მეორჱ თქუმული წმიდისა ტიმ[ო]თე ხუცისა იერუსალემელისაჲ უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტჱსთჳს შემდგომად შობისა მეორმეოცისა დღისათჳს, ვითარ-იგი მოიყვანეს ტაძრად მამა-დედამან, და ქალწულ[მან] და იოსებ, რაჟამს-იგი აკურთხევდა მას წმიდაჲ სჳმეონ წინაწარმეტყუელი


   

მხოლოჲ
კაცთა შორის სრული კაცი სიმართლისაჲ, რომელი მრავალგან

    იპოვების, რომელთა-იგი მარადის განანათლებს. რომელნი-იგი ვლენან გზასა
    ჭეშმარიტსა, ვითარცა იტყჳს წერილი: ნათელი მართალთა ზედა მარადის (1).
    რომელი ნათელი?* -- არა თუ ესე, რომელ ღამე აღვინთით საჴმარად, გინა თუ
    მზჱ ესე შექმნული, რომლითა გუაქუს საწუთროსა ამას ჟამსა. "ნათელი
    მართალთა ზედა მარადის!" რომელი ნათელი? -- უპირატჱს ცათა დადგრომილი,
    რომელი საყდართა თანა მარადის დგას; იგი, რომელი მართალმან აბრაჰამ
     იცნნის თჳსნი და შეიწყნარნის, გარნა რომელთა თანა ნათელი არა არს,
    ეგევითარნი-იგი -- ბნელსა წარავლინნის.....



       ამისთჳს ჴმობს მღაღადებელი და იტყჳს: ნათელი მართალთა ზედა
    მარადის, ხოლო ნათელი უღმრთოთაჲ დაშრტეს (1). არარაჲ არს უფროჲს
    მართლისა ცხოველ კაცთა შორის, ვითარცა იტყჳს წერილი: * მართალნი
    უკუნისამდე ცხონდენ და უფლისა მიერ და სასყიდელი მათი და სასოებაჲ მათი
    მაღლისაგან ................

(აკლია ერთი ფურცელი)





       ... ვითარცა ესმა ესევითარი, მეყსეულად აღდგა და განძლიერდა და
    წინამძღურებითა სულისა წმიდისაჲთა მირბიოდა ტაძრად და მიუსწრო ქალწულსა
    მას, რომელსა მიჰყვანდა დიდებული იგი.


       და ოდეს შევიდა სჳმეონ და დადგა იგი წინაშე საკურთხეველსა და
    მოელოდა იგი ცხებულსა მას, რომელი-იგი სულმან წმიდამან აუწყა, და
    ჰხედვიდა იგი მრავალთა დედათა შემავალთა, რომელთა მიჰყვანდეს ყრმანი,
    შევიდა მარიამცა* ტაძარსა მას შორის მათსა, რომელთა თანა არა ზიარ-იყო
    შობასა მას ბუნებისასა. და სჳმეონ ხედვიდა ყოველთა მათ დედათა, ვითარცა
    არს მიხედვაჲ კაცთაჲ. და ვითარცა მიხედნა* ქალწულსა მას წმიდასა არა
    ვითარ სხუათა მათ, არამედ ვითარცა მადლითა შემოსილსა და ყოვლად
    უჴრწნელსა და ბრწყინვალესა, და მირბიოდა იგი მისა და ეტყოდა იგი
    სიმრავლესა მას დედათასა: გზა-მეცით მე, რაჲთა მივეახლო წმიდასა მას და
    სასურველსა და ვიხილო, რომელსა-იგი წინავე უხილავ. თქუენ, მჴევალნი ესე,
    რაჲსათჳს აზნაურსა მას დედოფალსა ესოდენ შეეახლებით, ანუ რაჲსათჳს
    მოგყვანან ყრმანი თქუენნი კურთხევად? მოიქეცით და მოჰგუარენით აქა
    ყრმასა, რომელი უწინარჱს აბრაჰამისსა არს.


       და ვითარ მიიქუა უფალი იგი, რომელი-იგი ყრმად ჩნდა, მკლავთა
    თჳსთა ზედა წინაწარმეტყუელმან, აკურთხნა იოსებ და ქალწული იგი. ხოლო
    წინაწარმეტყუელებაჲ იგი უფლისა შეწირა და ქალწულსა მას ეტყოდა:
    ვითარ-სახედ ხედავ შენ, ქალწულო, ყრმასა ამას? შენი და არა შენი, რამეთუ
    შენ ქალწულებასავე ჰგიე და რასა შენ ძუძუსა აწოვებ მაგას, რაჲთამცა
    აღჰზარდე და გესუა* ეგე შენ ყრმად? არა უჴმს საზრდელი, რამეთუ მაგან
    უწჳმა ერსა მას მანანაჲ და ყოველნი დაბადებულნი მაგან შექმნნა -- ცაჲ და
    ქუეყანაჲ და ყოველივე, რაჲ არს მას შინა. ესე არს დაცემად და აღდგომად
    და სასწაულად მრავალთა და სულსა შენსაცა განვლოს მახჳლმან (2).


       ესე სჳმეონ ამას რაჲ ეტყოდა ქალწულსა მას მისთჳს, რომელი-იგი
    ყრმად ჩნდა იესუ, ვითარმედ "დაცემად და აღდგომად", აწ ჭეშმარიტ არს
    სიტყუაჲ იგი. არა\თუ  სჳმეონ თჳსითა გონებითა, არამედ უწყებითა
    სულისა წმიდისაჲთა იტყოდა, და ყოველსა, რომელსა ეტყოდა ქალწულსა მას
     უფლისათჳს, დაცემასა ურწმუნოთათჳს იტყოდა და აღდგომასა --
    მორწმუნეთათჳს. დაცემაჲ იგი -- კრებულსა მას ჰურიათასა, ხოლო აღდგომაჲ
    -- ეკლესიათაჲ; რამეთუ მატათია აღდგა და იუდა დაეცა. დაცემაჲ
    მარცხენითისაჲ მის ავაზაკისაჲ და აღდგომაჲ მარჯუენითისაჲ მის, რამეთუ
    ჰრწმენა და მყის სამოთხჱ მოიპოვა. ხოლო იგი ურწმუნოებითა დაეცა და წარწყმდა.


       "დაცემად და აღდგომად და სასწაულად მრავალთა" ჭაშმარიტ არს
    სასწაული საცილობელი. უფალი გამოჩნდა, რომელი იშვა ქალწულისაგან. დიდი
    სასწაული არს ქალწულისაგან შობაჲ და მერმე ქალწულებასავე დადგრომაჲ.
    რამეთუ სასწაული არს ქალწული. ისმინე, ესაია რასა ეტყჳს აქაზს, --
    ეტყჳს, ვითარმედ: ითხოვე შენ სასწაული უფლისა მიერ ღმრთისა შენისა
    [სი]ღრმედ ანუ თუ სიმაღლედ. და თქუა აქაზ: არა ვითხოო, არცა განვცადო
    უფალი (3). და თქუა ესაია, რამეთუ: თავადმან უფალმან მოსცეს სასწაული;
    აჰა ესერა ქალწული მიუდგეს და შვეს ძჱ და უწოდიან სახელი ენმანუელ (4).


       ამის ქალწულისაგან, რომელი იშვებოდა და სასწაულად, რომელ-იგი
    ყოფად იყო მრავალთაგან ენოვანთა საცილობელ, სჳმეონ ჰრქუა ქალწულსა მას
    წინავე: ესე არს დაცემაჲ და აღდგომაჲ ისრაჱლისაჲ და სასწაულად მრავალთა
    და შენსაცა სულსა განვლოს მახჳლმან, რაჲთა გამოცხადნენ ყოველთა კაცთა
    გულის-სიტყუანი (5).

       ამის სიტყჳსათჳს ვინმე ჰგონებდეს, ვითარმედ მახჳლითა აღესრულოსო
    წმიდაჲ ქალწული და იმარტჳროსო, რომელი-იგი სჳმეონ ჰრქუა, ვითარმედ:
    "შენსაცა სულსა განვლოს მახჳლმან." არს, გარნა* არა ეგრჱთ არს, რამეთუ
    მახჳლი მჭედელთაგან განიჭედის, და ჴორცი განკუეთის, არა თუ სულიცა. ოდეს
    ჯუარს-აცუეს იესუ ჰურიათა, და მზესა მოაკლდა ნათელი და კლდენი
    განსთქდეს, ამისთჳს ვითარცა მახჳლმან განვლოს სულსა მისსა. ამისთჳს
    იტყოდა მახჳლსა სჳმეონ, რომელი-იგი  ურვაჲ მოწევნად იყო
    ქალწულისა და მისთჳს წინავე აუწყა. და კუალად ოდეს იგი ჰგონებდა
    წარწყმედასა, რომელ-იგი მოსრულ იყო მოძიებად წარწყმედულთა.


       რამეთუ ურვასა შევარდა ქალწული იგი, ჰგონებდა წარწყმედასა ძისა
    მისისა. ისმინე აწ, ვითარ იტყჳს ლუკა: და ოდეს იყო იგი ათორმეტ წლის (6).
    ცნობაჲ ცნობასა წარჰმატებს და ძიებაჲ ძიებასა აუწყებს: "და ოდეს იყო იგი
    ათორმეტ წლის." ვინ? -- მხოლოდ-შობილი ძჱ ღმრთისაჲ უწინარჱსი საუკუნეთა.
    ვინაჲთგან ქალწულისა მიერ შობითგან და ჟამად-ჟამად წარემატებოდა
    ჰასაკითა და სიბრძნითა (7), და მადლი ღმრთისაჲ იყო მის ზედა (8).


       აწ იხილე მახარებელისა იგი ჭეშმარიტი გამოთქუმაჲ; არა თქუა,
    ვითარმედ: "სიტყუაჲ ღმრთისაჲ წარემატებოდა," რაჲთა არა სცეს არჳანოზს
    მიზეზი გმობისაჲ. რამეთუ რომელი-იგი თქუა "წარემატებოდა," არა თუ
    ღმრთეებითა რაჲ წარემატებოდა, არამედ ჴორციელებისა ჰასაკითა. ამისთჳს
    მახარებელმან თქუა: ოდეს იყო ათორმეტის წლის, აღიყვანეს ყრმაჲ იგი მშობელთა
     მისთა დღესასწაულსა მას ზატიკისასა. და ოდეს აღესრულნეს* დღენი
    იგი, მოიქცეს სოფლადვე თჳსა. და დაშთა იესუ მარტოჲ და არა უწყოდა ესე
    მარიამ, ჰგონებდა, ვითარმედ თანამავალთა თანა არს. და ვითარ მოვლეს
    დღისა სავალი, ეძიებდეს ნათესავთა, მეცნიერთა თანა და ვითარ არა პოვეს,
    უკუნიქცეს მუნვე კუალად იერუსალჱმდ ძიებად მისა.


       აწ ვითარ აღესრულების სიტყაჲ იგი სჳმეონისი ქალწულისა მიმართ,
    ვითარმედ "შენსაცა სულსა განვლოს მახჳლმან?" -- ურვისა და ძიებისათჳს.
    და ღაცათუ ქალწულ დედაჲ იგი, არამედ მუცელმან იტჳრთა და ზრუნვით ზრდიდა
    მას და აქუნდა, ვითარცა შვილისა წესი არს, დედობისა იგი შრომაჲ და
    ზრუნვაჲ. და ეგონა, ვითარმედ წარუწყმდა, და ეძიებდა მას სამ დღე ურვითა
    გულისაჲთა და იტყოდა: ვაჲმე, რაჲ ესე შემემთხჳა მე! ოდეს ვჰგონებდი
    შესაძინელსა, მაშინ განმეჴუა ! ვინ-მე-რაჲ მიმპარა საუნჯჱ იგი? აწ მე
    არღარა დედათა შორის სახელ; არღარა თქუან ჩემთჳს, ვითარმედ: "[ნეტარ]
     იგი მუცელი, რომელმან შენ გიტჳრთა, და ძუძუთა, რომელთა გაწოვეს
    შენ" (9). ვინ-მე-რაჲ მიმპარა? აჰა ელისაბედს უხარის და მე ვწუხ, მას
    მჴედარი იგი აქუს, და მე მეუფჱ იგი არა მაქუს, განმეჴუა; მონაჲ
    დაიცვების, და უფალი არა ჩას. სადა არს გაბრიელისი იგი ხარებაჲ? სადა
    არს მოგუთაჲ იგი თაყუანის-ცემაჲ* და მწყემსთაჲ იგი სიხარული? ოდეს-იგი
    დედოფლობასა მოველოდე, მაშინ გლახაკ ვიპოვე!


       აწ სჳმეონ ესრჱთ ესე ურვაჲ, ვითარცა მახჳლისა განსლვაჲ, წინარე
    აუწყა ქალწულსა და ეტყოდა, ვითარმედ: "შენსაცა სულსა განვლოს მახჳლმან."
    არა თქუა, თუ: "დაადგრესო,"* არმედ: "განვლოსო".


       ესე არს: მცირესა ჟამსა ურვაჲ შეგემთხჳოსო და მუნთქუესვე განერე.


       აწ იხილა, რომელსა ურვასა ქალწული იგი შევრდომილ* იყო და
    ჰგონებდა წარწყმედასა, რომელი-იგი მოსრულ იყო წარწყმედულთა მოძიებად, და
    ვითარცა იტყჳს სახარებაჲ: და მესამესა დღესა პოვეს იგი ტაძარსა შინა,
    რამეთუ ჯდა იგი მღდელთ-მოძღუართა მათ თანა, ჰკითხვიდა მათ და ისმენდა
    მათსა (10) და ჰრქუა დედამან: შვილო, რაჲ ესე მიყავ ჩუენ, რამეთუ აჰა
    ესერა ურვით გეძიებდით შენ (11).


       და ვითარცა წინა ვთქუთ, აღესრულებოდეს სიტყუანი იგი
    წინაწარმეტყელისა სჳმეონისნი, ვითარმედ: "შენსაცა სულსა განვლოს
    მახჳლმან." და ეტყოდა ქალწული იგი იესუს: რაჲსათჳს არა მოხუედ, შვილო,
    ჩუენ თანა, ანუ რად ზი მღდელთ-მოძღუართა თანა და ჰკითხავ და ასწავებ,
    რომელსა არღა გისწავიეს, და იგინი გხედვენ შენ ვითარცა მჴეცნი კრავსა.


       ხოლო უფალი გამოუცხადებდა მათ საიდუმლოსა ღმრთეებისა მისისა
    კაცობრივ და ჰრქუა მათ: რაჲსათჳს მეძიებდით მე? არა იცოდეთა, რამეთუ
    სახლსა მამისა ჩემისასა ჯერ-არს ჩემი ყოფაჲ? (12). რასა იტყოდა ჩემთჳს
     სჳმეონ? არა უფლით მხადოდაა მე და აღმიარა მე ღმრთად? და თქუენ* ვითარცა
    ყრმასა მეძიებთ მე. ერთი  მივის მამაჲ, ხოლო თქუენ მსახურად ოდენ
    მოგიპოვენ.


       აწ სიტყაჲ ესე დავასრულოთ და მოვისწრაფოთ საკურთხეველად,
    საიდუმლოსა მას ზიარ ვიქმნეთ,* რომლისა მიერ ყოველი სოფელი დამტკიცნების
    და ეკლესიაჲ განმრავლდების ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისა
    თანა დიდებაჲ მამისა და ძისა სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი

    უკუნისამდე. ამენ.*

No comments:

Post a Comment