XXXIV თავი
მარხვისათჳსვე: თუ რაჲსათჳს მოგუჱცნეს წმიდანი ორმეოცნი,
ანუ სხუანი იგი ყოველნი მარხვანი
ისმინეთ კუალად მარხვისათჳს, თუ ვითარ მოგუჱცნეს,
რომელნი განწესებულ
არიან ჩუენ, მართლმადიდებელთა შორის: წმიდანი ორმეოცნი ანუ სხუანი მარხვანი. და ყოველივე
თჳთუჱულად გვეწყნენ. რამეთუ ოთხშაბათსა და
პარასკევისათჳს წინათვე აღვწერეთ და
ვთქუთ რაოდენი ძალ გუჱდვა, და შაბათისათჲსცა გაუწყეთ ძალითა ღვთისაჲთა, რაოდენნი ვისწავეთ ჩუენ საღმრთოთა წერილთა
მიერ. ხოლო
აწ სხუათა მარხვათათჳს ვიტყოდით. რამეთუ დიდნი
იგი მარხვანი
– წმიდანი ორმეოცნი, პირველსავე სჯულსა
შინა პატივცემულ
იყო წინასწარმეტყუელთაგან მოსე განწესებისაებრ, რამეთუ მოსე წინასწარმეტყუჱლმან
რაჟამს იმარხნა ორმეოცნი დღენი და ორმეოცნი
ღამენი და
სჯულნი ღვთივდაწერილნი მოიხუნა, ეგრეთვე ყოველნი
წინასწარმეტყველნი იმარხვიდეს.
და თჳთ თავადისა ქრისტეს მიერცა იკურთხა წმიდანი ესე ორმეოცნი, რაჟამს იგი იმარხნა ორმეოცნი დღენი და ღამენი. მერმე წმიდათა მისთა მოციქულთა სჯულად დაგჳსხნეს და მტკიცედ განგჳწესეს. იწყებიან ორშაბათით პირველსა კჳრიაკით და აღესრულებიან ორმეოცნი დღენი პარასკევსა ლაზარობისასა. და მსგეფსსა მას ვნების კჳრიაკისასა ვიმრხავთ ვნებისათჳს ღმერთისა და განვრდომისათჳს ჰურიათასა. ხოლო სხუაჲ იგი მიზეზი ესე არს დიდთა ამათ წმიდათა ორმეოცთა მარხვისა: რამეთუ ვინაჲთგან წესი იყო ძუჱლითაგან ყოვლისა ათეულისა ღმრთისა[დ] შეწირვა, ესეცა ათეულად ყოვლისა წელიწადისა ბრძანებულ არს შეწირვად, რამეთუ წლისა დღენი სამას სამეოცნი და ხუთნი დღენი არიან ვითარცა უწყით ყოველთა, ხოლო დიდთა მარხვათა დაღაცათუ ბუნებით კჳრიაკენი მარხვა არიან, არამედ სრულად მარხვად არა აღირიცხჳან სხუათა დღეთა თანა. ამისთჲს, რამეთუ ორგზის ისერების ღჳნითა და ზეთითა; ხოლო ხუთნი იგი დღენი ყოვლადვე მწუხრამდე მარხვა არს. არცა ღჳნო და ზეთი იჴუმევის თჳნიერ დიდისა უძლურებისა, არცა მწუხრამდე განიჴსნებიან არა რომლითა დღესასწაულითა და არიან დღენი ესე ხუთეულნი ვიდრე შაბათამდე ლაზარესა ოცდაათ. და იქმნების ათეულნი სამასისა დღისანი. ხოლო სამეოცდახუთისა დღისა ათეულნი ვნებისა კჳრიაკისა დღენი აღირაცხვიან: ესრეთ, რამეთუ ექუსნი დღენი არიან ორშაბათით ვიდრე დიდისა შაბათადმდე და ექუსნი იგი დღენი სამეოცისა დღისა ათეული ნახევარი დღე იქმნების. ამისათჳს განეწესა წმიდასა და დიდსა შაბათსა აღსრულებასა დღისასა და შემოსლვასა ღამისასა აღსრულებაჲ წირვისა და პირის ჴსნა პურითა და მცირედითა ღჳნითა. ესრეთ იქმნების ათეულნი წელიწადთა დღეთანი, ხოლო ვითარცა ვთქუ პირველისაებრ რიცხჳსა ოდეს შაბათ-კჳრანი დათუალნე ვიდრე ლაზარობადმდე, იქმნებიან დღენი ორმეოცნი.
და თჳთ თავადისა ქრისტეს მიერცა იკურთხა წმიდანი ესე ორმეოცნი, რაჟამს იგი იმარხნა ორმეოცნი დღენი და ღამენი. მერმე წმიდათა მისთა მოციქულთა სჯულად დაგჳსხნეს და მტკიცედ განგჳწესეს. იწყებიან ორშაბათით პირველსა კჳრიაკით და აღესრულებიან ორმეოცნი დღენი პარასკევსა ლაზარობისასა. და მსგეფსსა მას ვნების კჳრიაკისასა ვიმრხავთ ვნებისათჳს ღმერთისა და განვრდომისათჳს ჰურიათასა. ხოლო სხუაჲ იგი მიზეზი ესე არს დიდთა ამათ წმიდათა ორმეოცთა მარხვისა: რამეთუ ვინაჲთგან წესი იყო ძუჱლითაგან ყოვლისა ათეულისა ღმრთისა[დ] შეწირვა, ესეცა ათეულად ყოვლისა წელიწადისა ბრძანებულ არს შეწირვად, რამეთუ წლისა დღენი სამას სამეოცნი და ხუთნი დღენი არიან ვითარცა უწყით ყოველთა, ხოლო დიდთა მარხვათა დაღაცათუ ბუნებით კჳრიაკენი მარხვა არიან, არამედ სრულად მარხვად არა აღირიცხჳან სხუათა დღეთა თანა. ამისთჲს, რამეთუ ორგზის ისერების ღჳნითა და ზეთითა; ხოლო ხუთნი იგი დღენი ყოვლადვე მწუხრამდე მარხვა არს. არცა ღჳნო და ზეთი იჴუმევის თჳნიერ დიდისა უძლურებისა, არცა მწუხრამდე განიჴსნებიან არა რომლითა დღესასწაულითა და არიან დღენი ესე ხუთეულნი ვიდრე შაბათამდე ლაზარესა ოცდაათ. და იქმნების ათეულნი სამასისა დღისანი. ხოლო სამეოცდახუთისა დღისა ათეულნი ვნებისა კჳრიაკისა დღენი აღირაცხვიან: ესრეთ, რამეთუ ექუსნი დღენი არიან ორშაბათით ვიდრე დიდისა შაბათადმდე და ექუსნი იგი დღენი სამეოცისა დღისა ათეული ნახევარი დღე იქმნების. ამისათჳს განეწესა წმიდასა და დიდსა შაბათსა აღსრულებასა დღისასა და შემოსლვასა ღამისასა აღსრულებაჲ წირვისა და პირის ჴსნა პურითა და მცირედითა ღჳნითა. ესრეთ იქმნების ათეულნი წელიწადთა დღეთანი, ხოლო ვითარცა ვთქუ პირველისაებრ რიცხჳსა ოდეს შაბათ-კჳრანი დათუალნე ვიდრე ლაზარობადმდე, იქმნებიან დღენი ორმეოცნი.
ხოლო სხუანი იგი მარხვანი, რომელნი
გჳპყრიეს, არცა ესენი არიან გარეშე საზღუარისა და განწესებისა წმიდათა მოციქულთა
და მამათასა, რამეთუ ქრისტეს შობისა მარხვანი,
იგიცა ორმეოცნი დღენი არიან მათვე წმიდათა
მიერ განწესებულნი,
მისვე, წინასწარმეტყუჱლისა მოსეს განწესებისაებრ, რამეთუ მანცა მეორენი ორმეოცნი
იმარხნა შემდგომად შემუსრვისა პირველისა მის
სჯულისა და
მერმე სხუანი მოიხუნა მეორითა ორმეოცითა მარხვითა განწმენდილმან. და ესე მარხვანი იწყებიან
ათხუთმეტსა, ნოენბერისა თჳსასა და აღესრულებიან ოცდახუთსა
დეკენბრისა თჳსასა, ქრისტეს ღმრთისა შობასა.
უფროსად პატივისათჳს ქრისტეს შობისა
განეწესა მარხვა ესე. ხოლო მარხვა იგი
მოციქულთა, რომელსა უწოდენ სულისა მარხვად, ესე
იგი არს
შემდგომად სულის
წმიდის მოსლვისა იწყებიან, რაჟამს მსგეფსი მისი
აღესრულოს. ხოლო განიხსნების ჴსენებასა წმიდათა
თავთა მოციქულთასა: პეტრესა და
პავლესა, მათვე
მოციქულთა მიერ
განწესებული. რამეთუ ოდეს დაემოწაფნეს ქრისტესა, მყის
საზომი მარხვისა
ვერ აღიღეს. არცა ქრისტემან განუწესა ჯერეთ
ფიცხელი ცხოვრებაჲ, ვინაითგან ახალნერგნი იყვნეს,
არამედ მცირედ-მცირედ აღიყვანნა საზომსა სისრულისასა.
ამისათჳს აყუჱდრებდეს უფალსა
ჰურიანი და ეტყოდეს: „მოწაფენი იოანესნი და
ფარისეველნი იმარხვენ, ხოლო მოწაფენი შენნი არა იმარხვენო, ხოლო უფალმან მიუგო: ვითარ ჴელეწიფების ძეთა სიძისათა მარხვად,
ვიდრე სიძე
იგი მათ
თანა არს,
ხოლო ოდეს
ამაღლდეს სიძე
იგი მათგან,
მაშინ იმარხვიდენო” (მარკოზი 2, 18). ამისათჳს წმიდანი მოციქულნი
შემდგომად ამაღლებისა
მოიქცეს სიონად
და მოელოდეს
მოსლვასა სულისასა. და დღესა მას
მეერგასესა მოიღეს აღთქუმა სულისა წმიდისა.
მიერითგან იწყეს მარხვად და განიბნინეს ქადაგებად ყოველსა
ქუეყანასა. ხოლო იწყებიან შემდგომად მარტჳლიის მსგეფსისა და
აღასრულებს ჴსენებასა მათსა, ხოლო
ზოგჯერ განგრძელებაჲ და ზოგჯერ
შემოკლებაჲ ამის მიზეზისათჳს იქმნების, რამეთუ აღვსებისა
რიგი და
ზატიკისა მოიყვანს ესრეთ. ხოლო მარხვა
იგი ყოვლად
წმიდისა ათოთხმეტი დღე უწინარეს მიცვალებისა მისისა განეწესა მარხვად პატივად
დაძინებისა მისისა, მეშჳდისა მსოფლიოსა კრებისა
მიერ. არამედ
სხუათა მარხვათა უკანასკნელ, რამეთუ პირველ, თჳნიერ სამისა
დღისა მარხვა
არა იყო.
ხოლო მარხვა
ესე იწყების ერთსა აგჳსტოსა თჳსასა და განიხსენების
დღესასწაულსა მიცვალებისა მისისასა. ხოლო სხუანი
იგი მარხვანი
ოთხშაბათ-პარასკევისა თანა უძუჱლესნი არიან მათვე
წმიდათა მოციქულთა
მიერ განწესებული.
ხოლო შაბათი
ჴსნილად მოგუჱცნეს ზემო წერილისა მისებრ
მიზეზისა
და არა
ჯერ არს
განჴსნა ოთხშაბათ-პარასკევისა, არცა მარხვა შაბათისა.
ხოლო განიჴსნების ოთხშაბათი და პარასკევი წელიწადთა
შინა ექუს[ს]ა შჳდეულსა მათვე წმიდათა მიერ
განსაზღურებითა ესრეთ: ქრისტეს შობითგან ვიდრე განცხადებადმდე და მას დღესაცა ყოვლადვე
ჴსნილ არს თჳნიერ წინა დღით განცხადებისა და
იგი, დაღაცათუ ბუნებითი, ანუ კჳრიაკე იყოს
ყოვლად მარხვა
არს, ხოლო
შურის კჳრიაკე და ყუჱლიერისა მსგეფსი ყოვლითურთ ჴსნილ არს
მწვალებელთა არა თანაზიარებისათჳს, რამეთუ რომელთამე
მწვალებელთა უძღებისა კჳრიაკით იწყიან მარხვად
და წმიდათა
ორმეოცთა ზედა დაურთიან. ხოლო სხუათა მწვალებელთა
ყუჱლიერისა მსგეფსი შემატიან მარხვათა და
მათისა შურისათჳს წმიდათა მამათა ვინაჲთგან ესევითარი
მარხვა გარეშე
იყო განწესებისა
წმიდათა მოციქულთასა. ამისთჳს განჴსნეს ორნი ესე მსგეფსნი,
რათა არა
მწვალებელთა თანა მარხვად შეგვერაცხნენ.
ეგრეთვე აღვსებისა
მსგეფსი და
სულისა წმიდისა
მსგეფსისა პატივად
დიდთა მათ
დღესასწაულთა ჴსნილად განეწესა. ხოლო ამათსა
გარეშე, რომელი
აღვსწესეთ სხუაჲ ოთხშაბათი და პარასკევი
არა რომლისა
მიზეზისათჳს განიჴსნების. და არცა შაბათი
იმარხების თჳნიერ ერთისა მის დღისა.
ხოლო მოსავნი პაპისანი პარასკევსა და
შაბათსა არა
ოდეს განჴსნის გინა თუ ქრისტეს შობისა
და განცხადებისა
დღე იყოს,
ანუ აღვსებისა
მსგეფსი იყოს.
არცა ოდეს
მე ოთხშაბათს
იმარხვენ, რამეთუ მათთა განწესებასა და რიგსა შინა შობაჲ და
ნათლისღებაჲ და დიდი პარასკევი ერთი არს.
უკუჱთუ დიდნი იგი დღესასწაულნი პარასკევსა მოხუდეს, ღჳნოსა და თევზსა
იჴუმევენ. ეგრეთვე დიდსა პარასკევსა თევზსა
და ღჳნოსა მიიღებენ.
არცა არს
დიდი პარასკევი
მარხვა მათისაებრ განწესებისა. არცა შობაჲ და ნათლისღებაჲ ჴსნილი. რომელსაცა მას დღესა იჴმევე მასცა მას დღესა.
ეგრეთვე დიდთა მარხვათა შინა
ოველი დღე ერთ
დღედ არს
შერაცხილი მათ
მიერ. ოთხშაბათი
და პარასკევი,
შაბათი და
კჳრიაკე. არცა იგი არს მარხვა, არცა
ესე არს
ჴსნილი. რაღასაცა კჳრიაკესა იჴუმევენ, მასვე
პარასკევსა მიიღებენ. და არა არს განრჩევა.
ხოლო პირველსა მსგეფსსა წმიდათა მარხვათასა ორშაბათსა და
სამშაბათს, ჴორცსა სჭამენ და ოთხშაბათით
იწყებენ მარხვად
და ბზობადმდე ორმეოცად აღრაცხუჱნ. არამედ ყოველსა
ამას მარხვასა
შინა თჳნიერ ჴორცისა არა რასა იმარხვენ.
არცა სხუათა მარხუათა შინა. მას[ა]ცა ზოგნი ვინმე მონაზონნი, რამეთუ მრავალრიცხჳ მონაზონებისა
სახე არს
მათ შორის
სხჳსა სახისა და წესისანი, და ამით სახითაცა
განეყვნენ აღმოსავლეთისა ეკლესიათა რათა
ყოვლითურთ უცხოდ
გამოჩნდენ მამათა საზღუარისა და მოციქულთა
განწესებისა. ხოლო ამათ არა ყოველთა
აქუს მარხვა. და თუ რომელთამე მონაზონთაგანთა
აქუს მარხვა თჳნიერ ჴორცისა, არა რაჲ მარხვა
აქუსთ განწესებული. რამეთუ ყოველსავე
ურიდად სჭამენ. ხოლო პაპასა და
ეპისკოპოზთა არა რაჲ მარხვა აქუსთ. არცა
ერთი დღე.
ვერცაღა ერისკაცთა უპყრიეს მარხვა, არცა
სამეოცისა წყლისასა, არცა მუცელქმნულთა დედათა, არცა
მგზავრობასა შინა მყოფთა, არცაღა სნეულობისა
ძლით. კნინღა და არღარა არს მათ შორის მარხვა,
რამეთუ სრულიად
დაჴსნილ არს და მოსპობილ მათ მიერ,
და ყოველსავე
ურიდად და წარჴსნილობით სჭამენ. არა ხოლო თუ ჴორცსა და
შენდობით მიცემულსა
საჭმელსა, არამედ
ყოველსა არაწმინდასა
და დაყენებულსა
ჭამადსა ურიდად იჴუმევენ და იტყჳან: არა რაჲ
პირით შემავალ
შეაგინებსო. რაჲ არს ესე სიტყუაჲ: უკეთუ
ჭეშმარიტ არს
თქმული ესე,
რაჲსათჳსღა იმარხვიდა მეუფე ჩუენი ქრისტე, ანუ
წმიდანი მისნი
მოციქულნი და
შემდგომნი მათნი
ჭეშმარიტნი მღვდელთმოძღუარნი და უფროსად
თჳთცა არა მისცნეს თავნი მრავალმჭამელობასა და გემოთმოყვარებასა.
უკეთუ არა
რაჲ სავნებელი აქუნდა პირით შემავალსა
რაჲსათჳს ჩუენცა ესრეთ არა გუაწუჱვენ და ნაყროვანებისა სჯული არა დაგჳსხნეს. არამედ, ამის
მიზეზი, თუ,
რაჲ არს: პირით
შემავალი, რომელი
არა შეაგინებს,
ანუ რაჲსა ზედა
არს თქმული
ესე, სხუასა თავსა შინა უვრცელესად აღვწეროთ.
ხოლო აწ ვკითხოთ ვინ ასწავა ესე
უწესო წესი:
ოთხშაბათსა ჭამა, რომელსა შინა იქმნა
განზრახვა[ჲ] იგი ჯუარცმისათჳს და სიკუდილისა უკვდავისა
მის და
განცემა და განსყიდვა უსასყიდლო[ჲ]სა მის. ანუ შაბათსა მარხვაჲ, რომელ იგი
არს კურთხეული
და ძუჱლითგანვე პატივცემული, რომელსა შინა ქმნნა ქრისტემან სასწაულნი და ნიშნი საკჳრველნი.
არა ჰრცხუენისთა ნეტარისა და საკჳრველთმოქმედისა ნიკოლოზისაგან ვითარ ოთხშაბათსა
და პარასკევსა
ჩჩჳლ რაჲ იყო სძესა არა მიიღებდა.
უკეთუ ჩჩჳლი ძუძუსმწოვარი ოთხშაბათსა და
პარასკევსა ესრეთ პატივსცემდა და მარხვისა
წესსა სიჩჩოჲთგან შეიტკბობდა, რაჲ თქუან მათ, ანუ რაჲ მიზეზი
მოიპოვონ ესე
ვითარისა უწესობისათჳს. უკეთუ ჯერ იყო შაბათისაცა მარხვა,
რაჲსათჳს მასაცა არა იმარხევდა, და უკეთუ ოთხშაბათისაცა
ჯერ იყო
ჭამა მას
დღესა რაჲსათჳს[არ] სწოვდა [რ]ძესა? არამედ პირისდასაყოფელად უკანაჲსკნელ ამათ უწესობათა
გამოჩინებადთათჳს საშოჲთგანვე განაბრძნო სულმან წმიდამან და აღადგინა ესრეთ მმარხველად ოთხშაბათისა და
პარასკევისა და პარასკევისა და არა თუ შაბათისა.
და მერმე
აღმოსავლეთით მლოცველად იხილვებოდა, რომელი პირველცა
მოვიხსენეთ. სამისა დღისა რაჲ იყო
ჩჩვილი, აღმოსავლით მხედველი ჴელ განპყრობილი
დადგა მლოცველად
მყოვარ ჟამ და ამითცა გამოაჩინა მადლმან სულისა წმიდისამან საკდემელად და
სასჯელად, რომელნი
აცილობენ აღმოსავლით მლოცველთა. რამეთუ ჩუენნი წესნი
და კანონნი,
რომელი გჳპყრიეს ყოველივე მოციქულთაგან არს განწესებული
და შჳდთა მსოფლიოთა კრებათა მიერ
დამტკიცებული, ხოლო მათნი ყოველნივე ახლად შემოღებულნი და ახლად განწესებულნი. წმინდათა
მათ და
სანატრელთა მოციქულთა, რომელთა თვალითა იხილნეს და
ჴელითა მსახურნეს სიტყუასა მას ცხოვრებისასა,
მათთა განწესებულთა
და დიდთა
ღვთისმეტყველთა მიერ განსაზღვრებულთა ყოველთავე წესთა
და კანონთა
იწყეს შლად
და დარღუჱვად და ახალთა რათმე და უცხოთა
წესთა შემოღებად,
რათამცა თჳთ იყვნენ მოძღვარ და განმაწესებელ და
იგინი იჴსენებოდენ ყოველსა ქუეყენასა და სხუანი, პირველგამოჩინებულნი მნათობნი სოფლისანი და სუჱტნი ქრისტეანობისანი არღარა იჴსენებოდენ და დადუმნენ მათნი
სიტყუანი და ჰრომით და იტალიით
განეფინოს ყოველი
უწესობისა სიტყუაჲ. არა იჴსენებენ სიტყუასა მას წინასწარმეტყუჱლთასა ესაიასა
და მიქიასა,
რომელსა ჴმობენ ვითარმედ: „სიონით გამოვიდეს სჯული და სიტყუაჲ ღმრთისა იჱრუსალიმით და სჯიდეს ყოველსა
თესლებსა და
ამხილებდეს ერსა მრავალსა” (მიქეა 4, 2), რამეთუ მუნით გამოჩნდეს წინასწარმეტყველნი და
გამობრწყინდეს ნეტარნი მოციქულნი და თავადი მეუფე ჩუენი ქრისტე, ძე
და სიტყუაჲ ღმრთისა, მამისა თანასწორი
და თანა
განმგებელი მისი. მუნით აღმობრწყინდა და
მისგან მოგუცნეს სჯულნი და წესნი და მიერ განეფინნეს
ყოველსა ქუეყანასა. არა თუ დასავალით
და იტალიით
და არცა
ჰრომით ფარიზით, და უკეთუ ესრეთ ყოფილ იყო,
ეთქუამცა ვისმე ერთსა წინასწარმეტყუელთაგანსა ვითარმედ ჰრომით გამოვიდეს სჯული
და სიტყუაჲ ღმრთისა იტალიით.
აწ თქუენ, ღვთის მოყვარენო ერნო
საჯეთ სამართალი. ჯერ არს რათა ვისმინოთ
იტალიელთა ანუ
ჰრომაელთა, რომელთა შორის არა
გამოჩენილ არს
წინასწარმეტყველი, არცა სადა აღმოცენებულ არს
მოციქული, არცაღა სადა ქმნილ არს მათ შორის მსოფლიო
კრებაჲ. არამედ უფროჲსღა იჱრუსალიმით და აღმოსავლეთით
მიფენილ არს
მათ შორისცა ნათელი მეცნიერებისა, სჯული და სარწმუნოებაჲ.
და აწ ყოველი
დაჴსნეს და განაქარვეს, და ყოველთა კაცთა
აწუჱვენ შედგომად კუალთამათთა და ასწავებენ ყოველთა,
რათა პაპა
ოდენ აღიარონ
ღმერთად ქუეყანასა ზედა. სხუაჲ რაჲცა ენებოსთ მას
იქმოდენ, და ამას ეტყჳან: ვითარმედ ძილითა და განსუჱნებითა, მრავალმჭამელობითა და ჴორცითა სიზრქითა განსუქებულნი უმჯობეს არიანო
მმარხველთა და მღჳძარეთა და იწროსა გზისა
მავალთაო. და
სხუასა მრავალსა წინააღმდგომსა იტყჳან დასარღუჱველად
და დასაჴსნელად სჯულისა ღვთივმოცემულისა.
არამედ ჩუენ, დაფუძნებულნი და დამტკიცებულნი
საფუძველსა ზედა წმიდათა მოციქულთა და
წინასწარმეტყუჱლთასა და ნეტართა მამათასა, რომლისა თავსაკიდურთა მისთა არს
ქრისტე სიტყჳსაებრ მოციქულისა: ნუ შევირყევით ქართაგან
წვალებისათა, არამედ მტკიცე ვიყვნეთ და
შეურყეველ და
აღვაშენებდეთ თავთა ჩუენთა ქუად პატიოსნად კლდესა მას
ზედა ქრისტეს
მცნებათასა, რათა მის თანა ვსუფევდეთ დაუსრულებელთა
მათ შინა
საუკურეთა კეთილთა და ვადიდებდეთ და ვაქებდეთ
და თაყუანისვცემდეთ მამასა ძისა
თანა სულით
წმიდითურთ აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე
ამინ.
ტექსტი ხელნაწერ S-3269- ის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ზაზა მამულაშვილმა.
No comments:
Post a Comment