1. უსაჴმარჱს-ადრე შევრაცხეთ თანაშეუღლვილნი იგი - სათნოებათა
თანა
უკეთურებანი,
რათა
მსწრაფლ
დაიმორჩილოს
შენგან
მაგან
შრომის-მოყუარებამან:
რამეთუ
ვიდრე
გონებაჲ
ჩუენი
მოვჴანთ
და
გულის-სიტყუათა
იგი
ეკალნი
დათესულისა
მისგან
ყანისა
აღმოვფხურენით,
- არა
თუ
საქმეთაგან,
რომელ
ვქმენით
ჩუენ,
ამას
ზედა
მივიწვი[ე]ნით,
- არამედ
რამეთუ
სახედ
გუაქუნდეს
ჩუენ
სიცოცხლისანი
იგი
სიტყუანი,
რომელნი
გუესმეს
წმიდათაგან
მამათა,
რომელთა
იგი
და
ვიეთთა
საქმეთა
თჳთ-მხილველ
ვიყვენით.
2. ხოლო ყოვლად ზეგარდამო მავალისაგან იყო, რომელ-იგი ცოდვილთა აუწყეს - გონება მაცთურთა მათ ძჳრის ზრახვ[ა]ნი; რომელი განგუაკრძალებს და გუეტყჳს:
„რაჲ
გაქუს,
რომელ
არა
მიგიღებიეს?“
- რათა
მოღებისა
მისთჳს
ვჰმადლობდეთ
მომცემელსა
მას;
ხოლო
ჩუენ
თანა-დადგრინებისა
მისთჳს,
რათა
არა
თავსა
თჳსსა
ვიჩემოთ
დიდების
მოქადულებითა
და
მომცემელსა
მას
უვარს
ვჰყოფდით,
რომლისათჳს
იტყუესცა:
„უკუეთუ
მიგიღებიეს,
რაჲსა
იქადი
არა
მიღებულსა?“
და
თქჳს,
ვითარმედ:
„აწვე
ეგერა
განმდიდრებულ
ხართ,
რომელნი-იგი საქმით
გლახაკ
ხართ;
აწ
ეგერა
მაძღარ
ხართ,
რომელთა-იგი სწავლად
გიწყიეს
ოდენ“.
რომელ-ესე აწ ჩემ ზედა მოიწია,
რომლისათჳს
მივასხებიან
სიტყუანი
და
საქმეთა
სიგლახაკისა
დავჰფარავ;
და
რომლითა
ესე
ვასწავებ
ზრახვითა
სწავლასა
მოწ[ა]ფებრსა,
ეგრე
თანა-წარვიცოდებ.
არამედ
მითცა,
რავდენ-რაჲ თქუენ
შორის
შენდობაჲ
იყოს,
აჩუენეთ
ესე
ჩემ
ზედა,
რათა
თანშეუღლვილნი
იგი
- სათნოებათა
სიბოროტენი
მეყსეულად
დავიმორჩილნეთ.
და
ვასწავებდეთ:
რაჲ
ეგე
არს
ნაყროვანებაჲ,
რომლისათჳს
არს
მარხვაჲ.
რაჲ
ეგე
არს
სიძვაჲ
და
სიწმიდჱ.
რაჲ
ეგე
არს
ვეცხლის-მოყუარებაჲ
და
უპოვარებაჲ,
და
მწუხარებაჲ,
რომლისა
თანა
არს
სიხარული.
რაჲ
ეგე
არს
გულის-წყრომაჲ
და
სულგრძელებაჲ,
მოწყინებაჲ
და
მოთმინებაჲ.
რაჲ
ეგე
არს
ოცნება[ჲ] და არა-ოცნებაჲ,
შურებაჲ
და
უშურვებაჲ,
ამპარტავნებაჲ
და
სიმმდაბლჱ.
ესე
თანაშეუღლებულ
და
თანამბრძოლ
და
(თანა)
მხდომ
არიან
ურთიერთარს.
მეყსეულად
ესრეთ
დავიმორჩილეთ.
ნაყროვანებისათჳს
3. ნაყროვანებაჲ არს: სიძვისა დედაჲ, მზრდელი გულის-სიტყუათაჲ, მარხვისა უძლურებაჲ ფრიად, ჭამისა ძლიერება, მონაზონებისა პირის დამქცეველი,
სტომაქისა
საშინელ
გამოხატვაჲ
ჭამადთაჲ,
აჩრდილად
გამოწერაჲ
სანოაგითაჲ,
განტევებული
კიცჳ
უაღვიროჲ,
სიბორგილე
სადგურ
სენაკისა
სიცოცხლისა,
მოშურნე
ზღუდე
განსავალთა,
იწროება
ნაწლევთა,
გინებისა
სავსება,
სიძვისა
ნივთ,
გონებისა
მწიკულევანება,
ჴორცთა
მყრალობა,
ტჳრთი
ძელისაჲ,
წყუდიადი
სიკუდილი.
მარხვისათჳს
4. მარხვაჲ - მუცლისა აღჳრ, უძღებებისა გუემა, ზომისა სასწორ, გემოდ ჭამისა ჭიმი, განსუენებისა განშორება, ძჳრის
ხილვისა
შემყოფი,
გულის-სიტყუათა
დამწყევლი,
მღჳძარებისა
თუალი,
განხურვებისა
მაბრკოლებელი,
ჴორცთა
მასწავლელი
და
სულისა
ამაღლებაჲ,
შრომათა
გოდოლი
და
სახეთა
ზღუდჱ,
ჩუეულებათა
დაწყნარებაჲ
და
ზნებათა
აღმცირებაჲ,
მოსიკუდილი
ასოთაგან
მაცოცხლებელ,
სულითა
აღდგომისა
მსგავსება
და
სიწმიდისა
მყოფება.
სიძვისათჳს
5. სიძვაჲ - ნაყროვანებისა მუცლად-ღება, წინაჲს-დამჴსნელ, გულისა მჴურვალებისა საჴუმილ, ძმადი
კერპთაჲ,
უნათესაო
საქმე,
აჩრდილად
გამოჩინებულ
ხატ,
საოცრებით
შერთვა
სიზმართა,
ცხედარ-უგრძნულად
შერევა,
თუალთა
შემტყუველ
ხედვა
ურცხუნოებით,
ლოცვისა
მართლ
უკუნ-მაქცეველ,
კადნიერებისა
სირცხჳლ,
სასოწარკუეთილებისა
წინამძღუარ,
კდემულებისა
ხელის-წარმპყრობელ.
სიწმინდისათჳს
6. სიწმინდჱ - სიმჴნისა ძეგლი, არაწმიდებისა გონებისა მხმელი,
გულის-სიტყუათა
წინა-დაცუეთაჲ,
არაწმიდებისა
მოკ[უ]ეთაჲ,
ბუნებისა
წილ
დანერგვაჲ,
მჴურვალებისა
წინა-აღმდგომი,
საქმეთა
თანა-მოქმედი
და
მოთმინებისა
შემწჱ,
გულისა
ბრწყინვალებაჲ
და
ლოცვისა
თანამზრახვალი.
ვეცხლის-მოყუარებისათჳს
7. ვერცხლის-მოყუარებაჲ - საკერპოჲ ანგარებისაჲ, წინასწარ¬მეტყუელებაჲ
სიყმილისაჲ
სიძჳრისა,
რიცხუვ-დაუნჯებული
სიტყჳს-ყოფაჲ,
ტყუენვისა
სიმდიდრჱ,
სიცრუვისა
ნათესავი,
სნეულებათა
სარწმუნოებაჲ,
მრავალწელ
ცხორებისა
მისანი,
საქმის-მოყუარებისა
ფერჴი,
უძილობისა
თანა-მზრახვალი,
მუცლისა
სიგლახაკჱ,
საზრდელისა
სილიტონე,
განუძღებელი
სიბორგილე,
მრავალმზრუნველი
უკეთურებაჲ.
ნეფსით უპოვრებისათჳს
8. უპოვრებაჲ - ვერცხლის-მოყუარებისა ძირით მოფხურაჲ, ნაყოფი სიყუარულისაჲ და ჯუარი
ცხორებისაჲ,
ულმობელი
ცხორებაჲ,
უშურველი
საუნჯჱ,
უზრუნველი
ფარი,
მიმოუტაცებელი
გონებაჲ,
აურაცხელი
ნაყოფი
მიუწდომელი,
სიმდიდრჱ
ზრუნვისა
ცილი,
სახარებისა
საქმჱ,
ადვილად
განრინებაჲ
სოფლისაგან,
მასზედ
მორბედი
მოღუაწჱ.
მწუხარებისათჳს
9. მწუხარებაჲ - ზღვევისა შემაყვანებელ, შეცთომისა თანა-მზრახვალ,
უცხოებისა
წინა-აღმდგომი,
ნათესავთა
ჴსენება,
იწროებისა
მზირ,
მოწყინებისა
თანა-ნერგ,
განრისხებისა
რტო,
გინებისა
მომაჴსენებელ,
სულისა
დამაბნელებელ,
გუნებისა
მთვრალობა,
მაძინებელ
წამალ,
ხატისა
ღრუბელ,
ჴორცთა
მღილ,
გულის-სიტყუათა
ბჭე,
ტყუეობისა
კრებულ.
სიხარულისათჳს
10. სიხარული - მწუხარებისა მომსპოლველ და ღუაწლსა შინა მადლის-მიცემა, ლოცვათა სარკე და სალმობათა შინა შუება ქველის-საქმესა, მხიარულება სოფლისაგან ჯმნისა, სამკაულ სტუმრის მოყუარებისა, საყოფელ სასოებისა
შესავედრებელ,
შრომილთა
საზრდელ,
მგლოვარეთა
ნუგეშინის-მცემელ,
მტირალთა
ჴელის-აღმპყრობელ,
ჭირვეულთა
შეწევნა,
მადლის-მიცემისა
აღმამაღლებელ,
სალმუნებისა
სიხარულ,
სიყუარულისა
თანა
და
სულგრძელებისა
თან-შერაცხილ
გზა
მწყემსთა
და
სახარებაჲ,
უფლად
ა[ღ]დგომისა
ქადაგებაჲ,
მოგზავნილება
სულისა
წმიდისა.
რისხვისათჳს
11. რისხვაჲ - გუნებისა მიმოტაცებაჲ, დაწყნარებისა აღძრვაჲ,
ბუნებისა
აღრღუევა,
განძჳნებელ
სახე-ნაწევართა
დაჴსნა,
მჴურვალება-აგზნებულ
საჴუმილი
გულისაჲ,
მოტყინარჱ
ალი,
გულის-წყრომისა
რჩული,
ენისა
სიცხჱ,
გონებისა
სიცბილი,
მწოლარჱ
ტევრი,
დედაჲ
მჴეცთა
გულის-სიტყუათა
გესლოვანთა,
დუმილით
ლალვაჲ,
ლოცვისა
საწერტელი,
ჴორცთა
დამადნობელი
და
უფერულობისა
მომპოვნებელი.
სულგრძელებისათჳს
12. სულგრძელებაჲ - გონებისა საჭურველ, რისხვისა მსჯავრ, გზისა საკურნებელ, განრისხებულთა მოძღუარ, აღშფოთებულთა
დაწყნარება,
ყუდრო
ნავთ-სადგურ,
მწუხარეთა
ქველის-ყოფა,
ყოველთა
მიმართ
მშჳდ:
მგმობარსა
აკურთხევნ,
- იგინებინ
რაჲ,
უხარინ.
შეურვებულთა
ნუგეშინის-ცემა,
მოსავთა
სარკე,
ძჳრ-ხილულთა
წინდ-კეთილ,
განკაფულთა
მეოხ.
ამპარტავნებისათჳს
13. ამპარტავნებაჲ - სიკუდილისა მღჳმჱ, წარსაწყმედელისა კბოდჱ, საჭურველი
ეშმაკისაჲ
და
საზრდელი
მსახურთა
მისთაჲ;
სათნოებისა
დაცემაჲ,
მოსაჯული
ღმრთისაჲ,
გონებისა
სიბრმჱ,
შეუნდობელი
სიმთვრალჱ,
სიბორგილე
ძნიად
საკურნებელი,
გულის-წყრომისა
მესაწერტელე,
ანგარებისა
მემყოფე,
შეშლობაჲ
სულისაჲ,
საჴედარი
ბოროტებისაჲ,
ეგჳბტელებრი
გუემაჲ,
ბაბილონისა
საჴუმილი.
სიმდაბლისათჳს
14. სიმდაბლჱ - დათრგუნვაჲ სოფლისაჲ. უხრწნელებისაჲსა მოსილი საყდარი,
უცვალებელი
ძირი
ცხორებისაჲ,
სასუფეველისა
შესავალი,
ცათა
კარი;
მტერობისა
დაგებაჲ,
მეგობრებისა
სიმტკიცჱ,
მშჳდობისა
შესამტკიცებელი,
შურისა
დამაჭნობელი,
მჴდომი
რისხვისაჲ,
სიბრძნის-მოყუარებისა
სავსებაჲ.
სიმდაბლისათჳს
15. სიმდაბლჱ - წმიდისა სამებისა ნიჭ, ანგელოზთა ბაძვა და ეშმაკთა სივლტოლა, სიბრძნისა სახლეულება და უგუნურებისაგან განშორება, და სულთა
განმანათლებელ;
გონებისა
გამწმედელ,
სიკუდილისა
ზრუნვა
და
ცოდვათათჳს
ღმრთისა
მიმართ
ვედრება,
და
გარდაჴდა
სულთათჳს,
ვნებითა
ტჳრთვაჲ
და
სიყუარულისა
მყოფელ,
და
ფარული
საფასჱ
და
უპარველი
სიმდიდრჱ
და
სულთა
ცხორებისა
თანასახლეულება
და
ცხორებისა
მის
საუკუნოჲსა
მომპოვნებელ.
16. ესენი ურთიერთარს მსგავსნი არიან - რომელნიმე არიან ცხორებისა მომატყუებელ, რომელნიმე არიან
წარსაწყმედელისა
წინამძღუარ.
რომელნი
ბრძენ
იყვნენ,
დაიცვნენ
მცნებანი,
ესე
მათ
გულისჴმა-ყვნენ
წყალობანი
უფლისანი
და
ცხოვნდენ
ღმრთისა
მიერ.
უკუე ცუდად-ზუაობისათჳს
17. ამას გულის-სიტყუასა გარნა ლოცვაჲ უჴმს და ვედრებაჲ ღმრთისა მიმართ, რამეთუ ყოვლადვე მახჳლ არს და ქუევით მივარდების. ამისათჳს იტყჳს: „რამეთუ არა განმართლდეს ყოველი ჴორციელი წინაშე ღმრთისა“. და რომელ-იგი თქუა“ „სასუფეველი ცათაჲ კაცთა მიერ შეუძლებელ არს, ხოლო ღმრთისა მიერ ყოველივე შესაძლებელ არს“. - ამისათჳს იტყჳს დავით: „მიჴდებოდა რაჲ ცოდვილი წინაშე ჩემსა, დავმდაბლდი კეთილთაგან“. ესევე სული წინა-აღუდგა
მოსეს
ეგჳპტეს
შინა,
ოდეს
გრძნეულნი
იგი
სასწაულთა
მათ)
მრავალფერად
უჴდებოდეს
მოსეს
წინაშე
მეგჳპტელთა
მათ.
ხედვიდა,
ვითარ
ვერ
შეუძლო
მოსე
თჳსითა
მოწყუედად
ვეშაპთა
მათა
არამედ
სახემან
ჯუარისამან
შთათქნა
იგინი.
ესე
სახჱ
არს,
რამეთუ
ვერვის
ძალუც
განმართლებად
საქმეთა
თჳსთაგან,
არამედ
მის
მიერ,
რომელ
აცხოვნებს
ყოველთა,
რომელნი
ესვენ
მას
ჭეშმარიტებით.
18. ესე სული პირველად აზაობნ სამოსელსა წმიდასა და მრავლისა სასყიდლისსა აიძულებნ, რეცა უშუენიერეს არნ იგი უფროჲს ყოველთა კაცთა; და თუ სიტყუაჲ რაჲმე თქჳს კეთილი მეცნიერებისაჲ, აზაობნ ჴმა-კეთილობასა,
ფსალმუნებასა
და
სწავლულებასა;
და
თუ
წიგნისა
კითხვაჲ
იცოდის
კეთილად,
ამას
ყოველსა
ზედა
თავსა
უფროჲს
შეჰრაცხებინ;
და
თუ
რაჲ
მიეცინ
ჴელთსაქმარი,
კეთილად
მოუვლენ
თავის-მოთნებასა.
და
თუ
წინა
ვითარ
აღუდგე
და
გულისჴმა-ჰყო და განგმო
თავი
თჳსი
- თუ
რაჲ
საგანი
ხარ;
მერმე
გეტყოდის:
„დიდ
ხარ,
დიდ,
რამეთუ
დამსდაბლდი
ესოდენ“.
და
თუ
ვითარ
წინა-აღუდგე
მასცა,
მან
იგივე
დაგიდგას:
„ეჰა,
რამეთუ
მდაბალ
ხარ“.
მერმე
მიახედვებნ
განკითხვასა
ზედა
ძმისასა,
და
თუ
ვინმე
იხილის
ძმაჲ,
რომელსამე
ბრალ[ს]ა შინა,
რამეთუ
ესე
აქუს
ბოროტი
წარწყმედისა
მათისაჲ
- კაცთა
მიმართ
უფროჲს,
ხოლო
მონაზონთა
მიმართ
განეწყობიან
მრავალფერად:“
და
უჩვენებედ
ნურას
ოცნებასა,
ვითარცა
ჭეშმარიტსა.
და
და[ა]ვიწყნის
თჳსნი
ცოდვანი,
და
სხჳსასა
მას
დააკჳრვებნ
და
ცოდვასა
შეაგდის.
ვითარცა
თქუა
მოციქულმან:
„ესრეთ
განიკითხავ
ძმასა
შენსა
და
ქრისტეს
მიმართ
სცოდავ,
რამეთუ
შენ
თავად
მაგასვე
იქმ“.
და
თუ
მოიჴსენო
საქმჱ
ესე
და
საქმენი
თჳსნი,
და
თანა-წარჰჴდე
ეგევითარსა
მას
ცეცხლსა
დაუბრკოლებელად,
და
განიკითხო
თავი
თჳსი,
ვითარ
შენ
უძჳრეს
ხარ
და
თჳთ
თავადა
ამასვე
იქმ,
მაშინ
გაზუაობებდეს
გონებასა
და
გეტყოდეს:
„დიდ
ხარ,
რამეთუ
ჰპოვე
განკითხვაჲ
გონებისაჲ“.
და
თუ
გაქუნდეს
მარხვაჲ,
შინა
მღჳძარებაჲ,
ანუ
ცრემლი
ლოცვასა
შინა
აგიმაღლებდის
თავსა
შენსა,
ვითარმედ
დიდ
ხარ;
და
თუ
გულისჴმა-ჰყო, ვითარმედ
ნაცარი
ხარ,
და
ყოველსა,
რომელსა
ჰყოფ
ძალითა
და
შეწევნითა
მაცხოვრისაჲთა
მან
გრქუას:
„ეჰა,
დიდ
ხარ,
დიდ,
რამეთუ
იცან
თავი
თჳსი
და
ესოდენსა
სიმდაბლესა
მიეწიე“.
და
თუ
მივისხედნე
უძლურებასა
შინა,
და
გქონდის
სიყუარული
და
მოწყალებაჲ,
გინა
სიმშჳდჱ
და
დუმილი,
ანუ
თუ
მორჩილებაჲ
აგიმაღლებდეს
თავსა,
ვითარმედ
ნეტარ
ხარ
შენ;
და
თუ
იცნა
თავი
თჳსი,
ვითარმედ
არა-რაჲ ძალ-გიც და რასა იგი ჰყოფ,
უფალი
არს,
რომელი
იქმს
შენ
თანა.
მერმე
კუალად
გრქუას:
„ეჰა,
ჭეშმარიტად
ნეტარ
ხარ,
რამეთუ
აწ
გიპოვნიეს
გულისჴმა-ყოფაჲ,
და
განკითხვად
გულის-სიტყუათა
და
ბრძოლად
მტერისა
მიმართ.“
19. ესრჱთ არს ესე სული. და ვინაჲთვე არა მივარდების, ოდეს დამსდაბლდის გონებასა, გესაუბ[რ]ებდეს - ვითარმედ მდაბალ ხარ. და სხჳთ სახით სხუად სახედ წინა-აგიდგებოდის, რამეთუ ყოვლადვე
მახჳლ
არს
და
ზღუდე.
ვერვის
ძალუც
თავით
თჳსით
წინა-აღდგომად
ამისა.
არამედ
ღმრთისა
მიივლტოდე,
ვითარცა
იგი
დავით,
რამეთუ
ესრევე
უჴდებოდა
მასცა,
ვითარცა
ზემო
წერილ
არს.
და
მერმე
იტყჳს
რამეთუ:
„შენ
მიერ
მიჴსენ
მე
განსაცდელისაგან
და
ღმრთისა
ჩემისა
მიერ
გარდავჴედ
ზღუდესა“.
და
კრებული
წმიდათა
მასვე
იტყჳს:
„განმცადენ
ჩუენ
და
გამომაჴურვენ
ჩუენ.
განვლეთ
ჩუენ
ცეცხლი
და
წყალი,
რამეთუ
ცეცხლ
არს
აღმგზებელ
და
წყალ
დამშრეტელ,
და
მახჳლ
არ[ა]ს იქცევის“.
არამედ
ვერვინ
თანა-წარვლოს
ესე,
გარნა
წყალობითა
სახიერისა
ღმრთისაჲთა,
რამეთუ
უმადლოთა
მიმართ
არს
ქველის-მოქმედ;
ვითარცა
იგი,
რომელ
იტყჳს:
„თვალნი
ჩემნი
მარადის
უფლისა
მიმართ,
რამეთუ
მან
განარინა
მახესა
ფერჴნი
ჩემნი“.
"სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა" VI ტ.
No comments:
Post a Comment