თთუესა* იანვარსა ი~ზ-სა საჴსენებელი წმიდისა ანტონისი, საკითხავნი მამათანი, ცხორებაჲ და მოქალაქობაჲ ამბა პავლჱსი, დიდისა ბერისაჲ

 
მრავალგზის ყოფილ არს შორის პირველთა მათ მონაზონთა, რომელნი 
    იყვნეს სოფელსა შინა ეგუიპტეს, ვითარმედ ვინ-მე დააშენნა პირველად 
    უდაბნოსა შინა, ხოლო რომელთა ..... ს, ვითარმედ დასაბამი 
    ყოფისაჲ უდაბნოსა შინა იყო ნეტა[რი]სა ელი[აჲს]გან და იოვანეჲსგან. არამედ 
    განჩინებულ არს, რამეთუ ელია წარმატებულ იყო ზომსა მონაზონთასა 
    უფროჲს, ხოლო იოვანე შობისა წინავე წინაწარმეტყუელებდა, ხოლო რომელნიმე 
    ........... მუნე ....... 
    მის სამართალისათ[უის] ......   უე ....... 
    გულს-მო[დგინ]ედ ეძიებდეს, გულისხმა-ყოს, რამეთუ არა პირველად ანტონი 
     მისრულ არს უდაბნოდ განჩინებულად, არამედ ნეტარი პავლე ბერი; რამეთუ 
    შევემთხუიენით მოწაფეთა ნეტარისა ანტონისთა, რომელთაცა დაჰფლეს 
    იგი [და გუ]აუწყეს ჩუენ პავლე ვინმე თებელი, რომელმან პირველად იწყო 
    ყოფად მას* უდაბნოსა. ჩუნ უფროჲს ამით გურწმენა,* რამეთუ რომელთამე 
    პირველად ანტონი თქუიან, ხოლო გულს-მო[დგინედ მცი]რედ მითხრობდა 
    წმიდისა მისთუის განყენებულისა პავლესსა, ვითარ-იგი იწყო, ანუ 
    ვითარ-იგი აღესრულა ............ იწყო (?) ჟამსა 
    ოდენ ....... სა და ევრისასა (?) ....... 
    აღასრულა ....... ოლისაჲ ჰრომს შინა სახელისათუის* ......... 
    ჩუენისა .......  ხოლო ნეტარი პავლე დისა თუისისა* თ[ანა იყო] 
    და და[ჲ იგი მისი იყ]ო ქმრის ც[ოლი; რამეთუ მამა-დედანი მის]ნი* აღსრ[ულე]ბულ 
    იყვნეს და დაეტევა [სიმდიდ]რეჲ* მათა დიდძალი. და პავლე 
    იყო ათექუსმეტის* წლის და ისწავებდა წიგნთა ბერძლ და მეგუიპტელებრ. 
    და მშჳდ იყო იგი სულითა და სახნიერ და ფრიად უყუარდა მას ღმერთი. ხოლო 
    დევნაჲ [იგი ვითარ] განძლიერდა, მარ[ტოდ იქც]ეოდა იგი ადგილსა ერთსა და 
    ეკრძალებოდა თავსა თუისსა* გულს-მოდგინედ. ხოლო ანგაჰრებაჲ აიძულებდა 
    გულსა კაცთასა ძუირის საქმედ. რამეთუ ქმარი იგი დისა მისისაჲ 
    დაფარვისა წილ ეძიებდა, ვითარმცა მისცა იგი და ცრემლთა ცოლისა მისისათა 
    არად შეჰრაცხდა და შიშსა ღმრთისა, ყოვლისა მპყრობელისასა, არად 
    შეჰრაცხდა. და არა გან[ეყენა] უშჯულოებასა ........ რა შრომად, 
    რაჲთამცა მოკლა იგი ღმრთის მსახურებისათუის. 


       ხოლო რაჟამს იხილა გო[ნიე]რმან ჭაბუკმან ზაკვაჲ იგი მისი, 
    აღივლტოდა იგი მთასა მას მაღალსა. ვითარ-იგი განსაცდელსა მას ხედვიდა, 
    გარდაცვალა [თ~]ს[ითა] გონებითა ღუაწლი დევნისაჲ მის. რაჟამს მცირედ 
    წარვიდა, პოა მან კლდეჲ [მთასა მა]ს შინა. და იყო მუნ ჴ[უ]რელი, დაყოფილი 
    ქვითა, გარდააგორვა იგი და შთახედნა მას გულის-თქუმითა დიდითა. მიხედა და 
    იხილა წმიდად იატაკი იგი მისი და შეიყუარა ადგილი ფრიად და ადიდებდა 
    ღმერთსა, რომელმან მოჰმადლა მას საყოფელი იგი. 


       ხოლო დაყო უდაბნოსა მას შინა ყოველი ცხორებაჲ მისი, და იყო საზრდელი 
    და სას[უმელი მი]სი დანაკის-კუ[დისაჲ], რომელნი იყვნეს მთასა მას 
    შინა. ნუუკუე თქუას ვინმე: ვერ შემძლებელ არს ყოფად! მოწამე არს უფალი 
    და წმიდანი ანგელოზნი მისნი, რამეთუ ვიხილენ მე მუნ მყოფნი მრავალთა 
    ადგილთა აღსრულებულნი Ms. page: 15r   [და] არა [ეში]ნოდ[ა] მათ ეშმაკისა. რამეთუ 
    ვიწყო ნ[ეტა]რისა პავლეჲსი და გითხრა. და დაყო წმიდამან პავლე ქუეყანასა 
    ზედა ას და ცამეტი წელი ქრისტეს მოყუარემან და ცხონდებოდა იგი ცხორებასა 
    ზეცისასა. ხოლო მამაჲ ანტონი იყოფოდა სხუასა ადგილსა და იყო 
    იგი ოთხმეოცდაათ წლის. 



       და გუითხრობდა ჩუენგანსა: და ვზრახევდ გულსა შინა ჩემსა, არა-მე 
    ვინ მარტოდ მყოფი დაეშენა უწინარეჲსსა მას უდაბნოსა? და ღამესა მას, 
    რომელსა განიზრახვიდა, გამოეცხადა მას ღმრთისაგან, ვითარმედ არს ვინმე 
    უწინარეჲს უმჯობეჲსი შენსა, რამეთუ ღირს შენდა შემთხუევად მისა 
    სიხარულით. და რაჟამს განთენა, ნეტარმან ბერმან ანტონი მოიღო კუერთხი 
    დანაკის-კუდისაჲ და დაეყრდნა მას ზედა და იწყო სლვად გონებითა თუისითა, 
    რამეთუ არა იცოდა გზაჲ. და ვითარ შუა სამხარი* ოდენ იყო, დასცხა მზეჲ და 
    შესწვიდა* ქუეყანასა. და არა გარდააქცია ნეტარმან ბერმან, არამედ თქუა: 
    მრწამს მე, რამეთუ არასადა დამაგდოს მე უფალმან, არამედ მიჩუენოს მონაჲ 
    იგი თუისი,* რომელი აღმითქუა მე. 


       და ვიდრე იგი ამას განიზრახვიდა, იხილა კაცი ორ-ჰასაკი, ცხენ-კაცი. 
    მოუწოდა მას წმიდამან ანტონი და ჰრქუა: შენ გეტყუი, კაცი იგი ღმრთისაჲ 
    რომელსა ადგილსა არს აქა? მიუგო მან ბარბაროსითა ენითა გამოუჩინებელად 
    და ჰრქუა მას: არა ვიცი, და პირსა მისსა* ზარი განჰვიდოდა. ხოლო წმიდაჲ 
    იგი ბერი ვიდოდა და გამოიკულევდა და ეძიებდა გზასა. ხოლო დაკჳრვებასა 
    მას ანტონისსა* ივლტოდა მჴეცი იგი პირისაგან მისისა, ვითარცა ველსა ფართოსა. 
    ხოლო გარდა-ეგრე-იქცია თავი თუისი* ეშმაკმან ორგულებით. და 
    დაუკუირდა ანტონის ხატი იგი და ჰასაკი, ვითარ იგი გამოჩნდა მჴეცად. 


       და ვითარცა წარვიდა მცირედ, იხილა ვინმე მსგავსად 
ჰასაკისა თუისისა მ[ო]გუ კაც, მდგომარეჲ ქუეყანასა 
    ზედა; და ესხნეს რქანი თავსა მისსა* და შუბლსა. და იხილა რაჲ იგი 

    წმიდამან ანტონი, შთაიცუა მან ჯაჭუი იგი სარწმუნოებისაჲ და ისრის ჭური 
    სიმართლისაჲ. ჰკითხვიდა მას და ჰრქუა; ვინ ხარ შენ, რომელსა-ეგე გხედავ? 
    მიუგო მან და ჰრქუა მას: მკუიდრი* ვარ ერთი მათგანი, რომელნი მყოფ არიან 
    უდაბნოსა შინა, რომელთა-იგი წარმართთა რქუიან* ტუიროს, რამეთუ ცთუნებულ 
    არიან იგინი მათგან კერპთმსახურებად. და იგი-ღა იტყოდა, ნეტარი იგი ბერი 
    ვიდოდა გზასა, და ცრემლნი მისნი დაეცემოდეს ქუეყანასა ზედა, და იხარებდა 
    დიდებასა მას ზედა ქრისტეჲსსა* და წარწყმედასა* ზედა ეშმაკთასა. და* 
    დაუკუირდა ფრიად, რამეთუ შეუძლო ცნობად სიტყუათა მათ მჴეცისათა. და სცა 
    კუერთხითა თუისითა ქუეყანასა [ზ~ა] და თქუა: ვაჲ ალექსანდრ[ია]სა, ვაჲ 
    ქალაქსა მას უღმრთოსა, რომელსა შინა შეკრებულ არიან ყოველნი ეშმაკნი 
    ყოვლისა სოფლისანი. 


       ხოლო ნეტარი ანტონი წარვიდა და აღსრულების უნდა გზისა მის 
    თუისისა[ჲ],* რომელსა-იგი ვიდოდა. და ეძიებდა მონასა მას ღმრთისასა და 
    განიზრახვიდა, ვითარმედ რაჲ ყოს და ვიდრე ვიდეს. და იხილა კუალი მრავალი 
    მჴეცთაჲ სივრცესა ზედა მის უდაბნოჲსასა. ხოლო დღეჲ დამწუხრებულ იყო 
     და განიზრახვიდა გულსა შინა თუისსა,* ვითარმედ ვერ შესაძლებელ არსდატევებაჲ 
    მისი ქრისტეს* მიერ. და ვიდოდა იგი მას შინა და გულს-მოდგინე იყო იგი 
    ლოცვასა შინა. 


       და რაჟამს განთენა, იხილა მან აფთარი დიდი, რომელი რბიოდა და ექუდა 
    ფრიად. და აღვიდა თავსა მის მთისასა და შეუ[დ]გა მას და, ვითარცა მიეახლა 
    იგი ქუაბსა მას, იხილა მჴეცი იგი შემავალი მუნ. და შთახედა და იხილა 
    სრული იგი  სიყუარული, რომელ არს ნეტარი პავლე, და განიყენა შიში 
    იგი მისგან. მიხედა და იხილა ნათელი დიდი ქუაბსა მას შინა და მიდგა კარსა 
    მას, სიხარულით მოიღო ქვაჲ ჴელთა თუისთა* და ჰრეკდა კარსა მას. ხოლო 
    ვითარცა ესმა ნეტარსა მას ბერსა ჴმაჲ იგი, მიაგორვა ქვაჲ იგი კარსა მას და 
    დაყო შესავალი იგი. მაშინ ანტონი დავარდა გარეშე კარსა მას და ევედრებოდა, 
    რაჲთამცა შეიყვანა შინა. და ეტყოდა მას და ჰრქუა, ვითარმედ: მარტოჲ 
    ვინაჲ მოხუედ აქა, რომლისა საჴმრისათუის? ხოლო მან ჰრქუა: უწყი 
    მეცა, რამეთუ არა* ღირს ვარ შემთხუევად შენდა. რომელი-ეგე შეიწყნარებ 
    მჴეცსა, რად განაგდებ კაცსა? ვეძიებდ და ვპოვე, ვრეკდ და ვესევდ, ვითარმედ 
    განმიღოს მე კარი. ხოლო აწ მე არა წარვიდე ამიერ, არამედ წინაშე 
    თუალთა შენთა მოვ[კუდ]ე, რაჲთა ჴორცნი ესე ღათუ ჩემნი იხილნე და* 
    დაჰფლნე. და დაადგრა* წმიდაჲ ანტონი მუნ და [არა] წარვიდა. 


       მიუგო წმიდამან პა[ვლ]ე და ჰრქუა მას: არავინ მოვიდის აქა 
    გულისწყრომითა, არცა ტირნ ვინ მდურვით. და ზრახვიდა მას უმხიარულეჲსითა 
    პირითა და განუღო მას კარი და შეიტყუბნეს* ურთიერთას და ამბორს-ყვეს 
    ამბორის-ყოფითა სიწმიდისაჲთა და მიუთხრეს ურთიერთას სახელები მათი. და 
    შემდგომად ამისა დაჯდა ნეტარი პავლე ანტონის თანა და ჰრქუა მას: 
    რაჲსათუის ესოდენი შრომაჲ შეამთხუიე თავსა თუისსა* გზისაჲ ამის შორისაჲ 
    და ეძიებდ ბერსა, აწვე დაჴსნილსა, და შემდგომად იხილე* მტუერ-ქმნული? 
    არამედ სიყუარულმან ყოველივე დაითმინის. გლოცავ შენ, ვითარ არს ნათესავი 
    კაცთაჲ, მითხარ-[ღა] მე, და თუ ააშენებენ ქალაქთა შინა, ვითარ-ღა იგი 
    პირველ, და არს თუ მეფეჲ სოფელსა შინა, და თუ იტყუენვიან მთავარნი 
    საცთურისაგან ეშმაკთაჲსა? 


       და ვითარ იგი ამას იტყოდა ანტონის მიმართ, მიხედეს და იხილეს ყორანი, 
    მჯდომარეჲ რტოთა ზედა ხისათა; და აღიფრინა ყორანმან   მან და აქუნდა 
    პირსა მისსა* ჴუეზაჲ პური ცოცხალი. მოიღო და დადვა იგი შორის ორთავე 
    მათ. ხედვიდეს იგინი და უკუირდა ფრიად, და განეყენა მათგან მფრინველი 
    იგი. ჰრქუა წმიდამან პავლე ანტონის, რამეთუ: ჭეშმარიტად უფალმან 
    ჩუენმან იესუ ქრისტემან მოგუიძღუანა ჩუენ საზრდელი ესე, რამეთუ აჰა 
    ესერა სამეოცი წელი არს, ვინაჲთგან ამის მფრინველისაგან მოვიღი ნატეხი 
    პურისაჲ. ხოლო ვითარ* -ესე შენ მოხუედ,* მოგუიძღუანა უფალმან ჩუენმან 
     იესუ ქრისტემან მრჩობლი როჭიკი, რამეთუ მისნი მონანი ვართ. და 
    ჰმადლობდეს ღმერთსა მოწყალესა და დასხდეს ორნივე ერთად წყაროსა ზედა 
    და ჰჴდებოდეს ურთიერთას, ვინ განტეხოს პირველად პური იგი. და ღამეჲ 
    იგი წარვიდოდა ცილობასა მას ზედა. და შემდგომად ყოვლისა მის მიყვნეს 
    [ორთა]ვე ჴელნი მათნი და განტეხეს პური იგი სახელითა [ო~ლ]ისა ჩუენისა 
    იესუ ქრისტესითა* და ჭამეს. 


       და აღასრულეს ღამე იგი უძილად. და ვითარცა განთენა, ჰრქუა 
    წმიდამან პავლე ანტონის: უწყოდე, ძმაო ანტონი, რამეთუ წინავე ამის ჟამისა 
    ამას ადგილსა გარემო ვიყავ და უფალმან აღმითქუა მე შენი შედგომად* ჩემსა. 
    ხოლო აწ მოწევნულ არს ჟამი განსუენებისა ჩემისაჲდა, რომელსა-იგი* 
    ვეძიებდ, მოიწია ჩემ ზედა, რომელ არს მიქცევაჲ ჩემი და ყოფაჲ ქრისტეჲს 
    თანა. ხოლო ამიერითგან ჟამი ჩემი აღსრულებულ არს, ვითარცა მრწამს მე, 
    ამიერითგან მ[ი]მელის მე სიმართლისა იგი გუირგუინი, და შენ მოივლინე 
    უფლისა მიერ დაფლვად ჴორცთა ჩემთა მიწასა ქუეშე, უფროჲს, რაჲთა მისცე 
    მიწაჲ მიწასა. 


       ვითარცა თქუა ესე წმიდამან ბერმან პავლე, წმიდაჲ ანტონი ტიროდა 
    და ევედრებოდა მას და ეტყოდა: ნუ დამიტევებ მე, კეთილო მამაო, არამედ 
    მიმიყვანე მეცა შენ თანა, რომელსა გზასა მიხუალ. მიუგო წმიდამან პავლე და 
    ჰრქუა მას: არა ჯერ-არს თხო[ვად თავი]სა შენისათუის სიკუდილი, Ms. page: 17r   
    არამედ ჩემთუის. ამისთუის გლოცავ შენ, საყუარელო,* არა თუ მძიმე არს იგი 
    შენდა, არამედ წარგუალე ადრე ვანად შენდა და [მომარ]თუ მე ფრთეჲ იგი, 
    რომელ მოგცა შენ ათანასი ებისკოპოსმან, რაჲთა შეჰმოსო მით გუამი ჩემი. 
    ხოლო ესე მით ჰრქუა მას, რაჲთამცა თუინიერ მისა განიძარცუნა ჴორცნი 
    მისნი. და ესეცა ამცნო [მას]: რაჲთა მოიღო შენ თანა სათხროლიცა, რაჲთა 
    დაჰფლა გუამი ჩემი. 

       ხოლო ვითარცა ესმა ანტონის ათანასისთუის და საბლარდნელისათუის, 
    დაუკუირდა ფრიად, რამეთუ ხედვიდა მის თანა იესუ ქრისტესა, და თაყუანი-სცა 
    მას და ვერღარა იკადრა ყოვლადვე სიტყუისა მიგებად მისა, არამედ ტიროდა 
    მწარედ და ამბორს-უყოფდა თავსა და ფერჴთა მისთა. და იწრაფა მისლვად ვანად 
    თუისა* და ვითარცა მიიწია ვანად თუისა, ორნი იგი მოწაფენი, რომელნი 
    მრავლით ჟამითგან ჰმსახურებდეს მას, მიეგებვოდეს და ჰრქუეს: ჵ მამაო 
    ჩუენო, სადა იყავ შენ ესოდენთა მათ დღეთა? ხოლო მან ჰრქუა მათ: ვაჲ მე, 
    ცოდვილსა მას, რამეთუ მსგავსი ვარ მონოზონისაჲ* და ტყუილით თავსა 
    დამიდგამს სახეჲ მონისაჲ, რამეთუ ვიხილენ მე დღეს ელია და იოვანე 
    უდაბნოსა შინა და ვიხილენ ჭეშმარიტად სამოთხესა შინა. და იტყოდა მათ თანა 
    და იცემდა მკერდსა ჴელთა თუისთა.* 



       მოიღო საბლარდნელი იგი და გამოვიდა მოწაფეთაგან თუისთა.* და 
    ევედრებოდეს მას, რაჲთამცა აუწყა მათ ყოველი, ხოლო მან ჰრქუა მათ: ჟამი 
    არს სიტყუისაჲ და ჟამი არს დუმილისაჲ (1), და წარვიდა გზასა მას 
    თუისსა.* და არა წარიღო სათხროლი მის თანა, რამეთუ დაავიწყდა, არამედ 
    ისწრაფდა ნეტარისა პავლეჲს თანა, რამეთუ სუროდა ხილვად მისა მერმეცა და 
    ეშინოდა,* ნუუკუე თუინიერ მისა შეჰვედროს სული თუისი* უფალსა. ვიდოდა 
    მას დღესა და ხვალისა დღესა  იხილნა დასნი ანგელოზთანი და 
    კრებული წინაწარმეტყუელთაჲ და მოციქულნი გზასა ზედა და მამაჲ პავლე, 
    ბრწყინვალეჲ ვითარცა მზეჲ, შორის მათსა, აღვიდოდა იგი მათ თანა ზეცად. 
    მასვე ჟამსა დავარდა ნეტარი ანტონი პირსა ზედა თუისსა და იტყოდა 
    ტირილით და სულ-თქუმით: რაჲსათუის, ღმრთის მოსაო მამაო, დამაგდე მე და 
    არა შეიწირე ვედრებაჲ ჩემი შემდგომად ესოდენისა სრბისა ჩემისა, რომელი 
    ვყავ ვითარცა მფრინველმან? და შევიდა ქუაბად და იხილა მამაჲ პავლე 
    მუჴლთა თუისთა* ზედა და თავი მისი ზე ეპყრა ცად და ჴელნი მისნი 
    განმარტებულ* [იყვნეს. პირველად ეგონა, ვითარმედ ცოცხალ არს და 
    ილოცავს, და დადგა იგიცა მის თანა და ილოცვიდა. და ვითარ წარჴდა 
    მრავალი ჟამი და არა ესმა ჴმაჲ, არცა კუნესაჲ ჩუეულებისა]ებრ 
    მლოცველთაჲსა, მაშინ გულისხმა-ყო, რამეთუ გუამი ხოლო არს, რომელი ილოცავს. 


       და თაყუანი-სცა ღმერთსა, რომლისა თანა ცხოელ არს ყოველი და 
    შეუხია მას საბლარდნელი და წარმოიღო იგი შუა და მოაქუნდა და 
    ფსალმუნებდა, ვითარცა არს წესი ქრისტიანეთაჲ. ხოლო გულს-ეტყოდა წმიდაჲ 
    ანტონი და თქუა: ვერ მოვიჴსენე და მოვიღე სათხროლი, რაჲთამცა აღმოვთხარე 
    და დავფალ გუამი ესე. განიზრახვიდა გონებასა თუისსა* და იტყოდა: 
    ვითარ-მე ვყო? უკუეთუ ესე დაუტეო და მივიდე ვანად ჩემდა სათხრელისა* 
    მოღებად, ოთხსა დღესა ჭირით მო-ოდენ-ვიწიო. და თქუა გონებასა* თუისსა: * 
    აწ მეცა აქა მოვკუდე, ამის თანა, უფალო იესუ ქრისტე, საყუარელისა შენისა 
    თანა და მსახურისა. და ამას რაჲ იტყოდა, აჰა, ორნი ლომნი მოვიდეს ერთად 
    სრბით. იხილნა იგინი ანტონი და შეძრწუნდა ფრიად  და შემდგომად 
    მისა გონებაჲ თუისი აღიმაღლა უფლისა მიმართ და ამიერითგან ყუდროდ 
    ხედვიდა მათ, ვითარცა ტრედთა მომავალთა. და ვითარცა მოვიდეს, დადგეს 
    გუამსა მას ზედა ნეტარისა პავლეჲსა* და უყუაოდეს ქენებით ნეტარსა 
    ანტონის და შეურდეს* ფერჴთა მისთა ყუდროებით და იღრჭენდეს 
    კბილთა მათთა ბრდღუენითა დიდითა, რამეთუ კურთხევისა* უნდა მათ, 
     რაჲთამცა ცნა ანტონი და ტიროდეს წარსლვასა* მას ნეტარისა მის პავლესსა. 


       ხოლო შემდგომად მისა იწყეს სწრაფით თხრად ლომთა მათ და 
    აღმოსხმად ფერჴითა მათითა და დააღრმეს ადგილი იგი, ვითარ კაც ერთ, და 
    ყრიდეს თავთა მათთა და მოდრკეს და ჰლოშნიდეს ფერჴთა მისთა და ფერჴთა 
    ნეტარისა ანტონისთა ენითა მათითა. და ვითარცა ცნა გონებითა თუისითა,* 
    რამეთუ კურთხევასა ითხოენ, შეეშინა და შეძრწუნდა დიდებასა მას ზედა 
    ღმრთისასა, რამეთუ პირუტყუთაცა ბუნებამან იცნის კეთილნი ღმრთისანი, და 
    თქუა: უფალო, არცა ფურცელი ერთი დავარდების თუინიერ შენსა (2), არცა 
    მფრინველი დაეცემის ქუეყანასა ზედა თუინიერ ბრძანებისა შენისა, შენ 
    გუაკურთხენ ჩუენ ყოველნი. და დასდვა* ჴელი მისი მათ ზედა და აკურთხნა 
    იგინი და უბრძანა მათ წარსლვაჲ, და წარვიდეს იგინი მშუიდობით. ხოლო 
    ვითარცა განეყენნეს* ლომნი იგი, აღიღო ანტონი გუამი იგი ნეტარისა 
    პავლეჲსი და დაფლა* იგი ქუეყანასა, მსგავსად ჩუეულებისა. 


       ხოლო შემდგომად ერთისა დღისა, ვითარცა მკუიდრმან* ჭეშმარიტმან, 
    მოიღო მსგავსად შჯულისა* კუართი იგი ნეტარისა ბერისა პავლეჲსი, რომელი 
    ექმნა დანაკის-კუდისა* ფურცლისაჲ და მიიქცა ვანად თუისა.* და ვითარცა 
    მოვიდა ვანად თუისა,* გამოუცხადა ძმათა  თუისთა* ყოველი და აუწყა 
    მათ ყოველი წესი მის საქმისაჲ. და მიერითგან დღესასწაულთა ხოლო შეიმოსის 
    კუართი იგი. მკუდრეთით აღდგომასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა* და 
    მარტუირიასა და ჯუართა აპყრობასა და განცხადებასა სამოსელი იგი ამბა 
    პავლესი* შეიმოსის ბერისაჲ. ხოლო თქუის: უმჯობეჲს და უპატიოსნეჲს არს 
    ესე ჩემდა უფროჲს ძოწეულისა* მის სამეუფოჲსა. და ილოცვიდა და მარადის 
    აჴსენებდა მას მარადის სადიდებელად ღმრთისა უკუნითი უკუნისამდე. 
    ამენ. 

No comments:

Post a Comment