ცხორებისათჳს მონაზონთაჲსა და მათისა მის მჴედრობისათჳს.
ვინაჲთგან უკუე გუასწავა უფალმან, ვითარ აღესრულების წესი მერმისა მის აღდგომისაჲ, 'ვითარცა ანგელოზნი
იყვნენო
ცათა
შინა',
მოედით
აწ,
მორწმუნენო,
ვიღუაწოთ
ყოვლითა
ძალითა,
რაჲთა
მივემთხჳნეთ
პატივსა
მას
ანგელოზთა
თანადგომისასა
და
არა
დავისაჯნეთ
ბნელსა
მას
გარესკნელსა,
სადა-იგი იყოს ტირილი
და
ღრჭენაჲ
კბილთაჲ
და
სხუანი
იგი
მიუთხრობელნი
სატანჯველნი.
აწ უკუე გნებავს თუ, გიჩუენნე აქავე ვიეთნიმე მობაძავნი მოქალაქობისა მის ანგელოზთაჲსა. უკუეთუ ამისა ხილვად წადიერ ხართ, კუალად უდაბნოდ წარვიდეთ, კუალად ზემოთქუმულნი იგი სიტყუანი ვაჴსენნეთ. ვიხილნეთ დღესცა ბანაკნი იგი სულიერნი მოღუაწეთანი, არა ტილოებისა კარვებითა და რკინისა ლახურებითა დაბანაკებულნი, რამეთუ ამას პირსა ზედა დავაცხრვეთ გუშინდელი სიტყუაჲ, არამედ შიშუელნი ყოველთა ამათ ჴორციელთა საშურველთაგან და ყოვლით კერძო სულიერად შეჭურვილნი. მოედით უკუე და ბრძოლაჲცა და წყობაჲ იგი მათი იხილეთ და ჰპოვნეთ მუნ წინამბრძოლნი იგი და სპასალარნი ბოროტთა მათ ვნებათანი, ახოვნებითა მით ღმრთისმსახურთაჲთა მომწყდარნი, და სიტყუაჲ იგი მოციქულისაჲ საქმით აღსრულებული, რომელსა იტყჳს, ვითარმედ: 'ქრისტე იესუჲსთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულისთქუმით'. ნანდჳლვე მუნ იხილნეთ ყოველნი ვნებანი და გულისთქუმანი, მომწყდარნი მახჳლითა მით სულისაჲთა. ამისთჳს არა არს მათ შორის მთრვალობაჲ და ნაყროვანებაჲ, რამეთუ მთრვალობაჲ მოკლულ არს წყლისა სუმითა და ნაყროვანებაჲ მომწყდარ არს მარხვითა. ნეტარ არიან იგი მჴედარნი, რომელთა მოუკლავს მრავალთავი იგი მჴეცი, რომელ არს მთრვალობაჲ. რამეთუ ვითარცა ზღაპართა მათ შინა საწარმართოთა გამოსახულ არს მრავალთავი იგი ვეშაპი, ესრეთ არს ჭეშმარიტად მთრვალობაჲ, მრავალ ასხენ თავნი ბოროტნი: ერთ კერძო სიძვაჲ, მეორედ მრისხანებაჲ, ამიერ გინებანი, იმიერ ტრფიალებანი ბილწნი, სიმრავლე ცუდადმეტყუელებისაჲ, დაჴსნილებაჲ, სიცოფე, ვერაგობაჲ, განრყუნილებაჲ გონებისაჲ, უცნებათა სიბნელე, გულისსიტყუათა შეგინებულთა უფსკრული. ესე ყოველნი ბოროტთა თავნი, შენაწევრებულითა მით ასოებითურთ მათით, მომწყდარ არიან მათ სანატრელთა მიერ, რომელ-ესე ჴორციელთა მჴედართა ვერ ჴელ-ეწიფების ქმნად, რამეთუ რომელნი-იგი ბევრეულთა მბრძოლთა ეწყვებოდიან, ამათ ვნებათაგან ძლეულ იყვნიან და დამონებულ, და გმირნი ახოანნი, ვითარცა ტყუენი შეკრულნი ჴელბორკილითა, ესრეთ ჰმორჩილობდიან მათ. აწ უკუე იხილეთ ნეტართა მათ ბანაკისა ძალი და სიმჴნე, რამეთუ დედაჲ იგი და ერისთავი მრავალთა მათ ვნებათაჲ სრულიად მოუკუდინებიეს; ხოლო ვინაჲთგან წინამძღუარი მოკლულ არს, სხუანი იგი სრულიად უჴმარ არიან. იხილეა ბრწყინვალე ესე ძლევაჲ? რომელსა ყოვლისა სოფლისა მჴედრობანი თუ ერთად შეკრბენ, ვერ აღასრულებენ, ამას ერთი დაბებკულითა ძაძითა მოსილი მონაზონი აღასრულებს. რამეთუ ჰბაძვენ იგინი მეუფესა თჳსსა, რომლისათჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: 'ნაღუარევისაგან გზასა ზედა სუას მან. ამისთჳს აღამაღლოს თავი'. ესე იგი არს, ლიტონი და გლახაკობისა ცხორებაჲ აღირჩიოს მო-რაჲ-ვიდეს ქუეყანად, და სასუმლად მისა იყოს წყალი. ამისთჳს აღამაღლოს ბუნებაჲ იგი, რომელი ჩუენგან მიიღოს. ეგევითარი აქუს მოღუაწეთა მათ მოქალაქობაჲ; ამისთჳს მძლენი არიან უხილავსა მას შინა წყობასა. და სხუანიცა მრავალნი ჰპოვნე მათ მიერ მოკლულნი ვნებანი და ამაონი გულისთქუმანი, რომელთა მონა არიან მეფენი, მთავარნი და ძლიერნი სოფლისანი. მივედ ტაბლათა მათთა და იხილნე თითოსახენი გულისთქუმანი, ჴელოვნებანი მზარაულთანი, შჯულის-დებანი მათისა მის ვერაგობისანი, თითოფერთა მფრინველთა და ოთხფერჴთა დაწყუედანი, თითოგუართა ტკბილთა და ხილთა განწესებანი, პირად-პირადთა ღჳნოთა და თაფლუჭთა შეზავებანი, გუარად-გუარადად ტაბლისა შემკობანი, წიგნნი აღწერილნი ესევითართა განგებულებათათჳს, განწყობილნი მწდეთა და ტრაპეზთმოძღუართა და ზემდგომელთანი, სიმრავლენი მოკიცხართა და მემღერთა და მგოსანთანი, სიქადულნი გრძელად ჯდომისათჳს და ფრიადისა სუმისა. იხილენა მრავალნი იგი მძლავრებანი გულისთქუმათანი? ესე ყოველი ვისთჳს არს? მიხედენ, უბადრუკო, საზომსა მუცლისა შენისასა, რაოდენი არს, და გრცხუენოდინ ესოდენისა მის შფოთისა და მიმოკუეთებისაგან. ესე ყოველივე წმიდათა მათ მოღუაწეთა მიერ მკუდრად შერაცხილ არს და არარაჲ მათ შორის იპოების. პური ხოლო და წყალი ჰპოო მუნ, გინა თუ მცირედი მხალი და ცერცჳ, და ესეცა არა უზომოდ, არამედ საჴმარად ხოლო ბუნებისა. ამისთჳს დიდი დაწყნარებაჲ არს მათ შორის, და შუებისმოყუარეთა მათ შორის - დიდი შფოთი. ხოლო შინაგანისა განყოფილებაჲ ორთაჲ მათ ვითარ-მე მიგითხრა? განაღე გული შუებისა და მთრვალობისა მოყუარეთაჲ და ჰპოო მუნ ყოველივე სიმყრალე, ყოველივე საძაგელებაჲ, გულისთქუმანი ბოროტნი, გულისსიტყუანი ბილწნი; შევედ გონებასა მოღუაწეთასა და იყნოსე სული სურნელებისაჲ, წურთანი საიდუმლოთა საღმრთოთანი, ხილვანი მაღალთა მათ ხედვათანი, ბრწყინვალებაჲ თუალთშეუდგამი იხილო მათ შორის, მოფენილი სულისაგან წმიდისა. კუალად განყოფილებაჲ მათისა მის და ამათისა ტაბლისაჲ ვითარ-მე გულისჴმა-გიყო? ტაბლაჲ მოღუაწეთაჲ პურისმტეთა თჳსთა სასუფეველად მიავლენს, ხოლო ტაბლაჲ შუებისა და მთრვალობისა მოყუარეთაჲ - გეჰენიად ცეცხლისა. ამის ტაბლისა ბოროტისაჲ დამგებელი ეშმაკი არს, ხოლო ტაბლისა მის მონაზონთაჲსა შემმზადებელი ქრისტე არს და პურისმტე მათი იგი არს, ვითარცა იტყჳს თავადი: 'რომელსა უყუარდე მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი, და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ'. ხოლო მომთრვალეთა პურისმტე ეშმაკი არს, რამეთუ სადაცა მთრვალობაჲ არს, მუნცა ეშმაკი, სადა სიტყუანი ბილწნი ითქუმიან და სიმღერანი და როკვანი, მუნ ეშმაკნი როკვენ. ესევითარი იყო ტაბლაჲ იგი მდიდრისაჲ მის. ამისთჳს არცა თუ წუეთისა ერთისა წყლისა უფალ იყო, მი-რაჲ-ვიდა მერმესა მას სოფელსა; გარნა მოღუაწენი იგი ღმრთისმსახურებისანი ამის ყოვლისა ბოროტისაგან უცხო არიან. ამისთჳს ანგელოზთა ჰბაძვენ და უჴორცოთა მოქალაქობაჲ ჴორცთა შინა აღუსრულებიეს. ხოლო ესეცა თუ გულისჴმა-ჰყო, თუ ვინაჲ შეიმზადებიან ტაბლანი იგი შუებულთანი, ანუ ვინაჲ მოღუაწეთანი, სცნა ბუნებაჲ მათიცა. ვინაჲ უკუე შეიმზადებიან ტაბლანი მდიდართანი? ჭირისაგან გლახაკთაჲსა და სულთქუმისაგან დავრდომილთაჲსა და ცრემლთაგან ჭირვეულთაჲსა, მონახუეჭისაგან ობოლთაჲსა და მონატაცებისაგან ქურივთაჲსა. ხოლო ტაბლაჲ ღმრთისმსახურთაჲ აღეგების შრომისაგან ჴელთა მათთაჲსა, ნიჭთაგან ღმრთისათა და საუნჯეთა მათგან უხუად მომნიჭებელისათა. აწ უკუე, საყუარელნო, ნუ გუცონის სტუმრებად მათდა, მუნ ვისწაოთ რავდენითა საკრველითა შეკრულ ვართ, მუნ ვისწავლოთ დაგებაჲ ტაბლისაჲ უოხჭნოჲთა სანოაგითა, რომლისათჳს იტყჳს წინაჲსწარმეტყუელი: 'განჰმზადე წინაშე ჩემსა ტაბლაჲ საშურვებელად მაჭირვებელთა ჩემთა; სცხე ზეთი თავსა ჩემსა და სასუმელმან შენმან დამათრო მე, ვითარცა ურწყულმან. წყალობაჲ შენი, უფალო, თანამავალ მეყავნ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩემისათა'. ესე არს ტაბლაჲ და მთრვალობაჲ სულიერი, სავსე კეთილითა. ესე არს წყალობისა უფლისა ჩუენ ზედა მომყვანებელი და დამამკჳდრებელი ჩუენი სახლსა უფლისასა, რომელ არს ზეცისა იერუსალჱმი და მიუთხრობელნი იგი კეთილნი. მუნ მკჳდრ-ყოფად ღირსმცა ვართ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

ზუაობისათჳს და მაჩუენებლობისათჳს.
მოედით უკუე მცირედ ვთქუათ მათდა მიმართ, რომელნი მიდრეკილ არიან შედგომად ამის ვნებისა. გარნა რომელთა-მე მიმართ ვყო სიტყუაჲ ჩემი, რომელნი საფასეთა ზედა ზუაობენ, ანუ რომელნი სამოსელთა, გინა მთავრობათა, გინა თუ მოძღურებათა, ანუ ძლიერებათა, ანუ თავჴედობათა, ანუ რომელნი-იგი შემდგომად სიკუდილისა ზუაობენ? რამეთუ ესოდენ მრავალფერ არს ვნებაჲ ესე, ვიდრეღა ამასცა იქმს. ამისთჳს მრავალგზის მესმის, ვითარმედ იგი ვინმე მოკუდა და ესე რაჲმე ანუ იგი რაჲმე განაწესა, რაჲთა საქებელ და სახელოან იქმნას. რომელთა-მე მიმართ უკუე ვყო სიტყუაჲ? რამეთუ არა კმა არს ერთი სიტყუაჲ ყოველთა მიმართ. გარნა მათდა მიმართ მივაქციო სიტყუაჲ, რომელნი ქველისსაქმესა ზედა ანუ მარხვასა ანუ ლოცვასა ზუაობენ, რამეთუ უფროჲს ყოველთასა ესენი ცრემლთა ღირს არიან, რომელ შრომასა თავს-იდებენ და სასყიდელსა წარიწყმედენ. გულისჴმა-ყავ, კაცო, ვითარმედ დიდებასა მას ღმრთისამიერსა რაოდენცა ეძიებდე, უმეტესად შეგიყუარებს ღმერთი და მოგანიჭებს, ხოლო კაცთამიერსა რაოდენცა ეძიებდე, ღმრთისაცა საძულელ იქმნები და კაცთაცა. რაჲსათჳს უკუე იქმ ვაჭრობასა ამას ხენეშსა, რომელ ღმერთსა მოუპყრიეს მარჯუენე მოცემად სასყიდელთა გამოუთქუმელთა და შენ გარემიაქცევ მას და კაცთაგან ეძიებ სასყიდელსა, რომელნი ყოვლადვე არარას მიგცემენ? არა გესმისა სიტყუაჲ უფლისაჲ, ვითარ იტყჳს, ვითარმედ: ყოველივე, რომელიცა ვინ კაცთა საჩუენებელად ქმნას, წარუწყმედიეს სასყიდელი თჳსი? რამეთუ ყოველსავე ზედა საქმესა ზუაობაჲ ბოროტ არს, ხოლო უფროჲს ყოვლისა - ქველისსაქმესა ზედა. ვითარ უკუე ვიჴსნეთ თავნი ჩუენნი ამის ბოროტისა ვნებისაგან? უკუეთუ მოვიგოთ გულისჴმისყოფაჲ, ვცნათ, თუ ვინაჲ ვეძიებდეთ დიდებასა. მითხარღა, საყუარელო, ვინ არს მოძღუარი და შჯულისმდებელი ქველისსაქმისაჲ და სხუათა მათ სათნოებათაჲ? საცნაურ არს, ვითარმედ ღმერთი, რომელმან წესი ესე დაგჳდვა და ყოველივე უცთომელად უწყის. ხოლო შენ, უკუეთუ ასპარეზსა ისწავლიდე, ანუ რკინობასა, ანუ ფილოსოფოსობასა, ვისა წადიერ ხარ ჩუენებად ჴელმარჯუეობისა და გონიერებისა და სიმჴნისა შენისა? მასწავლელსა მას შენსა, ანუ ღჳნის-მოფარდულთა და მხლის-მსყიდელთა და მეთევზურთა, რომელთაგან არცა ერთი გაქუს სარგებელი? მე ვჰგონებ, თუ მრავალთა მათ და უსწავლელთა ერთა არცა ერთი გაქუნდეს ზრუნვაჲ, არამედ მისა ხოლო ჰხედვიდი, რომელი-იგი უფალ არნ საქმისა მის შენისა. ვითარ უკუე არა დიდი ბოროტი არს და უგუნურებაჲ, რომელ სხუათა ჴელოვნებათა შინა ყოვლითავე მოძღურისა მიმართ და განმგებელისა გიპყრიან თუალნი, ხოლო აქა არა ესრეთ იქმ, არამედ დაუტეობ ღმერთსა და ეჩუენები კაცთა ამაოთა. არა უწყია, რამეთუ ქველისსაქმითა ღმერთსა მიემსგავსები? აწ უკუე მიემსგავსე მას დაფარვითაცა ქველისსაქმისაჲთა, რამეთუ თავადიცა, ჰკურნებდა რაჲ უძლურთა, ამცნებდა არავისა თხრობად. რაჲ სარგებელ გეყოფის ქებისაგან კაცთაჲსა? არარაჲ ყოვლადვე. უფროჲსღა ზღვევაჲ ფრიადი არს, რამეთუ იგინი მებრ, რომელთა ეჩუენები, ავაზაკ იქმნებიან და განჰკრეხენ საუნჯეთა სასყიდლისა შენისათა, რომელნი დაუნჯებულ არიან ცათა შინა. და რად მათ ვიტყჳ? უფროჲსღა ვთქუა, თუ: ჩუენ თავით თჳსით იავარ-ვჰყოფთ და განვაბნევთ საუნჯეთა ჩუენთა, რომელნი მოცემად იყვნეს ცათა შინა. ჵ უცხოჲ ესე განსაცდელი! სადა-იგი მღილმან და მჭამელმან ვერ ავნის, არცა მპარავთა წარიპარიან, ცუდადმზუაობრობაჲ მიერ წარმოიპარავს. ესე არს მღილი მათ საუნჯეთაჲ; ესე არს მპარავი სიმდიდრისა მის სულიერისაჲ; ესე ყოველსა სათნოებასა ჩუენსა განჰრყუნის და უჩინო-ჰყოფს. რამეთუ იხილა რაჲ ეშმაკმან, ვითარმედ საუნჯე იგი ჩუენი მიუახლებელ არს ავაზაკთაგან და მღილთა და სხჳსა ყოვლისავე სავნებელისაგან, მოიპოვა ღონე ესე - ზუაობისა მიერ წარპარვად ყოვლისავე ნაქონებისა ჩუენისა. რაჲსათჳს სურვიელ ხარ, ჵ კაცო, დიდებისათჳს კაცობრივისა და ქებისა? არა კმა არსა შენდა ღმრთისამიერი იგი საუკუნოჲ დიდებაჲ? არა უწყია, რამეთუ ქველისსაქმესა ფარულად ჯერ-არს აღსრულებაჲ? 'შევედ საუნჯესა შენსა და დაჰჴაშ კარი შენი', თქუა უფალმან, 'და ილოცე მამისა შენისა მიმართ ფარულად; და მამაჲ შენი, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად'. და კუალად იტყჳს: 'რაჟამს ჰყოფდე ქველისსაქმესა, ნუ სცნობნ მარცხენე შენი, რასა იქმოდის მარჯუენე შენი, რაჲთა იყოს ქველისსაქმე იგი შენი ფარულად, და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად'. აწ უკუეთუ მცნებასა უფლისასა აღასრულებ, ესრეთ აღასრულე, ვითარცა მან ბრძანა; უკუეთუ არა, ცუდ არს შრომაჲ შენი. ამისთჳს კუალადცა გეტყჳ: იქმოდი რაჲ ქველისსაქმესა, დაჰჴაშ კარი შენი და მან ხოლო უწყოდენ, რომელსა მისცემდე. უკუეთუ შესაძლებელ არს, ნუცამცა იგი სცნობს, რაჲთა არა განიქიქოს საჲდუმლოჲ შენი, და მაშინ ღმერთმან ქადაგოს სათნოებაჲ შენი. ხოლო კაცობრივსა თუ ქებასა ეძიებდე, სასყიდელიცა დაგჭირდეს შრომათა შენთაჲ და კაცთაცა მაჩუენებელ და ამპარტავან გიწოდონ. აწ უკუე ყოველივე დაუტეოთ კაცობრივი გულისსიტყუაჲ და საღმრთოჲსა მის დიდებისათჳს სურვიელ ვიქმნეთ, რაჲთა საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისაჲ არს დიდებაჲ თანა მამით და სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.
No comments:
Post a Comment