XXVIII თავი
სიტყუაჲ უცომოსათჳს, თუ ვითარ ყოველი მართლმადიდებელთა ეკლესია განწესებისაებრ
წმიდათა
მოციქულთასა
საფუვრითა
შევწირავთ,
ხოლო
იგინი
უცომოთა
კუალად უცომოთა სეფითა წირვა მათი – ხედავთ თუ ვითარ აღასრულებენ, რამეთუ გარეშე
არს
იგი
საზღუარსა
მამათასა
და
წესთაგან
წმიდათა
მოციქულთასა
და
წესთაგან
მართლმადიდებელთასა.
ნუ
უკუჱ
ჰგონებენ
იგინი,
თუმცა
ჩუენ
სიტყუაჲ
არა
გუაქუნდა
ამის
პირისათჳს,
არცა
მოწამენი
ძუჱლისა
და
ახლისა
სჯულისანი,
არამედ
ისმინეთ
თუ
რავდენნი
პატიოსანნი
მამადმთავარნი,
წმიდანი
წინასწარმეტყუელნი
და
ნეტარნი
მოციქულნი
მოვიყვანნე
ამისდა
მოწამედ
და
თჳთ
თავადი
სჯულისმდებელი
და
სრულმყოფელი
ყოველთა
კეთილთა
ქრისტე
მეუფჱ
დამამტკიცებელად
ამისა,
ვითარმედ
ჩუენი
ესე
სჯული
და
განწესებაჲ,
ყოველივე
მისგან
და
მის
მიერ
არს
განწესებული
და
მისთა
თვალით
მხილველთა
და
ჴელით
მსახურთა
მოციქულთა
მიერ
დამტკიცებული.
რამეთუ ქრისტემან ღამესა მას პური აკურთხა: რაჟამს იგი
უწინარეს
პასექისა
სერობაჲ
იგი
აღასრულა
მოწაფეთა
თჳსთა
თანა,
რამეთუ
პური
აკურთხა
და
არა
უცომონი,
ვითარცა
წერილ
არს
წმიდასა
სახარებასა
შინა;
რამეთუ
ოთხნივე
მახარებელნი
ვითარცა
ერთითა
პირითა
ჴმობენ
და
იტყჳან.
მათე იტყვის: „და ვითარცა ჭამდეს იგინი, მოიღო იესო პური და ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ჴორცი ჩემი” (და შემდგომი (მათე 26, 26).
ხოლო მარკოზი ესრეთ დასწერს: „და ჭამდეს რაჲ იგინი, მოიღო იესო პური, აკურთხა, განტეხა და მისცა მათ და ჰრქუა: მიიღეთ და ჭამეთ, რამეთუ ესე არს ჴორცი ჩემი” (მარკოზი 14, 22).
ისმინეთ ლუკასიცა:
„და
მოიღო
პური,
ჰმადლობდა
და
განტეხა
და
მისცა
მათ
და
თქუა:
ესე
არს
ჴორცი
ჩემი,
თქუენთჳს
მიცემული;
ამას
ჰყოფდით
მოსაჴსენებელად
ჩემდა”
(ლუკა
22, 19).
აწ კუალად იოანესი ისმინეთ ვითარ იტყჳს: „მე ვარ პური ცხოველი, რომელი ზეცით გარდამოვჴედ. უკეთუ ვინმე
ჭამდეს
ამის
პურისაგან,
არა
მოკუდეს,
არამედ
ცხოვნდეს
უკუნისამდე.
და
პური,
რომელი
მე
მივსცე,
ჴორცი
ჩემი
არს,
რომელსაც
მე
მივსცემ
ცხოვრებისათჳს
სოფლისა”
(იოანე
6, 51).
რამეთუ პური დაწერეს ოთხთავე, ვითარცა გესმა მახარებელთა და უფროსად ქრისტესაგან, რამეთუ იგინი
ქრისტეს
ბრძანებასა
სწერენ
და
არა
თავით
თჳსით
განაწესებენ,
რამეთუ
პური
თქუეს
და
დაწერეს
და
არა
უცომო,
რამეთუ
არცა
ერთმან
მახარებელმან
დაწერა
უცომონი,
და
თუმცა
უცომონი
განეტეხა
ქრისტესა
და
მოციქულნი
მით
ეზიარებინა,
მახარებელნიცა
უცომოთა
დასწერდეს
და
არა
პურსა,
რამეთუ
ცომოანსა
პური
ეწოდების
და
არა
უცომო,
ხოლო
უცომოსა
უცომო
ეწოდების
და
არა
პური,
რამეთუ
არცა
იყოს
წესი
ჰურიათაგან
მაშინ
უცომოსა
ჭამისა
ღამესა
მას,
რომელსაც
ქრისტემან
სერობაჲ
იგი
აღასრულა,
რამეთუ
უწინარეს
პასექისა
ყო
ქრისტემან
სერობაჲ
იგი.
ვითარცა
წერილ
არს.
რამეთუ მათე და მარკოზ ესრეთ დასწერენ: „პირველსა მას დღესა უცომოებისასა” (მათე 26, 17; მარკოზი
14, 12), რამეთუ
ჰურიანი
მაშინ
დაიწყებდეს
უცომოსა
ჭამად,
ოდეს
სჯულიერსა
პასექსა
აღასრულებდეს:
ხოლო
ქრისტემან
უწინარეს
პასექისა
განტეხა
პური,
ვითარცა
ვთქუ
და
არა
თუ
უცომო
და
არცა
იყო
წესი
უცომოსა
ჭამისა;
ხოლო
მოციქულნიცა
ეგრეთვე
ჰყოფდეს,
ვითარცა
ქრისტესგან
იხილეთ
და
არა
ჰურიათაებრ
ძუჱლისა
მის
და
უძლურისა
აჩრდილისა,
რამეთუ
სახე
იყო
და
არა
ჭეშმარიტებაჲ.
და
ჩუენცა
ეგრეთვე
განგჳწესეს,
ვითარცა
აწ
ყოველი
აღმოსავლეთისა
მართლმადიდებელთა
ეკლესიანი
აღასრულებენ
და
ძუჱლითაგანნი
წინასწარმეტყუელნი
და
მამამთავარნი
ესრეთვე
მოასწავებდეს
ვითარცა
ქრისტემან
აღასრულა
და
ჩუენ
განგჳწესა:
პურს
იტყოდეს
ახლისა
ამის
საიდუმლოთათჳს
და
არა
თუ
უცომოსა.
რამეთუ მელქიდესეკ მეფემან სალიმისამან, რომელი ქრისტეს
ჭეშმარიტ
სახედ
ითქმის
ვითარცა
მოასწავებენ
საღვთონი
წერილნი:
ოდეს
შეემთხჳა
აბრაჰამს,
პური
და
ღჳნო
მოართვა
აბრაჰამს,
ვითარცა
წერილ
არს
და
აკურთხა
იგი;
რამეთუ
პური
წერილ
არს
და
არა
უცომო.
ეგრეთვე დიდი მამამთავარი იობ [ი] იტყჳს: „იჭამებისა პური თჳნიერ მართლისა?” (წიგნი იობისა 6,6).
იხილეთ ვითარ განკჳრებითა იტყჳს დიდი იგი წინასწარმეტყველთა შორის პირის
დასაყოფელად
მათდა,
რომელნი
უცომოსა
და
უმარილოსა
შესწირვენ
საღმრთოსა
მას
მსხუერპლასა.
არა
თუ
ლიტონისა
პურისათჳს
იტყჳს,
არამედ
საუფლოსა
მისთჳს
პურისა:
ვითარმედ
თუცაღა
საფუარითა
იყოს
სრული,
პური
უმარილოდ
არა
იქმნების,
რამეთუ
უკეთუ
ლიტონისა
პურისათჳს
ეთქუა,
ვითარ
ეგებოდა
ტყუილი
წმიდისა
მისგან
მამადმთავრისა,
რამეთუ
უმრავლესთა
ადგილთა
შინა
უმარილოსა
პურსა
ჭამენ
და
უმჯობესად
შეურაცხიეს.
არამედ
ვითარცა
ვთქუ
საუფლოსა
ამის
პურისათჳს
იტყოდა,
რომელსა
ჩუენ
მართლმადიდებელნი
შევწირავთ,
რომელი
ქრისტემან
მოგუცა
და
შეუძლებელ
არს
უსაფუვროდ
და
უმარილოდ
შეწირვა.
რა
არცა
ერქმის
სრული
პური,
რომელსა
ბრძანებს
ქრისტეცა
ვითარმედ:
„ყოველი
შესაწირავი
მარილითა
დაიმარილოს,
რამეთუ
კეთილ
არს
მარილი”
(მარკოზი
9, 49). ესე
არს
ბრძანებაჲ
ქრისტესი
და
მოსწავებაჲ
ჭეშმარიტი,
ვითარმედ
მარილითა
ჯერ
არს
და
საფუარითა,
რათა
იყოს
სრული
პური
და
არა
ნაკლული.
ვითარცა
ქრისტემან
მოიღო
სრული
ბუნებაჲ
კაცთა:
და
არა
თუ
უსრული.
ეგრეთვე ლევიტელთა შინა წერილ არს: „ეტყოდა ღმერთი ძეთა ისრაჱლისათა ვითარმედ: ვაკურთხო პური შენი, ვაკურთხო ღჳნო შენი, და ვაკურთხო წყალი შენი” (გამოსვლათა 23, 25).
აჰა აქაცა პური აკურთხა და არა უცომონი; ღჳნო აკურთხა და წყალი და არა მარტოდ ღჳნო, არამედ წყალიცა.
კუალად იგავისაცა ისმინეთ, რომელსა ჴმობს ვითარმედ: „სიბრძნემან იშენა თავისა თჳსისა სახლი, და ქუეშე შეუდგნა მას შჳდნი სუეტნი, და დაუკლა თჳსი იგი საკლველი, და განზავა ტაკუკთა თჳსი იგი ღჳნოჲ და განუმზადა თჳსი იგი ტაბლა, და წარავლინნა თჳსნი მონანი მოწოდებად მაღლითა ქადაგებითა ტაკუკთა მათ ზედა და ჰრქვა: მოდით, და ჭამეთ პური ჩემი და სუთ ღჳნო, რომელი განგიზავე და დაუტევეთ უგუნურებაჲ ლა სცხონდეთ” (წიგნი იგავთა 9, 1).
იხილეთ აქაცა ცხადი და ჭეშმარიტი წმიდისა ზიარებისა წინათვე მოსწავებაჲ და ჭეშმარიტი გამოცხადება, რამეთუ აქაცა
პური
უბრძანა
ჭამად
და
არა
უცომონი,
განზავებული
ტაკუკთა
შინა
ღჳნო
და
არა
განუზავებელი
და
უწყლო.
ესე
არს
ჩუენისა
საიდუმლოსა
და
წმიდისა
წირვისა
წინათვე
უწყებაჲ
და
გამოცხადებაჲ.
და
ჩუენ
ყოველნი
მართლმადიდებელთა
ეკლესიანი
ესრეთცა
აღვასრულებთ,
რამეთუ
ესრეთცა
მოგუეცნეს
თჳთ
თავადისა
ქრისტესაგან
და
წმიდათა
მოციქულთაგან,
რამეთუ
მამამან
დაუსაბამომან
მოავლინა
ძე
თჳსი
მხოლოდშობილი
ჴორცთა
შესხმად
და
დაიკლა
ჩუენისა
ცხოვრებისათჳს,
და
მოგუცა
სრული
ჴორცი
თჳსი
ჭამად
და
არა
უსრული;
რამეთუ
ესე
არს
პური
იგი,
რომელი
ზეცით
გარდამოჴდა
ვითარცა თჳთ ქრისტე იტყოდა: პური არს ჭეშმარიტი და არა უცომო. და კუალად მოგუცა სისხლი იგი ცხოველსმყოფელი, გუჱრდისაგან თჳსისა,
რომელი
განგჳზავა
წყლითა
მით
წმიდითა,
რამეთუ
ესე
არს
ტაკუკთა
შინა
თჳსი
იგი
ღჳნო,
რომელი
განგჳზავა
წყლითა
და
არა
უწყლოდ;
არა
მარტო
პური,
არამედ
ღჳნოცა
განზავებული,
ვითარცა
იტყჳს
წინასწარმეტყველიცა
დავით
ვითარმედ:
„მდინარე
ღმრთისა
აღივსო
წყლითა”
(ფსალმუნი
64, 10); ესე არს მდინარე აღვსებული წყლითა, რომელი გუჱრდისაგან საუფლოსა მოგუცნეს და აწ მღვდელნი, სახედ მისა განაზავებენ წყლითა, განწესებისაებრ წმიდათა მოციქულთასა
და
ესრეთ
მოგუცნეს
ვითარცა
წინასწარმეტყველთაგან
ესწავათ
და
ქრისტესაგან
ეხილვათ
და
ჩუენცა
ესრეთ
განგჳწესეს
პურისა
შეწირვა
და
არა
უცომოსი;
განზავებულისა
ღჳნისა
და
არა
უწყლოსა,
რომელსა
კუალადცა
წინასწარმეტყველი
მოასწავებდა
და
იტყოდა
ვითარმედ:
„სასუმელი
ჴელთა
შინა
უფლისათა
ღჳნისა
და
ურწყოჲსა
სავსე
არს
სხმულითა”
(ფსალმუნი
74, 9); ესე
იგი
არს,
ვითარმედ:
„სასუმელი
ჴელთა
შინა
ღვთისათა
ღჳნისა
ურწყოჲსა”
რამეთუ
მას
ღამესა
სერობისასა
ღჳნო
იგი
უწყლო,
რომელი
ეპყრა
უფალსა
ბარძიმით,
რამეთუ
ღჳნო
იგი
პალესტინისა
ურწყავი
არს
და
მძიმე
და
ძლიერ
და
არა
იჴუმევის
თჳნიერ
წყლისა.
მაშინ
ქრისტემანცა,
ვითარცა
იყო
წესი
წყლითა
განზავა
და
მისცა
მოწაფეთა,
ვითარცა
დიდი
ბასილიცა
დასწერს
საიდუმლოთა
შინა
წირვისათა
და
იტყჳს
ვითარმედ:
„მოიღო
სასუმელი,
განზავა
და
აკურთხა
და
მისცა
მოწაფეთა”
ესე
განზავებული
სასუმელი
მოასწავა
სოლომონ,
რომელი
განუმზადა
სიბრძნემან
ღვთისამან
მოყვარეთა
თჳსთა
და
განუზავა
წყლითა
მით
ცხოველმყოფელითა
გუჱრდისა
მისისათა
ტაკუკთა
შინა
თჳსთა.
ხოლო
ვინაჲთგან
სიტყუამან
ღვთისამან
ბუნებაჲ
კაცთა
სრულებით
მიიღო
– სული, ჴორცნი და გონებაჲ და სამშჳნველი, ეგრეთვე სრული და უნაკლო პური განტეხა მარილითა და საფუვრითა შეზელილი და არა უცომო და სახედ მკვდრისა უსულო და უგონებო.
და მისცა მოციქულთა და უწოდა
ჴორცად
თჳსა,
რამეთუ
პური
იგი,
რომელსა
ვაკურთხებთ
ბრძანებისაებრ
ღვთისა,
ჭეშმარიტად
ჴორცად
მისად
შეიცვლების
სრულიად
და
უნაკლოდ,
რამეთუ
საფუარი
სახედ
სულისა
გულისჴმაიყოფების,
და
მარილი
სახედ
გონებისა;
რამეთუ
წინასწარ
მეცნიერმან
ყოვლისამან
– უფალმან,
უწყოდა
წვალებაჲ
იგი
აპოლინარისი,
რომელი
გამოჩინებად
იყო
მიმდგომთა
მისთა
თანა,
რომელნი
იტყოდეს
ჴორცთა
ქრისტესათა
უსულოდ
და
უგონებოდ.
ამისათჳს სრული პური განტეხა და არა უსრული და უცომო. და ესრეთცა ჯერ იყო, რამეთუ უწინარეს სჯულიერისა მის პასექისა ქმნა და არა იყო მაშინ უცომოსა ჭამისა ჟამი.
ამისთჳს მან ცომოვანი პური განტეხა და თქუა: „ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა”. ამას ჰყოფდითო,
რომელი
ჩემგან
იხილეთ
და
გესმა;
არა
თუ
იგი,
რომელი
ჩემგან
არა
იხილეთ
და
არცა
გესმა,
რამეთუ
მე
პური
მოგეც
და
არა
უცომო,
ღჳნო
მოგეც
და
არა
განუზავებელი,
არცა
უწყალო,
რომელი
წინათვე
გამოუცხადე
წინასწარმეტყუელთა
ჩემთა
და
გაუწყე
თქუენ;
და
ამისთჳს
გეტყჳ:
„ამას
ჰყოფდით
მოსაჴსენებელად
ჩემდა”.
ესე საიდუმლო განეწესა ეკლესიასა შინა მიერითგან და ვიდრე აღსასრულადმდე: სრულისა და უნაკლულოსა
პურისა
შეწირვა
საფუვრითა
და
მარილითა
შეცხობილი
და
არა
უცომოთა
და
უმარილოთა,
სახედ
მკვდრისა
უსულო
და
უგონებო,
და
რომელნი
უცომოთა
და
უმარილოთა
აღასრულებენ
მსხუერპლისა
მის
შეწირვასა,
მათ
ჩუენთჳს
განჴორციელებული
უფალი
– სრული
ღმერთი
და
სრული
კაცი
არა
რწამს,
დაღაცათუ
სიტყჳთ
აღიარებს,
არამედ
საქმით
უარჰყოფს
და
უსულოდ
და
უგონებოდ
აღიარებს
და
არა
სრულისა
კაცთა
ბუნებისა
მიმღებად,
ვითარცა
წმიდანი
ღვთისმეტყველნი
მამანი
ესრეთვე
იტყოდეს.
რამეთუ
ამას
პირისათჳს,
რომელნი
უცომოსა
შესწირვენ,
მრავალნი
აღწერეს
წმიდათა
მამათა
ჩუენთა
და
ჩუენ
დაგჳტევეს.
ხოლო
მე
ნამეტნავად
ვჰგონებ
უმრავლესისა
აღწერა
არა
საწყინო
იქმნეს.
ხოლო მე დიდითა განკჳრებითა დაკჳრვებულ ვარ ამას თუ ვითარ ლათინნი უცომოსათჳს იტყჳან ვითარმედ: ესე უცომოთა წირვისა წესი მოციქულთაგან მოგუჱეცნესო, რათა უცომოთა
ვწირვიდეთო
და
არა
ცომოვანითა,
რათა
აღმოსავლეთისა
ეკლესიანი
ცომოვნითა
სწირვიდენო
და
ჩუენ
უცომოთაო.
არა უწყი რაჲ ვთქუა. წმიდანი მოციქულნი შევრაცხნე მტყუვარად და წმიდანი ღვთისმეტყუელნი, რომელთა ესრეთ
განგჳწესეს
ანუ
იგინი,
რომელნიესრეთ
აღასრულებენ.
ხოლო
ესე
არა
ეგებოდა
წმიდათა
მათგან
მოციქულთა
და
ღმერთშემოსილთა
მამათა,
რათა
სხუათა
სხუაჲ
წესი
დაუსხნეს
და
სხუათა
სხუა
სჯული
განუწესეს,
რათა
ურთიერთარს
მტერობაჲ
და
შური
აღძრან;
არამედ
უფროსად
სიყვარული
და
ერთობაჲ
განგჳწესეს.
და
უკეთუმცა
ჭეშმარიტსა
იტყოდეს
ლათინნი
უცომოსათჳს,
ვითარმედ
მოციქულთაგან
ესრეთ
მოგუჱცნესო;
ესოდენნი
ღვთიმეტყველნი
და
წმიდანი
მამანი
რავდენ
სახედ
აღწერნეს
უცომოსათჳს
სამხილებელად
ბოროტადმადიდებელთა
სომეხთა
მომართ.
რამეთუ
მაშინ
დიდი
ერთობაჲ
იყო
აღმოსავლეთისა
და
დასავლეთისა
და
ხუთნივე
პატრიარქნი
ერთჴმა
იყვნეს
მართლმადიდებლობასა
ზედა
და
ერთი
სარწმუნოებაჲ
ეპყრათ:
ვითარღა
იკადნიერებდეს
წმიდანი
მამანი
უცომოსათჳს
მხილებად
და
განქიქებად;
ანუ
ვითარ
არა
განსამართლებელად
ჰრომაელთასა
იტყოდეს
ვითარმედ:
მათ
ესრეთ
მოეცნეს
და
ჩუენ
ესრეთო,
ანუ
ვითარ
სომეხნი
არა
განიმართლებდეს
ამით
თავსა
თჳსსა,
ვითარმედ:
ჰრომაელნიცა
ესრეთ
ჰყოფენო.
ამით საცნაურ არს, რამეთუ არა ჭეშმარიტსა იტყჳან მოსავნი პაპისანი, არამედ ტყუიან, რამეთუ უკანასკნელ ესეცა გარდასცვალნეს ვითარცა სხუანიცა
ყოველნი
წესნი
მართლმადიდებლობისანი
და
ქრისტეს
მიერ
მოცემულნი
და
მოციქულთა
მიერ
განწესებული
შჳდთა
კრებათა
მიერ
დამტკიცებული
სრულითა
პურითა
შეწირვა
აღიღეს
და
უსრულითა
და
უცომოთა
განაწესეს.
არამედ
უცომოსათჳს
კმა
არს
ესოდენნი
სიტყუაჲ.
ხოლო
აწ
სხჳსა
პირისა
მიმართ
ვიტყოდით.
No comments:
Post a Comment