რომის უსჯულო მეფეთა _ დიოკლეტიანეს და მაქსიმიანეს
ხელმწიფობის
ჟამი
იდგა.
ბიზანტიის
ქალაქ
ნიკომიდიაში
კერპთაყვანისმცემლობა
ყვაოდა.
ამ
დროს
ამ
ქალაქში
ერთი
მდიდარი
და
წარჩინებული
კაცი
ცხოვრობდა,
სახელად
აფრიკანი,
ფრიად
შემსჭვალული
წარმართულ
უსჯულოებას.
მას
ერთი
ასული
ჰყავდა,
სახელად
იულიანა.
როცა
იულიანა
სიმწიფეში
შევიდა,
დამშვენდა
და
გონიერებითა
და
კეთილზნეობითაც
შეიმკო,
მეფის
ერთმა
ჩინოსანმა
_ ელევსიმ
სხვებს
უსწრო
და
დაწინდა
ქალწული,
ქორწინება
კი
მის
სრულწლოვანებამდე
გადაიდო.
ამასობაში
იულიანას
სახარებისეული
ქადაგება
ესმა,
ქრისტე
ირწმუნა
და
ფარულად
გაქრისტიანდა.
ზეცას
უცქერდა
თუ
მიწას,
ზღვას
ჭვრეტდა
თუ
ცეცხლს,
მუდამ
მათი
შემოქმედის
ძიებაში
იყო
და
ქმნილებისაგან
სწავლობდა
შემოქმედის
შეცნობას,
როგორც
პავლე
მოციქული
იტყვის:
“რამეთუ
უხილავი
იგი
მისი
დაბადებიდან
სოფლისაით ქმნულთა
მათ
შინა
საცნაურად
იხილვების”.1 ასე ფიქრობდა
გუნებაში:
“ერთია
ჭეშმარიტი
ღმერთი,
რომელიც
თაყვანის-ცემას
იმსახურებს.
უსულო
კერპნი
კი,
ეშმაკთა
სადგურნი,
აბა
რა
ღმერთები
არიან?” ამ დროიდან
გულმოდგინედ
ეძლეოდა
ლოცვასა
და
სასულიერო
წიგნების
კითხვას
ქალწული,
დღედაღამ
უფლის
სჯულში
განისწავლებოდა
მამისაგან
მალულად.
ეს
გულმოდგინე
წარმართი
ხომ
დემონთა
მეგობარი
და
ქრისტიანთა
მტერი
იყო.
იულიანას
დედა
კი,
მართალია,
წარმართობას
აღიარებდა,
მაგრამ
არც
ქრიტიანობას
უარყოფდა.
თუმცა,
სიმართლე
რომ
ითქვას,
არცერთი
სარწმუნოება
არ
ანაღვლებდა,
არც
გულმოდგინე
კერპთმსახური
იყო
და
არც
ქრისტიანი.
ამიტომაც
ყურადღებასაც
არ
აქცევდა
ასულის
სარწმუნოებას.
დედის
დაუდევრობის
წყალობით
ნეტარმა
იულიანამ
ადვილად
შეძლო
მამისთვის
თავისი
რწმენის
დამალვა
და
ლოცვასა
და
საღვთო
წერილის
კითხვაში
მეცადინეობა.
ღვთის
სიყვარულით
აღვსილი
და
კეთილკრძალულებაში
განმტკიცებული
ქალწული
იმასღა
ზრუნავდა,
თუ
როგორ
გაეწყვიტა
ნიშნობის
ჯაჭვი,
უსჯულოსთან
ქორწინებას
არიდებოდა,
რათა
ქალწულება
კერპთაყვანისცემლისათვის
არ
ჩაებარებინა
და
სხეულისათვის
დემონის
მსახური
არ
მიეკარებინა.
ქორწილის დროც მოახლოვდა. იულიანამ საქმროს ასეთი პირობა შეუთვალა: _ ტყუილად ნუ ემზადები ქორწილისათვის. იცოდე ცოლობაზე
არ
დაგთანხმდები,
სანამ
ამ
ქვეყნის
მმართველი
არ
გახდები.
წმიდანი იმედიანად იყო, რომ ელევსი ამ წოდებას ვერასგზით ვერ მოიპოვებდა და ამ გზით მასთან ქორწინებასაც ასცდებოდა. მაგრამ
ელევსი
იმდენად
დაეტყვევებინა
სიყვარულს,
რომ
ყველა
ღონე
იხმარა
მმართველობის
ხელში
ჩასაგდებად,
თხოვნა-მუდარა
არ
დაუკლია
მეფისათვის,
ძვირფას
ძღვნებს
სჩუქნიდა,
გავლენიან
შუამავლებს
უგზავნიდა
და
ბოლოს,
კარგა
ხნის
შემდეგ,
ბევრი
ადგილ-მამული
რომ
შეალია
ამ
საქმეს,
დიდი
გაჭირვებით
მაინც
მიაღწია
თავისას.
ეშმაკიც
დიდად
შეეწია,
რადგან
ამ
უკანასკნელს
წმიდა
ქალწულის
განზრახვის
ჩაშლა
სურდა
და
ამიტომაც
დაეხმარა
ელევსის.
მმართველი გახდა თუ არა, ელევსიმ მყისვე საცოლისკენ აფრინა მაცნე:
_ გაიხარე, იულიანა, ღირსეული საქმრო გყავს _ მმართველი გავხდი. ახლა კი ქორწილისათვის მოემზადე.
იულიანა რომ მიხვდა, მოგონილი საბაბით ვეღარ შეძლებდა ელევსისგან თავის დაძვრენას, უკვე აშკარად განუცხადა ის, რასაც გულში ინახავდა და პასუხად გაუგზავნა:
_ კარგია, რომ მმართველობის ღირსი გახდი,
მაგრამ
თუკი
ჩემს
ღმერთს
არ
ეთაყვანები
და
უფალ
იესო
ქრისტეს
მონა
არ
გახდები,
რომელსაც
მე
ვემსახურები,
მაშინ
სხვა
ეძიე
საცოლედ.
შენ
მე
არ
გამომადგები.
ისეთი
ქმრის
ყოლა
არ
მსურს,
რომელიც
ჩემს
სარწმუნოებას
არ
აღიარებს.
სახტად დარჩა ელევსი. საცოლის ასეთი ცვლილება ვერაფრით აეხსნა. მერე ძლიერ განრისხდა, მამამისი აფრიკანი იხმო და გამოკითხვა დაუწყო:
_ იცი კი, შენმა ასულმა ჩვენი ღმერთები რომ უარყო და მეც მომიძულა? _ და ელევსიმ სიტყვა-სიტყვით გადასცა იულიანას დანაბარები.
ამ მოულოდნელმა ამბავმა თავზარი დასცა აფრიკანს და მმართველზე არანაკლებ განრისხდა იულიანაზე. ის ხომ თავისი საძაგელი ღმერთების მოშურნე თაყვანისმცემელი იყო.
სახლში დაბრუნდა და ჯერ მშვიდად და მამაშვილურად დაუწყო გამოკითხვა
ასულს:
_ მითხარი, ჩემო საყვარელო და თვალისჩინო, რატომ არ გსურს ქორწინება? მმართველს ცოლობაზე უარს რად ეუბნები?
იულიანას სიტყვის გაგონებაც არ სურდა ქორწინებაზე და მოკლედ მოუჭრა:
_ მორჩი, მამა! ჩემს სასოებას _ უფალ იესო ქრისტეს ვფიცავ, რომ ელევსი მანამ ვერ გახდება ჩემი ქმარი, სანამ ჩემს რწმენას არ მიიღებს. აბა რა ქორწინებაა, თუკი ერთ-ხორც ხართ და სულით კი განყოფილნი და ერთურთის მტრები?
მაშინ ბრაზით გონდაკარგულმა მამამ წამოიძახა:
_ ჭკუა ხომ არ დაგიკარგავს, წყეულო?! თუ ტანჯვა
მოგნატრებია?
_ რა თქმა უნდა, ქრისტესთვის ტანჯვა მწყურია. _ უპასუხა წმიდა ქალწულმა.
_ დიდ ღმერთებს ვფიცავ, აპოლონსა და არტემიდეს, _ იყვირა აფრიკანმა,
_ რომ
მხეცებსა
და
ძაღლებს
დავაჭმევინებ
შენს
თავს!
_ მაშ რაღას აყოვნებ? _ მიუგო წმიდანმა, _ მომისიე ძაღლები, მომისიე მხეცები, და თუკი ეს შესაძლებელია, ერთის ნაცვლად
ბევრი
სიკვდილით
მომკალი,
სიხარული
აღმავსებს,
რამდენჯერმე
თუკი
შევეწირები
ქრისტეს,
რადგან
ყოველ
ჯერზე
ჯილდოს
მივიღებ
მისგან.
მაშინ ისევ ტკბილი სიტყვა მოუმარჯვა აფრიკანმა, ეგებ ამგვარი ხერხით მაინც დავიყოლიოო, ალერსიანად ესაუბრებოდა, სთხოვდა, არიგებდა,
ნუ
გადახვალ
ჩემს
ნებასო,
მაგრამ
კეთილი
სასოებით
აღსავსე
იულიანა
უარს
იყო
და
უშიშად
პასუხობდა:
_ ნუთუ შენს ყრუ ღმერთებს ემსგავსე, ყურნი გასხენ და არ გესმის? განა ფიცით არ დაგიმტკიცე, რომ ელევსის არ შევერთვები თუკი არ გაქრისტიანდება?
მამამ ეს პასუხი რომ მოისმინა, ხელი სტაცა და ოთახში ჩაკეტა. მერე კვლავ გამოიყვანა და ტკბილად, ცრემლებით დაუწყო ვედრება _ ღმერთების თაყვანისცემასა და ელევსის
შეყვარებას
სთხოვდა.
მაგრამ
ქალწული
ისევ
უარობდა:
_ ღმერთებს მსხვერპლს არ შევწირავ, კერპებს არ დავეგები, უსჯულო ელევსის არ შევიყვარებ! მხოლოდ ქრისტეს ვცემ თაყვანს, მხოლოდ ქრისტეს აღვიარებ, მხოლოდ ქრისტე მიყვარს!
მაშინ კი გაუწყდა მოთმინების ძაფი მამამისს, განრისხებული ეცა ასულს
და
უმოწყალოდ
დაუწყო
ცემა.
მიწაზე
დააგდო,
თმებით
ითრევდა
და
ფეხებით
დათრგუნავდა.
მშობელს
აღარ
ჰგავდა
გონდაკარგული,
მტარვალად
იქცა,
მამობრივი
სიბრალულიც
დააკარგვინა
ფიცხელმა
მძვინვარებამ
და
შეუკავებელმა
რისხვამ
შვილის
მიმართ
ბუნებითი
სიყვარული
დაავიწყა.
მანამ
სცემდა,
სანამ
თვითონ
არ
დაიქანცა.
უმოწყალოდ
ნაგვემი
ცოცხალ-მკვდარი
შვილი
კი
მმართველ
ელევსის
გაუგზავა:
რაც
გინდა,
ის
უყავიო.
ელევსი
იულიანიაზე
სასტიკად
იყო
გამძვინვარებული
_ აკი
იგრძნო,
ვეზიზღებიო,
რისხვისგან
სუნთქვა
ეკვროდა,
კბილებს
ილესავდა
წმიდა
ქალწულისაგან
უპატიო-ყოფილი,
სიხარულით
ცას
ეწია,
ხელში
რომ
ჩაუვარდა
და
მისი
განსჯის
ძალაუფლება
მოიპოვა.
მმართველის
წოდებით
ისარგებლა
და
ქალწულის
სახალხო
სამსჯავროზე
გაყვანა
განიზრახა,
ვითომცდა
ღმერთების
უარყოფისათვის,
სინამდვილეში
კი
შურისძიება
ამოძრავებდა.
მსაჯულის
ადგილი
დაიკავა
და
დასაკითხად
მოაყვანინა
ქრისტეს
კრავი.
წმიდა ქალწული სამსჯავროზე წარსდგა საქმროს წინაშე. მისი სახის მშვენებამ ახლადამოწვერილი მზის შუქივით
შეანათა
იქ
მყოფებს
და
დაატყვევა.
მისი
სილამაზით
მოხიბლულნი
თვალს
ვეღარ
სწყვეტდნენ
ასულს.
ელევსიმ
თვალი
შეავლო
თუ
არა,
წამსვე
მოლბა,
ბოღმით
სავსე
გული
ისევ
სიყვარულით
აენთო.
ერთი
მკაცრი
სიტყვაც
ვეღარ
დააცდინა
ბაგეებს,
ისევ
დაუტკბა,
ეგების
ისევ
მოვინადირო
მისი
გულიო:
_ მერწმუნე, ულამაზესო ასულო, თუკი ცოლობაზე დამთანხმდები, ტანჯვისგან თავს დაიხსნი,
გინდაც
ღმერთებს
არ
შესწირო
მსხვერპლი.
აღარ
გაიძულებ
ამას,
ოღონდ
ქორწინებას
ნუ
იუარებ.
ქრისტეს სასძლომ მიუგო:
_ არანაირ სიტყვას, არანაირ ტანჯვას, არც თავად სიკვდილს არ ძალუძს შენთან ქორწინება მაიძულოს მანამ, სანამ ქრისტიანი არ გახდები და წმიდა ნათლის-ღებას არ მიიღებ
_ ამასაც კი შეგისრულებდი, საყვარელო, _ უპაუხა
ელევსიმ,
_ მეფის
რისხვისა
რომ
არ
მეშინოდეს.
მეფემ
რომ
ჩემი
გაქრისტიანება
შეიტყოს,
მარტო
მმართველობის
ჩამორთმევას
არ
დასჯერდება,
სიცოცხლესაც
გამომასალმებს.
_ აი, შენ შენი მეფის ასე გეშინია. ის ხომ მოკვდავია, წარმავალი, მხოლოდ ხორცზე აქვს ძალაუფლება, სულს კი ვერ მისწვდება. მაშ მე უკვდავი მეუფის შიში აღარ მქონდეს? ის ხომ ყველა მეფეზე უფლებს, ყველა სულდგმულზე და ყველა სულზე ხელმწიფებს, განა შემიძლია მის მტერს საქორწინო კავშირით შევეკრა?
შენ
კი
გეამება,
შენი
მონა
შენი
მტრის
მონას
რომ
დაუმეგობრდეს,
განა
არ
განრისხდები?
კარგი,
თავს
ნუ
იტყუებ,
ნუ
ფუჭსიტყვაობ,
მაინც
ვერ
გადამარწმუნებ.
თუ
გინდა,
შენც
ჩემი
ღმერთისკენ
მოიქეცი,
თუკი
ამის
მყოფელი
არა
ხარ,
მაშინ
მომკალი,
გინდ
ცეცხლში
ჩამაგდე,
გინდ
ჭრილობებით
დამსერე,
გინდ
მხეცებს
მიუგდე
ჩემი
თავი.
როგორც
გენებოს,
ისე
მტანჯე,
შენს
ნებას
მაინც
არ
დავყვები,
მძაგხარ,
შენთან
მეუღლეობა
ჩემთვის
დემონების
მეგობრობის
დარია,
შენთან
ქორწინება
მყრალ
კუბოდ
მეჩვენება.
ფერი ეცვალა ელევსის ამის გაგონებაზე, მრისხანების ალმურმა აჰკრა. ამგვარია უწმინდური სიყვარული _ როს ზურგს აქცევენ და მოიძაგებენ, რისხვად იქცევა. იულიანას გაშიშვლება ბრძანა, ჯვრისსახედ გააჭიმინა. ხელფეხი თოკებით მიუბეს წმიდანს და ხმელი შოლტებითა და როზგებით დაუწყეს გვემა. ექვსი მეომარი სცემდა. ურტყამდნენ, სანამ ქანცი არ გასძვრათ. ეს ბუნებითად უძლური ჭურჭელი კი მხნედ უძლებდა ტანჯვას.
მმართველმა ბრძანა, გვემა შეეწყვიტათ და იულიანას მიუბრუნდა:
_ იულიანა, ეს მხოლოდ ტანჯვის დასაწყისია, უარესი მოგელის, თუკი დიდ არტემიდეს მსხვერპლს არ შესწირავ.
წმიდანი მზად იყო, უმალ უარესი ტანჯვა აეტანა, ვიდრე ელევსის ნებას დაჰყოლოდა. მმართველი მაინც არ კარგავდა ქალწულის მოდრეკის იმედს. იულიანია კი პასუხობდა:
_ ოჰ, მართლაც უგნური და უგონო ყოფილხარ! რად არ იწყებ სატანჯველს? რას ელი? მე უფრო მეტად ვარ განმზადებული ტანჯვის დასათმენად,
ვიდრე
შენ
ჩემს
დასატანჯად.
წმიდანი თმებით დაკიდეს. ასე ეკიდა დიდხანს. თავზე კანი აეგლიჯა, სახე დაუსივდა, წარბები ზემოთ აექაჩა. ელევსი კვლავ ტკბილად შეაგონებდა, თავი დაზოგეო, მაინც ეიმედებოდა, ეგებ დამიბრუნდესო. როცა ხვეწნა-მუდარით
ვერაფერს
გახდა,
უფრო
გამძვინვარდა
და
ბრძანა,
გავარვარებული
რკინით
დაედაგათ
ქალწულის
სხეული.
შემდეგ
ხელები
შეუკრა,
თეძოში
ბასრი
რკინა
უგმირა
და
ცოცხალ-მკვდარი
საპყრობილეში
ჩააგდებინა.
მიწაზე გართხმული მარტვილი ღმერთს შესთხოვდა:
_ უფალო ღმერთო ჩემო! ყოვლადძლიერო, ძალით უძლეველო
და
საქმით
მტკიცეო!
მწუხარებანი
განმაშორე
და
მოწევნულ
სალმობათაგან
მიხსენ,
როგორც
დანიელი
_ ლომთაგან,
თეკლა
_ ცეცხლისა
და
ნადირთაგან!
დედამ
და
მამამ
დამიტევეს,
შენ
კი,
უფალო,
ნუ
განმეშორები,
როგორც
ოდესღაც
ისრაელი
იხსენ,
ზღვაში
გაატარე,
მათი
მტრები
კი
წყალს
მიეც,
მეც
განმარინე,
ელევსის
კლანჭებს,
მისი
შემწე
სატანა
დათრგუნე,
ჩემი
ცხონების
ხელისშემშლელი,
ოჰ,
უძლეველო
მეუფევ!
ასე ლოცულობდა იულიანა. ლოცვა არ ჰქონდა დასრულებული, რომ უხილავი
მტერი
_ ეშმაკი
გამოეცხადა
ნათლის
ანგელოზად
გარდასახული
და
უთხრა:
_ აი, იულიანა, ასეთ მძიმე წამებას დაითმენ, ელევსიმ კი ბევრად უარესი განგიმზადა. საპყრობილიდან რომ გახვალ,
უმალ
ღმერთებს
შესწირე
მსხვერპლი,
რადგან
მეტს
უკვე
ვეღარ
გაუძლებ.
გაუსაძლისი
ტანჯვა
გელის.
წმიდანმა ჰკითხა:
_ შენ ვინ ხარ?
ეშმაკმა უპასუხა:
_ ანგელოზი ვარ, ღმერთმა გამომგზავნა შენთან, ის ხომ შენზე ზრუნავს. უფალს სურს, რომ მმართველს დაჰყვე, ამდენმა ტანჯვამ სხეული რომ არ გაგინადგუროს. უფალი მოწყალეა
და
ყველაფერს
შეგინდობს
შენი
ტანჯული
ხორცის
უძლურების
გამო.
მარტვილი შეცბა, შეშფოთდა. ცხადად ანგელოზს ხედავდა, სიტყვები კი მტრისა ეკერა პირზე, გულის სიღრმიდან სულთ-ითქვნა და ცრემლიანი ღმერთს შეევედრა:
_ უფალო ჩემო, სამყაროს შემოქმედო, მხოლოდ შენ გადიდებენ ციურნი ძალნი და დემონთა ლეგიონებსაც შენი ძრწოლა აქვთ! ნუ უგულებელს-მყოფ შენთვის მოწამეს, ეგებ მტერმა ტკბილი მწარეს გამირია და ისე მომართვა. მამცნე, ვინაა ამ სიტყვებს
რომ
მეუბნება,
ვინაა,
შენს
მონად
რომ
მოაქვს
თავი?
მყისვე შეისმინა უფალმა მისი ვედრება: ზეცით ხმა მოისმა:
_ გამხნევდი, იულიანა! მე შენთან ვარ! მაგ მოგზავნილს კი ის უყავ, რაც გენებოს. მასზე ძალაუფლება გეძლევა. მისგანვე შეიტყობ, ვინცაა და რად გეახლა.
უცბად სასწაული მოხდა. ბორკილები გაიხსნა და ქალწულს თეძოებიდან რკინები დასცვივდა. წმიდანი საღსალამათი წამოდგა ფეხზე. ღვთის ძალით შეკრული ეშმაკი კი იდგა და ვერ იძვროდა. უხილავ ჯაჭვებს ადგილზე მიემსჭვალა მაცდური. წმიდა მარტვილმა უხმარ მონასავით წაავლო ხელი და თითქოს სამსჯავროზე წარადგინაო, გამოკითხვა დაუწყო: ვინ ხარ, საიდან მოხველ და ვინ გამოგგზავნაო? სიცრუით აღსავსე
დემონი
შემოქმედის
ძალამ
შეკრა
და
მისდაუნებურად
სიმართლე
ათქმევინა:
_ მე ეშმაკი ვარ _ ბნელეთის ერთ-ერთი პირველი მთავარი. შენს საცთუნებლად ჩემმა მამამ _ სატანამ გამომგზავნა. შენმა ლოცვებმა,
შენმა
კეთილკრძალულებამ
და
მხნე
დათმენამ
დიდი
ტანჯვა
შეგვამთხვია.
მე
ისა
ვარ,
ოდესღაც
ევას
რომ
ვურჩიე,
ღვთის
მცნება
დაერღვია.
მე
შთავაგონე
კაენს,
აბელი
მოეკლა,
მე
დავიყოლიე
ნაბუქოდონოსორი
დეირის
ველზე
ოქროს
კერპი
დაედგა.
მე
ვაცდუნე
იუდევლები,
კერპებს
რომ
სცეს
თაყვანი.
მე
დავუბნელე
გონება
ბრძენ
სოლომონს
და
ქალთა
მიმართ
გულისთქმით
აღვავსე.
მე
შევაგონე
ჰეროდეს,
ყრმები
მოეწყვიტა
და
იუდას
_ თავისი
მოძღვარი
გაეცა,
მერე
კი
შიშთვილ-ება. მე აღვძარი
ებრაელები
სტეფანეს
ჩასაქოლად,
ნერონს
ვარწმუნე,
პეტრე
თავდაღმა
ეცვა
ჯვარს,
პავლესთვის
კი
თავი
მოეკვეთა.
ამის გაგონებაზე წმიდანმა ისევ სასწაული აღასრულა. ეშმაკი შეკრა (ისედაც ხომ უხილავად იყო შეკრული ღვთისგან). რაოდენ საკვირველიც არ იყო, იულიანა გაკოჭილ ეშმაკს სცემდა, უხორცო და უნივთო სულს, ხილული თოკებით შეკრულს. ღვთის ძალას დაება ეშმაკი, გაქცევის ნებას არ აძლევდა და სჯიდა უხილავად, მაგრამ ნამდვილი ტკივილით. ქალწულის ხელი დემონს გვემდა, თითქოს ღვთის ხელი იყო, რადგან ნივთიერ ტკვილთან ერთად არანივთიერ იარებსაც იღებდა, იმ იარებს, რომლებიც მართლაც სტანჯავდა სატანის მონას.
_ ვაი მე, _ გაიძახოდა მაცდური, _ ახლა რაღა ვქნა, როგორ დავიხსნა თავი? ბევრი მიცდუნებია, ბევრი ჩამიგდია ჭირში, ახლა კი თავად გავები მახეში. ჭრილობებით ბევრი დამისერავს, ახლა კი თავად ვევნები ქალწულის ხელში ჩაგდებული. ბევრი დამიმონებია, ახლა კი თავად
დავტყვევებულვარ.
ოჰ,
მამაჩემო
სატანავ!
რად
გამომგზავნე
აქ?
განა
არ
იცოდი,
რომ
არაფერია
ქალწულებაზე
ძლიერი
და
მარტვილის
ლოცვაზე
მტკიცე?
ასე ტანჯავდა მთელი ღამე წმიდა იულიანა ეშმაკს. დილით მმართველმა ბრძანება გასცა, საპყრობილიდან გამოიყვანეთ, თუ კიდევ
ცოცხალიაო.
წმიდანმა
გამოსვლისას
შეკრული
ეშმაც
თან
წამოათრია
და
გზად
ნაგვის
გროვაზე
დააგდო.
უწინდელი
სილა¬მაზით
შემკული
წარსდგა
სამსჯავროზე,
კეთილმშვენიერი
სახითა
და
საღსალამათი
სხეულით.
თითქოს
არაფერი
ვნებიაო.
გაკვირვებულმა
მტარვალმა
ჰკითხა:
_ მითხარი, იულიანა, როდის და როგორ განისწავლე ამგვარ გრძნეულებაში? ასე უცბად
იარებისაგან
რა
ხელოვნებამ
განგკურნა,
არაფერი
რომ
აღარ
გემჩნევა?
წმიდანმა მიუგო:
_ ჯადოქრობისა არაფერი გამეგება. გამოუთქმელმა და ყოვლისშემძლე
ღვთიურმა
ძალამ
მიაქიმა.
მან
მარტო
შენ
კი
არა,
მამაშენი
სატანაც
არცხვინა
და
მე
ორივე
თქვენგანზე
მეტი
ძალა
მომცა.
შენც
და
შენი
ბატონი
ეშმაკიც
ფეხქვეშ
მყავხართ
განრთხმული.
აკი
შენ
რომ
ემსახურები,
ის
მბრძანებელიც
შევკარი
და
შენი
სატანჯველიც
განვაქარვე
_ ტანჯვის
ნიშან-წყალიც
აღარ
მეტყობა.
ასე
გააცამტვერა
ჩემმა
ქრისტემ
თქვენი
ძალა
ამსოფლად,
იმქვეყნად
კი
შენ,
მამაშენ
სატანას
და
თქვენს
მსახურებს
საუკუნო
ცეცხლი
გელით,
საშინელი
ტარტაროზი,
ბნელი
უკუნი
და
დაუძინებელი
მატლით
სავსე
ადგილსამყოფელი.
თუმცა,
შენ
ამას
მალე
მიიღებ.
საუკუნო ცეცხლის ხსენებაზე მტარვალმა დიდი ცეცხლი გააჩაღებინა. შიგ ღუმელი
ჩაადგმევინა.
მერე
გავარვარებულ
ღუმელში
შეაგდებინა
მარტვილი.
ის
კი
უვებლად
იდგა
ცეხცლის
ალში,
უფალს
ევედრებოდა
თვალცრემლიანი.
უცებ
ეს
პაწაწინა
ცრემლები
ორ
დიდ
წყაროდ
იქცა
და
ცეცხლი
ჩააქრო.
ამ სასწაულმა ნიკომიდიის მთელი მოსახლეობა განაცვიფრა. ხუთასიოდე კაცმა და ასორმოცდაათმა ქალმა ქრისტე
აღიარა.
თითქოს
ერთხმად
ხმობდნენ:
_ ერთია ღმერთი, ერთია ის, რომელსაც მარტვილი იულიანა ადიდებს. ჩვენც გვწამს ეს ღმერთი, უარს ვამბობთ კერპთაყვანისმცემლობაზე. ჩვენ ქრისტიანები
ვართ!
დაე
მახვილმა
მოგვსრას,
დაე
ცეცხლმა
დაგვწვას,
დაე
უსასტიკესი
სიკვდილი
გვეწიოს! ჭეშმარიტი ღმერთისთვის თავის დასადებად განვემზადეთ იულიანასთან ერთად!
ყველას ესმოდა ახალმოქცეულთა აღიარება. მმართველმა
მათ
ასაყვანად
მყისვე
ბრძანება
გასცა.
შეიარაღებული
მეომრები
სანახაობაზე
მოსულ
ხალხში
შეცვივდნენ,
მორწმუნენი
გამოიყვანეს
და
თავები
დააყრევინეს.
მოწამეები
სიხარულით
უდრეკდნენ
თავებს
ხმლებს
და
ასე
აღესრულნენ
ქრისტესთვის
თავიანთივე
სისხლით
ნათელღებულნი.
რისხვით
სუნთქვა
შეეკრა
მტარვალს.
იულიანა
გააშიშვლებინა
და
ადუღებულ
ქვაბში
ჩააგდებინა,
სადაც
დიდხანს
ხარშავდნენ,
თითქოს
რაიმე
კერძი
ყოფილიყო.
მაგრამ
ეს
ქვაბი
ნაღვაწი
მარტვილისათვის
გრილ
აბანოდ
იქცა.
განიბანებოდა,
როგორც
ემბაზში.
უფლის
ანგელოზი
მოევლინა
ქალწულს
და
უვნებლად
დაიცვა.
ღუმლის ცეცხლი კი გარშემომდგომებს სწვდა და ის მოხდა,
რაც
ოდესღაც
ბაბილონში
_ ვისაც
ეწია,
ყველა
დაწვა.
უცბად
ქვაბი
გასკდა
და
წმიდანი
უვნებელი
გადმოვიდა.
გაკვირვებული
ხალხი
გარს
ეხვეოდა.
მტარვალი დაიბნა. აღარ იცოდა, რაღა ეღონა. ხედავდა, რომ სატანჯველით საწადელს ვერ ეწია. ქალწულისაგან თავლაფდასხმულმა და შერცხვენილმა
თმები
დაიგლიჯა,
სახე
დაიხოკა,
სამოსი
დაიპო,
გამძვინვარებული
თავის
ღმერთებს
აგინებდა
და
გმობდა
_ გემსახურებით
და
ერთი
ქალიც
კი
ვერ
დამამარცხებინეთო.
ბოლოს
წმიდა
მარტვილს
თავის
მოკვეთა
მიუსაჯა.
ეშმაკი კვლავ გამოცხადდა და შორიახლოს დადგა. კარგად ახსოვდა იულიანიამ როგორ სცემა და ჯერ კიდევ ეშინოდა მისი. ადამიანის სახე მიიღო და სასიკვდილო განაჩენით გახარებული მეომრებს აგულიანებდა. წმიდა ქალწულმა
მრისხანედ
ჰკიდა
თვალი.
ეშმა
შიშისაგან
აკანკალდა.
_ ვაი მე, ჭირი მეწია! ისევ დაჭერას მიპირებს ეს უწყალო ქალწული. _ ხმამაღლა იყვირა და გაქრა.
მეომრებმა თავის მოსაკვეთად წაიყვანეს მარტვილი. წმიდანი ისეთი გახარებული და მხიარული სახით მიდიოდა, თითქოს ქორწილში ეძახიანო. ლოცვა აღასრულა და მახვილს მოუხარა თავი. ასე შეერთო თავის საყვარელ სიძეს _ ქრისტეს, რომლისთვისაც სიხარულით ეწამა.2
იმჟამად ნიკომიდიაში ერთი რომაელი ქალი, სოფიო იმყოფებოდა. რაღაც საქმეზე ჩამოსულიყო. მან რომში წააბრძანა ქრისტეს მოწამე იულიანას სხეული, სახლში მიიტანა და შემდგომში მის სახელზე ბრწყინვალე ეკლესია ააშენა. იქ დაასვენა მისი წმიდა ნაწილები.
ელევსის კი ღვთის რისხვა მალევე ეწია. ზღვით რომ მიცურავდა, საშინელი ქარიშხალი ატყდა, გემი დალეწა და ყველანი დაახრჩო. ელევსი დახრჩობას გადაურჩა, ერთ-ერთ კუნძულამდე ძლივს მიცურა, იქ კი ძაღლებმა დაგლიჯეს.
ასე სამარცხვინოდ დაიღუპა უსჯულო,
მიიღო
ღირსი
მისაგებელი
უდანაშაულო
წმიდა
იულიანას
წამებისა
დ
მოკვდინებისათვის.
ამგვარი იყო ქრისტეს სასძლო იულიანას მოწამეობრივი ღვაწლი და მისი აღსასრული.
ის ცხრა წლის იყო, ელევსიზე რომ დაწინდეს, თვრამეტი წლისა კი სისხლით შეერთო თავის უკვდავ სასიძოს, რომლისათვისაც სული დასდო
და
აწ
ზეციურ
სასუფეველში
განიხარებს
უფალ
ქრისტესთან
ერთად,
რომელსაც
ყოველი
ქმნილება
ადიდებს
უკუნისამდე,
ამინ!
შენიშვნები:
1. რომ. 1,20.
2. წმ. იულიანა და მასთან ერთად 500 კაცი და 130 ქალი ეწამნენ 304 წ.
"დედათა ცხოვრება". თბილისი. 2006 წ.
გამომცემლობა - © "ორთოდოქსი" .
მთარგმნელი რუსუდან კობახიძე.
გამომცემლობა - © "ორთოდოქსი" .
მთარგმნელი რუსუდან კობახიძე.
No comments:
Post a Comment