აწ უკუე რომელსა ენებოს ჭეშმარიტისა ლოცვისა და მარხვისა მოგებად და წარჰმართნეს ესე სათნოებანი, სანატრელ არს იგი, რამეთუ ესევითარსა მას არა უჴმს მრავალი საფასე. რომელსა არა უჴმდეს მრავალი, არა იქმნების ანგაჰრ; რომელი განეშოროს ანგაჰრებასა, იგი შემძლებელ
იქმნების
წარმართებად
მოწყალებისა.
კაცი
მმარხველი
სუბუქად
მდგომარე
არნ
ლოცვასა,
გულისთქუმათა
ბოროტთა
დაშრეტს,
ზუაობასა
და
სილაღესა
გულისასა
დაამდაბლებს,
ლმობიერად
შეუვრდების
ღმერთსა
და
ითხოვს
წყალობასა.
ამისთჳსცა მოციქულნი მარადის მარხვითა და ლოცვითა აღასრულებდეს დღეთა მათთა. რომელი ილოცვიდეს მარხვითურთ, ფრთოან არს ლოცვაჲ მისი და უმჴურვალეს ცეცხლისა, საშინელ არს იგი ეშმაკთა და შემწუველ ძალისა მათისა. და რაჲმცა იყო უძლიერეს კაცისა ჭეშმარიტთა ლოცვათა აღმასრულებელისა? უკუეთუ ქურივმან მან მოწყალე-ყო მსაჯული იგი, რომელსა არცა ღმრთისა ეშინოდა, არცა კაცთაგან ჰრცხუენოდა, უწყინოდ ვედრებითა თჳსითა, რავდენ უმეტესად მოწყალე-ყოს კაცმან სახიერი იგი და მოწყალე ღმერთი, უკუეთუ მარხვითა შეჰმზადოს თჳსი იგი ვედრებაჲ და ლმობიერებითა სიწმიდისაჲთა, და განაგდოს თავისა თჳსისაგან შუებაჲ და სიმაძღრე მუცლისაჲ. ხოლო უკუეთუ მარხვაჲ ფრიადი ვერ ძალ-გიც, კაცო, უძლურებისათჳს ჴორცთაჲსა, მოიწყჳდენ შუებანი და სანოაგენი და ყოველივე სახე უზომოჲსა ნაყროვნებისაჲ, და ესეცა არავე შორს არს წესისა მისგან მარხვისა. და ესეცა შემძლებელ არს დაჴსნად სიბორგილესა ეშმაკისასა, რამეთუ არარაჲ არს ესრეთ საყუარელ და საწადელ ეშმაკისა, ვითარ შუებაჲ და მთრვალობაჲ, რამეთუ წყაროჲ არს ესე და დედაჲ ყოველთა ბოროტთაჲ. ამის მიერ ოდესმე ისრაიტელნი კერპთმსახურებად შთაყარნა, ამის მიერ სოდომელნი უშჯულოჲთა მით აღაზრზინნა ტრფიალებითა, ვითარცა იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი, ვითარმედ: 'ესე უშჯულოებაჲ სოდომელთაჲ არს, რამეთუ ამპარტავანებითა და სიმაძღრითა პურისაჲთა და ნაყროვნებითა სანოაგეთაჲთა იშუებდეს'. ამის მიერ სხუანი მრავალნი წარწყმიდნა მტერმან მან სულთა ჩუენთამან და ცეცხლსა გეჰენიისასა შთაჰჴადნა, რამეთუ რაჲმცა იყო იგი ბოროტი, რომელი არა იქმნების შუებისაგან და მთრვალობისა. ესე კაცსა უძჳრეს ღორთასა გამოაჩინებს, რამეთუ ღორი მწჳრესა შინა იმწუბების და საჭმელ მისა არს სიმყრალე, ხოლო მომთრვალე ფრიად უძჳრეს არს ამისა, რამეთუ გულისთქუმათა მოიპოებს, უცხოთა ბუნებისაგან, და ტრფიალებათა უშჯულოთა და ფრიად საძაგელთა, და უფროჲსღა ვთქუა, თუ: ეშმაკეულთაგან არარაჲთა განყოფილ არს ესევითარი იგი. ეშმაკეულთა ყოველნი სწყალობენ, ხოლო კაცი მომთრვალე ყოველთა სძაგს და სძულობენ; ამისთჳს, რამეთუ ნეფსით თჳსით მისცემს თავსა თჳსსა წარსაწყმედელად და ჰყოფს პირსა თჳსსა და თუალთა და საყნოსელთა და ყოველთავე ასოთა უსაძაგელეს მწჳრისა. ხოლო შინაგანი თუ მისი იხილო, ჰპოო სული იგი, ვითარცა ზამთარსა შინა და ნეფხვასა ძნელსა განყინული და უჴმარი ყოველსავე ზედა საქმესა კეთილსა, ხოლო ბოროტთა საქმეთა მიმართ მჴურვალე და მოსწრაფე. მრცხუენის თქუმად მრავალთა მათ ბოროტთა, რომელნი შეემთხუევიან კაცთა მთრვალობისაგან, არამედ დაუტეო კაცად-კაცადი შინაგანსა გონებასა, რაჲთა მან ამხილოს მოქმედთა მათ ბოროტისათა. და მესმის მრავალთაგან, ვითარ იტყჳან, ოდეს ესმნენ საქმენი უჯერონი მთრვალობისა მიერ აღსრულებულნი, ნუმცა არსო ღჳნოჲ. ჵ უგუნურებაჲ ესე! სხუანი იქმან ბოროტსა და შენ ნიჭთა ღმრთისათა აბრალება, კაცო, უგულისჴმოო? არა თუ ღჳნომან ქმნა უჯეროებაჲ იგი, არამედ ბილწებამან უძღებად მსუმელთამან. ესრეთ უკუე იტყოდე შენ, ვითარმედ: ნუმცა არს მთრვალობაჲ, ნუმცა არს უძღებად შუებაჲ. ხოლო უკუეთუ იტყჳ: ნუმცა არს ღჳნოჲ, რამეთუ მისგან იქმნების მთრვალობაჲ, კუალად სხუასა ჟამსა სთქუა: ნუმცა არს რკინაჲ, რამეთუ იქმნებიან კაცის-კლვანი; ნუმცა არს ღამე, რამეთუ იპარვენ მპარავნი; ნუმცა არს დედაკაცი, რამეთუ იმრუშებენ მეძავნი; და ესრეთ ყოველთავე დაბადებულთა დაჴსნაჲ სთქუა შენ. გარნა ნუ ესრეთ იქმ! რამეთუ ესე საქმე საეშმაკოჲ არს; ნუცა აბრალებ ღჳნოსა, არამედ მთრვალობასა. რამეთუ ღჳნოჲ მოგუეცა სიხარულად წესიერად, არა უშუერებად უწესოდ; ღჳნოჲ მოგუეცა სენთა საკურნებელად, არა სენთა აღმაორძინებელად; ჴორცთა განმაძლიერებელად, არა თუ ჴორცთა და სულისა დამჴსნელად. კეთილი ნიჭი მოგუანიჭა ღმერთან, ხოლო ჩუენ უზომოებითა ვყავთ იგი შეურაცხ. ისმინე, რასა ეტყჳს პავლე ტიმოთეს: 'ნუ წყალსა ხოლო სუამ, არამედ ღჳნოჲცა მცირედ იჴუმიე სტომაქისათჳს და ზედაჲსზედა უძლურებისა შენისათჳს'. ხოლო უკუეთუ ტიმოთე, კაცმან მან წმიდამან, უძლურებასა შინა ესოდენსა არა თავს-იდვა სუმაჲ ღჳნისაჲ, ვიდრემდე უბრძანა მოძღუარმან, რაჲმე სიტყუაჲ მიუგოთ ჩუენ ღმერთსა, რომელნი-ესე სიმრთელესა შინა ვითრვებით? მას ეტყოდა მოციქული: 'ღჳნოჲ მცირედ იჴმიე სტომაქისათჳს', ხოლო თქუენ, მომთრვალეთა მაგათ, კაცად-კაცადსა გეტყჳს: ღჳნოჲ მცირედ იჴმიე, სიძვათათჳს, რომელთა შთაჰვარდები მთრვალობითა, გინებათათჳს საძაგელთა, რომელთა აღმოიტყჳ, რაჟამს ცნობასა მიჰჴდე, სხუათა მათთჳს ბილწთა გულისთქუმათა, რომელნი იშვებიან მთრვალობისაგან. ღჳნოჲ სიხარულად მოგუეცა, ვითარცა იტყჳს: 'ღჳნომან ახარის გულსა კაცისასა', ხოლო თქუენ, მომთრვალენო, ესევითარი ესე საქმე მისი განჰრყუენით; რამეთუ ვითარიღა არს სიხარული იგი, ოდეს კაცმან გონებაჲ თჳსი წარიწყმიდოს და მიმოიჭრებოდის და ყოველივე გარემოსლვად უჩნდეს და თუალნი მისნი ბნელ იყვნენ და ყოველივე ბოროტი თავსა ზედა მისსა დაკრებულ იყოს და სული მისი დანთქმულ იყოს მწჳრესა ცოდვისასა. ამას ესევითარსა არა თუ ყოველთა ვეტყჳ, და უფროჲსღა ვთქუა, თუ ყოველთა ვეტყჳ. არა თუ ყოველნი ითრვებიან, ნუ იყოფინ! არამედ რომელ-იგი მომთრვალეთა არამომთრვალენი უგულებელს-ჰყოფენ და არა იღუწიან, ამისთჳს ვაბრალებ. რამეთუ მკურნალიცა მივიდის რაჲ და იხილის სნეული უღუწოლელად, არა მას აბრალებნ, არამედ მის თანა მყოფთა მათ. ეგრეთვე მე თქუენდა მომართ ვიტყჳ და გევედრები: თავნიცა თქუენნი შორს ყვენით მთრვალობისაგან და მომთრვალენიცა იღუაწენით ზედაჲსზედა სწავლითა და შერჩულვითა მოქცევად ბოროტისა მის ჩუეულებისაგან, რაჲთა არა უძჳრეს პირუტყუთასა ყვნენ თავნი თჳსნი. რამეთუ პირუტყუნი უმეტეს საჴმრისა არარას ეძიებენ, ხოლო ესენი უუგუნურეს მათსა არიან, რამეთუ საზომი იგი საჴმრისაჲ სრულიად დაუვიწყებიეს. პირუტყუთა არავინ აიძულებს უმეტეს წესისა ჭამად, ანუ სუმად, რაჲთა არა სავნებელ ეყოს, ხოლო თავთა თჳსთა უგუნურნი ესე მომთრვალენი პირუტყუთა სწორადცა არა იღუწიან, არამედ ესოდენსა შთაისხმენ ღჳნოსა, ვიდრემდის ყოველი სენი მათ შეედვას; და არა მას ხოლო დღესა მთრვალობისასა შეედების სალმობაჲ, არამედ მთრვალობაჲღა წარჴდის, სალმობანი იგი სულისა და ჴორცთანი ეგნიან. და გესლი რაჲ მთრვალობისაჲ მის მოჰქარდის, კუალად სხუასა ეძიებნ, და ეოცებინ ღჳნოჲ და ჭურნი და საწდენი და ფიალები ღჳნის-სასუმლები. და ვითარცა რაჲ ნავი დამძიმებული ტჳრთითა უზომოჲთა მიეცეს რაჲ ღელვათა სიმძაფრესა, ყოველივე ზღუად შთააბნიის, დაღაცათუ ღელვაჲ იგი დასცხრის, არამედ ზღვევაჲ, რომელ შეემთხჳა, ეგის საკდემელად მათდა, ეგრეთვე მომთრვალეთა შეემთხუევის: დაითრვნიან რაჲ, გარდააბნიან ყოველივე, რაჲცა აქუნ კეთილი, გინა თუ სიწმინდე ჴორცთაჲ, გინა თუ რიდობაჲ, გინა თუ გონიერებაჲ, გინა თუ სიბრძნე, ანუთუ სიმშჳდე, გინა სიმდაბლე, ყოველივე ესე შთასთხიის მთრვალობამან ზღუასა მას უშჯულოებისასა, და სული იგი მენავეთმოძღუარი მათ თანავე დაანთქის. დაღაცათუ სადმე მთრვალობაჲ იგი მოჰქარდის, ზღვევაჲ იგი კეთილთა მათ საქმეთაჲ, რომელნი წარწყმიდნა, სადაღამცა პოა? ამისთჳს თქუმულ არს, ვითარმედ: მთრვალობითა სასუფეველი ცათაჲ ვერვინ იხილოს; ამისთჳს იტყჳს მოციქული: 'ნუ სცთებითო: არცა მეძავთა, არცა კერპთმსახურთა, არცა მემრუშეთა, არცა მამათამავალთა, არცა ჩუკენთა, არცა მპარავთა, არცა ანგაჰრთა, არცა მომთრვალეთა, არცა მაგინებელთა, არცა მტაცებელთა სასუფეველი ღმრთისაჲ ვერ დაიმკჳდრონ'. აჰა, ესერა, იხილეთ რაბამთა ბოროტთა თანა აღრაცხა მთრვალობაჲ, რამეთუ ნანდჳლვე მათ ყოველთა მოყუასი არს და მიზეზი. აწ უკუე, კაცნო, გულისჴმა-ვყოთ და არარაჲსა ამის და უსარგებლოჲსა საქმისათჳს ნუ მივსცემთ თავთა ჩუენთა ესევითართა ბოროტთა და სულისა წარწყმედასა, არამედ განვეშორნეთ შუებისაგან და მთრვალობისა, და მარხვითა და ლმობიერად ვედრებითა ღმრთისაჲთა აღვასრულნეთ დღენი ჩუენნი, რაჲთა ვპოოთ მოტევებაჲ ცოდვათაჲ და საუკუნეთა მათ კეთილთა ღირს ვიქმნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

No comments:
Post a Comment