შევიდა ნეტარი იგი თომა მოციქული სახლსა ვეჟანისსა,
ძისა მის მეფისა ჰინდოელთაჲსა, ღამესა დიდითა ნათლითა
განათლდა ყოველი-ვე, რაჲ-ცა იყო სახლსა მას შინა.
და იწყო მოციქულმან მან ლოცვისა ყოფად და თქუა:
"თანამოღუაწეო და შემწეო უძლურთაო, ღმერთო ჩემო იესუ,
გინცო და სასოო და შესავედრებელო უძლურთაო, მაშურალთა
განმსუენებელო, ჴმაჲ რომელი გარდამოჰჴედ ზეცით, მგლოვარეთა
ნუგეშინის-მცემელ, გამოჩინებულ, განსასუენებელ
რომელნი მივლენან შენსა მას ადგილსა, მჴსნელო და მკურნალო რომელი
მრავალთათჳს ჯუარს-ეცუ და შენთჳს არავინ ჯუარს-ეცუა,
შენ რომელი შთაჰჴედ ტარტაროზთა მათ "ძლიერებითა
შენითა, დიდ-დიდთა და მფლობელთა სიკუდილისათა ვერ
მიგხედეს შენ, აღმოჰჴედ დიდებითა დიდითა და აღმოიყვანენ
შენნი იგი შენ თანა, და წრფელი იგი გზაჲ განაწესე ყოველთა
მიმართ და შენსა მას ალაგსა ყოველნი ჴსნილნი გამოვიდეს და
შეერთნეს რიცხუსა მას სამწყსოთა შენთასა. მრავალმოწყალეო
ყრმაო იესუ, რომელი იგი მრავლითა მოწყალებითა
თჳსითა მოგავლინა ჩუენთჳს მამამან, რომელსა საქმენი თჳსნი
ადიდებენ მას, ძჱ ზჱსკნელისა მის მამისაჲ და სრულ-არსებისა
მდიდარი ეგე რომელმან შენნი მონაგებნი განამდიდრნა, რეცათუ
გლახაკთა წადიერ და მშიერთა ორმეოც დღე ექმენ, და განაძღენ
სულნი წყურიელნი შენისა მაგის სავსებისაგან; შენ იყავ
ვეჟანის თანა და ტერტიაჲს თანა და მანასარის თანა, და შეიყვანენ
იგინი სამწყსოსა შენსა, შეჰრთენ იგინი რიცხუსა შენსა, და
ექმენ მათ შემწე შეცთომილებისასა მას სოფელსა და მკურნალ
სალმობიერსა მას ქუეყანასა და განსასუენებელ დასაშრომელსა
მას ადგილსა, და განწმიდენ ესენი სიბილწისაგან ამის სოფლისა
და გამოარჩიენ მათგან რომელნი არიან საუკუნოჲსა მის მტერისანი;
ექმენ მკურნალ ჴორცთა ამათთა და მჴსნელ სულთა
ამათთა, და ყვენ ესენი ტაძრად წმიდად შენდა და ჭურჭელ
საღმრთო განურყუნელ რაჲთა დაიმკჳდროს ამათ თანა სულმან
მაგან წმიდამან".
და ვითარცა წართქუა ესე, აღბეჭნა იგინი საუფლოჲთა
მით ბეჭდითა და მოსცა მათ ნათელი.
და მოიღო სასუემელი და პური და აკურთხა: "ჴორცი
იგი პატიოსანი იყავნ ჩუენდა მჴსნელ და სისხლი იგი წმიდაჲ
შენი მოსატევებელად ცოდვათა; და ნავღლისა მის წილ რომელ
ჰსუ ჩუენთჳს, მოისპენ ჩუენგან სიმწარეჲ მტერისაჲ მის;
და ძრმისა მის წილ რომელ გემოჲ [!] იხილე ჩუენთჳს, უძლურებაჲ
ესე ჩუენი განძლიერდინ; და ნერწყჳსა მის წილ რომელ თავს-იდევ
ჩუენთჳს, მოიწიენ ჩუენ ზედა ცუარი უკუდავებისაჲ;
და საწერტელისა მის წილ ლერწმისა რომელ დაიწერტე ჩუენთჳს,
მოგუანიჭე ჩუენ სრული იგი ცხორებაჲ; და გჳრგჳნისა მის
წილ ცხორებისა რომელ დაიდგ, მოგუეც დაუჭნობელი
გჳრგჳნი სიყუარულისა შენისაჲ; და მჩურისა მის წილ რომელ
შეიხჳე ჩუენთჳს, ძლიერებითა შენითა განვმტკიცნეთ ჩუენ;
და რამეთუ დაეფალ ახალსა სამარესა, მოვიღოთ ჩუენ მეორედ
განახლებაჲ საუკუნოჲ, რომელ შენგან იქმნა; და აღდგომითა
მით შენითა მკუდრეთით ჩუენდა-ცა იყავნ ადგომაჲ და მართალსა
საშჯელსა შენსა წარვდგეთ შენ წინაშე". და განტეხა
მადლობითა ამით და მისცა ვეჟანას და სეფორას და ტერტიას
და მჳგდონიას და მანასარს და ცოლსა და ასულსა სეფორისსა,
და თქუა: "იყავნ მადლობაჲ ესე ცხორებად და წყალობად
და მხიარულებად და სიცოცხლედ და კურნებად სულთა
თქუენთა". და მათ თქუეს: "ამენ"; და ჴმაჲ სასმენელი ისმა
და თქუეს: "ამენ"; და ვითარცა ესმა ჴმაჲ ესე, დაეცნეს პირსა
ზედა თჳსსა და მერმე ჴმაჲ სასმენელი ისმა მეორედ და თქუა:
"ნუ გეშინინ, გარნა გრწმენინ".
ხოლო მიერითგან მივიდოდა მოციქული იგი საპყრობილედ
ტერტეაჲთურთ; და მჳგდონიაჲთურთ და სხუებითურთ
რომელნი იყვნეს მის თანა. ხოლო წმიდამან მოციქულმან
ჰრქუა მათ წინაშე სიმრავლესა ძმათასა: "ასულნი და დანი
რომელთა უფალი ჩემი გრწმენა, რომელნი იყვნეს მუნ, მოდგამნო
ჩემნო და უფლისა იესუჲს მოციქულნო, ისმინეთ ჩემი ამას
დღესა, რამეთუ სიტყუასა ამას ჩემსა შეგვედრებ თქუენ, და
არღარა გეტყოდი თქუენ ჴორცთა ამათ შინა, და არღარა ვარ
მე სოფელსა ამას შინა, რამეთუ აღვალ მე უფლისა ჩემისა
იესუჲსა, მისა რომელმან დაიმდაბლა თავი თჳსი ჩემ ნარჩევისა
თჳს-ცა და შემიყვანა მე სიმდიდრესა საუკუნესა და ღირს
მყო მე მონად თჳსა ჭეშმარიტებითა. დამტკიცებული მივალ,
უწყი რამეთუ ჟამი იგი ჩემი აღსრულებულ არს რაჲთა მივიდე
და მოვიღო სასყიდელი უფლისა ჩემისაგან, რამეთუ მართალ
არს მომგებელი იგი ჩემი და უწყის ვითარ იგი წეს-არს ჩემდა
მოღებად, რამეთუ არცა ბოროტ არს არცა მოშურნე, არამედ
უხუ არს ნიჭისა მოცემად; არა დაწუხნის მოცემასა, რამეთუ
უნაკლულო არს სიმდიდრითა.
"არა მე ვარ იესუ, არამედ მონაჲ მისი ვარ; არა მე ვარ
ქრისტჱ, არამედ მსახური ვარ მისი; არა მე ვარ ძჱ ღმრთისაჲ,
არამედ ვევედრები; რაჲთა მყოს მე ძჱ ღმრთისა. ეგენით
სარწმუნოებასა ამას ქრისტესსა, დაადგერით სასოებასა;
ძისა ღმრთისასა, მოთმინე იყვენით ჭირსა შინა და ნუ შეორგულდებით
რაჟამს მიხილოთ მე კდემულებასა და შეყენებასა
და რაჟამს მომაკუდინებდენ მე, რამეთუ ნებასა მისსა ვჰყოფ;
და თუ არა მინდეს სიკუდილ, უწყოდეთ რამეთუ ჴელ-მეწიფების,
რამეთუ ესე სიკუდილი არა სიკუდილ არს, არამედ
განშორებაჲ არს ჴორცთაგან; რომლისათჳს მხიარულად შევიწყნარებ
ჯუარ-ცუმასა ამას, რაჲთა მივიდე და ვიხილო
შუენიერი იგი კეთილად მოწყალე და გულის-სათქუემელი;
რამეთუ მრავალი შრომაჲ დავითმინე საქმეთა შინა მისთა
და დავშუერ მადლთა მათ მისთათჳს რომელ მოიწინეს ჩემ
ზედა და არასადა განმეშორნეს ჩემგან. აწ ნუ-მცა ღონეს ჰპოებს
შესლვად თქუენდა ეშმაკი და ნუ-მცა ზრახვათა თქუენთაგან
განსწვალებთ; ნუ იყოფინ თქუენ შორის ადგილი საშინელისა
მის მაცთურისაჲ; უძლიერჱ არს მისსა, რომელ იგი თქუენ
შეიწყნარეთ. ქრისტეს მოსლვასა მას მოელოდეთ რაჲთა მოვიდეს
და შეგიწყნარნეს თქუენ, რამეთუ იგი არს რომელი
ხილვად არს მოსლვასა მას".
და ვითარცა აღასრულნა სიტყუანი ესე მოციქულმან
მან, შევიდეს სახლსა მას ბნელსა და თომა თქუა: "მჴსნელო
ჩუენო იესუ, რომელი ეგე დიდად დაითმენ ჩუენსა, იყვნენ
კარნი ესე დაჴშულ ვითარცა პირველ, ბეჭედი იგი-ვე დაეგდენ
ამას ზედა". და დაუტევნა იგინი და შევიდა საპყრობილესა
მას. ხოლო იგინი; წუხდეს და ტიროდეს; უწყოდეს რამეთუ
მიზდეოს წარწყმიდოს იგი.
და ვითარცა შევიდა მოციქული იგი, რამეთუ მცველნი
იგი ილალვიდეს ურთიერთას და იტყოდეს: "რაჲ უყოთ
გრძნეულსა მას? რამეთუ განახუნა კარნი ესე მანქანებითა
გრძნებისაჲთა, ვითარ-მცა აოტნა პყრობილნი ესე. ხოლო აწ
მივიდეთ და უთხრათ მეფესა ყოველი-ვე და ვაუწყოთ მას
ცოლისა მისისაჲ და ძისა მისისა თჳს-ცა". და თომა დუმნა
ხოლო ვიდრე იგი ამას იტყოდეს. და ვითარცა განთენა, მივიდეს
მეფისა და ჰრქუეს: "უფალო მეფე, გრძნეული იგი გამოიყვანე
მიერ და სხუასა სადა შეაყენე, რამეთუ ჩუენ ვერ ვსცავთ მას;
და აწ შენმან დაიცვა საპყრობილე იგი; უკუეთუ არა ყოველნი-მცა
წარსრულ იყვნეს, რამეთუ ორჯელ განახუნა და
ვპოვენით კარნი ესე განხუმულნი; არამედ ცოლი შენი და
ძჱ შენი სხუებითურთ არა განეშორნიან მას". და ვითარცა
ესმა ესე მეფესა მას, მივიდა და იხილვიდა ბეჭედსა მას რამეთუ
ეგდო კართა მათ და ეგნეს ვითარცა პირველ. ჰრქუა მცველთა
მათ: "რად სტჳთ? რამეთუ ბეჭედნი ესე ჰგიან ვითარცა
პირველად; და თქუენ ვითარ სთქუთ, ტერტიან და მუგდონიან
მივიდიან საპყრობილესა მას"? და მცველთა მათ ჰრქუეს:
"ჩუენ ჭეშმარიტი გითხართ".
ხოლო მიზდეოს, ვითარცა მოიქცა საპყრობილისა მისგან,
დაჯდა იგი ურაკპარაკსა მას და მოუწოდა მოციქულსა
მას თომა და წარადგინა იგი განშიშულებული მის წინაშე.
ჰკითხვიდა; მას და ჰრქუა: "მონაჲ ხარ ანუ აზნაური?". და
თომა ჰრქუა: "მონაჲ ვარ ერთისა მის მხოლოჲსაჲ რომელსა
ზედა შენ არა გაქუს ჴელმწიფებაჲ". მიზდეოს ჰრქუა: "ვითარ
ივლტოდე და მოხუედ ამას ქუეყანასა?". თომა მიუგო და
ჰრქუა: "მოვედ აქა რაჲთა მრავალნი ვაცხოვნე და ჴელთა
შენთაგან ვიცვალო ამიერ სოფლით". ჰრქუა მიზდეოს: "ვინ
არს უფალი იგი შენი, ანუ რაჲ არს სახელი მისი, ანუ რომლით
სოფლით ხარ?" თომა მიუგო და ჰრქუა: "ჩემი იგი უფალი
უფალი შენი არს და შემოქმედი არს ცისა და ქუეყანისაჲ".
მიზდეოს ჰრქუა: "რაჲ არს სახელი მისი?" თომა მიუგო და
ჰრქუა: "ვერ შემძლებელ ხარ ცნობად ჭეშმარიტისა სახელისა
მისისა ამას ჟამსა, ხოლო სახელი მისი არს ქრისტჱ იესუ".
მიზდეოს ჰრქუა: "მე არა ვისწრაფე ადრე-ადრე წარწყმედად
შენდა, არამედ ორგულებად შენსა, და შენ უფროჲსი ძჳრი
დასძინე, რამეთუ გრძნებაჲ ეგე შენი ყოველთა ადგილთა
მიეფინა. ხოლო აწ ეგრე ვყო რომელ გრძნებაჲ ეგე შენითურთ აღიჴოცოს
და სოფელი ესე ჩუენი განწმიდოს". და თომა მიუგო:
"ესევე გრძნებანი ჩემდა მოვიდენ რაჟამს ამიერ განვიდე,
და ესე უწყოდე, რამეთუ ამიერ არა-ვე განვეშორო".
და ვითარცა ესე თქუა მოციქულმან მან, და მიზდეოზ
განიზრახვიდა ვითარმე რაჲთა მოაკუდინოს; და სიმრავლისა
მისგან (რამეთუ დამოწაფებულ იყვნეს მისსა) ეშინოდა,
რამეთუ მრავალთა მთავართა მათ და დიდ-დიდთა ჰრწმენა
სიტყუათა მისთაჲ. და წარიყვანა იგი და განვიდოდა ქალაქით;
და მივიდოდეს მის თანა ერისაგანნი-ცა იგი ჭურვილნი.
ხოლო სხუასა მას კაცებსა ეგრე ეგონა ვითარმედ მეფჱ იგი
ისწავებს რას-მე მისგან, და განდგეს ერთ კერძო და ჰხედვიდეს.
და ვითარ მივლეს მილიონის კერძო ერთ, და მისცა იგი ოთხთა
სტრატიოტთა და ერთსა მთავართაგანსა, და ამცნო მათ და
ჰრქუა: "წარვედით და აღიყვანეთ მთასა და მოკალთ ეგე
ჴრმლითა". და იგი მიიქცა ქალაქად.
ხოლო სიმრავლე იგი მისდევდა თომა რაჲთა-მცა გან-ვითარ-რაჲ-არინეს
იგი ჴელთაგან მათთა. მივიდოდეს ორნი
სტრატიოტნი მარჯუენით და ორნი მარცხენით მოციქულისა
ჴრმლოსანნი, და მთავარსა მას ეპყრა ჴელი მისი, ზე მიაქუნდა.
და თომა იტყოდა: "ზრახვაჲ დაფარული, რომელი აღსრულებასა
მას ჩუენსა ჩუენ თანა აღესრულების. სიმდიდრე
დიდებათა მისთაჲ, რომლისა მიერ უჭირველად დაცვულ არიან
ჴორცნი ჩემნი. ოთხ არიან რომელთა უპყრიე მე, რამეთუ მე-ცა
ოთხთაგან შობილ ვარ. და ერთ არს რომელსა მივჰყავ; მე,
რამეთუ ერთისაჲ ვარ და მისა მივალ. და აწ ესე გულისჴმა-მიყოფიეს
რამეთუ უფალი იგი ჩემი ერთისაგან არს და ერთისაგანცა
იწყლა, და რამეთუ მე ოთხთაგანი ვარ და ოთხთაგან-ცა
ვიწყლა".
და აჴდეს მთასა მას, რომელსა ადგილსა განმზადებულ
იყო სიკუდილად; ჰრქუა სტრატიოტთა მათ რომელთა მიჰყვანდა
იგი და სხუათა მათ-ცა: "აწ აღსასრულსა ამას ისმინეთ ჩემი,
რამეთუ აღსრულებასა ჴორცთა ჩემთასა მოვიწიე; ნუ დაგიბრმდებიან
თუალნი გულთა თქუენთანი, და ნუ-ცა სასმენელთა
თქუენთა დაიყოფთ. გრწმენინ ღმერთი, რომელსა გითხრობ
თქუენ, და ნუ მისდევთ გულფიცხელობასა თქუენსა, არამედ
განიწიენით; ყოველსა საქმესა კეთილსა განშუენებულსა,
აზნაურებასა მას დიდებითა მით რომელ კაცთა მომართ, და
ცხორებითა მით რომელ ღმრთისა [!] მიერ".
ჰრქუა ვეჟანს, ძესა მეფისასა, მსახურსა მას იესუ
ქრისტესსა: "მი-ნურაჲ-ეც ზედა-მდგომელთა მაგათ მეფისათა
და განმიტეონ და წარვიდე და თაყუანის-ვსცე ჟამ ერთ". ხოლო
ვეჟან დაიმორჩილნა იგინი, და წარვიდა მოციქული, თაყუანის-სცემდა
და იტყოდა:
"უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო, სასოო ჩემო და შესავედრებელო
ჩემო, რომელმან ნუგეშინის-ცემაჲ ესე დასდევ
ჩემ თანა, შენ მასწავე მე ესრეთ ლოცვისა ყოფაჲ. აჰა შენსა
მას ლოცვასა ვილოცავ და შენსა ნებასა აღვასრულებ. შენ იყავ
ჩემ თანა აღსრულებამდე, რამეთუ შენ ხარ რომელმან მომეც
მე სიყრმით ჩემითგან განსაცდელსა შინა თმენაჲ და ჴსნაჲ და
განრყუნისაგან დამიცევ მე. შენ ხარ რომელმან სიგლახაკისაგან
ამის სოფლისა გამომიყვანე მე, უფალო, და ჭეშმარიტითა
სიმდიდრითა აღმავსე მე. შენ ხარ რომელმან შენდად განმიჩემე,
რომლისა გამო დედაკაცსა არა შევეხე, რაჲთა ღირსი ესე ტაძარი
შენი შეუგინებელ იყოს.
"ვერ შემძლებელ არს პირი ჩემი მადლობად შენდა
და ვერცა გულისჴმის-ყოფად გულს-მოდგინედ მოწყალებისა
მისთჳს რომელ ჰყავ ჩემთჳს. რამეთუ მინდა განმდიდრებაჲ
წარსავალითა მით სიმდიდრითა, და შენ ჩუენებით მაუწყე მე
ვითარმედ წარსაწყმედელ და მავნებელ არს მომგებელთა
თჳსთა; და მრწმენა მე გამოცხადებისა მის შენისაჲ; დავადგერ
სიგლახაკესა ამის სოფლისასა ვიდრემდე შენ ჭეშმარიტი ეგე
სიმდიდრე გამოგჳცხადე, რომელმან მე და სხუანი ღირსნი
შენდა მრავალნი შენითა; მაგით სიმდიდრითა აღგუავსენ და
ზრუნვათა და განცხრომათაგან შენნი იგი განარინენ. და აწ,
უფალო, ვყვენ მცნებანი შენნი, აღვასრულე ნებაჲ შენი და
ვიქმენ გლახაკ და ნაკლულევან და უცხო და მდაბალ და მონა
და შეურაცხ და შეკრულ და მშიერ და წყურიელ და შიშუელ
და უჴამურ და დაშრომილ, რაჲთა არა წარწყმდეს წადიერებაჲ
ჩემი, და სასოებაჲ ჩემი რომელ შენდა მიმართ არს არა ჰრცხუენოდის;
და მრავალი იგი შრომაჲ ჩემი რომელ შენ მიმართ
არს ნუ-მცა საგმობელ იქმნების და ნუ-მცა შეურაცხ იქმნებიან
ლოცვანი და მარხვანი ჩემნი და მრავალი გულს-მოდგინებაჲ
ჩემი რომელი შენდა მიმართ არნ; ნუ-მცა იცვალების თესლი
იგი იფქლისაჲ; ქუეყანისა შენისაგან და ნუ-მცა წარიტაცებს
მას მტერი იგი და ნუ-ცა-მცა თჳსსა მას ღუარძლს შეჰრთავს,
რამეთუ შენმან ქუეყანამან არა შეიწყნარის ღუარძლი მისი და
ვერ ჴელ-ეწიფების შესლვად საუნჯეთა მისთა.
"ვენაჴი იგი შენი დაჰნერგე; ქუეყანასა ზედა, ძირნი
მისნი დაიბნა ღრმიად და რტონი მისნი მაღლად განეფინნეს
და ნაყოფი მისი ქუეყანასა ზედა განითესა, და მათ მიერ მხიარულ
არიან ღირსნი შენნი რომელნი იჩინენ. ვეცხლი იგი რომელი
მომეც შევწირე; რაჟამს ეძიებდე მას, მომეც აღნადგინებითურთ,
რომელმან აღმითქუ მე; ერთისა მის ქანქარისა აღნადგინები
ათად განვასრულე; შემძინე, რომელ იგი მაქუნდა;
ვითარცა იგი მიბრძანე, თანა-მდებსა მას მიუტევე ქანქარი იგი;
ნუ ჩემგან ეძიებ მას. პურად ვიჩინე და მოვედ; და სოფლისაგან,
და უღლვილთა ჴართაგან და ცოლის სუმისაგან განვეშორე,
რაჲთა-მცა არა მიბრკუმა მათ გამო. ქორწილად ვიჩინე და სპეტაკი
სამოსელი შევიმოსე, რაჲთა ღირს ვიყო მისა და რაჲთა არა
შეკრული ჴელითა და ფერჴითა ბნელსა მას გარესკნელსა
განვარდე. ნათელი სანთლისა მის მისისაჲ ბრწყინვალედ მოველოდე
უფლისა მას მოქცევასა ქორწილით, რაჲთა შეიწყნაროს
იგი; და ნუ-მცა ვიხილავ მას მწუხარედ ზეთისა მოკლებისათჳს;
თუალნი ჩემნი გხედვენ შენ და გული ჩემი მხიარულ
არს რამეთუ ვყავ ნებაჲ შენი და მცნებანი შენნი აღვასრულენ,
რაჲთა ვემსგავსო გულს-მოდგინესა მას და მოშიშსა მონასა,
რომელი გულს-მოდგინე იქმნა მღჳძარებითა; ყოველსა მას
ღამესა დავშუერ დაცვად სახლისა მის ჩემისა, რაჲთა არა კედელი
დაითხაროს.
"წელნი ჩემნი მოვიმტკიცენ ჭეშმარიტებითა და ჴამლის-საბელნი
ფერჴთა ჩემთანი მოვიმტკიცენ, რაჲთა-მცა არა ვიხილე
იგი ყოვლად-ვე მოლხობილი. ჴელნი ჩემნი დავასხენ ერქუანსა
და უკუნ არა ვიხილე, რაჲთა არა ურნატნი იგი მრუდ იყვნენ.
განთეთრდა ყანაჲ იგი და მოიწია მკაჲ, რაჲთა ნაშრომი იგი
ჩემი მოვიღო. დაძუელებადი იგი სამოსელი ჩემი განვკაფე,
და სალმობანი იგი რომელთა განსასუენებელსა ამას მიმაწიეს
აღვასრულენ. და ვიჴუმილე საჴუმილავი იგი ღამისაჲ პირველი,
მეორე და მესამე, რაჲთა-მცა პირი შენი ვიხილე და თაყუანის-მცა-გეც
წმიდათა მაგათ ბრწყინვალებათა შენთა. აღვფხუერ
ძირითურთ უკეთურნი იგი და უდაბნო დაუტევენ ქუეყანასა
ზედა, რაჲთა შენ მიერითა მაგით ფასითა აღვივსო. ნოტიაჲ
იგი წყაროჲ გულის-თქუმისაჲ რომელ ჩემ თანა იყო განვაჴმე,
რაჲთა შენისა მაგის ცხოვლისა წყაროჲსაგან განვისუენო.
შეკრული რომელ მომეც მოვკალ; და განჴსნილი ესე რომელ
ჩემ თანა არს ნუ-მცა განვარდების სასოებისაგან თჳსისა. შინაგანი
გარეშე ვყავ, და გარეშე შინაგან, და ყოველნი ნებანი აღესრულნეს
ჩემ ზედა. არა კუალად ვიქეც, არამედ წარვიმართე, რაჲთა
არა საკიცხელ ვიყო. მომკუდარი იგი არა განვაცოცხლე, და
დაკლებული იგი განვამტკიცე, რაჲთა მოვიღო გჳრგჳნი; იგი
ძლევისაჲ, და ჴელმწიფებაჲ იგი ორთაჲ-ვე ჩემ თანა აღასრულე.
ყუედრებაჲ დავითმინე ქუეყანასა ზედა, და მოსაგებელი იგი
და სასყიდელი მომეც მე ცათა შინა.
, "ნურას აგრძნობედ ჩემთჳს ძალნი და ჴელმწიფებანი, და
ნუ-მცა რას განიზრახვენ ჩემთჳს; ნუ-ცა მიხილვენ მეზუერენი
და მიმჴდელნი, რაჲთა არა მევნოს რაჲმე მათგან. ნუ იზახებედ
მედგარნი და უკეთურნი მჴნესა ამას ზედა და მშჳდსა და სიმდიდრედ
აღმაღლებულსა, ნუ-მცა იჭურვიან დადგრომად წინაშე
ჩემსა, ძლიერებათა შენთა მიერ რომელ ეგე გჳრგჳნოსან მყოფს
მე; რამეთუ ივლტიედ და მიჰრიდიან მას და ვერ უძლიან
წინა-დადგომად; მეყსეულად იდუმალ ზედა-მიიწინიან მორჩილთა
მათდა მიმართ-ღა; ხოლო ნაწილი შვილთა მათ უკეთურთაჲ
ღაღადებს და შეაცთუნებს მათ; და არა-ვე დაფარულ არს მათ
მიერ, რამეთუ ბუნებასა მას თჳსსა განაშორებენ უკეთურნი,
რომელნი არიან უკეთურისა შვილნი. და ხჱ იგი რომლისა
ნაყოფი მწარე არს მომეც მონასა შენსა, უფალო, რაჲთა მშჳდობით
აღვესრულო და მხიარულებით და მშჳდობით წარვიგზავნო
და დავდგე წინაშე მსაჯულისა მის. და ეშმაკი ნუ-მცა მხედავს
მე, თუალნი მისნი დაუბრმედ ნათლითა მაგით შენითა, რომელ
ჩემ თანა დამკჳდრებულ არს, დაიყავნ პირი თჳსი ეშმაკმან,
რამეთუ არაჲ პოვა ჩემ თანა".
და ვითარცა აღასრულა ლოცვაჲ ესე, ჰრქუა ერისა კაცთა
მათ: "მოვედით და აღასრულეთ ჩემ ზედა ბრძანებული იგი
მომავლინებელისა თქუენისაჲ". და მოვიდეს ოთხნი იგი სტრატიოტნი
და დაგუმირეს იგი სართმებითა მით, და ეგრეთ
დაეცა ქვეყანასა ზედა და აღესრულა. ხოლო ძმანი იგი ყოველნი
ტიროდეს და მიაქუნდა სამოსელი მჩურისაჲ პატიოსანი დიდძალი,
და შემოსეს და დადვეს იგი სამეუფოსა მას შირიმსა,
რომელსა პირველ მეფენი დაემარხვოდეს.
ხოლო სეფორას და ვეჟანას არა უნდა შესლვაჲ ქალაქად,
არამედ მუნ-ვე, მთასა მას, სხდეს დღე ყოველ. და გამოეცხადა
მათ მოციქული იგი თომა "რაჲსა სხედ და მცავთ მე? არა
აქა ვარ, არამედ აღსრულ ვარ მოღებად რაჲ-ცა იგი აღთქმულ არს
ჩემდა. ხოლო თქუენ აღდეგით და გარდავედით ამიერ, რამეთუ
შემდგომად მცირეთა დღეთა თქუენ-ცა; მოხჳდეთ ჩემდა".
ხოლო მიზდეოს და ქარისიოს, მუგდონია და ტერტია დიდად
აარნეს რაჲთა-მცა დაემორჩილნეს იგინი; ხოლო იგინი არა
დაემორჩილნეს მათ; და გამოეცხადა მათ მოციქული იგი თომა
და ჰრქუა: "ნუ შესცთებით, წმიდამან და ცხოველმან იესუ
ადრე-ადრე ყოს შეწევნაჲ თქუენთჳს". ხოლო მიზდეოს და
ქარისიოს იხილნეს რამეთუ არა დაემორჩილნეს მათ ტერტია
და მუგდონია, მიუშუეს მათ ცხორებაჲ ნებათა მათთაებრ.
შეკრბებოდეს მიერითგან ძმანი ერთობით და შეეძინებოდეს
სიტყუასა მას უფლისასა და მხიარულ იყვნეს მადლითა მით
სულისა წმიდისაჲთა. ხოლო მოციქულმან მან აღსრულებასა
ამიერ სოფლით სეფორა აკურთხა ხუცად და ვეჟან დიაკონად,
რაჟამს აღჴდა მთასა მას მოსიკუდიდ; ხოლო შეეწეოდა მათ
უფალი და განაძლიერებდა სარწმუნოებად.
და შემდგომად მცირეთა ჟამთა შვილი ერთი მეფისაჲ
იგუემა და ვერვინ შეუძლო განკურნებად; მისსა, რამეთუ
დიდად განძლიერებულ იყო ეშმაკი იგი. გულსა მოიჴადა
მიზდეოს და თქუა: "მივიდე და აღვაღო სამარე იგი მოციქულისაჲ
მის და მოვიღო ძუალი ერთი ძუალთა მისთაგანი
და შევაბა ძესა ჩემსა და განიკურნოს". და მივიდა აღსრულებად
რაჲ-ცა იგი გულსა მოუჴდა. ხოლო მოციქულმან მან თომა ჰრქუა
მას: "ცოცხლისაჲ არა გრწმენა და მკუდრისაჲ გრწამს-ა?
ხოლო ნუ-ვე გეშინინ, რამეთუ ლხინება და წყალობა ყოს შენთჳს
უფალმან იესუ ქრისტემან თჳსითა მით სიტკბოებითა".
და აღჴდა იგი მთასა მას და აღაღო სამარესა მას და არაჲ პოვა
მუნ, რამეთუ ერთმან ვინმე ძმათაგანმან წარიპარნა ძუალნი
წმიდისანი მის და მიიხუნა შუვამდინარეთა მათ. არამედ
ადგილსა მას შირიმისა მისგან რომელსა მოციქული იგი დადებულ
იყო, მიწაჲ აიღო და შეაბა ძესა მას თჳსსა და თქუა:
"მრწამს აწ, უფალო იესუ ქრისტე, რაჟამს განმეშორა იგი
რომელი ყოველსა ჟამსა აცთუნებს კაცთა რაჲთა-მცა არა გიცნეს
შენ". და ვითარცა შეაბა მიწაჲ იგი ყრმასა მას, განიკურნა
ყრმაჲ იგი. მივიდოდა მიერითგან მიზდეოზ მეფჱ ძმათა მათ
თანა, და მიერითგან მიუპყრობდა თავსა ჴელის დადებად
სეფორას. და ეტყოდა ძმათა მათ სეფორ: "ლოცვა ყავთ მიზდეოს
მეფისათჳს რაჲთა პოოს იესუჲს ქრისტესგან წყალობაჲ
და არა მოიჴსენნეს მაგისნი იგი ძჳრნი". და მიერითგან ერთობით
და მხიარულებით ლოცვას ჰყოფდეს მისთჳს. ხოლო კაცთ-მოყუარემან
უფალმან, მეუფემან მეუფეთამან და უფალმან
უფლებათამან, მისცა მიზდეოსს ცხოველი იგი სასოებაჲ თჳსი.
და შეკრბებოდა სიმრავლე მორწმუნეთაჲ და ადიდებდეს მამასა
და ძესა და წმიდასა სულსა, რომლისაჲ არს ძალი და დიდებაჲ
და შუენიერება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,
ამენ.
No comments:
Post a Comment