XXIX თავი. თქმული უნდოსა და გლახაკისა ხუცეს-მონაზონისა ბესარიონის მიერ. რომელი იყო უდაბნოით გარესჯით მრავალმთისაჲთ, მონასტერსა წმიდისა იოანე ნათლისმცემელისა, ხოლო წიგნსა ამას ეწოდების „გურდემლი“.


XXIX თავი
სიტყუაჲ წმიდისა იარებისათჳს, ვითარ იგინი ერის კაცთა
ლიტონსა ღჳნოსა მისცემენ და არა სისხლსა  საუფლოსა;
ეგრეთვე პურსა ლიტონსა და არა ჴორცსა სამეუფოსა

ვინაითგან წმიდისა საიდუმლოსათჳს ვიწყეთ მეტყუელებად და საუფლოსა მსხუერპლისა შეწირვა, ცხადად საცნაურ ვყავთ, რომელი ქრისტემან განგჳწესა. აწ წმიდისა ზიარებისათჳს ვიწყოთ, რომელსა ჩუენ მართლმადიდებელნი ერთობით მოვიღებთ ჴორცსა მას საუფლოსა და სისხლსა ცხოველსმყოფელსა, და რომელნი სარწმუნოებით და ღირსებით მოვლენან მათცა ეგრეთვე ვაზიარებთ: ჴორცითა და სისხლითა საუფლოსა.
ხოლო მოსავნი პაპისანი არა ესრეთ ჰყოფენ, არამედ მღვდელნი, რომელნიცა სწირვენ მით ეზიარებიან და ერისკაცთა სჳხთაასეფითა აზიარებენ და არა მით, რომლითა თჳთ ეზიარებიან: ხოლო სისხლსა მას არა მისცემენ, არამედ სუხასა ლიტონსა ღჳნოსა, რომელი არა მიახლებულ არს ტრაპეზსა, არცა წართქმულ არს მას ზედა ლოცვა. და არა მოიჴსენებენ სიტყვასა მას ღმრთისასა, რომელსა ჴმობს დღით-დღე: მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ჴორცი ჩემი თქუენთჳს განტეხილი მისატევებელად ცოდვათა. მერმე მოიღო სასუმელი და აკურთხა და მისცა მათ და თქუა: „სუთ ამისაგანი ყოველთა: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა მრავალთათჳს დათხეული (მათე 26, 26); და მარკოზ ესრეთ დასწერს: და ჭამდეს რა იგინი, მოიღო იესო პური, აკურთხა, განტეხა და მისცა მათ და თქუა: მიიღეთ და ჭამეთ, რამეთუ ესე არს ჴორცი ჩემი. და მოიღო სასმელი, ჰმადლობდა და მისცა მათ, და სუეს მისგან ყოველთა. და ჰრქუა მათ: ესე არს სისხლი ჩემი ახლისა სჯულისაჲ მრავალთათჳს დათხეული (მარკოზი 14, 22).
ხედავთა ძმანო საიდუმლოსა ამის ძალსა, თუ რასა ჴმობს ქრისტე ვითარცა წინასწარ მეცნიერი ყოვლისავე? რამეთუ ვითარცა სხუათა მათ წვალებათათჳს წინათვე მოასწავა და თქუა: ეგრეთვე წმიდათა საიდუმლოთათჳს თქუა და მოასწავა, რამეთუ უწყოდა ესეცა წვალება უკნასკნელ შემოსლვად, რომელსა აწ ლატინნი ჰყოფენ. რამეთუ მისცემენ არა ჴორცსა და მასაცა უცომოსა, და სისხლსა ყოვლადვე არა, არამედ ლიტონსა ღჳნოსა.
უფალმან მისცა რაჲ პური მოწაფეთა, ჰრქუა: მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ჴორცი ჩემი. ეგრეთვე მარკოზიცა ესრეთ იტყჳს: მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ჴორცი ჩემი. ხოლო სასუმელი რა მისცა, ესრეთ ჰრქუა: „სუთ ამისაგანი ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი და არა თქუა ვითარცა პურისათჳს, არამედ სისხლისათჳს თქუა „სუთ ყოველთა; ბრძანა და არა მარტო მღვდელთათჳს, არამედ ყოველთათჳს ზოგად: მღვდელთა და ერთათჳს. ვითარცა იგი პირველცა ეტყოდა ჰურიათა ამის საიდუმლოსათჳს და თქუა იესო: ამინ, ამინ გეტყ თქუენ: უკეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისაჲ და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხორებაჲ თავთა შორის თქუენთა. ხოლო რომელნი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნო, და მე აღვადგინო იგი უკანასკნელსა მას დღესა, რამეთუ  ჴორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასუმელი არს. და რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგორმილ არს, და მე მის თანა (იოანე 6: 53).
ესე არს ბრძანება უფლისა ძმანო, რომელი ესე რაჲ მოვიჴსენეთ, რამეთუ ზოგად ყოველთა მორწმუნეთათჳს ჴმობს მიღებასა პურისასა და ეგრეთვე სასუმელისასა ჴორცად და სისხლად თჳსად. ვითარცა მღვდელთათჳს, ეგრეთვე ყოველთა მორწმუნეთათჳს, რამეთუ შეუძლებელ არს დაჴსნად სიტყუაჲ ღვთისა, წერილისაებრ: იოტა ერთი გინა რქა ერთი სჯულისაგან და წინასწარმეტყველთა არა წარჴდეს” და კუალად იტყჳს: ცანი და ქუეყანა წარჴდეს ჴოლო სიტყუანი ჩემნი არა სადა წარჴდეს (მათე 5, 18). რამეთუ იგი ბრძანებს: ესე არს ჴორცი ჩემი და ესე არს სისხლი ჩემი და „სუთ ამისაგან ყოველთა და  უკეთუ არა სჭამოთ ჴორცი ძისა კაცისა და სუათ სისხლი მისი, არა გაქუნდეს ცხოვრებაჲ”. ხოლო იგინი ამასცა დაჴსნიან, ვითარცა სხუათა მათ ბრძანებათა და სჯულისდებათა მისთა. და წინააღუდგებიან ბრძანებათა და სჯულისდებათა მისთა. და წინააღუდგებიან ბრძანებასა მისსა და შემოიღებენ სხუასა და სხუასა სჯულსა და იტყჳან  ვინათგან ჴორცი ქრისტესი ცეცხლი არსო. ცოცხალსა ჴორცსა სისხლიცა ექმნებისო. დიდი უწესობაჲ და კადნიერი წინა აღდგომა საუფლოსა ბრძანებისა. უფალმან ესრეთ ბრძანა ვითარცა ესრეთ ვრცელად აღვწერეთ და პაპის მოსავნი ესრეთ ჰყოფენ: მისცემენ სეფის კუჱრსა და მასაცა უცომოსა და რა პურსა ბრძანებისაებრ უფლისა, და სისხლსა შემდგომად არა მისცემენ, არამედ ლიტონსა ღჳნოსა და მასაცა უწყლოსა. ქრისტემან არა იცოდა ჴორცისა თჳსისა და არსებაჲ და ბუნებაჲ უკეთუ სისხლი არს მას შინა ანუ თუ არა [?] და უკეთუ მეცნიერ ყოფილ იყო მას შინა სისხლისა ყოფისა, მარტო ჴორცსა ბრძანებდა და არა სისხლსაცა და არცა მოწაფეთა მისცემდა სისხლსა და ეტყოდა: სუთ ამისაგანი. არამედ პურსა ხოლო მისცემდა და მასაცა უცომოსა და ეტყოდა: ესე არს  ჴორცი და სისხლი ჩემი. ხოლო ახალთა ამათ ღვთისმეტყუჱლთა და თავით თჳსით გულისჴმისმყოფელთა და არა ღმრთისა მიერ. უმჯობესად გულისჴმაყვეს ვიდრე ქრისტემან და წშმიდათა მოციქულთა მისთა და ამათ უმეტესი მეცნიერებაჲ მოიპოეს და თქუეს ჴორცი უსისხლოდ არა იქმნებისო” და მოსპეს წმიდისა საიდუმლოსაგან სისხლი იგი ცხოველმყოფელი. რამეთუ წინადაგებული პური და ჳნო, რაჟამს იქმნას სიტყჳთა ღვთისათა და კურთხევითა სისხლად და ჴორცად; მარტო პური არა იქმნების ჴორცად და სისხლად; არცა მარტო  ღჳნო იქმნების სისხლად და ჴორცად; არამედ პური იგი შეიცვალების ჴორცად და ღჳნო იგი შეიცვალების სისხლად: ვითარცა ქრისტემანცა ეგრეთვე მისცა თჳს-თჳსად, და პურსა მასა უწოდა ჴორცად და ღჳნოსა მას სისხლად და ეგრეთ აზიარნა მოციქულნი და მოწაფენი თჳსნი და სჯულად დაუსხნა ყოველთა მორწმუნეთა თჳსთა და ჰრქუა: ამას ჰყოფდით მოსახსენებელად ჩემდაო” და პურისა უბრძანა: ესე არს ჴორცი ჩემი თქუენთვის განტეხილი” და ჳნისა უბრძანა: ესე არს სისხლი ჩემი თქუენთჳს და მრავალთათჳს დათხეული. ყოველთათჳს ბრძანა ვითარცა ვიტყოდე და არა მარტო მღვდელთათჳს და უკეთუ ორივე:  ჴორცი და სისხლი ერთსა შინა არს სიტყჳსაებრ მათისა, მაშა თანა აც მღვდელთაცა რათა არცაღა იგინი ეზიარნენ სისხლითა ქრისტესითა, არამედ მხოლოდ სეფითა, ვინათგან უსისხლოდ არა იქმნების. და უკეთუ უსისხლოდ არა იქმნების ჴორცი, არცაღა ზედაშე იქმნების თჳნიერ წყლისა, რამეთუ ყურძენი წყლითა არს მორწყული და წჳმითა განპოხებული და ესრეთ არა არს ღჳნო უწყლო. და მოსპეთ წყალიცა წმიდისა ზიარებისაგან ვითარცა სეფისკუჱრისაგან განაშორეთ საფუარი და მარილი და ჴორცისაგან სისხლი; ეგრეთვე სისხლისაგან წყალი და იქმნენით უძჳრეს ყოველთა მწვალებელთა და მე ვჰგონებ ვითარმედ იქმნებისცა ეგრეთ. მცირედღა და მოისპოს წყალიცა სისხლისაგან, რამეთ რავდენსაცა თავით თჳსით გულის ჴმა ჰყოფენ კარდინელები და აუწყებენ პაპასა, მასაცა განაწესებენ და სჯულად უდებენ ყოველთა: და კუალად სხუასა გულის ჴმა ჰყოფენ და სხუასა განაწესებენ. ამისთჳს აყუჱდრებს წინასწარმეტყველი ესაია და იტყჳს: ვითარცა თავით ჳსით გულისჴმისმყოფელთა და წინაშე მათსა მეცნიერთა და შემდგომი. რამეთუ მათ დახსნეს ყოველი საზღუარნი მამათანი და შეურაცხყვნეს მოციქულთა მიერ მოცემულნი კანონნი. რომელნი მათ ქრისტესაგან ესმა და იხილეს, და ჩუენ მოგუცნეს და სჯულად დაგჳსხნეს. ამისთჳს ჴმამაღლად ჴმობენ წმიდანი მოციქულნი და იტყჳან: გინა თუ ჩუენ, გინა თუ ანგელოზი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისა, რომელი მიიღეთ, შეჩუენებულ იყავნ!” (გალატელთა 1, 8). ხოლო ამის ესე ვითარისა მიზეზისათჳს განუდგეს მრავალნი ქუეყანანი და თემნი დასავლეთისანი პაპასა ჰრომისასა და არღარა მორჩილობენ უმრავლესნი მეფენი და მთავარნი მის კერძოსანი, რომელნი იყვნეს სამწყსონი და მორჩილნი პაპისანი. რამეთუ ვინათგან მათ დაჴსნეს ყოველნი საზღუარნი და სჯულისდებანი წმიდათა მოციქულთა და მამათანი, არცაღა იგინი დაემორჩილნეს პაპასა, არცა შეიწყნარეს სჯულიდებაჲ მისი, არამედ განიზრახეს და თქუეს: „ვინათგან მათ შეურაცხ ყვეს ყოველნი საზღუარნი და კანონნი მამათანი, რომელნი მოგუჱცნეს აღმოსავლეთით, ნუღაცა ჩუენ დავემორჩილებით ახალსა სჯულისდებასა პაპისასა”. ამისთჳს განდგეს და იქმნნეს თავით თჳსით სხჳსა სჯულისა განმაწესებელ, ხოლო სარწმუნოებაჲ მართალი წმიდისა სამებისა, და განჴორციელებაჲ სიტყჳსა ღმრთისა ორითა ბუნებითა ვითარცა ძუჱლითგან მოსცემოდა იგივე უპყრიესთ, ხოლო საზღუარნი და წესნი საეკლესიონი, რომელნი მოცემულ იყო მამათა მიერ, მათცა სრულიად დაჴსნეს და არღარა უპყრიესთ და არცაღა სჯულისდებაჲ პაპისა შეიწყნარეს ზემო წერილისა მიზეზისათჳს; არამედ აწცა იტყჳან: უკეთუ პაპა ჰრომისა ძუჱლითგანსა წესსა იპყრობს და შეერთების აღმოსავლეთისა ეკლესიასა, ჩუენცა მასვე წესსა ზედა ვეგებით და დავემორჩილებით პაპასა. ხოლო იგი თუ ურჩ არს ძუჱლითგანისა სჯულისდებისა, ჩუენცა ურჩ ქმნილ ვართ პაპისაო.
ხოლო მოსავნი პაპისანი იტყჳან ვითარმედ: „ერთმან მათგანმან მეფემან მეორისა ცოლისა შენდობა ითხოვა პაპისაგან და ვერ მიემთხჳა შენდობასა და მისთჳს იქმნა განდგომილებაჲ მათიო. არამედ ნაცილ არს ესე სიტყვაჲ, რამეთუ ზემო წერილისა მიზეზისათჳს იქმნა განდგომილებაჲ და არა ცოლისა შერთვისათჳს. უკეთუ ესრეთ იყო, ვითარ მეფე ლაღი და თავისუფალი ერთისა გულისთქმისა ძლით შეპყრობილი ითხოვდა მეორისა ცოლისა შენდობას, და არა მყის იქორწინებდა: და თუმცა იგი ითხოვდა შენდობასა, ესენიცა მიანიჭებდეს, რამეთუ ყოველივე ადვილად შერაცხილ არს მათ წინაშე დასაჴსნელად სჯულისდებაჲ წმიდათა, ვითარცა იგი სხუანიცა ყოველნი საზღუარნი დაჴსნეს და განაქარვნეს.  ხოლო უკეთუ ერთი მეფე იქმნა განდგომილი მიზეზითა გულისთქმითა სხუანი მეფენი რაჲსათჳს იქმნნეს განდგომილ და ურჩ, პაპის სჯულისდებისა: დიდნი იგი მეფენი ინგლიზისა, კალვინისა, შუჱტისა და საქსოთა, რამეთუ ესე ყოველნი დიდნი სამეფონი და სხუანი მრავალნი თემნი განრდგეს და ურჩ არიან პაპისა, მაგინებელ და წინააღმდგომ და დამჴსნელ სჯულისდებისა მისისა.
არამედ ჩუენ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ,  სადა იგი დაუტევეთ: რაჲსთჳს არა აზიარებენ ერისაგანთა, ვითარცა იგი თჳთ ეზიარებიან: რამეთუ ქრისტე მეუფე არა ხოლო მარტო მღვდელთათჳს მოვიდა, არამედ ყოველთათჳს: მართალთა და ცოდვილთა და უფროსად ცოდვილთათჳს, ვითარცა ბრძანებს: არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა (მარკოზი 2, 17). და უკეთუ მართლად და უცოდველად შეურაცხიესთ ერისაგანნი, რაჲსათჳს აყენებს სისხლისა მიმართ საუფლოსა და პირველად მათ არა აზიარებენ: რამეთუ მართალნი უმეტეს ღირს არიან: ხოლო უკეთუ ცოდვილ არიან, ქრისტემან უმეტეს ცოდვილთათჳს დასთხია სისხლი თჳსი მეტყუჱლმან ესრეთ: ესე არს სისხლი ჩემი მრავალთათჳს დათხეული. და რაჲსათჳსღა აყენებენ ცოდვილთა ზიარებად აღსარებისა და სინანულისა მიერ უკეთუ ჟამსა სიკვდილისასა არღარა დააყენებენ, არამედ მაშინღა მისცემენ სისხლსაცა. ვითარ სიცოცხლესაღა შინა რაჲ არს მიზეზი არა ზიარებისა [?] თუ იგი ჭეშმარიტ არს, რაჲთა ცოცხალსა აზიარებენ, ესე ტყუილ იქმნების და ურგებ. და თუ ესე კეთილ არს და ჭეშმარიტ, იგი თურმე ნაცილ არს და უჴმარ.

არამედ მე ვჰგონებ ვითარმედ მოპოვებულსა რასმე ღონესა იჴმევენ შესატყუჱბლად ერისა, რამეთუ ვერ ძალუძც ვნებათა მიმართ თავთა თჳსთა დაპყრობად, ვერცა მორჩილთა მათთა, არამედ ყოველთა უწესოებათა მართ წარჴსნილ არიან. ამისთჳს მიუშვეს ყოველი კაცი ნებასა თჳსსა, რომელნი მორჩილებასა ქუჱშე მათსა არიან და კაცად-კაცადი განზრახვასა თჳსსა და ერთი რაჲმე უსრული და ადვილ[ი] სახე განუწესეს გარეშე მოძღვრებისა მის ქრისტესაგან და მოციქულთა მისთასა შესატყუჱბელად ერისა, რათა არა იგინიცა განდგომილ იქმნენ ვითარცა სხუანი იგი. და იქმნენ მტერ და მაგინებელ პაპისა. არამედ მხოლოდ პაპისა ოდენ ქუეყანასა ზედა მეორედ ქრისტედ აღმსარებელთა სხუაჲ სჯულიერი და ქრისტეს მიერნი ბრძანებანი არღარა ეთხოებოდნენ, არცა სრული ზიარებაჲ, არცა სრული ნათლისღებაჲ, არცა საზღუარი მარხვისა, არცა წესი ლოცვისა და არცაღა სხუაჲ იწროჲსა და საჭირველისა გზისა საგრობანი ბრძანებისაებრ ღმრთისა, მიმყვანებელი ცხოვრებად საუკუნოდ.

ტექსტი ხელნაწერ S-3269- ის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ზაზა მამულაშვილმა.

No comments:

Post a Comment