კეთილად უკუე და სამართლად განამტკიცნა უფალმან გულნი მოციქულთანი ჴსენებითა მის დღისაჲთა. რამეთუ ნანდჳლვე ჴსენებაჲ დღისა მის განკითხჳსაჲ სათნოთა და ღმრთისმოყუარეთათჳს საწადელ არს, ვითარცა-იგი ცოდვილთათჳს და დასჯილთა გონებითა საშინელ არს და საგლოელ. ამისთჳს გევედრები, საყუარელნო ჩემნო, ნუ გუეშინის ოდენ და ვძრწით მის დღისაგან, არამედ მოვიქცეთ სინანულად, ვიდრეღა ჟამი გუაქუს.
განვეშორნეთ ბოროტთა საქმეთაგან და ვიქმოდით კეთილსა; რამეთუ ძალ-გჳც, უკუეთუ ოდენ გუენებოს. არა ჰხედავთა, ვითარ პირველსაცა შჯულსა შინა, ოდეს-იგი დიდ იყო მძლავრობაჲ ცოდვისაჲ, მრავალნი მძლე ექმნეს ვნებათა და წარჰმართეს სათნოებაჲ? არა აწ უმეტესად ადვილ არსა, ვინაჲთგან ქრისტე მოვიდა და განგჳახლა ჩუენ გზაჲ სათნოებისაჲ და ცოდვაჲ დასაჯა პატიოსნითა ჯუარითა თჳსითა? გულისჴმა-ყავთ უკუე, ვითარმედ არარაჲ ძნელი და შეუძლებელი გჳბრძანა; არა გუამცნო განკუეთაჲ მთათაჲ, ანუ ფრინვაჲ ჰაერთა, ანუ განვლაჲ ზღუათაჲ, არცა სხუაჲ რაჲმე შეუძლებელთაგანი, არამედ ესრეთ ადვილი მოქალაქობაჲ განგჳწესა, რომელ ნებაჲ ხოლო გჳჴმს სულისაჲ და მეყსეულად წარემართების; არცა მახჳლნი უჴმან, არცა საჭურველნი. და მიხედენითღა წმიდათა მოციქულთა: კაცნი იყვნეს ჴორციელნი, გლახაკნი და შიშუელნი, ვითარ წარჰმართნეს ყოველნი მცნებანი ქრისტეს ღმრთისანი! რამეთუ ჭეშმარიტად არარაჲ შეუძლებელი გჳბრძანა უფალმან, რამეთუ იტყჳს: ნუვის ემტერებიო, ნუვის მოიძულებო, ნუ ბოროტსა იტყჳ, შეიყუარე მოყუასი შენი. რაჲ შეუძლებელი არს ამათ შორის? უფროჲსად წინააღმდგომნი ამათნი არიან ძნელ და საძულელ, ხოლო ესენი არა ძნელ არიან ბუნებით, არამედ ბოროტნი ნებანი ჩუენნი აღგჳჩენენ მძიმედ და ძნელად. არამედ განვიფრთხოთ, ძმანო, და ვიზრუნოთ ცხორებაჲ სულთა ჩუენთაჲ. აჰა, ესერა, დაგჳდვა უფალმან საფუძველი ცხორებისაჲ, რაჟამს უბრძანა მოციქულთა, ვითარმედ: 'წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, და ასწავლიდით მათ დამარხვად ყოველი, რავდენი გამცენ თქუენ'. ესე არს საფუძველი ჭეშმარიტი, ამისთჳს იტყჳს ნეტარი პავლე, ვითარმედ: 'კაცად-კაცადი ეკრძალენ, ვითარ ვინ აშენებდეს. რამეთუ საფუძველი სხუაჲ ვერვის ჴელ-ეწიფების დადებად გარეშე მისა, რომელი-იგი დადებულ არს - იესუ ქრისტე. უკუეთუ ვინმე აშენებდეს საფუძველსა ამას ზედა ოქროსა, ვეცხლსა, ანთრაკსა პატიოსანსა, ძელსა, თივასა, ლერწამსა, კაცად-კაცადისა იგი საქმე გამოცხადნეს, რამეთუ დღემან მან გამოაცხადოს'. აწ უკუე საცნაურ არს, ვითარმედ საფუძველი ჭეშმარიტი არს წმიდაჲ ესე მართლაღსაარებაჲ, რომელი განგჳწესა უფალმან, და წმიდათა მოციქულთა და მამათა გუასწავეს, და სხუაჲ საფუძველი ვერვის ჴელ-ეწიფების დადებად; რამეთუ რომელთაცა სხჳსა საფუძველისა ჴელ-ყვეს დადებად, იქმნეს მწვალებელ, და სამართლად შეიჩუენნეს და განვარდეს. ხოლო ჩუენ გუაქუს მტკიცე ესე და ჭეშმარიტი საფუძველი. აღვაშენებდეთ მას ზედა ოქროსა და ვეცხლსა და ანთრაკსა პატიოსანსა, რომელ არიან საქმენი კეთილნი; დავადგრეთ საფუძველსა ზედა ჩუენსა, რომელ არს იესუ ქრისტე, დავადგრეთ მის თანა, ვითარცა ვენაჴსა შინა არნ ვაზი; ნუმცა განვეშორებით ყოვლადვე ქრისტესა, რაჲთა არა შეგუემთხჳოს, რაჲ-იგი მან ბრძანა, ვითარმედ: 'უკუეთუ ვინმე არა დაადგრეს ჩემ თანა, განვარდა გარე, ვითარცა ნასხლევი, და განჴმა, და შეკრიბონ იგი და ცეცხლსა დაასხან, და დაიწუეს'. ჰე, გევედრები, შეუდგეთ ქრისტესა და ნუ მოვსწყდებით მას, რაჲთა არა წარვწყმდეთ, რამეთუ წერილ არს: 'აჰა, ესერა, რომელთა განიშორნეს თავნი თჳსნი შენგან, იგინი წარწყმდეს'. ხოლო შედგომაჲ მისი და მიახლებაჲ საქმეთა მიერ კეთილთა იქმნების, რამეთუ იტყჳს: 'რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე'. და იხილეთ, რავდენითა სახითა შეგუაერთნა მან თავსა თჳსსა: იგი არს თავი და ჩუენ ასონი; იგი არს საფუძველი და ჩუენ დაშენებულნი; იგი არას ვენაჴი, ჩუენ რტონი; იგი არს მწყემსი, ჩუენ სამწყსონი; იგი არს სიძე, და ეკლესიაჲ ჩუენი - სძალი; იგი არს გზაჲ, ჩუენ მოგზაურნი; კუალად ჩუენ ვართ ტაძარ, იგი მყოფი ტაძარსა მას შინა. იგი არს პირმშოჲ, და ჩუენ გჳწოდა ძმად; იგი არს მკჳდრი, ჩუენ თანამკჳდრნი; იგი არს აღდგომაჲ, ჩუენ აღდგომილნი; იგი არს ცხორებაჲ, ჩუენ ცხოველნი. ესე ყოველი შენაწევრებასა და შეერთებასა მოასწავებს, და არარას დაუტეობს შორის, არცა ყოვლადვე ჴელ-გუეწიფების განყოფად მისგან. რომელი განიყოს და განიკუეთოს, წარწყმდეს. რამეთუ განიკუეთოს თუ ასოჲ გუამისაგან, განკუეთილი იგი მკუდარ არს და წარწყმედილ, და ნასხლევი, მოიკუეთის რაჲ ვაზისაგან, უჴმარ იქმნა. ეგრეთვე ჩუენ, უკუეთუ მცირედცა მოვსწყდეთ ქრისტესა, მცირე იგი არა მცირე არს, არამედ მყის დიდ იქმნების და ყოვლითურთ განგუაშორებს. ამისთჳს ოდეს მცირედი რაჲმე ვცოდოთ, ანუ უდებ ვიქმნათ, ნუ უგულებელს-ვჰყოფთ, რაჲთა არა დიდი დანახეთქი იქმნას შორის ჩუენსა და ქრისტესსა, და დიდთა ბოროტთა შთავვარდეთ; არამედ ვისწრაფოთ, რაოდენ ძალ-გჳც, თანაშევიწინეთ ლოცვანი წმიდათანი და მოღუაწებანი სულიერთა წინამძღუართანი, რაჲთა მცირედიცა იგი წყლულებაჲ განიკურნოს და არა ძნიად საკურნებელ იქმნეს. და უკუეთუ განსაცდელითა მტერისაჲთა ვერ დავიცვნეთ თავნი ჩუენნი საფუძველსა ამას ზედა კეთილსა, არამედ გარდავგორდეთ, ვითარცა ქვანი უჴმარნი, და დიდ იქმნას წყლულებაჲ ჩუენი უდებებითა ჩუენითა, მერმეცა მოვიქცეთ სინანულად, და შეგუეწიოს ღმერთი, 'რამეთუ არა ჰნებავს სიკუდილი ცოდვილისაჲ, არამედ მოქცევაჲ და

ცხორებაჲ'. და ვიდრე სოფელსა ამას შინა ვიყვნეთ და არა მოწევნულ იყოს სიკუდილი, რავდენთაცა ცოდვათა შთავვარდეთ, ჴელ-გუეწიფების სინანული, უკუეთუ გუენებოს, და პირველსავე წესსა მიწევნად, და უმაღლესსაცა აღსლვად, უკუეთუ ვიღუაწოთ. აწ უკუე ნუმცა ვინ წარიკუეთს სასოებასა, ნუმცა შეიპყრობის სენითა მით უშჯულოთაჲთა, რამეთუ მათი არს ესე ცოდვაჲ, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: უშჯულოჲ მი-რაჲ-იწიის სიღრმედ ბოროტთა, უგულებელს-ყვის. საცნაურ არს უკუე, ვითარმედ არა თუ სიმრავლე ცოდვათა იქმს სასოწარკუეთილებასა, არამედ უშჯულოჲსა გონებაჲ. ხოლო შენ, კაცო, დაღაცათუ ყოველთა ბოროტთა შთავრდომილ იყო, თქუ, ვითარმედ: კაცთმოყუარე არს ღმერთი და ჰნებავს ცხორებაჲ ჩუენი, რამეთუ იტყჳს: 'უკუეთუ იყვნენ ცოდვანი თქუენნი, ვითარცა ღებილნი, ვითარცა თოვლნი განვასპეტაკნე'. ესე თქუ და განეშორე ცოდვასა, მოიქეც სინანულად, და მზა არს ღმერთი შეწყნარებად შენდა. აწ უკუე ნუ სასოწარკუეთილ ვართ, რამეთუ არა ესრეთ ბოროტ არს დაცემაჲ, ვითარ დაცემულისა არააღდგომაჲ; არცა ესრეთ ძნელ არს წყლვაჲ, ვითარ წყლულებისა მის კურნებისა არაძიებაჲ. რამეთუ ვინ იქადოს სიწმიდე გულისა, ანუ ვინ იკადროს თქუმად, თუ: წმიდა ვარ ყოვლისაგან ცოდვისა? არამედ სინანულითა განვიბანნეთ ცოდვანი, რამეთუ მზა არს სახიერი ღმერთი შეწყნარებად მონანულთა. და ამას ვიტყჳ არა ამისთჳს, რაჲთამცა უდებებად მოგიყვანენ, ნუ იყოფინ! არამედ რაჲთა არავინ მოვიდეს სასოწარკუეთილებად. გნებავსა ცნობად ვითარ სახიერ არს მეუფჱ ჩუენი? წარდგა ოდესმე მეზუერე, სავსე ბევრეულითა ბოროტითა, და თქუა: 'ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას', და მოიქცა განმართლებული. რაჲმცა იყო სწორი ამის კაცთმოყუარებისა? არამედ ესე არს ბოროტი ჩუენი, რომელ არცა თუ ესოდენსა ლმობიერებასა ვაჩუენებთ, არცა ჴელ-ვჰყოფთ მცნებათა ქრისტესთა აღსრულებად. ამისთჳს უკურნებელ იქმნებიან სენნი ჩუენნი. ხოლო უკუეთუმცა მოვიქეცით სინანულად, არა ძალ-უც სიმრავლესა ცოდვათა ჩუენთასა ძლევად სახიერებასა ღმრთისასა. ნუ იყოფინ! არამედ ჵ ჩუენი ესე გულფიცხელობაჲ! ყოველნი შექცეულ ვართ ანგაჰრებასა, ვეცხლისმოყუარებასა, უდებებასა, და სხუათა ბოროტთა. მეშინის, ნუუკუე ითქუას ჩუენთჳსცა, რაჲ-იგი ჰრქუა ღმერთმან იერემიას ჰურიათათჳს: 'არა ჰხედავო, რასა ესენი იქმან? მამანი მათნი აგზებენ ცეცხლსა, ძენი მათნი კრებენ შეშასა, დედანი მათნი ზელენ ცმელსა'. ნუუკუე ჩუენთჳსცა ითქუას: არა ჰხედავ, რასა ესენი იქმან? ყოველნი თჳსსა ეძიებენ და არა ქრისტესსა: მამანი მიმორბიან მიხუეჭად და ტაცებად, ჭაბუკნი ერევიან საქმეთა ბილწებისათა, დედანი შექცეულ არიან სამკაულთა და სახიობათა, ცუდთა და მავნებელთა. ვიდრემდის ვიყვნეთ, ძმანო, მონებასა შინა მამონაჲსსა? ვიდრემდის ვიყვნეთ ტყუენი საჴმართმოყუარებისანი და სხუათა მათ ვნებათა? არა შევიკდიმოთა მამათა ჩუენთაგან, სამ ათასთა მათ და კუალად ხუთ ათასთა, რომელთა გული და გონებაჲ ერთ იყო, და არცა ერთმან ვინ თქჳს მონაგები მისი თჳსად, არამედ იყო ყოველივე მათი ზოგად? რაჲ არს სარგებელი ამის ცხორებისაჲ, უკუეთუ არა ამითა მოვივაჭროთ საუკუნოჲ იგი? იხილეთ, ვითარითა სასყიდელითა მოგჳყიდნა ჩუენ ქრისტემან: თავი თჳსი მისცა და პატიოსანითა სისხლითა თჳსითა გჳჴსნნა საწუთროჲსა ამისგან ბოროტისა; და აწ ჩუენ კუალად დავამონებთ თავთა ჩუენთა ვინაჲ-იგი ვიჴსნენით, და უძჳრესი ესე არს, რომელ საწადელცა გჳჩნს ბოროტი ესე მონებაჲ. განვიფრთხოთ, საყუარელნო, განვაგდოთ ჩუენგან უღელი ბოროტისა მის სოფლის მონებისაჲ და დავემონნეთ ქრისტესა, რამეთუ არა ჴელ-გუეწიფების მონებად ღმრთისა და მამონაჲსა. ბოროტ არს მონება მამონაჲსი, აქა ზრუნვანი და ჭირნი ცუდნი, და მუნ საუკუნესა - სასჯელი. ხოლო მონებაჲ ქრისტჱსი აქაცა ტკბილ არს და საწადელ და მსგავს ანგელოზთა, და მუნ - სანატრელ და დიდებულ. და ნუ იტყჳ, კაცო, თუ სიმდიდრე და საფასეთა სიმრავლე კეთილ არს და საქებელ კაცთა მიერ, ხოლო სიგლახაკე საწყინო არს და საწუნელ კაცთა; არამედ იხილენ, თუ ვინ მას შინა გამოჩნდა, ანუ ვინ - ამას. უპოვარებითა ელია იქცეოდა და ამაღლდა უცხოსა მას გზასა, ამითვე ელისე განბრწყინდა, ამითვე იოვანე ნათლისმცემელი და ყოველნი მოციქულნი. იხილენ მოწაფენიცა საფასეთანი ვინ არიან: აქაბ, იეზაბელ, გეეზი, იუდა, კაიაფა, ნერონ; ჰხედავა, ვინ არიან იგინი და ვინ ესენი? თქუას ვინმე, ვითარმედ: უპოვრებასა აქუს ჭირი, რამეთუ რაჲ უჴმნ, არა პოის. რაჲ არს ესე სიტყუაჲ, კაცო? პავლეცა არა სიყმილითა და სიშიშულითა გარდაიჴადნა დღენი თჳსნი? გარნა აწ განისუენებს უკუნისამდე. და უფალსა ჩუენსა არა აქუნდა, სადამცა თავი მიიდრიკა. იხილეა სადაღა აღვიდა ქებაჲ უპოვრებისა და სიგლახაკისაჲ და ვის დაამოყუსებს მუშაკთა მისთა? წმიდათა მათ დიდთა, და უფროჲსღა თავადისა უფლისა მობაძავ-ჰყოფს. უკუეთუმცა ოქროჲ და ვეცხლი და სიმდიდრე კეთილ იყო, არამცა მიეცაა ქრისტეს მოწაფეთადა? ჰე, ჭეშმარიტად; რომელმან მოუგონებელნი იგი კეთილნი მისცნა, ოქროჲცამცა უხუებით მიეცა. გარნა არა ხოლო თუ არა მისცა, არამედ ამცნოცა არა მოგებად. ამისთჳს პეტრეს არა სირცხჳლ-უჩნდა სიგლახაკე, არამედ უფროჲსად იქადოდა და იტყოდა: 'ვეცხლი და ოქროჲ არა მაქუს ჩუენ, ხოლო რომელი მაქუს, მიგცეთ შენ'. აწ უკუე პეტრე რომელმან საქმემან სანატრელ-ყო, - აღდგინებამან მკელობელისამან ანუ დატეობამან საფასეთამან? თავადისა ქრისტესგან ისწავე, რაჲ ჰრქუა მან მდიდარსა მას, რომელი ეძიებდა საუკუნესა ცხორებასა; არა რქუა, თუ: აღადგინენ მკელობელნი, ანუ მკუდარნი, არამედ 'განყიდეო მონაგები შენი და მიეც გლახაკთა და მოვედ და შემომიდეგ მე'. და კუალად პეტრე არა თქუა, თუ: უფალო, აჰა, სახელითა შენითა განვასხამთ ეშმაკთა და ვიქმთ სასწაულთა (რამეთუ მრავალსა იქმოდეს), არამედ თქუა: 'აჰა, ესერა, ჩუენ დაუტევეთ ყოველი და შეგიდეგით შენ; რაჲ-მე იყოს ჩუენდა?' და უფალმან არა სასწაულთა მოქმედობაჲ სანატრელ-ყო, არამედ 'რომელმან დაუტეოსო სახლი გინა აგარაკი გინა ძმანი ანუ დანი ანუ მამაჲ ანუ დედაჲ ანუ ცოლი ანუ შვილნი ანუ ქუეყანაჲ სახელისა ჩემისათჳს, ასი წილი მიიღოს და ცხორებაჲ საუკუნოჲ დაიმკჳდროს'. აწ უკუე, საყუარელნო, ჩუენცა ესრეთ ვიქმოდით, რაჲთა არა სირცხჳლეულ ვიქმნეთ, არამედ კადნიერებით წარვდგეთ წინაშე საყდარსა ქრისტესსა. ჰე, გევედრები, მოვიგნეთ კეთილნი საქმენი, შევინანნეთ ცოდვანი ჩუენნი, ვიღუაწოთ დამარხვად, რაჲ-იგი გუამცნო უფალმან, რაჲთა იყოს იგი ჩუენ თანა, ვითარცა მოციქულთა თანა იყო. რამეთუ უკუეთუ მათსა მოქალაქობასა ვჰბაძვიდეთ, ჭეშმარიტად ჩუენ თანაცა იყოს, ვითარცა მათ აღუთქუა, ვითარმედ: 'აჰა, ესერა, მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა'. ჰე, უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჩუენო, მეუფეო სახიერო და კაცთმოყუარეო! ნუ განმეშორები ჩუენგან, ნუ დამიტევებ ჩუენ, ნუცა დაგუაგდებ ჩუენ, არამედ ჩუენ თანა ჯერ-იჩინე მარადის ყოფად. აჴოცენ ჴელითწერილნი ცოდვათა ჩუენთანი, გჳჴსნენ მძლავრებისაგან ეშმაკისა, მყვენ ჩუენ მუშაკ მცნებათა შენთა, წარმიძეღუ ნებასა შენსა ყოვლადწმიდასა და ღირს-გუყუვენ მიმთხუევად კეთილთა მათ მოუგონებელთა და გამოუთქუმელთა ზეცისა სასუფეველსა შენსა. რამეთუ შენ ხარ, რომელსა გნებავს ყოველთა ცხორებაჲ და მეცნიერებასა მას ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ. და შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ, თანა დაუსაბამოჲთ მამით და ყოვლადწმიდით და სახიერით ცხოველსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ. დიდებაჲ შენდა, სამებაო წმიდაო, ერთღმრთეებაო და ერთარსებაო, სრულმყოფელო ყოველთა კეთილთაო, რომელმან ღირს-მყავ უღირსი ესე სრულ-ყოფად თარგმანებასა წმიდისა ამის სახარებისასა. წმიდანო მახარებელნო და წმიდაო იოვანე ოქროპირო, მეოხ-ეყვენით წინაშე უფლისა მამასა ჩემსა იოვანეს და მეცა შემიწყალეთ, უღირსი ესე და მრავალთა ცოდვათა თანამდები, მონაჲ თქუენი ეფთიმე. და დიდად მოსავი თქუენი წმიდაჲ ბერი იოვანე გრძელის ძე მოჴსენებულ-ყავთ [მარადის წინაშე ქრისტეს ღმრთისა, რომელმან ესე წიგნი შეჰმზადა...] და თქუენცა, რომელნი იკითხვიდეთ, ლოცვა-ყავთ წადიერებით და სარწმუნოებით შრომისათჳს, მამანო და ძმანო, და თქუენცა ღირს იქმნეთ მადლსა. გევედრები ყოველთა, რომელნი ამას წიგნსა სწერდეთ, ესე ანდერძი* დაუკლებელად თანა დაწერეთ. ვინ არა დაწეროს დიდსა ბრალსა თანამდებ არს. და აღესრულა თარგმანებაჲ ესე ნუსხად მათეს თავისაჲ, სრულიად, ჴელითა გლახაკისა ეფთიმესითა, მთასა წმიდასა ათონას, საყოფელსა წმიდისა ღმრთისმშობელისასა. ვინცა იკითხვიდეთ, შრომისათჳს** [ლოცვა-ყავთ და ზომად წერისათჳს შემინდვეთ. უცალო ვიყავ და უფროჲსი ღამით მიწერია.
დაიწერა მთასა წმიდასა ათონას, საყოფელსა წმიდისა ღმრთისმშობელისასა ინდიქტიონსა
ბერძულად იე, ქრონიკონში იყო დასაბამითგან წელთა ხფი].
________________________________________http://titus.uni-frankfurt.de/texte/etcs/cauc/ageo/johchrys/mttargm3/mttart.htm
No comments:
Post a Comment