11იანვარს და 22 აპრილს ეკლესია განსაკუთრებულ კაცს იხსენებს. ღირსი მამა ვიტალი (609-620).

ღირსი ვიტალი (609-620) ღირსი სერიდის მონასტერში მოღვაწეობდა. სადაც თავის დროზე მოღვაწეობდნენ ამბა დოროთე, ბარსანუფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი. ამ მონასტერში ღისრმა ვიტალიმ  შეიძინა სულიერი გამოცდილება. მოგვიანებით, 60 წლის ასაკში ალექსანდრიის პატრიარქ იოანე მოწყალის დროს გადავიდა ალექსანდრიაში.
ბერმა უჩვეულო ღვაწლი იტვირთა: თავის ლოცვანის მოსახსენებელში ჩაიწერა ალექსანდრიის ყველა მეძავის სახელი და  ლოცულობდა მათთვის. ღირსი მამა დილიდან საღამომდე  მუშაობდა და გასამრჯელოდ კი 12 სპილენძის მონეტას ღებულობდა, თავისთვის პურის ნაჭერს ყიდულობდა, მორჩენილ ფულს კი ხან ერთ მეძავს აძლევდა და ხანაც მეორეს და სთხოვდა, ცოდვით არ დაცემულიყო იმ ღამეს. თანაც იმ ღამეს  მეძავთან იკეტებოდა ერთად და სანამ ქალს ეძინა, მთელი ღამე ლოცულობდა. დილით კი  მიდიოდა. ასეთ მოღვაწეობაში იყო ყოველ ღამე. რიგ-რიგობით ყველა მეძავთან მიდიოდა, თან ყველას ევედრებოდა, შეენახათ წმიდანის მათთან ყოფნის საიდუმლო. ალექსანდრიის მცხოვრებლებმა არ იცოდნენ ბერის საქციელის ნამდვილი მიზეზი და შეურაცხყოფდნენ მას.
ღირსმა ვიტალიმ მრავალი დაცემული ქალი გადაარჩინა: ნაწილი მონასტერში წავიდა, ნაწილი გათხოვდა, ნაწილმა პატიოსანი შრომა დაიწყო, მაგრამ გამოსწორების მიზეზის დასახელებას ვერავინ ბედავდა - ისინი შეკრულნი იყვნენ წმიდა ვიტალისთვის მიცემული ფიცითერთმა ქალმა მაინც გატეხა ფიცი და დაიწყო ბერის გამართლება, მაშინ როდესაც მას ალექსანდრიელები შეურაცხყოფდნენ. გამოესარჩლა ღირს მამას. ეს, პირობის გამტეხი ქალი მაშინათვე ეშმაკეულ იქნა. იხილეს რა ეს ალექსანდრიელებმა უფრო მეტად დარწმუნდნენ თავიაან სიმართლეში და მეტად ლანძრავდნენ ღირს ვიტალის.
წმ. იოანე მოწყალე ალექსანდრიელი
რამდენიმე ალექსანდრიელმა ღირსი ვიტალი წმიდა პატრიარქ იოანე მოწყალესთან დაასმინა, მაგრამ მან არ დაუჯერა ცილისმწამებლებს და უთხრა: „ნუ განიკითხავთ ნურავის, განსაკუთრებით კი ბერებს. არ გახსოვთ რა მოხდა ნიკეის კრებაზე? ზოგიერთმა მღვდელმა და ეპისკოპოსმა წერილობით დააბეზღა ერთმანეთი კონსტანტინე დიდთან. მან დაუკითხავად დაწვა წერილები და თქვა: „საკუთარი თვალებით რომ მეხილა ცოდვით დაცემული მღვდელმთავარი ან მღვდელი, ჩემი სამოსელით დავფარავდი, რომ სხვას არ დაენახა მისი ცოდვა“. ასე შეარცხვინა ბრძენმა მღვდელმთავარმა ავისმთქმელები.
წმიდანი განაგრძობდა თავის მძიმე მოღვაწეობას: ხალხის თვალში ცოდვილი და მემრუშე, მრუშებს სინანულისკენ მოუწოდებდა

ერთხელ საროსკიპოდან გამოსული ღირსი მამა შეეჩეხა ჭაბუკს, რომელიც მეძავებთან შედიოდა. ჭაბუკმა სილა გააწნა წმიდანს და უთხრა, რომ ბერი შეურაცხყოფდა ქრისტეს სახელს. ღირსმა ვიტალიმ უპასუხა: „მერწუმე, ჩემს გამო ისეთ სილას მიიღებ, რომ შენს ყვირილზე მთელი ალექსანდრია შეიყრება“.

რამდენიმე ხნის შემდეგ ღირსი ვიტალი გარდაიცვალა. მემრუშე ჭაბუკს გამოეცხადა საშინელი ბოროტი სული და სილა გააწნა სახეში. ჭაბუკი მიწაზე დაეცა, ტანსაცმელს იგლეჯდა და ისე ხმამაღლა ყვიროდა, რომ უამრავი ხალხი შეიყარა.

რამდენიმე საათის შემდეგ ჭაბუკი გონს მოეგო, წმიდანის კელიისკენ გაიქცა, თან ყვიროდა: „შემიწყალე, მონაო ღვთისა, რამეთუ ვცოდე შენს წინაშე“. კელიის კარებთან ჭაბუკი საბოლოოდ განიკურნა და შეკრებილებს მოუთხრო თავის შეხვედრაზე ღირს ვიტალისთან; შემდეგ დააკაკუნა, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. როცა კარები შეამტვრიეს, ნახეს, რომ ხატის წინ მუხლმოყრილ ბერს საუკუნო ძილით მისძინებოდა. წმიდანს ხელში ქაღალდიის გრაგნილი ეჭირა, რომელზეც ეწერა: „მკვიდრნო ალექსანდრიისანო, ნუ განიკითხავთ, სანამ არ მოვალს უფალი, მსაჯული ჭეშმარიტი“.

კელიასთან მივიდა ბოროტისაგან გვემული ქალი, რომელიც დასჯილი იყო წმიდა ვიტალისთვის მიცემული ფიცის დარღვევის გამო. წმიდანის სხეულზე შეხებით ქალი განიკურნა და შეკრებილებს მოუყვა წმიდანის სიკეთეზე და მოღვაწეობაზე.


წმიდა იოანე მოწყალე ხარობდა, რომ არ დაუჯერა ბოროტ ენებს. მან დიდი პატივით დაკრძალა წმიდანის ნეშტი. ამის შემდეგ ბევრმა ალექსანდრიელმა აღთქმა დადო, რომ სხვას არ განიკითხავდა.

გამოკრებულნი და შედგენილიწმიდანთა ცხოვრება“, ტომი II-ის მიხედვით.
 თბილისი, 2001 .

No comments:

Post a Comment