ანდრია მოციქული, პირველწოდებული (ბერძნ. Ανδρέας - „მამაცი“,
ლათ.
Andreas), ქრისტიანული
ტრადიციით,
ქრისტეს
თორმეტ
მოციქულთაგანი.
ხსენების
დღე
- 29 (12.05) აპრილი, 30 (13.12) ნოემბერი.
XI საუკუნიდან ანდრია მოციქული საქართველოში ცნობილი იყო როგორც
ქართველებში
ქრისტიანობის
პირველი
მქადაგებელ-გამავრცელებელი.
ანდრია
მოციქული
ორიგენს
(II-III საუკუნეები)
სკვითების
განმანათლებლად
ჰყავს
გამოყვანილი.
VIII-IX საუკუნეებში
ბიზანტიურ
მწერლობაში
ანდრია
მოციქული
პონტოს
მქადაგებლად
არის
დასახელებული.
ანდრია
მოციქულის
საქართველოში
მოღვაწეობის
შესახებ
პირველი
ცნობა
ნიკიტა
პაფლაგონიელს
(გ.
890) მოეპოვება.
მის
ნაშრომში
ანდრიას
წილხვდომილად
ჩრდილოეთია
აღნიშნული
და
თვით
იგი
იბერთა
და
სავრომატების,
ტავრებისა
და
სკვითების
განმანათლებლად
იწოდება.
ამგვარად,
ცნობა
ანდრია
მოციქულის
საქართველოში
მოღვაწეობაზე
ბერძნულ
მწერლობაში
IX საუკუნის
II ნახევარში
ჩნდება
და
საქართველოშიც
აქედანაა
შემოსული
X-XI საუკუნეებში.
ამ
წყაროზე
დაყრდნობით
ქართულ
ძეგლებში
პირველი
გარკვეული
ცნობა
ანდრიას
საქართველოში
მოღვაწეობის
შესახებ
გიორგი
მთაწმიდელს
(XI საუკუნის
II ნახევარი)
მოეპოვება.
ის
საქართველოს
ეკლესიის
დამფუძნებლად
ანდრია
მოციქულს
თვლიდა
და
ანტიოქიის
პატრიარქთან
პაექრობის
დროს
ქართული
ეკლესიის
დამოუკიდებლობის
უფლებას
ამ
ცნობაზე
დამყარებით
ამკტიცებდა.
შემდგომში,
ეფრემ
მცირემ
ეს
ცნობა
წმინდა
ნინოს
მქადაქებლობითი
მოღვაწეობის
ფაქტს
შეუთანხმა
და
საქართველოში
ქრისტიანობის
მეორეგზის
ქადაგების
აუცილებლობას
გამნარტება
მოუძებნა.
რუის-ურბნისის
საეკლესიო
კრებამ
(1103) ეფრემის
ეს
დებულება
უცილობელ
ჭეშმარიტებად
ცნო
და
დააკანონა.
No comments:
Post a Comment