В Ванкувер (Канада) на 6-ю генеральную ассамблею ВСЦ в составе религиозной делегации СССР направлено 47 агентов органов КГБ из числа религиозных авторитетов, священнослужителей и технического персонала.
(МАТЕРИАЛЫ КОМИССИИ ЯКУНИНА И ПОНОМАРЕВА 1990 ГОДА.
Выписки из отчетов КГБ о работе с лидерами Московской патриархии)
ამ დელეგაციაში საქართველოს საპატრიარქოს ჯგუფიც შედიოდა,რომელსაც ილია მეორე ხელმძღვანელობდა.
იდუმალ მკბენარნი
საეკლესიო კოლაბორაციონიზმმა და კონფორმიზმმა,რომელიც
სრულიად
უცხოა
ქრისტიანობისთვის
ჯერ
კიდევ
რუსეთის
იმპერიაში
სრულიად
დამახინჯებული
და
ეკლესიისთვის
დამაკნინებელი
სახე
მიიღო.
პატრიარქობის
ინსტიტუტი
გაუქმდა,სინოდი
კი
სახელმწიფოს
ჩინოვნიკს
(ობერ–პროკურორს)
დაექვემდებარა.ეკლესიას
იდეოლოგიური
და
საინფორმაციო–სადაზვერვო
ფუნქციები
დაეკისრა.
ამ
ფუნქციების
დელეგირება,
მემკვიდრეობით
საბჭოთა
კავშირის
ათეისტური
იმპერიის
დროსაც
სინქრონულად
გაგრძელდა
და
კომუნისტების
სამსახურში
ჩამდგარმა
კონფორმისტმა
იერარქებმა,
დიდი
ენთუზიაზმით
დაიწყეს
მათი
შესრულება,ხოლო ის ეპისკოპოსები,სამღვდელოება
და
მრევლი,რომელმაც
უარი
თქვა
ათეისტურ
რეჟიმთან
თანამშრომლობაზე,
ამ
კონფორმისტი
იერარქების
დასმენებით
საკონცენტრაციო
ბანაკებში
იქნა
განადგურებული.
ამის
სანაცვლოდ
მავანმა
და
მავანმა
ხელშეუხებლობა,კომფორტი,
უცხოეთში
ვიზიტები
და
სხვა
პრივილეგიები
მიიღეს.
ასეთი
ტიპის
საეკლესიო
ორგანიზაციებში
ქრისტესთვის
უბრალოდ
ადგილიც
არ
არის.
ისინი
მოსწყდნენ
ეკლესია–ორგანიზმს,
ღმერთკაცობრივ
სხეულს
და
იმ
პატრიარქთა
სხეულებს
შეადგენენ
ვინც
''კაცღმერთებად''
ჰყავთ
შერაცხილი.
ქრისტიანობაში, ეპისკოპოსისა (პატრიარქის)
და
მრევლის
პასუხისმგებლობა
ორმხრივია:
ეპისკოპოსი
ვალდებულია
პასუხს
აგებდეს,თავისი
სამსწყსოს
სარწმუნოებასა
და
ზნეობაზე,მრევლი
კი
თავისი
ეპისკოპოსის
სარწმუნოებაზე
და
ზნეობაზე.
ამით
სრულიად
უკუგდებულია
ისეთი
ეკლესიოლოგიური
გაუგებრობა
,როგორიცაა
პაპიზმი,როდესაც
მრევლი
თავის
თეოლოგიურ,
ზნეობრივ
და
მისტიურ
პასუხისმგებლობას
მთლიანად
ე.წ. რელიგიურ
ავტორიტეტებს:
პაპებს,პატრიარქებს,სულიერ
მოძღვრებს
(სტარცებს)
აკისრებს.
ეპისკოპოსი, რომელიც მწვალებლობაში ვარდება(ჩვენ შემთხვევაში
სერგიანელ-სტალინისტი
და
ეკუმენისტი),
ავტომატურად
კარგავს
ეპისკოპოსობას,
ანუ
კარგავს
ჭეშმარიტი
სარწმუნოების
ზედამხედველობის
პატივს,
იგი
ცრუეპისკოპოსი
ხდება.
ასეთი
ეპისკოპოსი
განვრდომილია
საეკლესიო
იერარქიიდან
და
საეკლესიო
ერთობის
მიღმა
რჩება.
უფრო
მეტიც,
თუკი
მრევლი
მას
კვლავაც
ეპისკოპოსად
მიიჩნევს,
ანუ
აგრძელებს
მის
"ღმრთისმსახურებაში"
მონაწილეობას,
ღებულობს
მისგან
საიდუმლოებებს,
კურთხევას
და
ა.შ., ისინი
(სამღვდელოება
და
მრევლი)
მასთან
ერთად
განვარდებიან
ეკლესიისგან
(წმ.
ეგნატე
ღმერთშემოსილი,
"ფილადელფიელთა
მიმართ").
მწვალებელი ეპისკოპოსი ბევრად უფრო სახიფათოა, ვიდრე უბრალო მორწმუნე, რადგანაც იგი მთელ ეკლესიას ბილწავს. ეკლესია ხომ მხოლოდ ეპისკოპოსის საშუალებით უკავშირდება ქრისტეს მიერ მამა ღმერთს, რომლისაგანაც ღებულობს კიდეც
ეპისკოპოსი
სული
წმიდის
მადლს
საიდუმლოთა
აღსრულებისათვის,
რითაც
იკურთხება
ეკლესია.
შეუძლებელია სამწყსო (სამღვდელოება და მრევლი)
თავისი
ეპისკოპოსის
გარეშე
ცხონდეს,
ისევე
როგორც
შეუძლებელია
იცოცხლოს
სხეულმა
თავის
გარეშე
– ეს
არის
მართლმადიდებლური
ეკლესიოლოგიის
აქსიომა.
"სანთელი
გუამისა
არს
თუალი"(მათე,
6,22), ხოლო
სანთელი
ეკლესიისა
არის
ეპისკოპოსი.
ამიტომაცაა
აუცილებელი,
რომ
თვალი
დაწმენდილი
იყოს,
რათა
სხეულმა
სწორად
იმოძრაოს.
როდესაც
თვალი
დაბინდულია,
მაშინ
სხეულიც
არასწორად
მოძრაობს;
ამრიგად,
"ეკლესიის
წინამძღოლის
– ეპისკოპოსის
მიხედვით
ცხონდება
ანდა
ხიფათში
ვარდება
მთელი
ეკლესია"(წმ. გრიგოლ
ღმრთისმეტყველი,
წერილი
#34).
ვინ არღვევს ქრისტეს კვართს? ცხადია ისინი ვინც ამახინჯებენ ეკლესიის მოძღვრებას, ვინც არღვევენ მოციქულთა, წმიდა კრებათა, მამათა კანონებსა და განწესებებს. სწორედ მათ “დაუტევეს
წყარო
წყლისა
ცხოველისა
და
უთხარნეს
თავთთა
მათთა
ჯურღმულნი
გახურეტილნი,
რომელნი
ვერ
შემძლებელ
არიან
დაპყრობად
წყლისა”.
(იერემია
2; 13)
“აწ უკუე გამოვიძიოთ შეცვალებანი ესე მართლაღსარებისანი, რომ იქმნეს
ამათ
წელთა,
იხილეთ,
ნუ
უკუე
მიზეზითა
ცრუ
მშვიდობისათა,
შფოთისა
და
განდგომილებისა
ქადაგებად
იპოვნეთ,
რომელი
იგი
განდგომილება
ღმრთისაგან
წინამორბედად
ანტიქრისტესა
ყოფად
თქუა
მოციქულმან”
(წმ.
მაქსიმე
აღმსარებელი).
გამოვიძიოთ თუ ვინ “ზრახვენ წინააღმდგომსა ქრისტეს მოძღვრებისასა
წარსაწყმედელად
თავთა
თვისთა
და
მორჩილთა
თვისთა.
რომელთაგან
ჯერ-არს თქუენდა,
რაითა,
ვითარცა
მხეცთა
ესრეთ
განეშორნეთ,...
ესე
ვითარნი
- იგი
არიან
ახალნი
ძაღლნი,
რომელნი
ვერ
შემძლებელ
არიან
ყეფად
(ისაია,
56; 10), განცოფებულნი
და
იდუმალ
მკბენარნი,
რომელთაგან
ჯერ-არს ფრიადი
კრძალვაი,
რამეთუ
უკურნებელად
სნეულ
არიან”
(წმ.
ეგნატ
ღმერთშემოსილი
“ეფესელთა
მიმართ”,
თავი
VII).
წმიდა გრიგოლ ნოსელი გვასწავლის: “ეკლესიის ორგანიზმში
ყველა
ცალკეული
ნაწილი
ამ
სხეულისა,
ერთმანეთთან
და
თავთან,
ქრისტესთან
უმტკიცესი
ორგანული
კავშირით
არიან
შეერთებულნი.
ეს
არის
ცოცხალი
ზნეობრივი
კავშირი.
ეკლესიის
თავი
ქმნის
წმიდა
და
ანკარა
სახეს
ეკლესიისას
და
ამით
სიწმინდისა
და
უმანკოების
ბეჭედს
ასვამს
ეკლესიის
ყველა
წევრს.
ამიტომაც,
თუკი
ვინმე
გამოავლენს
სხვაგვარ
თვისებას,
სახეს
განსხვავებულს
იმისგან,
რომელიც
ეკლესიის
თავისგან
არის
დამტკიცებული,
ის
რათქმა
უნდა
კარგავს
კავშირს
თავთან
და
ამის
შემდეგ
აღარ
არის
ეკლესიის
წევრი”
ასე, რომ ეპისკოპოსი, რომელიც ღალატობს ჭეშმარიტებას, არღვევს მოციქულთა
და
წმიდა
მამათა
განწესებებს
და
სხვაგვარად
ასწავლის
ვიდრე
ყოველთვის
ასწავლიდა
ეკლესია
- კარგავს
კავშირს
ეკლესიის
თავთან,
ქრისტესთან
და
ყველა
თავის
მიმდევართან
ერთად
საღმრთო
მადლის,
მაცხოვნებელი
წყაროს
გარეშე
რჩება.
ამრიგად
ჩვენ
აღმოსავლეთს
პატრიარქთა
სწავლების
მიხედვით:
“არა
საყდრის
და
ტიტულის
მიხედვით
ვმსჯელობთ
მართლმადიდებლობაზე,
არამედ
- საღმრთო
წერილთა,
საკრებო
განჩინებათა
და
ყველასთვის
ქადაგებული
სარწმუნოების,
ე.
ი.
ეკლესიის
უწყვეტი
სწავლების,
მართლაღმსარებლობის
მიხედვით
ვმსჯელობთ
თვითონ
საყდარზეც
და
მასზე
მჯდომზეც”,
რამეთუ
მრავალი
“სამოციქულო
აღმსარებლობით
როდი
ამკობს
თავის
საყდარს,
არამედ
სამოციქულო
საყდრით
ცდილობს
თავისი
ღირსების
დამტკიცებას”.
(აღმოსავლეთის
პატრიარქთა
მრგვლივ
მოსავლელი
ეპისტოლე”.
1848, თავი
XI)
რომელი მოციქული თუ წმიდა მამა ამბობდა, რომ ეკლესიაში არა დოგმატებისა და კანონების დაცვაა საჭირო, არამედ რაღაც, სწორედ “იგივეობა”, ანუ ფორმალური ისტორიული იდენტურობა? სად და როდის აღგვითქვა უფალმა რომელიმე განსაზღვრული იურისდიქციის შენარჩუნება
საუკუნეთა
აღსასრულამდე?
ამგვარი
აღთქმა
უფალს
არ
მიუცია
არც
რომის,
არც
საბერძნეთის,
არც
რუსეთის,
არც
სხვა
რომელიმე
ეკლესიისთვის.
“აღვაშენო
ეკლესიაი
ჩემი,
და
ბჭენი
ჯოჯოხეთისანი
ვერ
ერეოდიან
მას”
(მათე.
16; 18). “აღვაშენო
ამას
კლდესა
ზედა”
- სარწმუნოების
ჭეშმარიტ
აღმსარებლობაზე.
სარწმუნოების
სიწმინდის
დაცვის
გარეშე
საეკლესიო
ორგანიზაცია
არის
არა
ქრისტეს
ეკლესია,
არამედ
“საკრებულო
ფარისეველთა
და
მზაკვართა”,
რომელნიც
დასხდნენ
“მოსეს
საყდარზე”,
მაგრამ
თხზავენ
რაღაც
უცხო
რწმენას,
რომელთა
შესახებაც
მოციქული
იტყვის:
“დაღაცათუ
ჩვენ,
გინა
თუ
ანგელოსი
ზეცით
გახარებდეს
თქუენ
გარეშე
მისსა,
რომელი
- იგი
გახარე
თქუენ,
შეჩვენებულ
იყავნ”
(გალ.
1; 8). “ბჭეთა
ჯოჯოხეთისათა
სიტყვა
ღმრთისა
უწოდებს
უღმერთოთა
მიერ
ქრისტიანთა
წამებას
და
მწვალებელთა
ღვთისმგმობელობას,
რამეთუ
ყოველივე
ამას
ეკლესია
ღმრთისა
წინ
აღუდგება,
არ
ემორჩილება
რა
უღმრთოებს
და
ებრძვის
რა
ერეტიკოსებს”.
(Св. Исидор Пелусиот. "Письма". т. I. стр. 107).
No comments:
Post a Comment