სიმდაბლისათჳს და ამპარტავანებისა.
და აწ, მორწმუნენო, ჩუენცა ვაჩუენოთ გონებაჲ კეთილი, ვევედრებოდით უფალსა ლმობიერად
და
ვითხოვდეთ
წყალობასა,
რაჲთა
ჩუენნიცა
თუალნი
გონებისანი
ვნებათაგან
დაბრმობილნი
აღგჳხილნეს
სახიერმან
მან.
შევიმოსოთ
სიმდაბლე,
რაჲთა
ლოცვაჲ
ჩუენი
ფრთოვან
იყოს;
გულისჴმა-ვყოთ ზემოწერილი
იგი
ბრძანებაჲ
უფლისაჲ,
ვითარ
იტყჳს:
'რომელსა
უნდეს
დიდ
ყოფაჲ,
იყოს
ყოველთა
მსახურ
და
ყოველთა
მონა,
რაჲთა
დიდ
იქმნას'.
ესე
რაჲ
გესმოდის,
საყუარელო,
ყოვლითა
ძალითა
შენითა
ისწრაფე
მოგებად
სიმდაბლისა;
ნუ
გეშინინ,
თუმცა
პატივსა
შენსა
რაჲმე
ევნო
სიმდაბლისაგან,
რამეთუ
რაოდენცა
დაჰმდაბლდე,
ვერ
ძალ-გიც ესოდენ
დამდაბლებად,
ვითარ
იგი
მეუფე
ჩუენი
დამდაბლდა.
გარნა
გარდამოსლვაჲ
იგი
მისი
ჩუენ
ყოველთა
აღსლვა
გუექმნა,
და
მისიცა
დიდებაჲ
გამოაბრწყინვა
კაცთა
შორის.
რამეთუ პირველ განკაცებისა ანგელოზთა მიერ ხოლო საცნაურ იყო და კაცთა მცირედთა - წმიდათა მათ წინაჲსწარმეტყუელთა და მამათმთავართა, ხოლო განკაცნა რაჲ და ჯუარს-ეცუა, ყოველმან სოფელმან იცნა იგი, და არარაჲ დააკლდა დიდებასა მისსა, არამედ უფროჲსად შეიძინა ცხორებაჲ კაცთაჲ. ხოლო შენ, კაცო, რაჲსათჳს გეშინის და ჰგონებ, თუ სიმდაბლისაგან პატივსა შენსა ევნოს? არამედ უფროჲსღა უწყოდე, ვითარმედ რაოდენცა დაიმდაბლო თავი შენი, უფროჲსად ამაღლდების დიდებაჲ შენი. ესე არს კარი სასუფეველისაჲ. უკუეთუ გუნებავს მუნ შესლვაჲ, ესე გზაჲ ვიპყრათ სიმდაბლისაჲ, რამეთუ ვინებოთ თუ გზასა მას ამპარტავანებისასა სლვად, შორს ვიპოვნეთ სასუფეველისაგან და ვიქმნეთ უფროჲს ყოველთა შეურაცხ და წარწყმედულ. და ვითარცა სხუასა ადგილსა ვიტყოდეთ, ვითარმედ: რაჲსათჳს აჩუენებ კაცთა ქველისსაქმესა შენსა? რაჲთა იდიდოა და საქებელ იქმნა? აწ უკუე ნუ ესრეთ იქმ და მაშინ ჰპოო ჭეშმარიტი დიდებაჲ და ქებაჲ. კუალად ვიტყოდეთ, ვითარმედ: რაჲსათჳს იუნჯებ, კაცო, რაჲთა სიმდიდრე გაქუნდეს? აწ უკუე ნუ იუნჯებ და მაშინ ჰპოო ჭეშმარიტი სიმდიდრე. ეგრეთვე აქა ვიტყჳ: რაჲსათჳს გიყუარს დიდებაჲ და ზუაობაჲ? რაჲთა პირველ სხუათასა და უდიდეს იყოა? აწ უკუე შეიმოსე სიმდაბლე და იყავ ყოველთა უდარეს და მერმე იქმნა ჭეშმარიტად დიდ და ყოველთა პირველ. ხოლო იყო თუ აქა ზუავ და ამპარტავან, იპოო ყოველთა უმცირეს და ნარჩევ და შეურაცხ. ესე სიტყუაჲ არა ჩემი არს, არამედ ქრისტესი. ამისთჳსცა წარმართნი შორის მოიყვანნა, რაჲთა გჳჩუენოს, თუ რაჲზომ საძაგელ არს ამპარტავანებაჲ, ვითარ ცუდ და ამაო ეწოდების დიდებასა მას სოფლისასა, რამეთუ იძულებითი არს და მძლავრებისა შიშისაგან; ხოლო დიდებაჲ იგი სიმდაბლისაგან მომავალი ჭეშმარიტი არს და უტყუელი და ჭეშმარიტად საღმრთოჲ და მტკიცე. ამისთჳს საკჳრველ არიან წმიდანი, რამეთუ ყოველთა უდიდეს იყვნეს და უფროჲს ყოველთა დაამდაბლებდეს თავთა თჳსთა; ამისთჳს სამარადისოდ ჰგიეს დიდებაჲ მათი და ვერცა თუ სიკუდილმან უძლო მათისა მის სიმაღლისა დამდაბლებად. ჭეშმარიტად არარაჲ არს უმაღლეს სიმდაბლისა და არარაჲ არს უდარეს ამპარტავანებისა. და ესე ესრეთ გულისჴმა-ყავ: ამპარტავანსა ჰნებავს ყოველთა უზეშთაეს-ყოფად და იტყჳს, თუ არავინ არს ღირს მისსა, არამედ ყოველნივე შეურაცხად ჰქონან; და მერმე რომელნი-იგი შეურაცხად და არარად შეურაცხიან, მათ მიერსა ეძიებს პატივსა და დიდებასა. რაჲმცა იყო ამისა უუგუნურეს? ჰხედავა, ვითარ ამპარტავანი ყოველთა უმდაბლეს არს? ჵ, კაცო, რომელი-ეგე ჰგონებ ყოველთა უდარეს შენსა, რაჲსათჳს უნდოთა მათ და უდარესთა მოქენე ხარ? რაჲთამცა გაქებდეს და გადიდებდეს? იხილეა ფრიადი ესე დამდაბლებაჲ? იხილე აწ მდაბლისაცა სიმაღლე: იცის მდაბალმან, ვითარ დიდ არს კაცი და პატიოსან, და ყოველნი დიდად და პატიოსნად შეურაცხიან, ხოლო თავი თჳსი აქუს ყოველთა უმცირეს. ამისთჳსცა მცირედი თუ ვისგანმე მიიღოს პატივი, დიდად შეურაცხიეს იგი, რამეთუ სასჯელსა თჳსსა არა შესცვალებს. ესე იგი არს, რომელნი-იგი განსაჯნა, ვითარმედ დიდ არიან, მათ მიერი პატივი დაღაცათუ მცირე იყოს, დიდად შეურაცხია და უმეტეს ღირსებისა თჳსისა, ხოლო ამპარტავანსა პატივმცემელნი იგი მისნი არად შეურაცხიან, და მათ მიერნი იგი პატივნი საწადელ მისა არიან. კუალად მდაბალი არა რომლისა ვნებისაგან იძლევის, რამეთუ ვერცა რისხვაჲ ერევის მას, ვერცა დიდებისმოყუარებაჲ, ვერცა შური და ჴდომაჲ. და რაჲმცა იყო უსანატრელეს სულისა ამის, ამათ ვნებათაგან განწმედილისა? რაჲმცა იყო უმაღლეს მისა? ხოლო ამპარტავანი ყოველთა ვნებათაგან ძლეულ არს და, ვითარცა მატლი მწჳრესა შინა, ესრეთ დაფლულ არს ნივთსა მას შინა ვნებათასა. ვინ არს უკუე ჭეშმარიტად დიდ და მაღალ, განთავისუფლებული იგი ვნებათაგან, ანუ მონად მათდა განსყიდული და შეკრული მისგან ჴელბორკილითა მწარითა? ესე არს ყოველივე ზუავი და ამპარტავანი. სხუაჲცა სახე მოგცე ამპარტავანებისა და სიმდაბლისაჲ: იხილეთ ეშმაკი, ძირი იგი და წყაროჲ ამპარტავანებისაჲ. რაჟამს ამპარტავან იქმნა, მაშინ გარდამოვარდა პატივისა მისგან ზეცათაჲსა და შთავარდა ქუესკნელთა ჯოჯოხეთისათა; ხოლო კაცნი მდაბალნი ზეცად ამაღლდეს და მიეცა მათ ამპარტავანი იგი მტერი დასათრგუნველად, ვითარცა ბრძანა უფალმან, ვითარმედ: მიმიცემიეს თქუენდა ჴელმწიფებაჲ დათრგუნვად გუელთა და ღრიაკალთა და ყოველსა ძალსა მტერისასა. ხოლო კაცთაგანცა თუ ეძიებთ სახესა ამპარტავანებისასა, გულისჴმა-ყავთ მცირედ პირველ ამის ჟამისა ყოფილი იგი ზუავი და საეშმაკოჲსა მის ამპარტავანებისა მობაძავი ივლიანე, რომელსა ეგონა თავი თჳსი უბრძნეს ყოველთასა და იყო იგი უგუნურთა და ცოფთა უცოფეს, რომელმან არცა თუ რაჲ-იგი ყოველთა მიერ საცნაურ არს, შეუძლო ცნობად, რაჲთამცა გულისჴმა-ეყო თუ ქვანი ქვა არიან და ძელნი ძელ, და კერპნი კერპ, არამედ ესე ყოველნი ღმრთად შეჰრაცხნა და ჭეშმარიტი იგი ღმერთი უარ-ყო. დიდი იგი სიცოფე მისი. იხილეთ უკუე რაოდენი მჴედრობაჲ შეკრიბა, და ვითარითა ზუაობითა წარემართა სპარსეთს, და ვითარ იქმნა საქმე მისი უდარეს და უუგუნურეს ცოფთა და ნავღლიანთასა. ამისთჳსცა ბოროტი იგი ბოროტად წარწყმდა და საკიცხელ და ფერჴის-საცემელ ყოველთა იქმნა, თავჴედი იგი და ზუავი და ამპარტავანი, რომელსა ეგონა თავი თჳსი ზეშთა უმაღლეს და იყო იგი უსულოთა მათ კერპთა თჳსთა უდარეს. ხოლო ღმრთისმსახურნი იგი და მორწმუნენი, რომელნი მის მიერ შეურაცხ-იყვნეს, უმეტეს მზისა ბრწყინვენ, რომელნი მან ვითარცა უნდონი მოსწყჳდნა, კამარათა ცისათა უმაღლეს არიან და ანგელოზთა თანა წინაშე საყდარსა მას დიდებისასა დგანან. ამისთჳს იტყოდა უფალი: 'ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს'. ისმინეთ სხუაჲცა სახე ამის პირისაჲ: ვინ არს მდაბალ და უნდო და შეურაცხ, რომელსა შეეწეოდის ღმერთი ანუ რომელსა ჰბრძოდის? საცნაურ არს, ვითარმედ რომელსა ჰბრძოდის ღმერთი, იგი არს უდარეს და უსაწყალობელეს ყოველთა კაცთა. ისმინე უკუე წერილისაჲ, რასა იტყჳს: 'უფალი ამპარტავანთა წინააღუდგების და მდაბალთა მისცემს მადლსა'. და კუალად ესეცა გკითხო: ვინ უმაღლეს არს, რომელი შესწირვიდეს დღითი-დღე ღმრთისა შესაწირავთა სათნოთა, ანუ რომელი შორს განვრდომილ იყოს მისგან? ისმინე უკუე, ვითარ მდაბალი, ვითარცა მღდელი, მარადის მსხუერპლსა ქებისასა შესწირავს ღმრთისა, 'მსხუერპლ ღმრთისა არსო სული მდაბალი, გული წმიდაჲ და სული მდაბალი ღმერთმან არა შეურაცხ-ყოს'. იხილეა ამისი სიწმიდე? მიხედენ აწ სიხენეშესა ამპარტავანისასა, 'საძაგელ არსო წინაშე ღმრთისა ყოველი მაღალი გულითა'. რამეთუ მდაბალსა ზედა ღმერთი განისუენებს, ვითარცა იტყჳს, 'ვის მივხედნეო, გარნა მშჳდსა და მდაბალსა, რომელი ძრწინ სიტყუათაგან ჩემთა', ხოლო ამპარტავანი ეშმაკისა მიერ წარტყუენულ არს, ვითარცა იტყჳს პავლე: 'ნუუკუე აღმაღლდესო და სასჯელსა ეშმაკისასა შთავარდეს'. რაჲმცა უკუე იყო უძჳრეს ამპარტავანებისა, რამეთუ ესე არს თავი და აღსასრული ყოველთა ბოროტთაჲ; ანუ რაჲმცა იყო უსაწადელეს და უსანატრელეს სიმდაბლისა, რომელი-იგი საკუთარ და საყუარელ ღმრთისა ჰყოფს მუშაკთა მისთა, და საწადელ და სანატრელ ყოველთა კაცთა, რამეთუ მუშაკსა მას სიმდაბლისასა ყოველნი ვითარცა მამასა პატივ-სცემენ და ვითარცა ძმაჲ უყუარს და ვითარცა ასოთა თჳსთათჳს ელმის მისთჳს. ვიქმნეთ უკუე მდაბალ, საყუარელნო, რაჲთა ავმაღლდეთ, რამეთუ ნანდჳლვე აღამაღლებს იგი კაცსა სიმაღლითა მით საღმრთოჲთა, ხოლო ამპარტავანებაჲ ესოდენ დაამდაბლებს, ვიდრეღა ქუესკნელთა ჯოჯოხეთისათა შთაჰჴდის. ამან დაამდაბლა ფარაო და ცხენებითურთ და მჴედრებით ზღუასა დაანთქა, რამეთუ ამპარტავანებით წინააღუდგებოდა ბრძანებათა ღმრთისათა; ხოლო აბრაჰამ, რამეთუ უწესდა თავსა თჳსსა 'მიწა და ნაცარ', ამისთჳს ამაღლდა და მრავალთა ერთა მძლე ექმნა და ოთხნი მეფენი ერითურთ მათით იოტნა, და მიერითგან აქამომდე იქადაგების და იდიდების ყოველთა მიერ. ხოლო ზუავი იგი ფარაო იქმნა ჭეშმარიტად მიწა და ნაცარ, რამეთუ არარაჲ ესრეთ სძაგს უფალსა, ვითარ ამპარტავანებაჲ და სიმაღლე გულისაჲ. რამეთუ ვინაჲთგან პირველიცა იგი კაცი ამის ვნებისაგან სცთა და სწორებაჲ ღმრთისაჲ ეუცნა და მის გამო წარწყმიდა ყოველი, რაჲცა აქუნდა, ამისთჳს ღმერთმან ყოვლით კერძო განაგო აღმოფხურაჲ ჩუენგან ამის ვნებისაჲ. ამისთჳს მოკუდავ ვიქმნენით და მწუხარებით და სულთქუმით განეწესა შობაჲ ჩუენი, და ყოველივე ცხორებაჲ ჩუენი შრომითა და ოფლითა და უბადრუკებითა არს, რაჲთა ვხედვიდეთ უძლურებასა მას ბუნებისა ჩუენისასა და დავმდაბლდებოდით. რამეთუ მარადის ესრეთ არს ბუნებაჲ ამპარტავანებისაჲ, არა თუ არარას ვის მოატყუებს სარგებელსა, არამედ რომელიცა რაჲ ვის აქუნდეს კეთილი, მასცა წარსწყმედს. ხოლო სიმდაბლე არა თუ ოდენ რაოდენიცა კეთილი აქუნდეს მოყუარეთა მისთა, შეუხებელად სცავს, არამედ რომელი არა აქუნდეს, მასცა მიანიჭებს. აწ უკუე, ძმანო, სიმდაბლე შევიტკბოთ, იგი შევიყუაროთ, იგი მოვიგოთ, რაჲთა აქაცა კეთილი გუეყოს და წარუვალსა მას ზეცისა დიდებასა მივემთხჳნეთ, მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შუენის დიდებაჲ, სიმტკიცე, პატივი და თაყუანისცემაჲ, ყოვლადწმიდით, სახიერით და ცხოელსმყოფელით სულითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ. ქრისტე, შეიწყალე იოვანე ოქროპირი. წმიდანო ღმრთისანო, რომელნიცა ამას წმიდასა წიგნსა აღმოიკითხვიდეთ, ლოცვა-ყავთ მამისა ჩემისა იოვანესთჳს და მეცა ცოდვილი ეფთჳმე ლოცვასა მომიჴსენეთ, რომელმან ბრძანებითა და ხარკებითა მათითა ესე წმიდაჲ წიგნი ბერძულისაგან ქართულსა ენასა გამოვთარგმნე. შრომისათჳს ლოცვა-ყავთ და ზომად წერისათჳს შემინდვეთ. დიდებაჲ წმიდასა სამებასა უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

ვითარმედ ჯერ-არს ჩუენდა ყოველთავე სათნოებათა მოგებაჲ.
ამისთჳს გევედრები, მოსწრაფე ვიქმნეთ სარწმუნოებასაცა ზედა მართალსა
მტკიცედ
დგომად
ყოველთა
დღეთა
ცხორებისა
ჩუენისათა
და
მოქალაქობისაცა
სათნოჲსა
მოგებად;
რამეთუ
უკუეთუ
მოქალაქობაჲცა
ღირსი
სარწმუნოებისაჲ
არა
ვაჩუენოთ,
დიდი
მომეჴადოს
ჩუენ
სასჯელი.
და
ესე
გამოაჩინა
პირველითგანვე
ნეტარმან
პავლე,
რამეთუ
იტყჳს:
'ყოველთა
იგივე
საზრდელი
სულიერი
ჭამეს,
და
ყოველთა
იგივე
სასუმელი
სულიერი
სუეს'.
და
მერმე
შესძინა
და
თქუა,
ვითარმედ:
'არა
ცხონდეს,
არამედ
დაეცნეს
იგინი
უდაბნოსა
ზედა'.
და
ესენი
სახე
ჩუენდა
იქმნეს,
რაჲთა
არა
ვიყვნეთ
ჩუენ
გულისმთქუმელ
ბოროტისა.
და
უფალი
ჩუენი
იესუ
ქრისტე
ამასვე
გჳბრძანებს
და
ამის
ჯერისათჳს
მრავალნი
სწავლანი
და
მრავალნი
იგავნი
შემოიხუნა,
ვითარცა
იტყჳს,
ვითარ-იგი მრავალნი
სასწაულთაცა
იქმოდეს
და
ეშმაკთა
განასხმიდეს
და
სატანჯველადვე
მიეცნეს,
რამეთუ
საქმენი
კეთილნი
არა
შეიკრძალნეს.
და
კუალად,
იგავი
იგი
ათთა
ქალწულთაჲ
და
ბადისა
მის
სათრომელისაჲ
და
თესლისა
მის
ეკალთა
შინა
დარდომილისაჲ
და
ხისა
მის
უნაყოფოჲსაჲ.
ესე
ყოველნი
ამისთჳს
წარმოგჳთხრნა,
რაჲთა
საქმესა
სათნოებისასა
მოსწრაფე
ვიყვნეთ.
რამეთუ
სარწმუნოებასა
არა
ფრიადი
უჴმს
შრომაჲ;
ამისთჳს
არა
მრავალნი
სწავლანი
წარმოთქუნა
მისთჳს
უფალმან,
ხოლო
საქმეთათჳს
კეთილთა
მრავალნი
წარმოთქუნა
სწავლანი,
რამეთუ
უმეტესიცა
უჴმს
შრომაჲ
და
სამარადისო
არს
ბრძოლაჲ,
და
უკუეთუ
მოქალაქობაჲ
კეთილი
უდებ-ვყოთ,
დიდი
ბოროტი
შემემთხჳოს
ჩუენ.
და
რად
ვიტყჳ
მოქალაქობასა
სრულსა?
ერთი
თუ
მცნებაჲ
უგულებელს-ვყოთ,
დასასჯელ
ვიქმნებით.
უკუეთუ
მოწყალებაჲ
შეურაცხ-ვყოთ,
სატანჯველად
მივეცემით;
რომელ-იგი არა თუ სრულებაჲ
არს
სათნოებათაჲ,
არამედ
ერთი
მცნებაჲ
არს
და
ნაწილი
ერთი
სათნოებათაჲ.
გარნა
ხუთნიღა
იგი
ქალწულნი
ამისთჳს
დაისაჯნეს,
რამეთუ
არა
აქუნდა
მოწყალებაჲ.
ეგრეთვე
მდიდარი
იგი,
ეგრეთვე
მარცხენითნი
იგი
მდგომარენი.
კუალად
არაძჳრისზრახვაჲ
ნაწილი
არს
სათნოებისაჲ
უდარესი,
გარნა
იგიცა
უკუეთუ
არა
წარვჰმართოთ,
განგუაგდებს
სასუფეველისაგან,
ვითარცა
თქუა
უფალმან:
'რომელმან
ჰრქუას
ძმასა
თჳსსა
ცოფ,
თანამდებ
არს
გეჰენიასა
ცეცხლისასა'.
კუალად
სიწმიდე,
იგიცა
ნაწილი
არს
სათნოებისაჲ,
გარნა
უკუეთუ
გუაკლდეს
იგი,
ვერ
ვიხილავთ
უფალსა,
ვითარცა
იტყჳს
მოციქული,
ვითარმედ:
'მშჳდობასა
შეუდეგით
ყოველთა
თანა
და
სიწმიდესა,
რამეთუ
ამისა
თჳნიერ
ვერვინ
იხილოს
უფალი'.
და
ეგრეთვე
მსგავსად
სიმდაბლეცა
ნაწილი
არს
სათნოებათაჲ
ერთი,
გარნა
უკუეთუ
ვინ
იგი
არა
მოიგოს,
დაღაცათუ
სხუანი
კეთილნი
საქმენი
აქუნდენ,
საძაგელ
არს
წინაშე
ღმრთისა;
და
საცნაურ
არს
ესე
ფარისეველისა
მისგან,
რომელსა
სხუანი
ქველისსაქმენი
მოეგნეს,
ნაკლულევანებითა
სიმდაბლისაჲთა
წარწყმიდა
ყოველივე.
ხოლო
ამისაცა
უმეტესი
რაჲმე
მაქუს
თქუმად,
რამეთუ
არა
თუ
ერთი
სათნოებათაგანი
დაგუაკლდეს,
დაგუაყენებს
შესლვად
სასუფეველად,
არამედ
დაღაცათუ
ვქმნეთ
საქმე
სათნოებათაჲ
და
არა
ჯეროვნისა
მის
წესისაებრ
ვქმნათ,
ეგრეთვე
შეგუემთხჳოს.
ისმინეთ,
რასა
გჳბრძანებს
უფალი:
'უკუეთუ
არა
გარდაემატოს
სიმართლე
თქუენი
უფროჲს
მწიგნობართა
და
ფარისეველთასა,
ვერ
შეხჳდეთ
სასუფეველსა
ცათასა'.
აწ
უკუე
დაღაცათუ
იქმოდი
მოწყალებასა
და
არა
უფროჲს
მათსა
იქმოდი,
ვერ
სრულ
არს
ქველისსაქმე
შენი.
იხილე
უკუე,
თუ
ვითარ
იქმოდეს
იგინი
მოწყალებასა.
რამეთუ
მნებავს
ესე
თქუმად,
რაჲთა
რომელნი
არა
იქმან
ქველისსაქმესა,
განიღჳძონ
საქმედ,
ხოლო
რომელნი
იქმან,
არა
ზუაობდენ,
არამედ
უმეტესად
შესძინონ
ქველისსაქმესა.
ვითარ
უკუე
იქმოდეს
ძუელსა
შჯულსა
შინა?
ყოვლისა
მონაგებისა
ათეულსა
მისცემდეს
და
მერმე
კუალად
მეორესა
ათეულსა
და
კუალად
მესამესა;
კნინღა
მესამედსა
მონაგებისასა
მისცემდეს,
რამეთუ
სამი
იგი
ათეულიესრეთ
აღვალს.
ამას
ზედა
თანაედვა
პირმშოთა
ყოველთა
მიცემაჲ
და
პირველთა
ნაყოფთა
და
სხჳსა
მრავლისა
შესაწირავისაჲ
დღესასწაულთა
შინა
და
თჳს
თავთა.
ხოლო
უკუეთუ
მესამედი
ვინ,
ანუ
ნახევარი
მონაგებთა
თჳსთაჲ
მისცეს
გლახაკთა,
ვერვე
უმეტეს
არს
სიმართლე
მისი
ძუელისა
მის
შჯულისასა.
რომელი
არცა
თუ
მეათედსა
მისცემდეს,
რაჲსა
ღირს
არს?
ამისთჳს
გევედრები,
საყუარელნო,
ნუ
უგულებელს-ჰყოფთ
საქმესა
სათნოებათასა.
უკუეთუ
ერთი
მათგანი
უგულებელს-ვყოთ,
დასასჯელ
ვიქმნებით;
ოდეს
ყოვლით
კერძო
უდებ
და
დაჴსნილ
ვიყვნეთ
და
დასასჯელ,
რაჲ-მე იყოს ჩუენდა,
ანუ
ვითარ
განვერნეთ
სატანჯველთაგან?
თქუას
ვინმე,
ვითარმედ:
უკუეთუ
ზემოთქუმულთა
მათ
სათნოებათა
თითოეულისა
მოგებად
თანამდებ
ვართ
და
უკუეთუ
ერთიცა
მათგანი
უდებ-ვყოთ,
სატანჯველად
მივეცემით,
რაჲ-მე სასოებაჲ
იყოს
ჩუენდა
ცხორებისაჲ?
ამას
უკუე
მეცა
ვიტყჳ
და
მოციქულთაცა
ოდესმე
ჰრქუეს
უფალსა:
'ვის
ჴელ-ეწიფებისო
ცხორებად?
მიუგო
უფალმან
და
ჰრქუა
მათ:
შეუძლებელი
კაცთაგან
შესაძლებელ
არს
ღმრთისა
მიერ',
და
გჳჩუენა
გზაჲ
ცხორებისაჲ,
რაჲთა
ვცნათ,
ვითარმედ:
ჯერ-არს ჩუენდა
ლმობიერითა
ცრემლითა
ვედრებად
ღმრთისა,
რაჲთა
მოგუცეს
მისმიერი
შეწევნაჲ
და
მადლითა
მით
მისითა
უსასყიდლოჲთა
გუაცხოვნეს
ჩუენ.
რამეთუ
არა
თუ
მცნებანი
მისნი
შეუძლებელ
არიან
აღსრულებად,
ნუ
იყოფინ!
არარაჲ
ყოვლადვე
გუამცნო
ჩუენ
შეუძლებელი,
არამედ
ბოროტნი
იგი
ვნებანი
და
ჩუეულებანი
ჩუენნი
აღგჳჩენენ
მათ
შეუძლებელად.
ამისთჳს
თქუა:
'შეუძლებელი
კაცთაგან'.
რომელთა
კაცთაგან?
რომელთა
გონებანი
კაცობრივ
არიან
და
ჴორციელ,
მათთჳს
ძნელ
არს
ცხორებაჲ
იგი
საღმრთოჲ,
არა
თუ
შეუვრდენ
ღმერთსა
ლმობიერად
და
მან
სიზრქე
იგი
და
სიფიცხე
გულთა
მათთაჲ
მოაქციოს
შიშსა
თჳსსა.
ხოლო
თჳსსა
ბუნებასა
და
წესსა
ზედა
ფრიად
ტკბილ
არიან
და
საწადელ
მცნებანი
ღმრთისანი.
ამისთჳსცა
ისმინე
წინაჲსწარმეტყუელისაჲ,
რომლისა
საცნობელნი
სულისანი
წმიდა
იყვნეს,
რასა
იგი
იტყჳს,
რამეთუ:
'ტკბილ
არიანო
სასასა
ჩემსა
სიტყუანი
შენნი
უფროჲს
თაფლისა
პირსა
ჩემსა'.
ეგრეთვე
უკუეთუ
ჩუენცა
განვიწმიდნეთ
საცნობელნი
სულთა
ჩუენთანი
და
ვითხოოთ
მჴურვალედ
ღმრთისამიერი
შეწევნაჲ,
ვიწყოთ
ყოვლისავე
მცნებისა
საქმედ,
რაოდენ
ძალ-გუედვას,
და
იხილოს
რაჲ
უფალმან
გულსმოდგინებაჲ
ჩუენი,
მოგუცეს
ძალი
უმეტესისაცა
წარმართებად,
ვიდრემდე
მივიწინეთ
მადლითა
მისითა
საზომსა
მას
სრულებისასა
და
ვიქმნეთ
თანამოდასე
მოშიშთა
მისთა.
რაჲ
სიძნელე
აქუს
მოწყალებასა?
- ჭეშმარიტად
არცა
ერთი.
აწ
უკუე
ადვილი
ესე
მცნებაჲ
მოსწრაფებით
აღვასრულოთ
და
მერმე
უძნელესთაცა
აღსრულებად
ფრიადი
ძალი
მოგუცეს
უფალმან.
ვიცხოთ
თავთა
ჩუენთა
ზეთი
იგი
წყალობისაჲ,
რაჲთა
წყლულებანი
სულთა
ჩუენთანი
განიკურნენ
და
ნათელი
ღმრთისაჲ
მოგუეფინოს.
ნუ
იტყჳ,
თუ:
მას
ვისმე
ესოდენი
შანთი
აქუს
ოქროჲსაჲ
და
არას
მისცემს.
რაჲ
არს
ესე
შენდა,
კაცო?
უკუეთუ
შენ
სიგლახაკისაგან
შენისა
ჰყო
მოწყალებაჲ,
უფროჲსღა
საკჳრველ
იქმნე.
რასა
ჰხედავ
სხუათა
კაცთა,
მიხედე
უფალსა,
მეუფესა
მას
და
მოძღუარსა
ყოველთასა,
რომელსა
არა
აქუნდა,
სადამცა
თავი
მიიდრიკა,
მას
მიხედევდი,
მას
ჰბაძევდი,
რასა
სხუათა
კაცთა
ხედავ
და
განიკითხავ
და
უმეტესსა
სასჯელსა
შთაჰვარდები.
ნუ
განიკითხავ
სხუათა,
ნუცა
დაჴსნილობასა
სხუათასა
ჰბაძავ,
არამედ
უფალსა
ჩუენსა
იესუ
ქრისტესა
ჰბაძევდი.
არა
თუ
მე
კეთილი
მიყოფიეს
შენდა,
კაცო,
არა
თუ
მე
ვარ
მჴსნელი
შენი,
რაჲთამცა
მე
მხედევდი,
სხუაჲ
არს
მჴსნელი
და
ქველისმოქმედი
შენი,
რაჲსათჳს
დაუტეობ
მეუფესა
და
მონათა
ჰხედავ?
არა
გასმიესა,
რასა-იგი იტყჳს?
'ისწავეთ
ჩემგან,
რამეთუ
მშჳდ
ვარ
და
მდაბალ
გულითა'.
და
კუალალ
იტყჳს:
'რომელსა
ჰნებავს
თქუენ
შორის
პირველ-
ყოფაჲ,
იყოს
ყოველთა
მონა;
რამეთუ
ძე
კაცისაჲ
არა
მოვიდა,
ვითარმცა
იმსახურა
ვისგან,
არამედ
მსახურებად
და
მიცემად
სულისა
თჳსისა
საჴსრად
მრავალთა'.
და
კუალად
თქუა:
'რამეთუ
სახე
მიგეც
თქუენ,
რაჲთა,
ვითარცა-იგი მე გიყავ
თქუენ,
ეგრეთვე
თქუენცა
ჰყოფდით'.
აწ
უკუე,
საყუარელო,
დაღაცათუ
არამცა
ვის
ჰპოებდი
კაცთა
შორის
სახედ
კეთილისა
და
უფალსამცა
ხოლო
ჰბაძევდი,
უმეტესადმცა
საკჳრველ
იქმენ,
ვითარცა
იგინი
განბრწყინდეს,
რომელნი
უწინარეს
ქრისტეს
მოსლვისა
იპოვნეს
მოქმედ
სათნოებისა,
თჳნიერ
სხუათა
მიერ
მოძღურებისა
და
სახისა,
ვითარ
იყო
ნოე,
აბრაჰამ,
მელქიზედეკ,
იობ
და
მსგავსნი
მათნი.
ხოლო
აწ
ჩუენ
მრავალნი
გუქონან
სახენი
სათნოებისანი:
პირველად
უფალი
და
მეუფე
ჩუენი
იესუ
ქრისტე
და
მერმე
აურაცხელი
იგი
სიმრავლე
წმიდათაჲ,
რომელთა
საქმენი
მზისა
უბრწყინვალესად
ბრწყინვენ.
მათა
მიმართ
ჯერ-არს მარადის
ხედვაჲ
და
მათი
ბაძვაჲ,
და
არა
მათი,
რომელთა
დღეს
ჰბაძავთ
და
პირსა
შინა
გქონან.
რამეთუ
მესმის,
ვითარმედ
არარაჲ
არს
სხუაჲ
თქუენ
შორის
სიტყუაჲ,
გარნა
ესე:
მან
ვინმე
მოიგო
ესოდენი
სოფელი,
მან
ვინმე
მოჰმართა
ესოდენი
აგარაკი,
მან
ვინმე
დაიუნჯა
ესოდენი
ოქროჲ,
მან
ვინმე
აღაშენნა
ესევითარნი
ტაძარნი,
და
სხუაჲ
მსგავსი
ამათი
ცუდი
რაჲმე
და
ამაოჲ
მოსაგებელი.
რასა
იქმ,
კაცო!
უკუეთუ
სხუათა
ხედვაჲ
და
განცდაჲ
გნებავს,
იგინი
განიცადენ,
რომელნი
ღმერთსა
სათნო
ეყვნეს,
რომელნი
მცნებათა
მისთა
აღასრულებენ;
რასა
შეცთომილთა
მათ
და
უპატიოთა
ჰხედავ
და
კუალსა
წარწყმედისა
მათისასა
სურვიელ
ხარ
შედგომად,
რაჲთა
ისწაო
მათგან
ყოველივე
ბოროტი.
ჰბაძევდი
მოყუარეთა
და
მოშიშთა
ღმრთისათა,
რაჲთა
ისწაო
მათგან
სიმდაბლე,
მოსწრაფებაჲ,
ლმობიერებაჲ,
მოწყალებაჲ
და
სხუაჲ
ყოველივე
კეთილი.
იხილე,
რაჲ-იგი შეემთხჳა
ფარისეველსა
მას,
რაჟამს
სათნონი
დაუტევნა
და
დაცემულსა
მას
მიხედნა.
იხილე
და
შეშინდი!
ხოლო
დავით
მამათა
მათ
თჳსთა
განიცდიდა,
სათნოებათა
შინა
განბრწყინვებულთა,
და
იტყოდა:
'მსხემ
ვარ
მე
და
წარმავალ,
ვითარცა
ყოველნი
მამანი
ჩემნი'.
ესრეთ
იქმოდა
იგიცა
და
ყოველნი
მსგავსნი
მისნი.
არა
ცოდვილთა
ხედვიდეს,
არამედ
მართალთა
ჰბაძვიდეს.
ეგრეთვე
შენ
იქმოდე,
საყუარელო,
რამეთუ
არა
თუ
მსაჯულად
და
განმკითხველად
სხუათა
დაჯდომილ
ხარ,
გამოძიებად
ცოდვათა
მათთა,
არამედ
თავისა
თჳსისა
განკითხვად
განწესებულ
ხარ.
'უკუეთუმცა
თავთა
თჳსთა
განვიკითხევდით,
არამცა
განვიკითხენითო',
იტყჳს
წმიდაჲ
მოციქული.
ხოლო
აწ
ჩუენ
წესი
ესე
შეგჳცვალებიეს
და
თავთა
თჳსთა
არცა
დიდთა,
არცა
მცირეთა
ცთომათათჳს
მოვჰჴდით
ბრალსა
და
სხუათასა
დიდითა
გამოწულილვითა
გამოვეძიებთ.
გარნა
აწ
დაუტეოთ
უწესოჲ
ესე
წესი
და
ცოდვათა
ჩუენთა
სამსჯავროჲ
განვაწესოთ
ჩუენ
შორის
და
თჳთ
ვიქმნეთ
მსაჯულ
და
შემასმენელ
და
მტანჯველ
თავთა
თჳსთა,
რაჲთა
მუნ
არა
დავისაჯნეთ,
არცა
ვიტანჯნეთ.
ხოლო
სხუათასა
ნუ
ცთომათა
გამოვეძიებთ,
არამედ
სიმართლეთა,
რაჲთა
ჴსენებითა
თჳსთა
ცოდვათაჲთა
და
ბაძვითა
სხუათა
სათნოებისაჲთა
დღითი-
დღე
ვაბრალებდეთ
თავთა
თჳსთა
და
წარვემატებოდით
სიმდაბლესა
შინა,
რაჲთა
საუკუნეთა
მათ
კეთილთა
მივემთხჳნეთ
მადლითა
და
კაცთმოყუარებითა
უფლისა
ჩუენისა
იესუ
ქრისტესითა,
რომლისა
თანა
მამასა
სულით
წმიდითურთ
შუენის
დიდებაჲ,
პატივი
და
თაყუანისცემაჲ
აწ
და
მარადის
და
უკუნითი
უკუნისამდე,
ამენ.
http://titus.uni-frankfurt.de/texte/etcs/cauc/ageo/johchrys/mttargm3/mttart.htm
No comments:
Post a Comment