წმიდისა ჟამისწირვისა საიდუმლოთათჳს თუ რაჲსათჳს
ჩუენ
ესრეთ,
განწესებისაებრ
წმიდათასა აღვასრულებთ
და
იგინი
სხუებრ
და
არა
განწესებისაებრ
წმიდათა
მოციქულთა
და
სხუათა მათ წმიდათასა.
პირველი იგი სიტყვისგებაჲ აღვწერეთ რაჲ ლოცვისათჳს
მადლითა
ქრისტესითა
ვთქუთ
რაჲ
იგი
ჯრ
იყო,
აწ
ვთქუათ
წმიდისა
ჟამისწირვისა
საიდუმლოსათჳს
და
წმიდისა
ზიარებისათჳს,
თუ
ვითარ
ჩუენ
ყოველნი
მართლმადიდებელნი
– აღმოსავლეთისა
ეკლესიანი
ძუჱლითგანისა
მოცემისაებრ
წმიდათა
მოციქულთა
და
შჳდთა
მსოფლიოთა
კრებათასა
აღვასრულებთ;
ხოლო
იგინი
არცა
ერთსა
განწესებასა
შეუდგიან,
არცა
მოციქულთა
და
არცა
შემდგომთა
მათთა
წმიდათა
კრებათა.
რამეთუ
ჟამისწირვისა
საიდუმლოსა
მღვდელნი
მათნი
დღესა
შინა
ერთსა,
ერთსა
ტრაპეზსა
ზედა,
მრავალგზის
შესწირავს
და
სადაცა
და
ვითარცა
ადგილი
იყოს
თჳნიერ
ეკლესიისა,
და
დღესა
შინა
ერთსა,
ერთი
მღვდელი
ვითარცა
ვთქუ,
მრავალგზის
სწირავს.
ხოლო
უკეთუ
ვისმე
მღვდელი
არა
ყვეს
ანუ
სნეულებისა
ძლით,
გინა
უდებებისა
მიერ
ეკლესიად
წარსვლა
ვერ
ეძლოს,
ანუ
არა
ენებოს,
მივალს
მღვდელი
და
სახლთა
შინა
მათთა
ჟამსა
უწირავს.
ეგრეთვე
იგივე
მღვდელი
მასვე
დღესა
შინა
კუალად
სხუასა
სახლსა
შინა
სწირავს,
გინა
თუ
სხუასა
დაბასა,
რაოდენიცა
ენებოს
ანუ
ვიეთცა
უჴმდეს,
ანუ
რავდენცა
ძალ
ედვას
ვიდრე
მწუხრამდე;
ეგოდენსაცა
სწირავს
და
ეგოდენცა
ეზიარების.
ხოლო
უკეთუ
მრავალნი
იყვნენ
მღვდელნი
და
საჭირო
არა
რაჲ
იყოს,
თჳინიერ
საუფლოჲსა
შობისა
დღესასწაულისა,
მრავალგზის
არა
სწირავნ.
ხოლო
მას
დღესა
თანამდებ
არს
ყოველი
მღვდელი
მათი,
რათა
კაცად-კაცადმან
მათმან
სამგზის
შეწიროს
მსხუჱრპლი
და
სამგზისვე
ეზიაროს
თითუჱული
მათი; გინა თუ ეკლესია იყოს, გინა თუ საერო სახლები, ესრეთ აღასრულებენ.
ხოლო ესე ყოველი უცხო არს წესთაგან კათოლიკე ეკლესიისათა და უცხო ყოვლითურთ წესისაგან ქრისტიანობისათა და ფრიად
უცხო
და
შორის
წმიდათა
მოციქულთა
განწესებისა
და
წმიდათა
შჳდთა
კრებათა
განსაზღურებისა,
რამეთუ
ესევითარი
საქმე
და
ესევითარი
წესი
არა
სადა
სმენილ
არს,
არცა
სადა
პოვნილ
საღმრთოთა
წერილთა
შინა,
არცა
ცხოვრებასა
შინა
წმიდათასა.
არცა
თუ
იშვიათ
სადამე
ქმნულ
არს
ვისგანმე.
უფროსღა
დაყენებულ
და
განგდებულ
მამათა
მიერ, რათამცა ერთსა დღესა შინა ერთსა მღვდელსა მრავალგზისმცა ეწირა; გინა თუ უეკლესიოსა
ადგილსა,
ვითარცა
იგინი
იქმენ.
ისმინე მოციქულსა პავლესი, რასა იტყჳს: „უკუეთუ ჯერ-ვიდრე-მე-იყო მისა მრავალგზის ვნებად სოფლის დაბადებითგან, ხოლო აწ ერთ-გზის აღსასრულსა
ჟამთასა
შეურაცხისყოფად
ცოდვათა
მსხუერპლითა
თჳსითა
გამოჩნდა
და
ვითარცა-იგი წინაუც
კაცთა
ერთგზის
სიკუდილი
და
მისა
შემდგომად
სასჯელი,
ეგრეთცა
ქრისტე
ერთგზის
შეიწირა
მრავალთათჳს
აჴოცად
ცოდვათა”
(ებრაელთა
9, 26).
კუალად წერილ არს ვითარმედ: „ყოველი იგი მღვდელი დგან დღითი დღე მსახურებაა მას და მათვე მსხუერპლთა შესწირავნ მრავალგზის, რომელნი-იგი არსადა შემძლებელ არიან აჴოცად ცოდვათა. ხოლო თავადმან ერთგზის შეწირა მსხუერპლი ცოდვათათჳს სამარადისოდ” (ებრაელთა 10,11), რამეთუ
ერთი
მსხუჱრპლი
სრულ
იქმნა
სამარადისოდ
განწმენდადთათჳს.
ეგრეთვე ისმინე კუალადცა დიდსა ბასილი, თუ ვითარ ერთჴმა არს მოციქულისა თანა და იგიცა ვითარ დასწერს და მოწამე არს სიტყჳსა ამის: „ვითარმედ არა ჯერ არს დღესა შინა ერთსა ერთისა მღვდელისა მიერ ორგზის ჟამისწირვა, რამეთუ ქრისტემან ერთგზის ივნო და ჯვარს ეცვა ცოდვათა ჩუენთათჳს დღესა შინა ერთსა და არა მრავალგზის; ხოლო, რომელი ერთსა დღესა შინა მრავალგზის სწირავს, მას არა თუ ერთ გზის ჯვარცმული და ვნებული ქრისტე რწამს, არამედ მრავალგზის ვნებული და ჯვარცმული და ესრეთ დაცემულ არს მართლისა სარწმუნოებისაგან და არს იგი ურწმუნოთა
უძჳრეს”.
ხედავთა
ძმანო
და
გესმათ,
თუ
ვითარ
დიდი
იგი
მნათობი
ეკლესიისა
და
ზეცისა
საიდუმლოთა
გამომეტყუელი
და
წმიდათა
მათ
თავთა
მოციქულთა
საზომითა
არა
რაჲთ
დაკლებული
ესრეთ
დასწერს
და
უსჯულოდ
შერაცხს,
რომელმან
ერთსა
ტრაპეზსა
ზედა
ერთსა
შინა
დღესა
ორგზის
წიროს.
ვინ
არს
მათ
შორის
სჯულისმდებელი
და
ესრეთ
უსჯულოდ
განმაწესებელი,
რომელმან
დაჰჴსნა
წმიდათა
მოციქულთა
მიერ განსაზღვრებული სჯული და დიდთა
ღმრთისმეტყველთაგან
დაჭეშმარიტებული
წესი. არა სადა სმენილ არს, არცა სადა წერილ, თუმცა დღესა შინა ერთსა ორგზის ვისმე ეწიროს, ანუ ერთსა ტრაპეზსა ზედა ერთგზის რაჲ აღსრულებულ იყოს მსხუჱრპლისა შეწირვა, რათა სხუასა მღვდელსა მასვე ტრაპეზსა ზედა ეწიროს. უკეთუ ესე არა იქმნების ერთსა ტრაპეზსა ზედა, ერთსა დღესა შინა სხჳსა და სხჳსა მღვდლისა მიერ წირვა, მაშა ერთისა მღვდელისა მიერ მრავალგზის ერთსა დღესა შინა წირვა ვითარცა იქმნების. ვჰკითხოთ მათ: რომელმან კრებამან განუწესა ესე, ანუ რომელმან წიგნმან მოსცა ესევითარი წესი გუაუწყონ. არამედ მე ვჰგონებ ვითარმედ, არა არს მათ შორის ბრძენი ესევითარი ანუ ფილოსოფოსი ანუ სჯულისმდებელი, ვითარცა გჳჩუენა
ესე
თუმცა
ვისმე
სადა
წმიდათაგანსა
ექმნა
ესრეთ
ვითარცა
იგინი
აღასრულებენ
ჟამისწირვისა
განწესებასა.
ტექსტი ხელნაწერ S-3269- ის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ზაზა მამულაშვილმა.
ტექსტი ხელნაწერ S-3269- ის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ზაზა მამულაშვილმა.
No comments:
Post a Comment