და აწ ჩუენ, ძმანო, ვჰბაძვიდეთ მენელსაცხებლეთა მათ დედათა; ნუ დაუტეობთ იესუს ჟამსა განსაცდელისასა. მათ სული თჳსი დადვეს მისთჳს და შემდგომად აღსრულებისაცა ჰმსახურებდეს, ხოლო ჩუენ არცა თუ მშიერი რაჲ ვიხილოთ უფალი, მიუპყრობთ საზრდელსა, რამეთუ კუალად მასვე ვიტყჳ, რაჲ-იგი მრავალგზის მითქუამს. ვიცი, იტყჳს კაცად-კაცადი ჩუენ შორის, ვითარმედ: უკუეთუმცა ვიხილე უფალი, ვითარმცა არა მივეც ყოველი მონაგები ჩემი? და არა იცითა, ვითარმედ აწცა მას თავადსა ვხედავთ? რამეთუ მან თქუა, ვითარმედ: 'მე ვარ', და 'რავდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა, მე მიყავთო'. აწ უკუე რად არა მისცემთ მონაგებთა თქუენთა?
უკუეთუ შეიწყალო გლახაკი, კაცო, და კეთილი უყო, არარაჲთა უდარეს ხარ მენელსაცხებლეთა მათ, რომელნი ჰმსახურებდეს უფალსა, არამედ მოიღო სასყიდელი სწორად მათა. რამეთუ უფალსამცა თუ ჰხედევდი პირისპირ, რომელმანმცა სულმან არა აჩუენა მონებაჲ ჯეროანი? ხოლო აწ უკუეთუ სიტყჳსა და მცნებისა მისისათჳს გლახაკსა კეთილი უყო, უმეტესადღა მოიმადლებ უფალსა და თჳსად შეჰრაცხავს ქველისსაქმესა მას. უკუეთუმცა არა თჳსად შეჰრაცხვიდა, არამცა ღირს-ყვნა მოწყალენი სასუფეველსა, და უწყალონი არამცა მისცნა გეჰენიასა. არამედ საცნაურ არს, ვითარმედ თჳსად შეურაცხია რავდენიცა უყოთ გლახაკთა. ამისთჳს, კაცო, იხილო რაჲ გლახაკი, მოიჴსენენ სიტყუანი უფლისანი, რომელ თქუა, ვითარმედ: 'მშიოდა, და მეცით მე ჭამადი', და შემდგომი ამისი, და მოსწრაფებით ქმენ ქველისსაქმე. უკუეთუ არა გრწამს აწ, მაშინ გრწმენეს, ოდეს გრქუას: 'რავდენი არა უყავთ ერთსა მცირეთა ამათგანსა, მე არა მიყავთ'. გარნა ნუ იყოფინ ჩუენდა სმენად ამის ჴმისა, არამედ მოგუეცინ უფალმან აქავე ნაყოფსა მოწყალებისასა ჩუენებად და სმენად ჴმასა მას კურთხევისასა, მწოდებელსა ჩუენდა სასუფეველად. ჰე, გევედრები, შევიტკბოთ მოწყალებაჲ, რაჲთამცა მივემთხჳნეთ წყალობასა. გარნა ნუ მონახუეჭისა და ნატაცებისაგან ვიქმთ ქველისსაქმესა, რამეთუ ესევითარნი ქველისსაქმენი ჰურიათა შეჰგვანან, არა ქრისტეანეთა. არამედ არიან აწცა ვიეთნიმე, რომელნი ბევრეულსა მოიტაცებენ და მოიხუეჭენ, და უკუეთუ ათი, გინა ოცი, ანუ თუ ასი დრაჰკანი მისცენ გლახაკთა, ჰგონებენ თუ შენდობილ არიან ბრალნი მათნი, რომელთათჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: 'დაჰფარვიდეს ცრემლითა გლახაკთაჲთა საკურთხეველსა ჩემსა'. არა ჰნებავს ქრისტესა მიღებად ქველისსაქმე ანგაჰრებისაგან. უკუეთუ ესევითარითა სახითა და ესევითართა გზათაგან მიუპყრა მას საზრდელი ანუ საფასე, საძაგელ არს ესე მის წინაშე. უმჯობეს არს ყოვლადვე არამიცემაჲ ქველისსაქმისაჲ, ვიდრე ესევითართა საუნჯეთაგან მიცემაჲ. რამეთუ რაჲ სარგებელ არს სხუათაგან აღებაჲ და სხუათადა მიცემაჲ? უკუეთუ იხილნე ორნი ვინმე, ერთი შიშუელი და ერთი მოსილი, და აღსძუარცო მოსილსა მას, და შეჰმოსო შიშუელი იგი, არა ცოდვისა თანამდებ ხარა? ჰე ჭეშმარიტად ტაცება ეწოდების და ავაზაკება საქმესა ამას. აწ უკუეთუ რომელი-იგი აღიღე და სხუასა მიეც, ტაცებად შეგერაცხა, ოდეს მეასედი სადმე მონახუეჭისაჲ მისცე გლახაკთა, ქველისსაქმედ უწოდა საქმესა მას? დიდისა სატანჯველისა ღირს არს ესე გულისსიტყუაჲ. ძუელსა შჯულსა შინა უკუეთუ ვინ მკელობელი ანუ ბრმაჲ პირუტყჳ მიიყვანის შესაწირავად, საბრალობელ არნ; და მპარავმან უკუეთუ მისცის უფალსა მის საქმისასა, რომლისაგან იპარა, ოთხწილად ძლით დაიჴსნის ბრალი მისი. ხოლო აწ უკუეთუ მოიტაცო, რომელ-ესე პარვისა ფრიად უძჳრეს არს, და არა ძუელსა შჯულსა შინა, არამედ ახალსა ამას მადლსა, და არავე მისცე მას, რომლისაგან აგეღოს, არამედ სხუასა, და არა ოთხწილად, არამედ არცა თუ ნახევარი, გულისჴმა-ყავ, რავდენისა სასჯელისა თანამდებ ხარ. ხოლო უკუეთუ გდროებს ღმერთი და აწვე არა მოაწევს სატანჯველსა, ამისთჳს უფროჲსად იგლოვდი, რამეთუ უკუეთუ არა მოიქცე და შეინანო, უმეტესად დაიუნჯებ თავისა შენისათჳს სასჯელსა დღესა მას საშჯელისასა. შევინანოთ უკუე, ძმანო, და ვიქმოდით მოწყალებასა განწმედილსა ანგაჰრებისაგან. გულისჴმა-ყავთ, ვითარ ძუელსა შჯულსა იყო წესი ჰურიათაჲ, რვაასსა ლევიტელსა ზრდიდეს, და ობოლთა და ქურივთა ყოვლისა ერისათა, და სხუასა მრავალსა მსახურებასა აღასრულებდეს ქველისსაქმითა მათითა. ხოლო აწ სოფლები და აგარაკები და სავაჭროები და სამწყსონი და არვები და რემაკები და ესევითარი მრავალი უცალოებაჲ განწესებულ არს ეკლესიათათჳს თქუენისა უწყალოებისა მიზეზითა, რამეთუ ჯერ-იყო რაჲთამცა ამის ყოვლისაგან ეკლესიანი თავისუფალ იყვნეს და თქუენ მიერმცა აღესრულებოდა ყოველივე საჴმარი მათი და მღდელთმოძღუართაჲ და გლახაკთაჲ. ხოლო აწ ორი წინააღმდგომი საქმე იქმნების: თქუენცა უნაყოფონი დაშთებით და მღდელთა ღმრთისათა არა ჴელ-ეწიფების ჯეროანთა მათ და სარგებელისა საქმეთა ოდენ ზრუნვად. არა თუ ვერ ეძლო მოციქულთაცა ქონებად დაბნებისა და აგარკებისა, გარნა არა ჯერ-იჩინეს, არამედ წერილ არს საქმესა მოციქულთასა, ვითარმედ: 'რომელნი პოვნიერ იყვნეს სანახებისანი გინა დაბნებისანი, განჰყიდდეს და მოაქუნდა სასყიდელი მათი, რომელთა-იგი განყიდიან, და დასდებდეს ფერჴთა თანა მოციქულთასა'. ხოლო აწ მამათა ჩუენთა იხილეს ამის ნათესავისა ულმობელობაჲ და ანგაჰრებაჲ, და შეშინდეს, ნუუკუე სიყმილითა მოსწყდენ კრებულნი ესე ობოლთა და ქურივთა და ქალწულთანი; ამისთჳს უნებლიეთ თავს-იდვეს ამათ მონაგებთა ეკლესიათასა მოგებად. არა უნდა თავთა თჳსთა ამას უშუერსა უცალოებასა მიცემად, არამედ ენება, რაჲთამცა თქუენმიერნი ქველისსაქმენი იყვნეს საუნჯე და შემოსავალ მათა, და იგინიმცა განკრძალულ იყვნეს ლოცვასა და მოძღურებასა ერისასა, ხოლო აწ თქუენი ანგაჰრებაჲ მიზეზ ექმნა მღდელთმოძღუართა მიბაძვად ცხორებასა ერისკაცთასა. ამისთჳსცა ყოველივე ზე და ქუე იქმნა. რამეთუ ოდეს ესე ჩუენცა ჴორციელთა ზრუნვათა შექცეულ ვართ, ვინ ევედრებოდის ღმერთსა და მოწყალე-ჰყოფდეს ჩუენ ზედა? ამისთჳსცა არა არს ჩუენდა ჟამი აღებად პირისა, რამეთუ არარაჲთა განყოფილ არიან ეკლესიანი სახლთა საერისკაცოთა. არა გასმიესა, ვითარმედ უზრუნველადცა შეკრებულთა საფასეთა განყოფად არა თავს-იდვეს მოციქულთა, არამედ სხუანი დაადგინნეს მსახურებად საქმისა მის? ხოლო აწ ვაჭართაცა წარჰჴდეს ებისკოპოსნი ზრუნვითა წარმავალთა საქმეთაჲთა, და დაუტეობიეს საქმე თჳსი, რომელ-იგი არს ზრუნვაჲ სულთა თქუენთაჲ. ამას არა ცუდად ვიგლოვ, არამედ ამისთჳს ვიტყჳ, რაჲთა გულისჴმა-ჰყოთ თქუენ და ექმნეთ საუნჯე ეკლესიათა და მწყალობელ გლახაკთა, რაჲთა მღდელთმოძღუარნი ზრუნვასა ოდენ სულთა თქუენთასა და ლოცვასა განეკრძალნენ, და შეწევნასა ჭირვეულთასა და მოღუაწებასა უცხოთასა და ობოლთა ზრდასა და ქურივთა ჴელის-აპყრობასა, ვითარცა მოციქულთა განაწესეს. ხოლო უკუეთუ არა ისმინოთ, აჰა, ესერა, გლახაკნი წინაშე თუალთა ჩუენთა არიან. რავდენთაცა ძალ-გუედვას ჩუენ გამოზრდად, არა უდებ ვიქმნეთ, რავდენთაჲ ვერ ჴელ-გუეწიფებოდის, იგინი თქუენ დაგიტევნეთ გამოზრდად. ხოლო უკუეთუ უგულებელს-ჰყვნეთ, ეკრძალენით, ნუუკუე გესმას მას დღესა საშინელი იგი ჴმაჲ, ვითარმედ: 'მშიოდა, და არა მეცით მე ჭამადი', და შემდგომი ამისი. არს მადლითა ღმრთისაჲთა სიმრავლე თქუენი მრავალ ბევრ. უკუეთუმცა კაცად-კაცადი დღითი-დღე თითო პურსამცა მისცემდით გლახაკთა და თითო დანგსა, ვჰგონებ თუ არღარამცა ვინ იყო გლახაკ, არამედ ყოველთამცა აქუნდა საზრდელი თჳსი, და მიიღეთმცა თქუენ სასყიდელი მოწყალებისაჲ. ხოლო უწყი, ვითარმედ ვიეთნიმე თქუენგანნი იტყჳან ჩემთჳს, ვითარმედ: რაჲ არს ესე, რომელ დღითი-დღე მოწყალებისათჳს ოდენ გუეტყჳს და კაცთმოყუარებისათჳს? ჰე, დღითი-დღე ამისთჳს ვიყტჳ და არასადა დავსცხრე, ვიდრემდის ვიხილო, ვითარმედ წარემართოს ესე თქუენ შორის. უკუეთუმცა დამტკიცებულ იყო და წარმართებულ საქმე ესე თქუენ შორის, მაშინცა ჯერვე იყო ამისთჳს სიტყუაჲ, გარნა დაღაცათუმცა დავსცხერით არა დიდ იყომცა დაკლებაჲ; ხოლო აწ, ვინაჲთგან არცა თუ ზოგსა მიწევნულ ხართ ამის სათნოებისასა, ვითარ ჴელ-მეწიფების დადუმებად? უკუეთუ საქმე ესე საწყინო გიჩნს, თავთა თქუენთა აბრალეთ და ნუ მე. მითხართღა, უკუეთუ ყრმაჲ მოსწავლე მრავალ ჟამ იყოს სასწავლოსა და ანბანსა ვერ განჰმართებდეს, ვითარ აბრალოს მოძღუარსა ზედაჲსზედა იძულებისათჳს? და თქუენცა უკუე ზედაჲსზედა სწავლითა ჩემითა მიჩუენეთ, რაჲ ნაყოფი გამოგიღია. ვინ წარჰმართა მოწყალებაჲ, ვინ მისცა ნახევარი ანუ მესამედი ნაქონებისა თჳსისაჲ გლახაკთა, რაჲთამცა მე დავიდუმე სიტყჳსაგან? ხოლო აწ უფროჲსად თქუენ გიჴმდა იძულებაჲ ჩემი, რაჲთამცა არა დავიდუმე. ვითარცა-იგი უკუეთუმცა მკურნალი ვიყავ და მოხუედმცა კურნებად თუალისა ანუ ჴელისა უძლურისა, და გცხემცა წამალი სალბუნი ერთგზის და ორგზის და არამცა განიკურნე, არა კუალადმცა მაიძულებდა კურნებად? ეგრეთვე არს სულიერთა საქმეთა ზედა, ვიდრემდის ვიხილო სათნოებაჲ წარმართებული, დუმილად არა ჴელ-მეწიფების. ჰე, თუმცა თქუენ შორისცა მარადის ესე სიტყუანი აღესრულებოდეს და ითქუმოდეს, რაჲთამცა წარემართა სათნოებაჲ თქუენ შორის. მენება მეცა, რაჲთამცა არა ყოვლადვე ამის პირისათჳს ვიტყოდე, არამედ გასწავლიდიმცა სხუათა უმაღლესთა და უაღრესთა საქმეთათჳს: წყობასა მტერთა მიმართ უხილავთა და ხილულთა. ესე არიან ეშმაკნი და მწვალებელნი. არამედ ვითარ ვყო, ვინაჲთგან ჯერეთ უძლურ ხართ, ვითარ გასწაო წყობად მტერთა? დაღაცათუ მრავალი მითქუამს ამის ჯერისათჳსცა, არამედ, ვითარცა ვთქუ, უძლურებაჲ სულისაჲ აყენებს კაცად-კაცადსა. რომლისამე ჴელი შეღრეკილ არს უწყალოებითა, სხჳსა ფერჴნი წყლულ არიან სლვითა გზათა ცოდვისათა, სხჳსა თუალნი ტკივნეულ არიან ხედვითა პირთა მავნებელთაჲთა. აწ უკუე ესევითართა ვითარ უძლონ აღებად ჭური და ფარი სულიერი და მახჳლი მკლველი წინააღმდგომთაჲ და განსლვად წყობასა მას უხილავთა მტერთასა და მოღებად ძლევისა გჳრგჳნი? განიწმიდენით თავნი თქუენნი ვნებათაგან ანგაჰრებისა, უწყალოებისა, ნაყროვნებისა, მთრვალობისა, ძჳრისზრახვისა, ცუდადმზუაობრობისა და სხუათა ყოველთავე ესევითართაგან, და მერმე შეგმოსნე საჭურველითა მით სულიერითა, და განგიყვანნე წყობასა მას, და ვიოტოთ ბანაკები მტერთაჲ. ხოლო აწ განვიდე თუ ხილვად მჴედრობისა ჩუენისა, მიმოვალ და ვერ ვჰპოებ მრავალთა, არამედ ფრიად არიან წყლულნი და უძლურნი. კუალად უკუეთუ სახე მწყემსისაჲ აღვიღო და მოვლო სამწყსოჲ ჩემი, მცირედთა ვჰპოებ ცხოართა, უმრავლესნი პირუტყუ არიან: რომელნიმე ცხენ მცბიერ, სხუანი მგელ მტაცებელ, სხუანი გუელ, ნაშობ იქედნეთა, და დიდსა უწესოებასა ვხედავ ჩუენ შორის. რამეთუ რომელსაცა ვნებასა ვინ დამონებულ იყოს, პირუტყუთა მიემსგავსების და მჴეცთა, ვითარცა წერილი გუასწავებს, და აღავსებს ეკლესიასა სიმყრალითა. ანუ არა სულმყრალობა არიანა ვნებანი და ცოდვანი? ჰე, ბოროტ არს სულმყრალობაჲ მათი. ამისთჳს გევედრები, ძმანო, მოვიქცეთ ბოროტისაგან და ვქმნათ კეთილი, რაჲთა სურნელებაჲ სათნოებათაჲ იპოოს ჩუენ თანა. და არა ხილულთა ოდენ საკუმეველთა ვაკუმევდეთ ეკლესიასა შინა, არამედ უფროჲსად სურნელთა მათ სათნოებათა, რაჲთა ავიდოდინ ლოცვანი და ვედრებანი ჩუენნი წინაშე ღმრთისა სულად სურნელად, და მოეფინოს მის მიერ ჩუენ ზედა დიდი წყალობაჲ, და მივემთხჳნეთ საუკუნეთა მათ კეთილთა ქრისტე იესუჲს მიერ, უფლისა ჩუენისა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

http://titus.uni-frankfurt.de/texte/etcs/cauc/ageo/johchrys/mttargm3/mttart.htm
No comments:
Post a Comment