არამედ, ჵ, დიდებული იგი და საკჳრველი სიყუარული ღმრთისაჲ, რომელი აჩუენა ჩუენ ზედა, განდგომილთა ამათ და ბოროტისმოქმედთა კაცთა. ჩუენთჳს გარდამოჴდა ზეცით მხოლოდშობილი ძჱ ღმრთისაჲ; იშვა წმიდისაგან ქალწულისა; იქცეოდა კაცთა შორის სრული ღმერთი და სრული კაცი; შეემშია ბუნებითა კაცობრივითა, მოეწყურა, დაშურა, პყრობილ იქმნა, წარდგა სამშჯავროდ, იგუემა ჩუენთჳს, განიკიცხა, ჯუარს-ეცუა, ნავღელი და ძმარი მიიღო, ლახურითა იგუმირა, მოკუდა, დაეფლა, მაცთურით ხადოდეს მას ჰურიანი; დაებეჭდა საფლავი მისი; და ესე ყოველი ჩუენთჳს თავს-იდვა.
აღდგა და მაცხოვნნა ჩუენ - წარწყმედულნი ესე. ეჰა, რავდენი დიდებული ქმნა სიყუარულმან მისმან. მტერნი ესე და შეურაცხნი მეყსა შინა მყვნა შვილ ღმრთისა, განწმედილ ყოველთაგან ბოროტთა ჩუენთა. დიდებაჲ სახიერებასა და კაცთმოყუარებასა მისსა! და აწ, საყუარელნო, ღირსად ნიჭთა მათ და ქველისმოქმედებათა მისთა და სიყუარულისა მის, რომელ შემიყუარნა ჩუენ, ვაჩუენოთ ჩუენცა მოქალაქობაჲ. დავიცვათ მშჳდობაჲ იგი და სიწმინდე, რომელი მან მოგუცა. რამეთუ დიდ არიან პატივნი ესე და საღმრთო, და ჭეშმარიტად პატივნი არიან. ხოლო ამის სოფლისა პატივნი საწუთრო არიან და წარმავალ, საფასითა სყიდულნი და კაცთა მიერ მოკუდავთა მოცემულნი. ამისთჳს არცა ღირს არიან პატივად სახელის-დებად; რამეთუ სამოსელთა შინა და ერისა სიმრავლეთა არს ყოველი ძალი მათი. ხოლო ესე პატივი, მშჳდობისა და სიწმიდისა და შვილებისა ღმრთისაჲ, არცა სიკუდილისა მიერ დაიჴსნების, არამედ აქაცა სანატრელ-გუყოფს და მას საუკუნესა უმეტესად გამობრწყინდების ჩუენ ზედა. რამეთუ რომელმან მოცემული იგი ქრისტეს მიერ მშჳდობაჲ და სიწმინდე და მადლი შვილებისაჲ უბიწოდ დაიცვას, ფრიად უმდიდრეს და უბრწყინვალეს არს მეფეთა ქუეყანისათა, რამეთუ ამასვე ცხორებასა სასოებითა კეთილითა ცხონდების და თავისუფალ არს ყოვლისავე შფოთისა და ამბოხებისაგან და აქუს სიხარული იგი სულიერი სამარადისოდ. და ნანდჳლვე ჭეშმარიტსა სიხარულსა და მხიარულებასა სულისასა არა მთავრობაჲ სოფლისაჲ იქმს, არცა საფასეთა სიმრავლე, არცა დიდებაჲ კაცობრივი, არცა ძალი ჴორციელი, არცა სამკაული სამოსელთაჲ, არცა გარდარეულნი სანოაგენი, არცა სხუაჲ რაჲმე კაცობრივთა და წარმავალთა საქმეთაგანი, არამედ სათნოებაჲ სულიერი და გონებაჲ კეთილი და წმიდაჲ. ესენი იქმან ჭეშმარიტსა სიხარულსა. რამეთუ რომლისა გული წმიდა იყოს და გონებაჲ მისი არა დასჯიდეს, იგი დაღაცათუ ძონძითა მოსილ იყოს და სიყმილითა იჭირვოდის, მარადის სიხარულსა შინა არს; ვითარცა-იგი შებღალული ცოდვითა, რომლისა გონებაჲ დასჯილ იყოს, დაღაცათუ ყოვლისა სოფლისა დიდებაჲ და სიმდიდრე აქუნდეს, ყოველთა უუბადრუკეს არს და უსაწყალობელეს. ამისთჳსცა პავლე შიმშილითა და შიშულობითა გარდაიჴდიდა დღეთა თჳსთა და დღითი-დღე იტანჯებოდა, გარნა იხარებდა და მხიარულ იყო სულითა უფროჲს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა, და სანატრელ იყო ყოველთა მიერ. ხოლო აქაბ მეფე იყო და შუებითა მრავლითა ცხონდებოდა, გარნა ცოდვითა დაშჯილ იყო, იგლოვდა და სულთ-ითქუმიდა და პირი მისი მჭუნვარე იყო. ამისთჳს ვიტყჳ, საყუარელნო: უკუეთუ გუნებავს სიხარულსა შინა სამარადისოსა ყოფად, განვეშორნეთ ყოვლისავე ცოდვისა და ყოვლისავე უკეთურებისაგან და მოვიგოთ სათნოებაჲ, რამეთუ ესრეთ იტყჳს ნეტარი პავლე, ვითარმედ: 'ნაყოფი სულისაჲ არს სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, სიმშჳდე, მარხვაჲ'. აწ უკუე, საყუარელნო, ესე ნაყოფნი მოვიგნეთ ჩუენ შორის, რაჲთა აქაცა სიხარულითა და მხიარულებითა სულიერითა ვცხონდებოდით და მას საუკუნესა მივემთხჳნეთ სასუფეველსა ცათასა, მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა შუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

ღმერთო, წყალობა აურაცხელო, ამის ტკბილად მასწავლელისა მეოხებითა წყალობაჲ და შენდობაჲ ჩუენ ცოდვილთა მოგუმადლენ. ნწესებასა.
http://titus.uni-frankfurt.de/texte/etcs/cauc/ageo/johchrys/mttargm3/mttart.htm
No comments:
Post a Comment