თავისთავად იდეოლოგია არ არის აპრიორი ბოროტება. იდეოლოგია შეიძლება იყოს შედარებით კარგი ან ცუდი, იგი როგორც დომინანტი პოლიტიკურ-კულტურული სისტემა ყველა ეპოქაში და ყველა სახელმწიფოში არსებობდა და იარსებებს.
ცხადია
იდეოლოგიები
ყოველთვის
იყენებდნენ
რელიგიურ
ელემენტებსაც
მასების
მართვისა
და
კონტროლისთვის,
მაგრამ
არსობრივად
რელიგია
და
იდეოლოგია
სრულიად
სხვადასხვა
მიზნებს
ისახავენ
და
საერთოდაც
სხვადასხვა
სიბრტყეებზე
მდებარეობენ......
მათი ურთიერთგადაკვეთა და აღრევა ჯანსაღი რელიგიური ცნობიერებისა და ცხოვრების გადაგვარებასა და დეფორმაციას იწვევს. მოკლედ იდეოლოგია ვერ განაღმრთობს ადამიანს, იდეოლოგიზირებული თუნდაც თავს მორწმუნედ მიიჩნევდეს და რელიგიური ტერმინოლოგიით აპელირებდეს, ვერასოდეს შევა ცოცხალ ურთიერთობაში პიროვნულ ღმერთთან, ყოველთვის უცხო იქნება ქრისტესთვის,რადგან ქრისტემ პრინციპულად თქვა უარი ყოველგვარ იდეოლოგიაზე და ეთნო პოლიტ-ეკონომიაზე და თავის მოწაფეებსა და ყველა დროის მიმდევრებს სრულიად სხვა იდეური და ზნეობრივი განზომილებებისაკენ მოუწოდა. ეკლესიის ჩართვა იდეოლოგიურ თამაშებში,რაც უმეტესწილად მისი გავლენის ზრდისა და პოლიტიკურ-ფინანსური დივიდენდების მოპოვების სურვილითაა განპირობებული, ყოველთვის ზნეობრივი კრახით და ხალხის რელიგიისადმი სრული ინდეფერენტულობით, ანდა აგრესიული სიძულვილით მთავრდება. ნებისმიერი იდეოლოგიის სამსახურში ჩამდგარი ეკლესია,უკვე აღარაა ქრისტეს სხეული,სძალი უფლისა,სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა, - ის უბრალოდ რელიგიურად შეფუთული ორგანიზაციაა თავისი პრაგმატული მიზნებით. ჭეშმარიტი ჰარმონია ცათა სასუფეველსა (ქრისტეს სხეულს, ეკლესიას) და ამ იდეოლოგიზირებულ სოფელს შორის მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი ,როდესაც ეს სოფელი თავის საქმეებთან ერთად გრაგნილივით დაიწვება და იქნება''ახალი ცა და ახალი ქვეყანა'' და ახალი, ქრისტეშემოსილი ადამიანი მასში, ანუ ქრისტეს მეორედ მოსვლისას. როგორც წმ.იოანე ოქროპირი წერდა: ''ქრისტეს ეკლესიის ყველაზე დიდი დევნა მაშინ იწყება,როდესაც ის არ იდევნება'', ანუ პრივილეგირებულია ამ სოფელში, მაშინ ეკლესია–ორგანიზაცია თავად იწყებს დევნას ჯერ შიგნით, ეკლესია–ორგანიზმისა, ანუ ქრისტეს მეგობრებისა, შემდეგ კი გარეთ, ორგანიზაციის მიღმა მყოფი ადამიანებისა.

ადამიანები ორ ჯგუფად იყოფიან. ერთნი ქრისტესგან ამქვეყნიური ცხოვრების მოწყობას ელიან,ასეთი რელიგიური გარემო დახვდა ქრისტეს ისრაელში და ამიტომაც არ მიიღო მან ქრისტე.ეს ბაცილა გადამდები და მომაკვდინებელი აღმოჩნდა,ქრისტიანობის
სახელმწიფო
რელიგიად
გამოცხადებისთანავე,
ეს
სენი
მალევე
მოედო
ეკლესია–ორგანიზაციას,
რამაც
ტრაგიკული
ანტაგონიზმი
წარმოშვა
ორგანიზაციასა
და
ორგანიზმს
შორის.ეს ჯგუფი
ქრისტიანთა
საკრებულოში
სრულყოფილ,ძლევამოსილ
ორგანიზაციას
ხედავს,რომელსაც
ამქვეყნიური
კეთილდღეობის,
დიდებისა
და
პატივის
გარდა,
იმქვეყნიური
სამოთხის
გარანტიის
მოცემაც
შეუძლია,თუკი ასეთი
არსებობს.
აქ
აშკარაა,რომ სიმძიმის
ცენტრი
მიწიერზეა
გადატანილი.
ამიტომაც
ამ
ჯგუფის
და
ზოგადად
ეკლესია–ორგანიზაციის
ლიდერები,ძირითადად
ამქვეყნიური
გაბრწყინვება–გაძლიერება–გამთლიანებებით
აპელირებენ
და
ფსევდორელიგიურ–ეთნომითოლოგიური
დეკორაციებით
შელამაზებულ
აბსურდს
ქადაგებენ.
მეორე და როგორც წესი, მცირერიცხოვანი ჯგუფი, ქრისტესგან
ცათა
სასუფეველს,ანუ ქრისტეში
მადლით
განღმრთობას
მოელის.
ამ
ადამიანებისთვის
ქრისტე
– წყაროა,იფქლის
მარცვალია,
დასაწყისი
და
თავია
ახალი
კაცობრიობის
ახალი
ცხოვრებისა,
მანამდე
არ
არსებული
ღმერთკაცობრივი
ორგანიზმის
დაბადებისა.ამ ორგანიზმს
კი
ქრისტეს
სხეული–ეკლესია
ეწოდება.
ქრისტანებისთვის,
ამ
სოფელში
ახალი
არაფერია
და
არც
მათ
მიმართ
დამოკიდებულება
იცვლება.ქრისტიანები
ყოველთვის
იდევნებოდნენ
და
შესაბამისად
ყოველთვის
მსხემობაში
იყვნენ,
იცვლებოდა
მხოლოდ
ისტორიული
დეკორაციები,
დამოკიდებულება
კი
მათ
მიმართ,
თითქმის
ყოველთვის
ერთგვაროვანი
იყო.''ამენ,
ამენ
გეტყჳ
თქუენ,
რამეთუ
სტიროდით
და
ჰგოდებდეთ
თქუენ,
ხოლო
სოფელსა
უხაროდის,
და
თქუენ
სწუხდეთ,
არამედ
მწუხარებაჲ
თქუენი
სიხარულად
გარდაიქცეს.''(იოან.16,20)
მათ
დევნიდნენ
რომის
იმპერიაში,რომელიც
ალბათ
ყველაზე
ინდეფერენტული
იყო
საკუთარი
რელიგიის
მიმართ.
დევნიდნენ
იმიტომ
,რომ
ქრისტიანები
პრინციპულად
ამბობდნენ
უარს
დომინანტი
რელიგიური
კულტების
თაყვანისცემაზე.
მათგან
მხოლოდ
ფორმალურ
მონაწილეობას
ითხოვდნენ
რიტუალებში,
რომლებისაც
თავად
რომაელებსაც
არ
სწამდათ,ისინი
კი
უცნაური
სიჯიუტით,ხშირად
სიცოცხლის
გაწირვის
ფასადაც
კი,
მტკიცე
უარზე
იყვნენ.
ქრისტიანებს
დევნიდნენ
მაშინაც
კი
როდესაც
მათ
რელიგიას
სახელმწიფო
სტატუსი
მიანიჭეს.
ნამდვილი
ქრისტიანები
იდევნებოდნენ
ბიზანტიელი
იმპერატორების
მიერ,როდესაც
ისინი
ასევე
არ
ეპუებოდნენ
კეისართა
უზნეობას
ანდა,როდესაც
მათ
მიერ
გამოცემული
უნიონალური
დოკუმენტების
ხელმოწერაზე
და
საეკლესიო
ცხოვრებაში
დაკანონებაზე
ამბობდნენ
უარს.
უსასტიკესი
დევნა
იწვნიეს
ქრისტიანებმა
არიოზელი,
ნესტორიანელი,
მონოფიზიტი,
მონოთელიტი,
ხატმბრძოლი
იმპერატორებისგან.
ეს
დევნა
უფრო
დაუნდობელი
ბიზანტიის
დანგრევის
შემდეგ
გახდა.
არაბები,თურქები,სპარსელები,
გამუსულმანებული
მონღოლები
... არც
მესამე
რომის
პრეტენზიის
მქონე
რუსეთის
იმპერია
იყო
ამ
მხრივ
გამონაკლისი.
გაუგონარი
სისასტიკით
გაუსწორდა
ის
ჭეშმარიტ
ქრისტიანებს
რუსეთში
თუ
დაპყრობილ
ქვექნებში,მათ შორის
საქართველოში.
საბჭოთა
იმპერიამ
დევნის
მაშტაბებში
და
ჯალათურ
სისასტიკეში
თვით
წარმართულ
რომს
აჯობა.
მარტო
200–მდე
ეპისკოპოსი
და
ასიათასობით
სასულიერი
პირი
ლენინის,ტროცკისა
და
სტალინის
ბრძანებით
იქნა
დახვრეტილი.
განსაკუთრებით
დაუნდობელი
იყო
სტალინის
საკონცენტრაციო
ბანაკები
სადაც
ფაშისტურ
ბანაკებშიც
კი
არ
არსებული
კანიბალიზმი
მძვინვარებდა.
ეს
ბანაკები
შემდგომ
ფსიქიატრიულმა
საავადმყოფოებმა
ჩაანაცვლა
სადაც
სადისტურ
ცდებს
ატარებდნენ
მორწმუნეთა
ფსიქიკაზე.
საბჭოთა
კავშირი
დაინგრა,მაგრამ
არც
ამ
ბოროტების
იმპერიისთვის
მიუციათ
ჯეროვანი
ზნეობრივი
შეფასება
ოფიციალურ
საეკლესიო
ორგანიზაციებს
და
რაც
მთავარია
სიმართლის
მაძიებელი
ქრისტიანების
დევნა,
შევიწროება,
შეურაცხყოფა
კვლავაც
გრძელდება.
უფროსი მოსკოველი მეგობრების მიბაძვით, საპატრიარქო საკმაოდ ჯიუტად ცდილობს არარელიგიურ საზოგადოებაში დაიკავოს იგივე
ადგილი,რაც ეკავა
რევოლუციამდელ
რუსეთის
იმპერიაში
სინოდალურ
ეკლესიას
ობერპროკურორის
ხელმძღვანელობით.
ვგულისხმობ
საყოველთაო,
თვითმარქვია
ზნეობრივი
გუშაგისა,
ცენზორის,
ინკვიზიტორის
მისიასა
და
როლს.
თავად
მასში(საპატრიარქოში),
ამგვარი
ფენომენის(ზნეობის)
უკიდურესი
დეფიციტისა
და
კრიზისის
პირობებში.
განსხვავება
იმაშია,რომ იმდროინდელი
საზოგადოება
ბევრად
რელიგიური
იყო,
თუმცა
ამგვარი
ძალადობრივი
მცდელობა
საშინელი
კრახით
და
სისხლის
მდინარეებით
დასრულდა.
პარადოქსული კი ის არის,რომ დღესაც იგივეს ითხოვენ ქრისტიანებისგან, რასაც ძველ რომში:
აღიარეთ
დომინანტი
რელიგიის
ლიდერი
უცთომელ
ავტორიტეტად,მიიღეთ
მონაწილეობა
მის
რიტუალებში,
თაყვანის–ეცით და ადიდეთ
იგი,მიაგეთ
მას
ღმერთის
ტოლი
პატივი
და
დიდება!
2015 წლის დეკემბერი.
No comments:
Post a Comment