XXXVIII თავი
აღმწერელი ამის წიგნისა კუალად სიტყუასა უგებს პაპის მოსავდა
ვინაჲთგან ერთ გზის ვინებე ამის პირისათჳს სიტყუაჲ და ჴელვყავ აღწერად, მრავალი სხუაჲ მენება თქუმად. არამედ ჟამთა უცალეობამან არა მტტევეს უმეტესისა თქმად: „დაღაცა თუ უცებ ვარ გონებითა, არამედ არა ცნოიბთაცა, რამეთუ ვჰგონებ ვითარმედ სული ღმრთისაჲ მაწუჱვს ამას ყოველსა. ვითარცა იტჳს წინასწარმეტყუელისა მიერ, „აღიღე
პირი
შენი
და
აღვავსო
იგი”
და
მოციქული
იტყჳს
ვითარმედ,
„არა
ვისჴელეწიფების
თქმად
ღმრთივ,
გარნა
სულითა
წმიდითა”
და
შემდგომი....
ამით სასოებითა აწ კუალად აღვაღო პირი და ვიტყოდი: დაღაცათუ იგინი მაყუჱდრებელ ჩუჱნდა არიან და მრავლითა რაჲთამე შეურაცხებითა და ამპარტავნებითა
დაგუსჯიან,
არამედ
ჩუენ
არა
ვერიდნეთ
ყუჱდრებათა
მათთა,
არცა
შევშინდეთ
შიშითა,
სადა
იგი
არა
ჯერ
იყოს
შიში,
რამეთუ
აღთქმულ
არს
ჩუენდა
მომართ
უტყუჱლი
ბრძანებაჲ
ღმრთისა
ვითარმედ:
„მე
მოგცე
პირი
და
სიბრძნე
და
ვერ
უძლონ
ყოველთა
წინააღმდგომთა
თქუენთა
სიტყჳსგებად
და
წინა
აღდგომად
თქუენდა”.
იგინი იქადიან ჩუენ ზედა და დიდად მაღლოიან სიბრძნითა და ფილოსოფოსობითა ჴორციელთა. და ჩუენ უსწავლელად
შეურაცხიეთ.
ხოლო
ჩუჱნ
მოციქულნი
„უწიგნონი
და
სულელნი”
წინაუყვანეთ
და
სიტყუაჲ
გი
პავლესი:
„ვითარმედ
სულელნი
იგი
სოფლისანი
გამოირჩინა
უფალან,
რათა
არცხჳნოს
ბრძენთა
მათ
და
უაზნონი
ად
იგი
და
შეურაცხნი
გამოირჩინა,
რათა
არცხჳნოს
ძლიერთა
რათა
არა
იქადოს
ყოველმან
ჴორციელმან
წინაშე
ღმრთისა”.
და
კუალად
ვითარმედ:
„სიბრძნე
იგი
ამის
სოფლისა
სიცოფე
არს
წინაშე
ღმრთისა”.
და
კუალად:
„წარვსწყმიდო
სიბრძნე
იგი
ბრძენთა
და
მეცნიერება
იგი
მეცნიერთა
შეურაცხ
ვყო”
და
შემდგომი.
უკეთუ იქადონ მეფობითა და ძლიერებითა და სიმდიდრითა, ჩუენ სიგლახაკე იგი ქრისტესი და სიმდაბლით მოსლვა მისი წინა უყოთ, რომელსაც არა რაჲ აქუნდა ყოვლადვე: არცა სახლი, არცა ადგილი სადა თავი მიიდრიკოს. ვითარცა თჳთვე ბრძანებს ვითარმედ: „მელსა ჴურელი უჩნს და მფარველთა ცისათა საყოფელი, ხოლო ძესა კაცისასა არა აქუს სადა თავი მიიდრიკოს”.
უკეთუ ქალაქთა სიდიდე და ქუეყენათა სიმრავლე იქადონ ჩუენ ზედა, მოვიჴსენოთ მცირე იგი ქალაქი და ყოველთა მიერ დაწუნებული ბეთლემი, რომელსა შინა იშვა მეუფჱ და არცა მუნ აქუნდა ადგილი, არამედ მცირე ქუაბი და ბაგა. და მერმე ნაზარეთს შინა აღზრდა მისი, რომელი იყო უმცირესი ყოველთა ქალაქთა შორის. ვითარცა განკჳრვებით მოიჴსენებს მახარებელი სიტყუასა მას საწინასწარმეტველოსა ვითარმედ
„ნაზარეველ
ეწოდოს”.
და
კუალად
ფილიპეს
მიმართ
რასა
იტყჳს
ნათანაელ
ვითარმედ:
„ნაზარეთით
შესაძლებელ
არს
კეთილისა
რაჲსამე
ყოფად?”
უკეთუ სამოთხეები და მტილები და წყალთა სიმრავლე და შადრევნები იქადონ, კუალად მოვიჴსენოთ სიგლახაკე იგი ქრისტესი, რომელი დიდად დამაშურალი სიცხისა და წყურილისაგან ჯურღმულსა ზედა წყალსა
ითხოვდა
დედაკიცისა
ცოდვილისაგან,
რომელსა
პირველვე
მოასწავებდა
წინასწარმეტყველი
ვითარმედ:
„ნაღუარევისაგან
გზასა
ზედა
სუას”
(ფსალმუნი
109, 7).
უკეთუ მრავალთა და თითოფერთა სანოვაგეთათჳს იქადოდიან, კუალად
მოვიჴსენოთ
მეუფისა
იგი,
ვითარ
მცირედსა
ქრთილისა
პურიტან
და
ორითა
თევზითა
ისტუმრა
სიმრავლე
მაამთა
და
დედათა
უდაბნოსა
ზედა.
და
წმიდათა
წინასწარმეტყუელთა
ნაკლულევანებაჲ
და
მარხვა
და
წმიდათა
მოციქულთა
მიმდემი
შიმშილი
და
წყურვილი,
ვითარცა
იტყჳს
დიდი
იგი
მნათობი
პავლე
ვითარმედ:
„შიმშილითა
მრავალ
გზის”
და
სხუათა
ყოველთა
წმინდათა
მარხვა
სამარადისო.
ხოლო უკეთუ გუჱქადოდიან ძლიერებითა და სიმდიდრითა და უმეტესად ამას ზედა იქადიან და გუჱტყჳან ვითარმედ: ჩუენ ძლიერ ვართ და მდიდარ და ყოვლითურთ თავისუფალ, ხოლო თქუენ დასჯილ და დაგლახაკებულ და მოხარკეთა
ჴელთა
ქუჱშე
დამონებულ.
კუალად
მოვიჴსენოთ
ქრისტესი
იგი,
რაჟამს
ხარკი
მისცა
კეისარსა,
ვითარ
იგი
ეტყოდა
პეტრეს:
„მიეც
შენთჳს
და
ჩემთჳს”
და
ჰურიათა
ეტყოდა:
„მიეცით
კეისრისა
კეისარსა
და
ღმერთსა
ღმრთისა”.
და
პავლე
იტყჳს:
„მიეცით
საზუჱრესა
ზუჱრი,
საშიშსა
შიში,
პატივსა
პატივი”
და
კუალად
იტყჳს:
„უკეთუ
ძალ
გედვას
თავის
უფლებაჲ,
უფროჲღა
მონებაჲ
იჴუმიეო”.
კუალად მოვიჴსენოთ წმიდათა მამამთავართა და წინასწარმეტყუელთა
და
ყოველთა
წმიდათა
ცხოვრებაჲ
თუ
ვითარ
სამარადისოჲთ
ჭირითა
და
შრომითა
და
მრავლითა
განსაცდელითა
იქცეოდეს.
მოვიხსენოთ
აბრაჰამისი
იგი
მწირობაჲ
[და]
უცხოებით
სივლტოლა.
და
ისააკ
და
იაკობისი
და
სხუათა
მამათავართა
მწირობაჲ
და
ადგილითი
ადგილად
სივლტოლა.
და
მეფეთა
და
მოძღვართა
ქუჱშე
შიშნი
და
დევნანი
და
ყოველთა
წინასწარმეტყველთა
მრავალფერნი
და
ჭირნი
და
განსაცდელნი
და
სიკუდილნი.
მერმე
წმიდათა
მოციქულთა
ფერად-ფერადნი
სასჯელნი,
შიშნი
და
განსაცდელნი
და
მარადდღე
სიკუდილნი
ქრისტესთჳს
სიტყჳსაებრ
მოძღვრისა
მათისა,
ვითარ
იგი
ეტყოდა:
„მიგავლინებ
თქუენ
ვითარცა
ცხოვართა,
შორის
მგელთა”
და
კუალად
ეტყოდა
ვითარმედ:
„სოფელსა
ამას
ჭირი
გაქუნდეს.
არამედ
მწუხარებაჲ
თქუენი
სიხარულად
გარდაიქცეს”
და
კუალად
ეტყჳს
ვითარმედ:
„უკეთუ
მე
მდევნეს,
თქუენცა
გდევნნეს”.
კუალად მოიჴსენეთ ვითარ მძლავრი ჰეროდე განცხრომით მჯდომარე არს და უზეშთაესი იგი ყოველთა ნაშობთა შორის დედათა შეკრული საპყრობილესა შინა მდებარე
იყო.
ეგრეთვე
ყოველნი
წმიდანი
შემდგომით
შემდგომად
განიცადენ,
რომელთა
ღირსვე
არა
იყო
სოფელი
ესე.
ვითარ
დასჯილნი
და
დამდაბლებულნი
უსჯულოთა
მძლავრთა
ქუჱშე
იტანჯებოდეს.
მეფენი
იგი
უღვთონი:
ნერონ
და
ტრაიანე,
დეკეოზ
და
ვალერიანე,
მაქსიმიანე,
დეოკლიტიანე.
და
ყოველთა
მძლავრთა
უბოროტესი
ივლიანე
და
მის
ჟამისაცა
იგი
წმიდანი
და
ყოველნი
ქრისტეანენნი.
ვითარ
იგინი
ზუაობით
და
ნებიერად
მსხდომარე
იყვნეს.
და
ესე
ყოველნი
ვითარსა
შიშსა
და
ძრწოლასა
და
სატანჯველსა
შინა
იყვნეს.
რამეთუ
არა
ოდეს
ყოფილ
არს
ეკლესია
ქრისტესი
მტერისა
მიერ
უბრძოლელი
და
გამოუცდელი
სიტყჳსაებრ
იგავისა:
„რომელი
უყუარს
ღმერთსა,
სწავლის
და
სტანჯის,
ყოველი
შვილნი,
რომელნი
შეიყვარის,
ხოლო
უკეთუ
შორს
ხართ
სწავლისაგან
მწირნი
ვიდრემდე
ხართ
და
არა
შვილნი”
და
კუალად:
„მრავალ
არიან
ჭირნი
მართალთანი
და
ყოვლისავე
მისგან
იჴსნნეს
იგინი”.
რამეთუ
ჩუენ
მრავალფერითა
ამით
ჭირითა
და
განსაცდელითა
მოველით
უოხჭნოსა
ცხოვრებასა
და
სიხარულსა
გამოუთქმელსა,
რაჟამს
გამოცხადნეს
ცხოვრებაჲ
იგი
ჩუენი
ქრისტე.
ხოლო
რომელნი
იშუჱბენ
სოფელსა
ამას
შინა
და
იქადიან
სიმდიდრესა
და
დიდებულებასა
ზედა,
იგინი
საუკუნოდ
დასჯად
არიან
ვითარცა
წერილ
არს
მდიდარისა
მისთჳს
უწყალოსა
და
ლაზარე
გლახაკისა.
და
კუალად
ვითარმედ:
„ვაჲ
თქუენდა
მდიდარნო,
რამეთუ
მიგიღებიეს
ნუგეშინის
ცემა
თქუენი,
ვაჲ
თქუენდა
განმძღარნო,
რამეთუ
გშიოდის,
და
ვაჲ
თქუენდა
რომელნი
იცინით,
რამეთუ
სტიროდეთ
და
გოდებდეთ”
და
კუალად
იტყჳს
წინასწარმეტყუჱლისა
მიერ,
ვითარმედ:
„ნუ
იქადინ
მდიდარი
სიმდიდრითა
თჳსითა,
ნუცა
ძლიერი
ძალითა
თჳსითა,
ნუცა
ბრძენი
სიბრძნითა
თჳსითა”.
კუალად
მოვაქცევ
სიტყუასა
ჩემსა
და
ვეტყჳ
მათ:
ნუ
გუჱქადიან
იგინ
ძლიერებითა,
ნუცა
სიმდიდრითა,
ნუცა
ტაძრებითა
და
პალატებითა,
ნუცა
სხჳთა
რითამე
სოფლისა
ამის
საშუჱბელითა.
მოიჴსენონ
ხილვა
იგი
და
გამოცხადებაჲ
წმიდისა
ღმრთისა
მეტყუჱლისა
იოანესი,
რომელსა
მოასწავებს
მათთჳს
სახელითა
ბაბილოვნისათა.
რამეთუ
მე
ესრეთ
მგონიეს
ვითარმედ
თჳთ
ჰრომისათჳს
იტყჳს
და
არა
ბაბილოვნისათჳს.
და
ერთსა
ვისმე
წმიდათაგანსა
სახელდებით
ჰრომისათჳს
უთარგმნია
და
ესრეთცა
არს,
რამეთუ
ჰრომსა
ზედა
იტყჳს
და
არა
ბაბილოვნისათჳს,
რამეთუ
ყოველნი
წინასწარმეტყველებანი
და
მოსწავებანი
იგავით
და
მიფარულად
იქმნების
და
ითქმის
და
არა
განცხადებულად
და
მასვე
ჟამსა
საცნაურად.
ვითარცა
იტყჳს
მოციქული
ვითარმედ:
წინასწარმეტყველებაჲ
წიგნისა
თჳსისა
თავისა
არა
სათარგმანებელ
არს.
უკეთუმცა
მაშინვე
სახელდებით
ჰრომსა
ზედა
ეთქვა,
ვითარ
ეგებოდა
ანუ
ვითარ
არა
დაბრკოლდეს
ახალმოქცეულნი
იგი
ქრისტიანენი,
ანუ
რომლითა
სასოებითა
თავს
ისხმიდენ
ესეოდენთა
სატანჯველთა
მაშინდელნი
იგი
წმიდანი,
ვინაჲთგან
ესრეთ
მოძაგებად
იყო
ბაბილოვან.
არამედ
აწინდელთა
და
უკანასკნელ
ესოდენთა
უწესობათა
და
ამპარტავნებათათჳს
მოასწავა.
ვითარცა
წერილ
არს
მოჴსენებულ
იქმნა
ბაბილოვნი
დიდი
წინაშე
ღმრთისა.
და
კუალად:
„დაეცა
დაეცა
ბაბილონი
იგი
დიდი
და
იქმნა
სამკჳდრებელ
ეშმაკთა
და
საყოფელ
ყოვლისა
არაწმინდებისა
სულისა”
და
შემდგომი.ამას ყოველსა
ჰრომისათჳს
იტყჳს
და
არა
ბაბილონისათჳს,
რამეთუ
სახელითა
ბაბილონისათა
დაჰფარავს
მას
შინა
გამოჩინებულთა
წმიდათათჳს.
რამეთუ
ბაბილონი
შერეულად
გამოითარგმანების
და
იგი
არს
შერეული
სარწმუნოებითაცა
და
სიტყჳთა
მრავლითა
უწესობითა.
და
ესეცა
არა
საკჳრველ
არს,
რათა
სახელი
ესე
ეწოდებოდეს,
რამეთუ
წეს
არს
საღვთოთა
წერილთა
შინა,
რათა
ოდეს
წმიდათაგანსა
ვისმე
ენებოს
მხილებაჲ
და
ყუედრებაჲ
და
მოასწავებდენ
დაცემასა
რომელთამე
ქალაქისასა,
სხჳთა
სახელითა
იტყჳან,
ვითარცა
ჴმამაღალი
ესაია
მოასწავებდა
დაცემასა
და
ოხრებასა
იჱრუსალიმისა
და
მის
შორის
მყოფისა
ერისა
ისრაჱლისასა,
სოდომისა
და
გომორისასა
სახელითა
შეასმენს
და
იტყჳს:
„ისმინეთ
სიტყუაჲ
ღმრთისა
მთავართა
სოდომისთა
და
ერჩდით
სჯულსა
უფლისა
ერი
ეგე
გომორისა,
რამეთუ
რაჲ
იგი
უკანაჲსკნელ
შემთხუევად
იყო
იჱრუსალიმსა
და
ოდეს
იგი
ჯვარს
აცვეს
ღმერთი
და
ჴელითა
წარმართთა
მოოჴრდენ”
(ესრეთ
პავლე
მოასწავებს).
და
კუალად
სხუაჲ
წინასწარმეტყველი
იტყჳს:
„ვკურნებდით
ბაბილონსა
და
არა
იყო
კურნება”.
მე
ვჰგონებ
ვითარმედ
ამასცა
უმეტესად
ჰრომსა
ზედა
იტყჳს
და
მსგავსთა
მისთა
ქალაქთა
ზედა
და
არა
ბაბილონსა
ზედა,
რამეთუ
ძუჱლსა
მას
ნაბუქოდონოსორის
მიერ
აღშენებულსა
ბაბილონსა
არავინ
კურნებდა,
არცა
წყალნი
იღვწიდეს
მისთჳს,
არცა
ვინ
მოციქულთაგანი
მიწევნულ
არს
მუნ.
ეგრეთვე
მახარებელი
ესე
მოასწავებს
და
წინასწარმეტყველნი
იტყჳან
ჰრომისათჳს
სახელითა
ბაბილონისათა.
მოციქული
პეტრე
ჰრომს
ბაბილონად
უწოდს,
ვითარ
იგი
დასწერს
კათოლიკეთა
შინა
ვითარმედ:
„მოიკითხეთ
ძე
ჩემი
მარკოზ,
რომელ
არს
ბაბილონს
შინა”,
ესე
იგი
არს
ჰრომს
შინა
და
უკეთუ
ესრეთ
არა
იყოს,
ოდეს
მიწევნულ
იყო
მარკოზ
ბაბილონს
ანუ
სადა
წერილარს
მისლვა
მარკოზისა
ბაბილონს,
რამეთუ
არცა
ერთსა,
სხჳსა
მოციქულთაგანისა
სმენილ
არს
ბაბილონს
მიწევნა.
ეგრეთვე
არცა
მარკოზ.
არამედ
ვითარცა
ვთქუ
ჰრომსა
უჴმობს
ბაბილოვნად
და
წმინდაჲ
მახარებელიცა
ბაბილონის
სახელითა
მოასწავებს
დაცემასა
მისსა
და
ერთსა
ვისმე
მთარგმანებელსა
ეგრეთ
დაუწერია
ბაბილონად
ჰრომსა
იტყჳსო.
ვინაჲთგან
წმიდანი
ესე
თავნი
მოციქულთანი
ესრეთ
მოასწავებენ.
ჩუენ
რაჲსთჳსღა
ესრეთ
მაყუჱდრებელ
გუჱქმნებიან.
იტყჳს კუალად წინასწარმეტყველი: „იგლოვდინ ფიჭჳ,
რამეთუ
დაეცა
ნაძჳ”.
ესე
იგი
არს,
უკეთუ
ნაძჳ
იგი
ლიბანისა,
რომელი
უმაგრეს
არს
ფიჭჳსა.
რამეთუ
საღმრთოთა
წერილთა
შინა
უმაგრესობაჲ
და
უმჯობესობაჲ
მისთჳს
წერილ
არს
და
სოლომონის
ტაძრისათჳს
უპატიოსნესად
ნაძუნი
მიეძღუანებოდეს.
უკეთუ
ნაძჳ
დაეცა
და
შეიმუსრა,
ფიჭჳსათჳს
არა
ძნელ
არს
დაცემა.
უკეთუ
აღმოსავლეთისა
ეკლესიანი
ესრეთ
წუართა
და
ესრეთ
განსწავლნა
უფალმან,
დასავლეთისა
ეკლესიანი
ნუ
მაღლოინ:
უკეთუ
უფალმან
ბუნებითა
მათ
რტოთა
არა
ჰრიდა,
შენ,
მას
ზედა
დამყნილსა
გეშინოდენ
ვითარცა
იტყჳს
მოციქული:
„არა
თუ
შენ
გიტჳრთავს
ძირი
იგი,
არამედ
ძირსა
მას
შენ”
და
შემდგომი.
ესე
ყოველი
განიცადეთ
და
გეშინოდენ
ნუ
სადა
უსასტიკესი
რაჲმე
მოიწიოს
თქუენ
ზედა,
რამეთუ
წინასწარმეტყველიცა
შეასმენს
ესე
ვითართ
მათ
და
ეტყჳს:
„ღმერთო,
რომელი
შენ
დაეც,
მათ
დევნეს
იგი
და
სალმობასა
წყლულთა
ჩემთასა
შესძინეს.
შესძინე
უსუჯლოებაჲ
უსჯულოებასა
მათსა
ზედა”
(ფსალმუნი
68, 26) და
შემდგომი.
ამისათჳს
არა
ჯერ
არს
ყუჱდრებაჲ
და
წარბ
მაღლობაჲ.
ნუ
უკუჱ
მათ
ზედაცა
მოიწიოს
ესე
ვითარი
რაჲმე
და
აღესრულნენ
თქმულნი
იგი
მოციქულთა
და
წინასწარმეტყუელთანი,
რომელნი
მათთჳს
მოასწავნეს,
არამედ
ვითარცა
ქადაგებაჲ
იგი
იონასი
დაქცევისათჳს
ნინევისა
განაცრუა
კეთილითა
სინანულითა
მათითა
და
გარე
წარაქცია
რისხვა
იგი
მათ
ზედა
მოწევნადი.
ეგრეთვე
ყოს
უფალმან
შეერთებაჲ
ორთავე
ერთად
და
შუა
კედელი
ზღუდისა
მის
დაჴსნას
მოქცევითა
და
სინანულითა
მათითა.
ხოლო
უკეთუ
ესე
არა
იქმნას,
ჩუენ
მცირედითა
ამით
ჭირითა
მოველით
უოხჭნოსა
ცხოვრებასა,
რამეთუ
ვერ
ღირს
არიან
ვნებანი
იგი
ამის
ჟამისანი
მერმისა
მის
თანა
დიდებისა,
რომელი
გამოჩინებად
არს
ჩუენდა
მომართ
და
ეკლესიანი
ჩუენნი
მოელის
კუალად
განთვისუფლებასა.
და
მრავლსა
ამის
ჭირისა
ნაცვლად
გჳრგჳნსა
ზეცისა
ჩინებისასა,
ვითარცა
გამოცხადებასა
შინა
მოასწავა
ჭირი
და
განსაცდელი
ეკლესიათა.
მერმე
თავისუფლებაჲ
და
წარმატებაჲ.
დიდებასა
შინა
საღმრთოსა,
ხოლო
ბაბილონისა
სრულიად
მოოჴრებასა
და
დაცემასა.
ესე ყოველი განიცადეთ და იხილეთ, შეძრწუნდით და შეშინდით და მოიქეცით ღმრთისა და დაემორჩილენით სჯულსა მისსა.
No comments:
Post a Comment