XXVI თავი
სიტყუაჲ მათდა მიმართ რომელნი უეკლესიოდ სწირავენ
სიტყუაჲ მათდა მიმართ რომელნი უეკლესიოდ სწირავენ
სახლთა შინა საეროთა.
ესეცა კუალად უმსგავსო საქმე მათ შორის და არა მოცემისაებრ წმიდათასა, რამეთუ სწირვენ უეკლესიოდ და სადაცა დახვდეს და
ვითარცა ადგილი
იყოს, გინა
თუ სახლთა
შინა, გინა
თუ უსახლოდ, რამეთუ არცა ესე გჳსწავიეს მამათაგან მოცემულად: არცა კრებისაგან დამტკიცებულ არს,
არამედ უფროსღა მათისა განწესებისა ისმინეთ, რამეთუ ლაოდიკიას ფრიგჳისასა შეკრებილი კრებაჲ ორასთა მამათა ესრეთ დასწერენ, ვითარმედ: „არა ჯერ არს
სახლთა შინა საეროთა ქმნა ჟამისწირვისა და არცა ეპისკოპოზისა მიერ, არცა
ხუცესთა” (ლავდიკიის კრება,
თავი 50). და უკეთუ ქმნილ იყო ოდესცა სახლთა შინა წირვა ანუ მოციქულთაგან
მოსცემოდა, ანუ კრებათაგან, ანუ სხჳსა ვისმე წმიდათაგან სმენოდა ესე ვითარი საქმე, ვითარღა იკადრებდეს ლავდიკიას შეკრებილნი ორასნი წმიდანი მამანი
ამისა დახსნად
ანუ შეცვალებად?
რამეთუ წმიდანი მსოფლიონი კრებანი, ანუ თუ ადგილ-ადგილ
შეკრებილნი წმიდანი მამანი პირველქმნილისა კრებასა ვერცა რას შემატებდენ, ვერცა რას მოაკლებდენ, არამედ უფროსღა დაამტკიცებდეს; და თუ სადმე წვალებაჲ აღდგებოდა, ანუ შემატებაჲ რაჲმე იქმნებოდა ანუ დაკლებაჲ მართლისა სარწმუნოებისა, მას უკუარღუჱვდეს და დაჴსნიდეს და მოციქულთა მიერ დადებულსა
კანონსა და
პირველისა კრებისა
საზღუარსა ზედა დაამტკიცებდეს და ესრეთ ყოველნი კრებანი ურთიერთარს ერთჴმა არიან და ერთი მეორისა დამამტკიცებელნი და უკანა
ქმნილი კრებაჲ წინა ქმნილისა კრებისა შემასრულებელი.
ხოლო ლათინნი ყოვლისა კრებისა და მათმიერისა განსაზღვრებისა წინააღმდგომ და დამჴსნელ არიან: უკეთუ საეროთა სახლთა შინა იქმნების ჟამისწირვა და სადა და ვითარცა
ადგილი იყოს,
მაშა რადღა
სახმარ არს
ეკლესიანი, ანუ რაჲსთჳს დაამყარნეს და დააფუძნეს ყოველსა ქუეყანასა შინა კათოლიკე ეკლესიანი და ადგილ-ადგილ
მცირენი და
დიდნი სახლნი
სალოცველნი, რომელ არიან ეგუტერნი და აღმართნეს მას შინა საკურთხეველნი:
თუმცა ქმნილ
იყო საეროთა
სახლთა შინა
წირვა ანუმცა წესი იყო, ნამეტნავმცა იყო და უხმარ ესოდენნი ეკლესიანი და ვრქუათ რაჲ, თუ რაჲსათჳს იქმთ ესრეთ და გარდაჴდებით საზღუარსა მამათასა და წირვისა საიდმლოსა აღასრულებთ საეროთა სახლთა შინა;
ხოლო იგინი მოგჳგებენ, ვითარმედ: საჭიროთა საქმეთათჳს ვიქმთ ამასო და სადა არა იყოს ეკლესია
მისთჳს ვწირავთო, არამედ ტყუვიან ამას, რამეთუ სადაცა უმრავლესი ეკლესია
იყოს, მუნცა სახლთა შინა უმრავლესად სწირვენ და სადაცა ენებოსთ და არღარა იქმნების მათ შორის განყოფილებაჲ ეკლესიისა და საეროთა სახლებისა.
და უკეთუ
საჭიროებისათჳს უეკლესიოსა ადგილსა იქმნების ჟამისწირვა საეროთა სახლთა შინა, მაშა სადა არა იყოს მღვდელი,
ერის კაცთაგანცა იქმნების ჟამისწირვა და სხჳსა საიდუმლოებისა აღსრულებაჲ. და უკეთუ ესე არა იქმნების, არცა იგი იქმნების.
მოდით და მისვე, განმანათლებლისა ჩუენისა, მოციქულისა ნინოს ცხოვრებაჲ მოწამედ მოვიღოთ, რამეთუ მას
ჟამსა, ოდეს
ქართველთა ნათელი
ღვთის მეცნიერებისა
შეიწყნარეს სწავლითა წმიდისა ნინოსითა, მაშინ საბერძნეთით მოუწოდეს ეპისკოპოზთა და მღვდელთა და მოიწინეს რაჲ ქართლად: მას ჟამსა ახალმოქცეულთა
იგი და
ახალნერგნი ქრისტეანენი, დიდად რაჲმე სურვიელ იყვნეს ხილვად წმიდისა ჟამისწირვისა და სწყუროდათ წმიდისა ზიარებისათჳს; არამედ მათ წმიდათა, ვიდრე მცირე
იგი ეკლესია
არ აღაშენეს
და მას
შინა საკურთხეველი
არა აღმართეს
და აკურთხეს,
მუნამდე ჟამისწირვისა საიდუმლო ვერ აღასრულეს; ვერცა ერი
აზიარეს, ხოლო
მცირე იგი
ეკლესია ვიდრე
დღეინდელად დღემდე ჰგეის საწამებლად ამის ჭეშმარიტებისა:
ვითარმედ სახლთა შინა საეროთა
არა იქმნების მსხვერპლისა შეწირვა და იგი მცირე
ეკლესია ვითარცა
ვთქუ მცხეთას ზემოსა საეპისკოპოზოსა ეკლესიასა თანა აღმოსავლით კერძო შენებულ არს.
და უკეთუ მათ წმიდათა, უეკლესიოდ მსხუჱრპლი საუფლო ვერ შეწირეს ესოდენთა საიდუმლოთა მართწყურიელთა ერთათჳს, ვითარ ჴელეწიფების მღვდელსა, სახლთა შინა საეროთა ჟამისწირვა, გინა რომელსა ადგილსა, უეკლესიოსა.
და ვითარ იგი ვერ იკადრა წმიდამან და სანატრელმან ნინო ნითლისცემა ახალმოქცეულთა მის მიერ, ვიდრე
საბერძნეთით არა ითხოვნა მღვდელნი, ეგრეთვე ვერცა მათ იკადრეს უეკლესიოდ ჟამისწირვა, ვიდრე არა აღმართეს საკურთხეველი და
დაამყარეს ეკლესია. და უკეთუმცა ქმნილ იყო სადავე,
ანუ, პირველითგან სმენილ იყო, იგინიცა აღასრულებდეს, რამეთუ ოდეს ქართველთა ნათელი
ღვთის მეცნიერებისა
შეიწყნარეს წმიდისა ნინოს მიერ, მას
ჟამსა იყო
რიცხჳ წელთა ქრისტეს აქეთ სამას ათურამეტი, და მასვე ჟამსა
ქმნილ იყო
კრებაჲცა იგი პირველი ნიკიას სამას ათურამეტთა მამათა, ღვთისმსახურისა მეფისა – დიდისა კონსტანტინეს მიერ. ამისთჳს მოვიხსენე ჟამი იგი, რამეთ
უკეთუ მის
ჟამისა წმიდათა
ეპისკოპოზთა და მღვდელთა და სანატრელმან ნინო, ვერა რაჲ უმეტესი განწესებულისა იკადრეს. აწინდელთა
კაცთა მიერ
ვითარ ეგების მოკლებაჲ ანუ შემატებაჲ მათ მიერ დადებულისა
საზუარისა, რამეთუ, რომელი წმიდათა მოციქულთა და ღმერთშემოსილთა მამათა სულითა წმიდითა განაწესეს
და განსაზღურეს და ჩუენ სჯულად დაგჳხსნეს ვერვის ჴელეწიფების მოკლებაჲ ანუ შემატებაჲ. ხოლო იქმნების მცირედი რაჲმე საეკლესიოსა წესისა შეცვალებაჲ, გინათ უ გალობისა, გინა თუ
ფსალმუნებისა და ეგევითართა რათმე.
ხოლო სარწმუნოებისა შეცვალებაჲ და შჳდთა საიდუმლოთაგანისა და უმეტესად წმიდისა ჟამისწირვისა და ნათლისღებისა საიდუმლოსა შინა შემატებაჲ გინა მოკლებაჲ, სრულიად დაჴსნა არს და განქარვებაჲ სჯულისა და სარწმუნოებისა.
ვითარცა ბრძანებს
ქრისტე: „რომელმან დაჴსნას ერთი მცნებათა ამათგანი და ასწაოს ესრეთ კაცთა” (მათე, 5, 19) და კუალად იტყჳს: „იოტა ერთი
გინა რქაჲ ერთი სჯულისაგან
და წინასწარმეტყველთა
არა წარხდეს” (მათე 5, 18). ხოლო მათ, რომელთა დაჴსნეს ანუ შემატეს, გარეშე არს
იგი საზღაურსა
წმიდათა მოციქულთა
და ნეტართა
მამათასა. ხოლო ჩუენ რაჲცა სარწმუნოებაჲ გჳპყრიეს, ანუ საიდუმლონი დიდნი, ყოველივე ქრისტესგან
და წმიდათა
მისთა მოციქულთაგან მოგუეცნეს: ხოლო დამხსნელი ამისი ვითარ არა დაისაჯოს, ანუ ვითარ არა განკუჱთილად შეირაცხოს, რომელნიცა მათ წმიდათა
დასჯნეს და განკუჱთნეს.
ტექსტი ხელნაწერ S-3269- ის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ზაზა მამულაშვილმა.
ტექსტი ხელნაწერ S-3269- ის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ზაზა მამულაშვილმა.
No comments:
Post a Comment