელისანი ზედა უფსკრულთა 
   წყალთანი, რომელ ოდეს-მე ქუეყანასა ზედა, რომლისაგან ბნელი 
   მწუხრი და ზ^, ღამჱ და ნათელი დღისაჲ და განთიადისაჲ. 
   ესე შჳდნი ძლიერნი საქმენი ქმნნა ღმერთმან დღესა მას 
   პირველსა. 

      ხოლო მეორესა დღესა, პირველ სამყაროჲ შორის წყალთა და 
   წყალთა. ამას დღესა განიყვნეს წყალნი: ზოგი მისი აღჴდა ზედა 
სამყაროსა და ზოგი მისი დაადგრა ქუეშე სამყაროსა მას. 
   შორის ყოველსა ზედა-პირსა ქუეყანისასა ესე ხოლო ქმნა 
   ღმერთმან დღესა ბ^-სა. 

      ხოლო მესამესა დღესა, ზღუები, მდინარენი, წყაროები, ტბები. 
   მეორედ თესლი ნათესავი. მესამედ მცენარენი, ხჱ ნაყოფიერი 
   და უნაყოფოჲ, მაღნარნი. ესე ოთხი საქმჱ ძლიერი ქმნა 
   ღმერთმან დღესა მესამესა. 

      ხოლო მეოთხესა დღესა: ა^, მზჱ და ბ^, მთოვარჱ, გ^, ვარსკულავნი 
   ესე სამნი დიდნი საქმენი ქმნნა ღმერთმან დღესა დ^-სა. 

      ხოლო მეხუთესა დღესა: ა^, ვეშაპი დიდი. ბ^, თევზნი და სხუანი 
   წყალთა შინა. გ^, მფრინველნი ფრთოვანნი. ესენი ქმნნა 
   ღმერთმან დღესა მას ე^-სა. 

      ხოლო მეექუსესა დღესა: ა^, მჴეცნი, ბ^, საცხოვარნი. გ^, 
   ქუე-წარმავალნი ქუეყანისანი და დ^, კაცი. ესე დ^-ნი დიდნი 
   საქმენი ქმნნა ღმერთმან დღესა მე-ვ^სა. და იყო ყოველი ქმნული 
   ღმრთისაჲ კ^ბ ვ^-თა დღეთა. და აღასრულა ყოველი-ვე საქმჱ 
   თჳსი დღესა მას მეექუსესა. რაოდენნი არიან ცათა შინა და 
   ქუეყანასა ზედა, ზღუათა შინა და უფსკრულთა, ნათელსა და 
   ბნელსა და: ყოველსა შინა. და განისუენა ღმერთმან ყოველთაგან 
   საქმეთა მისთა დღესა მას მე-ზ^სა და აკურთხა და განწმიდა 
   იგი. 

      და აუწყა იგი ანგელოზისა მიერ მოსეს, რაჲმეთუ კ^ბ მამათ-მთავარნი 
   ადამითგან ვიდრე ისრაჱლისამდე. "და 
   გამოვირჩიო თავისა ჩემისა ნათესავისაგან მისისა ერი მოგებული 
   ყოველთაგან წარმართთა". ხოლო იყვნეს თავნი ესე და 
   არიან ნათესავნი რომელთათჳს თქუა უფალმან ესრეთ: 
   ადამ. სჱთ. ენუს, კაინან, მალალელ, იარედ, ენუქ, 
   მათუსალა, ლამექ, ნოვე, სჱმ. არფაქსად, სალა. ხოლო 
კაინან არა მოაჴსენა რიცხუსა შინა. ებერ, ფალეგ, რაგავ, 
   სერუგ, ნაქორ, თარა, აბრაჰამ. ისაკ და ისრაჱლ. ერთბამად 
   კ^ბ ნათესავ, ამისთჳს-ცა კ^ბ არიან ანბანი ებრაელთანი რომელ 
   არიან ესენი ანბანი ებრაელებრი ალეფ, ბჱთ. 
   გიმელ, დალჱ, ჰჱ, ვავ, ზანა, ჱთ. ტჱთ. იოთ. 
   ქაფ, ლამედ. მემ. ნონ, სამექ. აინ, ფჱ, წადჱ, კოფ, 
   რჱ. შინ. თავ. ამისთჳს კ^ბ წიგნ არიან ძუელისაგან შჯულისა 
   ესე მუჴლნი ებრაელთა შორის კ^ბ რაჲმე არიან. ხოლო კ^ბ 
   აღირაცხებიან, რაჲმეთუ ხუთნი იგი ასონი მათ შორის ორკეც 
   არიან. ქაფ მრჩობლ არს, მემ და ნონ და ფჱ და წადჱ. ესრეთ-ცა 
   წიგნნი აღირაცხებიან. 

      ა^ ბრეშით, რომელ არს-ა შობაჲ სოფლისაჲ, ბ^ ელისმოთ, 
   რომელსა ჰრქჳან გამოსლვათაჲ. გ^ ოდოისკრა, რომელ არს 
   ლევიტელთაჲ. დ^ ოდოდაბირ რომელ არს რიცხუთაჲ. ე^ ევედებარიმ, 
   რომელ არს მეორჱ შჯული. ვ^ დიიესჳ, რომელ არს ისუ 
   ნავესი წიგნი. ზ^ დიიობ. რომელ არს იობი. ჱ^ დასოპტიმ, 
   რომელ არს მსაჯულთაჲ. თ^ დირუთ. რომელ არს რუთისი. ი^ 
   სფერთელიმ, რომელ არს დავითი. ი^ა დებრიამია. რომელ არს 
   ნეშტთაჲ [!] ა^. ი^ბ დებდმიამინ, რომელ არს ნეშტთაჲ ბ^. ი^გ დასმოელ, 
   რომელ არს მეფეთაჲ ა^. ი^დ დდავითუდისმოელ, რომელ 
   არს მეფეთა ბ^. ი^ე დმალაქიმ. რომელ არს მეფეთაჲ გ^. ი^ვ 
   დმალაქიმ, რომელ არს მეფეთაჲ დ^. ი^ზ დამასალოთ, რომელ 
   არს იგავთაჲ. იჱ^ ტკუელჱთ, რომელ არს ეკლესიასტჱ. ი^თ 
   სირამ, რომელ არს ქებაჲ ქებათაჲ. კ^ დათარიასარა, რომელ არს 
   ი^ბ წინაჲსწარმეტყუელთაჲ. კ^ა დიესაჲა, რომელ არს ესაია 
   წინაჲსწარმეტყუელისაჲ. კ^ბ დიიერემია, რომელ არს 
   იერემიაჲსი. კ^გ დიეზეკიელ, რომელ არს ეზეკიელისი. კ^დ 
   დიდანიელ, რომელ არს დანიელისი. კ^ე დიეზდრა რომელ 
არს ეზრაჲ ა^. კ^ვ დიეზდრა. რომელ არს ეზრაჲ ბ^. კ^ზ 
   დიესთერ, რომელ არს ესთერისი. არიან სხუანი მცირენი 
   წიგნნი. რომელსა ჰრქჳან კინოთ, რომელ არს გოდებაჲ. ესე 
   იერემიასა შეერთჳს, რომელ არს რიცხვისა მაგის მეტი და 
   იერემიასა-ვე შეერთვის, რაჲთა უკუე რიცხჳ-ცა ესე წიგნთაჲ 
   გაუწყო ჭეშმარიტითა სიტყჳთა. 

      ხოლო სიტყჳსა შემოღებისაჲ ამის არს სახჱ ესე. ოთხად და 
   ხუთად განჰყოფენ ებრაელთა ყრმათა ძუელისა შჯულისაგანთა. 
   ხუთეულად დააწესებენ მოსეს წიგნთა, რაჲმეთუ 
   შემდგომთა-ცა მათ ესრჱთ-ვე დააწესეს, რომელ არიან წიგნნი 
   ესე: შობათაჲ, გამოსლვათაჲ, ლევიტელთაჲ. რიცხუთაჲ, მეორისა 
   შჯულისაჲ. მეორედ ხუთეულად: სტიქერონნი, რომელ 
   არიან წიგნნი ესე, იობი, დავითი. იგავთაჲ, ეკლესიასტჱ, 
   ქებაჲ ქებათაჲ. ხოლო სიბრძნჱ სოლომონისი და ზირაქი 
   იგი-ცა სტიქერონ-ვე არიან დასარგებელნი არონაჲსანი, რომელ არს 
   კიდობნისანი, ხოლო ებრაელთა არა დადვეს ძუელისა 
   შჯულისასა. მესამედ ხუთეულად, წინაჲსწარმეტყუელთაჲ. 
   რომელ არიან წიგნნი ესე ი^ბ-თა წინაჲსწარმეტყუელთა, ესაიაჲ, 
   იერემიაჲ, ეზეკიელი, დანიელი რომელმან იწყო წინაჲსწარმეტყუელებად 
   უწინარჱს ეზეკიელისა, ხოლო ცხოვნდა 
   ცხორებასა მისსა მრავალ ჟამ და მიიწია ვიდრე მეორედ 
   წლადმდე დარიოს მეფისა, რომელი იყო უწინარჱს პირველსა 
   წელსა კჳროს მეფისასა. ხოლო შემდგომად ჟამთა 
   წინაჲსწარმეტყუელთა ამათ წინაჲსწარმეტყუელებდა ანგეოს 
   დასაბამსა მეორედ შჱნებასა მას ტაძრისასა იერუსალჱმს. 
   წინაჲსწარმეტყუელებდა ზაქარია-ცა შემდგომად მ^ვ 
   დღისა ანგეაჲსა დასასრულსა შჱნებისათჳს მის ტაძრისა. ხოლო 
   ჟამთა მათ წინაჲსწარმეტყუელებდა მალაქია-ცა. ხოლო 
   ზოგად აღიწერნეს ესე ი^ბ-ნი წინაჲსწარმეტყუელნი. მეოთხედ 
ხუთეულად დააწესეს წიგნსა რომელსა ჰრქჳან დექთობინ, 
   რომელ გამოითარგმანების "დაწერილად". ესე წიგნნი არიან 
   ისუ ნავესი, პირველი წიგნი. მსაჯულთაჲ-ცა მას-ვე შეერთვის 
   და რუთისი, ამისთჳს რაჲმეთუ ერთი იგი ასოჲ ორკეც არს, 
   რომელ არს ქაფ, ნეშტთაჲ ა^ და მე-^ბ ამისთჳს რაჲმეთუ ორკეც 
   არს მემ, და მეფეთაჲ წიგნი პირველი და მეორე რაჲმეთუ 
   ორკეც არს ნონ. მე-^გ და მე-^დ მეფეთაჲ რაჲმეთუ ორკეც არს 
   ფ^ჱ. ესე არიან ოთხნი იგი ხუთეულნი. რომელნი იგი 
   აღირაცხებიან კ^ წიგნად, არიან კ^დ თავ რიცხჳთ, ამისთჳს 
   რაჲმეთუ ორკეც არიან დ^-ნი იგი ასონი. 

      ხოლო შემდგომად დ^-თა ამათ ხუთეულთა პირველი და 
   მე-^ბ წიგნი ეზრაჲსი ერთ წიგნად შეირაცხების ებრაელთა შორის. 
   ამისთჳს რაჲმეთუ წადე-ცა ორკეცად-ვე შეირიცხების რომელ 
   არს კ^ვ დავი წულილ წულილად თქუმული ხოლო ესთერისი 
   წიგნი კ^ბ შეირაცხების კ^ზ თავად იპოვების. ესე კ^ბ-ნი სადა-ვე 
   იპოვებიან და მრავალ-ფერითა სახითა აღრაცხილნი კ^ბ-თა მათ 
   საქმეთათჳს, რომელ ქმნნა ღმერთმან ვ^-თა მათ დღეთა სოფლის 
   შესაქმისათა. კ^ბ-თა მათთჳს ნათესავთა ადამითგან 
   ისრაჱლისამდე, კ^ბ-თა მათთჳს ასოთა ალფითგან ვიდრე 
   თავადმდე. და კ^ბ-თა მათთჳს წიგნთა შობათაჲთგან ვიდრე 
   ესთერისა. 

      და საწყაულ იქმნა: კ^ბ-სა ქსესტსა ჰრქჳან ებრაელთა 
   "მოდ", ხოლო მოდი ბერძენთა გამოითარგმანეს და მოდ-ადვე 
   სახელ-სდებენ, ეგრეთ-ვე სახედ მეგჳპტელნი სახელ სდებენ 
   "მეტ". ეგრე-ვე სახედ ასურნი და არაბულნი მოდ-ადვე სახელ-სდებენ, 
   რომელი გამოითარგმანების "აღსარება" რომელ არს 
   "მოდიმ". უკუეთუ არა აღივსის მოდი, იგი არა აღიარის ვითარმედ სავსე 
   არს. და სხუასა-ცა ადგილსა გამოთარგმანებაჲ 
   ორკეცად ჰპოვო, რაჲმეთუ ჰრქჳან-ცა გნომონ რომელ არს საწყაული. 
   სახელ-ედების აღსარება-ცა და აღსარებული და აღმსარებელი. 
რაჲმეთუ რიცხჳ იგი საქმეთა მათ ღმრთისათაჲ დასაბამითგან 
   კ^ბ-თა მათ ასოთა სიტყჳს შემოღებაჲ, რომლისათჳს შჯული 
   ჩუენდა მოიწია და ღმრთისა მოძღურებითა ყოველი-ვე ჩუენ 
   სახელ გუექმნა. რომლისაგან შჯული და საიდუმლონი მას 
   შინა ქრისტე იესუ მოსლვასა მას მისსა გჳწამა და გამოგჳცხადნა. 
   რომელი მოვიდა და სახარებითა მით აღგჳვსო 
   ჩუენ საზომი იგი ცხორებისაჲ მოდისა მისგან, ესე იგი არს 
   აღსარებისაჲ. ყოველმან რომელმან აღიაროს მისა მიმართ 
   ცხორებაჲ მისგან შეიმოსოს საწყაულითა მით სიწმიდისაჲთა, 
   რაჲმეთუ ებრაელთა თქჳან რომელ არს კ^ბ ქსესტი პირველ 
   მოჴსენებისა მისებრვე აღრაცხილისა, რომელნი მრავალ სახედ 
   თქუმულ არიან, რაჲმეთუ მრავალთა სხუათა ნათესავთა გინათუ 
   შეჰმატეს, გინათუ გამოაჴუეს საწყაულისა მისგან, რომელი 
   ჭეშმარიტად ებრაელთაგან აღირაცხა, არამედ 
   ჰრომელთა-ცა შორის იპოვა ენისაებრ მათისა. მოდსა 
   საწყაული ჰრქჳან. ვითარცა ებრაელთა შორის ალეფ ყრმასა 
   სწავლასა შინა ჰმოძღურონ, და ბერძენთა შორის ალფინ 
   ძიებად იპოვა და სახელ-ედების. ხოლო მე ვისწავე ებრაელთაგან 
   ცხადად იპოვნეს სხუასა-ცა ენასა შორის. 

      არამედ დავითსა-ცა ე^ წიგნად-ვე განჰყოფენ. პირველით 
   ფსალმუნითგან რომელ არს "ესრია" რომელი გამოითარგმანების "ნეტარ 
   არს კაცი რომელი არა მივიდა" ვიდრე რომლისა თავი 
   "ერ მესქილ ალდალ ოებიონ" რომელ არს "ნეტარ არს 
   რომელმან გულისხმა-ყოს გლახაკისაჲ". ხოლო აკჳლას თქუა 
   ნეტარ არს სახჱ კეთილი მიცემად". წიგნად რომლისა 
   თავი: "ქიალ თააროგ ალაფისიმაინ" რომელი გამოითარგმანების: 
   "ვითარცა სურინ ირემსა" ვიდრე ო^ა თავადმდე რომლისა 
   თავი: "ჱლოინ მასფატაქ ლამელ ექთე" რომელი გამოითარგმანების: 
ღმერთო სარჩელი შენი მეუფესა მიეც". წიგნად ო^ბ 
   რომლისა თავი: "აქ ბოთ იჱლ ელიომა" რომელ გამოითარგმანების 
   "ვითარ კეთილ არს ისრაჱლისა ღმერთი გულითა" 
   ვიდრე პ^ჱ-მდე რომლისა თავი: "ესდა ადონაი ლულამ ასის" 
   რომელი გამოითარგმანების: "წყალობათა შენთა, უფალო, უკუნისამდე 
   უგალობდე". ხოლო დ^ წიგნად პ^თ რომლისა თავი: 
   "ადონაი მაონ ათა აიათა ლანუ" რომელი გამოითარგმანების 
   "უფალო, შესავედრებელ მეყავ ჩუენ ნათესავითი-ნათესა (!)" 
   ვიდრე რ^ე-მდე რომლისა თავი არს: "უდჳლა ადონაი ქიტობ ქილოლა 
   მესდო", რომელი გამოითარგმანების "აუვარებდით 
   უფალსა რაჲმეთუ ტკბილ არს". ხოლო არს ფსალმუნთა მათ ალელუაჲ. 
   ხოლო ე^ წიგნად რ^ვ ფსალმუნი რომლისა თავი "უდ 
   ულა ადონაჲ ქიტობ ქილულ ამისდო" რომელი გამოითარგმანების 
   ეგრეთ-ვე "აუვარებდით უფალსა რაჲმეთუ კეთილ" 
   ვიდრე დასასრულადმდე ვიდრე მეასე და მეერგასესა 
   ფსალმუნსა რომლისა თავი არს: "ალელუელ ბაკადის-ო" რომელი 
   გამოითარგმანების "აქებდით ღმერთსა სიწმიდეთა შინა 
   მისთა" არს იგი-ცა ალელუა. 

      რ^ნ-სა ფსალმუნსა წიგნი განამართლეს რაჲმეთუ ებრაელნი 
   ჰყოფენ დასასრულსა თითოვეულისა წიგნისასა ე^-თა მათ წიგნთა 
   საფსალმუნეთა დასასრულსა მას ფსალმუნისასა. საგალობელი 
   დასასრული არს წიგნისაჲ: "მისტობაროქა 
   ადონაჲჱლოჲ იჱლი მეალო აოდ ლაულა ამინოამინ" რომელი 
   გამოითარგმანების "კურთხეულ არს უფალი ღმერთი 
   ისრაჱლისაჲ ამიერითგან უკუნისამდე იყავნ. იყავნ". ესე არს 
   სადა დაესრულების თითოვეული ე^-ვე იგი წიგნი, რომელი-ცა 
   იგი წერილ არს დასასრულსა მე-მ^ ფსალმუნსა და ო^ა-სა და პ^ჱ და 
   რ^ე-სა. ხოლო რ^ და მეერგასისა მის, კურთხეულ არს 
უფალი ღმერთი ისრაჱლისაჲ. იყავნ. იყავნ. ყოველი სული აქებდით 
   უფალსა" რომელი ითქუმის ებრაელებრ "ქოჰანნეს სამათე 
   იჱლ თელულა". "ალელულა" ითქუმის: "აქებდით". "ალ" 
   ითქუმის "უფალსა". და დაესრულების ე^-ულისა ამის საფსალმუნისა საქმჱ. 

      ხოლო მიკჳრს თითოვეულად აღმოკითხველთაჲ ესოდენისა 
   ამის სულისა წმიდისა შემზადებაჲ და გულისჴმის-ყოფაჲ; 
   რომელნი სარგებელსა ამას და ღმრთისა ნიჭსა მიიღებენ 
   რაჲთა არცა-ღა ამას ზედა იქადოდიან შორის წარმართთა ყრმათა, 
   არამედ რაჲთა უწყოდიან რაჲ-ცა; იპოვოს მათ შორის შემზადებული 
   გინათუ შჯულისაგან ჭეშმარიტად წმიდათაგან წიგნთა 
   ძუჱლისაგან და ახლისაგან რომელი იგი მათ შორის იპოვოს 
   მიზეზი აქუნდეს. პირველად წარმართთა შორის ასოჲსა შემოღებაჲ 
   ალეფისგან; რომელ ითარგმანების სწავლისა მცნებაჲ მოყვანებულსა 
   მას ყრმასა. და იტყჳს ისწავე ალეფისგან და მათა 
   მიმსგავსებულად ალფა სახელი დასდვეს. და შეეტყუა გამოთქუმაჲ 
   იგი გამოთარგმანებულისაჲ ბერძენთა ენასა რაჲთა ჰრქუას 
   ყრმასა ისწავე ძიებად ალფინ, რაჲმეთუ ალფინსა ძიება 
   ჰრქჳან ბერძენთა ენასა. არამედ რაჲმეთუ თავ-ცა არს ასოჲ იგი 
   ალფაჲ და ღმრთისა მიერ მოცემულ არს ნათესავსა კაცთასა 
   აღებად პირისა და გულისხმის-ყოფად, რომელ წიგნსა ისწავებდედ 
   დიდითა აღებითა პირისაჲთა ითქუმის ხოლო სხუაჲ იგი 
   ასოჲ მცირედითა აღებითა პირისაჲთა მიეთხრობვის და ითქუმის. 
   არამედ არცა-ღა ასოჲ აქუნდა ბერძენთა არამედ ფჳნიკისაგან 
   ასოჲთა წერდეს მათსა მას ბერძულსა ასოსა რაჲმეთუ 
   ეგრეთ-ვე ჴმითა და სახელის დებითა ვითარცა ებრაელთა მიმსგავსებულად 
   ებრაელთაებრ ფჳნიკთა მათგან-ვე იპოვა. პალამიდის 
   ვინმე უკუანაჲსკნელ მოვიდა და იწყო ალფა-ბეტა ი^ვ 
ხოლო ასოჲ ბერძენთა უპოვა მარტოდ. ესე იგი არს ალფა 
   ბეტა გამა დელთა ე იოტა კაპა ლამდა 
   მჳ ნჳ ო პი რო სიმა ტაჳ ჳ. შესძინა კადმოს 
   მილისელმან ასოჲ სამი თეტა ფჳ 11. ამისთჳს-ცა 
   მრავალ ჟამ თუქუსმეტსა (!) ხოლო იჴმევდეს. ამისთჳს-ცა რაჲმეთუ 
   პირველთა მათ არა აქუნდა ლიტონი პალიდა სახელ-სდვეს 
   სიმაჲსგან და პისა და სპალიდა წერდეს, და სხუასა მრავალსა 
   სიტყუასა სხუად სახედ სახელ-სდებდეს და წერდეს. სიმონიდეს 
   ჯონელმან შესძინა ორი ასოჲ ჱიტა ჵ. ეპიქარმოს 
   სირაკელმან სამი ზეტა ქსი ფსი, და ესრჱთ აღესრულა 
   კ^დ იგი ასოჲ. ამისთჳს-ცა მისმსგავსა (!) ომეროს რიცხჳ იგი 
   კ^ბ-თაჲ მათ წიგნთაჲ ებრაელთაჲ, კ^დ-სა მას ასოსა გამოსახელსა 
   და აღრაცხილსა, და მან-ცა თჳსი იგი ჴელოვნებაჲ 
   ელიადოჲსია კ^დ-ნი დაჩხიბულნი კ^დ-ითა მით ასოჲთა მიამსგავსა, 
   ეგრეთ-ვე კუალად ოდჳსევს. ესე-ვე სიტყჳს შემოღებაჲ 
   ჩუენისა მის აღთქმისაჲ რომლისათჳს იგი აღვთქუთ ჩუჱნებად 
   რიცხჳ იგი კ^ბ-თა მათ საქმეთაჲ ღმრთისა მიერ რომელი 
   ექუსთა მათ დღეთა სოფლის შესაქმისათა იქმნნა. [ლოცვა ყავთ 
   ჩემთჳს საყუარელნო აღმორაჲ იკითხვიდეთ საყუარულით 
   შეიწყალეთ].


No comments:

Post a Comment