XXXV თავი
სიტყუჲ მათდა მიმართ, რომელნი ყოველსა არა წმინდასა და სჯულსა შინა დაყენებულსა ჭამადსა სჭამენ. მათ თანა სისხლსა და დამშთუარსა იჴუმევენ, რომელი ესე მტკიცედ დაყენებულ არს
წინასწარ თქმულსა მას თავსა შინა ვთქუ რაჲ იგი ჯერ იყო მარხვისათჳს და უმეტესისა მენება თქმა. არამედ დაჴსნილისა ამის ცხოვრებისა ჩემისა უდებ ვიქმენ და მცონარ, რომელსა არა მომიგიეს ჭეშმარიტი მარხვა. ამისთჳს ვერ სრულ ვყავ მარხვისათჳს მეტყველებაჲ, არამედ მცირედი აღვწერე და უმრავლესი დაუტევე.
აწ კუალად ვთქუა არაწმიდათა და დაყენებულთა ჭამადთათჳს, რომელსა იგი არა კმა იყოფენ ბუნებითთა და შენდობილთა მიცემულთა ჭამადთა,.....
არამედ უწესოდ და ურიდად იჴუმევენ და უძღებებით სჭამენ ყოველსა არაწმიდათა პირუტყუთა და მფრინველთა და ქუჱწარმავალთა უკეთუ არა იყოს მავნებელი სხეულისა, ანუ მაკუდინებელი, ყოველსავე დაუყენებლად მიირთმევენ. ამის თანა სისხლსა და დამშთვარსა და ნამხეცავსა, რომელი ესე მტკიცედ დაყენებულ არს ძუჱლსა სჯულსა შინა და უმეტესად ახალსა აღთქუმასა შინა წმიდათა მოციქულთა მიერ და ყოველთა მიერ საძაგელად შერაცხილ არს. ამას ყოველსა ურიდად იჴუმევენ და მიზეზად მოიღებენ სიტყუასა მას ღმრთისასა, რომელსა ბრძანებს ვითარმედ: პირით შემავალი არა რაჲ შეაგინებსო, არამედ განსავლით განვალს და განსწმედსო. და მოციქული იტყჳსო: ყოველი დაბადებული ღმრთისა კეთილ არს და არა რაჲ არს განსაგდებელ, არამედ ყოველივე წმინდა არს წმინდათათჳსო. ესე სიტყვები აქუსთ თავის განსამართლებლად და მიზეზად უწესობისა მათისა.
არამედ უწესოდ და ურიდად იჴუმევენ და უძღებებით სჭამენ ყოველსა არაწმიდათა პირუტყუთა და მფრინველთა და ქუჱწარმავალთა უკეთუ არა იყოს მავნებელი სხეულისა, ანუ მაკუდინებელი, ყოველსავე დაუყენებლად მიირთმევენ. ამის თანა სისხლსა და დამშთვარსა და ნამხეცავსა, რომელი ესე მტკიცედ დაყენებულ არს ძუჱლსა სჯულსა შინა და უმეტესად ახალსა აღთქუმასა შინა წმიდათა მოციქულთა მიერ და ყოველთა მიერ საძაგელად შერაცხილ არს. ამას ყოველსა ურიდად იჴუმევენ და მიზეზად მოიღებენ სიტყუასა მას ღმრთისასა, რომელსა ბრძანებს ვითარმედ: პირით შემავალი არა რაჲ შეაგინებსო, არამედ განსავლით განვალს და განსწმედსო. და მოციქული იტყჳსო: ყოველი დაბადებული ღმრთისა კეთილ არს და არა რაჲ არს განსაგდებელ, არამედ ყოველივე წმინდა არს წმინდათათჳსო. ესე სიტყვები აქუსთ თავის განსამართლებლად და მიზეზად უწესობისა მათისა.
რამეთუ სიტყუასა ამას ღმერთი ჩუენი იესო ქრისტე და წმიდანი მისნი მოციქულნი არა თუ ამას ზედა ბრძანებენ რათა ყუავი და კაჭკაჭი, ძერა და ძერძერუკი, ძაღლი და მაჩჳ, მგელი და დათჳ და ყოველი ქუჱწარმავალი ჭამეთო და მერმე სისხლი და დამშთუარი ურიდად იჴუმიეთო, ნუ იყოფინ. და უკეთუ ესრეთ ჯერ იყო და ესრეთცა ეთქვა ვითარცა იგინი მოიღებენ მუცელღმერთობისათჳს, მაშა წმიდანი მოციქულნი იჴუმევდეს. რამეთუ მათ რაჲცა თქუჱს, საქმით გვასწავნეს და არა თუ სიტყჳთ რაოდენნიცა მცნებანი მოგუცნეს.
რამეთუ არა თუ ამისათჳს იტყჳან წმიდანი იგი, არამედ ისმინეთ და მე ყოველივე კეთილად გაუწყო:
რამეთუ მაშინ ჰურიანი და უფროჲსად მწიგნობარნი და ფარისეველნი მრავალ სახედ და მრავალ გუარად განკრძალულ იყვნეს რეცხასა და ბანასა და ჭამადთა ვნებისა და თითო სახეობისათჳს. მოძღურებისაებრ ხუცესთასა და არა სჯულის დებისაებრ მოსესსა და წინასწარმეტყუელთასა. რამეთუ მოსე ღმრთის მხილველი და სხუანი წმიდანი წინასწარმეტყველნი ვითარცა წიგნთა მათთა შინა წერილ არს, ყოველსა არა წმიდასა მფრინველსა და ოთხფერჴსა და ქუჱ წარმავალსა აყენებდეს ჭამად: ვითარცა ნოესცა უბრძანა განრჩევა წმიდათა არაწმიდათაგან ჟამსა მას წყლით რღუნისასა, შემზადებასა მას კიდობნისასა, რათა წმიდათაგან მფრინველთა და ოთხფერჴთა შჳდ-შჳდი შეიყვანოს კიდობნად და არა წმიდათაგან ორ-ორი. ეგრეთვე მოსე ღმრთის მხილველი დასწერს თჳთეულად გუარსა და სახესა ჭამისა და არა ჭამისასა. და ახალსაცა ამას სჯულსა შინა ყოველივე ძუჱლითგან განწესებული ჭამად და არა ჭამად, ვითარცა მაშინ, ეგრეთცა აწ დამტკიცებულ არს ყოველთა ქრისტეანეთა შორის და ყოველი არა წმინდაჲ დაყენებულ არს თჳნიერ ღორისა, რამეთუ იგიცა სხჳსა მიზეზისათჳს არს შენდობილ ჭამად და არა თუ წარმდებად და უძღებად ჭამისათჳს. და კუალად მერმე ყოველნი წარმართნი დაღაცათუ სხუასა არა წმიდასა ჭამადსა ზოგსრე ეკრძალებოდეს, არამედ ღორსა ხოლო ზოგად ყოველნი წარმართნი ჭამდეს, ხოლო ოდეს იცნეს გზა ჭაშმარიტებისა მოციქულთა მიერ, არღა უბრძანეს დაყენებად, არამედ შენდობით უბრძანეს ჭამად მარტო ღორი და არა სხუაჲ რაჲმე არაწმიდათაგანი და უკჱთუ სხუაჲცა რაჲმე უბრძანა წმიდათა მოციქულთა სჯულისაგან დაყენებულთაგანი ანუ ჭამადთაგანი რაჲმე არაწმიდათაგანი და უკჱთუ სხუაჲცა რაჲმე უბრძანა წმიდათა მოციქულთა სჯულისაგან დაყენებულთაგანი ანუ ჭამადთაგანი რაჲმე, ანუ სხუჲი რაჲცა რაჲმე. მასაცა იქმოდენ და იგიცა დაემტკიცებოდა ჩუენ შორის. ვითარცა იგი წინა დაცუჱთასა. პირველად ბრძანა უფალმან აბრაჰამის მიმართ ბეჭდად სარწმუნოებისა და განყოფად სხუათა წარმართთაგან, რათა ჩნდენ ურწმუნონი და მორწმუნენი. უფალმან თქუა და იქმნნეს. მერმე, შემდგომად ჴორცთ შესხმისა ბრძანა და დაეყენნეს, ვითარცა წერილ არს: „რაოდენი ინება უფალმან ქმნნა ცათა შინა და ქუეყანასა ზედა”. ეგრეცა ღორი: პირველად ბრძანა სჯულმან და საძაგელ იყო. მეორმე ბრძანა ახალმან სჯულმან და შენდობილ იქმნა. და უფროჲსად ამისათჳს, რამეთუ ჰურიათა უმეტესად ესე აქუნდა, და შემდგომად მათსა სარკინოზთა და აგარიანთა დიდად რადმე საძაგელად აღუჩნდა და ვითარცა წინასწარ მეცნიერთა სულითა წმიდითა – მოციქულთა არღარა დააყენეს ჭამად ჩუენ ქრისტეანეთა შორის, რათა ჩნდეს ქრისტეანეთა და ჰურიათა განყოფილებაჲ, და შემდგომად აგარიანთა და სარკინოზთა ჩუენგან განყოფაჲ. ვითარცა სჯულითა და სარწმუნოებითა და სარწმუნოებითა, ეგრეთცა წესითა და ჭამადითა, ვითარცა წინა დაცუჱთითა და დაუცუჱთელობითა, რამეთუ იგიცა წინასწარმეტყველთაგან იყო მოცემულ ბრძანებითა ღმრთისათა. არამედ მოციქულთა დააყენეს ბრძანებითა ქრისტესითა და მის წილ მოგუცნეს ნათლისღებაჲ. ხოლო კუალად ესეცა გულის ჴმა ყავ ღორისათჳს: რამეთუ ღმერთსა არა რაჲ დაუბადებიეს უხმარად და ამაოდ, არამედ ყოველივე კეთილად და შუჱნიერ, ვითარცა წერილ არს: იხილა უფალმან რამეთუ კეთილ არს; რამეთუ ყოველივე რაჲცა დაბადა, კაცისათჳს საჴმარად გინა თუ შინაური, გინა თუ გარეული და უფროსად შინაური, რამეთუ გარეული რაჲცა არს ნადირი ანუ თუ მჴეცი თჳთეული ნათესავი ერთ ფერი და ერთ სახე არს. წმიდათაგანი გინა თუ არაწმიდათაგანი: ირემი გინა თუ გარეული და უფროსად შინაური, რამეთუ გარეული რაჲცა არს ნადირი ანუ თუ მჴეცი თჳთეული ნათესავი ერთ ფერი და ერთ სახე არს. წმიდათაგანი გინა თუ არაწმიდათაგანი: ირემი გინა თუ ქურციკი ანუ ჯეირანი. ეგრეთვე მგელი, დათჳ და სხუა რაჲცა არს მჴეცთაგანი, არა განიყოფებიან თჳნიერ დედალ მამლისა, ხოლო შინაურნი ყოველივე წმიდაჲ, გინა თუ არა წმიდაჲ, უჭმი, გინა თუ ჭამადი, თჳთეული ნათესავი სხუაჲ და სხუაჲ ფერი და სახე არს ვითარცა ცხოვართა და ზროხათა შორის, ეგრეთვე ქათამთა და ღერღედთა შორის. ეგრეთვე ღორთა შორის, ეგრეთვე უჭმთა პირუტყვთა შორის – შინაურთა ცხენთა, ვირთა, ძაღლთა და კატათა, სხიაჲ და სხუაჲ ფერი და თითო სახეობაჲ არს და ამათგანი არცა ერთი არს უჴმარ, არამედ ყოველივე კეთილ და შუჱნიერ და საჴმარ კაცთა. რამეთუ ზროხა: რომელიმე უღლისმზიდველობს, რომელიმე ტჳრთითა იქმს მსახურებასა შენსა, ზოგი სძესა მოგცემს და მერმე ჴორცითა გასერებს. ეგრეთვე ცხორი, მრავალფერად და მრავლგუარად საჴმარ შენდა არს, ეგრეთვე ქათამი და სხუაყოველი ცხოველი შინაური. ხოლო უჭმი და არა წმიდაჲ რაჲცა არს შინაური, ყოველივე საჴმარ არს ფრიად. ჩხენი რომელიმე გიტჳრთავს, დამაშურალსაგანგისუჱნებს, და რომელიმე ტჳრთითა მზიდველობს, ხოლო ძაღლი: რომელიმე მცველობს და იღჳძებს და მავნებელთა სდევნის, რომელიმე განადირებს და ნადირთა იპყრობს, და სხუაჲ გიძებნის, სხუაჲ მდევრობს, სხუაჲ მღერითა და ლაღობითა განგაცხრობს შინათ და გარეთ და ესე ყოველი დამბადებელისა მიერ შენდა მონიჭებულ არს. ხოლო ღორი. ესეცა დამბადებელისაგან მონიჭებულ არს ჩუენდა საჴმარად, რამეთუ უჴმარი არა რაჲ არს, არცარა დაუბადებიეს და ვინაჲთგან შინაურცა არს, ფერად-ფერადობაჲცა აქუს ვითარცა სხუათა ყოველთა შინაურთა ცხოველთა. ესე ღორი არცა გიჴნავს, ვერცა გიტვირთავს, ვერცა გიმცველობს, ვერცა გიძებნის, ვერცარას შეიპყრობს და ესრეთ უჴმარ არს ყოვლისა საჴმარებისა მიმართ, და რაჲსათჳს დაიბადა ღმრთისა მიერ. არამედ ესე უწყოდეთ ყოველთა ვითარმედ: უკეთუ არა წმიდაჲ არს და უჭმ სიტყჳსაებრ ჰურიათა და ისმაიტელთა, მაშა სხჳსა საქმისა მიმართ ჯერ არს რათა იყოს საჴმარ ვითარცა სხუანი ცხოველნი. ხოლო უკეთუ წმინდა არს, ჯეროვან არს რათა იჭამოს და ამისათჳსცა მოგუჱცნეს ჭამად. ხოლო მოციქული პავლე რაჲ დასწერს ვითარმედ: ყოველივე წმიდაჲ არს წმიდათათვის და არა რაჲ არს განსაგდებელ მადლობით მიღებული და არცა რაჲ არს შეგინებული, არამედ უკეთუ ვინმე შეურაცხოს იგი შეგინებულად, ამას ყოველსა წმიდაჲ მოციქული, ვითარცა წინასწარ მეცნიერი სულითა წმიდითა უკანასკნელ გამოჩინებადთა მწვალებელთათჳს იტყჳს. ვითარცა მოუწერს ტიმოთეს მიმართ ესრეთ. ხოლო სული წმიდაჲ ცხადად იტყჳს, რამეთუ უკანაჲსკნელთა ჟამთა განვინმე დგენ სარწმუნოებისაგან და ერჩდენ იგინი სულთა მათ მცდართა და მოძღურებასა მას ეშმაკთასა ორგულებითა და მიტყჳთა ტყუილისათა შემწუარნი თჳსითა გონებითა, აყენებენ ქორწილსა და განაშორებდენ საჭმელთა, რომელნი უფალმან დაჰბადნა მისაღებელად მადლობით მორწმუნეთათჳს და რომელთა იციან ჭეშმარიტებით: „დაბადებული ღმრთისა კეთილ არს”, და არა რაჲ არს განსაგდებელ მადლობით მიღებული, რამეთუ განწმდების სიტყჳთა ღმრთისაჲთა და ლოცვითა. ამას სიტყუასა მოიღებენ მიზეზად უწესობსა მათისა და ჰგონებენ, თუმცა ჩუენ სიტყუაჲ არა რაჲ გუაქუნდა, არამედ ნუ ზედა დამესხმით, მცირედ მელოდეთ და ადვილად დაიჴსნას ცუდის მეტყველებაჲ მათი.
რამეთუ შემდგომად ორას ოცდა ათისა წლისა გამოჩნდა ნავატ ფილოსოფოსი და სხუანი მრავალნი მიმდგომნი და თანაზიარნი მისისა წვალებისანი, რომელნი თავთა თჳსთა განწმენდილად უჴმობდეს. ესენი ცხადად აყენებდეს ქორწილსა და იტყოდეს: ცოლიერი კაცი და ჴორცისა მჭამელი და ღჳნისა მსუმელი ცხოვრებასა ვერ მიემთხუჱვისო. ვერცა შემდგომად ნათლისღებისა ქმნილი ცოდვა მიეტევებისო. ამისათჳს იტყჳს მოციქული ვითარმედ: უკანაჲსკნელთა ჟამთა განვინმე დგენ სარწმუნოებისაგან და აყენებდენ ქორწილსა და განაშორებდენ საჭმელთა. წინასწარ განკრძალებს მორწმუნეთა და ეტყჳს: ღმრთისაგან კეთილად დაბადებული მადლობით მიმღებელთათჳს არა რაჲ არს განსაგდებელი არცა ჴორცი, არცა ღჳნო, არცა სჯულიერი ქორწინებაჲ არს დამსჯელი. და რომელნიცა მოღვაწებისა ძლით განეყენების. ანუ ჴორცსა ანუ ღჳნოსა, გინა თუ ქორწინებასა და მის წილ ქალწულებასა შეიტკბობს, ესე უმჯობეს არს და ფრიადცა კეთილ. ხოლო რომელი არა მოღვაწებისა ძლით იმარხვიდეს ღჳნოსა ანუ ჴორცსა გინა თუ ქორწინებასა სძაგებს, იგი უარის მყოფელი არს და ბოროტად მწვალებელი და შემწუვარი თჳსითა გულისსიტყჳთა. ხოლო მოღვაწებისა ძლით კეთილ, ვითარცა თჳთცა წმიდაჲ იგი მოციქული ქალწულებასა იმარხევდა მეტყველი ესრეთ: „აღვიკრძალავ ჴორცთა ჩემთა და დავიმონებ მათ, რათა არა სხუასა უქადაგებდე და მე გამოუცდელ ვიყოო” და კუალად იტყჳს: რამეთუ მნებავს ყოვლისა კაცისა ყოფად ვითარცა თავი ჩემი, არამედ კაცად კაცადსა თჳსი მადლ აქუს ღვთისაგან, რომელსა მე ესრეთ და რომელსა მე ეგრეთ: ვიტყჳ უქორწინებელთა მათ და ქურივთა: კეთილ არს მათდა უკეთუ ეგნენ ესრეთ, ვითარცა მე, ხოლო უკეთუ ვერ დაითმენენ – იქორწინენ.
ეგრეთვე მარხვისათჳს იტყჳს მრავალ სახედ და მრავალ გუარად და მტკიცედ გუასწავებს რათა მარხვა შევიტკბოთ და კრძალულებაჲ, რომელი თჳთეულად აღვწერეთ მარხვისა თავსა შინა. და ტიმოთესაცა ამასვე მიუწერს და ამცნებს ვითარმედ: „ნუ წყალსა ხოლო სუამ, არამედ ღჳნოჲცა მცირედ იჴუმიე სტომაქისათჳს და ზედაჲსზედა უძლურებისა შენისათჳს” (I ტიმოთეს მიმართ 5, 23). ხედავა ვითარ ეკრძალებოდეს წმიდანი იგი და სანატრელნი მოციქულნი და მარადის მარხვითა და მოღვაწებითა თავთა თჳსთა სტანჯვიდეს ვითარცა ესერა გესმა, რამეთცუ წმიდაჲ მოციქულიცა ტიმოთე ფრიად დასნეულებული ღჳნოსა არა სმიდა ვიდრემდის დიდი იგი მოძღვარი და მნათობი ყოვლისა სოფლისა პავლე მიუწერდა შენდობით მცირედისა ღჳნისა სუმასა და იგიცა არა უწყით უკეთუ იჴუმია მცირედ ღჳნო ანუ არა. უკეთუ მცირედი მიეღო მადლობით, არა იყო ცოდვა. ამისათჳს იტყჳს მოციქული: ყოველივე წმიდაჲ არს წმინდათათჳს და ვითარმედ არა რაჲ არს განსაგდებელ მადლობით მიღებული. ხოლო ვითარცა ვთქუ ჰურიანი, მწიგნობარნი და ფარისეველნი მრავალ სახედ განკრძალულ იყვნეს უბანელითა ჴელითა არა ჭამასა და რეცხასა და ბანასა ქვაბებისა და სტამნებისა და ცხედრებისასა. ვითარცა აყუჱდრებს ღმერთი და იტყჳს ვითარმედ: ურბანელითა ჴელითა ჭამა არა შეაგინებსო. და სხუასა მრავალსა ჴორციელსა განწმედასა ეძიებდეს და გარეშისა რეცხასა და ბანისა მეძიებელთა შინაგან განწმედა სრულიად დაეტევათ და უგულებელს ექმნათ, და ჰრეცხდეს მიმდემად სამოსლებსა და სარეცლებსა, ქუაბებსა და ჭურჭლებსა, და ვიდრემდის იყადჳთგან არა იბანიან არა რაჲ ჭამიან, ვითარცა ვრცელად წერილ არს წმიდასა სახარებასა შინა. და კუალად: უკეთუ მღვდელთა მიერ დაკლული არა იყვის, არცა იგი ჭამიან და იგიცა ძარღუთა მიერ გამოცლილი ვითარცა აწცა ჰყოფენ ჰურიანი. და კუალად მათგან რომელნიმე მხალსა მტილსა შინა მყოფსა არა სჭამდეს რომელნი ნეხვითა განპოხებული იყოს. ამისათჳს მოციქული იტყჳს: უძლური იგი სარწმუნოებით შეიწყნარეთ და ნუ ორგულობით და გულისსიტყჳთ, რომელსამე რწამნ ჭამადი ყოველი. ხოლო უძლური იგი მხალსა ჭამრ. მჭამელი იგი არამჭამელსა ნუ შეურაცხ ჰყოფენ და არა მჭამელი იგი მჭამელსა მას ნუ განიკითხავენ. ესე იგი არს ვითარმედ მტკიცე გონებითა და სრული სარწმუნოებითა ჭამს ყოველსავე ჭამადსა ოდესცა ჯერ იყოს და რაჲცა იჭამებოდეს შენდობილთაგანი და არა განიკითხავს ვითარმედ: ესე უბანელთა ჴელთა მიერ არს შემზადებული და იგი განურცხელსა ჭურჭელსა შინა არს შემგბარი. და ამა პირუტყუსა ესე რაჲმე უჭამიეს და მას პირუტყუსა მწჳრისა წყალი უსუამს. ვითარცა ქათამი და ღორი ჭამნ მრავალსა არა წმინდასა და ცხოვარი და ზროხა და ყოველი საცხოვარი იჴუმევს ყოველსა ქუჱწარმავალსა და სმენ სადაცა დახუდენ მწჳრესა.
ხოლო მტკიცეთა სარწმუნოებითა, უწყიან ვითარმედ ამათი ჭამა არა რას შეაგინებს, რამეთუ განწმდების სიტყჳთა ღმრთისათა და ლოცვითა. ხოლო უძლურნი გონებითა და ვერ მტკიცე სარწმუნოებითა ამას ყოველსა ეკრძალებოდეს ვითარცა ვთქუ, და ველურსა მხალსა და ხილსა და ეგე ვითართა რასმე ჭამდეს. ამისთჳს იტყოდა მოციქული ვითარმედ: „უძლური იგი სარწმუნოებით შეიწყნარეთ და ნუ ორგულებით და გულის სიტყჳთ და ნუცა განიკითხავთ, და ვითარმედ ყოველივე წმიდაჲ არს წმიდათათჳს და არა რაჲ არს შეგინებულ, არა თუ ვინმე შერაცხოს იგი შეგინებულად და ვითარმედ განწმდებისო სიტყჳთა ღმრთისათა და ლოცვითა”. ხოლო ამას მოციქული არა თუ ესრერეთ იტყჳს: ყოელი ქუჱწარმავალი და არა წმინდა მხეცი, დამშთვარი და სისხლი სჭამეთო და ჯვარის წერით ყოველი არა წმიდაჲ და ბილწი განწმდებისო, ნუ იყოფინ. არა სადა წერილ არს ესე. არცა სმენილ, არცა სადა თქმულ არს ესე. თუმცა ვისმე წმიდათაგანსა ძაღლი და მგელი, დათჳ და ესევითარი ანუ ძერა, ქორი და ყორანი და სხუაჲ ესევითარი. ანუ კუ, ბაყაყი და გუჱლიდა მსგავსნი ამათნი ეჭამოს ვისმე წმიდათაგანსა: ანუ თუ ჯვრის წერით და ლოცვით წმინდა ეყოს და მორწმუნეთაგანისა ვისთჳსმე ეჭმიოს. არამედ ესე ყოველი დაყენებულ არს და არა შენდობილ ჭამა, რამეთუ არცა ქრისტესა უბრძანებია, არცა მოციქულთა განუწესებიეს, არცა კრებასა დაუმტკიცებიეს, არცა სჯულსა შინა შენდობილ არს, არამედ უფროსღა ყოველთავე დაუყენებიეს. უკეთუ თქუან ვითარმედ: ძუჱლსა სჯულსა შინა იყო დაყენებული, ხოლო ახალსა შინა არა რაჲ არს დაყენებულიო, არამედ ყოველივე შენდობილ არსო. მეტყუველნი ამისნი არა თუ სჯულისდებასა ქრისტჱჲსასა შეუდგიან, არამედ სხჳსა ვისმე ამათ მიერ სახელდებულისა ქრისტესა, უფროჲსღა ანტი ქტისრესა შედგომილ არიან.
ქრისტემეუფჱ ბრძანებს: „არა მოვედ დაჴსნად სჯულისა, არამედ აღსრულებად”. რამეთუ მას არა რაჲ დაუჴსნიეს სჯულისაგან და წინასწარმეტყუელთაგან, არამედ უფროჲსღა აღუსრულებიეს და ზეშთა აღუმატებიეს. ჲსმინე ჩემი და ყოველივე გაუწყო. შჯულმან თქუა: ნუ კაც კლავ. ჴრისტემან ბრძანა: რომელმან ჰრქუა ძმასა თჳსსა ცოფ, თანამდებ არს იგი სასჯელსა მას გეჰენიისასა. და შემდგომ. სჯული იტყჳს: ნუ იმრუშებო. ქრისტემან ბრძანა: ნუცაღა მიხედავ გულის თქმითაო. შჯულმან თქუა: ნუ მოიტაცებ სხჳსასაო. ქრისტემან ბრძანა: რომელი კუართსა მიგიღებდეს სამოსელიცა მიუტევეო. ეგრეთვე სჯული წინა დაცვეთასა განაწესებს, ხოლო ქრისტე ნათლისა ღებასა ბრძანებს, ხოლო პირუტყუთა სისხლთათჳს, რომელი სჯულსა შინა მრავალ სახედ შეიწიროდეს, მათ წილ თჳსი ცხოველმყოფელი სისხლი მოგუანიჭა. ეგრეთვე ჭამადთათჳს გულის ჴმა ყავ. სჯულმან თქუა: ძერასა, ყუავსა და ეგევითარსა ნუ სჭამო. ხოლო წმიდანი მოციქულნი პურსაცა იშჳათ მიიღებდეს და მარხვითა აღასრულებდეს დღეთა თჳსთა და ღჳნოსაცა მცირედსა სნეულებისათჳს იშვიათ შეუნდობდეს ვითარცა ტიმოთესათჳს მოვიჴსენეთ. ამისათჳს ვიტყჳთ ვითარმედ: სჯულისაგან განწესებული არა თუ დაჴსნა ქრისტემან, არამედ უფროსად აღაორძინა და უზეშთაესსა წარმატებასა ზედა აღიყვანნა. ჭეშმარიტად იგინი არიან დამჴსნელნი სჯულისანი და შეურაცხისმყოფელნი ყოველთა წმიდათაგან განწესებულთანი, რამეთუ ქრისტე არა თუ აისთჳს მოვიდა რათა ყოველი უწესობაჲ იქმნას და ყოველი სჯული დაიჴსნას და ყოველი არაწმიდებაჲ, გემოვნებაჲ და მუცელღმერთობაჲ შემოვიდეს და არა უფროსად სიწმიდე და სიმართლე და ყოვლისა ჴორციელისა გემოვნებისა დათრგუნვა და შეურაცხყოფაჲ ვითარცა ყოველნი წმიდანი ამას სჯულსა გვიდებენ თავადისა ქრისტეს, ღმრთისა მოძღვრებისაებრ.
ხოლო ამისათჳს რაჲღა თქუან, ანუ რაჲ სიტყუაჲ მოიღონ, რამეთუ სისხლსა და დამშთვარსა სჭამენ და არა შეიკდემენ წმიდათა და სანატრელთა მოციქულთან. ვჰკითხოთ მათ: წმიდაჲ პეტრე მოციქული, პავლე, იაკობ და იოანე და ანდრია და სხუანი ყოველნი მოციქულნი უბრძანეს იყვნეს და უწმიდეს, ანუ ამაღლობელს ქრისტესა, ანუ აწინდელნი პაპები და მისნი კარდინალები? რამეთუ მაშინ წმიდათა მათ მოციქულთა ერთი კრებაჲ ქმნეს იჱრუსალიმს წინაშე იაკობ ძმისა უფლისა, რომელი იყო პირველი ეპისკოპოზი და მწყემსი ქრისტიანეთა და ბრძანებითა მისითა წარავლინეს პავლე და ბარნაბა, იუდა და შილა ანტიოქიას ახალ მოციქულთა მიმართ ვითარცა საქმესა მოციქულთასა წერილ არს ესრეთ: „მოციქულნი და ხუცესნი და ძმანი, რომელნი-ეგი ანტიოქიჲათ, ასურეთით და კილიკიაჲთ კერძო ძმანი ხართ წარმართთაგანი, გიკითხავთ, გიხაროდენ! ვინაჲთგან გუჱსმა ჩუენ, რამეთუ ჩუენგანნი ვინმე განვიდეს და აღძრნეს თქუენ სიტყჳთა და აღაშფოთებდეს სულთა თქუენთა და გეტყოდიან წინადაცუჱთად და დამარხვად შჯულისა, რომელი არა ჩუენ გუჱმცნო. აწ უკუჱ ჯერ-გჳჩნდა კრებულსა ყოველსა ერთბამად გამორჩევად კაცთა და მივლინებად თქუჱნდა, პავლეს თანა და ბარნაბას თანა, საყუარელთა ჩუენთა [კაცთა, რომელთა-იგი სულნი თჳსნი მისცნეს სახელისათჳს უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესისა]. წარმო-უკუჱ-გჳლინებიან იუდა და შილა, და მათცა სიტყჳთ გითხრან ესევე. რამეთუ ჯერ-უჩნდა სულსა წმიდასა და ჩუენცა, რაჲთა არა უმეტესი ტჳირთი დავდვათ თქუენ ზედა, გარნა რომელნი-ესე სასწრაფო არიან [თქუენდა]: განშორებად თქუენდა ნაკერაპვისაგან, სისხლისა, დამშთვარისა და სიძვისა, რომელთაგან დაიმარხენით თავნი თქუენნი, კეთილსა იქმოდეთ და ცოცხლებით იყვენით!” (საქმე 15, 23).
ეგრეთვე სხვასა ადგილსა წერილ არს მასვე მოციქულთა საქმესა შინა ესრეთ: „ხოლო მორწმუნეთა წარმართათთჳს ჩუენ მივწერეთ და უბრძანეთ, რაჲთა არარას ეგევითარსა იმარხვიდენ იგი, არამედ რაჲთა ეკრძალნნეს კერპთა კლულისაგან, დამშთვარსა და სიძვისაგან” (საქმე 21, 25).
აწ რაჲღა სიტყუაჲ აქუსთ ურცხჳნოთა მათ ანუ რაჲ მიზეზი მოიღონ, რამეთუ კრებულნი წმიდათა მოციქულთანი, ხუცესნი და ძმანი, ყოველნივე ერთბამად: ჯერჩინებითა და დამტკიცებითა სულისა წმიდისათა წინაშე იაკობ ძმისა უფლისა პირველისა მწყემსისა და არა თუ წინაშე წმიდისა პეტრესა, რომელსა იგინი მიზეზობენ ყოველთა ზედა თაობასა და უფროსობასა. აწ იხილეთ ვინ არს ამათში თავი და უფროსი, ვის წინაშე შეკრბეს და ვის ჰკითხეს და ვისი სიტყუაჲ დაამტკიცეს ანუ ვინ წარავლინნეს მოციქულად. ამას არა ვიტყჳ, თუ იაკობ ანუ იოანე, ანუ პეტრე და პავლე ერთი მეორესა ზედა მეტი ანუ რომელიმე დაკლებული იყო ანუ უფლებაჲ რაჲმე ჰქონებოდა ერთი მეორესა ზედა დაღაცათუ წმინდა იაკობის წინაშე შეკრბეს, რამეთუ პირველი მწყემსიტ იგი იყო. არამედ ათორმეტნივე ურთიერთას სწორნი იყვნეს და სწორი მადლი და ნიჭი მიიღეს ქრისტესაგან და რაჲცა უბრძანა ყოველთა. და სწორი ჴელმწიფებაჲ მისცა და სწორად წარავლინნა ყოველნი. მერმე საზომისაებრ სათნოებისა და მოღვაწებისა იქმნნეს წარჩინებულ არა თუ ჴორციელად არამედ სულიერად. და უკეთუ იგინი პეტრეს დაადგენენ თავად და უფლად ყველსა ქუეყანასა, ჩუენ ანდრიას, რამეთუ ძმა იყო პეტრესი და პირველი მოწაფე და ამის მიერ იყო პეტრე დამოწაფებული ქრისტეს და ვითარცა წერილ არს, რამეთუ ამან მოიყვანა იგი იჱსოჲსა. იოანეს ასიელნი და ეფესელნი იტყჳან თავად, ბართლომეს დიდი სომხითი, სიმონს კანანელსა აფხაზნი, მარკოზს ალექსანდრიელნი და თომას ჰინდოელნი. ვითარცა იაკობს პალესტინელნი და იჱრუსალიმელნი და ესრეთ აღვძრათ შური და მტერობაჲ წმიდათა მოციქულთა შორის და რომელი რომლისა მწყემს ყოფილ იყოს იგი დავამტკიცოთ მწყემსად და თავად მოციქულთა და ყოვლისა სოფლისა და მეორედ ქრისტედ. და რამეთუ იჱრუსალიმელთა უჯეროვნესი მიზეზიცა აქუს იაკობისთჳს, რამეთუ პირველად მწყემსად ქრიტეს მიერ იგი იკურთხა. და ვიდრემდის სხუანი მოციქულნი განიბნეოდეს წილხუედრებულსა მათთა ადგილთა, თჳნიერ იაკობისა ვერარაჲ თქჳან, ვერცაღა დაამტკიციან, რამეთუ იგი იყო თავ მათდა და მის წინაშე შეკრბიან და მისგან მიიღიან ბრძანებაჲ ვითარცა ესერა მოვიჴსენეთ: და მათ პავლე და ბარნაბაჲ და იუდა და შილა წარავლინნეს და სულითა წმიდითა ესე დაამტკიცეს რათა ეკრძალნენ და განეყენნენ კერპთა ნაზორევსა და სისხლსა და დამშთუარსა და სიძვასა. ხედავა, რამეთუ კერპთა ნაზორევსა და სიძვასა თანა სისხლსა და დამშვთარსაცა განაყენებენ და დიდად სასწრაფოდ აკრძალებენ. ა რამეთუ წმიდანი კრებანიცა პირველად ნიკეისა და სხუანი შემდგომნი მსოფლიონი კრებანი ამას სიტყუასა დიდთა კრძალელუბითა დაამტკიცებენ, რათა განეყენნეს სისხლსა და დამშვთარსა. ხოლო უწესოდ მხუმეველთა ამისთა სრულიად განჰკუეთენ და უზიარებლობითა დასჯიან. ხოლო პაპის მოსავნი ამას ყოველსა დაჰჴსნიან და გარდაჴდებიან. არა ემორჩილებიან მოციქულთა სჯულისდებასა, არცა წმიდათა კრებათა განსაზღვრებასა, არცა იჴსენებენ სიტყვასა მას საღმრთოჲსა წერილისასა, რომელი ჰრქუა უფალმან ღმერთმან ნოეს შემდგომად წყლით რღუნისა: „ვითარმედჴორცსა სისხლითურთ ნუ სჭამთო. ხოლო უკეთუ სჭამოთო თქუენცა, სული ჴელთაგან თქუენთა გამოვიძიოო”, რამეთუ პირუტყჳსა სული სისხლი არს, ხოლო იგინი ამის ყოვლისა დამვიწყებელნი სჭამენ სისხლსა და დამშთვარსა, სადაცა დაემთხჳოს და თჳსთაცა ჴელითა მოაშთობენ და ეგრეთ იჴუმევენ, და სჭამენ წარმდებად ყოველსა არაწმიდასა. ხოლო აწ არღარა სადა იპოების მათ შორის კერპი და თუცაღა იპოებოდეს, არცაღა კერპთა ნაზორევსა განეშორებიან, არამედ მასცა ურიდად იჴუმევენ. და კუალად სიძვასაცა უკრძალველად ერევიან და არა არს მათ შორის ყოვლადვე დაყენებულ არცა ერის კაცთაგან და ვჰგონებ არცაღა სამღვდელოთა კაცთაგან, რაემთუ ქალაქსა შინა სადა თჳთ პაპა მჯდომარე არს ორი დიდი და ვრცელი სამეძაო სახლნი განწესებულ არს შენდობითა პაპისაჲთა, შესაკრებელი მრავალთა მეძავთა და რომელთაცა ენებოს მუნ შესლვა, არა დაიყენების. ხოლო მიზეზი იგი მუნ მოგებული თჳთ პაპასა მიერთუმი. ანუ ვითარღა იქმნეს დაყენებაჲ სიჟვისა, ვინაჲთგან მღვდელნი წირვისაგან და ერის კაცნი ზიარებისაგან არა დაიყენებიან, რაეთუ რომლითაცა მძიმითა ცოდვითა ღამესა მას სცთენ და დაეცნენ, დღე ყოველ სწირვენ და ეზიარებიან. ხოლო ვჰკითხოთ რაჲ, ვითარმედ რაჲსათჳს ესრეთ იქმთ, ანუ ვისგან ისწავეთ ესე ვითარი უწესობაჲ: ხოლო იგინი მოგჳგებენ ვითარმედ, მას დღესა, რომელსა შინა ცთომა იგი იქმნნეს და მღვდელნი მსხუჱრპლისა შეწირვისაგან და ერის კაცნი ზიარებისაგან დაეყენოს ცოდვანი ჩუენნი ყოველთა შორის საანჯმნო იქმნებისო. ჰოი დიდი ესე უწესობაჲ და სიბნელე გონებისა. რამეთუ ქრისტეს თვალით მხილველთა წმიდათა მოციქულთა ესრეთ საძაგლად შეჰრაცხეს და ამათ ესრეთ ადვილად მიუშვეს ყოველნი კაცნი, რამეთუ ოდეს ჯერეთ ახალმოქცეულნი იყვნეს წარმართთაგანი და ახალნერგნი და ჯერეთ ჩჩჳლნი, სხვაჲ ვერა რაჲ მძიმე და სრული წესი განუჩინა თჳნიერ ესენი. დიდად სასწრაფოდ და მტკიცედ დასამარხავად განშორებად სისხლისა დამშთვარისა, სიძვისა და კერპთა ნაგებისა. ხოლო იგინი ამათ ყოველთა უკრძალველად აღერივნეს. იტყჳან ვითარმედ, სიძვა და სხუანი უწესონი საქმენი ყოველთა ცოდვა არსო. არამედ ტყუიან და არა არს მათ შორის ჭეშმარიტებაჲ, არცა რაჲ ცოდვა ცოდვათ შერაცხილ არს, არცა რაჲ დაყენებულ არს მათ შორის ყოველი უწესობაჲ. რამეთუ ვინაჲთგან მღვდელნი მსხუჱრპლისა შეწირვასა ვითარცა ვიტყოდე და ერის კაცნი ზიარებისაგან, მას დღესა არა დაეყენებიან და ვითარცა იყოს ესე მათ შორის ცოდვად. და უკეთუ ცოდვად შერაცხილ არს მათ მიერ, რაჲსთჳს არს მათ შორის საკრებულოდ ყოველთა შორის განღებული სამეძაო იგი სახლნი და ურიდად შევლენ მათ შინა. ხოლო კითხულ იქმნეს რაჲ ესრეთ ვითარმედ: რაჲსათჳს ესრეთ იქმთ და არა აღიღებთ სახლებსა მას სამეძაოსა რათა მოისპოს თქუენ შორის აქმე ესე უშუჱრი და საძაგელი. მოგჳგებენ: ცუდთა და უჴმართა სიტყუათა უფროჲსღა პირთა მათთა დასაყოფელთა, ვითარმედ: უკეთუ ვინემ, კაცთა ვიეთმე გარე განსავალი სახლი დაუჴშასო მერმე სახლთა შინა სასუჱნებელთა განთხევენ ბუნებითთა საჴმართაო, რამეთუ ორმან პაპამან ინება უწესოჲსა საქმისა დაყენებაჲ, ხოლო დედათა ვერ მპოვნელთა სხჳთა მრავლისა უწესოჲსა და ბუნებისა გარეგანისა საქმისა მოქმედ იპოვნესო, ამისათჳს ვერღარა დააყენოსო და მისცეს შენდობაჲ.
აჰა ცუდი მიზეზი, საკდემელი და დასასჯელი მათი. ვითარ იქმნების ამით გარდაკუჱთა ცოდვათა ანუ დაჰჴსნა უწესობისა და არა უფროჲსღა აღორძინებაჲ ვნებათა და განმრავლებაჲ ცოდვათა, რამეთუ რაჟამს მიედევნოს კაცი უძღებთა გულის სიტყუათა და მერმე არცაღა იყოს დაყენებაჲ და არცა სირცხჳლი და ნივთი იგი ცოდვისა ადვილადცა იპოვებოდეს, უმეტესად სხჳსა და სხჳსა მიმართ გული უთქუამს ვითარცა კაცი მღერიანი რავდენცა იფხანს უმეტესსა წყლულებასა შეიძენს და ვერცა გარდაჰკუჱთს ქავილსა და ჴელნი რაჲ დაშურიან სხუაჲ რაჲმე ღონე მოიპოიან, ანუ ხე ანუ ქვა და მით იწყიან ფხანად და ქლებად ვიდრემდის სრულიად იწყლიან და სისხლი მძაფრი დასდინ. ეგრეთვე ცოდვისათჳს გულის-ჴმა-ყავ, რამეთუ ერთისა ცოდვისა მიმართ დაუმჭირველი სხვისა ცოდვისა მიმართ მოსწრაფედ მირბიედ. მიხილავნ კაცნი უცოლონი სიწმიდის მმარხველად. დაჲხსნეს რაჲ ცოლნი უმრავალწილეს განუმრავლდა გულის თქუმა, და სხჳსა უწესობისა მიმართ დაუმჭირველ იქმნეს.
აწ უკუჱ იშჳათი და დაბრკოლებული ცოდვა უმძიმესი არს ანუ შენდობილი და უსირცხვილოდ ყოველთა შორის სჯულისაებრ განწესებული და სააჯმნო ქმნილი უსჯულოებაჲ. ჰჱ ჭეშმარიტად ესევითარი ცოდვა უმძიმესცა არს და დაუყენებელ და არც იქმნების გარდაკუჱთა. რამეთუ დაყენებული და ყოველთა მიერ საძაგელად შერაცხილი ცოდვა, ვითარცა სჯულიცა ესრეთვე ბრძანებს: იშჳთ რადმე იქმნების შიშისა და სირცხჳლისა ძლით და ძნიად საპოვნელობისა. ხოლო უკეთუ ვისმე უბრკუმეს საფრჴითა ეშმაკისათა, მსწრაფლ იწყებს აღსარებად და სინანულად, და ვითარცა შეგინებული ჟამ რაოდენმე განეყენების წმიდათა საიდუმლოთა, ვიდრემდის განწმედეს აღსარებითა და სინანულითა და მჴურვალედ ტირილითა, და მერმე შიშით და ძრწოლითგეხების სიწმიდეთა განწესებისაებრ წმიდათა მოციქულთა და ღმერთშემოსილთა მამათასა.
ტექსტი ხელნაწერ S-3269- ის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ზაზა მამულაშვილმა.
No comments:
Post a Comment