წმ. იოანე ოქროპირი. ხვალინდელი საკვირაო სახარების პარალელური ტექსტის თარგმანება (განმარტება).


სახარებაჲ: "უკუეთუ ვისმე უნდეს სული თჳსი განრინებად, 
   წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, მან 
   პოოს იგი. რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს 
   და სული თჳსი იზღვიოს? ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა 
   თჳსისა?" (16,25-26). 

      თარგმანი: ხოლო სიტყუაჲ ესე, რომელსა იტყჳს, ესევითარი არს, 
   ვითარმედ: არა თუ უწყალოებისა თქუენისათჳს გეტყჳ ესრეთ, არამედ რომელ-იგი 
   ფრიად მეწყალით და მიყუართ. რამეთუ მამასაცა რომელი უყუარნ 
   შვილი, სწავლინ და კეთილსა ზედა აიძულებნ. უკუეთუ არა ესრეთ იქმოდის, 
   უფროჲსღა სძულს მას შვილი იგი და არა უყუარს. და ერისთავმან 
   უკუეთუ ჟამსა ბრძოლისასა მჴედარნი თჳსნი შეაყენნეს სახლსა, დაუგოს 
   ტაბლაჲ და ასუმიდეს ღჳნოსა სიმთრვალედ, იგი არა მოყუარე არს მათი, 
   არამედ წარმწყმედელი, რამეთუ მოვიდიან მბრძოლნი და პოვნიან იგინი 
   განუმზადებელად და არასადაჲთ გამოჩნდის ახოვნებაჲ მათი. 

      ამისთჳსცა, რაჲთა არა ესევითარი შეგემთხჳოს თქუენ, ჯერ-არს სამარადისოჲსა 
   სიკუდილისა მიმართ განწყობაჲ თქუნი. რამეთუ აწცა ბრძოლაჲ 
   ეგულების მოსლვად სასტიკი. ნუმცა ვინ უკუე მოწაფეთა ჩემთაგანი უდებებით 
   იქცევის, არამედ განვედინ ბრძოლად; უკუეთუ ბრძოლასა მას შინა 
   მისცეს სული თჳსი სიკუდილად, და იგიცა, რომელი ყოველთა უპატიოსნეს 
   არს მისა, ჩემისა სიყუარულისათჳს წარიწყმიდოს და ჴელთა სიკუდილისათა 
   მისცეს, მაშინღა აცხოვნოს იგი სრულიად. 

      რამეთუ უკუეთუ ბრძოლათა მათ შინა სოფლიოთა, რომელი განმზადებულ 
   იყოს უშიშებით ბრძოლად და არა ჰრიდებდეს სიკუდილსა, იგი არს 
   ქებულ უფროჲს ყოველთა და უცთომელ (და რაჲ არს მისი იგი საქმე? შე-რაჲ-ვიდეს 
   განწყობილსა მას მბრძოლთასა და მოკუდეს, ძალ-უცა მეფესა 
   კუალად აღდგინებაჲ მისი, რომლისათჳს ღუაწლი იგი აღესრულა? ნუ 
   იყოფინ! და ეგრეთცა საქებელვე არს და საწადელ ყოველთა მიერ ახოვნებაჲ 
   მისი და სიკუდილისაგან უშიშობაჲ), რავდენ უკუე უმეტესად 
   სულიერსა ამას მჴედრობასა შინა, სადა-ესე სასოებაჲ აღდგომისაჲ უტყუელი 
   არს. რომელმან მისცეს სული თჳსი სიკუდილად, მან ჭეშმარიტად 
   აცხოვნოს იგი, რამეთუ უაღრესსა მას სანატრელსა ცხორებას შეიყვანოს. 

      ხოლო ვინაჲთგან თქუა: "რომელსა უნდეს სული თჳსი განრინებად, 
   წარიწყმიდოს იგი; და რომელმან წარიწყმიდოს სული თჳსი ჩემთჳს, ამან 
   პოოს იგი"; და მუნ ცხორებაჲ თქუა და წარწყმედაჲ და აქა - ცხორებაჲ 
   და წარწყმედაჲ, რაჲთა არავინ ჰგონებდეს, თუ სწორ არს ესე ცხორებაჲ 
   და იგი, და ესე წარწყმედაჲ და იგი, არამედ გულისჴმა-ყოს, ვითარმედ 

   ესოდენი განყოფილებაჲ არს მის ცხორებისაჲ და წარმავალისა ამის ცხორებისაჲ, 
   რაოდენ განყოფილ არს ცხორებაჲ სიკუდილისაგან, ამისთჳს წინააღმდგომისა 
   ამის კერძისაგან საცნაურ-ჰყოფს ამას და იტყჳს: 'რაჲ სარგებელ 
   ეყოს კაცსა, უკუეთუ ყოველი სოფელი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს?' 
   ჰხედავა, თუ ვითარ უჯეროჲ იგი და უწესოჲ ცხორებაჲ უძჳრეს არს 
   ყოვლისა წარწყმედისა და უკურნებელ? რამეთუ არღარაჲ იპოების გამომჴსნელ 
   მისა, შთავარდეს რაჲ წარწყმედასა. რამეთუ ნუ ჰგონებ, თუ რომელი 
   სიკუდილსა ესევითარსა განერეს, მან განარინა სული თჳსი; არამედ თქუ 
   ესეცა, თუ განრომასა მას თანა სიკუდილისასა ყოველიცა სოფელი შეიძინოს, 
   რაჲ უკუე სარგებელ ეყოს ამის ყოვლისაგან, ვინაჲთგან საუკუნოსა წარსაწყმედელსა 
   მიეცეს? რამეთუ უკუეთუ იხილნე მონანი შენნი შუებასა შინა 
   და განსუენებასა, და შენ სიყმილითა მოსწყდებოდი, იყომცა რაჲა სარგებელ 
   შენდა სახელი უფლებისაჲ? ნუ იყოფინ! ეგრეთვე არს სული; ოდეს ჴორცნი 
   შუებასა და განცხრომასა შინა იყვნენ და იგი თანამდებ იყოს საუკუნოჲსა 
   მის წარწყმედისა და მას მოელოდის, რაჲ სარგებელ არს მისდა? ამისთჳსცა 
   იტყჳს, ვითარმედ: "რაჲ მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა თჳსისა?" არა 
   თუ სხუაჲ სული აქუს, თუმცა იგი მისცა. რამეთუ საფასენი თუ წარწყმიდნეს, 
   კუალად სხუანი იპოებიან, გინა თუ სახლი, გინა თუ საცხოარი, 
   ანუთუ სხუაჲ რაჲმე, ყოვლისა ნაცვალი იპოების. ხოლო სული თჳსი თუ 
   წარიწყმიდოს, სხუაჲ სული არა ეპოების, რაჲთამცა მისცა ცხოვნებული. 
   დაღაცათუ ყოველი სოფელი აქუნდეს, დაღაცათუ მეფე იყოს ყოვლისა 
   ქუეყნისაჲ, ვერ ჴელ-ეწიფების სულისა ერთისა მოგებაჲ, დაღაცათუ ჴელმწიფებაჲ 
   აქუნდეს ყოვლისა სოფლისა მიცემად. და რაჲ საკჳრველ არს, უკუეთუ 
   სულისათჳს ესრეთ ვიტყჳ, ვინაჲთგან ჴორცთათჳსცა ესრეთვე არს? რამეთუ 
   დაღაცათუ ყოვლისა სოფლისა მეფე ვინ იყოს და აქუნდეს გუამი ბუნებით 
   უძლური და სენიანი, ვერ ძალ-უც სხჳსა მრთელისა გუამისა მოგებად, 
   დაღაცათუ მრავალნი გუამნი და ქალაქნი და ქუეყანანი მისცნეს სასყიდ/ლად. 
   ეგრეთვე სულისათჳს გულისჴმა-ყავ, და უფროჲს ყოვლისა - სულისათჳს. 

      ამისთჳს უგულებელს-ყავ ყოველივე და სული თჳსი იღუაწე, კაცო, 
   რაჲთა არა მოიგო იგი კნინსა ამას ჟამსა და საუკუნოდ წარსწყმიდო; 
   რამეთუ, რომელმან ჰრიდოს მას ქრისტესთჳს მიცემად სიკუდილდ, მან 
   საუკუნოდ წარიწყმიდოს, ხოლო რომელმან წარიწყმიდოს იგი ამას საწუთროსა, 
   ესე იგი არს, არა ჰრიდოს სიკუდილდ მიცემაჲ სახელისათჳს ქრისტესისა, 
   მან პოოს იგი სასუფეველსა ცათასა. 

      და ამის სიტყჳსა განმარტებაჲ ვრცელადრე ზემოთა მათ სიტყუათა შინა 

   მითქუამს, არამედ აწ ამას ვიტყჳ: გულისჴმის-ყოფით ყურად-იღეთ კაცად-კაცადმან 
   სიტყუანი უფლისანი და ეკრძალენით წარწყმედასა სულისასა, 
   რამეთუ არად სარგებელ არს სიმდიდრე სოფლისაჲ და დიდებაჲ კაცობრივი 
   და შუებაჲ ჴორცთაჲ, უკუეთუ სული წარწყმედილ იყოს და ბევრეულთა 
   ბოროტთაგან შებღალულ. 

      ამისთჳსცა იტყჳს უფალი: "რაჲ მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა თჳსისა?" 
   ჭეშმარიტად არარაჲ იპოების ნაცვალად მისა. 

      აწ უკუე, მორწმუნენო, იგი შევიკრძალოთ, იგი ვიღუაწოთ, მისი ცხორე/ბაჲ 
   საძიებელ იყავნ ჩუენდა, და მისისა წარწყმედისაგან განრინებაჲ ყოვლითავე 
   ღონისძიებითა მოვიპოოთ. რამეთუ განმზადებულ არს მოღუაწეთათჳს 
   ღმრთისმსახურებისათა სასუფეველი ცათაჲ და ნიჭნი იგი მიუთხრობელნი, 
   ვითარ-იგი ცოდვილთათჳსცა განწესებულ არს მისაგებელი. ამისთჳსცა უფალმან 
   ვინაჲთგან სიყტუანი ესე საშინელნი წარმოთქუნა, მერმე შემდგომითა ამით 
   სიტყჳთა ნუგეშინის-სცემს მოღუაწეთა თჳსთა და იტყჳს: 

      სახარებაჲ: "რამეთუ მოსლვად არს ძე კაცისაჲ დიდებითა მამისა 
   თჳსისაჲთა ანგელოზთა მისთა თანა, და მაშინ მიაგოს კაცად-კაცადსა 
   საქმეთა მათთაებრ"(16,27). 

      თარგმანი: ჰხედავა, ვითარ ერთ არს დიდებაჲ მამისა და ძისაჲ, 
   რამეთუ არა თქუა, თუ: მოსლვად არს ესევითარითა დიდებითა, ვითარი 
   მამისაჲ არს, რაჲთამცა შეცვალებაჲ რაჲმე ვინ უძლო მოგონებად; არამედ 
   მოსლვად არსო დიდებითა მამისაჲთა, რომელ-ესე სრულიადსა მას და 
   განუყოფელსა ერთობასა აჩუენებს, ყოვლადვე შეუცვალებელსა. ხოლო ვინაჲთ/გან 
   დიდებაჲ ერთ არს, ეგრეთვე ბუნებაჲ ერთ არს; ერთი ძალი, ერთი 
   არსებაჲ, ერთი დიდებაჲ, ერთი ბუნებაჲ მამისა და ძისა და სულისა წმიდისაჲ. 

      რაჲსათჳს უკუე გეშინისო, ჵ პეტრე, სიტყჳსა ამისგან, თუ: ჯერ-არს 
   ჩემდა ვნებაჲ და სიკუდილი. გულისჴმა-ყავ, რამეთუ მოსლვად ვარ 
   მიუთხრობელითა მით და კაცთაგან მოუგონებელითა დიდებითა. მაშინ მიხილო 
   მე და განჰკჳრდე, იტყჳს უფალი, მაშინ თქუენცა იდიდნეთ დიდებითა 
   საუკუნოჲთა და ჩემ თანა იხარებდეთ. რამეთუ არა თუ საქმე თქუენი ამას 
   საწუთროსა თანა განქარვებად არს, არამედ ფრიად უაღრესსა და უკუდავსა 
   და საუკუნესა დიდებასა მიმავალ ხართ, ოდეს-იგი მოვიდე დიდებითა მით 
   მამისაჲთა და მივაგებდე კაცად-კაცადსა საქმეთა მათთაებრ. 


No comments:

Post a Comment