რამეთუ შაბათსა განჰკურნა იგი იესე, და ეტყოდა
ერსა მას: ექვსნი დღენი არიან, რომელთა შინა
ჯერ-არს საქმედ; მათ შინა მომავალნი განიკურებოდეთ,
და ნუ დღესა შაბათსა (ლუკ, იგ. იდ)
გარნა ჩვენ, ძმაო ჩემნო, ჩვენ, რომელნი ვართ ქრისტიანენი, რომელთა მაცხოვარმან
მოგვცა
სჯული
მაღალი
და
სულიერი,
ჩვენ,
რომელთა
ყოველთვის
უნდა
გვახსოვდეს
შინაგანი
ჰაზრი
და
მოთხოვნილება
სჯულისა
და
არა
მხოლოდ
ასო
მისი,
არა
დავემსგავსებითა
ხშირად
ამ
შემთხვევაში
ურიათა
მათ?
ნაცვლად
შაბათისა
ჩვენ
გვაქვს
უქმად
კვირა
და
სხვანი
რომელნიმე
დღესასწაულნი:
რა
უნდა
ჰქმნას
ქრისტიანემან
დღეთა
ამათ
შინა
და
რანაირად
გაატაროს
იგინი?
წმიდა
ჰყავ
იგინი,
გვიბრძანებს
ჩვენცა
ღმერთი.
ხოლო
წმიდა
ჰყოფ
შენ
მათ
არა
მხოლოდ
მაშინ,
როდესაც
უქმად
განატარებ
დროებასა,
დასტოვებ
ნიადაგსა
შრომასა
და
მუშაობასა,
არამედ
მაშინ,
ოდეს
აღასრულებ
მათ
დღეთა
შინა
რომელსამე
კეთილსა
და
მადლიანსა
საქმესა.
თუ
გულში
ნამდვილად
გაქვს
სული
სჯულისა
შენისა,
დიდ
ცოდვად
უნდა
მიგაჩნდეს,
როდესაც
კვირას,
ანუ
დღესასწაულს
დღეს,
დააკლდები
წირვა-ლოცვასა;
გარნა
რავდენ-გზის თვით უმცირესმა
მიზეზმა
დაგაბრკოლა
შენ
მისვლად
ეკლესიასა
შინა.
ცოდვად
მიგაჩნია
შენ,
როდესაც
დღესასწაულს
დღეს
ვინმე
მუშაობს,
გარნა
ადვილად
შეუნდობ
შენს
თავს,
როდესაც
მოაკლდები
წირვა-ლოცვასა;
სჩანს,
რომ
შენ
გაჰხსოვს
ასო
სჯულისა
და
არა
ჰაზრი
მისი.
გარნა
ერთიცა
მხოლოდ
მისვლა
ეკლესიაში
და
დადგომა
წირვა-ლოცვაზედ
არ
იქმნება
აღსრულება
მცნებისა
ამის,
უკეთუ
ჯეროვნად
არ
ილოცე
და
არ
ისარგებლე
წირვა-ლოცვითა,
არაოდეს
არ
დააკლდეს
წირვასა,
გარნა
მაინც
სულიერად
აღასრულოს
მცნება
ესე.
როდესაც
შენ
ისმენ,
ძმაო,
წირვა-ლოცვასა,
თუ
კარგად
არ
გასინჯე
შენი
სულიერი
მდგომარეობა,
თუ
არ
ილოცე
ყოვლითა
სიმდაბლითა,
სასოებითა
და
შემუსვრილითა
გულითა,
ერთი
სიტყვით,
უკეთუ
წირვის
მოსმენამ
და
ლოცვამ
არ
მოგანიჭა
შენ
უმჯობესი
სულიერი
მდგომარეობა,
მაშინ
შენცა
გაქვს
გულში
მხოლოდ
ასო
მცნებისა
და
არა
სული
მისი.
ურიანი კიდევ აყვედრიდნენ მაცხოვარსა და მოწაფეთა მისთა, ვითომც ისინი არ მარხულობდენ. ფარისეველთა ჰკითხეს
ერთგზის
უფალს:
რაისთვის
მოწაფენი
იოანესნი
და
ჩვენნი
მარხულობენ,
ხოლო
მოწაფენი
მისნი
არ
ინახავენ
მარხვასა?
რისთვის იყო ეს კითხვა? მისთვის, რომელ ურიანი მისდევდნენ მხოლოდ ასოსა სჯულისასა და არა სულსა მისსა. კარგია მარხვა; დიდი ფასი აქვს მარხვას, გარნა მაშინ, როდესაც იგი არის ნიშანი შინაგანისა მდგომარეობისა, მონანებისა, გლოვისა,
მწუხარებისა;
ხოლო
თუ
მარხვა
არის
ერთი
ოდენ
საჭმლისა
გამოცვლა,
მაშინ
მას
არა
აქვს
ფასი.
მარხვა
ფარისეველთა
მდგომარეობდა
საჭმელში
და
სასმელში;
იგინი
მარხვაში
ანუ
გამოიცვლიდენ,
ანუ
მოიკლებდენ
საჭმელს
და
სასმელსა,
გარნა
ყოფაქცევასა
საქმეთა
თვისთა
არ
გამოიცვლიდენ.
არ
ვემსგავსებითა
ჩვენცა,
ქრისტიანენი,
აქაც
ურიათა
მათ?
როდესაც
დადგება
მარხვა,
მაშინ
უმრავლესი
ნაწილი
ქრისტიანეთა
გამოიცვლის
მხოლოდ
საჭმელსა
და
ჰგონებს,
რომელ
ამით
მხოლოდ
დაკმაყოფილდება
მოთხოვნა
მცნებისა
ამის.
წმიდა
ეკლესია
გვასწავებს
ჩვენ,
რათა
დღეთა
მარხვათასა
ვერიდებოდეთ
უმეტესად
ცოდვასა
და
ცუდთა
საქმეთა,
და
არა
მხოლოდ
სასმელსა
და
საჭმელსა;
გარნა
ვინ
შეატყობს
აწინდელთა
ქრისტიანეთა,
რომელ
იგინი
განმავლობასა
მარხვისასა
იქცევიან
კრძალულებითა
და
სიწმიდითა?
უკეთუ,
ძმაო
ჩემო,
ყოფაქცევასა
შენსა
ჰმართავს
სული
სჯულისა
შენისა
და
არა
მხოლოდ
ასო
მისი,
ეცადე,
რომ
მარხვათა
შინა
მოერიდო
ცუდთა
საქმეთა,
და
არა
მხოლოდ
რომელთამე
საჭმელთა.
ან
უგუნური,
ან
ფარისეველი
არის
ის
ქრისტიანე,
რომელიცა
დღესა
მარხვისასა
გამოიცვლის
საჭმელსა,
ხოლო
ცუდსა
ყოფაქცევასა
არ
გამოიცვლის.
ფარისეველნი ეგრედვე აყვედრებდნენ მაცხოვარსა და მოწაფეთა
მისთა,
ვითომც
ესენი
დაუბანელითა
ხელითა
სხდებიან
სუფრასა
ზედა,
არ
გარეცხენ
ჭურჭელთა
თვისთა,
ჩვეულებისამებრ
ურიათასა,
და
არ
მისდევენ
ეგრეთვე
სხვათა,
ამის
მსგავსთა,
გარეგანთა
უსარგებლოთა
ჩვეულებათა.
ვიცით
ჩვენ,
ძმაო,
სახარებითგან,
თუ
ვითარ
უპასუხებს
მაცხოვარი
ფარისეველთა
ამ
შემთხვევაში
და
ვითარ
გვასწავლის
ჩვენ
შესახებ
ამის
მსგავსება
ჩვეულებათა.
უპირატესი
ჩვენი
მეცადინეობა
მას
შინა
უნდა
მდგომარეობდეს,
რათა
განვიწმიდოთ
სული
და
გული
ჩვენი
და
არა
მხოლოდ
გარეშეობა.
კაცსა
შეაგინებს
არა
რაიმე
პირითა
შთამავალი
სტომაქში,
არამედ
იგი,
რაიცა
ამოვალს
გულისა
მისისაგან.
ფარისეველო
ბრმაო,
განსწმიდე
პირველად
შინაგანი
იგი
სასმელისა
და
პაროქსიდისა,
რათა
იყოს
გარეგანიცა
მისი
წმიდა.
აჰა,
რას
უპასუხებდა
მაცხოვარი
ფარისეველთა.
ერთი
სიტყვით,
ძმაო
ჩემო,
ეცადე,
რომ
აგიგო
და
შეიძინო
სული
ქრისტეს
სჯულისა;
ნუ
ატყუვებ
თავსა
შენსა:
ნუ
ჰგონებ,
რომელ
ოდესცა
აღასრულებ
ერთსა
მხოლოდ
ასოსა
სჯულისასა,
მაშინ
შენ
იყო
ნამდვილი
მოწაფე
ქრისტესი.
სული
გააცოცხლებს,
ასო
მოაკვდინებს.
კეთილი
ხასიათი,
განათლებული
გონება,
განწმედილი
გული,
მართალი
და
წრფელი
სვლა,
შიში
ღვთისა
და
სიყვარული
მოყვასისა
- აჰა,
რაი
არს
და
რასა
შინა
მდგომარეობს
ქრისტიანობა,
რომელიც
მოგვცეს
ჩვენ
ქრისტემან.
ამინ.
No comments:
Post a Comment