წმ. ეფრემ ასური. შესვენებულთათვის


აცნი მორწმუნენი რომელნი განმზადებულ არიან მარადის წიგნთაგან სმენად ნუგეშინის-ცემისათვის, არა ჯერ-არს, ვითარმცა მწუხარებაი ეუფლა მათ ზედა, გინა თუ მგლოვარებამან დააბრკოლნეს გონებანი და სულნი მათნი.
რამეთუ აჰა ესერა სავსე არიან წინას¬წარმეტყუელნი ნუგეშინის-ცემითა და მოციქულნი სასოებითა მათთვის, რომელნი სარწმუნოებით ისმენენ და შეუორგულებელად ჰრწამს, ხოლო უღმრთონი ამისთვის ჰყოფენ გლოვასა, რამთუ არა მოელიან აღდგომასა;
და მწვალებელნი ამისთვის მეტად ჰყოფენ მწუხარებასა, რამეთუ არა აქუს სასოებაი აღდგომისა; ხოლო რომელნი ესვენ აღდგომასა, არა მეტად იგლოვენ; და რომელნი მოელიან მერმისა ცხოვრებასა, არა გარდარეულად მწუხარე არიედ; და რომელნი მოელიან მერმისა ცხოვრებასა, არა გარდარეულად მწუხარე არიედ; და რომელთა ჰრწამნ წმიდათა წიგნთაი, მუნვე სმენითა მათ წიგნთათა ნუგეშინის-ცემულ არიედ, რამეთუ წინასწარმეტყუელთა თქუეს განცხოველებისათვის, და მოციქულთა ქადაგეს აღდგომისათვის.
და ერთი წინასწარმეტყუელთაგანი იტყოდა ამას, _ იგი, რომელ იქმნა შარავანდედ და წინაწარმეტყუელ, დავით მართალი, _ და თქუა ესრეთ: მოუღის სული მათი მათგან და მოაკლდიან და მიწადვე თვისა მიიქციან. გამოავლინი სული შენი და დაამტკიცნი. და ესაია იტყვის: ცხონდენ მკუდარნი იგი მათნი, და შესუენებულთა განისუენონ, და აღდგენ და აკურთხევდენ ღმერთსა, რომელნი დაძინებულ არიან მიწასა. და ეზეკიელ წინაწარმეტყუელებდა განხმელთა მაგათ ზედა ძუალთა და შეემოსა მათ ყოველთა ხორცი, და აღდგომითა ძუალთაითა განმრავლდა სასოებაი კაცთაი და დანიელ თქუა: მივედ და განისუენე სიკუდილსა შინა და ასდგე ჟამსა დასასრულსა დღეთასა.
და ყოველსავე ადგილსა გვიჩუენა ჩუენ, ვითარმედ რომელნი-იგი მოკუდეს, იგინივე აღდგენ; და რომელნი განირყუნეს, იგინივე განცხოველდენ; და რომელნი-იგი იქმნეს ვითარცა არარაი, იგინივე განდიდნენ და აღმაღლდენ.
და რაითა არა ეგონოს მწვალებელთა, ვითარმედ წინასწარმეტყუელთა ხოლო ქადაგეს აღდგომისათვის ხორცთაისა, ისმინე მოციქულისაი მის, რომელ არს სუეტი და სიმტკიცე, მოძღუარი კეთილი და წინამძღუარი ეკლესიათაი, რასა-იგი იტყვის, რამეთუ არიან ვინმე თქუენგანნი, რომელნი, იტყვიან, ვითარმედ: აღდგომაი მკუდართაი არა არსო. უკუეთუ მკუდარნი არა აღდგენ, ქრისტეცა არა აღდგომილ არს.
აწ დაჰბრკოლდა სარწმუნოებაიგი თქუენი და ქადაგებაБ ჩუენი და ვიპოვენით ჩუენ ცრუ მოწამე, რომელთა ვწამეთ ღმრთისათვის, ვითარმედ: აღადგინა ქრისტე, რომელ-იგი არა აღადგინა მკუდრეთით. აწ აღადგინა ქრისტე და მოსცა სასოებაი მოკუდავთა, რათა ნუგეშინის-ცემულ იქმნენ მის მიერ. და მერმე იტყვის მოციქულივე იგი, ვითარმედ: შესუენებულთა მათთვის ნუ მწუხარე იქმნებით ვითარცა სხუანი, რომელთა არა აქუს სასოებაი აღდგომისაი. უკუეთუ გრწამს, ვითარმედ აღდგა ქრისტე მკუდრეთით, ეგრეცა, რომელთა შეისუენეს ქრისტეს მიერ, იგი ცხონდენ.
აწ იგი საფასე, მცენარე კეთილი და აღდგომაი ცხოველთაი, რომელმან დაჰბადა ადამიანი არარაისაგან, და რამეთუ გარდაჰხდა იგი მცნებათა მისთა და დასდვა მას ზედა სიკუდილი. და თავადი იგი განმზადებულ არს განცხოველებად შესუენებულისა მის, რომელმან იჯმნა ჩუენგან.
უკუეთუ ოდეს იგი არა იყო, და შექმნა იგი, უფროი აწ განხრწნილისაი მის უადვილეს არს განცხოველებაი და აღდგინებაი, და ჩუენ მეცნიერებით მოგუცა მადლი მისა მიმართ მამისა მიერ, რომელ არა არს განცხადებულ და დაფარულ არს შორის ქუეყანასა და მსგავსად ხორცთა განბნეულ და დათესულ არიან, და ჩუენ განვკუეთით ქუეყანაი და აღმოვიღით იგი მიერ, რავდენ უფროის ყოვლისა მპყრობელი იგი მეცნიერებით ყოველსავე, რომელმან არა თუ სიტყვისა ვისგან მოიღო მეცნიერებაი, უადვილე არს მისა აღდგინებად ადამისა და მიგებად მართალთა მისაგებელი კეთილი და რჩეულთა მისთა ნიჭი, ხოლო უძღებთა და უღრმთოთა _ პატიჟი სასიკუდინე.
და ღათუ ძირი ესე მწარე არს და სალმობაი ძლიერ და ძალითა თვისითა შეარწყუნა ყოველი გუამი ჩუენი, ხოლო ჩუენდა ეგრე წეს-არს, რაითა აღვიხილნეთ თუალნი საცნობლნი და ზრახვითა ფრთხილითა ნუგეშინისცემულ ვიქმნეთ და აღსარებითა ღმრთისაითა ნუგეშინის-ვსცეთ თავთა ჩუენთა, ვითარცა წერილ არს: და მოველოდით მეცნიერებით, რამეთუ აღთქუმანი ღმრთისანი არა სიცრუვით არიან და სასოებაი იგი ჩუენი დამარხულად გუელის.
და ღათუ ჟამ ერთ ნაკლულევან ვიქმნნეთ არა ხილვითა მეგობართა ჩუენთაითა მიზეზითა განშორებისა მათისაითა, თუმც განვამრავლებთ მწუხარებასა და გლოვასა, არამედ ნუგეშინის-ვიცეთ სასოებითა ღმრთისათა და შევიკრძალნეთ თავნი თვისნი.
აწ ვინ წარგვიქცინა ჩუენ ძლით, ანუ ვინ წარგუტყუენნა ჩუენ სოფლით? _ არამედ მანვე, რომელმანცა მომიყვანნა სოფლად. რომელი-ესე არა ვიცოდეთ სოფლად, მანვე წარგვიყვანნეს ჩუენ ამიერ სოფლით ჟამსა თვისსა მსგავსად ნებისა თვისისა. და ვითარცა ხელითა შობისათა იქმნა შემოსვლაი ჩუენი სოფლად, ეგრეცა ხელითა სიკუდილისათა იქმნეს წარსვლაი ჩუენი სოფლისა ამისგან და მივიცვალნეთ სოფელსა მას წარუვალსა.
რამეთუ გარდაჰხდა ადამი მცნებასა უფლისასა, და მოიწია მის ზედა ბრძანებაი სიკუდილისაი და მის გამო ყოველნი ნაშობნი მისნი მიიცვალებიან მუნვე მიწად, ვინაიცა დაებადნეს. და დაიხრწნეს ყოველი ხატი მათი, და ბრძანებითა ღმრთისაითა და ხმითა ნესტვისაითა აღემართნენ მიერ მიწით, რამეთუ მიეახლა ხელი დამბადებელისა მათისაი მიწასა მას ადამისსა.
იხილა და ესმა, იყნოსა და გამოცადა, განიშოვრა და გულისხმა-ჰო და ცნა, რამეთუ გარდაჰხდა მცნებათა ღმრთისათა; დაეცა და განიხრწნა და იქმნა ვითარცა არარაი. წყალობითა ღმრთისაითა მერმე განცხოველდეს, გამოიცადოს, განდიდნეს და სუფევდეს და ღმერთმან ჩუენმან ძლიერმან და დიდებულმან, რომელმან მოაწია სიკუდილი ყოველთა ზედა ხორციელთა და განაწესა ყოველივე, ვითარცა მას უნდა, და ყოველთაБვე იგი ჟამი თან უწყის და მანვე რომელმან სათნო-იყო ესე და მიაქცია ესე ჩუენგან, თავადმან განაცხოველოს და დაადგინოს იგი მარჯუენით მისა და ახაროს მას სასუფეველსა მისსა და დაწეროს სახელი მისი წიგნსა მას ცხოველთასა ყოველთა თანა ნების-მყოფელთა მისთა. და სახელი მისი ნუმცა დაივიწყების თქუენ შორის, და სახსენებელი მისი განეწესენ შვილითი შვილად.
და თქუენ რომელთა-ეგე შეგიმოსიეს გლოვაი და ჭირი, მოავლინენ ღმერთმან წყალობაი მისი და ნუგეშინის-გეცინ თქუენ მადლითა თვისითა და აღასრულენ ნებაი თქუენი და მონასა მას თვისსა მიეცინ ნაწილი და მკვდრობაი სასუფეველსა მისსა ცხებულისა მისისა მიერ.

და თქუენ, მამანო და ძმანო, რომელნი მოშუერით და აღასრულეთ წესი იგი მეგობრისა მის თქუენისაი, მოგეცინ თქუენ უფალმან მოსაგებელი კეთილი, რამეთუ აღასრულეთ წესი იგი, რომელსა იტყვის: გიხაროდენ მოხარულთა თანა და ტიროდეთ მტირალთა თანა. და თქუენ მოგეცინ უფალმან მეგობართა თქუენთა მიერ პოვნათ კეთილისა, და თავადი უფალი რომელი-იგი ნუგეშინისმ-ცემელი არს ყოველთა მონათა თვისთაБ, ნუგეშინის-გეცინ თქუენ და მოგაგენ მოსაგებელი კეთილი სასუფეველსა მას ცხოველთასა წმიდისა ცხებულისა მისისა მიერ საუკუნეთა მიერ საუკუნეთასა. ამენ.

"სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" VIტ.

No comments:

Post a Comment