კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსის წმიდა იოანე ოქროპირის სიტვა ახალი წლის აღნიშვნასთან დაკავშირებით.




ეშმაკურმა გამხიარულებამ, სიცილ-ხარხარმა, ბილწსიტყვაობამ, ცეკვა-თამაშმა და სასაცილო მასხრაობამ, რომელიც მთელი ღამე გრძელდებოდა, დაატყვევა ჩვენი ქალაქიყველაზე მეტ წყენას მაყენებენ თამაშობები, რომელნიც სასტუმროებში იმართება, აღსავსენი თავშეუკავებლობითა და დიდი უღირსებით; – უღირსებით, რამეთუ მით თავშექცეულნი ყურადღებას აქცევენ დღეს, მკითხაობენ და ფიქრობენ, რომ თუ ამ თვის პირველ დღეს მხიარულებასა და სიამოვნებაში გაატარებენ, მაშინ მთელი წელიწადი მათთვის ასევე ჩაივლის. თავშეუკავებლობით კი იმიტომაა აღსავსე, რომ ქალნი და კაცნი გათენებისას პირთამდე ავსებენ ჭიქებს ღვინით და უზომოდ თვრებიან (ნეტარი ავგუსტინე მოგვითხრობს, რომ ამ დღეს დათრობა მათთვისაც აუცილებელი იყო, ვინც ღვინოს საერთოდ არ სვამდა). თუკი შენ გსურს, ამ თვის პირველი დღიდანაც სარგებლობა მიიღო, მაშინ ასე მოიქეცი: როდესაც წლის ბოლოს მიაწევ, მადლობა შესწირე უფალს, რომ მიგაწია წელიწადების ამგვარ წრებრუნვას, გულისშემუსვრილებით, გამოთვალე წლები შენი სიცოცხლისა, საკუთარ თავს უთხარი: დღეები მიფრინავენ, წლები ილევარა სიკეთე გვაქვს გაკეთებული?.. ესრეთ სიბრძნისმეტყველებდე თვეთა დასაწყისში, ამას მოიგონებდე წელიწადთა წრებრუნვაშიდღეებს ყურადღებას აქცევდე, ქრისტიანულ სიბრძნეს არ შეეფერება, ეს წარმართული ცდომილებისათვის არის დამახასიათებელიმართლაც, ქრისტიანისათვის გასაკვირველი და მიუტევებელია, განსაკუთრებულ კეთილდღეობას ელოდოს მთელი წლისაგან იმისდა მიხედვით, თუ როგორ შეხვდება ახალ წელს, ავიწყდება რა, რომ ჭეშმარიტი ბედნიერება და კეთილდღეობა დროთა ბრუნვაზე კი არაა დამოკიდებული, არამედ ღმრთის ნებაზე და ჩვენი საქმიანობის ხასიათზე; მიუტევებელია ახალ წელს ხმაურიანი ღრეობით შევხვდეთ საღამოდან გვიან ღამემდე, რაც პირწმინდად წარმართული ჩვეულებაა და სამარცხვინოა ღმრთისმოსავი ქრისტიანისთვისამგვარი რამ არა მარტო ღმრთისმოსაობის არქონაზე მიუთითებს, არამედ ქრისტიანობასა და ეკლესიასაც ეწინააღმდეგება.

წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე). - სიტყვა ახალს წელიწადს ნათქვამი. სიტყვა თქმული ახალწლის დღესა, ჩყბ-ს, ქუთაისის სობოროში

პირველსა დღესა ახლისა წლისასა, ძველისა ჩვეულებისამებრ, ჩვენ ყოველნი, ძმანო ქრისტიანენო, მივულოცავთ ახალსა წელსა და ვლოცავთ ურთიერთთა, მსურველნი ყოვლისა სიკეთისა და წარმატებისა. არცა მე უარ-ვყოფ ჩვეულებასა ამას, ვინაიდგან არ არის იგი ურიგო ანუ წინააღმდეგი სჯულისა; მეც მსურს, მოგილოცო თქვენ ახალი ესე წელიწადი. გარნა რა ვისურვო მე თქვენთვის და ყოვლისა ჩემისა სამწყსოისათვის, და როგორ უნდა დავლოცო ყოველნი სულიერნი ძენი და ძმანი? ნუ თუ მეც ისრე დაგლოცო, როგორც ურთიერთარს გაქვსთ ჩვეულება, ესე იგი რათა ღმერთმან მრავალი ამისთანა წელიწადი დაგასწროს, ტკბილად დაგაბეროს, .....

წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე). - სიტყვა ახალს წელიწადს ნათქვამი.

მართლმადიდებელნო ძმანო ქრისტიანენო!

ამა ქვეყნიერთა კაცთა შორის არსებობს ერთი შესანიშნავი და სასარგებლო ჩვეულება: როგორც რომ გათავდება ძველი წელიწადი და დადგება ახალი, მაშინ ყოველი მოხელე და ყოველი თანამდებობის აღმასრულებელი კაცი შეადგენს თავის საქმის ანუ თანამდებობის წარმოების ანგარიშსა და წარუდგენს თავის უმფროსსა, ანუ თვითონვე მოიხმარს. მაგალითად, კაცი, რომელსაც აბარია სასამართლო, შეადგენს ანგარიშსა, რაოდენი საქმე წარმოებდა მისს სასამართლოში წარსულის წლის განმავლობის დროს, რავდენი მათგანი გათავდა და რავდენი დარჩა გაუთავებელი და რისთვის. ვინც სასწავლებლის უფროსია, მან უნდა შეადგინოს ანგარიში, რაოდენი მოწაფენი სწავლობდნენ მისს სასწავლებელში, როგორ სწავლობდენ და იქცეოდნენ;......

განხეთქილებათა და მწვალებლობათა შესახებ.



 მწვალებლობათა და განხეთქილებათა შესახებ


“თუ მღვდელი შეურაცხყოფს თავის ეპისკოპოსს, ცალკე მოაწყობს კრებას, აღმართავს სხვა საკურთხეველს და არ დაემორჩილება ეპისკოპოსს სიმართლითა და კეთილმსახურებით, იგი უნდა განიკვეთოს, როგორც ძალაუფლებისმოყვარე, რადგანაც მოძალადეა. ასევე სხვა სასულიერო პირნი, მისი მიმდევრები. ხოლო ერისკაცნი უზიარებელ უნდა იქნენ. ეს ასე მოხდეს ეპისკოპოსის მისდამი მიმართული ერთი, ორი და სამი თხოვნა-ვედრების შემდეგ.” (მოციქულთა 31 კანონი).


 განმარტება:

“Если в каждом обществе должен соблюдаться строгий порядок и каждый должен знать как свое место в этом обществе, так и свои обязанности и права для того, чтобы тем успешнее могла быть достигнута цель этого общества и утверждено согласие и мир,  то тем более нужно сказать это о Христовой церкви на земле. Устройство церкви основывается на божественном праве, и в этом устройстве главное место занимает иерархия. ......

Иеромонах Серафим (Роуз). Катакомбная Тихоновская Церковь в 1974 году.

  
Выяснив эти пункты, теперь вернемся к мысли Солженицына и защитников Московской патриархии, что предательство ее иерархов не касается верующих. Это мнение основано на абсолютно неправильном взгляде на природу Церкви, искусственно отделяющем иерархов от верующего народа и позволяющем церковной жизни идти " нормальным порядком", независимо от того, что происходит с возглавителями Церкви. Напротив того, вся история Христовой Церкви убеждает нас как раз в обратном. Кто как не римские епископы завели Западную Церковь в отступление, раскол и ересь - Виноваты ли простые римо-католики, что сейчас они, самая большая группа "христиан" в мире, находятся вне Церкви Христовой, и что для того, чтобы вернуться к Истинной Церкви, им надо не только отказаться от неправильного римского учения, но и совершенно переменить свой религиозный склад ума и позабыть ложное благочестие, переданное им именно их епископатом - Сейчас, правда, Московская патриархия позволяет римо-католикам принимать ее таинства и уже косвенно приняла экуменическое учение о том, что эти католики также являются "частью Церкви"....

წმ. მაქსიმე აღმსარებელი - წერილი ანასტასის, თანამოღვაწესა და მოწაფეს.




გუშინ, წმიდა ერგასის განზოგებას, მეთვრამეტე დღეს ამ თვისა, პატრიარქმა პეტრე კონსტანტინოპოლელმა გამომიცხადა: “რომელ ეკლესიას ეკუთვნი? ბიზანტიისას, რომისას, ანტიოქიისას, ალექსანდრიისას თუ იერუსალიმისას? აი, ყველა ეს ეკლესია თავისი ეპარქიებით გაერთიანდა ერთმანეთთან. ასე რომ, თუკი შენ, როგორც ამბობ, ეკუთვნი კათოლიკე ეკლესიას, შემოგვიერთდი, რათა არ შემოიტანო რაიმე სიახლე და უცნაურობა, და არ შეგემთხვეს ის, რასაც არ ელოდები”.

  მე მას ვუპასუხე: “კათოლიკე ეკლესია, მართლაღსარებასა სახელისა მისისასა უწოდა მაცხოვარმა, ოდეს ნეტარება მისცა მოციქულსა პეტრეს და უთხრა: კლდესა ზედა, ანუ მართლაღსარებასა ზედა, აღვაშენო ეკლესია ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. თუმცა მსურს გავიგო ის აღმსარებლობა, რომელიც საფუძვლად დაედო თქვენს საყოველთაო ერთობას, და თუკი ყოველივე ეს ჭეშმარიტების საფუძველზეა კეთილად აღშენებული, არც მე განგეშორებით”.

  მათ მითხრეს: “მართალია, ამის თაობაზე კურთხევა არა გვაქვს, მაგრამ გეტყვით, რათა ვეღარ შესძლო თავის მართლება. ვაღიარებთ ორ მოქმედებას მათი განსხვავების გამო და ერთ მოქმედებას მათი შეერთების შემდეგ”. მე ვკითხე: “ამბობთ ორს და მათი შეერთების შემდეგ ამბობთ, რომ მოქმედება გახდა ერთი, თუ გულისხმობთ მათ გარდა კიდევ რაიმე სხვა მოქმედებას?”

  “არა, - მიპასუხეს, - არამედ ორი მოქმედება გახდა ერთი, მათი შეერთების შედეგად” “ჩვენი საუბარი უსაგნო გახდა, - ვუთხარი მე - რადგან თქვენ უსაფუძვლო რწმენა და არარსებული ღმერთი გამოგიგონიათ, რადგან თუ ერთში ჩავასხამთ ორ მოქმედებას მათი შეერთების მიზეზით და შემდეგ ისევ ორად გავყოფთ მათი განსხვავებულობის ნიშნით, მაშინ არც ერთობა იქნება და არც მოქმედება მრჩობლი, რადგანაც ისინი ყოველთვის ერთმანეთისგან განადგურდებიან და უმოქმედოს გახდიან მას, ვისაც ეს მოქმედებანი ბუნებით ეკუთვნის, ასევე ყოველგვარ არსებობას მოკლებულს, რადგანაც მამათა სწავლებით, დამახასიათებელ მოქმედებათა არმქონეს არც არანაირი არსება არ გააჩნია. ამიტომაც არ შემიძლია ამის აღიარება, რასაც თქვენ ასწავლით, რადგან წმიდა მამათაგან მსგავსი არაფერი მსმენია. ასე რომ, რაც გინდათ და რაც ნაბრძანები გაქვთ, ის აღასრულეთ ჩემზე”. 


  მოგვისმინე ესეც, - თქვეს მათ, - მეფეს და პატრიარქს, რომის პაპის განჩინებით ნებავთ, რომ ანათემას გადაგცენ დაუმორჩილებლობის გამო, შემდეგ კი სიკვდილით დაგსაჯონ.”
დაე, აღესრულოს ყოველივე ის, რაც უწინარეს ყოველთა საუკუნეთა განიზრახა ჩემთვის ღმერთმა სადიდებელად მისი ყოვლაწმიდა სახელისა”. - იყო ჩემი პასუხი.

  მოგითხრობ ამას, რათა კიდევ უფრო მეტი მოშურნეობით გააძლიერო ლოცვა-ვედრება წინაშე ღმრთისა და რათა ყოველივე შეატყობინო ჩვენს წმიდა მამებს. შესწირეთ ლოცვა უფალს ჩვენი საერთო დედისთვის - კათოლიკე ეკლესიისთვის, ჩვენ უძლურთათვის და ყოველთა გაძლიერებისათვის მართლმადიდებელ სარწმუნოებაში, რომელიც გვიქადაგეს წმიდა მამებმა. ახლა, როდესაც ეკლესია ყველასაგან იდევნება, უდიდეს შეძრწუნებას განიცდიდა მთელი ქვეყნიერება, რომ არა მისი მადლი, ვინც ყოველთვის გვთავაზობს თავის დახმარებას და ვინც კეთილმსახურების თესლს კვლავაც გადაარჩენს და ტოვებსრათა არა მოგაკლდეს სარწმუნოება შენი, და მიიქეც და განამტკიცენ ძმანი შენნი” (ლუკ. 22,32).

<p>(“Прп. Максим Исповедник: полемика с оригенизмом</p>и моноэнергизмом”, Документы часть I, стр. 199-201. СПБ. 2007 г.)

მღ. გელასი აროშვილი. - ეკლესია და ეთნოიდეოლოგია


თავისთავად იდეოლოგია არ არის აპრიორი ბოროტება. იდეოლოგია შეიძლება იყოს შედარებით კარგი ან ცუდი, იგი როგორც დომინანტი პოლიტიკურ-კულტურული სისტემა ყველა ეპოქაში და ყველა სახელმწიფოში არსებობდა და იარსებებს. ცხადია იდეოლოგიები ყოველთვის იყენებდნენ რელიგიურ ელემენტებსაც მასების მართვისა და კონტროლისთვის, მაგრამ არსობრივად რელიგია და იდეოლოგია სრულიად სხვადასხვა მიზნებს ისახავენ და საერთოდაც სხვადასხვა სიბრტყეებზე მდებარეობენ......

წმინდანთა ცხოვრება XVI.წმ. ევგენიას ცხოვრება და მარტვილობა.



რომის იმპერატორ მარკუს ავრელიუსის1 შემდეგ ტახტზე მისი ვაჟი კომოდი ავიდა. კომოდმა მეფობის მეშვიდე წელს ევიპტის მმართველად წარჩინებული დიდებული, ვინმე ფილიპე დაადგინა. ფილიპე რომიდან ალექსანდრიაში გადასახლდა და თან ცოლ-შვილიც წაიყვანა. ორი ვაჟი ჰყავდა მმართველს _ ავიტი და სერგი და ერთადერთი ასული _ ევგენია, კეთილკრძალული სულისა და მშვენიერი იერსახის ქალწული. სწორედ მის ცხოვრებას ეხება ეს მონათხრობიც.

წმინდანთა ცხოვრებაXV. წმ.დიდმოწამე ანასტასია მწამვლელობათა დამხსნელის ცხოვრება და მარტვილობა. [Фармаколитрия; греч. ̓Αναστασία ἡ Θαρμακολύτρια] († 290 )


ღმერთის წყალობით რომ აღასრულა. მალე ლევკადიუსიც დაბრუნდა ბითვინიიდან და ისევ თავისის გატანა დაიწყო. ხან ემუქრებოდა, ხან ტკბილ სიტყვას მოუმარჯვებდა თეოდოტიას, ორ უსჯულო საქმეს აიძულებდა: ღმერთებს ეცი თაყვანი და ქორწინებაზე დამყაბულდიო. ყველაფერმა უნაყოფოდ რომ ჩაიარა, სასტიკად განრისხდა. ანასტასიას დააბრალა თავისი ხელისმოცარვა. შეაბორკილა წმიდანი და სამსჯავროს გადასცა. თეოდოტია კი შეკრა და შვილებთან ერთად ბითვინიაში გაამგზავრა ანთიპატ ნიკიტიუსთან,17 თან წერილიც გაატანა, რომელშიც ყველაფერი წვრილად იყო აღწერილი.