XXXVI და XXXVII თავები. თქმული უნდოსა და გლახაკისა ხუცეს-მონაზონისა ბესარიონის მიერ. რომელი იყო უდაბნოით გარესჯით მრავალმთისაჲთ, მონასტერსა წმიდისა იოანე ნათლისმცემელისა, ხოლო წიგნსა ამას ეწოდების „გურდემლი“.

XXXVI თავი
დედათა წიდოვანთათჳს თუ ვითარ ჟამსა მას, ოდეს იგი ბუნებითსა წესსა შინა იყვნეს საკურთხეველად აღიყვანებენ და აზიარებენ

ეგრეთვე დედანი მათნი, რაჟამს მიდგომილ იყვნეს ქმართა მათთა: რად ვიტყჳთ ქმართა ანუ თუ სხჳსა უწესობისა მრავალისა მოქმედ, ანუ თუ ბუნებითითა წესითა სისხლმცენარეობდენ, არა დაეყენებიან საკურთხეველად მართ შესლვისაგან. და წმიდათა საიდუმლოთა ზიარებად. აჰა ესერა ესეცა დიდი უწესობაჲ და წინა აღდგომა სჯულისა.უკეთუ ძუჱლისასა არა ისმენენ მოსეს მიერ განწესებულსა და უფროჲსღა ღმრთისასა, რამეთუ მან რაჲცა თქუა, ღმრთისა მიერ მოიღო ბრძანებაჲ და ეგრეთ განაწესა და ყოველთა წმიდათა წინასწარმეტყველთა და მართალთა დაიმარხეს იგი. ხოლო ახალსა ამას სჯულსა შინა უმეტეს საკრძალველ არს ესე და რაჲსთჳს ესრეთ ჰყოფენ, რამეთუ ამითცა გარდავლენ საზღუარსა მამათასა და შორს ჰყოფენ თავთა თჳსთა ყოვლისა სჯულისდებისა და მოძღვრებისა მათისაგან, რამეთუ სჯულის კანონთა შინა წერილ არს ვითარმედ: „არა ჯერ არს დედაკაცისა შესლვად საკურთხეველად” (ლადიკიის კრება, კანონი XXXXIVI) და კუალად მასვე სჯულის კანონთა შინა წერილ არს ვითარმედ: „ხოლო დედობრივითა წესითა სისხლ მცენარეთა დედათათჳს უკეთუ უღირს მათ შესლვად სახლსა ღმრთისასა, ნამეტნავ ვჰგონებ კითხვასაცა, რამეთუ არცა მათგან ვირწმუნებ განკრძალულნი თუ იყვნენ, ვითარმცა კადნიერ იქმნენ ბუნებითსა რომელსა შინა იყვნენ ვნებასა ანუ წმიდისა ტრაპეზისა მომართ მოსლვად. ანუ ჴორცისა და სისხლსა ქრისტესისა შეხებად. ხოლო ლოცვად ვითარცა ვინ იყოს და ვითარძითაცა ვნებითა უფლებული მოხსენებად მეუფისა და თხოვად მის მიერისა შეწევნისა, არა ოდეს დაიყენების, ხოლო წმიდათა მიმართ და წმიდათა წმიდათასა შესლვად, არა თუ ყოვლითურთ წმინდა იყოს სულით და ჴორცით, არა ფლობილ იქმნების” (დიონისეს ეპისტოლე ვასილიდის მიმართ, თავი II).
კუალად წერილ არს: „დედეკაცი რაჟამს წესსა ზედა თჳსსა იყოს წიდოვნებისასა, არა უხმს ზიარებაჲ ვიდრემდის არა განწმდეს” (ტიმოთე ალექსანდრიელი, კანონი VII). ესე არს მამათა მიერ დადებული საზღუარი ძუჱლისა სჯულისა მიერ უმრავლესი უწყებანი. ნეფსით დავიდუმეთ, რათა არა სიმრავლე წერილთა იქმნეს, და ვისაცა არა სცოდნოდის საღმრთო წერილნი, აღმოიკითხენ და ყოველივე ცხადად გეუწყნენ, თუ ვითარ დაყენებულ არს წინასწარმეტყველთაგან ესევითარი უწესობაჲ. და უკეთუ თქუან ვითარმედ: ბუნებითი საქმე ცოდვად არა შეირაცხებისო, მეცა ვიტყჳ ვითარმედ, ვინაჲთგან ბუნებით არს და არა ნებსითი, არა არს იგი ცოდვა, არამედ ღმრთისა მიერ დადებულ არს ესე დასაბამითგან, ბუნებასა შინა დედათასა პირველისა ცთომისა ძლით საკდემელად და დასამდაბლებელად დედათა, ვითარცა სალმობაჲცა იგი მუცლისა. რამეთუ წერილ არს ვითარმედ: „ადამ არა სცთა ხოლო დედაკაცი იგი სცთა და სჯულსა გარდაჴდა” (I ტიმოთეს 2, 14).
ამისათჳს საკდემელად და დასასჯელად დაეწესა ბუნებასა შინა დედათასა ვითარცა ვთქუ, რათა რაჟამს შეემთხჳოს ესე, მოიჴსენოს პირველი იგი ცთომა დედისა და შეიკდიმოს და დაიმდაბლოსთავი და ევედროს ბუნებათა წესსა ზეშთა ქმნილსა, უბიწოსა მარიამს, ქალწულსა, რათა განთავისუფლდეს დასჯილებისაგან.
ხოლო უკეთუ კუალად გუაცილობდენ თუ რაჲსათჳს დაეყენებიან სახლთა მიერ ღმრთისათა და სიწმიდეთა მიახლებად: „ჩუენ ეგევითარი ჩუეულებაჲ არა გაქუს, არცა ეკლესიათა ღმრთისათა”, ვითარცა იტყჳს მოციქული (I კორინთელთა 11, 16). დიდსა მას სჯულისმდებელსა და ღვთისმეტყველსა მოსეს ჰკითხონ და ახლისა სჯულისა ღთვისმეტყველთა, თუ რაჲსათჳს დააყენეს და ჩუენდა მომართ არღარა სიტყუაჲ აქუს, რამეთუ ჩუენ ესოდენნი მოწმენი ძუჱლისა და ახლისა სჯულისანი გუქონან ვითარმედ არა ჯერარს წიდოვანთა დედათა სახლთა შინა ღმრთისათა შეყვანება, არცა სიწმიდეთა მიცემა, ხოლო მათ ვინ მოსცა ესევითარი უწესობაჲ, მათცა გუაუწყონ, ანუ ვინ განუწესა.


XXXVII თავი
პირუტყვთა შეყვანისათჳს ეკლესიათა შინა, თუ ვითარ და რაჲსათჳს შეიყვანებენ სახლთა შინა წმიდათა არა წმიდათა პირუტყუთა

ხოლო დედათა წიდოვანთა რაჲ ვთქუ ეკლესიათა შეყვანა და სიწმიდეთა მიახლებაჲ რაჲ საკჳრველ არს მათ შორის, ვინაჲთგან პირუტყუთაცა არა წმიდათა, არა ჰრიდებენ ეკლესიათა შინა შესლვასა, რამეთუ ყოველთავე დიდთა და მცირეთა, მამათა და დედათა და უფროჲსღა დედათა მათთა. თჳთეულთა მათგანთა ჰყავს ძაღლი მცირე და გინა თუ დიდი უბეთა და წიაღთა მათთა ეკლესიად რაჲ შევიდოდინ და ოდეს წირვა იყოს, მუნ თანა შეიყვანებენ. ხოლო ძაღლნი იგი, ვითარცა არს წესი პირუტყუთა, ყოველსავე ბუნებითსა წესსა აღასრულებენ. ესე მრავალთა თვალით მხილველთა და სარწმუნოთა კაცთა მიერ უწყებულა რას ჩემდა და ამას არცა თჳთ უარყოფენ და კითხულ იქმნენ რაჲ ჩუენ მიერესე ვითარისა უწესობისათჳს: თუ რად სახლთა შინა ღმრთისათა ესრეთ ჰყოფთ, ხოლო იგინი მოგჳგებენ ვითარმედ: „ღმრთისა წინაშე არა რაჲ არს არა წმინდა, არცა რაჲ სირცხჳლი და არცა დაფარულიო, და ესე ვითარი საქმე მის წინაშე არცა რად არაწამიდებად შეირაცხებისო”....
ჰოი პირ[] ამაოჲსა მეტყუელნი, რომელნი ესრეთ ზრახავენ. უკეთუ ესრეთ არს სიტჳსაებრ მათისა, რაჲსათჳსღა თჳთცა არა ჰყოფენ ეკლესიათა შინა ღმრთისათა ესე ვითართა უწესობათა, რამეთუ კაცი უპატიოსნეს არს პირუტყუთა და უფროჲსღა ძაღლთა, რამეთუ არა სადა სმენილ არს ესე, არცა უწყებულ, თუმცა ეკლესიათა შინა წმიდათაგანსა ვისმე პირუტყჳ ებრძანებინოს შეყვანებად. უფროსღა კრძალვა და შორს ყოფა განუწესებიესთ ესე ვითართა.
ხოლო მეექუსისა კრებისა კანონთა შინა მოიჴსენებს ესრეთ ვითარმედ: „დაღაცათუ ძნელ არს და უკადრებელ სახლთა მიმართ ღმრთისათა შესლვად პირუტყუთაო, არამედ უკეთუ მთათა შინა ანუ გზასა ზედა ოხერი (აოხრებული) ეკლესია იყოს და ზამთრისა მიერ ძნელისა იძუოლებული კაცი შევიდეს პირუტყჳთურთ, რათა არა ბუქისა მიერ და თოვლისა იზღჳნენ კაცნი ესე, არა დასასჯელ არსო, რამეთუ შაბათი კაცისათჳს დაებადა არა თუ კაცი შაბათისათჳს. ხოლო სხჳთა არა რომლითა მიზეზითა ჯერ არს პირუტყჳსა შეყვანებაჲ სახლთა შინა ღმრთისათაო”.
უკეთუ ჯერ ვიდრე მე იყოს ეკლესიასა შინა ღმრთისასა შეყვანებაჲ პირუტყუთამცა არა წმინდათა, ნამეტნავ სამე იყო კურთხევა ეკლესიათა და დასხმა მათ შინა წმიდათა ნაწილთა და ცხებაჲ მირონისა და სხუაჲ იგი ზეგარდამო მოცემა მღვდელმთავართა მიერ.
უკეთუ შეყვანებაჲ არა წმიდათა პირუტყუათა არა რაჲ სავნებელ არს, არცაღა ნაწილნი წმიდათანი და ცხებაჲ მირონთა სარგებელ. და თუ ესენი წმინდა ჰყოფენ, იგინი არა წმინდა იქმენ.
მოიჴსენეთ ბრძანებაჲ ღმრთისა, ვითარ რაჲ იგი ქმნა შეურაცხებასა ზედა ტაძრისასა. ვითარ იგი შექმნა შოლტი საბლისა და ეკლესიის განასხნა მეკერმენი და ტრედის მსყიდველთა მათ დაუთხია კერმა (მათე 21, 12). და სხუაჲ რაოდენნი წერილ არს წმიდასა სახარებასა შინა: „და ჰრქუა მათ: ნუ ყოფთ სახლსა მამისა ჩემისასა სახლ სავაჭრო, რამეთუ წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს, ხოლო თქუენ გიყოფიეს ქუაბ ავაზაკთა” (იოანე 2, 16).
იხილეთ ბრძანებაჲ ესე სამეუფეო, ვითარ რასა ჰყოფს. უკეთუ სავაჭროთა და ტრედთა შეყვანებისათჳს ესოდენი შური იძია და ყოველივე დაუთხია და რისხვით განასხსნა და ქვაბ ავაზაკთა უწოდა.
ხოლო რომელმან ნეფსით არა წმიდანი პირუტყვნი შეიყვანნეს, მათ რაჲღა უნდა ეყოს, ანუ ეკლესიათა მათთა რაჲ ეწოდოს: ქვაბ ავაზაკთა, ანუ შესაკრებელ არა წმიდათა? რამეთუ უფალმან, მიუწვდომელმან არსებითა და უხილავმან, დასაბამსა შექმნა რაჲ კაცი ხატებად და მსგავსებად თჳსსა, ვითარცა წერილ არს. თქუა უფალმან ვქმნნეთ კაცი ხატებად და მსგავსებად ჩუენდა. ეგრეთვე ხილულნი ესე და შემდგომად შობილნი უხილავისა მის და ჩუენგან უცნაურისა საქმისა მცირედ რაჲმე და აჩრდილის სახედ მსგავს და მობაძავ ყო. ვითარცა იტყჳს მოციქული: „რამეთუ უხილავი იგი მისი დაბადებითგან სოფლისაჲთა ქმნულთა მათ შინა საცნაურად იხილვების” (რომაელთა მიმართ 1, 20), რათა ამიერ გულისჴმა ვყვნეთ უხილავნი იგი საქმენი და მით სათნო ვეყვნეთ ღმერთსა.
რამეთუ ხილულსა ამას შინა სოფელსა არს ჴელმწიფებაჲ და მონებაჲ, სიმდიდრე და სიგლახაკე, პატივნი და შეურაცხებანი, საშუჱბელნი და სატანჯველნი. ესე ყოველნი და სხუანი უმრავლესნი რავდენნი არიან სოფელსა ამას შინა და რავდენნი გულის ჴმა იყოფებიან, რათა ხილულითა ამით და წარმავალითა, უხილავნი იგი და წარუვალნი გულის ჴმა ვყვნეთ. თუ რავდენნი გემოვნებაჲ აქუს მწჳრისა მსგავსისა ამის საწუთოსა გემოვნებათა მიდევნებულთათჳს. საშუჱბელთა და სიმდიდრეთა, ანუ ქებათა და პატივთა.
ეგრეთვე ჭირნი და სატანჯველნი, უპატიოსნებანი და სიგლახაკენიდა უხილავთა მათთჳს და წარუვალთა ზედა გამოსახენ, ვითარცა პირველ სჯულისა მამათავართა ყვეს და სათნო ეყვნეს ღმერთსა. დიდი აბრაჰამ, ისააკ და იაკობ, მელქისედეკ და იობ და სხუანი მრავალნი ვიდრე მოსლვადმდე, რამეთუ მუნამდე არა იყო სჯული და ესრეთ ხილულითა ამით უხილავნი იგი გულის ჴმა ყვნეს და იცნეს დამბადებელი და ნებასა მისსა ჰყოფდეს. და უკეთუ ესრეთ არა შეემზადნეს და შეემკვნეს ჴელოვანთმთავარსა მას და სიბრძნით განმგებელსა ყოველთასა, ვითარ გულის ჴმა იყოფოდეს უხილავნი იგი და ჩუენგან უცნაურნი საქმენი. ანუ პატივნი და პატიჟნი, გინა საშუჱბელნი და საგუჱმელნი, გინა თუ კრძალულებით მსახურებაჲ ჩუენგან უხილავისა და მიუწვდომელისა ღმრთისა. რამეთუ კაცნი მოკუდავნი და სწორბუნებანი ჩუენნი, რომელთა ზედა აც უძლურებაჲ, დაღათუ მთავრობითა და ჴელმწიფებითა შემკობილ იყოს, იხილეთ ვითარსა პატივსა და შიშნეულსა მსახურებასა ეძიებენ ჩუენგან. რავდენ წილ უმეტესად თანაგუაც უგანკრძალულესი და უმოსწრაფესი მსახურებაჲ მეუფისა და შემოქმედისა ყოველთასა, რამეთუ მეფენი ქუეყანისანი ერთგულთა და კრძალულთა მონათა ნიჭთა და პატივთა მიანიჭებენ. ეგრეთვე ურჩთა და თავხედთა სტანჯვენ და პირისაგან თჳსისა განიშორებენ. ამიერ ჯერ არს გულის ჴმის ყოფაჲ და ცნობაჲ უხილავისა და გამოუთქმელისა ღმრთისათჳს, თუ ვითარ მოშიშთა თჳსთა პატივსცემს და ადიდებს და შეურაცხისმყოფელთა თჳსთა შეურაცხ ყოფს და სტანჯავს: ვითარცა იტყჳ წინასწარმეტყუელისა მიერ: „მე მადიდებელნი ჩემნი ვადიდნე და შეურაცხისმყოფელნი ჩემნი შეურაცხ ვყვნე”.
უკეთუ ეგების, რათამცა კაცმან ვინმე, ჴორციელთა უფალთა წინაშე უშუჱრი რაჲმე საქმე ქმნას, ანუ პირუტყჳი არა წმინდაჲ თჳნიერ ნებისა მისისა შეიყვანოს და არა ერიდოს, ვითარ არა ბრალეულ იქმნეს კაცი იგი და ღირსი თავჴედობისა და უგუნურებისა თჳსისა პატიჟი მიიღოს, ვითარცა უშუჱრთა საქმეთა მკადრებელმან წინაშე მისსა. რავდენ უმეტეს დასასჯელ არიან, რომელთა იკადრონ სახლთა შინა ღმრთისათა უშუჱრთა რათმე საქმეთა ქმნად, ანუ შეყვანებად პირუტყუთა და მათცა არა წმიდათა.
გულის ჴმა ყავთ ღვთის მოყვარენო, თუ ვითარ ეკლესიათა მიმართ ღმრთისათა ესრეთ უკრძალველ არიან და წმიდათა მიმართ საიდუმლოთა წარმდებ. რაჲღა ვინ თქუას მათისა მის უწესობისა და მამათა მიმართისა სჯული დებისა და საზღუართა შეურაცხებისა.
აწ იხილეთ ესეცა ძმანო თუ რასა ჰყოფენ იგინი, რამეთუ სახლთა შინა საეროთა ჟამსა სწირვენ და მეძავთა სახლებსა შინა დიდთა საიდუმლოთა აღასარულებენ და წმიდათა ეკლესიათა შინა ძაღლთა შეიყვანებენ. რამეთუ ვითარცა იგი უჯერო არს უეკლესიოდ და საეროთა სახლთა შინა ჟამის წირვა, ეგრეთვეუ უშჱრ არს და უმსგავსო სახლთა შინა ღმრთისათა პირუტყუთა შეყვანებაჲ.


ტექსტი ხელნაწერ S-3269- ის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ზაზა მამულაშვილმა.

No comments:

Post a Comment