ერთი ძველი, საღმრთო მოთხრობა, გადმოცემული ჩვენდამო წმიდათა მამათაგან, გვეტყვის ჩვენ, რომელ, ოდესაც ყოვლად-წმიდა მარიამ შობითგან იყო მხოლოდ სამისა წლისა, მშობელთა მისთა, იოაკიმე და ანნამ, თანახმად აღთქმისა თვისისა, მიიყვანეს იგი იერუსალემს ტაძარსა შინა და მიაბარეს მუნ აღსაზრდელად, და იმ ჟამითგან იგი სწავლობდა საღმთოსა წერილსა და ეჩვეოდა კეთილსა ზნეობასა. ეს არის ის შემთხვევა, რომელსა ჩვენ ახლა ვდღესასწაულობთ, ქრისტიანენო! მაშასადამე აწინდელი დღესასწაული ყოველთა მშობელთა, რომელთა უვიან ძენი და ასულნი და უყვარან იგინი, ასწავლის და აფრთხილებს, ადრითგანვე იფიქრონ სწავლა და აღზრდა მათი; ადრითგანვე დანერგონ გულთა შინა მათთა ყოველი კეთილი ზნეობა და ჩვეულება. რა სახით უნდა აღასრულონ მათ ეს დიდი მოვალეობა? იოაკიმე და ანნამ თვისი მხოლოდ-
შობილი ასული მიაბარეს ტაძარსა შინა მსახურთა ტაძრისათა; გარნა ეს იყო საკუთარი ღვთის განგებულება; ამას ყოველი მშობელი ვერ მოჰბაძავს და არცა გვაქვს ჩვენ ჩვეულებად მიბარება შვილთა ტაძართა შინა აღსაზრდელად. მაშასადამე, როგორ უნდა მოიქცენ აწ მშობელნი? ისინი უნდა ეცადნენ, რომ თვით საკუთარი მათი სახლი და ოჯახი გარდაიქცეს საღმრთო საყდრად, აღმზრდელად და განმანათლებელად თვისთა შვილთა და ასულთა და ნაცვლად ტრაპეზისა მსახურთა თვით მშობელნი ადრითგანვე ზრდიდნენ და ანათლებდნენ თვისთა მშობელთა.
მართალია, რაც შეეხება კარგის ზნეობის და ზრდილობის სწავლასა, ამაზე ჩვენ, მცხოვრებთა იმერეთისათა, გვქონან რომელნიმე ძველითგანვე მიღებულნი და განმთკიცებულნი ჩვეულებანი: ყოველნი ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებნი, მეტადრე კეთილშობილნი, ასწავლიან,
რაც შეუძლიათ, თვისთა შვილთა და მიაჩვევენ ზრდილობასა, თავაზიანობასა, დარბაისლობასა. ერთს ჩვენს მაღალს, ძველს, წარჩინებულს პოეტს მშვენიერად გამოუთქვამს: გვარი ათასად დაფასდა, ათიათასად - ზრდილობა, და ეს მოკლე ძლიერი და მშვენიერი სიტყვა კარგად გამოჰხატავს ჩვენსა ხასიათსა; ჩვენ მოგვწონს, როდესაც ვხედავთ კარგად გამოზრდილსა ყმაწვილსა; ჩვენში ყოველ კაცს დიდ-ქებად მიაჩნია, როდესაც მასზედა იტყვიან, რა კარგი ზრდილობიანი კაცი არისო. და თუ ვისმეს უთხრეს უზრდელი ხარო, ეს მიაჩნია მას უკანასკნელ გინებად. გარნა სახელდობრ, რაში მდგომარეობს ეს ჩვენი ზრდილობა? ვგონებ, რომელ ჩვენ ზრდილობიანობას ვეძახით მხოლოდ გარეგანსა ქცევასა. თუ ბავშვი არის თავაზიანი, ლაპარაკში მომფერებელი, მას ვეძახით ჩვენ კარგს ზრდილობიანსა; გარნა ეს საკმაო არ არის, ძმანო ჩვენო. კი ესეც საჭირო არის და კარგი, რომ ბავშვი იქცეოდეს ზრდილობიანად; საზოგადოებაში ურიგოდ და შემარცხვენელს არას იტყოდეს და იქმოდეს, გარნა უმთავრესი საქმე შვილის გამოზრდისა სხვა არის. კაცი არა თუ მხოლოდ გარეგანითა ქცევითა უნდა იყოს კარგი, არამედ შინაგანი სულიერი თვისება, გულის და სულის ხასიათი უნდა ჰქონდეს კეთილი. გარნა იმ სახით აღზრდა შვილისა, რომ ყოველთვინ მან იქონიოს კეთილი ხასიათი, არის ფრიად მძიმე და ძნელი საქმე და მოითხოვს დიდსა და გაუწყვეტელსა მეცადინეობასა მშობელთაგან. ნუ გგონია, ძმაო ჩემო, რომელ ცოდვა და მადლი, კეთილი ანუ ბოროტი ზნეობა, კარგნი ანუ ავნი მიდრეკილებანი ადამიანის გულში გაჩნდებიან მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი არის მოსული ჰასაკსა შინა? არა, თითქმის იმჟამითგანვე, ოდეს შვილნი შენნი არის ჩჩვილი, შეატყობ მას, რომელ მის გულში არის ნერგი ყოველთა მომავალთა თვისებათა, მაშასადამე, იქითგანვე უნდა იწყო მისი სწავლა და გამოზრდა, იქითგანვე უნდა მიაჩვიო ყოველსა კეთილსა და გარდააჩვიო ყოვლისა ბოროტისაგან. ყოველთა მათ ცოდვათა და უწესობათა, რომელთა აწ საუბედუროდ, ვხედავთ მცხოვრებთა შორის ამა ქვეყნისათა, მე თითქმის იმას ვაბრალებ და იმით ავხსნი, რომელ იგინი სიყრმითგანვე იყვნენ მოკლებულნი კეთილ-გონიერსა ყურადღებასა და გამოზრდასა. რისთვის არის ჩვენს ქვეყანაში ესოდენი შფოთი, სიძულვილი, შური ურთიერთთა შორის? ვგონებ უმეტესად მისთვის, რომ სიყრმითვე და ბავშვობითვე მშობელნი არ ცდილობენ და არ დანერგვენ სიყვარულსა, ერთობასა შვილთა შორის. სითგან არის ეს უბედურება ჩვენში, რომელ მართალსა და პირმოუფერებელს კაცს ათასში ერთს ვერ იპოვნი, არამედ ყოველი კაცი მრუდედ, მზაკვრებით და ფარისევლაბით ლაპარაკობს და იქცევა? ადვილად აიხსნება ეს. გაიხსოვნე, ძმაო, როგორ იზრდებიან ბავშვები სოფლებში: როდესაც ბავშვი შეიქმნება სამისა ანუ ოთხისა წლისა, ესე იგი, ფეხი რომ აიდგა, თავის თავად შეიძლო სიარული, ამ ჟამითგანვე დაწყებული იგი არის სრულიად თავისუფალი და აშვებული; დადის ყოველგან, დარბის ქუჩებში; რას ნახავს, რას გაიგონებს, რას ეჩვევა, რა ჰაზრი და თვისება გაუჩნდა, ამას არავინ იკითხავს. თუ ღმერთმა ჰქმნა და შობითგანვე კარგი ხასიათი ქონდა, იქმნება, რომ გადარჩეს უბედურებას და არ ისწავლოს ყოველი სიცუდე; გარნა ესრეთნი არიან მცირედნი; თითქმის სუყველანი ამ ჟამითგან სრულიად განირყვნებიან, ყოველ ცუდს საქმეს გაიგებენ და მიეჩვევიან, ისე რომ მშობელნი ვერც კი შეიტყობენ, სად რა ისწავლა საწყალმა ბავშმა. ასე არის ამ ჩვენს ქვეყანაში. გარნა სხვა ქვეყანაში სხვაფერ არის. სხვა უცხო ქვეყნებში ბავშვები, როგორც რომ მიეჩვევიან სიტყვის გამოთქმას, მაშინვე დედ-მამა ასწავლის მათ ლოცვებს; როგორც შეიქმნება ექვსისა წლისა, მაშინვე მისცემენ სკოლაში, რომელიც ყოველს სოფელში არის, და ესრედ შობითგან სრულს ჰასაკსა მოსვლამდე შვილი ნასწავლი, დარიგებული, გაწვრთნილი გამოვა ფრთხილი, გონიერი მტკიცე, მეცადინე, შრომისმოყვარე და მამულის სასარგებლო.

ხშირად ისმის საზოგადოებასა შინა ჩივილი და დრტვინვა მას ზედა, ვითომც ყმაწვილნი აწინდელთა სახაზინოთა სასწავლებელთა შინა, არა თუ კარგად არ სწავლობენ, არამედ ფუჭდებიან ზნეობითა. მე არ მივიღებ აქ თავზე გამართლებასა მათსა, რომელთა საზოგადოება მიაბარებს აღზრდად შვილთა თვისთა. ამას კი ვიტყვი, - თვით იგინი როგორ ამართლებენ თავთა თვისთა: რა ვქმნათ ჩვენ, მაშინ ოდესაც, ვიდრე მშობელნი მოგვაბარებდნენ შვილთა თვისთა, ესენი კიდეც არიან გაფუჭებულნი ზნეობითა. რა გააფუჭებს ანუ როგორ გაფუჭდება ესრეთი მცირე-წლოვანი ბავშვი? მაგალითი და ხედვა მშობლის ქცევისა. ბავშვს, როგორადაც მდაბიურად იტყვიან, ჭკუა თვალში აქვს: რასაც ხედავს, იმას მიეჩვევა; რაც ესმის, იმას დაიხსოვნებს. მაშასადამე, ამაო იქნება სიტყვიერი სწავლა და დარიგება მშობლისა, და ეგრედვე მასწავლებლისა, უკეთუ იგი ენით ერთს იტყვის და საქმეს კი სხვას აჩვენებს. აჰა რისთვის ვსთქვით ჩვენ თავითგანვე, რომელ საკუთარის მშობლების სახლი და ოჯახი უნდა გარდაიქცეს საყდრად, აღმზრდელად შვილთა.
ეს ყოველივე უნდა გქონდეს სახეში თქვენ, მშობელნო, რომელმა ღმერთმან მოგცათ ძენი და ასულნი! გამოზრდა მათი არის უმთავრესი საქმე თქვენის ცხოვრებისა. თვით ღმერთი ოდესმე მოიკითხავს თქვენგან, უკეთუ თქვენითა ცუდითა ყოფაქცევითა მიეცა რომელიმე დაბრკოლება შვილთა თქვენთა; გარნა უკეთუ თქვენ თვითონაც იქცევით პატიოსნად. მაშინ შვილნიცა თქვენნი ისწავლიან პატიოსნებასა და მიიღებენ კეთილსა ზნეობასა. - ამინ.
No comments:
Post a Comment