წმ. იოანე ოქროპირი. საღმრთოჲსა მოქალაქობისათჳს და სინანულისათჳს.

საღმრთოჲსა მოქალაქობისათჳს.


მოედით უკუე, საყუარელნო, ჩუენცა გულისჴმა-ვყვნეთ საჲდუმლოთა ამათ ძალი, რამეთუ მოცემულ არს ჩუენდა ჴელმწიფებაჲ, უკუეთუ გუენე ბოს, ბაძვად ვნებათა მისთა. ამისთჳს, მორწმუნეო, გამოსახენ გონებასა შენსა მაშინ აღსრულებულნი იგი საქმენი და გამოხატე შესლვაჲ იგი უფლისაჲ იერუსალჱმდ ჯუარცუმად. თანაშეერთე გონებითა კრებულსა მას მოწაფეთასა, თანაჰყვებოდე მძლესა მას სიკუდილისასა და სახენი იგი ძლევისანი - ბაიანი ჴელთა გულისათა გაქუნდინ, რომელ არიან სათნოებანი.
ესენი მიუპყრენ მას ბაიისა წილ; რტო ზეთისხილის ქმენ ჴელნი შენნი, სავსე ზეთითა მით მოწყალებისა და გლახაკთმოყუარებისაჲთა. უკუეთუ იგინი მაშინ სამოსელთა თჳსთა დაუფენდეს, შენ არა ისწრაფოა შემოსად მისა, შიშუელი რაჲ იხილო, და გამოზრდად მისა, მშიერი რაჲ ჰპოო, რაჲთა ესრეთ შეიწყნარო იგი შენ შორის? ემსგავსე კიცუსა მას, რომელსა ზედა ჯერ-იჩინა დამბადებელმან შენმან დაჯდომად. მოიქეც არაწმიდებისაგან სიწმიდედ, უწესოებისაგან წესიერე ბად. ვითარცა კიცჳ იგი შეუდგა მაშინ მოციქულთა მათ, რომელნი მივიდეს აღჴსნად მისა და მიყვანებად უფლისა, და არა სიტყუას-უგებდა, ეგრეთვე შენ უმანკოებით და მორჩილებით შეუდეგ სულიერთა წინამძღუართა შენთა და ნურარას ზედა წინააღუდგები, და ყოვლისავე პირუტყუებრისა საქმისა გან თავი შენი შორს-ყავ. ნუ ქუეყანისადამცა შემშჭუალულ ხარ გონებითა, მარადის პირუტყუთაებრ ქუედადრეკილი, ნუმცა დამძიმებულ ხარ ტჳრთითა ვნებათაჲთა, არამედ სამოსლითა მით და სამკაულითამცა სათნოვებათაჲთა შემკობილ ხარ, და დასთრგუნევდი გულისთქუმათა მათ ჴორციელთა, რაჲ თა ამით სახითა ჯერ-იჩინოს შენ ზედაცა ქრისტემან განსუენებად, და იქმნე შენ საყდარ მისა, რომელი ზის ზედა ქერობინთა და იდიდების სერაბინთა მიერ და ყოველთავე ზეცისა მჴედრობათა. მიემსგავსე ყრმათა მათ ჩჩჳლთა. ჩჩჳლ იქმენ ყოვლისავე ბოროტისა მიმართ, სრულიად უბიწო, შეიმოსე ჩჩჳლთაებრ უმანკოებაჲ, სიწრფოებაჲ და სიმდაბლე, და ესრეთ წინაუვიდო დე უფალსა. აღიღე საგალობელი იგი წინაჲსწარმეტყუელისაჲ, აქებდ მეუფესა მას დიდებისასა და უგალობდ, იქმენ სიონ ახლად, მაღალთა მათ ხილვათა ტაძარ, იქმენ მოქალაქე ზეცისა იერუსალჱმისა და უფროჲსღა ქალაქ მეუფისა დიდისა, რაჲთა შეიწყნარო ქრისტე შენ შორის. რამეთუ აჰა, ესერა, მოვალს შენდა მშჳდი მაცხოვარი. განჰმზადე შენ შორის სავანე, რაჲთა დაემკჳდროს შენ თანა, ჴმობდ სულიერითა გალო ბითა: 'ოსანა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისაჲთა!' ქმენ გული შენი ქორად დაგებულად, რაჲთა შეიწყნარო ქრისტე, სერობისა მის საჲდუმლოჲსა შენ შორის აღსრულებად, პასექისა მის დიდისა, რომელ არს სოფლისა ამისგან ზეცისა სასუფეველად მისლვაჲ. რაჲ არს ქორი დაგებუ ლი? გონებაჲ ზეცისა საჲდუმლოთა მზრახვალი და სამკაულითა სათნოე ბათაჲთა შემკობილი. მიემსგავსე ვნებათა მათ მეუფისათა, თავს-იდევ გინებანი, კიცხევანი, ბასრობანი, შეურაცხებანი, გუემანი და ყურიმლის-ცემანი ქრისტესთჳს, რამეთუ მანცა ესე ყოველი თავს-იდვა ჩუენთჳს, მერმე ჯუარს-ეცუა, ლახურითა იგურიმა, ძმარი და ნავღელი მიუპყრეს, გემოჲ სიკუდილისაჲ იხილა, რაჲთა ჩუენ მძლავრებისაგან სიკუდილისა განგუათავისუფლნეს. რამეთუ ჩუენთჳს ელმოდა უცოდველსა მას და უვნებელსა, რაჲთა ჩუენცა მზა ვიყვნეთ მისთჳს ყოვლისავე თავს-დებად; რამეთუ რაჲ მადლი არს მონისა, უკუეთუ სწორად უფლისა თჳსისა ევნოს? გარნა სახიერი იგი, მცირედიცა თუ რაჲმე თავს-ვიდვათ, დიდისა მადლისა ზიარ-მყოფს ჩუენ, რამეთუ მიზეზსა ეძიებს წყალობად ჩუენდა. ამისთჳს გევედრები, საყუარელნო, ნუ უდებ-ვჰყოფთ ცხორებასა ჩუენსა, არამედ ვიდრეღა სავაჭროჲ ესე ამის ცხორებისაჲ დგას, მოვივაჭროთ ცხო რებაჲ სულთა ჩუენთაჲ, რაჲთა ღირს ვიქმნეთ საუკუენთა მათ კეთილთა მკჳდრ-ყოფად, მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრის ტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ. ქრისტჱ ღმერთო, კუალად დიდებით მოსლვასა შენსა იზიარენ სუფევასა შენსა წმიდანი მამანი ჩუენნი იოვანე და ეფთჳმე.


სინანულისათჳს.

ხოლო ჩუენ შორის ნუმცა ვინ არს ესევითარი, არამედ დაღაცათუ უკუანაჲსკნელსა მას სიღრმესა ცოდვისასა შთავარდეს, ნუ წარიკუეთს სასოებასა, რამეთუ, უკუეთუ გუენებოს, ადვილ არს მღჳმისა მისგან და უფსკრულისა ბოროტთაჲსა აღმოსლვაჲ. ანუ არა უწყითა, ვითარ მეძავი იგი, რომელი უკეთურებითა ყოველთა უმეტეს იყო, მოიქცა რაჲ, წარჰჴდა ყოველთა ღმრთისმსახურებითა; არა მას ვიტყჳ, რომელი სახარებასა შინა წერილ არს, არამედ რომელი-იგი ჩუენისა ამის ნათესავისა ზე იყო, რომელი გამოჩნდა ფინიკით, უშჯულოჲსა მის ქალაქისაგან. ესე მეძავი ოდესმე ფრიად სახელგანთქმულ იყო უკეთურებისა სიბორგილითა და მრავალთა ქუეყანათა განისმა სახელი მისი, არა ჩუენსა ხოლო ქალაქსა შინა, არამედ ვიდრე კილიკიადმდე და კაბადოკიადმდე; და მრავალთა მდიდართა საფასენი დააცარიელნა და მრავალნი მოიგნა დიდებულნი ტრფიალად, და მრავალნი იტყოდეს, ვითარმედ გრძნებისაცა მეცნიერ იყო, და არა სახნიერებითა ხოლო, არამედ მწამლველობითაცა შეაწყუდევდა მრავალთა უკეთურებისა თჳსისა ბადეთა შინა, ვიდრე ძმაჲცა დედუფლისაჲ მოინადირა და დაიმონა ტრფიალებასა თჳსსა. და ფრიად დიდ იყო მძლავრებაჲ ცოდვისა მისისაჲ. ესევითარი რაჲ იყო, მეყსა შინა (არა უწყი თუ ვინაჲ, და რად ვიტყჳ თუ არა უწყი, უფროჲსღა უწყი კეთილად), მოეგო გონებასა, მოიქცა ღმრთისა, ჴმა-უყო სახიერებასა მისსა და მადლსა მას გამოუთქუმელსა, შეურაცხ-ყო ყოველივე, განაგდო ყოველივე ნივთი საეშმაკოჲ და სინანულისა მიერ ზეცად ამაღლდა, და რაოდენ პირველ ყოველთა უხენეშე იყო მედგრობითა, ესოდენ უკუანაჲსკნელ მრავალთა წარჰჴდა სათნოებითა. შეიმოსა ძაძაჲ, დაადნვნა ჴორცნი თჳსნი მარხვითა და აღასრულნა ჟამნი ცხორებისა თჳსისანი მოღუაწებითა. ღირს იქმნა იგი საჲდუმლოთა მაღალთა და აჩუენა მოსწრაფებაჲ ღირსი მადლისაჲ მის, და ესრეთ აღესრულა სიწმიდესა შინა; განიბანა ყოველივე ბილწებაჲ ცოდვისაჲ და შემდგომად ნათლის-ღებისა დიდი ღმრთისმსახურებაჲ აჩუენა. შეაყენა თავი თჳსი სენაკსა ერთსა, ვითარცა დილეგსა, და არავისი თავს-იდვა მეცნიერთა მისთაგანისა ხილვაჲ, თჳნიერ ქალწულთა მათ, რომელთა თანა იყოფებოდა. მრავალგზის ისწრაფა ეპარხოსმან ხილვად მისა და ვერ უძლო, რამეთუ არა თავს-იდვა მან. და ესევითარსა მას მოღუაწებასა და ღმრთისმსახურებასა შინა აღესრულა. ესრეთ იყვნენ წინანი უკუანა და უკანანი წინა. რამეთუ ესე ხოლო ჯერ- არს, რაჲთა სული მჴურვალე მოვიგოთ და არავინ იყოს დამაყენებელ წარმართებად ჩუენდა და მიწევნად საზომსა მას სრულებისასა. ნუმცა ვინ უკუე ცოდვათა სიმრავლისათჳს წარიკუეთს სასოებასა, ნუცა კუალად სათნოებათა შინა მყოფი უდებ იქმნების და უშიშად ზუაობს, ნუუკუე მეძავი გინა მეზუერე წარჰჴდენ მას; ნუვინ შებღალული ურჩულოებითა უსასო არს, რამეთუ, უკუეთუ ენებოს, ძალ-უც პირველთაცა უწინა- ყოფად. ისმინეთ, რასა ეტყჳს ღმერთი იერუსალჱმსა: 'ვთქუ შემდგომად ესოდენთა მათ სიძვათა და არაწმიდებათა შენთა: ჩემდავე მოიქეც და შეგიწყნარო, და არა მოიქცა'. საცნაურ არს უკუე და ჭეშმარიტ, ვითარმედ: ოდესცა მოვიქცეთ შიშსა ღმრთისასა, არღარა მოიჴსენებს პირველთა მათ. არა თუ ღმერთი მსგავს საქმეთა კაცთა არს. არა აყუედრებს მონანულსა გარდასრულთა ცოდვათათჳს, არცა გუეტყჳს, თუ: რად ესოდენთა ჟამთა განდგომილ იყავ ჩემგან? არამედ საწადელ არს მისა, ოდესცა მოვიქცეთ, ოდენ ვითარცა ჯერ-არს ეგრეთ მოვიქცეთ, შეუდგეთ მას და მივსდევდეთ მჴურვალედ, შევმსჭუალნეთ შიშსა მისსა ჴორცნი ჩუენნი, ძმანო, რამეთუ ესევითარნი საქმენი არა ახალსა ხოლო შჯულსა ქმნილ არიან, არამედ ძუელსაცა. ვინ იყო უძჳრეს მანასესა, არამედ მო-რაჲ- იქცა სინანულად, მეყსა შინა შეიწყალა იგი ღმერთმან; და ვინ იყო უსანატრელეს სოლომონისა, გარნა უდებ იქმნა და დაეცა. და უფროჲსად ორივე ესე ერთსა ზედა პირსა მაქუს გამოჩინებად: მიხედენით ნეტარსა დავითს, ვითარ იგივე ოდესმე კეთილ იქმნა და ოდესმე ბოროტ. ჰრულოოდა რაჲ უდებებით, შეუბრკუმა და დაეცა. კუალად განიფრთხო სინანულითა და პირველსავე საზომსა მიიწია და უაღრესსაცა. იუდაცა მოციქულთა თანა იყო და იქმნა განმცემელ უფლისა; პავლე მდევარი იყო და იქმნა მოძღუარ ყოვლისა სოფლისა. მათეცა მეზუერე იყო და იქმნა მახარებელ. რავდენნი ესევითარნი შეცვალებანი იპოებიან პირველქმნილნიცა და აწ იქმნებიან დღითი-დღე. ამისთჳს ვიტყჳ: ნუცა სამეძვოსა შინა მყოფი წარიკუეთს სასოებასა, უკუეთუ ოდენ ინებოს მოქცევაჲ, ნუცა ეკლესიასა შინა მყოფი უზრუნველ არს და უშიშ. რამეთუ ამის მიმართ თქუმულ არს: 'რომელი ჰგონებდეს დგომასა, ეკრძალენ, ნუუკუე დაეცეს'; ხოლო მისა მიმართ იტყჳს: 'ნუუკუე დაცემული იგი არა აღდგისა?' და 'ჴელნი იგი დაშთომილნი და მუჴლნი დაჴსნილნი აღემართენითო'. კუალად ამათ ეტყჳს: 'განიფრთხვეთ, მღჳძარე იყვენით, რამეთუ მოსაჯული თქუენი ეშმაკი ვითარცა ლომი მყჳრალი მიმოვალს და ეძიებს, ვინმცა შთანთქა'. ხოლო მათ ეტყჳს: 'განიღჳძე, რომელსა გძინავს, და აღდეგ მკუდრეთით'. ამათ თანა-აც დაცვაჲ მოგებულთა მათ კეთილთაჲ, ხოლო მათ მოგებად რომელი არა აქუს; ამათ უჴმს სიმრთელისა თჳსისა დაცვად, რაჲთა არა მოუძლურდეს, მათ უჴმს კურნებაჲ თავთა თჳსთა, რამეთუ სნეულ არიან. ეტყჳს უკუე უფალი განკურნებულთა მათ, ვითარმედ: 'აჰა, ეგერა, ცოცხალ იქმენ, ნუღა სცოდავ, რაჲთა არა უძჳრესი რაჲმე გეყოს შენ'; ხოლო უძლურებასა შინა მყოფთა ეტყჳს: 'გნებავსა, რაჲთა განიკურნო? აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე'. რამეთუ ცოდვაჲ ბოროტი განრღუეულობაჲ არს და ყოვლისა განრღუეულობისა უძჳრეს, გარნა უკუეთუ ინებო განკურნებაჲ, რაოდენცა ძნელ იყოს სენი შენი, მზა არს კურნებაჲ. დაღაცათუ ოც და ათრვამეტი წელი გაქუნდეს უძლურებასა შინა, ანუ ერგასისი, ანუ უმეტესიცა, და გინდეს განკურნებაჲ თავისა შენისაჲ, არავინ არს დამაყენებელ, რამეთუ აწცა ქრისტე წარმოდგომილ არს და გეტყჳს: 'აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე'. ოდენ ნუ უდებ იქმნები აღდგომად, ნუ წარიკუეთ სასოებასა, არა გაქუს კაცი, არამედ ღმერთი გაქუს. არა გაქუს კაცი, რაჲთა შთაგაგდოს საბანელსა მას, არამედ გაქუს ქრისტე, რომელმან არა საჴმარ-გიყოს ყოვლადვე საბანელი იგი პროვატიკისაჲ; არა გაქუს კაცი, რომელმან გიღუაწოს, არამედ გაქუს, რომელმან გიბრძანოს: 'აღიღე ცხედარი შენი და ვიდოდე'. არა გაქუს თქუმად, თუ: 'ვიდრე მე მივიდოდი, სხუაჲ უწინარეს ჩემსა შთავიდის', რამეთუ გენებოს თუ შთასლვად წყაროსა მას, არავინ გაყენებს, არა განილევის, არცა მოუძლურდების მადლი იგი. წყაროჲ არს სამარადისოდ აღმომცენარე, სავსებისა მისისაგან ყოველნი განვიკურნებით სულით და ჴორცით. მოუჴდეთ უკუე და შეუვრდეთ მას, რაჲთა ვცხონდეთ. რააბ მეძავი იყო და ცხონდა სინანულითა. ავაზაკი კაცის-მკლველი იყო და სამოთხისა მოქალაქე იქმნა. ხოლო იუდა მოძღუარსა მას სახიერსა თანა იქცეოდა და წარწყმდა; და ავაზაკმან ჯუარსა ზედა მოწფობაჲ ქრისტესი მოიტაცა. ესრეთ არიან საქმენი ღმრთისანი დიდებულ და საკჳრველ. ამას ესევითარსა გულისჴმა-ჰყოფდი და ნუ სასოწარკუეთილ ხარ, არამედ მარადის სასოებით განიფრთხობდი ძილისა მისგან მცონარებისა. იპყარ გზაჲ იგი სინანულისაჲ, ვიდოდე უცონელად და ისწრაფე შესლვად ვიდრე კარი განღებულ არს, პირველ დაჴშვისა შეისწრაფე. მცირე არს საწუთროჲ ესე და შრომაჲ სინანულისაჲ მოკლე. დაღაცათუმცა დიდ იყო და გრძელ, არცა ეგრეთ ჯერ-იყო მოწყინებაჲ. დაღაცათუ ვინ არა ინებოს შრომათა მათ სათნოებისათა თავს-დებად, შრომაჲ არავე დააკლდლების ვიდრემდის სოფელსა შინა იყოს. ვინაჲთგან უკუე გინა თუ ესრეთ, გინა თუ ეგრეთ შრომაჲ წინა-გჳც, რაჲსათჳს არა შუენიერსა მას შრომასა სათნოებისასა გამოვირჩევთ, რომლისა ნაყოფი ტკბილ არს და მოსაგებელი მისი საწადელ? და არა ერთ არიან ორნივე ესე შრომანი, რამეთუ სოფლისა საქმეთა შინა შრომაჲცა ფრიად არს და სარგებელი არარაჲ, რამეთუ ოდესმე ყოვლადვე ცუდ და უნაყოფო იქმნების, ოდესმე მოსცემს ნაყოფსა უნდოსა და არარასა და წუთ ერთსა; ხოლო სულიერი არა ესრეთ არს, არამედ შრომაჲ იგი სათნოებისაჲ მცირედ ჟამი არს და ჴორცთა მიერ განხრწნადთა, ხოლო გჳრგჳნი მისი უხრწნელ და დაუსრულებელ, სადა-იგი არღარა არს შიში შეცვალებისაჲ, არცა აღსასრული სიხარულისაჲ. აწ უკუე რაჲ არს კეთილი ესე და შუებაჲ სოფლისაჲ, რომლისა შეცვალებასა მარადღე მოელი, რომელი საწუთრო არს და მიწისაგან, და პირველ გამოჩინებისა წარწყმდების და ფრიადითვე ჭირითა მოიგების? ანუ რაჲ არს სწორ მათ კეთილთა შეურყეველთა და წარუვალთა და დაუსრულებელთა, რომელთა ჟამსა მებრ შრომისასა დიდი სიტკბოებაჲ აქუს სასოებისაჲ და გჳრგჳნთა მათ დაუჭნობელთა უჩუენებენ მუშაკთა თჳსთა? რამეთუ ნანდჳლვე მუშაკი სათნოებისაჲ პირველ ამიერ წარსლვისა გჳრგჳნოსან არს. აწ უკუე მოვიგოთ სათნოებაჲ, რაჲთა აქაცა კეთილად ვიყვნეთ და მერმესა მას საუკუნესა წარუვალთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ, რომელთა ღირსმცა ვართ მკჳდრ-ყოფად მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.


http://titus.uni-frankfurt.de/texte/etcs/cauc/ageo/johchrys/mttargm3/mttart.htm

No comments:

Post a Comment