XXX თავი. თქმული უნდოსა და გლახაკისა ხუცეს-მონაზონისა ბესარიონის მიერ. რომელი იყო უდაბნოით გარესჯით მრავალმთისაჲთ, მონასტერსა წმიდისა იოანე ნათლისმცემელისა, ხოლო წიგნსა ამას ეწოდების „გურდემლი“.


XXX თავი
სიტყვაჲ მათდა მიმართ თუ რაჲსა მიზეზისათვის ჩვილთა
ყრმათა და უჰასაკოთა არა აზიარებენ

კუალად ამას იქმან სხუათა თანა უწესობათა, რამეთუ უსრულთა და უჰასაკოთა ყრმათა არ აზიარებენ და ვჰკითხოთ რაჲ ამის მიზეზისათვის, გუჱტყვიან ვითარმედ, უსრულობისათვის ჰასაკისა ვერ გულისჴმაჰყოფენ საიდუმლოსა ამის ძალსაო.
ჰოი დიდი უგუნურებაჲ და სიტყუაჲ უმსგავსო და ყოვლისა სიცილისა ღირსი. მათ უხმობენ უგუნურად და უჰასაკოდ ხოლო ამათ, ჰასაკსა შინა სრულსა ცნობაჲ მამაკაცობრივი ვერ შეიმოსეს, არამედ უგუნურეს იქმნეს ძუძუსმწოვართასა.
რამეთუ ღვთისა ჩუენდა მომართ ურიცხუთა მოწყალებათა და ზეშთა სახიერებათა თავი და დასაბამი ნათლისღებაჲ არს, რაჲთა დიდთა საიდუმლოთა ნიჭი ამის მიერ აღესრულების მოგვენიჭების. ამას ხოლო ჩჩჳილთა მიანიჭებენ დღესა მას რომელსა შინა იშვეს და არა ხოლო თუ ესე, არამედ უკეთუ დაეყოვნოს საშოით გამოსლვა ვიდრე მუცელსა შინა იყოს დედისასა, მცირესა წყლისა სხურებითა, გინა თუ შეხებითა ნათელსცემენ: ესევითარმან ჩჩვილმან გინა თუ თუ მცირედ უმეტეს ამისა ჰასაკითა უსრულმან ვითარღა უწყიან საიდუმლო იგი წმიდისა ნათლისღებისა: და ვინაჲთგან უმეცარ არიან ყოვლისავე საღმრთოჲსა განგებულებისა, ვითარ შეერაცხის ნათლისღებად? და უკეთუ ესე ვითარნი ჩვილნი არა დაიყენებიან ნათლისღებისა მიმართ, უმეტესად ჯერარს რაჲთა დაუყენებელ იყვნენ წმიდისა ზიარებისა მიმართ. რამეთუ ვითარცა უნათლავნი ვერ მიემთხუჱვიან ცხორებასა საუკუნოსა სიტყვისაებრ უფლისა: ეგრეთვე უზიარებელნი ვერ ღირს  იქმნებიან ქრისტესთანა სუფევად ცხორებასა მას დაუსრულებელსა.
ხოლო ჩუენდა მოცემულ არს ძუელითაგანითა მით განწესებითა წმიდათა მოციქულთა და დიდთა ღვთისმეტყველთაგან: რათა ჩჩჳლთა ყრმათა ვიდრე მეორმეოცედ დღემდე უკეთუ სასიკუდინე სენი არა აიძულებდე არა ნათელვცემთ და მეორმეოცესა დღესა მსგავსად მხსნელისა, რაჟამს იგი ორმეოცისა დღისა აღიყუანა უბიწომან დედამან და სჳმეონ მიიქუა: ეგრეთვე აღიყვანის დედა ტაძრად და მღვდელი ნათელსცემს სახელსა ზედა წმიდისა სამებისა სამგზის დაფლვითა წყალთა შინა: და ჯმნისა სიტყუასა და აღსარებასა მართლისა სარწმუნოებისასა ყრმისა მის ნაცვლად ამქმელი იგი იტყჳს სარწმუნოებით და ყოველივე იგი ამქმელისა მიერ თქმული: ჩჩჳლისა მის ყრმისად შეირაცხების.
ეგრეთვე წმიდასა საიდუმლოსა ვაზიარებთ ჴორცსა და სისხლსა საუფლოსა სარწმუნოებით: და თანაზიარ ქრისტესა ვჰყოფთ და ასოდ მისა განუკუთნებთ სიტყჳსაებრ მოციქულისა: „ძმანო! თქუენ ხართ ჴორცი ქრისტესნი და ასონი ასოცა მისთაგანნი” (1 კორინთელთა 12, 27); ესრეთ ასოდ ქრისტესა იქმნების და ნუ გიკჳრს ესე, რამეთუ უსრული არს და ვერ აგრძნობს, რამეთუ ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს და არა რაჲ არს შეუძლებელ მისა: რამეთუ მან თქუა და იქმნნეს, ვითარცა იტყვის ფსალმუნი: და თავადმან ამცნო და დაებადნეს: რამეთუ ესრეთ ნებავს და ესრეთცა იქმს რათა ყოველნი ასო მისა იქმნენ: სრულნიცა და უსრულნი, ჰასაკოვანნი და უჰასაკონი, რამეთუ  ჴორციელსა შობასა თანა მიანიჭებს სულიერსა შობასა წყლისა მიერ და სულისა. ეგრეთვე  ჴორციელისა საზრდელისა თანა მიანიჭებს სულიერსა საზრდელსა: ჴორცსა და სისხლსა თჳსსა და იზიარებს სუფევასა თჳსსა. ვითარცა იტყჳს მოციქული: „აჰა ესერა მე და ყრმანი, რომელნი მომცნა მე ღმერთმან, რამეთუ ყრმათა ეზიარა ჴორცითა და სისხლითა” (ებრაელთა მიმართ 2, 13); ამისთჳსცა ჯერ არს უმეტესად უმანკოთა და ჩჩვილთა ყრმათა ზიარებაჲ დაუბრკოლებლად ჴორცსა და სისხლსა უფლისასა, რათა თანაზიარ ქრისტესა იქმნენ და ასო გუამისა მისისა, ვითარცა თჳთ თავადიცა შეიწყნარებდა სიხარულით ყრმათა ჩჩვილთა; მკლავთა მიიქუამდა და აკურთხევდა და ეტყოდა რომელნი აყენებდეს მისა მიმართ მისლვად: „ნუ აყენებთ მაგათ ჩემდა მომართ მოსლვად, რამეთუ ეგე ვითართაჲ არს სასუფეველი ცათადა კუალად იტყჳს:  „უკეთუ არა იქმნნეთ ვითარცა ყრმანი ვერ შეხვიდეთ სასუფეველსა ცათასა”, და კუალად იტყჳს: „რომელმან შეიწყნაროს ესევითარი ყრმა მე შემიწყნარარებსდა შემდგომი. ხოლო თქუენ რაჲსათვის დააბრკოლებთ უმანკოთა ყრმათა და არა ზიარჰყოფთ ქრისტესაარცა ასოდ მისსა განუკუთვნებთ. არა გესმითა ბრძანებაჲ იგი ქრისტესი: „რომელმან დააბრკოლოს ესე ვითარი ყრმანიდა კუალად: „ნუ აყენებთ მათ ჩემდა მომართ მოსლვადხოლო თქუენ კეთილად შეგირაცხიეს დაბრკოლებაჲ ყრმათა. არა გესმითა: „ეგე ვითართაჲ არს სასუფეველი ცათა”. ეგევითართა არსო უმანკოთა და უცოდველთა!   არა თუ ცოდვილთა და ბოროტთა შინა განბრთილთა და დაძუელებულთაამათ  მისცემთ უხრწნელთა საიდუმლოთა და მათ  ხოლო აყენებთ. მას ღამესა, რომელსაც შინა მრავალნი და დიდნი ბოროტნი ექმნეთ განთიად ზიარებასა მისცემთ და უმანკოთა და ჩვილთა ყრმათა დააკლებთ ზიარებისაგან. მათი ჯერ იყო აღსარებითა და სინანულითა და მრავლითა ცრემლითა და ოფლითა განწმენდა და მერმეცა მიახლებაჲ წმიდათა საიდუმლოთა ხოლო ამათი დაუბრკოლებელ ყოფაჲ და მიცემა წმიდისა ზიარებისა.
ამათ, ესევითართა უმანკოთათჳს ჴმობს ქრისტე ღმერთი: „რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა: იგი ჩემ თანა დადგრომილ არს და მე მის თანა”, ხოლო მათთჳს იტყჳს მოციქული:  „რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა: იგი ჩემ თანა დადგრომილ არს და მე მის თანა”, ხოლო მათთჳს იტყჳს მოციქული: „რომელი ჭამდეს პურსა ამას და სუმიდეს სასუმელსა ამას უფლისასა უღირსებით, ღვთისა თანამდებ არს იგი ჴორცსა და სისხლსა უფლისასა. ხოლო, რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასასჯელად თავისა თჳსისა ჭამს და სუამს” (1 კორინთელთა 11, 27).
ხედავთა რომე უღირსად ზიარებაჲ დასასჯელ არს და წარმწმყმედელ და თანანდებ ჰყოფს ჴორცსა და სისხლსა უფლისასა? ამისთჳს არა ჯერ არს განუწმედელთა მიახლებაჲ სიწმიდეთა და პირველ აღსარებისა და ჯეროვნისა სინანულისა ზიარებად წმიდათა საიდუმლოთა ჴორცსა და სისხლსა უფლისასა.
რამეთუ ვითარცა სტომაქი ხაშმი და სენიანი ვერ შეიწყნარებს სრულსა და მრთელთათვის შემზადებულსა საზრდელსა, არამედ უმეტეს აღმაორძინებელ და განმამრთელებელ სენისა და ხაშმისა ექმნების, ეგრეთვე მრავლითა ცოდვითა მიერ დასნეულებული სული და თითო სახეთა ვნებათა მიერ შეპყრობილი და ძლეული რაჟამს მიეახლოს ცეცხლსა საღმრთოსა უფროსად დაისჯების და განუმრავლდების ვნებანი და არა ხოლო თუ მოკლებაჲ იქმნების ვნებათა, არამედ განმრავლებაჲ.
ვითარცა იგი ექმნა იუდას, რამეთუ ვინადგან ბოროტი იგი ანგარებაჲ და სიყვარული საფასეთა, შური და ზაკუა გულსა ედვა და იგი არა განაქიქა, არცა შეინანა, არამედ წარმდებად და ურცხჳნოდ მიიღო ზიარებაჲ. ამისთჳს განვარდა და უმეტეს დაისაჯა და მერმე შიშთვილიბა.
ხოლო უმანკო იგი და სანატრელი წმიდანი მოციქულნი ეზიარნენ რაჲ და ღირს იქმნნეს მიღებად ჴორცსა და სისხლსა უფლისა: უმეტეს განბრწყინდეს და უზეშთაესთა მადლთა ღირს იქმნნენ: ხოლო ვაჲ უღირსად ზიარებაჲ და შეუნანებლად მიახლებაჲ საღმრთოთა სიწმიდეთა: და ვაჲ შორის ყოფაჲ ცხოველსმყოფელთა საიდუმლოთა და მისგან დაკლებაჲ: რამეთუ ორივე წარმწყმედელ არს და დამსჯელ: ერთი იგი უღირსად მიახლებისათვის: მეორე უდებებით დაშორებისათვის: რამეთუ ბოროტ არს უღირსად ზიარებაჲ და შეუნანებლად მიახლებაჲ საღმრთოთა სიწმინდეთა: და ვაჲ შორის ყოფაჲ ცხოველსმყოფელთა საიდუმლოთა და მისგან დაკლებაჲ: რამეთუ ორივე წარმწყმედელ არს და დამსჯელ: ერთი იგი უღირსად მიახლებისათვის: მეორე უდებებით დაშორებისათვის: რამეთუ ბოროტ არს უღირსად ზიარებაჲ: ხოლო უბოროტეს არს სრულიად მისგან დაკლებაჲ. ერთი იგი დასჯის და ცეცხლათ საუკუნოდ წარავლენს: ხოლო მეორე იგი სრულიად ცხოვრებისაგან დაკლებულ ჰყოფს და განაშორებს ქრისტესაგან: რამეთუ ქრისტე ბრძანებს: „უკეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისა და სუათ სისხლი მისი არა გაქუნდეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა. და რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა იგი ჩემ თანა დადგრომილ არს და მე მის თანა”.
ამისათჳს ძნელ არს მისგან დაკლებაჲ და შორს ყოფაჲ, რამეთუ თჳნიერ მისა ცხორებაჲ შეუძლებელ არს, რამეთუ ვითარცა შეუძლებელ არს უნათლავთათჳს ცხოვრებაჲ, ეგრეთვე შეუძლებელ არს უზიარებელთა ცხოვრებაჲ, ვითარცა ნათლისღებისათვის ჴმობს ქრისტე: „უკუეთუ არა იშუეთ წყლისაგან და სულისა ვერ ჴელეწიფებისა შესვლად სასუფეველსა ცათასა”. ეგრეთვე წმიდისა ზიარებისათვის ბრძანებს: „უკუეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისა და სუათ სისხლი მისი არა გაქუნდეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა”.
ხოლო უღირსად ზიარებისათჳს მოციქული პავლე იტყჳს ქრისტეს მიერ: „რომელი ჭამდეს პურსა ამას და სუმიდეს სასუმელსა ამას ღმრთისასა უღირსებით, ღმრთისა თანამდებ არს იგი ჴორცისა და სისხლისა უფლისა”.  იხილეთ რამეთუ ჴმობს მოციქული თანამდებ არსო ჴორცსა და სისხლსა უფლისა ვითარცა იუდა განმცემელი. რამეთუ მსგავსად მის ზზედა აც სისხლი და ჴორცი უფლისა და ვერცარა შემძლებელ არს საუკუნოდ გარდახდად უკეთუ აქავე არა შეინანა.
ხოლო იტყჳს გამოღაიცადონო კაცად კაცადმან თავი თჳსი და ესრეთ პურისა მისგან ჭამონ და სასუმელისა მისგან სუან. ესე იგი არს: განიხილენ კაცად კაცმან თავი თჳსი და გულისჴმაყონ ცოდვა თჳსი ნებსითნი და უნებლიეთნი, სიტყვითნი და საქმითნი აღუარონ ღმერთსა და მოძღვარსა და დაფარული გულისა თჳსისანი განაქიქონ და შემსგავსებული ცოდვისა თჳსისა. წამალი სინანულისა შეიწყნარონ და მერმე შიშით და სარწმუნოებითა მჴურვალითა მიეახლნნენ საიდუმლოთა ქრისტესთა და ეზიარნენ სისხლსა და  ჴორცსა ცხოველსმყოფელთა ღმრთისათა.
ხოლო მოსავნი პაპისანი იტყჳან: არა თუ უღირსებასა ზედა იტყვისო მოციქული ამას, არამედ ურწმუნოებასა ზედაო: უკეთუ სარწმუნოებაჲ აქუნდესო კმა ეყოფის გინა თუ ცოდვილი იყოს გინა თუ მართალიო: და სხუაჲ უმეტესი არღარა ეთხოვებისო: ამას ჩუენცა ესრეთ აღვიარებთ და ვიტყჳთ ვითარმედ რომე, მოუჴდებოდის ღმერთსა სარწმუნოებაჲ მტკიცე და გონებაჲ შეუორგულებელი. უჴმს რათა ჰრწმენეს კაცსა თჳნიერ ყოვლისა იჭვისა და ორგულებისა ჴორცად და სისხლაც ქრისტეს მეუფისა და ვითარმედ იგი არს თჳთ საუფლო ჴორცი მისი და თჳთ საუფლო სისხლი მისი. და ვითარმედ ძალუც მიტევება ცოდვათა და მინიჭებად ცხოვრებაჲ საუკუნო.
არამედსარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთა კეთილთა მკუდარ არს. ვითარცა იგი საქმენი კეთილნი თვინიერ სარწმუნოებისასიტყვისაებრ მოციქულსა იაკობისარაჲ სარგებელ არს, ძმანო ჩემნო, უკეთუ ვინმე თქუას: ვითარმედ სარწმუნოებაჲ მაქუს, და საქმენი არა ჰქონდენ? ნუ ძალ-უც-მეა სარწმუნოებასა [ხოლო] ცხოვნებად მისა?” და კუალად იტყჳს:  „შენ გრწამს, ვითარმედ ერთ არს ღმერთი, კეთილად იქმ, და ეშმაკთაცა ჰრწამს და ძრწიან მისგან” (კათოლიკე იაკობისი 2, 14; 2, 19). გნებავსა ცნობად, ჰოი კაცო ამაოო, რამეთუ სარწმუნოებაჲ თჳნიერ საქმეთასა მკუდარ არს.
რამეთუ არცა რად კეთილნი საქმენი სახმარ არიან უკუეთუ არა სარწმუნოებით იყოს. არცა სარწმუნოებაჲ უსაქმო შემძლებელ არს რისამე: არამედ ორივე ჯერარს მოგებად: სარწმუნოებაჲ სრული და საქმენი კეთილნი და ესრეთ მიახლებად და მოღებად ჴორცსა და სისხლსა ცხოველსმყოფთა: არა მარტოდ ჴორცისა, არამედ სისხლისაცა სიტყჳსაებრ უფლისა: „უკეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისა და სუათ სისხლი მისიდა შემდგომი. და კუალად: „მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ჴორცი ჩემი, და სუთ ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი”. და მოციქული იტყვის: „რომელი ჭამდეს პურსა და ამას და სუმიდეს სასუმელსა ამას ღმრთისადა შემდგომი.
და კუალად იტყჳს: „სასუმელი ესე კურთხევისაჲ, რომელსა ვაკურთხევთ, არა-მე ზიარებაჲ სისხლთა ქრისტესათაჲ არსა? და პურსა ამას რომელსა განვსტეხთ, არამე ზიარებაჲ ჴორცთა ქრისტესთაჲ არსა?” (1 კორინთელთა 10, 16).

ესრეთ ყოველსა ადგილსა საღმრთოთა წერილთა შინა ჴორცი წერილ არს და სისხლი და არა მარტო ჴორცი არცა მარტოდ სისხლი. არამედ ზოგად სისხლი და ჴორცი: რომლისა ღირსმცავართ ყოველნი დაუსჯელად მოღებად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა და ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, რომელსა შუენის ყოველი დიდება პატივი და თაყუანისცემა თანადაუსაბამოჲთ მამით და ყოვლადწმინდით სულით მისითურთ აწდამარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

ტექსტი ხელნაწერ S-3269- ის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ზაზა მამულაშვილმა.

No comments:

Post a Comment