გურიტი
- უდაბნოჲს
მოყუარეჲ. რაჟამს
ყვის შორის
მაღნარსა სამკჳდრებელი თჳსი, ხმა-ყვის და
მოუწესნ მამალსა
თვისსა და
ხმითა ტკბილითა
მოწლებისა მისისაჲთა ოხრიედ
მაღნარნი. მიერითგან
მამალი წარსავალსა
მას თუ
წყალთასა არნ,
რაჟამს ესმის
ხმაჲ იგი,
სურვილითა მით
მოწლებისაჲთა
მოისწრაფის მიწევნად
მუნ. მაშინღა
ერთითა მით
ერთობითა ერთად
ანუ კბოდის
პირსა, ანუ
ნაპრალსა კლდისასა,
ანუ ოლეთა
ზედა უშიშრად
დაჲდგნიან
და იქმნიან
ბუდეჲ თჳსი და
გამოიზარდნიან მართუენი
თჳსნი.
და
თქვანცა რომელთამე
გურიტისათჳს,
ვითარმედ: მამლის
მოყუარე არს
და სიწმიდესა
იმარხავნ: ჟამ
თუ სადამე
არნ და
მოიკლის მამალი
იგი ანუ
მფრინველისაგან ანუ
თუ მახითა,
მიერითგან დედალი
იგი სხუასა
მამალსა არღარა
შეეყვის, არამედ
მისსა მას
სიყუარულსა დაადგრის.
ისმინეთ
ესე თქუენცა,
დედანო, რავდენი
სიწმიდეჲ მფრინველთა
თანაცა იპოვების!
აწ რომელთა
მსგავსება გურიტისაჲ
გაქუს თავთა
თქუენთა, მისსა
მას სიწმიდესა
და სიყუარულსა
ემსგავსენით.
ეგრეცა
ყოვლითურთ წმიდაჲ
ეკლესიაჲ: რაჟამს
უკუე ქმარი
იგი მისი
ქრისტჱ ჯუარს-ეცუა და
აღმაღლდა ცად,
იგი სხუასა
ქმარსა არღარა
შეეყო, არამედ
მისსა მას
სიყუარულსა და
ერთობასა დადგრომილ
არს და
ელის.
ხოლო
თქუენ, საყუარელნო,
ნუ ესრე
ჰგონებთ, ვითარმედ:
წიგნთა გარეშე
რასმე ვიტყვი
ამის გურიტისათჳს, რომელ-ესე ვთქუ:
შემოვიღოთ წიგნთაგან
და მოვიხსენოთ
წერილისაჲ, ვითარცა-იგი ნეტარი
დავით იტყჳს სახიობასა
მას შინა
თჳსსა,
ვითარმედ: სირმან
პოვა სახლი
და გურიტმან
ბუდესა დაიხსნა
მართუენი თჳსნი. აწ
რომელსამე სირსა
იტყჳს?
- არა თუ
მას, რომელი-იგი განერა
მახესა მას
მონადირეთასა, არამედ
უფალსა ჩუენსა
იესუ ქრისტესა;
ესრე ჯერ-უჩნდა მოწაფეთა
მათ თჳსთაჲ, რომელნი
უმჯობეჲსისა
მის დიდებისა
ღირს არიან,
რამეთუ ესრე
ჰრქუა მათ,
ვითარმედ: მრავალთა
სირთა უმჯობეჲს ხართ
თქუენ.
ამისთჳს სოლომონიცა
გიღაღადებს და
გეტყვის, რაჲთა განერე
ვითარცა ქურციკი
საფრხესა და
ვითარცა სირი
ირეჭსა. ამის
გამო რქუა:
მსგავს არს
სასუფეველი ცათაჲ
მარცუალსა მდოგვისასა,
რომელი მოიღო
კაცმან და
დასთესა თჳსსა მტილსა,
რომელი უმცირეჲს არს
ყოველთა თესლთა;
ხოლო რაჟამს
აღორძნდის, უმაღლეჲს არნ
ყოველთა მხალთა
და შეიქმნის
ხედ, რამეთუ
მოვიდიან მფრინველნი
ცისანი და
დაადგრიან რტოთა
მისთა ზედა.
ეგრეცა აქა
სიმრავლეჲ იგი
ძეთა კაცთაჲ
მფრინველთა ამსგავსა,
რამეთუ „სირმან
პოვა სახლი
და გურიტმან
ბუდესა დაჲხსნა მართუენი
თჳსნი“.
რამეთუ გურიტსა
ამსგავსა სული
წმიდაჲ და
ეკლესიაჲ, რომელი-იგი პირად-პირადითა მით
მეცნიერებითა და
პირად-პირადითა
სამკაულითა შემკულ
არს.
ჯერ-არს ჩუენდა
ცნობად ღმრთისაგან,
ვითარ-იგი
თქუა, ვითარმედ:
„ყოველი იგი
დიდებაჲ ასულისა
მეუფისა შინაგან
ფესუედითა ოქროვანითა
შემკულ არს
და შემოსილ“,
რამეთუ „სირმან
პოვა სახლი
და გურიტმან
ბუდეჲ“, ხოლო
რომელ-იგი
თქუა „რტოთა
ხისათა დადგრომაჲ“,
ესე იგი
არს საფარველი
ჯუარისაჲ, რომელმან
განზარდნის ახალ
ნათელ-ღებულნი
იგი ყრმანი
თჳსნი.
ესე
გურიტი იგი
ახსენა იერემია
სიტყუასა მას
შინა თჳსსა, ვითარმედ:
„გურიტმან და
მერცხალმან და
მჭურინავმან - მფრინველთა
ცისათა ცნეს
ჟამი წარსლვისა
მათისაჲ“ რამეთუ
გურიტი ყოვლითურთ
წმიდაჲ ეკლესიაჲ
თქუა, და
მერცხალი - კაცის-მოყუარეჲ იოვანე
ნათლის-მცემელი,
და მჭურინავი
- ხმა-ჰამოჲ
პავლე, რომელი
იყო ნესტვი
ეკლესიათაჲ. ამის
გამო ამცნო
გურიტისაჲ უფალმან
აბრაჰამსა, ვითარმედ:
მოიყვანო შენ
ჩემდა დიაკეული
ერთი სამნიერი
და ვერძი
ერთი სმნიერი
და ვაცი
სამნიერი და
გურიტი და
ტრედი.
ესე
გურიტი ახსენა
ქებასა მას
ქებათასა და
თქუა, ვითარმედ:
ხმაი გურიტისაჲ
ისმა ქუეყანასა
ჩუენსა, ხმაჲ
გურიტისაჲ მის,
რომელი-იგი
ცით გამო
იყო, რამეთუ
ქრისტჱ მოსულად
იყო ზეცით
და ამას
გუაუწყებდა ჩუენ.
ესე ნიში
არს ხმისაჲ
მის გურიტისაჲ,
რომელი-იგი
ისმა.
მო-ღა-ვისმინოთ
ხმაჲ იგი
გურიტისაჲ მის,
რომელსა იგი
ჰნებავს სასმენელ
ყოფად ხმაჲ
თჳსი.
ამისთჳს
თქუა, ვითარმედ:
შავ ვარი
მე და
შუენიერ; შავ
- სულთა მათთჳს მგლოვარეთა,
შუენიერ - ნათლისღებისა
მის გამო
ნათელ-ღებულთაჲსა. შავ
ვარი მე
და შუენიერ,
ასულნო იერუსალემისანო, რამეთუ
წმიდანი იგი
სულნი ნახპეტთანი
თქუნა ასულად
იერუსალემისად. დაშავებულ
ვარი მე
და დაღებულ,
რამეთუ მრუმედ
მომხედა მე
მზემან პირველისათვის საცთურისა.
და რომელმან-მე მზემან
მრუმედ მოხედა
მას? - არა
თუ მან,
რომელ-იგი
თქუა ეკლესიასტემან, ვითარმედ:
მათ დღეთა
გამობრწყინდეს მზეჲ
იგი სიმართლისაჲ.
ესე - თვით
ქრისტჱ, რომელი
შობად იყო
მარიამისგან ჴორციელად
და აღმოსავალ
სახელი ერქუა
მას და
რომელ-იგი
თქუა, ვითარმედ:
„დაჰხდეს მზეჲ“,
ესე არს,
რომელ-იგი
ჯუარს-ეცუა
და დაეფლა
გულსა ქუეყანისასა.
აღმოჰბრწყინდის მზეჲ
და დაჰჴდის და
ადგილსავე თვისსა
მიეგის, რამეთუ
ესრე თქუა:
რაჟამს აღვმაღლდე,
ყოველნივე მოვიზიდნე
ჩემდა. რამეთუ
მალაქიაცა თქუა,
ვითარმედ: მათ
დღეთა შინა
გამობრწყინდეს მზეი
იგი სიმართლისაჲ,
რომელსა აქუნდეს
კურნებაჲ ფრთეთა
ქუეშე მისთა.
ხოლო რაჟამს
მოვიდა მზეჲ
იგი სიმართლისაჲ,
რომელ არს
თავადი ქრისტჱ,
შეეხო მას
დედაკაცი იგი
წიდოვანი ფესუსა
სამოსლისა მისისასა
და დასცხრა
მდინარეჲ იგი
წყაროჲ სისხლისაჲ
მის.
„შავ ვარი
მე და
შუენიერ, ასულნო
იერუსალემისანო“, დაშავებულ
ვარ და
დაღებულ ცოდვითა.
აწ იყოს
თუ ვინმე
აქა მორწმუნეჲ
ცთომილი, ნუ
შეშინდებინ, არამედ
შეინანენ და
თქუნ: შავღა
თუ ვარ,
შუენიერვე ვარ,
და მი-ღათუ - ვინმე
- წევნულ იყოს
აღსასრულისა თჳსისა ჟამთა
და სულთა
აღმოსლვად მიიწეოდის,
- და რაჲღა-მე
უფროჲსი
ვთქუა, - სულნი
ღათუ აღმოჰკრთებოდიან და
კნინ ღათუ
გონებაჲ იყოს
მის თანა,
ნუვე წარჰკუეთნ
სასოებასა, არამედ
შე-ვე-ინანენ და
გარდამოაწთვენ ცრემლი
და განიბანენინ
ხორცნი თჳსნი და
ქველის საქმითა
სულნი თჳსნი განიწმიდენინ,
ვითარცა იგი
იტყჳს:
მწუხრი ტირილი
და ცისკარს
სიხარული.
რითღა
მიემსგავსე ეზეკია
მეფესა, რომელი
მიახნდა სიკუდილსა
და ეუწყა
ესაიაჲსგან
და ცრემლოოდა
იგი და
შეუმატა მას
ღმერთმან ათხუთმეტი
წელი ცხოვრებისაჲ.
და
იყოს ღათუ
ვინმე დაშავებული
ცოდვითა, შეინანენ
და შეეახლენ
ღმერთსა და
ნათელ-იღენ
წყლითა მით
ცხოვრებისაჲთა.
და იყოს
თუ ვინმე
აქა მორწმუნეჲ
ცთომილი, შე-ვე-ინანენ
და ჭეშმარიტითა
მით საბანელითა
ცრემლითაჲთა
ხორცნი თჳსნი განიბანენინ
და სულნი
თჳსნი
განიწმიდენინ, და
ესრეჲთ
შემოგეახლოს სული
წმიდაჲ. და
თვით სიტყუაჲ
ღმრთისაჲ დაემკჳდროს შენ
თანა და
სიყუარულითა ღმრთისაჲთა სთქუა
გულსა შენსა:
ვაჲ ჩემდა,
რამეთუ დამშრალ
და დაწერტილ
ვარ მე
სიყუარულითა ღმრთისაჲთა, ვითარცა
ისრითა.
აწ
ისმინე სიტყუაჲ
იგი ისრისაჲ
მის, ვითარ-იგი წერილ
არს ესაიასა,
ვითარმედ: „დამდვა
მე ვითარცა
ისარი ერთი
რჩეული და
დამმალა მე
კაპარჭსა შინა.“
აწ რაჲ-მე არს
ძალი ისრისაჲ
მის? ღმერთ
სიტყუაჲ იგი
თქუა და
კაპარჭ - ხორცნი
იგი, რომელთა
შინა დაფარულ
იყო ღმრთეებაჲ.
ამის ისრისა
სიყუარულითა დაშრებოდა
იერემია და
თქუა: არა
შევიწყინო მე
შედგომად კუალსა
მისსა და
დღენი კაცთანი
მე არა
მწადოდიან; ამის
ისრისა სიყუარულითა
დამშრალ იყო
დავით და
თქუა: მიგდევდა
შენ სული
ჩემი, და
მე შემიწყნარა
მარჯვენემან შენმან;
ამის ისრისა
სიყვარულითა დაშრებოდა
პეტრე და
თქუა: შენ
უწყი, უფალო,
რამეთუ მიყუარ
შენ. ამის
ისრისა სიყუარულითა
დაშრებოდა პავლე,
რომელი-იგი
კრულ იყო
ქრისტჱს
მიმართ, და
თქუა: ვინ
განმაშოროს მე
სიყუარულსა ქრისტჱსსა? ამის
ისრისა სიყუარულითა
დამშრალ იყო
წმიდაჲ იგი
ეკლესიაჲ და
თქუა: ვაჲ
ჩემდა, რამეთუ
დამშრალ და
დაწერტილ ვარი
მე სიყუარულითა
მისითა, რომელ-ესე ვარ
ეკლესიაჲ წარმართთაჲ.
ჰოჲ
სიყუარული და
სიტკბოებაჲ, რომელ
აქუნდა მისა
მიმართ! რამეთუ
სულ-თქუმითა
მით მისითა
ქრისტესა - ზესკნელსა
მას სიძესა
მოიხადოდა. ამის
გამო თქუა,
ვითარმედ: ამბორ-მიყავ მე
ამბორის-ყოფითა
პირისაჲთა,
რამეთუ თხოვილ
ვარ მე
ზესკნელისა მის
სიძისა შჯულისა
მიერ და
წინაწარმეტყუელთა, რომელ-ესე ვარ
ეკლესიაჲ წარმართთაჲ;
არა დავემორჩილო
მე მოსეს,
არცა ესაჲას, არცა
იერემიას, არცა
სხუათა წინაწარმეტყუელთა, არამედ
თვით მოვედინ
თავადი უფალი
და მეტყოდენ
მე და
ამბორ-მიყავნ
მე ამბორებითა
პირისა თჳსისაჲთა.
მესმა
სიტყუაჲ იგი
იერემიაჲსი,
რომელ თქუა,
ვითარმედ: „მძინარე
არს გული
მისი უფროჲს ყოვლისა
და იგი
თავადი კაცი
არს, და
ვინ-მე
იცნას იგი,
მისა წადიერ
ვარ. იგი
თვით მოვედინ
და მეტყოდენ
მე.“ მესმა,
რაჲ-იგი
თქუა ამოს,
ვითარმედ: „ვიხილე
მე კაცი,
რომელი დგა
ადამანტინესა ზედა
ზღუდესა და
ხელთა მისთა
ეპყრა ადამანტი.
მას ვეძიებ,
იგი თვით
მოვედინ და
ამბორ მიყავნ
მე.“
რამეთუ
ვითარცა დედაკაცსა,
რომელსა უყუარნ
ქმარი თჳსი და
ქმარი იგი
წარსრულ არნ
შორსა გზასა
და იგი
გარდაჲხედავნ
სარკუმლით თჳსით და
მოელინ მას
და თქვეს:
ოდეს-მე
მოვიდესო; აჲხილნის თუალნი
თჳსნი
და იხედავნ
ზღუად კერძო
და ხმელად;
და თუ
იხილნის სადამე
ნავნი მომავალნი,
მუნ შინა
ჰგონებნ მას;
ანუ თუ
იხილნის მოგზაურნი,
ესრე თქვეს:
ვინ უწყის,
მათ თანა
ხოლო თუ
მოვიდოდის იგი.
და მეყსეულად
შეემთხვის და
ჰკითხავნ მისსა:
მითხართ მე
ქმრისა ჩემისაჲ,
სადა დაუტევეთ
იგი, რომელსა
დაბასა, ანუ
რომელსა ქალაქსა;
ანუ რასა
იქმოდა, ანუ
რასა იტყოდა,
ანუ ოდეს
თქუა მოსლვაჲ?
ეგრეცა
ყოვლითურთ წმიდაჲ
ეკლესიაჲ სიყუარულითა
მით სიწმიდისაჲთა მოიმძევლებდა
ყოველთა წინაწარმეტყუელთა და
ჰკითხვიდა მათ:
იხილეთ თუ
სადამე იგი,
მო-მე-სადა-ვალსა
იგი, ანუ
მუნვე ცათა
შინა არს,
ოთხმეოცდა აცხრამეტთა
მათ ცხოვართა
აძოვებსა? არა-მე მოვალსა
მოძიებად ცხოვართა
მათ წარწყმედულთათჳს?
მითხართ მე,
სადა-მე
დაადგრების, ანუ
სადა-მე
იყოფვის, რომელი-იგი შეიყუარა
სულმან ჩემმან?
მიუგო
სძალმან მან,
რომელ არს
წმიდაჲ ეკლესიაჲ,
და ჰრქუა:
ვეძიებ მას
და მისაცა
მსურის. იგი
თვით მოვედინ
და ამბორ-მიყავნ მე.
მიუგო მას
ესაჲა
და ჰრქუა,
ვითარმედ: ესე
იგი არს
და მოვალს.
აჰა სასყიდელი
მისი მის
თანა არს
და საქმენი
ხელთა მისთანი
არიან წინაშე
მისა. ვითარცა
მწყემსი მწყსიდეს
სამწყსოსა მას
თჳსსა
და ხელითა
თჳსითა
შეკრიბნეს კრავნი
და ნუგეშინის-მცემელ ექმნეს
მაკეთა მათ
დამძიმებულთა.
ესმა
რაჲ სძალსა
მას ეკლესიასა,
რამეთუ ჭეშმარიტად
უთხრობდა მას
ესაჲა,
ჰრქუა: სადა-მე იყოფვის,
ანუ სადა-მე დაადგრების,
რომელი-იგი
შეიყუარა სულმან
ჩემმან?
შემდგომად
მისა მოავლინა
იოვანეჲსა,
რომელი-იგი
ხმაჲ ღაღადებისაჲ
იყო უდაბნოსა
და თქუა:
განჰმზადენით გზანი
უფლისანი და
წრფელ ყვენით
ალაგნი მისნი.
და ვითარ
მოვიდა იოვანეჲსა, შებმა-უყო და
ჰკითხვიდა: მითხარ
მე მწრაფლ,
უკუეთუ შენ
ხარ ქრისტჱ?
მიუგო იოვანე
და ჰრქუა:
მე არა
ვარ ქრისტჱ.
ხოლო მან
ჰრქუა მას:
და რად
ნათელ-სცემ,
უკუეთუ არა
ხარ ქრისტჱ?
მიუგო იოვანე:
არა თუ
მე ქრისტე
ვარ, არამედ
შემდგომად ჩემსა
მოვალს, რომელი-იგი უძლიერეჲს არს
ჩემსა, რომლისა
არა ღირს
ვარ, ვითარმცა
განვჰხსენ საბელი
ხამლთა მისთაჲ.
რაჟამს
უკუე ყოფნა
მოსულაჲ, თქუა
ეკლესიამ ან
გულსა თჳსსა: წადიერ
ვარ მე
სურვილითა მისითა
ხილვად მისა.
მიუგო იოვანე
და ჰრქუა:
ნუ შეორგულდები,
ნუცაღა სულთ-ითქუამ, რამეთუ
მახლობელად მოსლვად
არს. ვითარცა
იხილა იოვანე,
რამეთუ მოვიდოდა
უფალი, თქუა:
აჰა კრავი
ღმრთისაჲ, რომელმან
მოსპნეს ცოდვანი
სოფლისანი.
რაჟამს
უკუე ესმა
სძალსა მას
იოვანეჲსგან,
რამეთუ კრავად
თქუა და
ესაჲა
მწყემსად თქუა,
ხოლო სძალი
იგი იტყოდა:
ვისი-მე
მრწმენეს: იოვანეჲსი-მე,
ანუ ესაჲაჲსი?
ვითარცა იხილა
უფალმან, რამეთუ
შეორგულდა, ღაღატ-ყო და
თქუა: მე
ვარ მწყემსი
კეთილი. მაშინღა
მივიდა, შეეხვია
და შეიტკბვო
და ამბორს-უყო მას.
და აღესრულა
სიტყუაჲ იგი
დავითისი, ვითარმედ:
წყალობაჲ და
ჭეშმარიტებაჲ შეიმთხვნეს,
სიმართლემან და
მშჳდობამან
პირს იკოცნნეს.
და
რაჲღა
მე უფროჲსი ვთქუა?
- რამეთუ სძალი
შეეყო სიძესა
და ქორწილი
იქმნა სულიერი.
სახიობაჲ იგი
ქორწილისაჲ აღეღო
იოვანეს და
იტყოდა, ვითარმედ:
ვისი არნ
სძალი, იგი
არნ სიძჱ.
არამედ მახლობელთა
ყოველთა უხაროდა
და იხარებდეს.
იოვანე ესრე
თქუა: მისა
ჯერ-არს
აღორძინებაჲ და
ჩემდა დაკლებაჲო. ჯერ-იყო მიერითგან
წიგნიცა ერთობისაჲ
დაწერად, და
სახმარ იყო
მუნ ქარტაჲ
და მწიგნობარნი
და საწერელნი.
ხოლო ქარტაჲ
ესაჲას
თანა იპოვა,
რომელი-იგი
სულმან წმიდამან
ამცნო მას
და ჰრქუა:
მოიღე ჩემდა
ტომარი ერთი
ქარტაჲ გრაგნილი
დაწერე მას
ზედა საწერელითა
სულისაჲთა.
სადა საწერელი
სახმარ იყო,
დავითის თანა
იპოვა, რამეთუ
თქუა დავით:
ენაჲ ჩემი,
ვითარცა საწერელი
მწიგნობრისა ხელოვნისაჲ
შუენიერად, რამეთუ
მისცემს სძალსა
მას სამკაულსა,
ასწავებს და
იგიცა გულისხმა-ჰყოფს.
მერმე
კუალად ძმადი
იგი სძალსა
ეტყვის, ვითარმედ:
ეკრძალე, ისმინე,
ასულო, და
იხილე, მოყავ
ყური შენი,
დაჲვიწყე
მამული. ნუუკუე
ესრე ჰგონებდე,
ვითარმედ შენი
სწორი არს.
რამეთუ გეტყვის
შენ და
შენ თაყუანის-სცე მას.
ისმინო თუ,
ასულო, ძღუნით
პირსა მისსა
ჰმსახურებდენ მდიდარნი
ერისანი.
აწ
უკუე ჯერ-ვიდრემე-არს
მათა განკრძალვაჲ
და შეწყნარებაჲ.
ამიერითგან ქრისტჱს მიმართ
მონად დასწერს
პავლე თავსა
თჳსსა:
პავლე და
სილოვანე და
ტიმოთე, მონანი
ქრისტჱსნი.
მიჰხადნენ ამიერითგან
სძალსა მას
შიმონვარნი იგი.
დავით ესრე
დაწერა ერთობაჲ
იგი მათი,
ვითარმედ: მიართუენ
მეუფესა ქალწულნი
მისნი და
შემდგომად მოყუასნი
მისნი მიართუენ
მას.
და
იყო ქორწილი
იგი კანას
გალილეაჲსასა
და მოვიდა
უფალი იგავად
კანად გალილეაჲსა. კანა
ითარგმანების მონაგებად,
რამეთუ მონაგები
ქრისტჱსი
იყო ყოველი
ესე სოფელი.
აწ მოვიდენ
ყოველნი თჳსნი მისნი
წმიდანი თითოეულად
სიძისა მის
საწევნელად და
მიართუმიდეს ყოველნი:
აბრაჰამი - ხბოსა,
სარა - ყურბეულსა,
ისაკ - შეშასა,
იაკობ - თიკანთა,
იოსებ - იფქლსა,
მოსე - სანთელსა,
ესაჲა
- სიღოდასა, დავით
- როკვასა.
აწ
მოვედინ ესრეჲთ ივდიდ
შუენიერებითა მით
სამკაულისაითა და
მარიამ, დამან
მოსეჲსმან,
ქნარითა თქუას:
უგალობდეთ უფალსა,
რამეთუ დიდებით
დიდებულ არს.
თანა-აც
ეგევითარისა ქორწილისა
ქებაჲცა
სულიერად აღწერად;
პავლე აქებდა
ქორწილსა მას
და თქუა,
ვითარმედ: წმიდა
არს ქორწილი
და საწოლი
შეუგინებელ. ხოლო
ესე ქრისტჱსთჳს
თქუა და
ეკლესიათათჳს.
აწ რომელი-იგი თარგმანებდეს,
გულისხმა-ყავნ,
რაჲ-ესე
თქუა, ვითარმედ:
დაუტეოს კაცმან
მამაჲ თჳსი და
დედაჲ თჳსი და
მისდევდეს ცოლსა
თჳსსა
და იყვნენ
ორნივე იგი
ერთ ხორც.
რამეთუ ზრახვაჲ
ესე დიდ
არს, ხოლო
მე ვიტყვი
ქრისტჱს
მიმართ და
ეკლესჲათა.
რამეთუ რომელი-იგი მან
გამოთქუა, ჩუენ
ნუმცა შეურაცხ-ვჰყოფთ უფლისა
ჩუენისა იესუ
ქრისტჱს
მიმართ, რამეთუ
მისი არს
დიდებაჲ უკუნითი
უკუნისამდე. ამენ.
"სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" VI ტ.
No comments:
Post a Comment