აი ჩუენად
შენ
მიერ,
სიკუდილო,
რამეთუ
თანა-მდები
ხარ
უწყალოი,
რომელი
არავის
მიუტევებ,
და
მოსესხე
ხარ
სასტიკი,
რომელი
არა
გარდაიხადები.
და
მტაცებელი
ხარ
ძლიერი,
რომელი
არა
დააცადებ;
და
მპარავი
ხარ
მღვიძარე,
რომელსა
არა
გრცხუენის;
და
ხელმწიფე
ხარ
მბრძანებელი,
რომელსა
არა
გეშინის;
და
მოციქული
ხარ
მოსწრაფე,
რომელი
არა
სდროებ;
და
მსაჯული
ხარ
თუალ-უხუავი,
რომელსა
არა
მიგაქუს
ქრთამი;
და
მოსაჯული
ხარ
მძლე,
რომელი
მიიძლევ
მოსაგრესა
საშჯელად
საუკუნოდ.
ვაი, რაი მწარე არს გემოი სასუმელისა
შენისაი და საშინელ არს ჟამი მოსვლისა შენისაი. რაი საზარელ არს ხილვაი პირისა შენისაი და რაი შესაძრწუნებელ არს საყოფელი სანახებისა შენისაი. რაი ფიცხელ არს და მძიმე სირბაი გზისა შენისაი, და რაი მტკივან
არს
და
წუხილ
თანა-ქცევაი
შენი
გარემოის
მოწოდებულისა
მის,
რამეთუ
ზარ-ტეხილ
იქმნის
სული
იგი,
რაჟამს
გიხილის
შენ
გარემოის
მისსა
მავალი,
და
ეძიებნ
ადგილსა
შეძრწუნებული,
რათამცა
ვითარ
სადა
დაემალა
პირსა
შენსა.
ვაი არს მისა,
რომელმან
არა
იღუაწოს
ვიდრე
შენდა
მოსვლადმდე
და
შემთხუევად.
ვაი
არს
მისა,
რომელმან
არა
იზრუნოს
ვიდრე
ხილვადმე
პირისა
შენისა
თავისა
თვისისათვის.
ვაი არს მისა, რომელი არა განკრძალულ იყოს ვიდრე წოდებადმდე მისა შენ მიერ. ვაი არს მისა,
რომელი
არა
მოსწრაფე
იყოს
ვიდრე
დადგომამდე
შენდა
მის
თანა,
ვაი
არს
მისა,
რომელი
უგულისხმო
იქმნეს
და
არა
მოელოდის
ხმასა
მოსვლისა
შენისასა.
და
ვაი
არს
მისა,
რომელმან
უდებობით
წარჰხადნეს
დღენი
მისნი
ცხოვრებასა
თვისსა.
ხოლო
ნეტარ
არს,
რომელი
აიძულებდეს
თავსა
თვისსა
ლოცვად
წარდგომად
წინაშე
უფლისა,
ვიდრე
მოწევნადმდე
დღისა
მის
საშინელისა.
ნეტარ არს მისა, რომელი მოწრაფე იქმნეს და განკურნოს სენი წყლულებისა თვისისაი, ვიდრე არს-ღა იგი სოფელსა ამას შინა. და რამეთუ სიკუდილი უმჯობეს არს სოფლისა ამის ცხოვრებასა მათთვის, რომელნი ცოდვასა შინა უშჯულოებით ცხონდებიან. უკუეთუ მართალი იყოს, რომელი-იგი მიითვალა, ექმნეს მას სიკუდილი განმსუენებელ ურვათაგან ამის სოფლისათა
და
მიემთხვიოს
წყალობასა
უფლისა
თვისისასა
და
შევიდეს
სიხარულსა
მაცხოვარებისა
მისისასა.
და
უკუეთუ
ცოდვილი
იყოს,
არღარა
შესძინებდეს
ბრალთა
თვისთა,
არამედ
ექმნეს
მას
სიკუდილი
განმკუეთელ
და
მომსპოლველ
ნივთთა
ცოდვისა
მისისათა.
ძმანო ჩემნო, ვიდრემდის ვიყვნეთ ამას მედგრობასა შინა და უდებებით ცხორებასა და არა განვიფრთხოთ და მივივლტოდით უფლისა საშინელისა მისთვის და საზარელისა დღისა, რაჟამს-იგი სიკუდილი, ვითარცა სასტიკი ხელმწიფე, წარიტაცებდეს ცოდვილთა თუალ-უხუავად
და
უწყალოდ
და
მისცემდეს
სატანჯველად
საუკუნოდ.
რამეთუ
კაცმან
ოდესმე
ძილსა
შინა
იხილოს
ხატი,
რომელი
არა
ოდეს
უხილავნ
და
შეძრწუნდის
გული
მისი
და
განძვინდის
შიში
მისი,
ხოლო
ჩუენ
მოველით
საშინელთა
მათ
პირთა
მოსლვად
და
ხილვად
და
არა
გუეშინის,
და
დღითი-დღედ დავჰფლავთ
ძმათა
ჩუენთა
და
არა
ძრწის
გული
ჩუენი
მოლოდებითა
მისითა,
არამედ
მედგრობითა
ჩუენითა
ესე
ყოველი
ნაცილ
და
ტყუვილ
გუგონიეს
და
უგულისხმოდ
ვითარცა
პირუტყუნი
თანა-წარჰვალთ
ბრძანებასა
ღმრთისასა,
რომელი
მასწავეს
ჩუენ
მოციქულთა
და
წინასწარმეტყუელთა
მისთა.
და
ქებისა
წილ
და
დიდებისა
გმობაი პირთა ჩუენთა მარადის თანა აქუს წინაშე ღმრთისა, და შრომისა და გულს-მოდგინებისა წილ უდებებაი და უკეთურებაი მარადის
შეგვიკრძალავს,
ვითარცა
უკუდავთა,
და
არა
ვზრუნავთ
წარწყმედისა
ჩუენისათვის
და
არცა
გულისხმა-ვჰყოფთ
საქმესა
ამას
საშინელსა,
რომელი
მარადის
ჩუენ
ზედა
მოიწევის
და
ნათესავთა
და
მეგობართა
ჩუენთაგან
განგუაშორებს,
და
არა
ვიტყვით,
ვითარმედ:
სადა
არს,
რომელი-იგი გუშინ
შუებით
ცხონდებოდა
და
მონათა
და
მსახურთა
უბრძანებდა,
დღეს
სხუათა
მიაქუს
იგი
საფლავად.
სადა არს მეფე იგი და შარავანდედი, რომელი ხელმწიფედ
სამეუფოთა
განაგებდა
და
წყობითა
ნათესავთა
დაიმორჩილებდა
და
მრისხანედ
სასტიკებასა
ბრძანებდა?
აჰა
ეგერა
დღეს
დაცემულ
არს
და
დადუმებულ,
და
არა
ესმის
მას
სიტყუაი
და
არცა
ხსნად
თავს
თვისსა
შემძლებელ
არს
და
ვერცა
გარე
მიქცევად
ბრძანებასა
ღმრთისასა.
სადა
არიან
ინახით
მსხდომარენი
იგი,
რომელნი
კეთილად
განისუენებდეს
სოფელსა
შინა?
_ აჰა
ესერა
ამაოებასა
მიცემულ
არს
ცხორებაი მათი. სადა არიან ბრძენნი იგი მეცნიერნი და მდიდარნი და მრავლის-მეტყუელნი? _ აჰა ეგერა
დაყოფილ
არიან
პირნი
მათნი
და
არც
საცინელ
კაცთა
შორის
სიბრძნე
მათი.
სადა
არს
ძლიერი
იგი
და
ახოანი,
რომელი
ძუელ
არს
და
დაცემულ
და
მიწასა
შერეულ?
სადა
არიან
მდიდარნი
იგი
და
განმცხრომელნი,
რამეთუ
აჰა
ეგერა
ტყებითა
და
ტირილითა
სავსე
არიან
სახლნი
მათნი?
სადა
არიან
სასმენელნი
იგი
პირად-პირადთა
სახიობათა
მსმენელნი,
რომელნი
დღეს
დაყოფილ
და
დახსნილ
არიან
და
დაკლებულ
სმენისაგან?
სადა
არს
ხატი
იგი
შუენიერი
და
ჰასაკსა
მზუაობარი,
რომელი
დღეს
განრყუნილ
არს
და
მოძულებულ,
და
ასონი
იგი
გუამისანი
განყოფილ
და
განბნეულ
არიან,
და
განზრახვაი იგი დაცხრომილ არს, და სიტუაი იგი დადუმებულ არს და მეტყუელებაი განქარვებულ არს, და ყოვლითურთ-გუამი იგი დახსნილ არს და მიწა და ნაცარ ქმნილ არს. კეთილობაი იგი მიცვალებულ არს და მოქმედობაი იგი ხუროთაი დალევნულ არს.
აჰა ესერა, ძმანო ჩემნო, ვხედავთ, რამეთუ ესე ყოველი ჩვენ ზედა მოიწევის, ამიერითგან დაუტეოთ ბოროტი და ვქმნეთ კეთილი, დავსცხრეთ სიცილისაგან და ვევლტოდით ცოდვასა და ყოველსა ამაოებისა საქმესა და არა მოვაკუდინნეთ სულნი ჩუენნი,
რაითა არა უკუნისამდე
ვტიროდით
ურთიერთას
სიმძლავრესა
მას
ცეცხლისასა,
არამედ
მოვიქცეთ
სინანულად
და
მოსწრაფე
ვიქმნეთ
სულთა
ჩუენთა
ცხორებისათვის
და
მივეახლნეთ
საქმითა
კეთილითა
ღმერთსა
და
მოვიპოვოთ
სარწმუნოებაი
ჭეშმარიტი
და
სიყუარული
უზაკუველი
სათნოდ
მისა.
და
რაჟამს
ვიხილოთ
ძმაი
ჩუენი,
რომელი
მიეხოს
სიკუდილსა
და
პირი
მისი
დადუმებულ
იყოს
სიტყვისაგან,
და
მაშინ
ჯერ-არს ჩუენდა,
რაითა
ვიგლოვდეთ
მწუხარებით
მის
თანა
და
ვეკრძალნეთ
თავთა
ჩუენთა.
და
უწყოდეთ,
რამეთუ
ჩუენ
ზედაცა
მოწევნად
არს
დღე
იგი
საშინელი
და
ჩუენდაცა
შესუმად
არს
სასუმელი
იგი
სიმწარისაი.
და
რაჟამს
ვიხილოთ
ენაი იგი მისი შეკრული და მეტყუელებისაგან დაცხრომილი, არღარა ვბასრობდეთ, არცა ვიცინოდით, არცაღა ამპარტავნობით მზუაობარ ვიქმნეთ,
არამედ
შიშით
და
ბრძოლით
ვიწყოთ
გლოვად
და
ვიტყოდით:
ამაოებით
ამაო
არს
ყოველი
ცხოვრებაი
კაცისაი;
სადა
არს,
რომელმან-იგი საფუძველი
დადვა
და
აღაშენა,
სახლსა
შინა
თვისსა
ვერ
დაადგრა!?
სადა არს, რომელმან-იგი დაასხა ნერგი და ნაყოფისა მისისაგან ვერღარა ჭამა? სადა არს, რომელმან-იგი დაჰბეჭდა საფასესა თვისსა და შეკრა ვაშკარანი ხელითა თვისითა, და ბეჭედი იგი ხელთა მისთა ვერღარა ასტეხეს, და ძალმან მისმან კრული იგი ვერღარა განჰხსნა, რამეთუ სიმხნე იგი ძალისა მისისაი მოუძლურდა და ამაო იქმნა? სადა არს, რომელი-იგი დაშურა და განკფდა შეკრებასა მონაგებთასა და სიხარულითა შუებისა მისისაითა ვერ განძღა? სადა არს, რომელმან საუნჯენი თვისნი აღავსნა საფასითა, და იქმნა იგი მისგან განშორებულ და უცხო?
სადა არს, რომელი-იგი წრაფამან მონაგებთამან უცალო ყო და წარწყმიდა,
და
შენაკრები
იგი
მისი
სხუათა
განიყვეს?
სადა
არს,
რომელი-იგი განკრძალულ
იყო
სოფლისა
ცხორებასა
და
დღეს
მწრაფლ
სიკუდილმან
კარსა
მისსა
დაჰკრძალა?
სადა
არს,
რომელი
შევიდოდა
და
გამოვიდოდა
და
იღუწიდა
სოფლისა
საშუებელთა?
_ აჰა
ესერა
განვიდა
და
არღარა
მოიქცეს.
სადა
არს,
რომელი
მოგზაურ
ექმნა
მრავალთა,
და
დღეს
მოგზაურნი
მისნი
იქცეს
და
იგი
საფლავსა
შინა
ირღუევის;
საქვე
ესე
საშინელი,
რამეთუ
მამაი
შენი,
რომელმან
დაგთესა
შენ,
და
დედაი
შენი,
რომელმან
გშვა
შენ,
მოვიდენ
კარამდე
საფლავისა
და
დაგიტეონ
შინაგან
და
წარვიდენ!
და
რომელნი-იგი პირველ
გყუარობდეს
და
სასურველ
იყავ
მათ
წინაშე,
დღეს
მოსაწყინელ
იქმნე
და
მოძულებულ
მათ
მიერ!
და
აგრეთვე
მეგობარნი
შენნი,
რომელნი
თანასწორად
სულისა
შენისა
შეგერაცხნეს,
ვიდრე
საფლავად
შენდა
ოდენ
მოგზაურ
გექმნეს
და
მწუხარებასა
აჩუენებდეს,
და,
ვითარცა
საფლავი
შენი
დაჰკრძალეს,
ყოველი
იგი
სიყუარული
შენი
და
მეგობრობაი დაივიწყეს, ვითარცა თქუა დავით წინასწარმეტყუელმან, ვითარმედ:
„დავივიწყე მე, ვითარცა მკუდარი გულითა, და ვიქმენ ვითარცა ჭურჭელი წყმედული“. ხოლო უფალი,
რომლისა
დიდებულ
არს
სახელი
მისი,
იგი
ხოლო
დაადგრეს
შენ
თანა.
ესრეთ
ჯერ
არს
ჩუენდა
გულისხმის-ყოფაი,
საყუარელნო,
ვითარმედ:
ესე
ყოველი
მომავალ
არს
ჩუენ
ზედაცა.
ამისთვის
თანა-გუაც კრძალვით
ცხორებაი,
ვიდრე
მოწევნამდინ
ჩუენ
ზედა
დღისა
მის,
და
შიშით
მოღუაწებასა
განვემზადნეთ
ვიდრე
მოვლინებამდე
ჩვენდა
მოციქულისა
მისისა,
და
შევწიროთ
მადლობაი
უფლისა,
რომელი
ხელმწიფედ
განაგებს
დაბადებულთა
თვისთა
ზედა
და
გარდაცვალა
ცხორებაი იგი და განბჭო სიკუდილი, ვითარცა ინება. რამეთუ რომელი გუშინ მფლობელ იყო და განმგებელი ყოველსა მონაგებსა თვისსა, იქმნა იგი დღეს განგდებულ და შეურაცხ, ვითარცა მებრვე მკუდარი და არა-ყოფილი. და იქმნა იგი უცხო მშობელთაგან და ნაშობთა და ნათესავთა, მონაგებთაგან და მოყუარეთა
და
მახლობელთა,
და
ყოველი
იგი
საფასე
და
მონაგები,
რომელი
შრომით
შეეკრიბა,
გინა
მოხუეჭით,
სხუათა
განიყვეს
და
იგი
მის
ყოვლისაგან
ცუდი
დაშთა
და
ცალიერი
განვიდა
სახლით
თვისით.
მაშინ
თვისთა
მისთა
არღარაი სხუაი ზრუნვაი აქუნდა, არამედ სწრაფით განღებაი სახლით მისით, რამეთუ მოსაწყინელ და სამძიმარ არნ იგი მიერ ჟამთაგან, ვიდრემდის მივიდიან საფლავსა და დაუტევიან იგი მარტოი და წარვიდიან სახედ თვისად, რომელ იგიცა სხუათა მიცემად არნ უკუანაისკნელ მიწევნასა სიკუდილისასა,
და
სწრაფით
მონაგებსა
მისა
განიყოფდიან.
და
აწ
ვიხილოთ,
თუ
სადა
არს
იგი,
რომელმან
შეკრიბა
და
იზრუნა
და
აღაშენა
და
შეამკო,
თუ
რაი
სარგებელ
ეყო
მას,
რომელი-იგი დაუტევა,
გინა
ვინ
არიან,
რომელნი
იშუებენ
მას
ზედა.
ანუ თუ უმეცარ ხართ, ძმანო ჩემნო, ამას ყოველსა, რომელსა-ესე ვიტყვი? ანუ არა ხელითა თქუენითა დღითი-დღედ დაჰფლავთა მკუდართა და უწყით მოწევნადი იგი? რაისათვის არა ვზრუნავთ სულთა ჩუენთათვის, ვიდრე მოწევნამდე სიკუდილისა, რამეთუ მრავალ არიან, რომელნი თქუენ მიერ დაფლულ არიან და მრავალთა მკუდართა საქმესა ზედამდგომელ ქმნულ ხართ და ამისთვის ჯერ-არს თქუენდა, რაითა გულისხმა-ჰყოთ,
ვითარმედ:
რომელთა
აღაშენეს
უცნობელად,
წარწყმედულ
იქმნეს;
და
რომელთა
დაასხეს
ვენახი,
ვერღარა
მოსთულეს;
და
რომელთა
იქორწინეს
სიხარულითა
მეუღლისაითა
ვერღარა
განძღეს;
და
რომელნი
გვირგვინოსან
იქმნეს
ჟამსა
სიძობისასა
სიხარულითა
სძლისაითა,
ვერ
განიხარეს;
და
რომელთა
შვილ-ისხნეს
და
აღიზარდნეს,
მოწევნასა
სიკუდილისასა
ვერაი ირგეს. და უწყით, საყუარელნო, რამეთუ ყოველნი მოსიკუდიდ ვართ მათ თანავე, რომელნი მოსწყდეს. და ჯერ-არს ჩუენდა, რაითა ვიგლოვდეთ
და
ვტიროდით
თავთა
თვისთათვის
და
არა
მკუდართა
ზედა,
რამეთუ
რომელი
ტიროდის
და
იგლოვდეს
მკუდარსა
ზედა,
არაი სარგებელ ეყოს მას, ხოლო რომელი ტიროდის თავისა თვისისათვის და თვისთა ცოდვათათვის, იგი სარგებელ
ეყოს
სულსა
თვისსა,
რამეთუ
სიკუდილი
ხარკი
არს
სათანადოი,
და
ვერ
ეგების,
ვითარმცა
არა
ყოველთა
შევსვათ
სასუმელი
ესე
სავსე
სიმწარითა,
რომელიცა
მოიგო
მამამან
ჩუენმან
ადამ
ურჩებითა,
რაჟამს-იგი გარდაჰხდა
ბრძანებასა
უფლისა
თვისისასა;
რამეთუ
დაუტევნა
მცნებანი
მისნი
და
ეშმაკისაგან
განცდილ
იქმნა
და
ძლეულ,
ვიდრემდის
განივლინა
იგი
სამოთხით
საშუებლისაით
და
მოიცვალა
იგი
სოფელსა
ამას
საჭირველსა,
და
ეუფლა
მას
სიკუდილი
ბრძანებითა
ღმრთისაითა
და
ყოველთა
ნაშობთა
მისთა
ზედა
განწესებულ
არს
და
დაბეჭდულ.
და
ვერ
ეგების,
ვითარმცა
არა
ყოველნი
წარვდეგით
მის
წინაშე
დღესა
მას
სასჯელისასა
შიშუელნი
ძრწოლითა
დიდითა.
მაშინ
მიაგებდეს
კაცად-კაცადსა
საქმეთა
მათთაებრ,
უკუეთუ
ვინმე
კეთილი
ქმნა,
გინა
ბოროტი.
რამეთუ
ყოველნი
საქმენი
ჩუენნი
დამარხულად
დგენ
წინაშე
მისა.
და
არარაი
მათგანი
თანა
წარჰვალს
მას
არცა
მცირე,
არცა
დიდი,
არცა
ცხადი,
არცა
დაფარულნი.
ამისთვის
ვევედრნეთ
ღმერთსა
და
შემწე
ვიყოთ
იგი
ჟამისა
მისთვის
საშინელისა,
რამეთუ
არავინ
მიხსენეს
ჩუენ
და
შემეწიოს
ჟამსა
ჭირისასა
თვინიერ
მისა.
და
აწ
ვითარმე
ვიგლოვთ
მათთვის,
რომელნი
წარვიდეს
და
მიიცვალნეს
ჩუენგან
და
ჩუენ
ადრე
კუალსა
მათსა
შედგომად
ვართ,
და
იგინი
ჩუენდა
არღარა
მოიქცევიან.
არამედ ესეღა მითხართ თქვენ, რომელნი-ეგე დაჰფლავთ მკუდართა: რაისა ესოდენ მოსწრაფე ხართ და გნებავთ ადრე-ადრე განღებაი სახლისაგან თქუენისა და გწადის მალიად განშორებაი ნათესავისა თქუენისაი თქუენგან, რომელი-იგი გუშინ სასურველ იყო თქუენ წინაშე და საყუარელ? ხოლო იგი იტყვის: რაითა არა დაჰხსნდეს და დალპეს და ეუფლოს მას სიმყრალე. და უკუეთუ ესე უწყით, ვითარმედ ესევითარსა ხრწნილებასა მიიცვალების კაცი, რაისათვის უდებ ვართ და მცონარ და ვჰგონებთ ვითარმედ მრავალთა წელთა ცოცხალ ყოფად ვართ და მწოდებელი იგი ჩუენი კართა ზედა ჩუენთა დგას? ხოლო ჩუენ ვისწრაფით მონაგებთა შეკრებასა, რომელი-იგი სხუათა დაიუნჯონ და იხარებდენ მას ზედა შემდგომად ჩუენსა. და ჩუენ მისგანსა თანა ვერარას წარვიღებთ და არცა რაი სარგებელ
არს
ჩუენდა,
არამედ
ცოდვაი
ხოლო
და
ბრალი.
შეკრებასა
მისსა
განვამრავლოთ
შუებაი,
და
განსუენებაი მისი სხუათა მიიღიან, და არარაი მისგანი სარგბელ მეყოს ჩვენ: არღა ძენი, არცა ასულნი, არცა ძმანი, არცა დანი, არცა მშობელნი, არცა ნათესავნი. არცა საფასე, არცა მონაგებნი, არამედ საქმენი ხოლო კეთილნი რომელნი ვქმნენით სოფელსა ამას შინა. იგი ხოლო იპოვნენ შემწედ ჩუენდა, რამეთუ სიკუდილი განჰყოფს ყოველსა და განაშორებს ურთიერთას მშობელთა და ნაშობთა, ძმათა და მეგობართა და, რასაღა ვიტყვი მშობელთა და მეგობართა, არამედ სული ხორცთა ჩუენთაგანცა განეშოროს, დაშთენ ხელნი და ფერხნი უქმად, განმარტოებულნი უნდოდ, და, და ნაწევარნი
ძუალთაგანი
განშიშულდენ
და
იქმნეს
ყოველი
გუამი
მიწა
და
ნაცარ,
და
ქმნულ-კეთილი
იგი
და
ხატ-შუენიერი
და
უშუერი
ერთ
სახედ
აჩუენებდენ,
რამეთუ
ყოველივე
მატლ
და
წუთხ
და
წალა
იქმნას.
ჰოი, რაი მწარე
არს
დღე
იგი
სიკუდილისაი
და
რაი საშინელ არს და საზარელ ხილვაი პირთა
მათ
უშუერთა
და
უცნაურთაი,
რამეთუ
სული
იგი
ჟამსა
მას
ექუნ
გულ-გდებულად,
ვითარღა
მფრინველი
შეპყრობილი
მახითა,
და
ხორცნი
იგი
ძრწიედ
შეძრწუნებულად,
ვითარცა
მფრინველი
შეპყრობილი
მახითა,
და
ხორცნი
იგი
ძრწიედ
შეძრწუნებულად,
ვითარცა
საცხოვარნი
ჟამსა
დაკლვისასა,
და
გონებაი
შეიპყრის
სიბნელემან!
ხოლო
ჩუენ,
რაჟამს
მეუფლის
სენი
იგი
ხორცთაი,
ესე
ყოველი
გუახსობნ
და
გულს-ვეტყოდით
სიკუდილისათვის
და
სინანულისა,
და
ვითარცა
განმეშოროს
სენი
იგი,
ყოველივე
დაგუავიწდის
და
არღარა
ვზრუნვიდით
და
არცა
მოვიხსენიებდით
სატანჯველთა
მათ
საუკუნეთა,
რომელი
განმზადებულ
არს
ცოდვილთათვის;
ხოლო
მართალთათვის
სკუდილი
განსუენებაი არს და არა ეშინის მას სიკუდილისაგან. არამედ ვაი არს მათდა, რომელნი უგულისხმო-იქმნენ და უმეცარ ამას ყოველსა. და მოვიდეს მსაჯული იგი თუალ-უხუავი განსჯად ცხოველთა და მკუდართა, და სიკუდილი წარიტაცებდეს სწრაფითა დიდითა
ცოდვათა
შინა
განკაფულთა
მათ.
მაშინ სული იგი გლოვით იტყოდის: ვიდრე-მე ვივლტოდი, ანუ ვითარ-მე განვერე სატანჯველთა მათ მომავალთა, და მე ესერა შებღალული ცოდვითა და ბრალითა წარჰყავ ამიერ სოფლით?
მიუგოს ხორცმან და ჰრქუას: ვაი ჩემდა შენ მიერ, სულო ჩემო, რამეთუ შეგეყავ შენ დასაბამსა და ვიყავ მე უბიწო, და აწ განგეშორები და ვარ მე შეგინებულ.
ჰრქუას მას სულმან: შეწუხებულ ვარ მე შენ მიერ, გუამო ჩემო, რამეთუ ბუნებით ვარ მე უცოდველ და შემოსითა შენითა სავსე ვარ მე ბრალითა და ცოდვითა.
მიუგოს ხორცმან და ჰრქუას: შენ შემიტყუე მე და მაცთურ ჩემდა იქმენ, რამეთუ გეზიარე ყოველთა ბოროტსა და ნებასა შენსა ვიქმოდე და სათნოებასა შენდა შეუდგე და წარვწყმდი.
ჰრქუას მას სულმან: არამედ უფროისღა მე ნებასა შენსა შეუდეგ, რამეთუ ბუნებით უბიწო ვარ და მიზიდვითა შენითა მიდევნებულ ვიქმენ ნივთიერებასა შენსა, ვიდრემდის
ხრწნილებასა
შენსა
მიზიარე.
მიუგოს ხორცმან და ჰრქუას: ვაი ჩემდა, რამეთუ სიკუდილი კართა ჩუენთა ზედა მოწევნულ არს და სიტყუაი ჩუენი ჟამსა ამას ამაო არს!
ჰრქუას სულმან: უკუეთუ მოწყალე მექმნეს უფალი და აღმადგინოს მე სენისა ამისგან, შევინანო მე მისა მიმართ ცოდვათა და ბრალთა ჩემთათვის.
ჰრქუას მას ხორცმან: სიტყუაი კეთილი მესამე მე შენგან, სულო ჩემო, და ვინაი ჩემდა,
რაითა
აღასრულო
სიტყუაი შენი საქმით.
ჰრქუა სულმან: უკუეთუ აღვდგე სენისა ამისგან, ჭეშმარიტად ყოველნი ცოდვანი ჩემნი ცრემლითა განვიბანნე და ლოცვითა და მარხვითა განვწმიდნე.
ჰრქუას ხორცმან: უკუეთუ ჭეშმარიტად ლხინებაი ვპოვე მე სენთა ამათგან, დავიტანჯო თავი ჩემი და შევაყენო და არღარა ვჰყოფდე ნებასა ჩემსა ბოროტსა, არამედ შრომითა და მღვიძარებითა განვკაფო გუამი
ჩემი.
ჰრქუას სულმან: უკუეთუ ვპოვო მე სიცოცხლე და განვერე სიკუდილისაგან, გყო შენ სახლ სიწმიდის
და
სადგურ
სულისა
წმიდისა.
ჰრქუას ხორცმან: გული ესე აწინდელი, რომელ არს ჩუენ თანა დღეს, რად არა იყო იგი ჩუენ თანა, ვიდრე მოწევნამდე ჟამისა ამის?
ჰრქუას სულმან: ვჰგებდ მე შეერთებასა შენსა და გულს-ვეტყოდე დღითიდღედ სინანულსა და ვიდრე განმზადებად ჩემდამდე მეწია მე სიკუდილი,
ჰრქუას ხორცმან: ვაი ჩემდა,
რამეთუ
მომიცვა
მე
სიბნელემან
და
აჩრდილმან
სიკუდილისამან
და
მივეცი
მე
საფლავად
და
ვიქმენ
მიწა
და
ნაცარ.
ჰრქუას სულმან: ნებასა შენსა მიგცემდი და ამის გამო ვიქმენ მე წარწყმედულ.
ჰრქუას ხორცმან: ნეტარ თუმცა არა შემესწავლე, რამეთუ განმაცოცხლე მე მცირედსა ამას ჟამსა და მომაკუდინე მე საუკუნოდ და განმაშორე საყოფელსა მართალთასა და მიმაქციე მე ჯოჯოხეთად.
ჰრქუას სულმან: ესე ზრახვაი რაისა არა იყო ჩუენ თანა ვიდრე ვიყვენითღა მფლობელ თავთა ჩუენთა ზედა და ვიდრე განყოფამდე ჩუენდა ურთიერთას?
ჰრქუას ხორცმან: რამეთუ აწღა განცხადნა საიდუმლოი შენი და შენ მიერ საცნაურ ვიქმენ მე, რაითა ვიქმნე მტუერ და ნაცარ საფლავსა შინა.
ჰრქუას სულმან: ვაი ჩუენდა, რაი ესე შეგუემთხვა, რამეთუ მოახლებულ არს იძულებით განმყოფელი ჩუენი და ვხედავ შუენიერთა თუალთა შენთა დაბნელებულთა და ალმურსა
სიკუდილისასა
მოუცავ
მე
ყოვლით
კერძო
და
იგი
დაჰხსნის
ხორცთა
და
ძუალთა
ჩემთა
და
ყოველსა
გუამსა
ჩემსა.
ჰრქუას ხორცმან: შეგიყუარე შენ უფროის ყოველთა არსთა და ვაი ჩემდა, რამეთუ დღეს განგეშორები და მისთვის ვტირ და ვიგლოვ!
ჰრქუას მას სულმან: არარაი სხუაი მოვიგე სოფელსა ამას, თვინიერ შენსა, და აჰა ესერა დადუმებაი მოახლებულ არს ბაგეთა შენთაი.
ჰრქუას სულსა ხორცმან: ვაი ჩემდა,
ვითარღა
წარვჰხადენით
დღენი
ჩუენნი
უდებად
და
აწ
ესერა
მივალთ
ჩუენ
მსაჯულისა
მის
თუალ-უხუავისა,
და
საქმეთა
ჩუენთათვის
ბოროტთა
მიგუცნეს
ჩუენ
ცეცხლსა
მას
საუკუნესა!
ჰრქუას სულმან: რაიღა მწარე არს სასუმელი სიკუდილისაი, ვიდრემე
ვივლტოდი
მისგან,
ანუ
რაიმე
მიუგო
მსაჯულსა
მას
საშინელსა
საქმეთა
ჩემთა
თვის
ბოროტთა?!
და ვითარცა ესევითარსა ღუაწლსა შინა არნ კაცი იგი, რომელი მიახნ სიკუდილსა, და სული მისი და ხორცნი შიშისა მისგან და ჭირისა შეძრწუნებულ არიედ, და ოფლი სიმწარისაი გამოცემულ არნ პირსა მისსა, მაშინ ანგელოზი ბრწყინვალე საშინელი და მრისხანე გამოუბრწყინდის საშინელითა-ხილვითა,
და
აქუნ
ხელთა
მისთა
ლახუარი
ცეცხლისაი,
სცის
და
განგუმირის
კაცი
იგი
და
წარიტაცის
სული
მისი.
რაი ფიცხელ
არს
ჟამი
იგი,
ძმანო
ჩემნო
საყუარელნო,
და
რაი საზარელ არნ და საშინელ განკითხვაი იგი სულთა მათგან, რომელნი ჰაერთა შინა განწესებულ არიან ცოდვილთა განმკითხველად. ამისთვის გევედრები
ყოველთა,
რაითა
იღუაწოთ
სულთა
თქუენთათვის,
ვიდრე
ესე
ფლობაი
გუაქუ-სღა თავთა
ჩუენთა
ზედა
და
ნუმცა
მცირითა
გემოითა წარვსწყმედთ
კეთილთა
მათ
საუკუნეთა,
რომელი
განუმზადა
ღმერთმან
მოყუარეთა
მისთა,
რომლისაი არს დიდებაი და ხელმწიფებაი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ.
No comments:
Post a Comment