Епифаний Кипрский. О двенадцати камнях, бывших на одеждах
Аарона
|
აწ რაჲთა გამოგიცხადო შენ სხუათა-ცა მათ თარგმანთა თუ
ვითარ და რომელთა ჟამთა და რომლისათჳს მიზეზისა გამოთარგმნეს
აკჳლას და სჳმახოს და თევდოტიოს და მეხუთე
და მეექუსე თარგმანებაჲ. ვითარცა წარჴდეს ჟამნი პტოლემიანთა
მათ მეფობისანი რომელი ეგჳპტეს და ალექსანდრიას
ათთა მათ მეფეთანი და კლეოპატრაჲსნი რომელნი
მეფობდეს წელთა ორას ორმეოცდაათცხრამეტთა, და შემდგომად
ჰურიათა დაიპყრეს პირველად ანტონინოს, <მერმე>
ოკტაბიოს აგჳსტოს. ამისსა ორმეოცდამეორესა წელიწადსა
ქრისტე იშვა წმიდისა ქალწულისა მარიამისგან. რომლისა
შემდგომად ტიბერიოს. ამისსა მეათრვამეტესა წელსა ქრისტე
ჯუარს-ეცუა რომლისა შემდგომად გაიოს, კლ<ა>ვდიოს და
ნერონ და გალბას და ათონ და ბიტელეოს და უესპასიანოს
და ტიტოს. და მისთა ჟამთა იქმნა მოოჴრებაჲ იჱრუსალემისა
მეერგასესა წელსა შემდგომად ჯუარ-ცემისა უფლისა. რომლისა
შემდგომად დომენტიანოს და ნევრას, ტრაგიანოს და
ადრიანოს. მეათორმეტესა წელსა ადრიანოსისსა აკჳლას
თარგმანი გამოსჩნდა არიან აგჳსტეს კეისრისათაგან ვიდრე
ადრიანოსისამდე წელნი რ^პ და თუჱნი. და თარგმანთა
სამეოცდაათორმეტთა ვიდრე აკჳლას თარგმანისამდე წელნი
ჳ^ლ.
ამის ადრიანოსის თანა სენი საგონჯისა იშვა და წარავლინნა
და შეკრიბნა ყოველნი მკურნალნი ქუჱშე მისსა მეფობისანი,
და ითხოვდა მათგან ღონესა კურნებისასა ჴორცთა
თჳსთასა. ხოლო მათ მრავალი ღონე მოიღეს და მრავალი ნუ რაჲ
ყვეს, და ვერ შეუძლეს განკურნებად. და მისგან იგინნეს და
წიგნი გინებისა დაწერა მათთჳს, და ჴელოვნებასა მათსა შეასმენდა
ვითარმედ არარაჲ იციან ყოვლითურთ. და სენისა მისთჳს
მისისა მიზეზითა განცხრომისაჲთა მი<ი>მართა და მივიდოდა
სოფელსა მეგჳპტელთასა და წიაღ-ჴდა ანტიოქად
ქალაქად. განვლო კელე და ფინიკე, და მოვიდა პალესტინედ
რომელი ჰურიასტან-ცა ეწოდების შემდგომად
ორმეოცდაშჳდისა წლისა მოოჴრებისა იჱრუსალემისა.
<აღვიდა> ქებულსა და სახელუანსა ქალაქსა, რომელი დაამჴუა
ტიტოს ძემან უესპასიანოსისმან, და პოვა ქალაქი იგი ყოველი
მოკებული (!), და ტაძარი იგი მოოჴრებული გარნა კნინთა სახლთა
და მცირისა ეკლესიისა ღმრთისაჲსა ვიდრე იგი მოიქცეს
მოწაფენი უფლისანი რაჟამს იგი აღმაღლდა მაცხოვარი მთისა
მისგან ზეთის-ხილთაჲსა და იგინი მოვიდეს და აღვიდეს ქორსა
მას რაჲმეთუ მუნ აღაშენეს რომელ იგი არს ნახევარსა სიონისსა,
რომელი-ცა იგი მოოჴრებისაჲსა მის დაშთა. და სხუანი მცირენი
ნუ რაჲმე სახლნი სიონით კერძო. და შჳდნი საკრებელო მუნ-ვე
სიონს ვითარცა ლოგინი, ნუ რაჲმე ერთი რომელთაგანი
ერთი დაშთა ვიდრე ჟამადმდე მაქსიმიანოსისა ეპისკოპოსისა
და კოსტანტინე მეფისა, ვითარცა "ტალავარი ვენაჴსა შინა"
წერილისაებრ. გულსა ეტყოდა მიერითგან ადრიანოს შენებად
ქალაქსა მას გარემო ტაძრისა მის. და ესე აკჳლას რომელი
ზემორე ვთქუთ თარგმანი. <იყო> წარმართი ნათესავით
ვითარცა თჳთ ადრიანოს, და იყო აკჳლა სიმამრი ადრიანოსისი.
და დაადგინა მიერითგან იჱრუსალემს ზედა მდგომელად
საქმესა აღშენებასა ქალაქისა მის და დასდვა ზედა ხელი ქალაქსა
მას მეფისა მის სახელად ვითარცა ეწოდა ადრიანოს მზედ,
ეგრე-ვე სახელ-ედვა; ქალაქსა მას მზის ქალაქად.
აკჳლას იქცეოდა მიერითგან იჱრუსალემს. და ხედვიდა
მოწაფისა მოწაფეთა მოციქულთასა აღყუავებულთა სარწმუნოებითა
და საქმეთა სასწაულთა კურნებისაჲთა და სხუათა
საკჳრველებათა, რაჲმეთუ მოქცეულ იყვნეს პელლა ქალაქით
მუნ-ვე იჱრუსალემდ, რაჲმეთუ პირველ მოოჴრებადმდე იჱრუსალემისა
ჰრომელთაგან, ბრძანებაჲ მოიღეს მოწაფეთა მათ
ანგელოზისაგან ღმრთისა წარსლვად მიერ და დამკჳდრებად წიაღ
იორდანესა ქალაქსა რომელსა პელლას ეწოდების.
აუწყა მათ მოოჴრებისათჳს იჱრუსალემისა რომელ მოვიდეს და
დაემკჳდრნეს მუნ და შემდგომად მოოჴრებისა მის იჱრუსალემისა
მოიქცეს. და ვითარცა ვთქუ სასწაულთა დიდთა იქმოდეს.
ხოლო აკჳლას შეეშინა გონებითა და განჰკრთა ზედა
საკჳრველებთა მათ ღმრთისათა. ქრისტეანებაჲ ჰრწმენა და
შემდგომად მცირედთა დღეთა ითხოვა ბეჭედი ქრისტესი და
შეიწყნარა. ვიდრე წარმართობასა-ღა შინა იყო, ამაოჲსა
მეტყუჱლებისაჲსა ვარსკულავთ მეცნიერებისა ჴელოვნებითა
იყო განსწავლულ, და ოდეს-ღა ქრისტეანე იქმნა
შეცთომილებისა მისგან ჴელოვნებისა არა-ვე განაყენა, არამედ
დღეთა მისთა შობისათა მათ შერევისა კითხუასა მოეცალა.
ხოლო მოძღუარნი იგი ქრისტეანობისნი მარადის ამხილებდეს
მისთჳს და არას ირგებდეს, არამედ უფროჲს ურცხჳნოდ წარმდებებით
ჰჴდებოდა. და ჭეშმარიტებასა იტყოდა შესულებულთა
მათ შჳდთა თხრობათასა. და ვითარცა ესრეთ დიდად
უჴმარ იქმნა და არა უნდა განრინების<ა>. ამიერითგან განაყენეს
იგი ეკლესიაჲსა<თა>. და იგი განმწარებული გონებასა თჳსსა
ვითარცა შეურაცხ-ყოფილი მათგან, შურსა წარმართობისასა
ამაღლდა და ქრისტეანობაჲ შეურაცხ-ყო და შეაჩუჱნა, და ცხორებაჲ
თჳსი უარ-ყო და შეუდგა ჰურიაებისა შჯულსა. წინა-დაიცჳთა
და გულ-ლმობიერად მისცა თავი თჳსი ყოვლითა ღუწოლითა
სწავლასა ჰურიანებრსა და ისწავა სრულად. განმარტებაჲ ყო
თავით თჳსით ძუჱლთა წიგნთაჲ, არა თუ მართალსა სიტყუასა შედგომითა,
არამედ თუ ვითარ-მცა შეუძლო განმრუდებად
სამეოცდაათორმეტთა მათ თარგმანებული რომელი ქრისტესთჳს
წამებული თქუმულ იყო წმიდათა წიგნთა შინა.
და არს ესე მეორე თარგმანებაჲ შემდგომად ესოდენთა
წელიწადთა რომელ ზემორე ვთქუთ. შემდგომად აკჳლასა და
თარგმანებისა მისისა. მიიღო ადრიანოსის მეფობაჲ ანტონინოს
რომელი ეწოდა კეთილად-მსახური. რომლისა შემდგომად
კარაკალოს და პერტინაქს და სევეროს. ამისთა დღეთა
სჳმახოს სამარიტელი სჯულისა მათისაებრ მოძღუარი გინებული
მათგან განრისხებული იყო ნათესავისა მიმართ თჳსისა,
მიიქცა ჰურიაებრ, და კუალად წინა-დაიცჳთა. და ნუ გიკჳრნ
რაჲმეთუ არიან ესე, რაჲმეთუ რომელნი სამარიტელობისაგან
ჰურიაებად მიიქციან კუალად წინა-დაიცჳთიან. ეგრე-ვე და რომელნი
ჰურიაებისაგან სამარიტელად მიიქცა, კუალად
წინა-დაიცჳთიან. გინა უფროჲს უძჳრეს არს ესე რაჲმეთუ
წინა-დაცუჱთილებისაგან წინა-დაუცუჱთილებაჲ ყვიან მკურნობისა
ჴელოვნებითა ჴელთ-საქმრისათა ტყავი იგი მაშკისა მის
ასოჲსა განაპიან და მუნ-ვე შეკერიან, და შემადგმელითა წამლითა
განიკურნიან და წინა-დაუცუჱთილებაჲ ქმნიან. გაქუს
მოციქულისა რომელსა იტყჳს: "წინადაცუჱთისაგან თუ ვინმე
იჩინა ნუ იურვინ, და წინა-დაუცუჱთილებისაგან თუ ვინმე იჩინა
ნუ წინა-დაიცუჱთნ"! ხოლო წინამძღუარ ბოროტისა ამის ჴელოვნებისა
იტყჳან ესავს ძმასა იაკობისსა, უარ-ყოფისათჳს ღმრთეებისა
და განრყუნისათჳს მცნებისა მამათასა, რომლისათჳს
ღმერთმან თქუა: "იაკობი შევიყუარე და ესავი მოვიძულე.
ამან სჳმახოს მესამე შურის-ძიებაჲ ქმნა მჴდომად კესარიელთა
თარგმანებისა მის.
შემდგომად ამისა ტევდოტოს ვინმე პონტიელი წვალებისაგან
მარკიონისა მეფობასა კომოდისსა. და იგი განეყენა
თჳსსა მას წვალებასა და ჰურიაებრსა მას ერჩდა და
წინა-დაიცჳთა. და ებრაელებრ [!] ენასა და სწავლასა უკან შეუდგა,
და ეგრე-ვე მან-ცა ყო თარგმანებაჲ მეოთხე რომლისათჳს მრავალი
ანუ რაჲმე მსგავსებაჲ ამსგავსა, სამეოცდაათორმეტთა მათ
თარგმანთა ჩუჱულებითა მით კითხვისაჲთა, ო^ბ მათ თარგმანებულსა
მიამსგავსა. აწ გულისჴმაჲ-ყავ და ჯერ გიჩნდინ და მსაჯულე
იქმენ, სიბრძნის-მოყუარეო, განგებასა ამას ვისთანა-მე
უმეტეს იპოვების ჭეშმარიტებაჲ? სამთა ამათ თანა-მე,
აკჳლისსა ვიტყჳ და სჳმახოსისსა და ტევდოტესსა, რომელნი
არა ერთად ყოფილ იყვნეს, არამედ თავით თჳსით თჳს თჳსად
და ჟამითი ჟამად და სხუასა და სხუასა ადგილსა, და არა თუ
მრავალნი არამედ სამნი, ხოლო რომელთა იგი ურთიერთას ვერ
შეუძლეს ერთად სიტყუად ყოფად თარგმანებაჲ იგი? ნუ თუ იგი
ო^ბ მათ რომელთა იგი პირველ თარგმანეს და ერთსა ჟამსა და
ლ^ვ ნაწილად ბრძანებისაგან მეფისა, შურისა ქონებითა ურთიერთას
ჭეშმარიტებისათჳს ერთ სიტყუაობითა და სულისა
წმიდისა ერთობითა ყოველნი წიგნნი გამოთარგმანეს, და სადა
იგი შემატებული იყო ერთობით თითობით თითოეულად იგი-ვე
სიტყუაჲ შეჰმატეს ყოველთა, და ურთიერთას არა იხილვიდეს
რაჲმეთუ ორ ორთათჳს გან (?) შეყენებულთა. ყოველთა ერთ
მსგავსად ერთობით თარგმანეს? რომლისათჳს საცნაურ არს
ყოველთა რაჲმეთუ არა ხოლო თუ თარგმან იქმნნეს იგინი,
არამედ რავდენნი-მე წინაჲსწარმეტყუელ-ცა. რაჲმეთუ რომელი არა
საჴმარი ყო თარგმანებად; დაუტევეს ვიდრე ჟამთა. ოროგინე
ვარსკულავითა განსასწავლებული თჳსთა მათ ადგილთა
მუნ-ვე განჰკარგა, რაჲთა ნუ თუ-მცა მიზეზი პოვეს
ბოროტის-მეძიებელთა კაცთა. ეგრე-ღა შემატებული იგი
სიტყუაჲ არა გამოუღო. უწყოდა რაჲმეთუ უმეტეს საჴმარ არს,
არამედ ობელითა ჩინებით მუნ-ვე განჰკარგა, ეგრეთ-ვე ლიმნისკოსისათჳს-ცა
გამოაჩინა ვითარმედ სამეოცდაათორმეტთა მათგან
თარგმანთა დაიდვა. და იპოლიმნისკოსისათჳს-ცა.
ხოლო მეხუთისა და მეექუსისა თარგმანებისათჳს არა
ვიცი თუ ვინ სადანი იყვნეს. ხოლო ჟამთა სებერის მეფისათა
მეხუთე იგი თარგმანებაჲ იპოვა იერიქოს ჭურსა დამალული.
და შემდგომად მისა მეექუსე იგი თარგმანებაჲ დღეთა ანტონინე
მეფისათა <ესეცა იპოვა> ემაუს, ჭურსა დამალული.
ალექსანდროს მამეს-ძე და მაქსიმოს მერმე გორდიანოს,
და მერმე ფილიპოს, და მერმე დეკეოს. ამისთა დღეთა ოროგინე
იყო განძებულ დეკეოსისაგან, რაჟამს წმიდაჲ ბაბილა
ანტიოქიას იწამა, და ფლაბიანოს ჰრომს, და ალექსანდრე
ეპისკოპოსი იჱრუსალემელი კესარიას. მას-ვე ჟამსა ოროგინე
შეიპყრა წარმართთაგან და მრავლითა გუჱმითა იგუჱმა
ალექსანდრიას. ხოლო სრულებასა მას მოწამებისასა ვერ
მიიწია, და მუნით შევიდა კესარიად სტრატონიანთა თანა და
აღვიდა იჱრუსალემად, და მცირედთა ჟამთა იქცეოდა მუნ, და
მერმე შევიდა ტჳრედ. და მუნ იყოფებოდა და წიგნსა თარგმანიდა
რომელსა ჟამსა ექუს შთავალნი იგი წიგნნი განჰკარგნა რომელსა
ბერძულად კატაბატონ ჰრქჳან. ორი შთასავალი იგი
ებრაელებრი, და ოთხი თარგმანთა მათ.
და შემდგომად ამისა, პოვა მეხუთე იგი თარგმანებული.
და ვერ უძლო ცნობად თუ ვისი არს. ვითარცა პოვა ეგრეთ-ცა
სახელ-სდვა მიწყობისაებრ, ერთი იგი მეხუთედ და ერთი იგი
მეექუსედ დიდად ჴელოვნებით ყო ესე რომლისათჳს ვიეთ-მე
უცნაურ არს რაჲმეთუ ოთხი შთასავალი ბერძულისა ენისაგან
ჰკარგა, თარგმანთა მათ აკჳლასი და სჳმახოსისი და ტევდოტესი
და სამეოცდაათორმეტთა მათ. აწ ოთხნი ესე და ორნი
იგი ებრაელებრნი ექუს შთასავალნი ერთბამად იქმნებიან, და
რაჟამს მეხუთე იგი და მეექუსე თარგმანული მათ თანა განეწესოს,
მერმე რვად ითქმის. ესე იგი არს ექუსთა მათ თარგმანთა
და ორი ებრაელთა, ერთი იგი შთასავალი სიტყუაჲ ებრაელებრი
დაწერილი, და მეორე იგი შთასავალი სიტყუაჲ ებრაელებრი
დაწერილი ბერძული, რაჲთა რომელთა არა იცოდიან ებრაელებრი
წერილი შეძლულითა მით წერილითა მეცნიერ იქმნენ
ებრაელებრსა მას სიტყუასა". აწ ვიეთ-მე წარიკითხნეს წიგნნი
ყოველნი და პოვნეს პირველნი იგი შთასავალნი განწესებულნი
ორნი-ვე ებრაელებრნი და შემდგომად მათსა აკჳლასი, და
სჳმახოსისი და მერმე სამეოცდაათორმეტთა მათ და ტევდოტესი,
და მეხუთე და მეექუსე იგი თარგმანებული. ეგონა
ვითარმედ აკჳლას და სჳმახოს წინა-თარგმანეს რომლისათჳს
არა არს ეგრეთ, არამედ ოროგინე იცოდა სამეოცდაათორმეტთა
მათ თარგმანებული ჭეშმარიტად საშუალ იგი განაწესა რაჲთა
ამიერ და იმიერ სხუათა მათ თარგმანებულთა ამხილებდეს. ესე
დიდად საჴმარ ყო.
აქამომდე კმაჲ იყავნ განწესებაჲ იგი თარგმანთაჲ მათ.
ამიერითგან ცხად ვყოთ სასწაულთათჳს რომელნი წმიდათა
დასხმულ არიან და სასწორთა და საწყაულთათჳს და რომელი
რიცხუთათჳს სახელ ედვა და რაჲსა საჴმრისათჳს დაისხნეს.
რაჲმეთუ ვიეთ-მე წიგნნი განწვრთნეს, და ვიეთ-მე პროსოდენი
განაწესეს რომელ არს სომახრ აროგანებაჲ, ხოლო ქართულ
სათქუმელი. ოქსია რომელ არს სომახრ შეშტ, ხოლო ქართულ
მახჳლ. ბარია რომელ არს სომახრ ბუთ ხოლო ქართულ ბრჯგუ.
პერისპომენი რომელ არს სომახრ პაროჲკ ხოლო ქართულ აღჩნ
და აღჩა. მაკრა რომელ არს სომახრ ერკარ ხოლო ქართულ
გრძელ. ბარაქია რომელ არს სომახრ სულ ხოლო ქართულ კნინ
დასია რომელ არს სომახრ თავ ხოლო ქართულ ჴშირ. ფსილი
რომელ არს სომახრ სოსკ ხოლო ქართულ წყრტუ. აპოსტროფოს
რომელ არს სომახრ აპადარძ ხოლო ქართულ მერმე მოიქეც.
ჰიფენ რომელ არს სომახრ ენთამნა ხოლო ქართულ ერთბამ.
ჰიპოდიასტოლი რომელ არს სომახრ სტორატ ხოლო ქართულ
ქუჱსკნელი. ვარსკულავი ესე რომელ არს წიგნთა აუწყებს
სიტყუასა რომელ იგი არს ებრაელებრსა მას. და ითარგმანა
აკჳლასისაგან-ცა და სჳმახოსისაგანცა და ტევდოტესგან-ცა,
ხოლო სამეოცდაათორმეტთა მათ დაუტევეს და არა თარგმანეს
ორჯერობისა სიტყჳსა მისთჳს. და ნამეტნავისათჳს კითხჳსა. და
აწ მცირედითა სიტყჳთა გიჩუჱნო შენ რაჲთა სხუათა მათ-ცა
სიტყუათა შემძლებელ იყო ცნობად: არს დასაბამსა დაბადებისსა
ებრაელებრსა ვითარცა: "ესე ადამ ოსტე სინა" რომელი
ითარგმანების ვითარ აკჳლა თქუა "და ცხოვნდა ადამ ცხრაას
წელ და ოცდაათ წელ", რომლისათჳს სამეოცდაათორმეტთა
მათ თარგმანთა ბუნებით ებრაელთა არა ხოლო თუ ებრაელებრითა.
არამედ ბერძულითა-ცა ენითა და სწავლითა უფროჲს-ღა
განსწავლულთა და წურთილთა. არა ხოლო თუ ებრაელებრისაგან
ბერძულ გამოთარგმანეს წიგნნი. არამედ რომელი-ცა ებრაელებრსა
მას ორჯელ იყო სიტყუაჲ მათ შემოკლებელად
უგანცხადებელესად გჳჩუჱნეს სიტყუაჲ იგი, და ნაცუალად ორგან
სახელთა წელიდწადთა მათ თქუმისა. ერთსა ადგილსა თქუმად
სიმქისე სიტყჳსა მის მგლესარედ გარდააქციეს და თქუჱს
ე<გ>რეთ: "ცხოვნდა ადამ წელთა ცხრაას ოცდაათთა". და არა თუ
დაკლებაჲ რაჲ ყვეს სიტყჳსა მის, არამედ უწმიდეს და უადვილეს
საკითხავი იგი ყვეს რომელ იგი ებრაელებრსა მას ვერ
ეგებოდა ეგრეთ შემოკლებად თქუმად ვითარცა
სამეოცდაათორმეტთა მათ თარგმანეს თუ "ცხოვნდა ადამ
წელთა ცხრაას ოცდაათთა. რომლისათჳს არცა-ღა ბერძულითა
ენითა ეგებოდა თქუმად ვითარცა აკჳლა თქუა თუ ცხოვნდა
ადამ წელთა ცხრაას ოცდაათთა. ხედვა ვითარ უბჱრ-ჰყოფს
სიტყუასა ამას რაჲმეთუ არა სიცხადე სიტყჳსა მის აჩუჱნა,
არამედ ორჯერობაჲ სიტყჳსა ამის ინებეს ჭეშმარიტად ჩუჱნებად
რომელ იგი ეგონა ვიეთ-მე ვითარმედ სამეოცდაათორმეტთა
მათ ნაკლულად თქუჱს, არამედ აკჳლა
და სჳმახოს და სხვათა მათ დაუკლებელად თარგმანეს, და არა
თუ სამეოცდაათორმეტთა მათ ნაკლულად თქუჱს, არამედ
აკჳლა და სხუათა მათ განამქისეს სიტყუაჲ იგი ორგან სახელ-დებითა
წელთა მათ. უკანასკნელ მოვიდა ვინმე და მუნ-ვე განკარგა
სიტყუაჲ იგი თჳსსა ადგილსა ვარსკულავისა მის დასწავლითა.
არა თუ ვითარცა რაჲ სახედ საჴმარნი ძიებისათჳს სიტყუათა მათ
რაჲმეთუ ნამეტნავ არიან, არამედ რაჲთა ნუ-მცა საეჭუჱლ არიან
ჰურიათა და სამარიტელთა ვითარცა წმიდათა ეკლესიათა
წიგნთა დაკლებაჲ რაჲმე აქუნდეს სიტყუათა მათ განწვალებისათჳს
ამისთჳს, რაჲმეთუ ნამეტნავ იყვნეს. და გამოვაჩინენით
მცირედითა სიტყჳთა და მით უწყოდით სხუანი-ცა სიტყუანი
რომელსა ზედა ვარსკულავ იყოს სასწაულად. აწ რაჲთა იგი-ცა
ისწაოთ თუ რაჲსათჳს ვარსკულავითა შეაყენა ოროგინე
სიტყუაჲ იგი. იგი ხედავნ ვარსკულავითა რაჲმეთუ ბუნებით
არიან სამყაროსა ცისასა, დაღაცათუ ღრუბელთა და მზისაგან
დაეფარნიან მის გონებისათჳს დადვა ვარსკულავი იგი რაჲთა
შენ გამოგიცხადოს თუ სიტყუათა " ამათ ზედა რომელთა ვარსკულავი
იგი არს განწესებულ, არიან ებრაელებრითა წიგნითა
ვითარცა ვარსკულავნი სამყაროსა ცისასა, არამედ დაეფარნეს
სამეოცდაათორმეტთა მათგან თარგმანთა ვითარცა ვარსკულავნი
ღრუბელთაგან. ესე თხრობაჲ ვარსკულავისათჳს.
ხოლო იობელისა თხრობაჲ ესრეთ არს სახედ. იობელი ესე
არს -+ ნახევარი ასოჲსაჲ მხატრად აქუს ქუჱმო წერტილი, და
იობელი სახელ-ედვა ატტიკელითა ენითა რომელ არს ლახუარ,
და დაიდვა წმიდათა წიგნთა სამეოცდაათორმეტთა მათგან
თარგმანთა, ხოლო აკჳლასისა და სჳმახოსისა მის თარგმნებულსა
არა არს. რაჲმეთუ თჳსსა მას სამეოცდაათორმეტთა მათ
დადვეს სიტყუაჲ ესე არა თუ ცუდად, არამედ დიდად საჴმრად,
რაჲმეთუ სადა იგი იყო სიტყჳსა მის შემატებაჲ ყვეს
განცოცხლებად სიტყჳსა მის საკითხავად რომლისათჳს
საცნობელ არს ჩუენდა რაჲმეთუ არა იყვნეს იგინი შორს სულისაგან
წმიდისა რაჲმეთუ რომელი იგი არა საჴმარ იყო მეორედ
თქუმად დაუტევეს, და სადა დაკრებულ იყო სიტყუაჲ
ბერძულისა მისებრ ენისა, იგი შეჰმატეს. ხოლო განკჳრვებულ
ჯერ იყო ამისთჳს და არა ბრალობაჲ არამედ-მცა ქებად
ვითარ-ღა-მცა ღმრთისა ნებისაჲსა შეერთებოდეს. რაჲმეთუ
სამეოცდაათორმეტ კაც იყვნეს ვითარცა პირველ ვთქუთ ორ
ორი შეყენებული ლ^ვ-თა სენაკთა, და სადა იგი შემატეს ყოველთა
ერთობით შეჰმატეს, და სადა იგი დააკლეს ყოველთა ერთობით
დააკლეს. და შეჰმატებული იგი ესე არს: "უფალო ღაღად-ვყავ
შენდამი, ისმინე ჩემი, მომხედენ ჴმასა", ხოლო "ლოცვისასა
ჩემისასა" არა არს ებრაელებრსა. ხოლო სამეოცდაათორმეტთა
მათ შეჰმატეს "ჴმასა ლოცვისა ჩემისასა" და განაცოცხლეს
სიტყუაჲ იგი და თქუჱს "უფალო ღაღად-ვყავ შენდამი, ისმინე
ჩემი, მომხედენ ჴმასა ლოცვისა ჩემისასა"; აწ ერთითა სიტყჳთა
იცოდი სხუაჲ-ცა იგი შეჰმატებული.
ეგრე-ვე სახედ ოროგინე ვარსკულავითა მით გამოღებულნი
იგი სიტყუანი განსწავლნი, სახედ იობელითა მით შეჰმატებულნი
იგი განსასწაულნა. ნეტარ თუ-მცა სხუანი-ცა საქმენი ოროგინეს
ესოდენ კეთილად გამოესახნეს და სხუასა ბრძანებასა არა
ბრკოლებულ იყო, რაჲმეთუ თავისა თჳსისა და სოფლისათჳს-ცა
ვნებაჲ ქმნა. დიდად ბოროტად განაწესა სარწმუნოებისათჳს და
მრავალნი წიგნნი ძჳრ-ძჳრად განჰმარტნა. იობელისა მისთჳს
26 ვიდრე აქამომდე ვითარცა ვთქუთ ვითარმედ ო^ბ-თა მათგან
შეემატა არა ყოფითა ებრაელებრისა მის
ხოლო ლიმნისკოსისათჳს ესრეთ -:-. ლიმნისკოსის რომელ
არს ნახევარი ასოჲსაჲ საშუალ ორთა ასოთა წერტილთა,
დასაბამსა მკურნალთაგან იწოდა სახელი ესე. და დაიდვა წმიდათა
წიგნთაგან ო^ბ-თაგან ორთა ვიეთ-მე ორ ორთა ვითარცა
წერტილნი იგი აუწყებენ ზემო და ქუჱმოჲ დადებისა მისგან,
ვითარმედ ორთაგან ერთობისა არს არა თუ შეჰმატება გინა თუ
დაკლება რაჲმე სიტყჳსაჲ უყოფიეს, არამედ თჳს თჳსებაჲ ხოლო,
და რაჲთა გამოგიცხადო სიტყუაჲ თუ ვითარ იგი არს მე-ო^ე
ფსალმუნსა ესრეთ "პირი ჩემი იტყოდის სიმართლესა შენსა",
თქუმისა "სიმართლეთა შენთა" თქუჱს და მას ფსალმუნსა
ესრეთ არს: "პატიოსან არს სახელი მისი მის წინაშე", ხოლო
მათ თქუჱს: პატიოსან არს სახელი მათი წინაშე თუალთა
მისთა" და ესრეთ მრავალთა ადგილთა ჰპოვო არცა დაკლებაჲ
აქუს და არცა ცვალებაჲ, არამედ თჳს თჳსებაჲ ხოლო. ესე ლიმნისკოსისთჳს.
იპოლიმნისკოსისათჳს. ხოლო იპოლიმნისკოსისათჳს ესრეთ -.
სადა იპოის სასწაული ესე დადებული,
რომელ არს გრძელი ასოჲ აქუს ქუჱმო განწერტილი მსგავსად
იობელისსა, ეგრეთ-ვე ესე-ცა. ო^ბ-თა მთარგმნელთა დადვა ერთგანთა
ვიეთ-მე ორთა ვითარცა წერტილი იგი გუაწყებს ქუჱმო
ხოლო ქონებითა, რაჲთა იცოდი თუ ერთისაგან წყვილისა ითქუა,
ეგრეთ-ვე ერთობით თჳს თჳს ხოლო ყოფითა სიტყჳსა მის,
და არა თუ შეჰმატებაჲ გინა დაკლებაჲ რაჲმე აქუს. ესე არს
თხრობაჲ ვარსკულავისა, იობელისაჲ, ლიმნისკოსისა და
იპოლიმნისკოსისა.
საწყაულთათჳს. საწყაული არს კოროს; ეთქუმის რომელ
არს ოცდაათი მოდი. რომელ იგი არს თავსა ლუკას სახარებისასა
რომელ იგი მაცხოვარმან აქო მნე იგი რომელმან ცვალა წერილი
უფლისა თჳსისა. და ნაცვალად ასისა მის ქორისა სამეოცი დაწერად
სცა, და ნაცვალად ასისა მის მარისა ზეთისა ორმეოცი დაწერად
სცა. ხოლო ქორი ბერძულითა ენითა კოროს ითქუმის.
რომელ არს ოცდაათისა მოდისა რიცხჳ, და ებრაელებრისა მის
ებრ ქორ, და ასურულისა და სომხურისა მიერ და ქართულ ბათ,
რომელ არს სატონი ბერძულისაებრ ენისა. და არს საწყაული
საწნეხელისაჲ ორმეოცდა ათისა ქსესტისაჲ ქონებითა გომორ
რომელ არს არდუჲ ვითარცა ოსე იტყჳს: "მოვირეწე ჩემდა
არდუჲ ერთი ქრთილისაჲ" ხოლო ბერძულისაგან ენისა არს.
ათხუთმეტი მოდი საწყაული. ხოლო მოდისა სახელი ებრაელებრისა
მისებრ დაიდვა რომელ არს ოცდაორისა ქსესტისაჲ, არა
თუ უგუამოდ რაჲ არამედ დამკიცხებითა მრავლითა, ვითარცა
დასაბამსა-ვე ვთქუთ, თუ ოცდაორთა მათებრ საქმითა
ღმრთისაჲთა რომელი ქმნა ექუსთა მათ დღეთაჲ, და
ოცდაორთა მათებრ უთავესთა. და ოცდაორთა მათებრ წიგნთა
სჯულისათა, და ოცდაორთა ასოთაებრ ანბანისათა რომელი
ებრაელთა უწოდეს საწყაული სიწმიდისა სახელ-სდვეს მოდ.
რომელ მო-რაჲ-ვიდა აღავსო საწყაული სიწმიდისაჲ უფალმან
ჩუენმან, ვითარცა ზემორე ვთქუთ აღსაარებითა მით რომელი
მისა მიმართ ეგრეთ-ვე მსგავსად ნახევარი მოდისა.
და კაბოჲ რომელ არს მეოთხე ნაწილი მოდისაჲ. არტაბ
რომელ ითქუმის არდოჲ-ვე რომელ არს სამეოცდაოთხისა ქსესტისაჲ.
და ბერძულ არტაბოს ეწოდების, გარნა დაიდვა საწყაული
No comments:
Post a Comment