XXXII თავი. თქმული უნდოსა და გლახაკისა ხუცეს-მონაზონისა ბესარიონის მიერ. რომელი იყო უდაბნოით გარესჯით მრავალმთისაჲთ, მონასტერსა წმიდისა იოანე ნათლისმცემელისა, ხოლო წიგნსა ამას ეწოდების „გურდემლი“.


XXXII თავი
მარხვისათჳსთუ ვითარ იმარხვიდა მეუფჱ ჩუენი ქრისტე და წმიდანი მისნი მოციქულნი და ყოველნი წმინდანნი და ჩუენცა ესე განგჳწესეს

მოდით ქრისტეს მოყვარენო და აწ მარხჳსათჳს ვიტყოდი, რომელი იგი ყოვლითურთ აღებულ არს მათგან და დაჴსნილ: და არღარა იპოების მათ შორის მარხვა, განწესებული მოციქულთა მიერ და ღმერთშემოსილთა მამათა და თჳთ მის, ჭეშმარიტებისა მიერ. რამეთუ, განჴორციელდა რაჲ ღმერთი და მჴსნელი ჩუენი, უფალი იჱსო ქრისტე, პირველად სათნოებად ესე აღიღო ბუნებითა ამით ჩუენითა და მით სძლო განმცდელსა მას მტერსა ბოროტსა, რამეთუ თჳნიერ მარხვისა და ლოცვისა ვერა რაჲ სათნოებათაგანი წარემართების, არცა უხილავთა მტერთა ძლევა იქმნების, რამეთუ ესე არს საჭურველი უხილავთა მტერთა მიმართ ბრძოლისა. ამისთჳს იმარხა ქრისტემან ორმეოცნი დღენი და ეგოდენნივე ღამენი;
რამეთუ წინასწარმეტყუელნიცა ესრეთვე ჰყოფდეს და მარვხითა გარდაიჴდიდეს დღეთა თჳსთა; და ესრეთცა ჯერ იყო ქრისტეს მიერ, რამეთუ ვინაჲთგან პირველი მამაჲ ჩუენი ადამი, საჭმლისა მიერ გარდაჴდა მცნებასა ღმრთისასა და სამოთხით ექსორია იქმნა. ხოლო მეორეადამ, რომელ არს ძე ღმრთისა იქმნა რაჲ კაც, მარხჳსა მიერ და სიმდაბლისა დასცა მტერი იგი, დამცემელი ადამისი და ჩუენცა ესეე სახე დაგჳდვა, რათა მარხვითა და სიმდაბლითა ვსძლო მტერსა, მარადის განმცდელსა ჩუენსა. ვითარცა ბრძანებს თჳთ უფალი: „ხოლო ესე სული არარაჲ განვალსა, გარნა ლოცვითა და მარხვითა” (მათე 17, 21); და მწიდანიცა მოციქულნი და ყოველნი წმიდანი მარხვითა აღასრულებდეს ცხოვრებასა თჳსსა. ვითარცა მოსესთჳს წერილ არს, რომელმან ორგზის ორმეოცნი დღენი და ორმეოცნი ღამენი იმარხნა. რამეთუ პირველნი იგი ორმეოცნი დღენი და ორმეოცნი ღამენი იმარხნა რაჲ და მოიხუნა ფიცარნი იგი ღვთივწერილნი: მერმე ისრაჱლთა განარისხეს რაჲ ღმერთი ნაყროვანებითა და სიმთვრალითა, ვითარცა წერლ არს: „დასხდა ერი ჭამად და სუმად და აღდგენს სიმღერად და უზორეს კერპსა მას მათ მიერ გამოდნობილსა” (გამოსვლათა 32, 6). მაშინ შემუსრა მოსე[] ფიცარი, ხოლო შეინანეს რაჲ, კუალად იწყო მოსე[] მეორედ მარხვა, და იმარხა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე. კუალად აღვიდა მთად და მარხვისა მიერ განწმენდილმან კუალად მოიხუნა სჯულნი ღვთივ დაწერილნი.
ხოლო წინაჲსწარმეტყუჱლისა ელიას ცხოვრებაჲ რაჲღა ვინ თქუას, რამეთუ ყოვლადვე დღეთა თჳსთა მარხვითა გარდაიჴდიდა და ოდეს მე ორმეოცნი დღენი და ორმპეოცნი ღამენი მსგავსად მოსესა იმარხნის. ეგრეთვე სხუანი ყოველნი წინაჲსწარმეტყუელნი მარხვითა იქცეოდეს: ვითარცა სამოსელისთჳს წერილ არს, რამეთუ სიჩჩოითგან მარხვითა აღიზარდა და ღჳნო და თაფლუჭი არა ოდეს სუა. და დანიელ, დიდი იგი წინაჲსწარმეტყუელთა შორის და სამნი ყრმანი ბაბილონს, მარხვითა მოქალაქეობდეს, რამეთუ თჳნიერ ხილისა და მცირედთა თესლთაგანისა, სხჳსა არა რაჲსა გემოსა იხილვიდეს და ოდესმე ორსა და სამსა შჳდეულსა სრულიად უზამთა გარდავლიან. ვითარცა დანიელისთჳს წერილ არს, რამეთუ მარხვითა განწმენდილსა გემოეცხადა დიდნი იგი და გამოუთქმელნი საიდუმლონი და სამთა ყრმათა მარხვისა მიერ წდობილთა არა შესწვიდა მძაფრი იგი ცეცხლისა საჴმილი, ხოლო ნინეველთა მოწევნადი იგი რისხვა არა მარხვითა და ტირილითა წარაქციესა? და დავითისა იგი სიტყუჲცა მოვიჴსენოთ, რომელმან მარხვითა და ტირილითა გარდაიჴადნა დღენი თჳსნი, და ოდეს აჭირვებდეს მტერნი უხილავნი, ხილულთა თანა, საჭურველად მარხვა იჴმიის, ვითარცა წერილ არს:  „რაჟამს იგი[ნი] მაჭირვებდიან მე, შევიმოსი ძაძაჲ და დავიმდაბლი მარხვითა სული ჩემი” (ფსალმუნი 34, 13). და კუალად იტყჳს: „მუჴლნი ჩემნი მოუძლურდეს მარხვისაგან და ჴორცნი ჩემნი იცვალნეს ზეთისა მიერ” (ფსალმუნი 108, 24).
ხოლო დიდი იგი ნაშობთა შორის დედათასა და საშოჲთგან დედათასა სულითა წმიდითა აღვსებული, არა უმეტესად მარხვითა აღსრულებდა ცხოვრებასა თჳსსა, ვითარცა წმინდასა სახარებასა შინა წერილ არს მისთჳს. და წმიდანი იგი და სანატრელნი მოციქულნი, შემდგომად ამაღლებისა უფლისა ყოვლითურთ მარხვითა იქცეოდეს და ესრეთ აჭირვებდეს თავთა თჳსთა. რამეთუ პეტრე, თავი იგი მოციქულთამცირესა ქრთილისა პურსა ჭამდის. მასაცა ნაკლულევანად. და წყალსაცა მცირედ იჴუმევდის. და წმინდა იოანე ღვთისმეტყუელი და მახარებელი და მკერდსა სიტყჳსასა მიყრდნობილი, კჳრიაკით კჳრიაკედ მცირედსა ფინიკსა მიიღებდის და სხჳსა არა რაჲსა გემოსა იხილევდის ვითარცა ცხოვრებასა მისსა წერილ არს. და იაკობ, ძმა უფლისა და პირველი მღვდელმთოძღვარი იჱრუსალიმისა, არა რაჲსა მშუჱნიერსა გემოსა იხილვიდის, არცა ღჳნოსა და თაფლუჭსა სუმიდა, არამედ მცირედსა პურსა და  [ულბობელსა] მხალსა. ეგრეთვე სხუანი წმიდანი მოციქულნი და შემდგომნი მათნი წმიდანი მღვდელთმოძღუარნი და ღირსნი მამანი, რომელთა ღირსვე არა იყო სოფელი ესე, ყოველნივე მარხვითა მოქალაქეობდეს და ჩუენცა ესევე განგჳწესეს და სჯულად დაგჳსხნეს ძალისაებრ. ხოლო უკეთუ უჯერო იყო ესოდენნი მარხვა და არ რად საჴმარ, რაჲსათჳს ესრეთ გულსმოდგინედ შეიტკბეს ყოველთა წმინდანთა და სიჩჩოითგან განწმენდილთა, და ჩუენცა, რად ესრეთ განგჳწესეს საზღუარი მარჴვისა, ანუ რაჲსათჳს სძაგებენ მარხვასა მოსავნი პაპისანი და ესრეთ განიშორებენ. უკეთუ ქრისტეანენი არიან რაჲსათჳს არა ისმენენ ბრძანებასა მისსა რომელი იტყჳს: „ნეტარ იყვნენ, რომელთა ჰშიოდის და სწყუროდის სიმართლისათჳს, რამეთუ იგინი განსძღენ” (მათე 5, 6). და კუალად იტყჳს: „ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განძღეთ” (ლუკა 6, 21); და კუალად ბრძანებს: „ვაჲ თქუენდა, განმძღარნო აწ, რამეთუ გშიოდის” (ლუკა 6, 25); იხილეთ ვითარ ჰნატრის ქრისტე მმარხველთა. და მშიერთა და მწყურვალეთა ნეტარებასა განუკუთნებს და ვითარ ვაებასა მისცემს მაძღართა და გემოთმოყვარესა. და უკეთუ მოციქულთა საკუთრებასა მიიჩემებენ რაჲსთჳს არა შეუდგებიან კუალსა მათსა, არცა ისმენენ სიტყუათა მათთა, რომელნი უმეტესად ამას ქადაგებენ. რამეთუ წმიდაჲ მოციქული პეტრე იტყჳს:  „თქუენცა ესევე მოსწრაფებაჲ ყოვლითურთ მოიპოვეთ და ყავთ სარწმუნოებასა შინა თქუენსა სათნოებაჲ და სათნოებასა შინამეცნიერებაჲ, და მეცნიერებასა შინამარხვაჲ, და მარხვასა შინამოთმინებაჲ, და მოთმინებასა შინაღმრთის მსახურებაჲ, და ღმრთისმსახურებასა შინაძმათა მოყვარებაჲ, და ძმათა მოყვარებასა შინასიყუარული, რამეთუ ესე რაჟამს იყოს თქუენ თანა და გარდაგემატოს, არა უქმად, არცა უნაყოფოდ იპოვნეთ უფლისა ჩუენისა იესო ქრისტეს მეცნიერებასა. ხოლო რომლისა თანა ესე არა არს, ბრმა არს და ვერ ჰხედავს იგი, რამეთუ დაავიწყდა განწმედაჲ იგი პირველთა მათ ცოდვათა მისთაჲ” (II კათოლიკე პეტრესი 1, 5). ესე არს პეტრე იგი, მოციქულთა თავი, რომელსა იგინი ამაოდ იქადიან; რომელმან ესრეთ დაწერა და ესრეთ გუმოძღვრის. იხილეთ ვითარ სხვათა დიდთა სათნოებათა თანა მარხვასაცა სჯულგვიდებს და იტყჳს: „რომლისა თანა ესე არა არსო: ბრმა არს იგი და ვერ ხედავსო: და რამეთუ დაავიწყდა განწმედა პირველთა ცოდვათა თჳსთაო”. და ჭეშმარიტად! სინანული თჳნიერ მარხვისა არა იქმნების; არცა განწმედა პირველთა ცოდვათა, და დავიწყებისაგან იქმნების უნანელობაჲ, და უნანელობისაგან მოვალს სიკუდილი სულისა, და მერმე სატანჯველთა საუკუნოთა მიცემა.
კუალად საქმესა მოციქულთასა წერილ არს კორნელიოზისათჳს ვითარ იგი უჩუენა ანგელოზი და მოუწოდა პეტრეს და მიუთხრა ჩუენებაჲ იგი: „და ჰრქუა მას კორნილიოს: მეოთხით დღითგან ვიდრე აქა ჟამამდე ვიყავ მარხული და მეცხრესა ჟამსა ვილოცევდ რაჲ სახლსა შინა ჩემსა, და აჰა ესერა დადგა კაცი წინაშე ჩემსა სამოსლითა ბრწყინვალითა და მრქუა მე: კორნილიე, შეისმეს ლოცვანი შენნი, და ქველისსაქმენი შენნი მოიჴსენნეს წინაშე ღმრთისა” (საქმე 10, 30).
გულის ჴმა ყავთ აქაცა ვითარცა ოთხ-ოთხით და ხუთ-ხუთით იმარხვიდეს და სხუათა სათნოებათა თანა მარხვა და ლოცვა ვითარცა ფრთე ექმნა ქველის საქმესა მისსა და აღიყვანა წინაშე ღმრთისა.
და კუალად წერილ არს საქმესა მოციქულთასა: „იყვნეს ვინმე ანტიოქიას შინა მსგავსად კრებულისა მის წინაჲსწარმეტყუელნი და მოძღუარნი ბარნაბა და სჳმეონ, რომელსა-იგი ერქუა ნიგერ, და ლუკიოს კჳრინელი და მანაჲნ, რომელი-იგი იყო ძუძუჲსმტე ჰეროდე მეფისა და სავლე. და ვიდრე-იგი ჰმსახურებდეს უფალსა და მარხვიდეს, ჰრქუა მათ სულმან წმიდამან: გამომირჩიენით მე ბარნაბა და სავლე საქმესა მას, რომელსა მე უწოდი მათ. მაშინ იმარხეს და ილოცეს და დაასხნეს მათ ზედა  ჴელნი მათნი და განუტევნეს” (საქმე 13, 1). აქაც იხილეთ ვითარ წმიდანი მოციქულნი გულისმოდგინედ იმარხვენ და ილოცვენ და თჳნიერ მარხვისა და ლოცვისა ვერა რას შემძლებელ არიან, ვერცა რას ჰყოფენ.
და კუალად წერილ არს საქმესა მოციქულთასა: „და განამტკიცებდეს სულსა მორწმუნეთასა და ლოცვიდეს მათ, რაჲთა მტკიცედ დგენ სარწმუნოებასა ზედა, და ვითარმედ: მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა. და უკურთხნეს მათ ეკლესიად-ეკლესიად ხუცესნი, და ლოცვითა და მარხვითა შეჰვედრნეს იგინი უფალსა” (საქმე 14, 22) გესმათ ესეცა ვითარ ახლადმოქცეულნი იგი და ახალნერგნი ქრისტეანენი ლოცვითა და მარხვითა შეჰვედრნეს უფალსა და ესე ამცნეს პირველად და ესე დაუსხნეს სჯულად, რომელთა სიტყუაჲ აქუსთ მათ რომელნი მარხვასა სძაგებენ და უფროსად მუცლისგემოვნებათა შედგომილ არიან.
და კუალად მოციქული პავლე მიუწერს ჰრომაელთა და იტყჳს: „ჰრომელიმე იმარხვინ დღეგამოღებით და რომელნიმე იმარხავნ ყოველსა დღესა; კაცად-კაცადი თჳსთა გონებითა გულსავსე იყავნ” (ჰრომაელთა 14, 5).
აჰა ცხადი და ჭეშმარიტი პირის დასაყოფელი ჰრომაელთა, რამეთუ მათ მიუწერს მოციქული დღეგამოღებით და ვიეთმე მათგანთა დღე ყოველ, მარხვასა და არა თუ სხუათა ვიეთმე. და კუალად იტყჳს იგივე მოციქული: „წარუდგინენით თავნი თქუენნი, ვითარცა ღმრთისა მსახურთა, მოთმინებითა მრავლითა, ჭირთა შინა და ურვათა, იწროებათა შინა და ტანჯვათა, პყრობილებათა შინა და შფოთებათა, შრომითა და მღჳძარებითა, მარხვითა და სიწმიდითა” (II კორინთელთა, 6, 4). ხოლო ესევითართა რაჲ მარხვითა და მღჳძარებათა ქადაგებდა მოციქული, ნუ უკუჱ თჳთ უქმად იყო ანუ არა იმარხევდა, გინა თუ არა აჭირვებდა თავსა თჳსსა. ამისათჳს იტყჳს: „ნუ უკუჱ სხუათა უქადაგებდე და მე გამოუცდელ ვიპოო. ამისათჳს აღვიკრძალავ ჴორცთა ჩემთა და დავიმონებ” (I კორინთელთა 9, 27).
და კუალად იტყჳს: „შრომითა და რუდუნებითა, მღჳძარებითა მრავალგზის, შიმშილითა და წყურილითა, მარხვითა მრავალგზის, ყინელითა და შიშულოებითა” (II კორინთელთა 11, 27). რამეთუ ესრეთ სტანჯვიდეს თავთა თჳსთა წმიდანი მოციქულნი და სხუათა მათ სათნოებათა თანა და დღითი დღე შრომათა და ჭირთა თანა მარხვასაცა ფიცხელსა შეიტკბობდესამისთჳს ჩუენცა მტკიცედ სჯულგჳდებდეს და ამას გუასწავლებდეს, რამეთუ არცა ერთი წმიდათაგანი თქმულ არს, არცა სადა სმენილ არს თუმცა ესე არა შეეტკბო და ესე არა აქუნდა საჭურველად და მარხვისა მიერ არა განწმედილიყო. და უკეთუ თჳთეულად აღმეწერა ცხოვრებაჲ მათი, ვერ დაიტევდა სოფელი ესე, თუ ვითარ განბრწყინდეს მარხვითა წმიდანი წინასწარმეტყველნი, სანატრელნი მოციქულნი და ღმერთშემოსილნი მამანი და მწყემსნი. და რად ვიტყჳი წმიდათა მოციქულთა და სანატრელთა მამათა, არამედ მეფენიცა  ღვთისმსახურნი და მართლმადიდებელნი, მარხვითა აღასრულებდეს დღეთა თჳსთა, ვითარცა დიდისა კო[]სტანტინესთჳს წერილ არს და უფროსღა დიდისა თეოდოსისთჳს გუაუწყებს ცხოვრებაჲ მისი, რამეთუ თჳნიერ პურისა და მხლისა არა რასა მიიღებდის. ეგრეთვე მეფე დავით აღმაშენებელი, ვითარცა წერილ არს მისჳს, ვითარმედ განშორებულთა წესი ეპყრა და ეგრეთ იმარხევდასხუათათჳს რაჲღა ვინ თქუას.
ხოლო არა ვიტყჳ: თუმცა მარხვა სხუათა სათნოებთა უაღრესი იყოს, რამეთუ ყოველი სათნოებაჲ უაღრესი არს მარხვისა. გინა თუ მოწყალებაჲ სთქუა, გინა თუ სიწმინდე, ანუ თუ სიყვარული, ანუ სიმდაბლე, ანუ სიმშვიდე და ჭეშმარიტებაჲ. ესე ყოველნი უზეშთაეს არიან მარხვისა და უკეთუ ესენი არა აქუნდეს კაცსა, მარტო მარხვა ვერა რას შემძლებელ არს, არცა რად საჴმარ. არამედ უკეთუ მარხვა და ლოცვა წინა არა უძღოდის ამათ, ზემოთქმულთა, სათნოებათაგანნი არა რაჲ წარემართების. და უფროჲსღა სიწმიდე ჴორცთა და ქალწულებაჲ, ვითარცა იგი უმჯობეს არს და უაღრეს ნაყოფი ხეთა, რომელ არს მრავალფერობაჲ იგი ხილთა ყუავილსა, ეგრეთვე სხუაჲ სათნოებაჲ მარხვასა. არამედ უკეთუ პირველად ყუავილი არა იქმნეს, ნაყოფი არა იქმნების, ეგრეთვე უკეთუ პირველად მარხვა და ლოცვა არა აღიღოს კაცმანსხუასა სათნოებასა ვერ წარმართებს, ხოლო მრავალმჭამელობითა და ძილითა არა მოიგების სათნოებაჲ, ვერცა მძლე ექმნების კაცი ვნებათა, ვერცა დაემორჩილების სახარებისა ბრძანებასა. ამისათჳს განაწესეს წმიდათა მარხვა და სჯულად დაგჳსახნეს, რამეთუ თჳთცა მარხვითა სტანჯვიდეს თავთა თჳსთა და ესე აქუნდა საჭურველად და ზღუდედ. ჩუენცა ესე შევიტკბოთ ქრისტიანენო რათა მძლე ვექმნნეთ ვნებათა და სათნო ვეყვნეთ უფალსა და ღირს ვიქმნნეთ ცხოვრებასა მას საუკუნოსა, წმიდათათჳს განმზადებულთა.

ხოლო მე მრავალი მენება მარხვისათჳს თქუმად, არამედ ვერღარა ვიკადრე უმეტესისა აღწერა, რამეთუ სრული მარხვისა საზომი ვერ მომიგიეს; ხოლო აწ ოთხშაბათისა და პარასკევისათჳს ვიტყოდი, თუ რაჲსათჳს იმარხვენ, რამეთუ ესე ყოველი გარეშე არს საზღუარსა მას წმიდათა მოციქულთა და ნეტართა მამათა, და მერმე კუალად მარხვისათჳსვე ვიტყოდით თუ ვითარ განეწესა მარხვანი ესე ჩუენნი, რომელნი გჳპყრიეს.

ტექსტი ხელნაწერ S-3269- ის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ზაზა მამულაშვილმა.

No comments:

Post a Comment