მამისა პიმენისთვის. ანბანური პატერიკი. სწავლანი მამათა სკიტელთანი გამოკრებილნი. VIII
სწავლანი და თხრობანი თითოსახენი მამისა პიმენისნი
ნაწილი II
ძმამან ჰკითხა მამასა პიმენს და ჰრქუა: რაჲსა დააჯერიან
სულსა ჩემსა გულის-სიტყუათა უფროჲსისა თანა დასწორებად
და შეურაცხ-ყვიან უდარესი? მიუგო ბერმან და ჰრქუა:
რამეთუ მოციქულმან თქუა, ვითარმედ: "დიდსა შინა სახლსა
ჭურჭელი არა ხოლო თუ ოქროჲსაჲ და ვეცხლისაჲ, არამედ
ძელისაჲცა და კეცისაჲცა, რომელიმე პატიოსნად და რომელიმე
უპატიოდ; უკუეთუ ვინმე განიწმიდოს თავი თჳსი ამის ყოვლისაგან, ....
იქმნეს იგი ჭურ პატიოსან, საჴმარ უფლისა თჳსისა". ჰრქუა
მას ძმამან: რად გამოითარგმანების სიტყუაჲ ესე, მამაო? ხოლო
მან ჰრქუა: რამეთუ გამოითარგმნების სახლი სოფლად და
ჭურჭელი კაცად და ჭურჭელი იგი ოქროჲსაჲ სრულად კაცად და
ვეცხლისაჲ -- რომელნი მათსა შემდგომად არიან, ხოლო
ძელისაჲ და კეცისაჲ მცირენი იგი არიან. უკუეთუ ვინმე განიწმიდოს
თავი თჳსი ამის ყოვლისაგან, იყოს იგი ჭურ პატიოსან.
იტყოდეს მამისა პიმენისთჳს, ვითარმედ არასადა უნებნ,
ვითარმცა თჳსი სიტყუაჲ დაამძიმა უფროჲს სხჳსა ბერისა, არამედ
უფროჲს-ღა ყოველსა შინა აქებნ სხუასა.
თქუა მამამან პიმენ: მრავალნი მამათა მათ ჩუენთაგანნი
იყვნეს მჴნჱ მარხვისათჳ, ხოლო წულილად გამოძიებისათჳს --
ერთ-ერთი.
ჯდა ოდესმე მამაჲ ისაკ მამისა პიმენის თანა, ესმა ჴმაჲ
ქათმისაჲ და თქუა: არსა ესევითარი აქა, მამაო? ხოლო მან
ჰრქუა: ისაკ, რაჲსა მაიძულებ მე სიტყუად? შენ და მსგავსნი
შენნი ისმენთ მაგას, ხოლო გონებითა ფრთხილთა არაჲ განჰვალს
მაგათი.
იყო ვინმე ღმრთის მოშიში ერისაგანი და ღირსად ცხორებული
და მოსრულ იყო მამისა პიმენისა. და მოვიდეს
სხუანიცა ძმანი ბერისა და ჰრქუეს: გჳთხარ ჩუენ სიტყუაჲ ცხორებისაჲ,
მამაო. ჰრქუა მამამან პიმენ მორწმუნესა მას ერისაგანსა:
ეტყოდე ნურას ძმათა ამათ. ხოლო იგი ევედრებოდა და ეტყოდა:
შემინდვე, მამაო, რამეთუ მე სწავლად მოსრულ ვარ. და
აიძულა მას ბერმან. მაშინ იძულებით თქუა: მე ერისა-კაცი ვარ,
მხალსა ვჰყიდი და აღვიდგინებ, დავჰჴსნი შეკრული და შევამცირი;
ვიყიდი მცირედის და განვყიდი უფროჲსის. ხოლო ამისთჳს,
რამეთუ წიგნისა სიტყუაჲ არა ვიცი, ხოლო იგავით გითხრა:
კაცმან ვინმე ჰრქუა მეგობარსა თჳსსა: გული მითქუამს მე ხილვად
მეფისა. და ჰრქუა: მოვედ ჩემ თანა. ხოლო მან თქუა: მოვიდე
შენ თანა ვიდრე ზოგამდე გზისა. და ჰრქუა სხუასა მეგობარსა:
მოვედ და წარმიყვანე მეფისა. და მან ჰრქუა: მე მოვიდე შენ
თანა ვიდრე კარადმდე მეფისა, ხოლო შინაგან ვერ ძალმიც
შეყვანებად შენდა. ჰრქუა მესამესაცა: მოვედ ჩემ თანა მეფისა.
ხოლო მან ჰრქუა: მე მოვიდე შენ თანა და შეგიყვანო შენ
სამეუფოდ და დავდგე და ვეტყოდი შენთჳს მეფესა. და ჰკითხვიდეს
მას ძმანი იგი, რაჲთა უთხრას მათ ძალი იგავისაჲ მის,
და ჰრქუა მათ: პირველი იგი მარხვაჲ არს, რომელი უძღჳს ზოგადმდე
გზასა და მეორე იგი სიწმიდე არს, რომელი აღიწევის
ცადმდე, ხოლო მესამე იგი მოწყალებაჲ არს, რომელი შეიყვანებს
წინაშე ღმრთისა კადნიერად. და ძმანი იგი აღეშენნეს და
წარვიდეს.
თქუა მამამან პიმენ: ესე არს სიტყუაჲ იგი, რომელი წერილ
არს სახარებასა. "რომელსა აქუნდეს სამოსელი, განყიდენ და
მოიგენ თავისა თჳსისა მახჳლი". ესე არს, რომელსა აქუნდეს განსუენებაჲ,
დაუტევენ იგი და მოიგენ თავისა თჳსისა შრომაჲ.
ჰკითხეს ვიეთმე ბერთა მამასა პიმენს და ჰრქუეს: უკუეთუ
ვინმე ვიხილოთ ძმაჲ, რომელი ცოდვიდეს, გინებსა, რაჲთა
ვამხილოთ მას? ჰრქუა მათ ბერმან: მე ერთი ჯერი დაღათუ მივემთხჳო,
არავე ვამხილო. [მერმე თქუა ბერმან. რამეთუ: ოდესმე
ძმაჲ ვინმე შეიტყუა ეშმაკისაგან ესევითარითა რაჲთმე და იხილა
ძმაჲ მისი რეცათუ დედაკაცისა თანა ცოდვითა, და ვითარ მყოარ
ჰბრძოდა გულის-სიტყუაჲ იგი, მივიდა და სცა ფერჴითა, ჰგონებდა,
ვითარმედ იგინი იყვნენ და ჰრქუა: დასცხერით აწ დათუ,
და აჰა ესერა იპოვნეს ძაძანი, იფქლითა სავსენი. ამისთჳს გარქუ
თქუენ დაღათუ თუალითა იხილოთ, ნუვე ამხილებთ]
ძმამან ჰკითხა მამასა პიმენს და ჰრქუა: რაჲ ვყო, რამეთუ
ბრძოლაჲ მაქუს სიძვისაჲ და მიმოვიტაცები გულისწყრომად.
ჰრქუა მას ბერმან: ამისთჳს დავით იტყჳს, ვითარმედ
"ლომსა მოვჰკლევდ, ხოლო დათვსა დაჳაშთობდ". ესე იგი არს:
გულის-წყრომასა მოვჰკლევდ, ხოლო გულის-თქუმასა შრომით ვაჭირვებდ.
ძმამან ჰკითხა მამასა პიმენს და ჰრქუა: რაჲ არს ორგულებაჲ?
ჰრქუა მას ბერმან, ვითარმედ: ორგულებაჲ არს, რომელი
ასწავებდეს მოყუასსა თჳსსა საქმესა, რომელსა თჳთ ჯერ მიწევნულ
არნ, რამეთუ წერილ არს: "რაჲსა ხედავ წუელასა თუალსა
შინა ძმისა შენისასა და დჳრესა თუალსა შინა შენსა არა ხედავ?"
ანუ ვითარ იკადრებ თქუმად ძმისა შენისა: მიტევე და აღმოგიღო
წუელი თუალისაგან შენისა? და აჰა დჳრჱ თუალსა
შენსა, ორგულო, აღმოიღე დჳრჱ ეგე, რომელ არს თუალსა
შენსა, და მაშინღა იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან
იმისა შენისა.
ჰკითხა ვინმე მამასა პიმენს, ვითარმედ: ვითარ ეგრეთ
თავს-იდვა მამამან ნისთერეონ თჳსისა მის მოწფისაჲ? ჰრქუა
მათ ბერმან: უკუეთუმცა მე ვიყავ, უფროჲსიღამცა თავს-ვიდევ.
და ჰრქუა მამამან ანობ: და რაჲმცა მიუგე ღმერთსა?
ჰრქუა მამამან პიმენ: მემცა ვარქუ ღმერთსა, ვითარმედ შენ
სთქუ, ვითარმედ: აღმოიღე პირველად დჳრჱ ეგე, რომელ არს
თუალსა შენსა და მაშინ იხილო აღმოღებად წუელი თუალისაგან
ძმისა შენისა.
ძმამან ჰკითხა მამასა პიმენს და ჰრქუა: რაჲ არს განრისსებაჲ
ცუდი ძმისათჳს? ჰრქუა მას ბერმან: ყოველი მიხუეჭაჲ,
რომელი მიგხუეჭოს შენ ძმამან შენმან ვიდრე აღმოჴდადმდე
თუალისა მარჯუენისა და განურისხნე, ცუდად განჰრისხენ ამისთჳს,
ხოლო უკუეთუ ვისმე უნდეს განშორებაჲ შენა
ღმრთისაგან, მისთჳს განრისხენ.
მერმე თქუა: უფროჲს ამისა სიყუარული არა პოოს კაცმან,
ვითარმცა დადვა სული თჳსი მოყუსისა თჳსისათჳს: უკუეთუ
ვისმე ესმეს სიტყუაჲ გულის-საკლებელი და ძალ-ედვას მასცა ეგრევე
მიგებად, გინათუ მი-რაჲმე-ხუეჭოს და თავს-იდვას და არა
მიაგოს მას და არცა შეაწუხოს იგი რომელსავე ზედა, ეგევითარმან
მან დადვა სული თჳსი მოყუსისა თჳსისათჳს.
თქუა მამამან პიმენ: მრავალნი იყვნეს ძლიერ, ხოლო მცირედნი
განურისხებელ.
ძმამან ჰკითხა მამასა პიმენს და ჰრქუა რაჲ უყო ცოდვათა
ჩემთა? ჰრქუა მას ბერმან: რომელსა უნდეს თავისა ჴსნაჲ ცოდვათაგან,
ტირილითა იჴსნეს.
მერმე ჰრქუა მას ბერმან: და რომელსა უნდეს მოგების
სათნოებისაჲ, ტირილითა მოიგოს.
მერმე ჰკითხა ძმამან და ჰრქუა: რაჲ ვყო? ჰრქუა მას ბერმან:
აბრაჰამ ოდეს შევიდა ქუეყანასა მას, საფლავი მოიგო თავისა
თჳსისა და საფლავითა მით დაიმკჳდრა ქუეყანაჲ იგი. ჰრქუა
მას ძმამან: რაჲ არს საფლავი? ჰრქუა მას ბერმან: საფლავი ადგილი
არს ტირილისა და გოდებისაჲ.
მერმე ჰკითხა და ჰრქუა: ვინ არს, რომელი იტყჳს: შევეყავ
ყოველთა მოშიშთა შენთა? ხოლო ბერმან თქუა: სულიწმიდაჲ
არს, რომელი იტყჳს. მერმე თქუა ბერმან: ესე ჴმაჲ ღაღადებისაჲ*
კაცთა მიმართ ვიდრე სულისა აღმოსლვამდე არს, ვითარმედ
დღე მოიქეცით.
მერმე კუალად ჰკითხა მას და ჰრქუა: რაჲ არს სინანული
ცოდვისაჲ? ჰრქუა მას ბერმან: რაჲთა არა იქმოდის მას,
რამეთუ ამისთჳს ერქუმის უბიწო მართალთა, რამეთუ დაუტევეს
ცოდვაჲ და მართალ იქმნეს.
[მერმე ეტყოდა: დაღათუ ქმნეს კაცმან ახალი ცაჲ და
ახალი ქუეყანაჲ, ვერ ჴელ-ეწიფების უზრუნველ ყოფად] .
მერმე თქუა, ვითარმედ: სიბოროტჱ ეშმაკთაჲ უკუანა კერჰო
მათსა დაფარულ არს. ჰკითხა მას ძმამან და ჰრქუა: რაჲ უყო
ურგებთა ამათ .სიყუარულთა, რომელნი მქონან? ჰრქუა მას ბერმან:
არსა კაცი, ვითარმცა სულისა აღმოსლვასა ზედა დგა და მიღა-ხედნა
სიყარულსა ამის სოფლისასა? ეგრეცა ჩუენ. არამედ
ნუ მიეახლები და თჳთ უცხო იქმნეს შენგან.
თქუა მამამან პიმენ, ვითარმედ: დავით მიუწერს იოაბს
ვითარმედ: განაძლიერე ბრძოლაჲ, დაეფლე ქალაქსა მაგას და
დაარღჳე ეგე, რამეთუ ქალაქი მტერთაჲ არს.
მერმე ჰრქუა იოაბ ერსა მას, ვითარმედ: განძლიერდით
და იქმნენით ძედ ძლიერებისა და ვჰბრძოდით ერისათჳს
ღმრთისა, იგი ჩუენ ვართ.
თქუა ბერმან, რამეთუ: სწავლაჲ მოყუსისაჲ ეგრეთ არს,
ვითარცა მხილებაჲ.
მერმე თქუა: რაჲ საჴმარ არს კაცისა სხჳსა სახლისა შენებაჲ
და თჳსისა დარღუევაჲ?
მერმე თქუა: რაჲ საჴმარ არს კაცისა, უკუეთუ მივიდეს
ჴელოვნებისა სწავლად და არა ისწავოს?.
მერმე თქუა: ყოველივე უფროჲს ზომისა ეშმაკთაგან არს.
მერმე თქუა: ნუ აღასრულებ ნებასა შენსა, არამედ უფროჲს-ღა
თანა-გუაც, რაჲთა დაუმდაბლოთ თავი ჩუენი.
მერმე თქუა ბერმან: ოდეს კაცმან მრავალი საჴმარი შეიკრიბის,
მაშინ-ღა შეუძლის აღშენებად სახლისა, ეგრეცა ჩუენ მოვიღოთ
ყოველთაგან სათნოებათა.
ჰკითხა მას ძმამან თესლისა მის ეშმაკთაჲსა. ჰრქუა
მას: ესე საქმე მსგავს არს კაცსა. რომელსა უცნ ცეცხლი
მარცხენით კერძო და ტაკუკითა წყალი მარჯუენით კერძო, რაჲთა
ოდეს აღადყდეს ცეცხლი იგი, დაასხას წყალი იგი. ეგრჱთ
უღირს კაცსა ყოფად ყოველსა ჟამსა, რამეთუ ცეცხლი იგი თესლი
არს მტერისაჲ, ხოლო წყალი -- წინაშე ღმრთისა დაგდებაჲ თავისაა.
მერმე ჰრქუა მას ძმამან: რაჲ უმჯობეს არს, სიტყუაჲ
ანუ დუმილი? ჰრქუა მას ბერმან: რომელი იტყოდის ღმრთისათჳს,
კეთილ არს, და რომელი დუმნეს ღმრთისათჳს, კეთილარს.
მერმე ჰკითხა მას ძმამან და ჰრქუა: ვითარ ვინ განერეს
ბოროტად სიტყჳსაგან მოყუასისა თჳსისა? მიუგო მას ბერმან და
ჰრქუა: ჩუენ და ძმანი ჩუენნი ორნივე ხატნი ვართ. რომელსა
ჟამსა კაცი თავსა თჳსსა აბრალებდეს, იპოოს პატიოსან ძმაჲ იგი
მის წინაშე. და ოდეს კუალად თავი თჳსი სახიერ უჩნდეს.
პოის ძმაჲ იგი მისი უკეთურ წინაშე მისა.
მერმე ჰკითხა ძმამან ურვისათჳს და სულ-მოკლებისათჳს.
ჰრქუა მას ბერმან, ვითარმედ: ურვაჲ წინა აღუდგების ყოველსა
დასაბამსა საქმისასა და არავინ არს, რომელმანცა თანა-წარიცოდა
იგი, არამედ უკუეთუ ცნას კაცმან გამოცდილებით, ვითარმედ
იგი არს, განისუენოს.
ჰრქუა მამამან პიმენ, ვითარმედ ჰკითხა ძმამან მამასა
ამონს და ჰრქუა: უკუეთუ გამოვიდი სენაკით და ვპოი ძმაჲ ჩემი
ზრუნვასა, მეცა ვზრუნვიდი მის თანა, და თუ ვპოი იგი, რამეთუ
იცინინ, მეცა ვიცინოდი მის თანა, და ოდეს შევიდი სენაკად,
ვერ ვპოი განსუენებაჲ. ჰრქუა მას ბერმან: და გინებსა, რაჲთა
უკუეთუ გამოხჳდე სენაკით შენით და ჰპოვნე ვინმე, რომელნი იცინოდიან,
მათ თანა იცინოდი, და რომელნი იტყოდიან, მათ თანა
იტყოდი, და შე-რაჲ-ხჳდე სენაკად, ჰპოო თავი შენი ვითარცა
წინაჲთ? ჰრქუა მას ძმამან და ვითარ ჰრქუა მას ბერმან:
ვითარცა შინა საცოჲ არს, ეგრეცა გარე ეკრძალე საცოსა შენსა.
ძმამან ჰკითხა მამასა პიმენს და ჰრქუა: მინებს, რაჲთა ზოგად
ცხორებულთა თანა შევიდე. ჰრქუა მას ბერმან: უკუეთუ გინებს
ზოგად ცხორებულთა თანა ყოფის, უკუეთუ არა უზრუნველ
იყო ყოვლისაგან შემთხუევისა და ყოვლისაგან საქმისა, ვერ იყო
ზოგად ცხორებულთა თანა.
ძმამან ჰკითხა მამასა პიმენს და ჰრქუა: რაჲ ვყო? ჰრქუა
მას ბერმან: წერილ არს ურჩულოებაჲ ჩემი მიუთხრა და ვზრუნვიდე
მე ცოდვათა ჩემთათჳს.
თქუა მამამან პიმენ. ვითარმედ: სიძვაჲ და მოყუსისათჳს
ძჳრის-სიტყუაჲ არა უღირს კაცსა თავს-დებად, ორთაჲვე ამათ
გულის-სიტყუათაჲ ყოლად არცა სიტყუად, არცა განცდად გულსა
შინა თჳსსა, უკუეთუ უნდეს განკითხვად და გმობად, გულსა
შინა ევნოს, არამედ მრისხანედ გარე-მოიქეც მათგან და განისუენო.
ეტყოდეს ძმანი მამასა პიმენს: წარვიდეთ ამიერ ადგილით,
რამეთუ მაწყინებენ ჩუენ. და აჰა ესერა ყრმებიცა ტირს და არა
მიტევებს ჩუენ დაყუდებად. ჰრქუა მათ მამამან პიმენ: ანგელოზთა
ჴმისაგან გნებავს სივლტოლაჲ ამიერ?
თქუა მამამან პიმენ: უკუეთუ ისწავოს კაცმან მოძღურობაჲ,
აქუნდეს შრომაჲ.
ჰკითხა მამამან პიტიმი მამასა პიმენს და ჰრქუა: უკუეთუ
ვისმე აქუნდეს ჩემ თანა გულის-კლებაჲ და მივიდე და დაუვრდე
მას სინანულით და არა მომითუალოს, რაჲ ვყო? ჰრქუა მას ბერმან:
მიიყვანენ შენ თანა ორნი სხუანი და დაურდი მას, და თუ
არავე დაიჯეროს, მიიყვანენ სხუაჲ-ღა ხუთი, უკუეთუ მათიცა
არავე ირწმუნოს, მიიყვანე ხუცესი. უკუეთუ ესრეთცა
არავე ირწმუნოს, რაჲ ვყო? ჰრქუა მას მამამან პიმენ: მიერითგან
შეუძრწუნებელად ილოცევდ ღმრთისა მიმართ, რაჲთა მან დაარწშუნოს
მას და შენ უზრუნველ იქმნე.
ძმამან ჰკითხა მამასა პიმენს: ვპოე ადგილი. რომელსა
აქუს ყოველი განსასუენებელი ძმათაჲ. გინებსა, რაჲთა ვიყოფოდი
მუნ ჰრქუა მას ბერმან: სადაცა არა ავნებდე ძმასა შენსა, მუნ
იყოფოდე, რამეთუ ესე კაცი არს, რომელსა თავი თჳსი ეცნას.
მერმე თქუა მამამან პიმენ. რამეთუ: სამი ესე თავ არს:
შიში უფლისაჲ და ლოცვაჲ ღმრთისა მიმართ და კეთილისა ყოფაჲ
მოყუსისა თჳსისაჲ.
ძმამან ჰკითხა მამასა პიმენს: რაჲ ვყო? ჰრქუა მას ბერმან:
რაჟამს ღმერთმან მოიხილოს ჩუენ ზედა, რაჲსათჳს ვზრუნვიდეთ?
ჰრქუა მას ძმამან: ცოდვათა ჩუენთათჳს. ჰრქუა მას ბერმან:
შე-უკუე-ვიდეთ სენაკად ჩუენდა და დავსხდეთ და უფალი შეგუეწეოდის
ჩუენ ყოველსა შინა.
ძმამან ჰკითხა მამასა პიმენს შეგინებისათჳს ძილსა შინა.
ჰრქუა მას ბერმან: უკუეთუ განვამტკიცოთ შრომაჲ ჩუენი, დაღათუ
ვეძიებდეთ, არავე ვპოოთ ჩუენ თანა შეგინებაჲ.
იტყოდა მამაჲ პიმენ, ვითარმედ: მესამით ნათესავითგან
სკიტეს და მამისა მოსესითგან არღარა მოვიდეს ძმანი
წარმატებად.
მერმე თქუა კაცმან: უკუეთუ წესი თჳსი იპყრას, არასადა
შფოთ იყოს.
მერმე თქუა: უკუეთუ რომელი იხილა კაცმან და არა დაიმარხა,
ვითარ-მე იკადროს მოყუსისა სწავლად?
მერმე თქუა, რამეთუ: არა ვხედავთ წინაჲსწარ საქმეთა ჩუენთა
და მის გამო ვერ შეუძლით უმჯობესისა წარმატებად.
მერმე თქუა: კაცისა რომლისა არა გულპყრობილ იყო, ნუ
არწმუნებ მას გონებასა შენსა.
ძმაჲ ჰკითხვიდა მამასა პიმენს: ვითარ მიღირს მე
ჯდომაჲ სენაკსა შინა? ჰრქუა მას ბერმან: სენაკსა შინა ჯდომაჲ
ცხადი -- ესე არს ჴელთ-საქმარი და ერთგზის დღესა შინა ჭამაჲ
პურისაჲ და დუმილი და წურთაჲ, ხოლო ფარულად სენაკსა შინა
ჯდომაჲ -- რაჲთა ეჴსენოს ბრალი თჳსი ყოველსა ადგილსა და კანონისა
ჟამი ეგრევე, ხოლო დასასრულად ამათსა თანა-მყოფთა კეთილთა
შეეყავ, ხოლო ბოროტთაგან განეშორე.
მერმე თქუა: კაცი რომელი შეყოფილ იყოს მოყუასსა,
უღირს, რაჲთა იყოს, ვითარცა ძეგლი ქვისაჲ, რომელი იგინებინ
და არა განრისხნის, იდიდებინ და არა მაღლოინ.
თქუა მამამან პიმენ: უკუეთუ ხილვაჲ რაჲმე იხილო და
ჴმანიცა გესმოდიან, ნუვის უთხრობ მას. რამეთუ გარე-შექცევაჲ
არს ბრძოლისაჲ.
მერმე ძმამან ჰკითხა ნამასა პიმენს: უკუეთუ ძმამან
მიიღოს ჩემგან მცირედ კერმაჲ. გინებსა, რაჲთა ვჰკითხო მას?
ჰრქუა მას ბერმან: ჰკითხე მას ერთგზის. ჰრქუა მას ძმამან: უკუეთუ
ვჰკითხო მას, და არა მომცეს? ჰრქუა მას ბერმან: ნუღარა ეტყჳ
მას. ჰრქუა მას ძმამან: და რაჲ ვყო, რამეთუ ვერ შეუძლო გულის-სიტყუასა
ჩემსა? ჰრქუა მას ბერმან: აცადე, გულის-სიტყუაჲ
ეგე განსთქდეს, გარნა ძმასა მას ხოლო ნუ აჭირვებ.
სხდეს ოდესმე ბერნი და იტყოდეს გულის-სიტყუათათჳს.
თქუა ვინმე მათგანმან: არა დიდი საქმე არს, უკუეთუ ვინმე იხილოს
გულის-სიტყუაჲ თჳსი შორით.
სხუამან თქუა: არასადა უტევე დავიწყებასა, ვითარმცა მეუფლა
არცა ჟამ ერთ.
თქუა მამამან პავლე: მე ერთი ჯერი მწჳრესა დაფლულ
ვარ ვიდრე ყელადმდე და ვღაღადებ ღმრთისა მიმართ ტირილით:
შემიწყალე მე.
ხოლო მამამან პიმენ თქუა: მე ესრე ვიტყჳ, ვითარმედ:
ადგილსა, რომელსა ეშმაკი შთაგდებად არს, მეცა მუნ
შთაგდებად ვარ.
ჰრქუა მამამან პიმენ მამასა ანობს: მოაქციენ თუალნი
შენნი, რაჲთა არა იხილონ ამაოებაჲ, რამეთუ აზნაურებაჲ სულთა
მოსრავს.
თქუა მამამან პიმენ: წინაჲსწარ ერთგზის ივლტოდე და
მეორესა ჯერსა ივლტოდევე, ხოლო მესამესა ჯერსა იქმენ ვითარცა
ჴრმალი.
მერმე თქუა: უკუეთუმცა მოსეს არა მიესხნეს ცხოვარნი იგი
სადგურად, ვერმცა ეხილვა მაყლოანისა მის ხილვაჲ.
შეელალა ოდესმე პაესიოს ძმასა თჳსსა, და მუნ ჯდა მამაჲ
პიმენცა, ვიდრე სისხლისა გარდამოდინებადმდე თავთა მათთა
და ყოლადვე არაჲ მიუგო მათ ბერმან. და ვითარ შევიდა მამაჲ
ანობ და იხილნა იგინი, ჰრქუა მამასა პიმენს: რაჲსათჳს მიუტევენ
ძმანი შენნი და არარაჲ არქუ, ესრეთღა ილალვოდეს? ჰრქუა
მას მამამან პიმენ: ვერ მცალდა, მამაო, რამეთუ მეცა ბრძოლასა ვიყავ.
[ჰრქუა მას ანობ: ვინ გებრძოდა? ხოლო მან თქუა: გულისსიტყუანი
ჩემნი].
ძმაჲ ვინმე მოვიდა მამისა პიმენისა და ჰრქუა: რაჲ
ვყო? ჰრქუა მას ბერმან: მივედ და შეეყავ მის თანა, რომელი იტყოდის,
"რაჲ მიჴმს მე" და გაქუნდეს განსუენებაჲ.
ჰრქუა მამამან პიმენ მამასა ისაკს: აღიმცირე სიმართლისაგან
შენისა და გაქუნდეს განსუენებაჲ მცირედთა ამათ დღეთა.
ძმაჲ ჰკითხვიდა მამასა პიმენს: ძმანი იყოფვიან ჩემ თანა,
გინებს, რაჲთა უბრძანებდე მათ? ჰრქუა მას ბერმან: არა, არამედ
იქმოდე პირველ საქმით და თუ უნდეს ცხორების, თჳთ გხედვიდენ.
ჰრქუა მას ძმამან: უნებს მათცა, მამაო, რაჲთა უბრძანებდე.
მერმე თქუა: უკუეთუ მოვიდეს შენდა ძმაჲ
და იხილო თავი შენი, რამეთუ არა სარგებელ გეყო შემოსლვაჲ
იგი მისი, გამოეძიებდ გონებასა შენსა და მოიგონე, რომელი გულის-სიტყუაჲ
გაქუნდა ვიდრე შემოსლვამდე ძმისა მის და მაშინღა
სცნა ბრალი იგი, რომლითა არა სარგებელ გეყო. უკუეთუ ესრჱთ
ჰყო მდაბლად და გონიერად, ეყო უბრალო მოყუსისა
მიმართ.
მერმე თქუა: კაცსა რომელსა ყრმაჲ თანა ეპყრას და აქუნდეს
მის თანა ბრძოლაჲ რომლითავე ვნებითა ძუელისა მის კაცისაჲთა
და მერმე კუალად იპყრობდესვეღა მის თანა, მსგავს არს
ეგევითარი იგი კაცსა, რომელსა ყანაჲ უპყრიედ და ნაყოფი მისჭიათა
დაუჭამიედ.
თქუა მამამან პიმენ: უკეთურებაჲ უკეთურებასა არსადა
აღიღებს, არამედ უკუეთუ ვინმე ბოროტი გიყოს შენ, კეთილი უყავ
მას, რაჲთა კეთილის-ყოფითა მით აღიღო უკეთურებაჲ იგი.
თქუა მამამან პიმენ: განეშორე ყოველსა სიტყუასა
ცილობისასა.
ესმა ვისთუისმე მამასა პიმენს, ვითარმედ ექუს
დღეთა დადრგების და გულ-მწყრალ არს. და თქუა, ვითარმედ:
ისწავა ექუსთა გარდადგრომაჲ და ვერ ისწავა გულის-წყრომისა
განშორებაჲ ძმაჲ იგი.
ცოდა ოდესმე ძმამან ზოგად ცხორებულთა შორის ძმათა.
და იყო ვინმე მუნ მარტოდ მყოფი. მათ ადგილთა არა გამოვიდოდა
მრავალჟამ. და მოვიდა მამაჲ იგი მის მონასტრისაჲ ბერისა
მის და უთხრა ძმისა მისთჳს შეცოდებულისა, ხოლო მან ჰრქუა მას:
გამოჴადე იგი მიერ. და ვითარცა გამოაძეს იგი მიერ, შევიდა ლერწვოანსა
მას და დაადგრა იგი მუნ შინა ტირილით. მოიცალეს
ძმათა და მივიდეს მამისა პიმენისა. და ესმა მისი, ვითარ იგი
ტიროდა. შევიდეს და პოეს იგი დიდსა სალმობასა შინა, და ჰლოცვიდეს,
რაჲთამცა მიიყვანეს იგი მამისა პიმენისა. არა ინება, არამედ
თქუა: მაცადეთ მე და აქა მოვკუდე. და მოვიდეს მამისა
პიმენისა და უთხრეს, ხოლო იგი ჰლოცვიდა მათ, და მიავლინნა
იგინი და ჰრქუა: ესრე არქუთ მას, ვითარმედ მამაჲ პიმენ გიწესს
შენ. მაშინ მოვიდა ძმაჲ იგი და ვითარცა იხილა იგი მამამან პიმენ
შეურვებული, აღდგა და მოიკითხა იგი სიხარულით და უბრძანა
მას პურისა ჭამაჲ. და მიავლინა ძმაჲ თჳსი მის მარტოდ მყოფისა
და ჰრქუა: პიმენ მომავლინა შენდა და თქუა: მრავლით ჟამითგან
მწადოდა ხილვად შენდა, რამეთუ მასმიეს შენთჳს და
ორთავე სიცონილითა ვერ შევიმთხჳენით ურთიერთას. ხოლო აწ
ესერა ღმრთისა ნებითა მიზეზიცა იპოა, მო-უკუე-შუერ აქა ოდენ
და ვიხილნეთ თავნი თჳსნი ურთიერთას. ხოლო იგი არა გამოვიდოდა
სენაკით თჳსით, და ვითარცა ესმა ესე, თქუა: უკუეთუმცა არა
ღმერთმან დააჯერა ბერსა, არამცა მოავლინა ჩემდა. და აღდგა და
მოვიდა მისა, და მოიკითხნეს ურთიერთას თავნი და დასხდეს სიხარულით.
ჰრქუა მას მამამან პიმენ: კაცნი ორნი იყვნეს ადგილსა
ერთსა და ორთავე მკუდარი წინა ედვა. დაუტევა ერთმან მან მკუდარი
თჳსი არა ტირილად მისა და მოვიდა მოყუსისა თჳ.სისა
ტირილად.
ესმა რაჲ ესე ბერსა მას, შეინანა სიტყუასა მას ზედა. და მოეჴსენა
ძმაჲ იგი და თქუა: პიმენ ზეცას არს და მე ქუეყანასა
შინა ვარ.
წარვიდა ოდესმე ძმაჲ მიერ სანახით, სადა-იგი იყო მამაჲ
პიმენ, გარე უცხოსა სოფელსა. და მიემთხჳა ვისმე მარტოდმყოფსა
მის სოფლისასა, რამეთუ აქუნდა დიდი სიყუარული, და
მოვლენედ მისა მრავალნი. და უთხრა მას მამისა პიმენისთჳს. ხოლო
მას რაჲ ესმა სათნოებაჲ მისი, გულმან უთქუა ხილვად იგი. და
მიიქცა ძმაჲ იგი ეგჳპტედვე. და რავდენისამე ჟამისა შემდგომად
აღდგა მარტოდ მყოფი იგი და მოვიდა თჳსით სოფლით ეგჳპტედ
ძმისა მის, რამეთუ ეთხრა მას, სადა-იგი იყოფვოდა. და ვითარცა
იხილა იგი, დაუკჳრდა და განიხარა ფრიად. და ჰრქუა მარტოდმყოფმან
მან: ყავ სიყუარული და მიმიყვანე მამისა პიმენისა. ხოლო
მან წარიყვანა და მიიყვანა იგი მამისა პიმენისა და უთხრა მას
მისთჳს, ვითარმედ: დიდი კაცი არს და სიყუარულიცა დიდი
აქუს და ფრიადი პატივი აქუს თჳსსა სოფელსა, და უთხარ მაგას
შენთჳს და გულმან უთქუა და მოსრულ არს ხილვად შენდა. და
მან შეიწყნარა იგი სიხარულით და მოიკითხნეს იგინი ურთიერთას
და დასხდეს. და იწყო უცხოჲსა მის ქუეყანისამან სიტყუად მამისა
პიმენის თანა წიგნთაგან სულიერებისათჳს და ზეცისა სასუფეველისათჳს.
ხოლო მამამან პიმენ გარე-მიიქცია და არაჲ მიუგო მას სიტყუაჲ.
და ვითარ იხილა, რამეთუ არა იტყოდა მის თანა, შეწუხნა
და გამოვიდა გარე. და ჰრქუა ძმასა მას, რომელმან მოიყვანა იგი:
ამაოდ დავშუერ ესოდენსა გზასა და მოვედ ბერისა ამის და აჰა
ესერა არა უნებს სიტყუად ჩემ თანა. და შევიდა ძმაჲ იგი მამისა პიმენისა
და ჰრქუა მას: მამაო, შენთჳს მოვიდა დიდი ესე კაცი,
რომელსა ესოდენი პატივი აქუნდა თჳსსა სოფელსა, და რაჲსათჳს
არა იტყოდე მის თანა? და ჰრქუა მას ბერმან იგი ზეცისაჲ
არს და ზეცისასა იტყჳს, ხოლო მე ქუეყანისაჲ ვარ და ქუეყანისასა
ვიტყჳ. უკუეთუმცა მეტყოდა მე სულისა ვნებისათჳს, მეცამცა
ვეტყოდე მას, უკუეთუ სულიერებისათჳს იტყჳს, მე ეგევითარი
არა ვიცი. მაშინ გამოვიდა ძმაჲ იგი და ჰრქუა ბერსა მას: არა
აქუს ბერსა ჩუეულებაჲ გამოძიებად წიგნთაგან, არამედ უკუეთუ
ვინმე ეტყოდის მას სულისა ვნებისათჳს, იგიცა ეტყჳნ. ხოლო
მან შეინანა და შევიდა ბერისა და ჰრქუა მას: მამაო, რაჲ ვყო, რამეთუ
მეუფლებიან ვნებანი სულისანი? მაშინ მიხედა მას ბერმან
სიხარულით და ჰრქუა მას: აწ კეთილად მოხუედ, აწ აღაღე პირი
შენი და აღვავსო ეგე კეთილითა. და იწყო სწავლად და
ფრიად სარგებელ ეყო და თქუა: ჭეშმარიტად ესე არს ჭეშმარიტი
გზაჲ. და ჰმადლობდა ღმერთსა, რამეთუ ესევითარსა წმიდასა შეემთხჳა,
და მიიქცა სოფლად თჳსა.
გჳთხრობდეს ბერნი, რამეთუ ოდესმე მამაჲ პიმენ და
ძმანი მისნი იქმოდეს სააფრაესა ტილოსა და ვერ განისყიდებოდა.
და იურვოდეს, რამეთუ არაჲ აქუნდა, რაჲთამცა იყიდეს სელი. და
მოყუარემან ვინმე მათმან უთხრა მოყუარესა თჳსსა ვაჭარსა საქმჱ5
იგი. ხოლო მამასა პიმენს არა უნებნ მიღებაჲ რაჲმე კაცისაგან
შფოთით. და ვაჭარსა მას უნდა, რაჲთამცა საქმჱ გარდაჰჴადა
ბერსა, მიზეზ ყო, რეცათუ მას უჴმდა ტილოჲ იგი, რეცა თავისა
საჴმრად უნებს. მოვიდა ძმაჲ იგი მამისა პიმენისა და ესმა, რაჲ-იგი
ყო ვაჭარმან მან, და უნდა, რაჲთამცა აქო ვაჭარი იგი. და
თქუა: დაიჯერე, მამაო, რამეთუ უჴმდავე არა და მიიღო, რაჲთა
თქუენ საქმჱ გარდაგჴადოს. ვითარცა ესმა ესე მამასა პიმენს, რამეთუ
არა უჴმდა და წარიღო, ჰრქუა ძმასა თჳსსა: წარვედ და აღადგინე
აქლემი და მოიღე იგი აქა. უკუეთუ არა მოიღო იგი აქა, პიმენ
არღარა ჯდეს აქა თქუენ თანა, რამეთუ ვერ ვავნო კაცსა, რომელსა
არა უჴმს, რაჲთა იზღვიოს ჩუენ ძლით და მიიღოს შესაძინელი
სულისა ჩემისაჲ. მაშინ წარვიდა ძმაჲ იგი და დიდითა
შრომითა უკ-მოიღო, უკუეთუ არა, ბერიმცა განშორებულ იყო
მათგან. და ვითარცა იხილა, განიხარა, ვითარმცა საფასჱ რაჲმე
პოა.
თქუა მამამან პიმენ: ნუ იყოფვი ადგილსა, რომელსა იხილო,
ვითარმედ აქუს ვიეთმე შენდა მომართ მტერობაჲ, უკუეთუ
არა, ვერ წარემატო.
ჰკითსა მამამან ესაია მამასა პიმენს გულის-სიტყუათათჳს
მწინკულევანთა. და ჰრქუა მას მამამან პიმენ: ვითარცა
მოთხესა შინა სამოსელი უკუეთუ მყოარ უტეო, ჟამითი-ჟამად
განირყუნეს.
იტყოდეს, ვითარმედ მამანი მსგავსად გულის-სიტყუათა
მკითხველისა მის უთხრობენ. რამეთუ მოვიდა ძმაჲ მამისა პიმენისა
და ჰრქუა: მამაო, ვსთესო ყანასა ჩემსა, ვჰყოფდე მისგან სიყუარულსა.
ჰრქუა მას ბერმან: კეთილსა საქმესა იქმ. და წარემართა
გულს-მოდვინედ და შესძინა სიყუარულსა. და ესმა ესე მამასა
ანობს და ჰრქუა მამასა პიმენს: არა გეშინისა, ესრეთ-ღა ეტყოდე
ძმასა მას? და დაიდუმა ბერმან. და შემდგომად ორისა დღისა მოუწოდა
ძმასა მას მამამან პიმენ და ჰრქუა მას: მამისა ანობის
თანა რასა მეტყოდე მე ძუღან? და გონებაჲ ჩემი სხუასა იყო. ჰრქუა
მას ძმამან: გარქუ შენ, ვითარმედ ვსთესო ყანაჲ ჩემი და მისგან
ვჰყოფდე სიყუარულსა. ჰრქუა მას მამამან პიმენ: მე ეგრე მეგონა.
ვითარმედ ძმისა შენისა ერის-კაცისათჳს მკითხე. უკუეთუ შენ ხარ,
რომელი ამას იქმ, ესე საქმჱ არა მონაზონთაჲ არს. ხოლო მას რაჲ
ესმა, შეწუხნა და თქუა: სხუაჲ საქმჱ არარაჲ მაქუს და არცა
ვიცი რაჲ, გარნა ესე, და ვერ ძალ-მიც, ვითარმცა არა ვსთესე ყანაჲ
ჩემი. და ესრეთ წარვიდა. ხოლო მამაჲ ანობ დაურდა მას და
ჰრქუა: შემინდვე, შემინანებიეს. მაშინ ჰრქუა მას მამამან პიმენ:
მეცა წინაით ვიცოდე, რამეთუ არა არს ესე საქმჱ მონაზონისაჲ,
არამედ გულის-სიტყჳსაებრ მისისა ვარქუ მას და გულს-მოდგინე
იქმენ, რაჲთა წარემატებოდის სიყუარულსა შინა, ხოლო
აწ ესერა წარვიდა გულ-კლებული და მერმე იგივე ყოს.
მოვიდა ოდესმე მამაჲ პიმენ მამისა ანობის თანა დიოკლეით
კერძო, და ვითარ თანა-წარჰვიდოღა საფლავებსა, იხილა
მუნ დედაკაცი, რომელი ჯდა და ტიროდა მწარედ. და დადგეს და
განიცდიდეს მას. და ვითარ წარვიდეს მცირედ, შე-ვისმე-ემთხჳნეს
კაცსა. და ჰკითხა მას მამამან პიმენ და ჰრქუა: რაჲ ყო დედაკაცმან
იმან, რამეთუ ესრეთ ტირს მწარედ? ხოლო მან ჰრქუა მას,
რამეთუ-მოკუდა ქმარი მისი და ძჱ და ძმაჲ მისი. და მიუგო მამამან
პიმენ მამასა ანობს და ჰრქუა: გეტყჳ შენ, უკუეთუ არა მოიკუდინოს
კაცმან ყოველი ვნებაჲ ჴორცთა თჳსთაჲ და მოიპოოს
ესე გლოაჲ, ვერ იქმნეს მონაზონ, რამეთუ ყოველი ცხორებაჲ მისი
და გონებაჲ მისი გლოასა შინა არს.
ძმამან ჰკითხა მანასა პიმენს: ვითარ მიღირს ზოგად ცხორებულთა
თანა ყოფაჲ? ჰრქუა მას ბერმან: რომელი იყოფოდის
ზოგად ცხორებულთა თანა, უღირს, რაჲთა ყოველთა ერთ სახედ
ხედვიდეს, და შეიკრძალოს პირი თჳსი და განისუენოს.
თქუა მამამან პიმენ მონათათჳს სემისთა, რამეთუ ნივთი
ამის სოფლისაჲ არს თავისა თჳსისა განმართლებაჲ, რამეთუ ესე
მოჰკლავს მომგებელსა თჳსსა.
მერმე თქუა: დავით ოდეს ლომსა ემთხჳის, ყიაჲ შეუპყრის
და მუნთქუესვე მოაკუდინის. უკუეთუ ჩუენცა შევიკრძალოთ ჴორჴი
და მუცელი, შეუძლოთ ღმრთისა მიერ ლომსა ამას.
მერმე ჰკითხა მას ძმამან: ვის ვხედვიდე, სენაკსა შინა რაჲ
ვჯდე? ჰრქუა მას ბერმან: მე ერთი ჯერი კაცი ვარ, შთაგდებული
მწჳრესა ვიდრე ყელადმდე, და ვღაღადებ ღმრთისა მიმართ:
შემიწყალე მე.
მრავალგზის თქჳს ბერმან: ნურად შეგირაცხიეს თავი თჳსი,
არამედ შეეყავ კაცსა, რომელი კეთილად ცხონდებოდის.
მერმე თქუა: უკუეთუ არა თავისუფალ ვიქმნეთ ხატისა მისგან,
ვერ წარვემართნეთ. მანვე თქუა: ყოველი საქმჱ, რომელი
არა განიშოროს კაცმან, მერმე მასვე შინა შეიპყრას.
მერმე თქუა ბერმან, ვითარმედ ძმაჲ ჰკითხვიდა მამასა
მოსეს: რომლითა სახითა მოიკუდინოს კაცმან თავი თჳსი მოყუსისაგან?
ხოლო მან თქუა: უკუეთუ არა დაიდვას კაცმან გულსა
თჳსსა, ვითარმედ აწ ესერა სამი წელი აქუს სამარესა შინა, ვერ
მისწუდეს სიტყუასა მაგას.
მივიდა ოდესმე მამაჲ ისაკ მამისა პიმენისა და იხილა,
რამეთუ გარდაესხა მცირედ წყალი ფერჴთა. და რამეთუ
აქუნდა კადნიერებაჲ მისა მიმართ, ჰრქუა მას: ვითარ ვიეთნიმე
ფიცხლად და ურიდად იჴუმევენ ჴორცთა თჳსთა? ჰრქუა მას ბერმან:
ჩუენ არა გჳსწავიეს ჴორცთა მოკუდინებაჲ, არამედ ვნებათა
მოკუდინებაჲ.
იტყოდეს მამისა პიმენისთჳს, ვითარმედ უკუეთუ სხენედ
ბერნი მის წინაშე და ზრახვიდიან ბერთათჳს და თქჳან მამისა სისოისთჳს,
ჰრქჳს: უტევეთ, უტევეთ მამაჲ სისოი, რამეთუ ვერ
იპოოს სახჱ მითხრობისაჲ მისთჳს.
თქუა მამამან პიმენ: საქმესა რომელსა ვერ მიწევნულ
ხარ, ნუ იტყჳ, რამეთუ ყოველი რომელი ვნებულად იქმნების,
ცოდვა არს. ყოველი ჭირვებაჲ ღმრთისათჳს ღმრთისა აღსაარება
არს.
თქუა მამამან პიმენ: აიძულებდ თავსა თჳსსა, რაჲთა არა
დაამტკიცო ნებაჲ შენი და გაქუნდეს განსუენებაჲ.
მო-რაჲ-ვიდა მამაჲ პიმენ ეგჳპტით კერძო, რაჲთა
იყოფოდის მუნ და მიემთხჳა ძმასა ვისმე ახლოს, რომელსა ცოლი
ესუა, და იცოდა ბერმან და არასადა ამხილა მას. და იყო დღესა
ერთსა შვა დედაკაცმან მან, და ცნა ბერმან და მოუწოდა ძმასა
თჳსსა უმრწემესსა და ჰრქუა მას: წარიღე კნინდონი ერთი ღჳნოჲ
და მიართუ ძმასა მას, რამეთუ დღეს უჴმს. და არა უწყოდეს ძმათა
მისთა საქმჱ იგი. ხოლო მან ყო ეგრე, ვითარცა უბრძანა მას
ბერმან. და აღეშენა ძმაჲ იგი და გონებასა მოეგო. და მცირედთა
დღეთა შემდგომად რაჲ პოა, მისცა და განუტევა დედაკაცი იგი და
ჰრქუა ბერსა: მე დღესითგან ვინანდე. და წარვიდა და აღიშენა თავისა
თჳსისა სენაკი, და მივიდის ბერისა და განუნათლებნ მას ბერი
გზასა მას ღმრთისასა, და შეიძინა ძმაჲ იგი.
მერმე ჰკითხა ბერმან ხუცესმან ტიმოთე მამასა პიმენს და
ჰრქუა: არს ვინმე დედაკაცი ეგჳპტეს, რომელი ისიძავს და სასყიდელსა
მას მისსა მისცემს ქველის-საქმარად. ჰრქუა მას ბერმან:
არა დაადგრეს სიძვასა მას ზედა, რამეთუ ჩანს მის თანა ნაყოფი
სარწმუნოებისაჲ. და იყო დღესა ერთსა მოუჴდა დედაჲ ხუცესსა
ტიმოთეს შემთხუევად მისა. და ჰკითხა დედასა თჳსსა და ჰრქუა:
დედაკაცი იგი და-ღა-ადგრაა სიძვასა ზედა? და მან თქუა: დაადგრა
და უფროჲს-ღა განიმრავლნა ტრფიალნი თჳსნი, არამედ ქველის-საქმესა
შე-ღავე-ჰმატა. და მივიდა მამაჲ ტიმოთე და წარმოუთხრა
მამასა პიმენს. ხოლო მან თქუა: არა დაადგრეს მას
ზედა. მერმე კუალად მოვიდა დედაჲ ტიმოთესი მისა და ჰრქუა
მას: უწყია, რამეთუ მას მეძავსა უნდა მოსლვის ჩემ თანა, რაჲთა
ლოცვაჲ მიიღოს შენგან? და მე არა თავს ვიდევ. ხოლო მას ვითარცა
ესმა, მივიდა და უთხრა ესე მამასა პიმენს. ჰრქუა მას
ბერმან: არამედ შენ მივედ და შეემთხჳე მას. და მივიდა მამაჲ ტიმოთე
მისა, ხოლო მან წადიერად იხილა იგი და ისმინა სიტყუაჲ
ღმრთისაჲ მისგან და ტიროდა ფრიად და ინანდა და ჰრქუა მას: მე
დღესითგან განვეყენო სიძვასა და შევეყო შიშსა ღმრთისასა. და
მეყსეულად წარვიდა და მივიდა დედათა მონასტერსა და სათნო
ეყო ღმერთსა გარდარეულად.
თქუა მამამან პიმენ: უჴმს მონაზონსა სამი სახჱ1: ერთი
სიმდაბლე, ერთი მორჩილებაჲ და ერთი მოთმინებაჲ.
მანვე თქუა: არს კაცი, რომელი დუმს არა სათნოებისათჳს,
არამედ უნებს, რაჲთამცა თავსა თჳსსა დიდებაჲ მოატყუა, ხოლო
რომელი ღმრთისათჳს დუმნ, მან სათნოებაჲ ღმრთისაგან მოიღის.
მანვე თქუა: უღირს კაცსა, რაჲთა ეკრძალებოდის მარადის
საქმესა თჳსსა, ნუუკუე წარ-რაჲმე-წყმიდოს მისგანი. უკუეთუ ვინმე
ქმნეს ფრიად, და ეკრძალოს არა, არაჲ სარგებელ ეყოს მას.
ხოლო უკუეთუ ვინმე ქმნეს მცირედ, და ეკრძალოს, მისი ეგოს.
[და წარმოგჳთხრა ჩუენ ესევითარი რაჲმე საქმჱ და თქუა: კაცსა
ვისმე სამკჳდრებელი დაშთა. და ვითარ საჴსენებელსა ჰყოფდა შესუენებულისა
მისთჳს, მოვიდა ვინმე მისა ძმაჲ და აღადგინებდა
მას და ეტყოდა: აღდეგ და შემწევდ. ხოლო იგი ჰლოცვიდა მას და
ეტყოდა, ვითარმედ: მაშურალ ვარ და ვერ ჰალ-მიც შეწევნად.
ჰრქუა მას: უკუეთუ არა შემეწევი, აღდეგ და ვიდოდე. და აღდგა
უცხოჲ იგი ძმაჲ და წარვიდა. მერმესა ღამესა ხედვიდა ჩუენებით,
ვითარმედ იფქლი მიუწყო მეპურესა და არა მოსცა მისგანი არცა
ერთი პური. მაშინ აღდგა და მივიდა ბერისა ვისსამე დიდისა და
წარმოუთხრა მას ყოველი. ჰრქუა მას ბერმან: კეთილი საქმე ჰქმენ,
არამედ არა გიტევა შენ მტერმან, რაჲთამცა სასყიდელი მოიღე. აწ
უკუე ვითარცა ვთქუ, უღირს კაცსა, რაჲთა ფრთხილ იყოს და
ეკრძალებოდის საქმესა თჳსსა] .
მერმე თქუა ქუეყანაჲ იგი, რომელსა ზედა ამცნო უფალმან
შესაწირავისა შეწირვაჲ, ესე არს სიმდაბლჱ.
თქუა მამამან პიმენ: შიმშილმან და წყურილმან არა გჳუფლოს
ამის წულილადისა გამოძიებად.
ძმამან ჰკითხა მამასა პიმენს და ჰრქუა: ვითარ უძლო
გულის-სიტყუასა ჩემსა აღყვანებად ზჱ? ჰრქუა მას ბერვან:
მე ერთი ჯერი დაღათუ უნდეს გულის-სიტყუასა ჩემსა ზე აღყვანებაჲ,
და მოვიღო იგი ქუეყანად.
მერმე თქუა, ვითარმედ: ბუნებით აქუს კაცსა რისხვაჲ არა
კაცთა მიმართ, არამედ ვნებათა მიმართ, რაჲთა აღიძრას და განიშორნეს
იგინი. და ბუნებით აქუს კაცსა შიმშილი ჴორცთა საჴმრისათჳს,
არამედ არა ნაყროვნებისათჳს, ვითარცა დავით იტყჳს: "რომელი
ამპარტავან იყო თუალითა და უძღებ გულითა, მის თანა პური
არა ვჭამე". და ძილი ეგრევე ბუნებით არს კაცისაჲ, არამედ არა
უწესოჲ. კუალად ჰრქუა ძმამან: მამაო, ჴორცნი ჩემნი მოუძლურდეს
და ვერ ძალ-მიც მარხვად, მითხარ მე სიტყუაჲ, რაჲთა ვცხონდე
მას შინა. ჰრქუა მას ბერმან: გულის-სიტყუასა შეკრძალვაჲ
ძალ-გიცა, რაჲთა არა მივიდეს მოყუსისა შენისა და განიკითხვიდეს
მას? მერმე ჰკითხა მას ძმამან და ჰრქუა: ვითარ ვყო, რავეთუ
შფოთ ვარ და შეურვებულ ვარ ამას ზედა? ჰრქუა მას ბერმან:
ნუვის შეურაცხ-ჰყოფ, ნუცა* ვის განიკითხაჲ და ნუცა
ძჳრსა ვისთჳს იტყჳ და მოგცეს შენ ღმერთმან განსუენებაჲ.
თქუა მამამან პიმენ: ცხორებაჲ ისრაელისაჲ ესე არს,
რაჲთა ყოველსა ჟამსა თავსა თჳსსა აბრალებდეს. მერმე ძმამან
ჰკითხა მას სიძვისათჳს. ჰრქუა მას ბერმან, ვითარმედ: მრავალ არს
შეწევნაჲ ღმრთისა მიერ, რომელი გარე-მოადგს კაცსა. არამედ
არა მოცემულ არს ჩუენდა თუალითა ხილვაჲ.
მერმე თქუა: სენაკსა შინა ჯდომაჲ და ბერთა მისლვაჲ სწავლისათჳს
სწორი არს.
თქუა მამამან პიმენ მამსა პიორ\ისთჳს, ვითარმედ
დღითი-დღედ იწყებნ სათნოებასა აღსრულებად.
მერმე თქუა მამამან პიმენ, ვითარმედ: სამნი ჴორციელებისა
საქმენი ვიხილენ მამისა პამბოჲს თანა: მარხვაჲ მწუხრითი-მწუხრად
ყოველთა დღეთა და დუმილი დიდი და ჴელთ-საქმარი.
No comments:
Post a Comment