გული ჩემი მელმის, საყუარელნო, და თქუენცა ჩემ თანა გელმოდენ,
ძმანო, მონანო კურთხეულნო. მოვედით და ისმინეთ: გოდებს სული ჩემი, და ელმის თირკუმელთა ჩემთა. სადა არიან ცრემლნი, ანუ სადა არს ტირილი,
რაჲთამცა დავიბანენ ჴორცნი ჩემნი ცრემლითა და სულ-თქუმითა? ვინმცა
განმიყვანა მე და მყო ადგილსა უდაბნოსა, სადა არა არნ ყოვლადვე ჴმაჲ
ძეთა კაცთაჲ, სადა არს მშჳდობაჲ და ყუდროებაჲ დიდი, სადა-იგი არა არს
ჟღავილი, დამაბრკოლებელი ცრემლთაჲ,* არცაღა კუალად სიმრავლჱ,
დამაბრკოლებელი ტირილისაჲ, რაჲთამცა აღვიმაღლე ჴმაჲ და ვტიროდემცა
ღმრთისა მიმართ მწარითა ცრემლითა და ვთქუმცა სულ-თქუმით: მილხინე მე,
უფალო, და მელხინოს, რამეთუ დიდად ელმის გულსა ჩემსა და სულ-თქუმანი
ჩემნი არა მიტევებენ წუთ, რაჲთამცა განვისუენე.
ვხედავ, უფალო, რამეთუ წმიდათა შენთა, ვითარცა ოქროთა რჩეულთა,
წარიყვანებ ამიერ* სოფლით განსუენებად და ცხორებად,* ვითარცა მუშაკმან
ბრძენმან და გონიერებით რაჟამს იხილნის ნაყოფნი, კეთილად მომწიფებულნი,
მოსთულნის იგინი ადრე, რაჲთა არავისგან ევნოს საქმისაგან მტერისა
ნაყოფსა მას, ეგრეცა შენ, მაცხოვარო, შეჰკრებ რჩეულთა შენთა და
მაშურალთა, რომელნი-იგი წმიდად ცხონდეს ამაოსა ამას სოფელსა. ხოლო ჩუენ,
უდებნი და მედგარნი, თჳსითა ნებითა დავადგერით ესრჱთ სიფიცხლესა შინა
დიდსა და ნაყოფი ჩუენი მარადის ურგებ არს და და[ლპოლვილ] და დადგრომილ
ოდესვე და არა აქუს* ნებაჲ, რაჲთამცა მომწიფნა საქმითა კეთილითა,
რაჲთამცა მოისთ[ულო] წმიდად და დაიდვა საუნჯე[თა]
ცხორებისათა.
არა ჰქონან ცრემლნი თუალთა ჩუენთა, რაჲთამცა დააცუარა ჰაერ ...
... ლოცვისათჳს სულ-მოკლე, შინა ჯდომისათჳს უძლურ და
მიმოსლვისათჳს ძლიერ, შუებისათჳს გულს-მოდგინე, და მარხვისათჳს მწუხარე,
სიყუარულისათჳს ცივ და სიძულილისათჳს ტფილ, კეთილისათჳს მცონარ და
ბოროტისათჳს მოწრაფე.
ვინ-მე არა ტიროდის ანუ ვინმე არა იგლოვდეს ჩუენსა ამას
წესიერებასა, რომელი სავსე არს მედგრობითა?!
ხოლო იგი მამანი მონაზონნი და ჭეშმარიტნი ღმრთის-მოყუარენი
საჴმარ ეყვნეს უფალსა, აცხოვნნეს თავნი თჳსნი და სხუანი მრავალნი, არა
იყვნეს მცონარ, არცა ყოვლად განმცხრომელ, არცაღა ორითა გულის-სიტყჳთა
ვიდოდეს სადამე, არამედ ერთი გულის-სიტყუაჲ აქუნდა წმიდათა მათ,
რაჲთამცა ცხონდეს.
ხოლო სარკე იყვნეს და კეთილ ყოველნი, რავდენნი* ხედვიდეს მათ,
ერთი იყო მათგანი შემძლებელ თავისა თჳსისა* ვედრებად მრავალთა კაცთათჳს,
და კუალად ორნი მათგანნი შემძლებელ იყვნეს წარდგომად წინაშე ღმრთისა
ლოცვასა შინა მათსა წმიდასა გარემიქცევად რისხვისა, წარმართთა ზედა
მოვლინებულისა.
ვაჲმე, ვაჲმე, ძმანო, რომელსა ჟამსა ვართ, ვაჲმე, საყუარელნო
ჩემნო, რომელთა ბოროტთა წესთა და ხენეშთა მოგუცალდა და არა გჳნებს
ცნობის, რომელთა ბოროტთა შინა ვცხონდებით მარადის. რამეთუ არა ფრთხილ
არს თუალი იგი სულისაჲ დიდითა დაბრმობითა და განცხრომითა მისითა;
ამისათჳს ვერ შემძლებელ ვართ განცდად მომავალისა მისთჳს ჭირისა ამაოსა
ამას სოფელსა.
წმიდანი და მართალნი ესერა გამოირჩევიან სადგურისა მისთჳს
ცხოველ, რაჲთა არა იხილონ ჭირი, რომელი მომავალ არს ყოველთა ზედა
ცოდვათა ჩუენთათჳს. იგინი გამოირჩევიან, და ჩუენ გურულის; იგინი
შეკრბებიან, და ჩუენ გუძინავს; იგინი აღიტაცებიან, და ჩუენ სოფელსა ამას
ამაოსა ვიქცევით, იგინი მივლენან განცხადებითა წინაშე ღმრთისა
მიმართ წმიდისა, და ჩუენ ქუეყანასა ზედა განვსცხრებით.
უფლისა მოსლვაჲ კართა ზედა დგას, და ჩუენ ორგულებთ; ზეცისა იგი
საყჳრი მზა არს ჴმობად ბრძანებითა ღმრთისაჲთა და შეძრვად ერთბამად
ყოველთა შესაძრწუნებელითა ჴმითა ღმრთისაჲთა და აღდგინებად ყოველთა,
რომელნი საუკუნითგან დაძინებულ არიან, რაჲთა კაცად-კაცადსა მიეგოს
საქმეთა მათთაებრ მართალი საშჯელი, და ჩუენ უდებ ვართ და ფრიად
შეურაცხ-გჳყოფიეს; ძალნი ცათანი მზად დგანან ბრძანებისათჳს
მისისა მოსლვად შიშით წინაშე სიძისა, რაჲთა მოვიდეს დიდებითა მამისაჲთა
სოფლად განშჯად ცხოველთა და მკუდართა, და ჩუენ არა გუწამს. რაჲ-მე იყოს
ჩუენი, ძმანო? ანუ ვითარ-მე წარვდგეთ წინაშე ქრისტჱსა ანუ რაჲ სიტყუაჲ
მიუგოთ უდებებისათჳს ჩუენისა ცხორებასა? მოვედით აწ და ვიწრაფოთ,
საყუარელნო ძმანო, და ვტიროდეთ დაუცხრომელად და ვინანდეთ კეთილად
მდაბლითა სულითა და ყუდროჲთა გონებითა , უკუეთუ არა, მუნ ურგებად
ვტიროდით ჟამსა მას საშჯელისასა და განკითხვასა მას ყოველთა კაცთასა.
რამეთუ ვიტყოდით კაცად-კაცადი მწარითა ცრემლითა: ვაჲმე ცოდვილსა,
რაჲ-მე ესე მყის იქმნა ჩემ ზედა უბადრუკისა. ვითარ წარჴდა ცხორებაჲ ჩემი
მედგრობით! ვერ ვცან კრძალულად და არა გულისხმა-ვყავ სამართლად, ვითარ-იგი
მიიპარნეს ჟამნი ჩემნი განმცხრომელისანი,* ვერ გულისხმა-ვყავ
ჭეშმარიტად, სადა არიან დღენი იგი სულ -დაღებულნი, რომელთა მე თანა-წარვჴედ
უდებებითა დიდითა, რაჲთამცა შევინანე ძაძითა და ნაცრითა. რამეთუ
არარაჲ სარგებელ გეყვნენ შენ მრავალნი სიტყუანი მას ჟამსა შინა; მერმე
კუალად ოდეს ვიხილნეთ წმიდანი ღრუბლითა ჰაერთა შინა, რამეთუ
მიეგებვოდიან ქრისტესა, მეუფესა დიდებისასა, ხოლო თავთა ვხედვიდეთ
დიდსა შინა ჭირსა. რაჲმე-ვყოთ, ანუ რასა-მე ვიქმოდით? ვინ-მე იტჳრთნეს
ეგოდენნი იგი სირცხჳლნი და მრავალნი ყუედრებანი? განვიფრთხოთ, ძმანო
საყუარელნო, განვიფრთხოთ, მოყუარენო ღმრთისანო, განვიფრთხოთ მონანო
ქრისტჱსნო, შვილნო საყუარელნო, ღმრთისაგან მაცხოვრისა.
მოვედით და შევიკრიბნეთ თჳსნი იგი გულის სიტყუანი ამის სოფლისა
ამაოჲსა და შეურდეთ* ღმერთსა მრავლითა ცრემლითა და ვევედრებოდით მას
დღითი-დღედ სულ-თქუმითა გულისაჲთა, რაჲთა გჳჴსნეს ჩუენ ცეცხლისაგან
საუკუნოჲსა და მწარისაგან სატანჯველისა. ნუმცა განვეშორებით ტკბილსა
უფალსა ჩუენსა იესუ ქრისტესა, რომელმან მისცა თავი თჳსი ჩუენთჳს.
ყოველთა თქუენ გევედრები და ყოველთა შეგივრდები მე, ცოდვილი ესე და
არაღირსი მონაჲ. დასთხიენით ცრემლნი ჩემთჳს უდებისა* ლოცვასა შინა
თქუენსა, მსახურნო ქრისტჱსნო, რაჲთა თქუენ თანა მეცა ვტიროდი ცრემლითა,
და განათლდეს მცირედ დაბნელებული გონებაჲ ჩემი, და მოვიძიო მაცხოვარი
წმიდაჲ, რაჲთა მომმადლოს მე გულს-მოდგინებაჲ მცირედ და ვინანდე მცირედ,
ვიდრე ესე ჟამი არს-ღა სინანულისაჲ, და თქუენ თანა ვიყო სამოთხესა მას
ფუფუნებისასა, ნათელსა საუკუნესა.
ჰე, საყუარელნო, მიიღეთ ვედრებაჲ ესე ჩემი სიყუარულისათჳს
ღმრთისა. ჰე, ასულნო* ქრისტჱსნო, მიიღეთ ვედრებაჲ ჩემი, უდებისა ძმისა
თქუენისაჲ, და ვიწრაფოთ ყოვლითა ღმრთისა მიმართ წმიდისა, რაჲთა
მლხინებელ გუეყოს ჩუენ, ვიდრე გუქონან-ღა ჟამნი ესე. აჰა ესერა კართა
დგას უფალი აღსრულებად ამაოჲსა ამის სოფლისა. ამისთჳს მადლი მივსცეთ
დიდებასა შინა მყოფსა, რამეთუ მისი არს დიდებაჲ უკუნისამდე, ამენ.
No comments:
Post a Comment