XXVII თავი
სიტყუაჲ მათდა მიმართ, რომელნი დედათა ჟამსა წიდოვნებისასა აზიარებენ და თჳთ მღვდელნიცა და ერნი,
რაჲთაცა ცოდვითა შეიგინნეს მას დღესა სიწმინდეთა მიეახლებიან
რამეთუ მღვდელნი
მათნი მას
ღამესა, რომლითაცა
მძიმეთა და
სასიკუდინოთა ცოდვითა დაეცნენ, უკეთუ აღსარებაჲ ოდენ თქუან მას დღესა ჟამისწირვასა აღასრულებენ და ეზიარებიან.
და უმეტესსა
ჟამსა უაღსარებოდცა, რამეთუ მარტო მღვდელნი მათნი მიმოვლენ პაპისა მიერ წარვლენილნი შორთა
სოფელთა და
ქუეყანათა შინა ქადაგებადად, რათა უფროსობაჲ და ყოველთა ზედა მთავრობაჲ პაპისა დაამტკიცონ, სადა ეპოების მათ ყოველთა მღვდელთა, რათა
აღუარონ ცოდვა, ვითარ ეგების თჳნიერ ჯეროვნისა სინანულისა და ჟამ რავდენმე განწმენდისა შეგინებულთა მიერ მსხუერპლისა შეწირვა; გინა განუწმედელთა მიახლებაჲ სიწმიდეთა.
რამეთუ ეკლესია სრულიად განწმენდილსა ეძიებს
სამღვდელოსა კაცსა განწესებისაებრ შვიდთა კრებათასა და არა თუ შეგინებულსა
და დღითი
დღე მცოდველსა
და კუალად დღით დღე მწირველსა, რამეთუ საშინელ არს განუწმედელთა მიახლებაჲ სიწმიდეთა სიტყჳისაებრ დიდისა ღვთისმეტყველისა გრიგოლისა და
სხუათა წმიდათა მამათასა. რამეთუ მოსე ღვთის
მხილველი რაჟამს
აღვიდოდა მთად, მოღებად სჯულისა, ემცნო ღვთისა მიერ,
რათა წმიდა
ყოს ერი არა მიახლებათ ცოლთა მათთა და განრცხა სამოსელთა და სხუაჲ რაოდენი კრძალვა და განწმედა ებრძანა, ვითარ იგი წერილ არიან გამოსლვათა შინა განწმედისათჳს და ესრეთ მიახლებად მთასა მას, რომელსა ზედა გარდამოჴდა ღმერთი.
ეგრეთვე ლევიტელთა შინა რავდენი წერილ არს მსახურებისათჳს კარვისა; და წმიდისა
მის წმიდათასა, რავდენნი ებრძანა კრძალვანი და პირად-პირადნი განწმედანი, ვითარ ეგე ემცნებოდეს და ებრძანებოდეს. და თუ ვინმე წარმდებად და უღირსად განუწმედელი მიიახლის, არა მცირედი პატიჟი მიეჴადის ღვთისაგან; და სხუაჲ რავდენნი წერილ არნ ამის პირისათჳს საღმრთოთა წერილთა შინა, რომელნი სახე
და აჩრდილ იყვნეს ახლისა ამის საიდუმლოჲსა და მსხუჱრპლისა საუფლოსა, რამეთუ ესე ყოველი
სახედ ჩუენდა დაიწერა ვითარცა ჴმობს მოციქული პავლე; და უკეთუ აჩრდილსა და
ძუჱლსა სახესა ესოდენი კრძალვა უჴმდა, რავდენ უმეტეს თჳთ ჭეშმარიტებასა და ახალსა საიდუმლოსა.
ხოლო იგინი არცა ძუჱლისა წესისაებრ, არცა ახლისა აღთქმისა, არცა მოციქულთა
მოძღვრებისაებრ, არცა მამათა განსაზღვრებისაებრ აღასრულებენ, არამედ უკრძალველად და თჳნიერ განწმედისა შეგინებულნი მასვე ჟამსა მიეახლებიან
სიწმიდეთა. და ერის კაცთა, მეუღლეთა მათთა თანა ყოფილთა სა სხჳთაცა მრავლითა ბოროტებითა შეგინებულთა, მასვე დღესა
აზიარებენ. ეგრეთვე დედათა, ჟამსა წიდოვნებისასა და სხჳთაცა მძიმითა ცოდვითა დაცემულთა მას
დღესა მისცემენ
ზიარებასა უკეთუ
ოდენ თქუან აღსარებაჲ. ხოლო საკურთხევლადცა აღიყვანებენ ჟამსა წიდოვნებისასა, რომელი ესე ცხადად დაყენებულ არს
ძუჱლსაცა შინა სჯულსა და ახალსა უმეტესად. და
ესრეთ წინააღმდგომ არიან საღმრთოდ სჯულისდებისა ყოვლისავე.
რამეთუ წერილ არს სჯულის კანონთა შინა, ესრეთ, წიდოვნისა დედაკაცისათჳს: „ხოლო დედობრივითა წესითა სისხლმდინარეთა დედათათჳს, უკეთუ უღირს მათ ესრეთ, რაჲ იყვნენ შესლვად სახლსა ღმრთისასა, ნამეტნავ ვგონებ ჰკითხვასაცა, რამეთუ არცა მათგან ვირწმუნებ
განკრძალულნი თუ იყვნენ, რაჲთამცა კადნიერ იქმნენ ბუნებითსა, რომელსა შინა იყვნენ ვნებასა:
ანუ წმიდისა
ტრაპეზისა მიმართ
მოსლვად, ანუ ჴორცისა და სისხლისა ქრისტესისა შეხებად. ხოლო ლოცვად ვითარცა ვინ
იყო და
ვითარითაცა ვნებითა უფლებული მოხსენებად მეუფისა და თხოვად მის მიერისა შეწევნისა; აროდეს დაიყენების, ხოლო წმიდათა მიმართ და წმიდასა
წმიდათასა შესლვად არა თუ ყოვლითურთ წმიდაჲ იყოს სულით და ჴორცითცა, არა ფლობილ იქმნების” (დიონოსის ვასილიდის მიმართისა ეპისტოლისაგან თავი II).
კუალად წერილ არს: „დედაკაცი,
რაჟამს წესსა ზედა თჳსსა იყოს წიდოვნებისაა, არა უჴმს ზიარებაჲ, ვიდრემდის არა განწმდეს” (ტიმოთე ალექსანდრიელის კანონი VII).
კუალად წერილ არს: „ვითარმედ, არა ჯერ
არს დედათა მიერ შესლვად საკურთხეველად” (ლავდიკიის კანონი XXXXIV).
ესე ყოველი ესრეთ წერილ არს და დაყენებულ მამათა
მიერ და
სჯულის კანონთა
შინა. და
უფროსად საღვთოთა
წერილთა მიერ
ძუჱლისა სჯულითასა. ხოლო ჩუენ განვრცელებისათჳს არა დავწერეთ, არამედ იგინი ამას ყოველსა დაჰჴსნიან და არა ისმენენ
საღმრთოთა წერილთასა; არცა დაადგრებიან საზღაურსა მამათასა, არამედ მათ მიერ განწესებულსა სჯულსა
ყოველსა ქუეყანასა განჰფენენ, რათა განქარდეს და დადუმდეს ყოველი
სჯულისდებაჲ წმიდათა მოციქულთა და წმიდათა ღმრთისმეტყველთა კაცთა.
ტექსტი ხელნაწერ S-3269- ის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ზაზა მამულაშვილმა.
No comments:
Post a Comment