ისმინეთ ყოველთა ვეცხლისმოყუარეთა, რომელნი შეპყრობილ ხართ სენითა იუდაჲსითა. ისმინეთ და განეკრძალენით ბოროტისა ამის ვნებისაგან. უკუეთუ იგი ქრისტეს თანა იყო და ესოდენნი სწავლანი მის მიერ ასმიოდეს და მადლი სასწაულთმოქმედებისაჲ მიეღო, და ამას ყოველსა ზედა, ვინაჲთგან არა ეკრძალა ვნებისა მისგან, ესევითარსა მთხრებლსა შთავარდა, რაჲ-მე ვყოთ ჩუენ, უმეცართა ამათ, რომელნი მარადის ამის საწუთროჲსადა შემსჭუალულ ვართ? იგი უბადრუკი იქცეოდა მარადის ქრისტეს თანა, რომელსა არა აქუნდა ადგილი მიდრეკად თავისა, და ესმოდა მისგან მარადღე, ვითარმედ: "ნუ მოიგებთ ოქროსა, გინა ვეცხლსა, ნუცა ორსა სამოსელსა", და არავე შეიგონა.
რამეთუ ბოროტ არს მჴეცი ესე და მძჳნვარე, და უკუეთუ ვინ განსცეს თავი თჳსი, მყის შთაჰჴდის მას ქუესკნელთა ქუეყანისათა. ხოლო უკუეთუ ვინებოთ წინააღდგომად მისა, ადვილად იძლიოს და იოტოს. რამეთუ ბრძოლაჲ იგი არა ბუნებითი არს, არამედ უდებებისა და დაჴსნილობისაგან ჩუენისა იქმნების. ხოლო ვინაჲთგან ეუფლოს კაცსა, სრულიად გარეგან წესთა ბუნებისათა ჰყოფს. უმეცარ-ჰყოფს მეგობართა თჳსთა და ძმათა, ვითარ-იგი იუდას შეემთხჳა, უარ-ყო უფალი და მეუფე და მოძღუარი და განმცემელ იქმნა სახიერისა მის. თქუას ვინმე, თუ: რად ესევითარი იქმნა წოდებული იგი ქრისტეს მიერ მოწაფე-ყოფად მისა? ესე ნუ გიკჳრს, ძმაო, რამეთუ წოდებაჲ ქრისტესი არა იძულებით იქმნების, არცა აიძულებს გონებასა მათსა, რომელთა არა ენებოს სათნოებაჲ. ასწავებს ყოველთა და კეთილისა გზასა უჩუენებს და ყოვლით კერძო აწუევს კეთილისა მიმართ. ხოლო რომელთა არა ენებოს, იძულებით არა იმჭირავს. ეგრეთვე იუდას ზედა ქმნა. მოუწოდა, ასწავა, კეთილი უყო, ყოველივე ღონე ქმნა. ვინაჲთგან მან ვეცხლისმოყუარებაჲ აღირჩია, არღარა ჯერ-იჩინა იძულებად მისა, რამეთუ თჳთმფლობელად დაუბადებიეს ბუნებაჲ ჩუენი და არა აგჳძულებს. ამისთჳს რომელნიმე იყვნეს მტაცებელ, ანგაჰრ და მედგარ. ინებეს მოქცევად და იქმნეს ცხოვართა უმშჳდეს. სხუანი მეძავნი იყვნეს და მოიქცეს სიწმინდედ. სხუანი ანგაჰრნი იყვნეს და მერმე თჳსიცა მონაგები გლახაკთა განუყვეს. ეგრეთვე კუალად წინააღმდგომიცა მრავალგზის იქმნის უდებებისაგან და დაჴსნილობისა. ამისთჳს გიეზი მოწაფე იყო წინაჲსწარმეტყუელისა დიდისაჲ და ვეცხლისმოყუარებითა სამარადისოჲ კეთროვნებაჲ დაიმკჳდრა. იუდა ქრისტეს თანა იყო და განმცემელ მისა იქმნა და თანამზრახვალ ჰურიათა, ამისვე სენისაგან. ესე ყოველთა ვნებათა უძჳრეს არს, ამისგან იქმნებიან მპარავნი და ავაზაკნი და საფლავთა მჭკუერველნი, ამისგან შეიმზადებიან ბრძოლანი და კაცის-კლვანი, და რომელიცა ბოროტი მოიგონო, ამისი ნაშობი არს. ამის ვნებისა მიერ ძლეული კაცი ყოველსავე საქმესა უჴმარ არს, გინა თუ მთავარი იყოს, გინა თუ ერისთავი. ანგაჰრი და ვეცხლისმოყუარე ყოვლადვე უჴმარ არს და ყოველთა მიერ საძულელ. და რად ვიტყჳ მთავარსა და ერისთავსა? დაღაცათუ მეფჱ იყოს ანგაჰრი და ვეცხლისმოყუარე, ყოველთა უსაწყალობელეს არს და მავნებელ არს ყოვლისა სოფლისა, ყოველთაგან მოიტაცებნ, ყოველთაგან მოიხუეჭნ. ამისთჳს წერილ არს, ვითარმედ: "არარაჲ არს უძჳრეს ვეცხლისმოყუარებისა"; არა იცის განძღომაჲ, არავინ უვის მოყუარე, ყოველთა უუბადრუკეს არს. ვითარცა იგი, რომელი მძლე ექმნას ვნებასა მას, სანატრელ არს, დაღაცათუ მონაჲ იყოს, საწადელ არს ყოველთა მიერ, რამეთუ სათნოებაჲ მუშაკთა თჳსთა საწადელ და სანატრელ-ჰყოფს ყოველთა მიერ. აწ უკუე, კაცო, ნუ მწუხარე ხარ, უკუეთუ სიგლახაკესა შინა იყო, არამედ მოიგე სიმდიდრე სათნოებისაჲ და ნეტარ იყოს შენდა. რომელი სულითა გლახაკ იყოს, დაღაცათუ ყოველი სოფელი აქუნდეს, იგი მდიდრად არა შემირაცხიეს; ეგრეთვე რომელი სულიერად მდიდარ იყოს, დაღაცათუ პურიცა არა აქუნდეს, მას არა ვიტყჳ გლახაკად. რამეთუ სული უმთავრეს არს და უპატიოსნეს ჴორცთასა, და ვერ ძალ-უც უდარესსა მას უაღრესისა თავისა თჳსისა წესსა შეცვალებად, რაჲთამცა თჳსითა სიგლახაკითა დააგლახაკა მისი იგი სიმდიდრე, ანუ თჳსითა სიმდიდრითა განამდიდრამცა მისი სიგლახაკე. არამედ უფროჲსად უაღრესი იგი უდარესსა მას მიიზიდავს თჳსისა მიმართ წესისა. და ესე ცხად არს ჴორციელთაცა საქმეთა შინა, ვითარ უაღრესი უდარესსა თჳსისა მიმართ წესისა შესცვალებს. ამისთჳსცა, უკუეთუ გულსა რაჲმე ევნის, ყოველივე გუამი უძლურებასა შთავარდის, ხოლო უკუეთუ იგი მრთელ იყოს და მხიარულ, დაღაცათუ სხუასა ასოსა ელმინ რაჲმე, ადრე მოვიდის სიმრთელედ. ეგრეთვე ხე, უკუეთუ ძირი დაჭნეს, რაჲ სარგებელ არს რტოთა სიორძილე? და უკუეთუ ძირი უვნებელად იყოს, დაღაცათუ ფურცელი განჴმეს, არცა ერთი რაჲ სავნებელი შეემთხუევის. ეგრევესახედ, უკუეთუ სული გლახაკ იყოს, სიმრავლე საფასეთაჲ არად სარგებელ არს, და კუალად, უკუეთუ სული მდიდარ იყოს სათნოებითა, სიგლახაკე ჴორციელი ვერარას ავნებს. ხოლო სიმდიდრე სულიერი უფროჲსად მაშინ იქმნების, ოდეს ჴორციელად სიგლახაკით და უპოვრებით ვცხონდებოდით. და მაშინ ვართ ჭეშმარიტად მდიდარნი, ოდეს შეურაცხ-ვყოთ სიმდიდრე, და მაშინ ვართ გლახაკ, ოდეს გუსუროდის საფასეთათჳს. ხოლო ფრიად უადვილესად შეურაცხ-ვჰყოფთ საფასეთა სიგლახაკესა შინა რაჲ ვიყვნეთ, ვიდრეღა სიმდიდრესა. რამეთუ ვითარცა მომთრვალე, რაოდენ სუმიდეს, უმეტესად სწადინ ღჳნოჲ, ვიდრეღა რომელი არა სუამნ, ეგრეთვე საჴმართ-მოყუარე, რაოდენ მოიგებდეს საფასეთა, უმეტესადღა სწადინ უფროჲსისა მოგებად. რამეთუ არა აქუს გულისთქუმათა ესე წესი, რაჲთამცა უმეტესისა მოგებითა დაშრტეს, არამედ უფროჲსადღა აღეტყინებიან. ვითარცა-იგი ცეცხლმან, რაოდენცა პოის ნივთი, ფრიად უმეტესად აღეტყინის, ეგრეთვე საჴმართა მოყუარებამან, რაოდენცა უმეტესი პოოს ოქროჲ და ვეცხლი, უმეტესად განძჳნდების. ამისთჳს ვიტყჳ, ვითარმედ: უფროჲსად იგი არს გლახაკ, რომელი უმეტესისა მოგებად სურვიელ იყოს. და გულისჴმა-ყვენით ორნი კაცნი: ერთი იგი იყავნ ანგაჰრ და აქუნდინ ბევრეული შანთი ოქროჲსაჲ, და მეორე იგი იყავნ უპოვარ და აქუნდინ ვითარ ათი ოდენ დრაჰკანი. წარწყმიდეს ორთავე მონაგები იგი, ერთმან ბევრი იგი შანთი და მეორემან ათი იგი დრაჰკანი. ვინმცა უმეტეს შეწუხნა? უეჭუელად უფალი ბევრისა მის შანთისაჲ. ამისთჳს უმეტესად შეწუხნა, რამეთუ უმეტესად უყუარდა და გული ეტყოდა უმეტესისა მოგებად. ამისთჳსცა უგლახაკეს იყო მეორისა მის, რომელმან არარად შეჰრაცხა წარწყმედაჲ ათისა მის დრაჰკნისაჲ. რამეთუ მარადის გულისთქუმაჲ ნაკლულევანებისაგან იქმნების. ესე ყოველი ამისთჳს ვთქუ, რაჲთა სცნათ, ვითარმედ, უკუეთუ განვიფრთხოთ გონებითა და შევიყუაროთ სათნოებაჲ, ვერარამან გუავნოს ჩუენ. გევედრები უკუე, ყოვლითავე ძალითა ვისწრაფოთ განრომად სენისა ამისგან ვეცხლისმოყუარებისა, რაჲთა აქაცა მდიდარ ვიყვნეთ გონებითა და საკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

No comments:
Post a Comment